Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. В течение определенного времени воспоминания о мировой войне были решающим фактором строительства единой Европы. Затем экономика и валюта стали теми рычагами, которые использовали политики для создания союза. Валютный союз и единая валюта требуют огромного взаимного доверия: никто ничего не продаст за денежную купюру, если не испытывает действительного доверия к этому куску бумаги. И это столь важное доверие пропало.
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/cacanashvili.jpegკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში რეორგანიზაცია 2012 წლის 20 მარტამდე უნდა განხორციელდეს. რეფორმის ფარგლებში, მთავრობის დადგენილებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შეეცვალათ სამართლებრივი სტატუსი. აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც კერძო სამართლის სტატუსი მიენიჭა. ვესაუბრებით იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილს. 2003 წელს დაწყებული განათლების რეფორმა ჯერაც არ დასრულებულა. რა შედეგი გვაქვს დღეისათვის? - ნაციონალების საამაყო რეფორმის შედეგია ინტელექტუალური შრომის როლის და მისი სოციალური მნიშვნელობის საკმაოდ დაბალი დონე. კვალიფიციური კადრების მასობრივი გადინება. განათლების სტანდარტების დაცემა და ახალგაზრდა მკვლევართათვის მეცნიერების არამომხიბვლელობა, რაც იმითაა გამოწვეულია, რომ სტუდენტსა და მეცნიერს შორის ურთიერთობების პროცესი მიმდინარე ცვლილებების ფონზე რეფორმის კრიტერიუმებს ვერ პასუხობს; ასე, რომ დღეს განხორციელებული რეფორმა: წარმატებული ორგანიზაციებისათვის საშიში გახდა, წარუმატებლისათვის – სულ ერთი. რა არის კარგი არსებულ რეფორმაში? - მაშინ, როცა ევროკავშირზე ვართ ორიენტირებული და ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ეს კარგია. მეცნიერებასა და განათლებაში დახარჯული თანხები მაგალითად აზერბაიჯანსა და სომხეთში უფრო მეტია, ვიდრე ჩვენთან. ხოლო საქართველოში ფურცელზე მზარდი ბიუჯეტიდან ძალოვან სტრუქტურებზე ბევრად მეტი იხარჯება, ვიდრე მეცნიერებასა და განათლებაზე. არ მითხრათ ახლა, ესეც კარგიაო. მხოლოდ დაფინანსებაში როდია საქმე. უმაღლეს სასწავლებლებსა და სახელოვნებო დაწესებულებს რომ კერძო სამართლის სუბიექტის სტატუსი მიენიჭა, როგორ ფიქრობთ კარგის მაჩვენებელია? არის მოსაზრება, რომ კერძო სამართლის სტატუსის მინიჭება ნაკლი არ არის… - აკადემიურ წრეებთან და სტუდენტებთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი მაქვს და და ყველა თავს შეურაცხყოფილად თვლის უნივერსიტეტის სტატუსის დაკარგვის გამო, დაფინანსების შემცირება, სახელმწიფო სტატუსის მოხსნა, არასრულფასოვანი პროგრამები, რომლებიც არ არის კავშირში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, რის გამოც სტუდენტები მოტივირებულნი არ არიან, სამეცნიერო ინფორმაციების და სახელმძღვანელოების არქონა ვერ გეტყვით რომ ყოველივე ეს კარგი განათლებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისთვისაა გაკეთებული. ახლა საუბარია უმაღლეს სასწავლებლებში მანდატურების დაინერგვაზე. რა მოტივით? - მანდატური ძველქართულში „ჯოხიან კაცს“ ნიშნავს… სტუდენტებს საკუთარი აზრი გაუჩნდათ უხარისხო განათლების თაობაზე, არასწორ მენეჯმენტსა და მათთვის ადმინისტრაციის მხრიდან „ჩაკეტილ კარებსა“ და საერთოდ ჩავარდნილ რეფორმაზე. ამიტომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან კვლევისა და დამუშავების თავისუფლებას კი არა, ჯოხიან კაცებს იმსახურებენ. რა ეფექტი გამოიღო დასავლეთის რეკომენდაციებით სამეცნიერო ინსტიტუტების აკადემიის შემადგენლობიდან უნივერსიტეტის შემადგენლობაში გადატანამ? - ამ კითხვას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ მე ვერ გიპასუხებთ, რომ ამით სასწავლო და სამეცნიერო სისტემის ინტეგრაცია მოხდა. პირიქით. სამეცნიერო ერთეულების გამალებული ლიკვიდაცია, კათედრების გაუქმება, კვლევითი ლაბორატორების დახურვა ნგრევა უფროა ვიდრე რეფორმა. უნივერსიტეტების ახალ წესდებაში სამეცნიერო ინსტიტუტებს ჯერ კიდევ სტატუსი არ გააჩნიათ, ისევე, როგორც მეცნიერ- თანამშრომელებს, რომელთაც დღეს 150-200 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა ცოტა ხანში მათი ადგილი უნივერსიტეტებში აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში არსებული სამართლებრივი ბაზა, ამისი თქმის საფუძველს იძლევა. გამოსავალს რაში ხედავთ? - ახალ საარჩევნო პროგრამაში, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული მეცნიერების მოდერნიზაციის სტრატეგია ექნება დევიზით: ცოდნა მართავს სახელმწიფოს და არა სახელმწიფო – ცოდნას. რას გულისხმობთ? - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა გულისხმობს, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენთვის ფუფუნება და მხოლოდ კონსტუტუციური უფლების რეალიზაცია კი არ უნდა იყოს, არამედ, ინოვაციური და ეკონომიკური განვითარების საწინდარი, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სულიერი განვიტარების საფუძველი.. სწორედ ამიტომ განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება პრიორიტეტული უნდა იყოს და ბიუჯეტის 20-25% იხარჯებოდეს. არსებული ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელია ნაცვლად 62 სამეცნიერო ინსტიტუტისა 15-მდე მათგანი დაფინანსდეს და მეცნიერული კვლევის შედეგები ეკონომიკაში ჩაბრუნდეს. მიღებული მოგება ქართველოლოგიურ მეცნიერებების განვითარებას მოხმარდეს, რადგან საქართველო სწორედ ამ მიმართულებით გახდება საერთაშორისო კვლევების ცენტრი. ამისათვის საუკეთესო ორგანიზაციული ფორმაა სამეცნიერო-საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ერთობლივ საქმიანობას გულისხმობს იდეათა დამუშავებისა, ინოვაციათა რეალიზებისა და მათი კომერციალიზაციისათვის, მეცნიერებათა აკადემია ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული და ასე შეიქმნება კოორდინაცია მეცნიერებას, განათლებასა და წარმოებას შორის. ნინო ფირცხალავა იხილეთ epn.ge
  3. Сильвио Берлускони, может быть, предпочел бы другое место, например, пляжи Сочи. Но у Владимира Путина сомнений в выборе места не было: дорогой друг Сильвио хотел увидеть чудеса Красной Поляны, местность на Кавказе, где пройдут зимние Олимпийские игры в 2014 году.
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/panjikidze5-300x199.jpgპოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის თქმით, ჯვრის მონასტრის ირგვლივ ბუნდოვაბნი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ის რომ საქართველოსა და ისრაელს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე, სიცრუეა. „პრეზიდენტის ცნობით შექმნილია სამუშაო ჯგუფი რომელიც მუშაობს ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელის მხარესთან, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისრაელს ქირით აქვს აღებული იერუსალიმის საპატრიარქოსგან ჯვრის მონასტრის მიმდენბარე ტერიტორია“,– აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ეს თემა ისრაელს საერთოდ არ ეხება და ეს საკითხი გასარკვევია ბერძნებთან, რის გამოც იერუსალიმის პატრიარქი მსგავს მოლაპარაკებას არ ადასტურებს. ფანჯიკიძემ ასევე ისაუბრა იერუსალიმის პარტიარქის ინტერვიუზე, სადაც ის მესამე ძალაზე საუბრობს, რომელიც საქართველოსა და ისრაელს, ასევე საქართველოსა და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებ შორის ურთიერთობას ძაბავს. „მიგვაჩნია რომ ეს არის კიდევ ერთი პროპაგანდისტური თემა, რომლითაც ხდება ამომრჩევლის მოტყუება და ლახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, ხელისუფლება ვალდებულია განმარტოს რა მესამე ძალაზეა საუბარი რომელსაც თეოფილე მესამე ასახელებს თავის ინტერვიუში”, – დასძინა ფანჯიკიძემ. იხილეთ epn.ge
  5. На этой неделе я побывал в Берлине, где обсуждал с немецкими политиками мартовские президентские выборы в России. Меня спросили, стал бы я продавать или покупать акции московского движения протеста, если бы оно было компанией, зарегистрированной на фондовой бирже. С ответом я не колебался: покупать, но с учетом того, что дивиденды от инвестиций придут лишь в долгосрочной перспективе.
  6. Оборонный бюджет США превышает военные расходы всех остальных государств мира вместе взятых. Ни одна другая страна не ведет войн так часто, как это делает Америка. Основной движущей силой Америки является военно-промышленный комплекс стоимостью миллиарды долларов. Он крепко вписан в систему функционирования государства, и потеряет всякий смысл, если воевать вдруг станет не с кем.
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/dzidziguri-300x200.jpgმივმართავ ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც კონტროლის პალატა თვალთმაქცური საქმიანობის ორგანოდ, შსს-ს კუდ-ისა და სოდ-ის დანამატად გადააქცია, შემხვდეს და დამელაპარაკოს. ეს განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. ძიძიგური კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ “ქართული ოცნების” პოლიტიკური სუბიექტების შემომწირველების ინტენსიურ დაბარებასა და მათ დაკითხვას აპროტესტებს. “ეს ყველაფერი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ძალიან ჰგავს განწირული ადამიანის ქმედებას. ამით პროცესები გაცილებით დაჩქარდება და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრე გავხდებით“,– აღნიშნა ძიძიგურმა. მისივე თქმით, ბეჟაშვილი ერთხელ მაინც უნდა იყოს ხერხემლიანი პოლიტიკური ფიგურა, სახელმწიფო მოხელე და არ მოიქცეს ისე, როგორც ხელისუფლება და ნათია მოგელაძე უბრძანებს. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა,დღეს ის თინათინ ხიდაშელთან ერთად, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის ანგარიშზე შერმოწირულობას შეიტანს. იხილეთ epn.ge
  8. В воскресенье, 11 марта, завершился Чемпионат мира-2012 по легкой атлетике в помещении. Российская команда заняла в Стамбуле пятое место в медальном зачете, завоевав одну золотую медаль, три серебряных и пять бронзовых наград.
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/panjikidze1-300x195.jpgმაია ფანჯიკიძის თქმით, სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ უკან დაიხია, როცა ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური კოალიცია „ქართული პოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, კარგია, რომ შსს იძულებული გახდა ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე რეაქცია მოეხდინა. “მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშილმა მკაცრი განცხადება გააკეთა და მოითხოვა, რომ გამოძიების დასრულებამდე ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და პოლიციის შენობების კიდევ უფრო გამჭვირვალობაზე ისაუბრა. კარგია, რომ შსს იძულებული გახდა ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე რეაქცია მოეხდინა, ასევე მისასალმებელია ის, რომ ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა პოლიციამ უკან დაიხია”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ეს საკმარისი არ არის და ქიმერიძის გარდაცვალების საკითხზე სრული გამოძიება უნდა ჩატარდეს, დამნაშავე პირები კი კანონის სიმკაცრით დაისაჯონ. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/xidasheli-tina-300x1991.jpgკოალიცია „ქართული ოცბნების“ წევრის, რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ყველა რაიონსა თუ ქალაქში, მათ აქტივისტებზე მიმდინარეობს ტერორი. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მათ აქტივისტებთან მიდიოდნენ, ამბობდნენ, რომ იყვნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები, თუმცა მისივე თქმით, ადგიოლები, სადაც აქტივისტებს იბარებდნენ არ იყო კონტროლის პალატის შენობები. „აქტივისტები, რომლებზეც ტერორი მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ და აგროვებდნენ ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით,“,–აღნიშნა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ამ აქტივისტებს გარკვეულ შებობებში იბარებდნენ, როგორც ფინანსურ მაქინაციებში მიჩნეულ სამართალდამრღვევებს,თუმცა ხიდაშელის თქმითვე, ეს ადამიანები არ იმყოფებიან „ქართული ოცების“ ფინანსურ ურთიერთობებში, ისინი ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტები არიან. ხიდაშელის განცხადებით, აქტივისტებს ხელს აწერინებენ დოკუმენტებზე, რომ ისინი თავად აცხადებენ უარს ადვოკატის დახმარებაზე. „მივმართავ აქტივისტებს, რომ არც ერთ ასეთ განცხადებას ხელი არ მოაწერონ და ნუ აჰყვებიან პროვიკაციებს რომლებსაც მათ სხვადასხვა საჯარო მოხელეები უწყობენ“,– აღნიშნა ხიდაშელმა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/vashadze.jpgიუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ელექტრონული მმართველობის მხრივ დაწინაურებაზე ისაუბრა. გაერო-ს კვლევის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოებში ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასებისას,საქართველო წინა წლებთან შედარებით 30 საფეხურით დაწინაურდა. როგორც მან აღნიშნა საქართველომ 72-ე ადგილზე გადაინაცვლა, ამ მაჩვენებლით ის წინ უსწრებს მეზობელ ქვეყნებს.განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი,რომ საქართველოში მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებებში, რაც გამოიხატა ელექტრონული სერვისის ხელმისაწვდომობით. ვაშაძემ აღნიშნა, რომ გაერო-ს ელექტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსის მიზანია,გაზომოს კონკრეტული ქვეყნის წარმატება ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში. მიუხედავად წინსვლისა კვლავ ბევრი სამუშაოა,რათა მოწინავე ადგილი დავიკავოთ,განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. იხილეთ epn.ge
  12. მიმდინარე წლის 10 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. "არჩევნების" შედეგად აფხაზურ "პარლამენტში" 35-დან მხოლოდ 13 ადგილი დაკომპლექტდა. 22 ოლქში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50% მეტი ხმის მოგროვება.ახლა სხვა ოლქებში მეორე ტურს ჩაატარებენ, რომელიც ორი კვირის შემდეგ 24 მარტს არის დანიშნული.შეგახსენებთ, რომ აფხაზურ "პარლამენტში" 35 ადგილზე პრეტენზიას 148 კანდიდატი აცხადებდა, რომელთაგან 114 საინიციატივო ჯგუფების, ხოლო 34 პოლიტიკური პარტიების მიერ იყვნენ წარდგენილები.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. http://saqinform.ge/images/stories/analitics/eric-fournier.jpgთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმის მკითხველი გივი მომცელიძე სოციალურ ქსელ „Facebook“-ის გვერდზე აქვეყნებს, საფრანგეთის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე 2012 წლის თებერვალში ჩაანაცვლეს რენო სალენსით (ყოფილი დიპლომატი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანში).<span style="font-size: 10pt;" />მკითხველის აზრით, მისი მოღვაწეობა ამ ქვეყანაში არ დასრულებულა – ყოფილი ელჩი ერიკ ფურნიე შესაძლოა, ივანიშვილის მრჩეველი გახდეს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში – ამის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ივანიშვილის პრესსამსახური. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემოთავაზება პირადად ივანიშვილისაგან მიიღო ჯერ კიდევ დეკემბერში და საუბარი იმდენად სერიოზული იყო, რომ ფურნიემ საშობაო არდადეგებიც კი არ გაატარა ოჯახთან ერთად, ის საქართველოში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ივანიშვილთან, – წერს ბატონი მომცელიძე. – ამბობენ, რომ ივანიშვილისაგან ამ შემოთავაზებას ფურნიე არ დათანხმდებოდა, რომ არა მისი და ივანიშვილის საერთო მეგობრის, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირადი თხოვნაც, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო ამ შეთავაზებას“. საქინფორმი
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/xidasheli-tina-300x298.jpgკოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ელოდება ნათია მოგელაძის ისტერიკებს და კონტროლის პალატაში დაკითხვაზე დაბარებას. ამის შესახებ განცხადება, ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, ის დღეს შეიტანს შემოწირულობას „ქართული ოცნებაში“ გაწევრიანებულ ერთ–ერთ ორგანიზაციის ანგარიშზე. „დღეს შემაქვს შემოწირულობა „ქართული ოცნებაში“ გაწევრიანებულ ერთ–ერთ ორგანიზაციის ანგარიშზე და ველოდები ნათია მოგელაძის იმ ისტერიკებს, რომელსაც ჩვენ აქტივისტებს უწყობს,ასევე ველოდები, მიიღოს ჩემი გამოწვევა და დამიბაროს კონტროლის პალატაში“,–განაცხადა ხიდაშეილმა. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონტროლის პალატამ საჯარო უნდა გახადოს “ქართული ოცნების” აქტივისტების ყველა დაკითხვა. „მოვითხოვ, კონტროლის პალატამ საჯარო გახადოს ყველა დაკითხვა, რომელიც განხორციელდება ჩვენი აქტივისტების მიმართ და გადაიტანონ აუდიო–ვიდეო მატარებელზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, იხილოს, როგორ იქცევა ქალბატონი პროკურორი გესტაპოს და შშ-სთვის დამახასიათებელი მოქმედებებით კეთილ ადამიანებთან მიმართებაში“,– აღნიშნა ხიდაშელმა. იხილეთ epn.ge
  15. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60234.jpg საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ევროკომისიის მისია თბილისში დღეს ჩამოდის და ის ექსპერტების დონეზე იქნება წარმოდგენილი. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა იქნება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ლიბერალიზაციის შესაძლებლობის შესწავლა, კერძოდ, საკითხი შეეხება უსაფრთხოებასა და საზღვრის მართვას. `ვიზიტის მთავარი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ვიზა-ლიბერალიზაციისა და რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი. 2011 წლის 1 დეკემბერს, როდესაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო გაიმართა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის ზაფხულამდე სავიზო დიალოგის გახსნის შესაძლებლობა უნდა განხილულიყო. შესაბამისად, მართლაც შესაძლებელი იქნება თუ არა ამ დიალოგის გახსნა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შეფასებას გააკეთებს ექსპერტთა ჯგუფი,`- განაცხადა ნინო კალანდაძემ. ტრადიციულ ბრიფინგზე კომენტარი გაკეთდა კანადაში დაღუპული მარიამ მახნიაშვილის გადმოსვენების საკითხზეც. ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური მისია აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში და ისინი აუცილებლად დაიცავენ ოჯახის ინტერესებს. View the full article
  16. http://saqinform.ge/images/stories/analitics/sovmestnie-uCenia.jpgთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც აშშ-ის საელჩო თბილისში იტყობინება, აშშ-ის საზღვაო ქვეითები და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორკვირიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გადიან.<span style="font-size: 10pt;" />„Agile Spirit 2012“, რომელიც 10-დან 24 მარტამდე ტარდება, ყოველწლიური სამხედრო მომზადებაა. ის უკვე მეორედ იმართება და აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც, რომლის ფარგლებშიც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ემზადებიან. საქინფორმი
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Kalandadze-2-300x1992.jpgსაქართველოსა და თურქეთს შორის ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი არ არსებობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჯერ მიმდინარეობის პროცესშია და ამიტომ არ არსებობს არც ხელმოწერილი და არც ხელმოსაწერი დოკუმენტი. “არც ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს და არც მზა დოკუმენტი, რომელიც უკვე ხელმოსაწერად მზად იქნებოდა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს უწყებათაშორისი მოლაპარაკება ორ სახელმწიფოს შორის”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. ამასთან, წინა კვირას მთავრობის სხდომის შემდეგ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე თურქულ მხარესთან აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. მინისტრის განმარტებით, აზიზიეს მეჩეთი აშენდება იქ, სადაც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს. მინისტრის თქმით, ეს საკითხი ოშკის ფიზიკურად გადარჩენის თემაზეა მიბმული. “ოშკი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. და მისი დანგრევის პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ვერ გავექცევით. ამიტომ, ეს არის გადასარჩენი და ამის სანაცვლოდ თურქული მხარე ითხოვს, საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მცირე მეჩეთის აშენების უფლებას იქ, სადაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი არის გადასადგმელი და ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ”, _ განაცხადა ნიკა რურუამ. იხილეთ epn.ge
  18. http://saqinform.ge/images/stories/analitics/zakonoproeqt-NATO.jpgთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ნატოს გაფართოების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც პრეზიდენტ ობამას მოუწოდებს, მაისის ბოლოს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის წარმოადგინოს ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, საქართველოს, მაკედონიის და მონტენეგროს ნატოში გაწევრებისთვი „მკაფიო საგზაო რუკა“. ლუგარმა იმედი გამოთქვა, რომ სენატი კანონპროექტს ჩიკაგოს სამიტამდე მიიღებს.<span style="font-size: 10pt;" />მისი თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის კანონმდებლობაში, როდესაც ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო მოხსენიებული იქნებიან როგორც „ასპირანტი“ ქვეყნები. საქინფორმი
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/baqraze22-300x20212.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ისრაელში ვიზიტისას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს უკვე ოფიციალურად დასვამს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. კალანდაძის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა უწყებათა შორის დონეზე. “ყველა კომპეტენტური ორგანო არის ჩართული ამ საკითხში”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძე ისრაელში დღეს გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/baqradze2-300x291111.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე ისრაელში ქნესეთის სპიკერის, რეუვენ რივლინის მიწვევით იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების სხვადასხვა პირებთან. შეხვედრების დროს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელებენ. იხილეთ epn.ge
  21. Парадокс объясняется просто: в этих регионах была вовремя произведена замена губернаторов. Власть шла на риск, но он оказался оправданным: все результаты ушли в плюс, а без замены Путину досталось бы меньше голосов. Между тем эксперты подсчитали, что хотя Путин и был самым "затратным" кандидатом, голоса избирателей обошлись ему дешевле всех. newsru
  22. ვარდისფერობები დაავადებაა. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif თანაც ქორნიკული: ხან მიძინებულია ხან კი ისე შემოგიტევს, რომ… რატომ მიყვარს ვარდისფერი ძნელი სათქმელია. ალბათ იმიტომ, რომ ლამაზია; თან ნაცრისფერი, შავი და სხვა მოსაწყენი ფერები არ მიყვარს. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif )) as logical as that http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif )) პრინციპში რაც ლამაზია ყველაფერი მიყვარს. უბრალოდ ორ ერთნაირ ლამაზ ნივთს შორის რომელიც ვარდისფერია ალბათ იმას ავარჩევ. თუ ვარდისფერი არ აღმოჩნდება არჩევანში – მაშინ თეთრს მოვძებნი. მოკლედ ასეთი სახლი მინდა: http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/4036993824_1f0fd777e9_b-630x472.jpg და ასეთი ნამცხვრები მინდა: http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/cups.jpg და ასეთი დაბადების დღე მინდა: http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/pink-ballerina-birthday-party-630x419.jpg და ასეთი საჩუქრები მინდა: http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/01/gifts-630x553.png და ასეთი მანქანა მინდა: http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/03/car.jpg და ასეთი გარდერობის ოთახი. მთლად ვარდისფერი არ არის, მაგრამ თეთრზეც გაჭედილი მაქვს ამ ბოლო დროს: http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/03/traditional-closet.jpg და ასეთი დილა მინდა: http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/03/Romantic_Morning__by_MissAyleen.jpg და ლამაზი რაღაცები მინდა… პ.ს. მთელი ჩემი სიყვარული ვარდისფერი, ლამაზი და გოგოშკური რამეების მიმართ აქ გადაიღვარა. და ფეისბუქიც: Pink.gehttp://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/Vp1GB2P7cI0 ეწვიეთsweet.ge
  23. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60233.jpg საბერძნეთში მოკლული ქართველი მოზარდის დედა შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. 11 წლის ალექსი მესხიშვილის ცხედარი ჯერ ნაპოვნი არ არის, თუმცა საბერძნეთის პოლიციამ საქმე უკვე დახურა. მოზარდი თანატოლებმა 2006 წელს ჩხუბის დროს მოკლეს. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, მაგრამ ვინაიდან არასრულწლოვანები იყვნენ, ისინი არ დაუკავებიათ. გარდაცვლილი მოზარდის დედა კი აცხადებს, რომ საქმე კვლავ ბურუსითაა მოცული და დამნაშავეები სათანადოდ არ დასჯილან. საქმეზე აქტიურად მუშაობდა საქართველოს საკონსულო საბერძნეთში, თუმცა უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით, მათთვის დიდი ხანია აღარავის მიუმართავს. View the full article
  24. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60232.jpg რიკოთი უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია. ამ დროისათვის შეფერხება არც-ერთ გზაზე არ არის, იკრძალება მხოლოდ ნახევრად–მისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრასნპორტის გადაადგილება უღლეტეხილზე. დასავლეთ საქართველოს ცენტრალური გზები მთელი ღამის განავლობაში იწმინდებოდა. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. რამდენიმე სოფელში მოსახლეობას შიდა გზებზე გადაადგილება უჭირს. სინოპტიკოსები ნალექს კიდევ სამი დღე, შემდეგ კი ძლიერ ქარს პორგნოზირებენ. View the full article
  25. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60231.jpg ჯერჯერობით უცნობია, გადმოასვენებენ თუ არა სამშობლოში კანადიდან მარიამ მახნიაშვილის ცხედარს. ოჯახი მის გადმოსვენებას ითხოვს, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება. მახნიაშვილების ახლობლები გოგონას გარდაცვალებაში თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და მის სიკვდილს საეჭვოდ მიიჩნევენ. მოზარდს კანადის პოლიცია და ინტერპოლი 2009 წლიდან ეძებდა. 17 წლის გოგონას ცხედარი ერთ-ერთმა გამვლელმა ტორონტოს გზატკეცილზე, 16 მეტრის სიმაღლის ხიდის ქვეშ აღმოაჩინა. View the full article
×
×
  • შექმენი...