Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/cover-300x199.jpgჩვენ გვიყვარს ჯანსაღი ცხოვრება- ანტინარკოტიკული პროგრამა გრძელდება.თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები სტუდენტებსა და ნარკოდამოკიდებული ოჯახის წევრებს შეხვდნენ. როგორც გახდა ცნობილი სახელმწიფომ აბტინარკოტიკული პროგრამა დაიწყო.იგეგმება სხვადასხვა პროექტის განხორციელება. გიგი უგულავას ინიციატივით, თბილისის მერია სარეაბილიტაციო ცენტრის დაპროექტებაზე მუშაობს. საქართველოს პარლამენტში მუშავდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის მიმართვას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინიციატივით მთელი წლის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება, რათა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში მისი დანერგვა. ღოგორც ირკვევა სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემადაც კი მიიჩნევს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე ტქმით სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება. იხილეთ epn.ge
  2. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/logo-cartlis-150x150.jpgავსტრიული კომპანია „ნუფარმი“–ს წამყვანი სპეციალისტები ქართველი აგრონომებისთვის და კომპანია „კარტლისი“-ს დილერებისთვის 14 –15 მარტს, სიღნაღში, სასტუმროში „გალავნის კარი“ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარს გამართავენ. „კარტლისი“–ს მენეჯმენტის ინფორმაციით, ავსტრიული კომპანია „ნუფარმი“ მცენარეთა დაცვის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. სიღნაღში სემინარს სწორედ ამ კომპანიის წამყვანი სპეციალისტები ჰერბერტ ფეიფერი და ბერნდ ბელიცი გაუძღვებიან. „ნუფარმი ყოველწლიურად გზავნის ჩვენთან წამყვან სპეციალისტებს სემინარის ჩასატარებლად, რათა ჩვენი თანამშრომლები და დილერები მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებულ სიახლეებს პერმანენტულად ეცნობოდნენ. შესაბამისად, მომხმარებელს მუდმივად ვუწევთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას ამა თუ იმ პრერაპატის გამოყენების და მეურნეობის მართვის საკითხებში, რაც საერთო ჯამში მაღალი მოსავალის და შემოსავალის საფუძველია,“-აცხადებს „კარტლისი“–ს ხელმძღვანელი რობერტ რევია. კომპანია „კარტლისი“ „ნუფარმთან“ 1999 წლიდან თანამშრომლობს და საქართველოში კომპანიის ოფილიალურ დილერს წარმოადგენს. „კარტლისი“ დისტრიბუციას უწევს „ნუფარმის“ წარმოებულ ისეთ ცნობილ მცენარეთა დაცვის საშუალებებს, როგორებიცაა „კლინი“, „ჩემპიონი“, „ლენტემული“, „მისტიკი“ და სხვა. “ნუფარმთან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ საქართველოს ბაზარზე მაღალი ხარისხის, მსოფლიო სტანდარტის მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვართ წარმოდგენილი. „ნუფარმის“ მცენარეთა დაცვის საშუალებების დიდი ნაწილი უკვე კარგად ცნობილია ქართველი ფერმერებისთვის. ისინი გვენდობიან და შესაბამისად, ჩვენც მუდმივად ვცდილობთ უზრუნველვყოთ მომხმარებელი მაღალი ხარისხის პროდუქციით და კონსულტაციით,“- აცხადებს რობერტ რევია. კომპანიის ინფორმაციით, „ნუფარმის“ სემინარი ორ დღეს გასტანს, ხოლო მარტის მეორე ნახევარში კომპანიას კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის “დიუპონის“ სპეციალისტები ეწვევიან. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები „კარტლისი“–ს დილერებისა და თანმშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე იმართება. ამასთანავე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად კომპანიის აგრონომები სხვადასხვა ქვეყნებსაც სტუმრობენ. კომპანია „კარტლის“–ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა“) 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, Bejo, TimacAgro და Stet Holland. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში, ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში. argumenti.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/logo-cartlis-227x300.jpgავსტრიული კომპანია „ნუფარმი“–ს წამყვანი სპეციალისტები ქართველი აგრონომებისთვის და კომპანია „კარტლისი“-ს დილერებისთვის 14 –15 მარტს, სიღნაღში, სასტუმროში „გალავნის კარი“ კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარს გამართავენ. „კარტლისი“–ს მენეჯმენტის ინფორმაციით, ავსტრიული კომპანია „ნუფარმი“ მცენარეთა დაცვის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. სიღნაღში სემინარს სწორედ ამ კომპანიის წამყვანი სპეციალისტები ჰერბერტ ფეიფერი და ბერნდ ბელიცი გაუძღვებიან. „ნუფარმი ყოველწლიურად გზავნის ჩვენთან წამყვან სპეციალისტებს სემინარის ჩასატარებლად, რათა ჩვენი თანამშრომლები და დილერები მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებულ სიახლეებს პერმანენტულად ეცნობოდნენ. შესაბამისად, მომხმარებელს მუდმივად ვუწევთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას ამა თუ იმ პრერაპატის გამოყენების და მეურნეობის მართვის საკითხებში, რაც საერთო ჯამში მაღალი მოსავალის და შემოსავალის საფუძველია,“-აცხადებს „კარტლისი“–ს ხელმძღვანელი რობერტ რევია. კომპანია „კარტლისი“ „ნუფარმთან“ 1999 წლიდან თანამშრომლობს და საქართველოში კომპანიის ოფილიალურ დილერს წარმოადგენს. „კარტლისი“ დისტრიბუციას უწევს „ნუფარმის“ წარმოებულ ისეთ ცნობილ მცენარეთა დაცვის საშუალებებს, როგორებიცაა „კლინი“, „ჩემპიონი“, „ლენტემული“, „მისტიკი“ და სხვა. “ნუფარმთან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ საქართველოს ბაზარზე მაღალი ხარისხის, მსოფლიო სტანდარტის მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვართ წარმოდგენილი. „ნუფარმის“ მცენარეთა დაცვის საშუალებების დიდი ნაწილი უკვე კარგად ცნობილია ქართველი ფერმერებისთვის. ისინი გვენდობიან და შესაბამისად, ჩვენც მუდმივად ვცდილობთ უზრუნველვყოთ მომხმარებელი მაღალი ხარისხის პროდუქციით და კონსულტაციით,“- აცხადებს რობერტ რევია. კომპანიის ინფორმაციით, „ნუფარმის“ სემინარი ორ დღეს გასტანს, ხოლო მარტის მეორე ნახევარში კომპანიას კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის “დიუპონის“ სპეციალისტები ეწვევიან. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები „კარტლისი“–ს დილერებისა და თანმშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე იმართება. ამასთანავე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად კომპანიის აგრონომები სხვადასხვა ქვეყნებსაც სტუმრობენ. კომპანია „კარტლის“–ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა“) 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, Bejo, TimacAgro და Stet Holland. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში, ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში. იხილეთ epn.ge
  4. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg მეორე დღეა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში 79 წლის მალხაზ ჯავახიშვილს ეძებენ. იგი სახლიდან დღის მეორე ნახევარში გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების თქმით, მალხაზ ჯავახიშვილს ბოლო დროს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ვარაუდობენ, რომ მას გზა აებნა. გაუჩინარებულ მამაკაცს სამართალდამცველებიც ეძებენ. View the full article
  5. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/pepsi-150x150.jpgპეპსის ბოთლერი საქართველოში სს „იბერია რეფრეშმენტსი“ საინფორმაციო სივრცეში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს სს „იბერია რეფრეშემნტსი“ ქართულ საინფორმაციო სივრცეში გასულ სიუჟეტებს ეხმიანება და კომენტარს აკეთებს. მენეჯმენტის განმარტებით, ქართულ პეპსიში გამოიყენება ევროპული ფორმულა და ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, 2004 წლიდან წარმოებული ქართული „პეპსი“ არასოდეს შეიცავდა და არც ამჟამად შეიცავს სიუჯეტებში დასახელებულ ნივთიერებას „მეთილიმიდაზოლ-4“-ს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ „მეთილიმიდაზოლ-4“ წარმოიქმნება საჭმლის მომზადების პროცესშიც და მას შეიცავს ისეთი პროდუქტებიც კი, როგორებიცაა ყავა, შემწვარი კარტოფილი, ნაცხვრები, სოიოს სოუისი, ლუდი და სხვა. US National Toxicity (აშშ-ში პროდუქტებში მავნე ნივთიერებების მაკონტროლებელი ორგანიზაცია) ბოლო ანგარიშში საერთდ არ არის მოხვედრილი ეს ნივთიერება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, ასევე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ნორმებს, როგორებიცაა: The Food and Agriculture Organization of the United Nations, World health organization და ევრო კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს,“ – აცხადებს „პეპსის“ გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია. „ხარისხიანი პროდუქციის უზრუნველსაყოფად ჩვენი კომპანიის საქართველოს ოფისი მრავალსაფეხურიან კვლევებს და შემოწმებას 24–საათიან რეჟიმში ახორციელებს. მხოლოდ პროდუქციის დამზადების პროცესი 100-მდე სხვადასხვა ტიპის კვლევას მოიცავს. უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად საჭირო ნედლეულს კომპანია მხოლოდ პეპსის ცენტრალური ოფისის მიერ ლიცენზირებული მომწოდებლებისაგან ყიდულობს. საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის სს იბერია რეფრეშმენტსი პეპსის „ხარისხის ოქროს სტანდარტით“ არის დაჯილდოვებული,“- აცხადებს ლომჯარია. კომპანია „იბერია რეფრეშმენტსი“ (იგივე პეპსი) აწარმოებს პეპსის, პეპსი მაქსს, პეპსი ლაითს, მირინდას, სევენ აპს, მაუნტინ დიუს. ასევე სს „იბერია რეფრეშემნტსი“ არის PepsiCo-ს სხვა ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი: ლიპტონი (ცივი ჩაი), ია (წვენი) და ფრუქტოვი სადი (წვენი). argumenti.ge
  6. Саркози ответил на критику тех, кто называет его «президентом богатых» за те налоговые привилегии, которые получили состоятельные французы в последние 5 лет. Президент-кандидат предложил ввести новый налог для богатых французов, которые, не желая платить высокие налоги, уезжают за рубеж, переводя туда свои капиталы и имущество.
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/pepsi-161x300.jpgპეპსის ბოთლერი საქართველოში სს „იბერია რეფრეშმენტსი“ საინფორმაციო სივრცეში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს სს „იბერია რეფრეშემნტსი“ ქართულ საინფორმაციო სივრცეში გასულ სიუჟეტებს ეხმიანება და კომენტარს აკეთებს. მენეჯმენტის განმარტებით, ქართულ პეპსიში გამოიყენება ევროპული ფორმულა და ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, 2004 წლიდან წარმოებული ქართული „პეპსი“ არასოდეს შეიცავდა და არც ამჟამად შეიცავს სიუჟეტებში დასახელებულ ნივთიერებას „მეთილიმიდაზოლ-4“-ს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ „მეთილიმიდაზოლ-4“ წარმოიქმნება საჭმლის მომზადების პროცესშიც და მას შეიცავს ისეთი პროდუქტებიც კი, როგორებიცაა ყავა, შემწვარი კარტოფილი, ნაცხვრები, სოიოს სოუისი, ლუდი და სხვა. US National Toxicity (აშშ-ში პროდუქტებში მავნე ნივთიერებების მაკონტროლებელი ორგანიზაცია) ბოლო ანგარიშში საერთდ არ არის მოხვედრილი ეს ნივთიერება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, ასევე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ნორმებს, როგორებიცაა: The Food and Agriculture Organization of the United Nations, World health organization და ევრო კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს,“ – აცხადებს „პეპსის“ გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია. „ხარისხიანი პროდუქციის უზრუნველსაყოფად ჩვენი კომპანიის საქართველოს ოფისი მრავალსაფეხურიან კვლევებს და შემოწმებას 24–საათიან რეჟიმში ახორციელებს. მხოლოდ პროდუქციის დამზადების პროცესი 100-მდე სხვადასხვა ტიპის კვლევას მოიცავს. უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად საჭირო ნედლეულს კომპანია მხოლოდ პეპსის ცენტრალური ოფისის მიერ ლიცენზირებული მომწოდებლებისაგან ყიდულობს. საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის სს იბერია რეფრეშმენტსი პეპსის „ხარისხის ოქროს სტანდარტით“ არის დაჯილდოვებული,“- აცხადებს ლომჯარია. კომპანია „იბერია რეფრეშმენტსი“ (იგივე პეპსი) აწარმოებს პეპსის, პეპსი მაქსს, პეპსი ლაითს, მირინდას, სევენ აპს, მაუნტინ დიუს. ასევე სს „იბერია რეფრეშემნტსი“ არის PepsiCo-ს სხვა ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი: ლიპტონი (ცივი ჩაი), ია (წვენი) და ფრუქტოვი სადი (წვენი). იხილეთ epn.ge
  8. გამარჯობა ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ერთი საინტერესო ისტორია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ჩაადენინოს ადამიანს თვითგადარჩენის სურვილმა და რამხელა ამტანობისა და სიმამაცის გამოვლენა შეუძლია გაჭირვების დროს.1972 წლის 12 ოქტომბერს თვითმფინავმა, რომლითაც მგზავრობდნენ ურუგვაელი რაგბისტები, უამინდობის გამო მართვა დაკარგა და კატასტროფა განიცადა ანდების მთებში. კატასტროფის დროს თვითმფრინავმა დაკარგა კუდი, რომელშიც მოთავსებული ... View ucnauri.com
  9. Неоднозначный новый закон, принятый в Санкт-Петербурге и трех других российских регионах, направленный на запрет «пропаганды гомосексуализма среди несовершеннолетних», заставляет членов гей-сообщества России беспокоиться, что все успехи, достигнутые в последние годы в сфере гражданских прав сексуальных меньшинств, могут быть сведены на нет.
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/839-300x2252.jpgმეოთხე წელიწადია, რაც გერმანიაში ფუნქციონირებს მოზარდთა მუსიკალური ტალანტის განვითარების საერთაშორისო პროექტი “კამერტონი”. პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. “კამერტონის” ერთ-ერთი პრიორიტეტია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ მოზარდთა გასტროლების მოწყობა და გერმანელ თანატოლებთან ერთობლივი კონცერტების გამართვა გერმანიის ქალაქებში და ვინაიდან, პროექტი გაცვლითი ხასიათისაა, მსგავსი კონცერტების გამართვა გერმანიაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების სამშობლოში. “კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი. “კამერტონის” პარტნიორი ქვეყნების რიგს შარშან 10 ივნისს საქართველოც შეემატა. პროექტში საქართველოს წარმომადგენელია “მუსიკალური ხელოვნების ცენტრის” ხელმძღვანელი, პიანისტი ირმა რუხაძე. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიუდმილა ფონ ბერგი რამდენიმე დღის მანძილზე ეცნობოდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუსიკალური სკოლისა და სასწავლებლის აღსაზრდელთა შემოქმედებას. ახალი თაობის მუსიკოსთა შთამბეჭდავმა პროფესიულმა დონემ სტუმრის მაღალი შეფასება დაიმსახურა. რამდენიმე ათეული მოზარდი მუსიკოსიდან შეირჩა ექვსი, ვინც 17-24 მარტს ბერლინში ოთხ კონცერტსა და ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას _ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ე.წ. “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები ანი გიგაური (ფორტეპიანო), სენდი ვართანოვი (ვიოლინო), სანდრო სიდამონიძე (ვიოლონჩელი), ევგენი მიქელაძის სახელობის მე-2 ცენტრალური სასწავლებლის აღსაზრდელები გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ინალი ჯიოევი (ჰობოი) და ლია ნიქაბაძის საავტორო სამუსიკო სკოლის მოსწავლე დავით ჯინჯიხაძე (ფორტეპიანო). ახალგაზრდებს ძალზე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა აქვთ მომზადებული გერმანელი მსმენელებისთვის _ როგორც სოლო ნომრები, ასევე ანსამბლები. ცხადია, დასავლეთევროპელი და ამერიკელი კომპოზიტორების ქმნილებებთან ერთად, პროგრამაში შეტანილია ქართული მუსიკაც _ სულხან ცინცაძის მინიატურები, ოთარ თაქთაქიშვილის “შაირი”, მერი დავითაშვილის “ხორუმი”, მერაბ ფარცხალაძის “მოგონება”, ახალგაზრდა კომპოზიტორის თენგიზ ნოზაძის საგანგებოდ ბერლინში მიმავალი ამ მუსიკოსებისთვის შექმნილი სექსტეტი სახელწოდებით “სახუმარო”. ახალგაზრდა მუსიკოსები აუდიტორიას უმასპინძლებენ სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში, ასევე კონცერტს გამართავენ ბერლინში საქართველოს საელჩოში. კონცერტების გარდა, პროექტის ფარგლებში თბილისელი მოზარდები ჩაერთვებიან სარეპეტიციო სამუშაოებში კარლ ფილიპ ემნუელ ბახის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის აღსაზრდელ გერმანელ თანატოლებთან, მომავალ კოლეგებთან ერთად, რაც აქტიური შემოქმედებითი კონტაქტის დამყარების საუკეთესო ფორმაა. “კამერტონის” ეგიდით ახალგაზრდა გერმანელ მუსიკოსებს გაისად უკვე საქართველო უმასპინძლებს. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/23.02.12-002-225x300.jpgპოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“ კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ხელისუფლებას გაუაზრებელი და არაკომპეტენტური საგარეო კურსის გატარებაში, რაც აკნინებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო არენაზე და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო ინტერესებს. პარტიის საერთშორისო მდივნის, თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით, ხელისუფლებას კვლავ შეცდომაში შეჰყავს ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც აცხადებს, რომ დიდი ხანია ჯვრის მონასტრის თაობაზე მოლაპრაკებები მიმდინარეობს ისრაელის ხელისუფლებასთან, რაც არაერთგზის უარყო როგორც ისრაეილის ხელისუფლებამ, ასევე ისრაელის პატრიარქმა თეოფილე მესემ. „ჩვენ პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველსო გზა“ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან მსგავსი საკითხები გადაწყვიტოს საქართველოს საპატრიარქოს და საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით“–, განაცხადა თეიმურაზ მურვანიძემ. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/455-300x224.jpgგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა “რესპუბლიკური პარტიის” გორის ორგანიზაციის ოფისის მესაკუთრე დაიბარეს და დაკითხეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ლექსო ვალიაურმა აცნობა. მისი თქმით, კონტროლის პალატა იჯარის ხელშეკრულების არსებობით და იმ ვალდებულებებით დაინტერესდა, რომელიც ოფისის მეპატრონესა და პარტიის წევრებს გააჩნიათ. ლექსო ვალიაურის განცხადებით, ოფისის მეპატრონე აპოლიტიკური პიროვნებაა და დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/th.php_4-300x221.jpgპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც ,,ქდმ“-ს წევრმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის საკითხით, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის თემის გადაფარვას ცდილობს, დეპუტატმა კობა ხაბაზმა ოპონენტებს ქართულ ძეგლებთან და აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით პოპულიზმისთვის თავის დანებება მოუწოდა. “1990 წელს თურქეთში ვიმყოფებოდი, სადაც ყველა ქართული ძეგლი მოვინახულე და თან ექვთიმე თაყაიშვილის წიგნი “მოგზაურობა” მქონდა. ამ წიგნში იყო დასურათებული, თუ რა ვითარებაში იყო ეს ძეგლები თაყაიშვილის მოგზაურობის დროს. მართლაც შემზარავი სხვაობა იყო. როდესაც მე ვიყავი, მაშინ ოპიზას მხოლოდ საძირკველი იყო დარჩენილი. დღეს რომ ვნახულობთ რა მდგომარეობაშია იშხანი, ოშკი და პარხალი, ვხვდებით, რომ ამ საქმეს ძალიან სწრაფად თუ არ მივხედავთ, ნგრევას არ შევაჩერეთ, ჩვენი შთამომავლობის წინაშე დანაშაულს ჩავიდენთ და მომავალ თაობებს ოპიზას საძირკველის ძებნა მოუწევთ, რომელიც ჩვენი სიამაყე და სიდიადეა”, – განაცხადა ხაბაზმა. დეპუტატის თქმით, “ბაღათურიას თანაფრაქციელები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე არ საუბრობენ, მაშინ, როდესაც ბაღათურია აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას ოკუპაციას უწოდებს”. “თურმე მეჩეთის მშენებლობა ოკუპაცია ყოფილა. ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს – ოღონდ პოპულიზმი, ოღონდ თავის გამოჩენა და რას იტყვიან არ დაეძებენ! „-განაცხადა ხაბაზმა. მისივე თქმით, ბათუმში ხის აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა მართლაც არაფერია, მითუმეტეს ადგილს ჩვენ განვსაზღვრავთ. ,,ნეტა, აღგვადგენინონ ბანა, ოთხთა ეკლესია, ოპიზა და თუ უნდათ, კიდევ ოთხი მეჩეთიმ ააშენონ, თუნდაც ჩემს სახლთან ქობულეთში” – განაცხადა ხაბაზმა. იხილეთ epn.ge
  14. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60254.jpg მკლელობა მოხდა თბილისში. კოსტავას #21-ში ირანელი ბიზნესმენი მაქსუდ ბედუსტანი მოკლეს. მამაკაცის გვამი `ირანელ ბიზნესმენთა კავშირის` ოფისში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი დაახლოებით 45 წლისაა. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს. მას ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, მათგან ორი გულმკერდის არეში. თვითმხილველების თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ოფისში საშუალო სიმაღლის მამაკაცი იმყოფებოდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ბედუსტანი საქართველოში ბოლო 11 წელი ცხოვრობდა და ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა. ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით. ბოლო ინფორმაციით, საქმე გახსნილია და ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. View the full article
  15. Раскол в международном сообществе породил у правительства Сирии «ложное чувство уверенности относительно того, что продолжение использования насилия для подавления оппозиции является возможным путем развития», - подчеркивается в этом заявлении, которое, по данным газеты Sueddeutsche Zeitung, подписали 50 известных во всем мире интеллектуалов и политиков.
  16. Сирийская армия заминировала приграничные области с Ливаном и Турцией, куда направляются бегущие от конфликта жители Сирии. Об этом сообщила во вторник правозащитная организация Human Rights Watch. Заявление HRW опирается на многочисленные свидетельства сирийских беженцев в Турции и Ливане, а также информацию, поступающую из Сирии.
  17. Во-первых, упорядоченное отступление. Во-вторых, тактика «выжженной земли». В-третьих, «генерал мороз» сделает все остальное. Однако Мари-Пьер Рей говорит, что на самом деле все было не так. Отступление российской армии объяснялось не тактическим решением, а страхом противника, выжженная земля - это результат панического бегства, а «генерал мороз» в одиночку не мог нанести Наполеону такое поражение.
  18. პიტერ სატქლიფი, ბრიტანელი სერიული მკვლელი.დაიბადა 1946 წლის 2 იანვარს, იორკშირის საგრაფოში. ის ნაადრევად დაიბადა, რამაც გამოიწვია მისი სისუსტე. ჰყავდა 5 და-ძმა, მაგრამ დედას გამორჩეული ჰყავდა. ის არ იყო კონფლიქტური ადამიანი.ერთხელ პიტერს სკოლაში კამათი მოუვიდა და სცემეს. ამის შემდეგ მამამისმა ის აიძულა, დაკავებულიყო კულტურიზმით. როდესაც მას 15 წელი შეუსრულდა, სკოლა დატოვა. მან დაიწყო მუშაობა ქარხანაში ... View ucnauri.com
  19. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/c3-150x150.jpgთურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე უკანონო მიგრანტთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ. თურქული საინფორმაციო სააგენტო haberler.com-ს ცნობით, თურქეთში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის 62 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. საქართველოს, ფილიპინების, სომალის, პაკისტანის, ავღანეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები ქალაქ ედირნეს პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკაში არალეგალურად მუშაობდნენ, რომელთა სამშობლოში დეპორტაცია უახლოეს დღეებში მოხდება. ადგილობრივი სამართალდამცველები ეჭვმიტანილების ვინაობის დაზუსტებას ცდილობენ. argumenti.ge
  20. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/22-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. როგორც პრეზიდენტის პრესპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 27-28 მარტს ქალაქ სეულში გაიმართება. მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, სამიტს დაესწრებიან ავსტრალიის პრემიერი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბელგიის პრემიერი, იორდანიის მეფე, კანადის პრემიერი, ჩინეთის პრეზიდენტი, ჩეხეთის პრემიერი, დანიის მთავრობის ხელმძღვანელი, უნგრეთის პრეზიდენტი, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები. argumenti.ge
  21. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/fb1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და ის, თუ ვისთან აწარმოებს ქართული მხარე მოლაპარაკებებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ვიზიტით ისრაელში იმყოფება, გამგზავრებამდე იგი შეხვდა და ესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს. “პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება შესაძლებლობა, ვიზიტისას განიხილოს ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული საკითხი. დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს, თუ ვის შეხვდება და კონკრეტულად ვისთან ექნება მას მოლაპარაკებები”, – განაცხადა მანჯგალაძემ. კითხვაზე, დაწყებულია თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში შესაძლოა, იგულისხმებოდეს შიდა მოლაპარაკებები და შიდა სამუშაოები. “მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მოლაპარაკებებში შესაძლოა, იგულისხმებოდეს შიდა მოლაპარაკებები და შიდა სამუშაოები, ანუ მოლაპარაკებები დაწყებულია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა. argumenti.ge
  22. Как известно, в обмен на скидку на поставки голубого золота Москва пытается добиться от Украины уступки российскому энергетическому монополисту Газпрому прав на полный или частичный контроль над газовыми сетями Киева. Кроме того, вот уже год, как Россия ведет кампанию обновления контрактов с крупными европейскими предприятиями.
  23. ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის დე ფაქტო სამინისტრომ "სამხედრო სამმართველოს" ორგანოებთან, შენაერთთა შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და კომისარიატებთან ერთად გუნდური საშტაბო-სამობილიზაციო წვრთნა დაიწყო."აფსნიპრესის" ინფორმაციით, სწავლების თემაა "აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მშვიდობიანიდან საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის მართვა სამხედრო სამმართველოს ორგანოებში, შენაერთებში, სამხედრო ნაწილებში და კომისარიატებში".წვრთნა დე ფაქტო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბაზაზე, შენაე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/bd56-150x150.jpgკონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ რეგიონებში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების დაკითხვასთან დაკავშირებით უწყების ხელმძღვანელმა, ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა. როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ხდება ინფორმაციის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა”. “ხდება ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი”, – აღნიშნა ბეჟაშვილმა. “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ინფორმაციით, რეგიონებში მათ აქტივისტებს, რომლებიც რეალურად კოალიციის შემომწირველები არ არიან და “ქართულ ოცნებასთან” მათი საქმიანობა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ ან მათ მიერ გამოშვებულ გაზეთებს არიგებენ, “სხვადასხვა შენობებში, მათ შორის გამგეობებში ინტენსიურად იბარებენ და კითხავენ”. კონტროლის პალატა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას განაგრძობს. რეგიონებში აღნიშნულმა პირებმა კონტროლის პალატისგან დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის უწყებები მიიღეს: “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად” argumenti.ge
  25. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba41-150x150.jpgკოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გურიაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მასობრივ დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეების დაბარება და დაკითხვა ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებში მიმდინარეობს. “2012 წლის 12 მარტიდან, გურიაში დაიწყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მასობრივი დაბარება და დაკითხვა, რომელიც საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეგიდით, ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებში ეწყობა. უწყება, რომლითაც მოქალაქეები ახსნა-განმარტების მისაცემად არიან დაბარებულები, არაა დამოწმებული ოფიციალური ბეჭდით, არ შეიცავს თარიღს, რეგისტრაციის ნომერს, გამოცხადების ზუსტ მისამართს, დაბარების მოტივაციას (თან ერთვის უწყების ასლი)”, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, დაკითხვას კონტროლის პალატის წარმომადგენელთა გარდა, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან. http://www.interpressnews.ge/ge/pictures/artimages/image4/d78cc5317c9d171a05d941c9016df8dc.jpg“ადმინისტრაციული შენობები პოლიციელებით, სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებითაა გარშემორტყმული, ჟურნალისტებს, და რაც მთავარია, უწყებით გამოძახებული მოქალაქეების ადვოკატებს, არ ეძლევათ უფლება შევიდნენ შენობაში. თითოეული ადამიანის დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში. “არჩევნის თავისუფლებისთვის” ცნობით, დაბარებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ. “უწყება მიუვიდა გაზეთ “გურია ნიუსის” გამომცემლის, კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლის, ია მამალაძის ძმას – ზაალ მამალაძეს, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი, არაა ჩართული არავითარ პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება, საქართველოს კონტროლის პალატის მეშვეობით, ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს “გურია ნიუსის” გამომცემელზე და კამპანიის – “ეს შენ გეხება” აქტიურ მიმდინარეობაზე”, – აცხადებენ კოალიციაში. კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს “კანონიერ საფუძვლებს მოკლებული ქმედება”, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს თხოვნით, “გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი მედიასაშუალების, ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებები და უსაფრთხოება”. კონტროლის პალატა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას დღესაც განაგრძობს. რეგიონებში აღნიშნულმა პირებმა კონტროლის პალატისგან დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის უწყებები მიიღეს: “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”. argumenti.ge
×
×
  • შექმენი...