Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x19311.jpgგურჯაანში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი ზვიად ყვირალაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ყვირალაშვილი საკრებულოს მიერ დაფუძნებულ შპს „კეთილმოწყობა“-ში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 1-ელ მაისამდე ჰქონდა გაფორმებული. „შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“, – ნათქვამია ბრძანებაში. აღნიშნული პუნქტი ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას ითვალისწინებს. იურისტების განმარტებით, ბრძანება არასწორად არის გამოცემული, რადგან ზვიად ყვირალაშვილის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესაწყვეტად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტი უნდა გამოეყენებინათ. „2011 წლის 1 თებერვალს შეიქმნა შპს „კეთილმოწყობა“, სადაც დღემდე ვმუშაობდი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. შპს-ს დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა თვითდაფინანსება. ამ ხნის განმავლობაში შპს გახდა დღგ-ს გადამხდელი, დასაქმებულია 14 ადამიანი და საკუთარი შემოსავლებიდან ავსებს ადგილობრივ ბიუჯეტს. 6 მარტს, გურჯაანში ორგანიზება გავუკეთე „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას, რის გამოც დღეს სამსახურში დამხვდა თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების ბრძანება, სადაც არ არის მითითებული რეალური მიზეზები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკური ტერორი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ“, – აღნიშნა ზვიად ყვირალაშვილმა „ქართული ოცნების“ გურჯაანის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მხოლოდ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ესწრებოდა. Ick.ge-ის ინფორმაციით, შპს „კეთილმოწყობა“-ს დირექტორი ფარნაოზ ბეროშვილი ზვიად ყვირალაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილმა კი აღნიშნა, რომ მართალია შპს საკრებულოს დაფუძნებულია, თუმცა შპს-ში საკადრო საკითხებს თავად შპს-ს ხელმძღვანელობა წყვეტს. „ჩვენ მარტო შპს-ს დირექტორის დანიშვნა გათავისუფლების საკითხი გვეხება“, – განაცხადა იაგანაშვილმა. იხილეთ epn.ge
  2. ,,ქართული პარტიის“ განცხადებით კვლავ გრძელდება ხელისუფლების ზეწოლა ,,ქართული პარტიის“ წევრებზე. გუშინ,,,ქართული პარტიის“ გენერალურ მდივან ს ირაკლი დოლაბერიძეს,… ლინკი მედიანიუსზე
  3. „ნატახტარის ლიმონათის“ საქველმოქმედო პროექტის პირველი ეტაპი - თანხის შეგროვება, დასრულდა. ასევე დასრულებულია 16-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვების… ლინკი მედიანიუსზე
  4. ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 30 წლისთავი მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დღეს კულტურის და… ლინკი მედიანიუსზე
  5. პარლამენტი მიმდინარე კვირაში ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე მსჯელობას შეუდგება. როგორც ბიუროს დღეს გამართულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელმა… ლინკი მედიანიუსზე
  6. ხვალ პარლამენტში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკატერინე ტყეშელაშვილს ელიან. იგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მუშაობაში მიიიღებს… ლინკი მედიანიუსზე
  7. “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს მშიშარა პრეზიდენტი ჰყავს და “ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სწორედ… ლინკი მედიანიუსზე
  8. საქართველოს მთავრობა პარლამენტისაგან მოითხოვს დაჩქარებული წესით მოახდინოს МАГАТЭ - ს რეკომენდაციით მომზადებული კანონპროექტის ”ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” მიღება.ეს შესწორებები კანონმდებლობაში ინიცირებული იქნა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. საუბარია ურთიერთობების რეგულირების შესახემ ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ანხორციელებენ საქმიანობას, დაკავშირებულს ბირთვულ და რადიაციულ მასალებთან, ასევე იონიზირებული გამოსხივების წყაროებთან... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. საქართველოს მთავრობა პარლამენტისაგან მოითხოვს დაჩქარებული წესით მოახდინოს МАГАТЭ - ს რეკომენდაციით მომზადებული კანონპროექტის "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" მიღება.ეს შესწორებები კანონმდებლობაში ინიცირებული იქნა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. საუბარია ურთიერთობების რეგულირების შესახებ ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ანხორციელებენ საქმიანობას, დაკავშირებულს ბირთვულ და რადიაციულ მასალებთან, ასევე იონიზირებული გამოსხივების წყაროებთან... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. მე მიყვარს დისკუსია, რადგან დისკუსია არგუმენტირებული მოსაზრებების ჭიდილია. დისკუსიის დროს ისმენ სხვადასხვა, განსხვავებულ, მეტიც – მიუღებელ მოსაზრებებს და ცდილობ, რომ მოპაექრესთან ერთად გამოძებნო საერთო შეხების წერტილი. ბოლო კვირას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის, საქართველო-თურქეთის ურთიერთობის პერსპექტივისა და, სხვათა შორის, ჩემი მოსაზრებების გამოთქმის გამო ატეხილი ისტერიკა მაფიქრებინებს, რომ ჯერ საკმაოდ ბევრი გვიკლია სადისკუსიო სივრცემდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასევე საკმაოდ ბევრი გვიკლია ნორმალური დემოკრატიული ველის შექმნამდე. უდიდეს პატივს ვცემ გაზეთ “ბათუმელების” მკითხველს და საჭიროდ მიმაჩნია, ეს განმარტებები მას შევთავაზო: უბრალოდ, არ არის მართებული, შენს ფრაზებსა და მოსაზრებებს ამახანიჯებდნენ, კონტექსტს უცვლიდნენ, შეურაცხყოფას გაყენებდნენ და ეს უპასუხოდ დატოვო. ასე მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ისტერიის წყარო არის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას ვერ ან არ აწვდის დეტალურ ინფორმაციას იმ მოლაპარაკების შესახებ, რომელსაც იგი აწარმოებს თურქეთის ხელისუფლებასთან; არ ვიცით, ხელშეკრულების პროექტი არსებობს მხოლოდ, თუ უკვე ხელმოწერილია იგი; არც ის ვიცით, მეჩეთი აიგება, მუზეუმი თუ კულტურული ცენტრი; არც ის ვიცით, რაც აიგება, სულთან აბდულ აზიზის სახელობის იქნება თუ სხვა რომელიმე მმართველისა თუ წმინდანის; ისიც გამოცანად რჩება, რასაც ააგებენ, ისევ ძველი მეჩეთის ადგილას ააგებენ თუ სხვაგან. ნიკა რურუას, ნუგზარ წიკლაურისა და სხვა საჯარო პირთა განცხადებები მხოლოდ ფრაგმენტულ წარმოდგენას უქმნიან საზოგადოებას და წარმოშობენ საინფორმაციო ვაკუუმს. ახალი მეჩეთის მშენებლობის თემასთან დაკავშირებულ ვაკუუმს ათასგვარი ტყუილ-მართლით ავსებენ ცალკეული პოლიტიკოსები, საზოგადო პირები, ეკლესიის მსახურნი და, რაც ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, მედია. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი 6 მარტს, საღამოს, ტელეკომპანია “25-ე არხის” თოქ-შოუ “დიალოგში”: ვიდრე არ მოვიპოვებთ ზუსტ და დადასტურებულ ინფორმაციას, ნუ ვახდენთ საზოგადოების ეგზალტაციას-მეთქი. არამდგრად და არასამოქალაქო საზოგადოებაში ეროვნული და რელიგიური მგრძნობელობის ნერვი შიშველია და მასზე თამაში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. არც სატელევიზიო ეთერში და არც მომდევნო დღეს “პრესკაფეში” გამართული დისკუსიის დროს პერსონალურად არავის მისამართით გამომითქვამს ეს მოსაზრება, თუმცა მურმან დუმბაძემ ეს რეპლიკა სათავისოდ მიიჩნია და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზვიად ქორიძემ მას ბრალი პოლიტიკური ქულების დაწერაში დასდოო. თუკი მურმან დუმბაძე დარწმუნებულია, რომ იგი ეროვნული და რელიგიური გრძნობების მანიპულირებით იწერს პოლიტიკურ ქულებს, ეს უკადრისი საქციელია. მიმაჩნია, რომ კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობისთვის და ჩვენი ისტორიული კონტექსტის გააზრებისთვის ოშკისა და იშხანის (ისევე როგორც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლების) გადარჩენა აუცილებელია და საქართველომ ამისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს. თუ საამისოდ ერთადერთი გეგმა იქნება ნაცვალგების პრინციპით თურქული ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა, არც ეს უნდა განვიხილოთ როგორც აპოკალიფსი. თუკი რომელიმე ეპისკოპოსი მოინდომებს ტაო-კლარჯეთში საეპისკოპოსო სახლის გაკეთებას და იქ წირვა-ლოცვას აღავლენს, მაშინ იმასაც უნდა ველოდოთ, რომ ბათუმში აგებული მეჩეთი ამოქმედდება. ეს რეალობაა. “პრესკაფეში” გამართულმა დისკუსიამ იმიტომ კი არ დამაფიქრა, რომ აღელვებული პუბლიკა ხან ემზარ კახიძეს ესხმოდა თავს და ხან – მე. ეს, ჩემი აზრით, დემოკრატიული კულტურის დეფიციტის ბრალია. მე უფრო იმ ფრაზებმა დამაფიქრეს, რაც დარბაზში ისმოდა: “რად მინდა ეგ ოშკი?” “რას ჩამოდიხართ თბილისელები და არჩევთ აქ ამ საქმეს?” “თბილისში აიშენეთ მეჩეთი”, “ქართული ენა ღმერთის ენაა”, “თქვენ არ გესმით ჩემი ტრაგედია იმის გამო, რომ ორი მამიდა მუსლიმი მყავს”, “დაანებეთ თქვენ თავი იმის მტკიცებას და ხალხის დაჯერებას, რომ თურქეთი ჩვენი მეგობარია”. ეს იყო აგრესიულობის, სეპარატიზმის, ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის კოქტეილი. მინდა მჯეროდეს, რომ ეს განწყობა ლოკალურია, იგი მხოლოდ “პრესკაფეში” შეკრებილ აუდიტორიას ახასიათებს და არ წარმართავს მთელი საზოგადოების ქმედებას. თუ ეს იმედი გამიცრუვდა, მაშინ პირისპირ დავრჩებით ფაშიზმთან. ფაშიზმი არ არის მხოლოდ საკონცენტარციო ბანაკები. იგი არის აზრისა და აზროვნების მონოპოლიზაცია. ბევრმა მსურველმა “პრესკაფეს” სადისკუსიო დარბაზში სწორედ შიშის გამო ვერ გამოთქვა საკუთარი აზრი. ტელეკომპანია “25-ე არხის” გადაცემა “დიალოგში” ჩემთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე. მან თავს უფლება მისცა და გადაცემაში პირდაპირ თქვა: “თურქეთი ოკუპანტია”. ჩემს გაკვირვებას მან კითხვითვე უპასუხა: “რა, არ არის თურქეთი ოკუპანტი?” მაშინაც ვუთხარი და ახლაც ვიმეორებ: მე არ მიმაჩნია თურქეთი ოკუპანტად და ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელმაც, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას. მართალია, მეორე დღეს “პრესკაფეში” შეკრებილ აუდიტორიას უკვე გავლილი ჰქონდა სათანადო ინსტრუქტაჟი და დაჟინებით იმეორებდა ერთსა და იმავე კითხვას: “არის თუ არა ოსმალეთი ოკუპანტი?” ეს მხოლოდ სიტყვებით თამაშია, რადგან იმავე საღამოს და შემდგომ დღეებშიც “ობიექტივის” ეთერით ხშირად გაისმის როგორც წამყვანებისა და სტუმრების, ასევე მაყურებელთა რიტორიკული კითხვები: “როდემდე უნდა ითმინოს რუსეთმა თურქეთის ასეთი თავგასულობა აჭარაში?” “ბოლოს და ბოლოს, თუ დადგება არჩევანი - თურქეთი თუ რუსეთი, რომელს აირჩევთ?” და სხვა მარგალიტები. “ოკუპაციის სინდრომით” ქართული საზოგადოება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ არ დასნეულებულა. ამ ომმა და განსაკუთრებით მისმა შედეგმა (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის მიერ) ჩვენი საზოგადოების უმრავლესი წევრები დააჯერა ამ სინდრომის მართებულობაში. “ხომ გეუბნებოდი, ყველა ჩვენი მტერია, ყველას ჩვენი დაპყრობა და მიტაცება სურს,” - უკვე ამ კონტექტში განიხილავენ საჯარო შეხვედრებზეც კი საქართველოს უმთავრეს საგარეო გამოწვევებს. სომხეთისა და აზერბაიჯანის ფარულ ზრახვებზე, მიიტაცოს საქართველოს ტერიტორიები, ხელში ჩაიგდოს საქართველოს სიმდიდრე და ეკონომიკური მართვის სადავეები, დაუფარავად წერენ ქართული გაზეთები და უხვად არიგებენ კომენტარებს ქართველი ექსპერტები. ახლა უცბად თურქეთზეც ამ კონტექსტში ალაპარაკდნენ. სახიფათოა, როდესაც ოთხი მეზობლიდან ოთხივეს განიხილავ, როგორც აგრესორსა და ოკუპანტს. იქნებ სათავე ამ სინდრომისა ჩვენს არასრულფასოვნებაში დევს: გავხდეთ თანამედროვე საზოგადოება, ავაშენოთ თანამედროვე სახელმწიფო და ეს რიტორიკაც წარსულს ჩაბარდება. ეს გზა დემოკრატიაზე გადის. დემოკრატია აშინებს ხელისუფლებას. მეტიც, მას არ სურს დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე სახელმწიფოს მშენებლობა. ხელისუფლების იდეოლოგებს მყარად ჩამოყალიბებული ხედვა აქვთ: “ღარიბ და სუსტ სახელმწიფოში დემოკრატია, შესაძლოა, საფრთხედ იქცეს.” მთავრობა მეთოდურად ქმნის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც სათანადო დემოკრატიული წინააღმდეგობის გარეშე დიქტატურად ჩამოყალიბდება. ამიტომ არ სურს მას თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი ბიზნესი, მიუკერძოებელი მედია. ამიტომ არ ელაპარაკება იგი საკუთარ მოსახლეობას თუნდაც თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, არ აზუსტებს მათთან ხელშეკრულების დეტალებს, არც აინტერესებს მისი აზრი. “ჩვენ მოვაწერთ ხელს თურქეთთან და მეჩეთი აშენდება იქ, სადაც გადაწყვეტს საქართველოს მთავრობა” - ასეთი ხისტი იყო კულტურის მინისტრის ბოლო განცხადება, თავისი ბუნებით ავტორიტარული. ხელისუფლება რომ ავტორიტარულია, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ოპონირება ქსენოფობიით, აგრესიულობითა და ფაშიზმით ვცადოთ. კარგად მესმის, რომ “ლიბერალობა” ვერ ხდება საქართველოში პოპულარული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დოქტრინა და ხშირ შემთხვევაში სალანძღავი ეპითეტიც კია. არადა, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება მოქალაქის თავისუფალი ნება და სწორედ იგი უწყობს ხელს სტაბილურობასა და განვითარებას: ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მხოლოდ იგი არის უპირობოდ მართალი და ყველა უსიტყვოდ უნდა მორჩილებდეს მას, რაც საბოლოოდ ჩაკლავს სამოქალაქო ინიციატივებს ჩვენს საზოგადოებაში. ქსენოფობურ ოპოზიციასაც მიაჩნია, რომ მხოლოდ იგია ჭეშმარიტი და უტყუარი და სხვა ყველა, ვინც არ ეთანხმება მას, არის მოღალატე. ამიტომ არ გამოდის დისკუსია იქ, სადაც არის ავტორიტარიზმი და დიქტატურა და არ გამოდის იქ, სადაც არის შეუწყნარებლობა და ფაშიზმი. ამიტომ არ გამოდის დისკუსია მთავრობასთან და ამიტომ არ შედგა დისკუსია “პრესკაფეში”. იმედი მაქვს, სწორად გამიგებთ: - ვგმობ დიქტატურას! - ვგმობ ფაშიზმს! სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. Министр иностранных дел Германии, Гидо Вестервелле критикует позицию России в отношении Сирии. Он советует президенту Башару аль-Асаду провести такую же смену власти, как в Йемене.
  12. რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, შემდგომი ნაბიჯი… ლინკი მედიანიუსზე
  13. დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს პარტიის საერთაშორისო აქტივობის, რეგიონალური… ლინკი მედიანიუსზე
  14. კონტროლის პალატაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, აპირებენ თუ არა რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელისა და კონსერვატორი ზვიად ძიძიგურის “დაკითხვაზე დაბარებას”.… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/1_Sharp_-150x150.jpg1. დიაგონალი: LCD-ტელევიზორების შერჩევა უნდა დავიწყოთ მისი დიაგონალის ზომის განსაზღვრით. სამზარეულოს ან საბავშვო ოთახს კარგად ერგება LCD-ტელევიზორები, რომელთა დიაგონალი არის 19-20″ დიუმი(1დიუმი= 2.54სმ) საძინებელსა და სასტუმრო ოთახისთვის ოპტიმალურია 26-37″(დიუმი), ხოლო სახლის კინოთეატრისთვის ამოირჩიეთ ტელევიზორები 40″(დიუმიდან ზემოთ). თქვენ გჭირდებათ ტელევიზორი საძინებელში ან სასტუმრო ოთახში, რომლის კვადრატულობა 10კვ. მეტრიდან იწყება?! შეარჩიეთ მოდელები, რომელთა ეკრანის დიაგონალი არის 26, 32, 37 დიუმი და მეტი. საერთოდ, ასეთ ტელევიზორებში ჩვეულებრივ მეტი ფუნქციაა, ასევე ამ მოდელებს იყენებენ სხვადასხვა თამაშებისთვის, მაგ. Playstation, X-Box. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/Samsung-3D-tv-8-serien-150x150.jpgსახლის კინოთეატრისთვის თქვენ დაგჭირდებათ ტელევიზორი დიაგონალით 40″ (დიუმი) და მეტი. მაგრამ ასეთი მოდელების შეძენა სასურველია იმ შემთხვევაში თუ მანძილი მაყურებელსა და ტელევიზორს შორის 3 მეტრი ან მეტია. 2. რეზოლუცია (გარჩევადობა): FullHD & HD Ready ტელევიზორის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნიკური მახასიათებელი მატრიცის გარჩევადობაა, რომელიც აღინიშნება ორი ციფრით: პირველი ციფრი აღნიშნავს – პიქსელის რაოდენობას ეკრანის სიგანეზე, ხოლო მეორე კი – სიმაღლეზე. რაც უფრო მაღალია გარჩევადობა – მით მეტია პიქსელების რაოდენობა ანუ ეკრანზე უფრო მკაფიო გამოსახულებას ხედავთ. ბევრი თანამედროვე ტელევიზორის სპეციფიკაში შეიძლება შევხვდეთ ტერმინებს Full HD & HD Ready. Full HD-ს შეესაბამება გარჩევადობა 1920×1080 პიქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტელევიზორის ეკრანზე 2მლნ-მდე პიქსელია. (ეს 5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი სატელევიზიო სიგნალი). ეს მკაფიო გამოსახულების ფორმატია, რომელიც საშუალებას იძლევა უყუროთ გადაცემებს HDTV-ფორმატში, ხოლო ვიდეოებს Blu-Ray დისკებიდან. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/samsungD8000Back-150x150.jpgHD Ready – ტელევიზორების ფორმატში (1366×768) ეკრანზე პიქსელების რაოდენობა საშუალოდ 1მლნ-პიქსელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მკაფიო გამოსახულების სიგნალის მიღება. 3. სიკაშკაშე, კონტრასტულობა და ხედვის კუთხე: LCD-ტელევიზორების მნიშვნელოვანი მაჩვენებლები- სიკაშკაშე და კონტრასტულობა. ამ პარამეტრების ციფრები მეტყველებს ფერების ხარისხიან გადაცემაზე და სხვადასხვა განათების პირობებში ტელევიზორის კომფორტული ჩვენებაზე. ხედვის კუთხის სიგანეზე დამოკიდებული იქნება, რამდენად კარგად დაინახავთ გამოსახულებას თუ დადგებით არა ეკრანის პირდაპირ არამედ ოდნავ გვერდით. დავიწყოთ სიკაშკაშიდან: რაც უფრო მაღალია ამ პარამეტრის აღმნიშვნელი ციფრი მით უფრო თავისუფალი არჩევანი გექნებათ იმისა თუ ოთახის რომელ ადგილას განათავსოთ LCD-ტელევიზორი. იმ შემთხვევაში თუ ტელევიზორის დადგმას აპირებთ ფანჯრის პირდაპირ ან მკაფიო განათების პირობებში, მაგ. სამზარეულოში, აირჩიეთ უფრო მკაფიო მოდელი 450-დან 500კანდელი(სიკაშკაშის საზომი ერთეული) . ტელევიზორის კონტრასტულობის მაჩვენებელი ციფრები მეტყველებენ თეთრ და შავ პიქსელებს შორის განსხვავებაზე. ტექნიკურ მახასიათებლებში ისინი აღინიშნებიან თანაფარდობით 100 : 1, ეს ნიშნავს რომ ყველაზე მკაფიო სურათები 100-ჯერ განსხვავდებიან მუქი სურათებისგან. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია პირველი ციფრი, მით უფრო მეტ სხვადასხვა სახის ფერთა კონტრასტს იხილავთ ეკრანზე. არსებობს კიდევ ერთი სახის კონტრასტის თანაფარდობა – დინამიური კონტრასტულობა. ეს მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე სტატისტიკური კონტრასტულობის ციფრები. ეს არის მონიტორის უნარი ავტომატურად შეცვალოს ნათელი ფერების სიკაშკაშე და მუქი ფერების სიღრმე გამოსახულების მიხედვით. მაღალი, დინამიური კონტრასტულობა ვიზუალურად საგრძნობლად აფართოვებს გამოსახულების ფერად გამას. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/Sony_BRAVIA_NX800-150x150.jpgხშირ შემთხვევაში ტელევიზორს რამდენიმე ადამიანი ერთად უყურებს, შესაბამისად, ისინი სხდებიან ოთახის სხვადასხვა ადგილას და არა ეკრანის პირდაპირ. უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენადაც დიდია ტელევიზორის ხედვის კუთხე, იმდენად კონტრასტულია გამოსახულება. მოდელებს, რომელთაც აქვთ ხედვის კუთხე 170 გრადუსზე ნაკლები, მორგებულია ერთ მაყურებელზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გყავთ დიდი ოჯახი ან გიყვართ ტელევიზორის ყურება მეგობრებთან ერთად, მაშინ შეარჩიეთ ტელევიზორი, რომლის ხედვის კუთხე აღემატება 178 გრადუსს. 4. დაყოვნება: LCD-ტელევიზორების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის პიქსელის აქტიურობის დრო. რამდენადაც ეს დრო მცირეა იმდენად სწრაფად შეიცვლება თითოეული პიქსელის გამჭვირვალობა, ხარისხის დაკარგვის გარეშე. საზომი ერთეული – მილიწამია (millisecond). თუ დაყოვნება 8 მწ-ზე მეტია, შესამჩნევია ბუნდოვანი გამოსახულება. ტელევიზორებს დიდი დიაგონალით, სასურველია ჰქონდეს 5მწ-ზე ნაკლები დაყოვნება. ტექნოლოგია 100hz, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი მოდელის ტელევიზორებში ზრდის ინფორმაციის რაოდენობას, რომელიც აისახება ეკრანზე. იმ შემთხვევაში თუ ორიგინალურ კადრებს დავამატებთ შუალედურ გამოსახულებას, მიიღება უმაღლესი ხარისხი. 5. TV-ტიუნერი (მიმღები): ეს არის მოწყობილობა, რომელიც დეკოდირებას უკეთებს შემოსულ სიგნალს და გარდაქმნის მას “აღსაქმელ” გამოსახულებად. ადრე ტიუნერებს ამონტაჟებდნენ ყველა ტელევიზორში. ახლა კი მწარმოებელი ტოვებს არჩევანს ჩვენზე – გჭირდებათ თუ არა ტიუნერი და როგორი. სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის მომხმარებელისთვის, ტიუნერის არსებობა სავალდებულო არ არის. შეერთების ტიპის მიხედვით ტიუნერი შეიძლება იყოს: ანალოგური და ციფრული. ჩამონტაჟებული ანუ ანალოგური ტიუნერი უფრო გავრცელებული ტიპია. მთავარი მისი უპირატესობა არის შეუმჩნეველობა და მარტივი გამოყენება. ყველა საჭირო კონექტორი ტელევიზორის უკანა და გვერდითა პანელზეა განთავსებული. გარე ტიუნერებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ ამოირჩიოთ მწარმოებელი და ფორმატის ტიპები, მეორეც, არის საშუალება შევცვალოთ ტიუნერი უფრო თანამედროვე მოდელით. მსგავსი ტიუნერი ჩამონტაჟებულია ყველა LCD-ტელევიზორში, ის იღებს სიგნალს ანტენით და შიფრავს მას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ციფრული ტიუნერი, ყველაზე გავრცელებული სტანდარტი არის – DVB-T. 6. LCD-ტელევიზორების პორტები: ტელევიზორი დღეს მარტო ანტენიანი ყუთი არაა, ეს ნამდვილი მულტიმედიური ცენტრია სახლში, რომელთანაც მიერთებულია პლეერები, სათამაშო კონსოლები, მეხსიერების ბარათები და ა.შ.. რაც უფრო მეტი ინტერფეისი ექნება თქვენს LCD-ტელევიზორს, მით მეტია მისი მოხმარების შესაძლებლობა. ანალოგური კონექტორები: S-Video, კომპოზიტური, კომპონენტური და SCART, ეს პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ტელევიზორს აქვს, მაგრამ მათ მიერ გადაცემული სიგნალი არ არის საუკეთესო ხარისხის. ასე რომ, თუ გსურთ ისარგებლოთ თქვენი ტელევიზორის ყველა დამახასიათებელი თვისებით აირჩიეთ მოდელები ციფრული კონექტორით. DVI-პორტი კომპიუტერიდან ვიდეო სიგნალის მიღების საშუალებას მოგცემთ. თუ გსურთ მიიღოთ მაქსიმალური ხარისხი, თქვენ გჭირდებათ ინტერფეისი-HDMI. როგორ ავარჩიოთ LED ტელევიზორი 1. LCD და LED: LED ტექნოლოგიების უპირატესობები; LCD ტელევიზორებმა უკვე მოასწრეს საკუთარი თავის წარმოჩენა საოჯახო ტექნიკის ბაზარზე, ზოგიერთებს ამ მოდელებიდან საკმაოდ ღირსეული თვისებებიც გააჩნიათ. მაგრამ თუ გვსურს ფერთა ხარისხიანი პალიტრა და უფრო მაღალი კონტრასტი, სასურველია ყურადღება მივაქციოთ ახალი თაობის ტექნოლოგიებს და არჩევანი გავაკეთოთ LED – ტელევიზორებზე. მით უმეტეს, რომ დღესდღეისობით ახალი თაობის ტელევიზორები ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. რომ გავერკვეთ LED – ტელევიზორების უპირატესობებში LCD-ტელევიზორებთან შედარებით, უნდა განვასხვავოთ მათი მუშაობის პრინციპები. (ფლუორესცენტული ლამპის) LCD – მატრიცის განათება ახალი თაობის ბრტყელპანელიან ტელევიზორებში ჩანაცვლებულია ათასი ცალკეული LED-ით (შუქდიოდებით). LED ტექნოლოგიის დანერგვამ მწარმოებლებს საშუალება მისცა ტელევიზორი კიდევ უფრო კონტრასტული, ბევრად უფრო განათებული ეკრანით, დახვეწილი დიზაინით, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ელექტროეკონომიური და რაც მთავარია გამოსახულება რეალობასთან კიდევ უფრო მიახლოვებული გაეხადა. LED-ტელევიზორების უპირატესობებიდან აღსანიშნავია – ვერცხლიცწყლის ნათურის ტექნოლოგიის არ არსებობა, რაც კიდევ უფრო ეკოლოგიურს ხდის ტელევიზორს და გაცილებით ხანგრძლივია, ქარხნული სამუშაო რესურსი. LED-ტელევიზორები 40%-ზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე ისეთივე დიაგონალის მქონე LCD-ტელევიზორები და კიდევ უფრო ნაკლებს პლაზმურ ტელევიზორებთან შედარებით. ამ ფაქტორებმა LED-განათების ტელევიზორებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მათზე ფასის დაწევა გამოიწვია. ამჟამად, ფასები LED-ტელევიზორებზე დიაგონალის მაშტაბის და ფუნქციონალურობის მიხედვით მერყეობს. განათების ტიპები: სილამაზე და ფუნქციონალურობა ყველა LED-ტელევიზორი იყენებს ფერების სამფერიან ფილტრს RGB(Red, Green Blue-წითელი, მწვანე, ლურჯი), გარდა SHARP-ისა. მხოლოდ SHARP-იყენებს ოთხფერიან ფილტრს, რომელშიც სტანდარტულ RGB ფილტრს კიდევ ერთი ყვითელი(y) ფერი აქ დამატებული(Yellow). SHARP-ის ოთხფერიანი ტექნოლოგია(RGBY) Quattron-ის სახელით არის ცნობილი. QUATRON-ის ტელევიზორები გამოირჩევიან ძალიან დახვეწილი დიზაინით და მინიმუმამდე დაყვანილი სიღრმით. რაც შეეხება გამოსახულებას ძნელია მას რაიმე მინუსი ვუპოვოთ. ასევე ნებისმიერ სხვა ბრენდის ტელევიზორებთან შედარებით QUATRON-ის ტელევიზორები ყველაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეკრანი: დიაგონალი და პარამეტრი LED-ტელევიზორებს ამონტაჟებენ ფართო საცხოვრებელ და სასტუმრო ოთახებში. 40 დიუიმზე ნაკლები მოცულობის მოდელები იწარმოება მცირე რაოდენობით. ყველა ტელევიზორი LED განათებით, შეთავსებადია მაღალი სიხშირის სიგნალთან full HD და HD Ready. LCD-ტელევიზორებთან შედარებით LED-მოდელები წარმოებულია, ძირითადად, 40 დიუიმიანი დიაგონალით, ამიტომაც ისინი რეკომენდებულია ფართო საცხოვრებელ ოთახებისა და სახლის კინოთეატრებისთვის, სადაც მანძილი ტელევიზორიდან მაყურებელამდე მოიცავს 3მ ან მეტს. შესაბამისად, LED- ის განათების მქონე ტელევიზორის არჩევისას დარწმუნდით, რომ ოთახის მოცულობა უზრუნველყოფს კომფორტულ თვალიერებას. გამოსახულების სხვა პარამეტრებიდან გამომდინარე განსაკუთრებული სირთულე LED-ტელევიზორების არჩევაში არ წარმოიქმნება. ამ მოწყობილობებს გააჩნიათ საოცრად კარგი ხედვის კუთხე, ასევე აქვთ კონტრასტულობის და სიკაშკაშის არაჩვეულებრივი მაჩვენებლები. LED-ტელევიზორის ყურება შეიძლება პრაქტიკულად ოთახის ნებისმიერი ადგილიდან . გარდა ამისა, ყველა LED-ტელევიზორს ახასიათებს მაღალი მკაფიოება Full HD (1920 x 1080პიქსელი) რის საფუძველძეც ვიღებთ ხარისხიან და დეტალურ გამოსახულებას. უფრო პატარა მოდელებში (40სმ-მდე) შეიძლება შეგვხვდეს HD Ready (1366x768piksel). გარჩევადობის ტელევიზორებიც. ულტრა თანამედროვე LED – ტელევიზორები, მათ შორის Samsung C7000, 3D ტექნოლოგიის მხარდაჭერით ქმნის გამოსახულების განსაკუთრებულ ხარისხს- 3D კინოთეატრის ინოვაციურ შესაძლებლობებს თქვენთან სახლში. ეკრანზე გამოხატული გამოსახულება ხდება წარმოუდგენლად რეალისტური, ხოლო მოქმედება თითქოს თქვენს რეალურ სამყაროში ხდება. ყველაზე სასიამოვნოა კი ის არის, რომ ამ სერიის ტელევიზორებს შეუძლიათ ნებისმიერი ვიდეო სიგნალი გადაიყვანონ სამ განზომილებაში (თუნდაც ჩვენი დაბადების დღე). სიგნალის წყაროები განვიხილოთ LED-ტელევიზორების დამატებითი მახასიათებლები. დამატებითი მახასიათებლები უშუალოდ დამოკიდებულია მოწყობილობებზე, რომლებიც უკავშირდება ამ ტელევიზორს და ასევე იმაზე თუ რისი ხილვა გვინდა ეკრანზე ანუ სიგნალის წყაროებზე. გარდა სტანდარტული ინტერფეისების – ვიდეო კამერების, DVD – ფლეერების და ციფრული მოწობილობებისა ტელევიზორების თანამედროვე მოდელები ინტეგრირდება სახლის კომპიუტერულ ქსელთან და ასევე LAN-ას გარეშე უკავშირდება ინტერნეტს. ვიდეო და ფოტო გადაღების ენთუზიასტებს შეიძლება დააინტერესოს ფაილების წარმოსახვამ ციფრული გამავრცელებლებიდან. ციფრული ფოტო და ვიდეოკამერების საშუალებით მეხსიერების ბარათი ,,სლოტი”- დან ეკრანზე გამოისახება ფოტოები და ვიდეოები. USB-პორტიდან გადაიცემა მუსიკალური და ვიდეოფაილები. ყველაზე თანამედროვე ვიდეოკამერების მოდელები პირდაპირ უერთდება ტელევიზორს სიგნალის გადამცემი ინტერფეისით-HDMI. თუ ერთი რომელიმე HDMI პორტი განთავსდება წინ ან გვერდით პანელზე, HDMI – მოწყობილობის მიერთება უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება. LED-ტელევიზორები რომლებიც თავსებადია DLNA- სტანდარტთან, მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება თქვენი საშინაო ქსელისა-LAN: ფილმები, მუსიკა, სურათები კომპიუტერის მყარი დისკიდან პრობლემის გარეშე წარმოისახება ფართეპანელიან ეკრანზე. ტელევიზორში არსებული მონაცემთა გადაცემა ხდება უსადენო ინტერფეისით Wi-Fi, რაც არ საჭიროებს დამატებით საშუალებებს (შესასვლელებს და კაბელებს). ახალი თაობის LED-ტელევიზორები უკავშირდებიან ინტერნეტს.. [17:53:26] EXPRESSNEWS: როგორ ავარჩიოთ LCD (თხევადკრისტალური) ტელევიზორი 1. დიაგონალი: LCD-ტელევიზორების შერჩევა უნდა დავიწყოთ მისი დიაგონალის ზომის განსაზღვრით. სამზარეულოს ან საბავშვო ოთახს კარგად ერგება LCD-ტელევიზორები, რომელთა დიაგონალი არის 19-20″ დიუმი(1დიუმი= 2.54სმ) საძინებელსა და სასტუმრო ოთახისთვის ოპტიმალურია 26-37″(დიუმი), ხოლო სახლის კინოთეატრისთვის ამოირჩიეთ ტელევიზორები 40″(დიუმიდან ზემოთ). თქვენ გჭირდებათ ტელევიზორი საძინებელში ან სასტუმრო ოთახში, რომლის კვადრატულობა 10კვ. მეტრიდან იწყება?! შეარჩიეთ მოდელები, რომელთა ეკრანის დიაგონალი არის 26, 32, 37 დიუმი და მეტი. საერთოდ, ასეთ ტელევიზორებში ჩვეულებრივ მეტი ფუნქციაა, ასევე ამ მოდელებს იყენებენ სხვადასხვა თამაშებისთვის, მაგ. Playstation, X-Box. სახლის კინოთეატრისთვის თქვენ დაგჭირდებათ ტელევიზორი დიაგონალით 40″ (დიუმი) და მეტი. მაგრამ ასეთი მოდელების შეძენა სასურველია იმ შემთხვევაში თუ მანძილი მაყურებელსა და ტელევიზორს შორის 3 მეტრი ან მეტია. 2. რეზოლუცია (გარჩევადობა): FullHD & HD Ready ტელევიზორის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნიკური მახასიათებელი მატრიცის გარჩევადობაა, რომელიც აღინიშნება ორი ციფრით: პირველი ციფრი აღნიშნავს – პიქსელის რაოდენობას ეკრანის სიგანეზე, ხოლო მეორე კი – სიმაღლეზე. რაც უფრო მაღალია გარჩევადობა – მით მეტია პიქსელების რაოდენობა ანუ ეკრანზე უფრო მკაფიო გამოსახულებას ხედავთ. ბევრი თანამედროვე ტელევიზორის სპეციფიკაში შეიძლება შევხვდეთ ტერმინებს Full HD & HD Ready. Full HD-ს შეესაბამება გარჩევადობა 1920×1080 პიქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტელევიზორის ეკრანზე 2მლნ-მდე პიქსელია. (ეს 5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი სატელევიზიო სიგნალი). ეს მკაფიო გამოსახულების ფორმატია, რომელიც საშუალებას იძლევა უყუროთ გადაცემებს HDTV-ფორმატში, ხოლო ვიდეოებს Blu-Ray დისკებიდან. HD Ready – ტელევიზორების ფორმატში (1366×768) ეკრანზე პიქსელების რაოდენობა საშუალოდ 1მლნ-პიქსელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მკაფიო გამოსახულების სიგნალის მიღება. 3. სიკაშკაშე, კონტრასტულობა და ხედვის კუთხე: LCD-ტელევიზორების მნიშვნელოვანი მაჩვენებლები- სიკაშკაშე და კონტრასტულობა. ამ პარამეტრების ციფრები მეტყველებს ფერების ხარისხიან გადაცემაზე და სხვადასხვა განათების პირობებში ტელევიზორის კომფორტული ჩვენებაზე. ხედვის კუთხის სიგანეზე დამოკიდებული იქნება, რამდენად კარგად დაინახავთ გამოსახულებას თუ დადგებით არა ეკრანის პირდაპირ არამედ ოდნავ გვერდით. დავიწყოთ სიკაშკაშიდან: რაც უფრო მაღალია ამ პარამეტრის აღმნიშვნელი ციფრი მით უფრო თავისუფალი არჩევანი გექნებათ იმისა თუ ოთახის რომელ ადგილას განათავსოთ LCD-ტელევიზორი. იმ შემთხვევაში თუ ტელევიზორის დადგმას აპირებთ ფანჯრის პირდაპირ ან მკაფიო განათების პირობებში, მაგ. სამზარეულოში, აირჩიეთ უფრო მკაფიო მოდელი 450-დან 500კანდელი(სიკაშკაშის საზომი ერთეული) . ტელევიზორის კონტრასტულობის მაჩვენებელი ციფრები მეტყველებენ თეთრ და შავ პიქსელებს შორის განსხვავებაზე. ტექნიკურ მახასიათებლებში ისინი აღინიშნებიან თანაფარდობით 100 : 1, ეს ნიშნავს რომ ყველაზე მკაფიო სურათები 100-ჯერ განსხვავდებიან მუქი სურათებისგან. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია პირველი ციფრი, მით უფრო მეტ სხვადასხვა სახის ფერთა კონტრასტს იხილავთ ეკრანზე. არსებობს კიდევ ერთი სახის კონტრასტის თანაფარდობა – დინამიური კონტრასტულობა. ეს მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე სტატისტიკური კონტრასტულობის ციფრები. ეს არის მონიტორის უნარი ავტომატურად შეცვალოს ნათელი ფერების სიკაშკაშე და მუქი ფერების სიღრმე გამოსახულების მიხედვით. მაღალი, დინამიური კონტრასტულობა ვიზუალურად საგრძნობლად აფართოვებს გამოსახულების ფერად გამას. ხშირ შემთხვევაში ტელევიზორს რამდენიმე ადამიანი ერთად უყურებს, შესაბამისად, ისინი სხდებიან ოთახის სხვადასხვა ადგილას და არა ეკრანის პირდაპირ. უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენადაც დიდია ტელევიზორის ხედვის კუთხე, იმდენად კონტრასტულია გამოსახულება. მოდელებს, რომელთაც აქვთ ხედვის კუთხე 170 გრადუსზე ნაკლები, მორგებულია ერთ მაყურებელზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გყავთ დიდი ოჯახი ან გიყვართ ტელევიზორის ყურება მეგობრებთან ერთად, მაშინ შეარჩიეთ ტელევიზორი, რომლის ხედვის კუთხე აღემატება 178 გრადუსს. 4. დაყოვნება: LCD-ტელევიზორების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის პიქსელის აქტიურობის დრო. რამდენადაც ეს დრო მცირეა იმდენად სწრაფად შეიცვლება თითოეული პიქსელის გამჭვირვალობა, ხარისხის დაკარგვის გარეშე. საზომი ერთეული – მილიწამია (millisecond). თუ დაყოვნება 8 მწ-ზე მეტია, შესამჩნევია ბუნდოვანი გამოსახულება. ტელევიზორებს დიდი დიაგონალით, სასურველია ჰქონდეს 5მწ-ზე ნაკლები დაყოვნება. ტექნოლოგია 100hz, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი მოდელის ტელევიზორებში ზრდის ინფორმაციის რაოდენობას, რომელიც აისახება ეკრანზე. იმ შემთხვევაში თუ ორიგინალურ კადრებს დავამატებთ შუალედურ გამოსახულებას, მიიღება უმაღლესი ხარისხი. 5. TV-ტიუნერი (მიმღები): ეს არის მოწყობილობა, რომელიც დეკოდირებას უკეთებს შემოსულ სიგნალს და გარდაქმნის მას “აღსაქმელ” გამოსახულებად. ადრე ტიუნერებს ამონტაჟებდნენ ყველა ტელევიზორში. ახლა კი მწარმოებელი ტოვებს არჩევანს ჩვენზე – გჭირდებათ თუ არა ტიუნერი და როგორი. სატელიტური და საკაბელო ტელევიზიის მომხმარებელისთვის, ტიუნერის არსებობა სავალდებულო არ არის. შეერთების ტიპის მიხედვით ტიუნერი შეიძლება იყოს: ანალოგური და ციფრული. ჩამონტაჟებული ანუ ანალოგური ტიუნერი უფრო გავრცელებული ტიპია. მთავარი მისი უპირატესობა არის შეუმჩნეველობა და მარტივი გამოყენება. ყველა საჭირო კონექტორი ტელევიზორის უკანა და გვერდითა პანელზეა განთავსებული. გარე ტიუნერებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ ამოირჩიოთ მწარმოებელი და ფორმატის ტიპები, მეორეც, არის საშუალება შევცვალოთ ტიუნერი უფრო თანამედროვე მოდელით. მსგავსი ტიუნერი ჩამონტაჟებულია ყველა LCD-ტელევიზორში, ის იღებს სიგნალს ანტენით და შიფრავს მას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ციფრული ტიუნერი, ყველაზე გავრცელებული სტანდარტი არის – DVB-T. 6. LCD-ტელევიზორების პორტები: ტელევიზორი დღეს მარტო ანტენიანი ყუთი არაა, ეს ნამდვილი მულტიმედიური ცენტრია სახლში, რომელთანაც მიერთებულია პლეერები, სათამაშო კონსოლები, მეხსიერების ბარათები და ა.შ.. რაც უფრო მეტი ინტერფეისი ექნება თქვენს LCD-ტელევიზორს, მით მეტია მისი მოხმარების შესაძლებლობა. ანალოგური კონექტორები: S-Video, კომპოზიტური, კომპონენტური და SCART, ეს პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ტელევიზორს აქვს, მაგრამ მათ მიერ გადაცემული სიგნალი არ არის საუკეთესო ხარისხის. ასე რომ, თუ გსურთ ისარგებლოთ თქვენი ტელევიზორის ყველა დამახასიათებელი თვისებით აირჩიეთ მოდელები ციფრული კონექტორით. DVI-პორტი კომპიუტერიდან ვიდეო სიგნალის მიღების საშუალებას მოგცემთ. თუ გსურთ მიიღოთ მაქსიმალური ხარისხი, თქვენ გჭირდებათ ინტერფეისი-HDMI. როგორ ავარჩიოთ LED ტელევიზორი 1. LCD და LED: LED ტექნოლოგიების უპირატესობები; LCD ტელევიზორებმა უკვე მოასწრეს საკუთარი თავის წარმოჩენა საოჯახო ტექნიკის ბაზარზე, ზოგიერთებს ამ მოდელებიდან საკმაოდ ღირსეული თვისებებიც გააჩნიათ. მაგრამ თუ გვსურს ფერთა ხარისხიანი პალიტრა და უფრო მაღალი კონტრასტი, სასურველია ყურადღება მივაქციოთ ახალი თაობის ტექნოლოგიებს და არჩევანი გავაკეთოთ LED – ტელევიზორებზე. მით უმეტეს, რომ დღესდღეისობით ახალი თაობის ტელევიზორები ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. რომ გავერკვეთ LED – ტელევიზორების უპირატესობებში LCD-ტელევიზორებთან შედარებით, უნდა განვასხვავოთ მათი მუშაობის პრინციპები. (ფლუორესცენტული ლამპის) LCD – მატრიცის განათება ახალი თაობის ბრტყელპანელიან ტელევიზორებში ჩანაცვლებულია ათასი ცალკეული LED-ით (შუქდიოდებით). LED ტექნოლოგიის დანერგვამ მწარმოებლებს საშუალება მისცა ტელევიზორი კიდევ უფრო კონტრასტული, ბევრად უფრო განათებული ეკრანით, დახვეწილი დიზაინით, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ელექტროეკონომიური და რაც მთავარია გამოსახულება რეალობასთან კიდევ უფრო მიახლოვებული გაეხადა. LED-ტელევიზორების უპირატესობებიდან აღსანიშნავია – ვერცხლიცწყლის ნათურის ტექნოლოგიის არ არსებობა, რაც კიდევ უფრო ეკოლოგიურს ხდის ტელევიზორს და გაცილებით ხანგრძლივია, ქარხნული სამუშაო რესურსი. LED-ტელევიზორები 40%-ზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე ისეთივე დიაგონალის მქონე LCD-ტელევიზორები და კიდევ უფრო ნაკლებს პლაზმურ ტელევიზორებთან შედარებით. ამ ფაქტორებმა LED-განათების ტელევიზორებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მათზე ფასის დაწევა გამოიწვია. ამჟამად, ფასები LED-ტელევიზორებზე დიაგონალის მაშტაბის და ფუნქციონალურობის მიხედვით მერყეობს. განათების ტიპები: სილამაზე და ფუნქციონალურობა ყველა LED-ტელევიზორი იყენებს ფერების სამფერიან ფილტრს RGB(Red, Green Blue-წითელი, მწვანე, ლურჯი), გარდა SHARP-ისა. მხოლოდ SHARP-იყენებს ოთხფერიან ფილტრს, რომელშიც სტანდარტულ RGB ფილტრს კიდევ ერთი ყვითელი(y) ფერი აქ დამატებული(Yellow). SHARP-ის ოთხფერიანი ტექნოლოგია(RGBY) Quattron-ის სახელით არის ცნობილი. QUATRON-ის ტელევიზორები გამოირჩევიან ძალიან დახვეწილი დიზაინით და მინიმუმამდე დაყვანილი სიღრმით. რაც შეეხება გამოსახულებას ძნელია მას რაიმე მინუსი ვუპოვოთ. ასევე ნებისმიერ სხვა ბრენდის ტელევიზორებთან შედარებით QUATRON-ის ტელევიზორები ყველაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეკრანი: დიაგონალი და პარამეტრი LED-ტელევიზორებს ამონტაჟებენ ფართო საცხოვრებელ და სასტუმრო ოთახებში. 40 დიუიმზე ნაკლები მოცულობის მოდელები იწარმოება მცირე რაოდენობით. ყველა ტელევიზორი LED განათებით, შეთავსებადია მაღალი სიხშირის სიგნალთან full HD და HD Ready. LCD-ტელევიზორებთან შედარებით LED-მოდელები წარმოებულია, ძირითადად, 40 დიუიმიანი დიაგონალით, ამიტომაც ისინი რეკომენდებულია ფართო საცხოვრებელ ოთახებისა და სახლის კინოთეატრებისთვის, სადაც მანძილი ტელევიზორიდან მაყურებელამდე მოიცავს 3მ ან მეტს. შესაბამისად, LED- ის განათების მქონე ტელევიზორის არჩევისას დარწმუნდით, რომ ოთახის მოცულობა უზრუნველყოფს კომფორტულ თვალიერებას. გამოსახულების სხვა პარამეტრებიდან გამომდინარე განსაკუთრებული სირთულე LED-ტელევიზორების არჩევაში არ წარმოიქმნება. ამ მოწყობილობებს გააჩნიათ საოცრად კარგი ხედვის კუთხე, ასევე აქვთ კონტრასტულობის და სიკაშკაშის არაჩვეულებრივი მაჩვენებლები. LED-ტელევიზორის ყურება შეიძლება პრაქტიკულად ოთახის ნებისმიერი ადგილიდან . გარდა ამისა, ყველა LED-ტელევიზორს ახასიათებს მაღალი მკაფიოება Full HD (1920 x 1080პიქსელი) რის საფუძველძეც ვიღებთ ხარისხიან და დეტალურ გამოსახულებას. უფრო პატარა მოდელებში (40სმ-მდე) შეიძლება შეგვხვდეს HD Ready (1366x768piksel). გარჩევადობის ტელევიზორებიც. ულტრა თანამედროვე LED – ტელევიზორები, მათ შორის Samsung C7000, 3D ტექნოლოგიის მხარდაჭერით ქმნის გამოსახულების განსაკუთრებულ ხარისხს- 3D კინოთეატრის ინოვაციურ შესაძლებლობებს თქვენთან სახლში. ეკრანზე გამოხატული გამოსახულება ხდება წარმოუდგენლად რეალისტური, ხოლო მოქმედება თითქოს თქვენს რეალურ სამყაროში ხდება. ყველაზე სასიამოვნოა კი ის არის, რომ ამ სერიის ტელევიზორებს შეუძლიათ ნებისმიერი ვიდეო სიგნალი გადაიყვანონ სამ განზომილებაში (თუნდაც ჩვენი დაბადების დღე). სიგნალის წყაროები განვიხილოთ LED-ტელევიზორების დამატებითი მახასიათებლები. დამატებითი მახასიათებლები უშუალოდ დამოკიდებულია მოწყობილობებზე, რომლებიც უკავშირდება ამ ტელევიზორს და ასევე იმაზე თუ რისი ხილვა გვინდა ეკრანზე ანუ სიგნალის წყაროებზე. გარდა სტანდარტული ინტერფეისების – ვიდეო კამერების, DVD – ფლეერების და ციფრული მოწობილობებისა ტელევიზორების თანამედროვე მოდელები ინტეგრირდება სახლის კომპიუტერულ ქსელთან და ასევე LAN-ას გარეშე უკავშირდება ინტერნეტს. ვიდეო და ფოტო გადაღების ენთუზიასტებს შეიძლება დააინტერესოს ფაილების წარმოსახვამ ციფრული გამავრცელებლებიდან. ციფრული ფოტო და ვიდეოკამერების საშუალებით მეხსიერების ბარათი ,,სლოტი”- დან ეკრანზე გამოისახება ფოტოები და ვიდეოები. USB-პორტიდან გადაიცემა მუსიკალური და ვიდეოფაილები. ყველაზე თანამედროვე ვიდეოკამერების მოდელები პირდაპირ უერთდება ტელევიზორს სიგნალის გადამცემი ინტერფეისით-HDMI. თუ ერთი რომელიმე HDMI პორტი განთავსდება წინ ან გვერდით პანელზე, HDMI – მოწყობილობის მიერთება უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება. LED-ტელევიზორები რომლებიც თავსებადია DLNA- სტანდარტთან, მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება თქვენი საშინაო ქსელისა-LAN: ფილმები, მუსიკა, სურათები კომპიუტერის მყარი დისკიდან პრობლემის გარეშე წარმოისახება ფართეპანელიან ეკრანზე. ტელევიზორში არსებული მონაცემთა გადაცემა ხდება უსადენო ინტერფეისით Wi-Fi, რაც არ საჭიროებს დამატებით საშუალებებს (შესასვლელებს და კაბელებს). ახალი თაობის LED-ტელევიზორები უკავშირდებიან ინტერნეტს.. argumenti.ge argumenti.ge
  16. Многие страны выступают против налога на выбросы углекислого газа, который навязывает Брюссель авиационным компаниям. Речь идет в первую очередь о США, Индии и России. Более того, Москва намеревается принять ответные меры, ограничив число полетов над Сибирью. Эта мера коснется исключительно европейских компаний, так как лишь они организуют рейсы в этом направлении.
  17. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების მობილური სერვისით დუშეთის რაიონის სოფელ ჟინვალის მოსახლეობამ ისარგებლა.… ლინკი მედიანიუსზე
  18. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/image.php_1-150x150.jpgინვესტირების საკითხების ცოდნა წარმატებული ინვესტირების მნივნელოვანი წინაპირობაა. სად მოვახდინოთ ინვესტირება და რა უნდა ვიცოდეთ საამისოდ, თითქოს არც ისე რთულია მაშინ როდესაც არჩევანი ესოდენ დიდია. შეგვიძლია ინვესტიცია განვითარებული ქვეყნისაკენ მივმართოთ ან ფეხის მოკიდება განვითარებად ქვეყნებში შევეცადოთ. თუმცა მაინც ჩნდება კითხვები სად ? როდის და როგორ? მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ცხოვრობს ისეთ ინდუსტრიალიზებულ და წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები,კანადა,ავსტრალია,ინგლისი ,საფრანგეთი და აშ. არამედ ისინი ცხოვრობენ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბრაზილია, ჩინეთი,ინდოეთი,რუსეთი და კიდევ სხვა მრავალი , რომლებიც აწარმოებენ საქონელს,ანვითარებენ ახალ ტექნოლოგიებს ,ამუშავებენ წიაღისეულსა და ნავთობს და მოკლედ რომ ვთქვათ ისინი ზრდიან თავიაანთ ეკონომიკას ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ქვეყნები უკვე განვითარებული ეკონომიკით. ალბათ ყველა დამწყები ინვესტორისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი რომ რაც დიდია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მით ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა და მით უფრო მიმზიდველი უნდა ჩანდეს ქვეყანა ინვესტორისათვის ( მშპ – მიწოდებული მომსახურებისა და საქონლისა ღირებულება გაწეული ქვეყნის მიერ) ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 14.6 ტრილიონს შეადგენს და მისი თუნდაც ერთ პროცენტინი ზრდა 146 მილიარდია, ხოლო მზარდი ეკონომიკისა და განვითარებადი ქვეყნის, ფილიპინების მთლიანი შიდა პროდუქტი 167 მილიარდს არ აღემატება რაც ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტზე სულ ცოტათი მეტს შეადგენს. ბუნებრივია ჩნდება კითხვა იმის თაობაზე თუ სად ჯობია ინვესტირება განვითარებულ თუ მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ზოგიერთისათვის ცნობილია რომ ინვესტორისათვის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ბევრად ხელსაყრელი და მომგებიანია გამომდინარე იქიდან რომ განვითარებულ ქვეყანაში ბიზნესისათვის თავისუფალი ნიშები თითქმის აღარ არსებობს, გარდა ამისა მზარდი ეკონიმიკის ქვეყნების უმრავლესობა მოსახლეობის დიდი რაოდენობითაც გამოირჩევა და საქონლისა და სერვისის ბევრ სახეობაზე ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნა არსებობს მიწოდებასთან შეფარდებაში რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისათვის. შესაბამისად მსხვილი კომპანიების მოგებისა და გაყიდვების დიდი წილი სწორედ ასეთ ქვეყნებზე მოდის და არა აშშ სა და ევროპის ქვეყნებზე.დიახ მზარდი ექონომიკის მქონე ქვეყნებს პერსპექტივა და პოტენციალი მართლაც რომ დიდი აქვთ. მსოფლიო დოვლათის 43 პროცენტი ასეთ ქვეყნებშია თავმოყრილი, ხოლო მოსახლეობის ოდენობა მზარდ, პრემზარდ და მოსაზღვრე ეკონიმიკის ქეყნებში 5.5 მილიარდს შეადგენს. ალბათ უპრიანი იქნებოდა შეგვეხსენებინა მკითხველისათვის რომ მზარდი ეკონომიკის ქვეყნებად ის ქვეყნები მოიაზრება რომელთა ეკონომიკა და საშუალო ფენის ოდენობა იზრდება. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთმა სულ ახლახანს დააღწია თავი სიღატაკეს,ხოლო ზოგიერთ მათგანში კვლავ მაღალია ღარიბი ფენის ოდენობა.მოსაზღვრე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს კი ისინი მიეკუთვნებიან რომელბიც პატარა ქვყნებს წარმოადგენენ და ეკონომიკური განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან. ასეთი ქვეყნები ისეთი ინვესტორისათვის შეიძლება იყოს საინტერესო რომელიც მოგებას მალე არ ელოდება და მაღალი რისკებისათვისაც მზად არის. მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნები კი პრემზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად იწოდებიან. ასეთ ქვეყნები საინვესტიციოდ საინტერესო არ არის თუმცა შესაძლოა მომავალში საინტერესონი გახდნენ, ასე რომ მოსაზღვრე და პრემზარდი ეკონომიკის ქვეყნების თვალყურის დევნება ღირს ნამდვილად. თუმცა მნიშვნელოვანია ინვესტირებამდე იმ რისკების გათვალისწინება რომლებიც განვითარებადი ქყვენების რეალობას წარმოადგენს და რომელიც არაერთგვაროვანი და ცვალებადია სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით. ასეთ რისკებს მიეკუთვნება პოლიტიკური და სოციალური ,ლიქვიდურობისა და სავალუტო რისკები. ზოგიერთი ქყვეყანა განვითარებას გარკვეული პოლიტიკური ცვილებების შემდეგ იწყებს თუმცა არცთუ იშვიათად ხდება პოლიტიკური ცვილებები უკუგანვითარების მიზეზი. შესაბამისად პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებამდე რადგან პოლიტიკურ დესტაბილიზაციის დროს ეკონომიკა ყველაზე ბოლოს ინაცვლებს პრიორიტეტების სიაში და შესაბამისად ინვესტორებიც დაზარლებულნი რჩებიან . არანაკლებ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია კორუფციის დონე ქვეყანაში. ძალიან კარგად იცის ყველა კორუმირებულ ქვეყანაში ბიზნესის გამოცდილების მქონე ბიზნესმენმა თუ რამდენად არასტაბულურს ხდის კორუფცია ბიზნეს გარემოს,როგორ აძვირებს მომსახურებას, ანელებს ბიზნესის ტემპს და არაპროგნორზირებადს ხდის მოვლებებს. შესაბამისად კორუმპირებულ ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენებს არაეთხელ უწევთ ერთი და იმავე თანხის ორჯერ და სამჯერ გადახდა, ფასების სტაბულურობის შენარჩუნება და პატრიონრებთან დადებული პირობების შერულება კი ჭირს. ინვესტორმა ასევე მნიშვლობა უნდა მიაქცის ქვეყანაში გინის კოეფიციენტის მაჩვენებელს. გინის კოეფიციანტი ქვეყნის მოსახლეობის წევრებს შორის ეკონომიკურ თანასწორობას ასახავს და როდესაც გინის კოეფიციენტი ნულია ითვლება რომ ქვეყნის ყველა მოსახლეს ერთნაირი შემოსავალი აქვს. ხოლო როდესაც გინის კოეფიციანი 100, მხოლოდ მოსახელობის ერთ პროცენტს აქვს შემოსავალი და ცხადია მაღალი გინის კოეფიციენტის მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ინვესტორისათვის საინტერესო არ უნდა იყოს მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო. ყველაზე დაბალი გინის კოეფიციენტი შვედეთშია ( 23)ხოლო აფრიკის ქვეყანა ნამბიაში იგივე მაჩვენებელი 70 უდრის. ანუ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა მით დაბალია გინის კოეფიციენტი და მით მეტია ქვეყანაში საშუალო ფენა. და მაინც ვინ წყვეტს იმას თუ რომელი ქვეყანა რომელ კატეგორიაში ხვდება ? ინვესტორთა უმრავლესობისათვის ასეთ არბიტრს MSCI barra წარმოადგენს,ორგნიზაცია რომელიც საინვესტიციო გარემოს ინდექსირებასა და შეფასებას აკეთებს სხვადასხვა ქყვეყნებში ,ხოლო მზარდი ეკონომიკის ქყვენებში ინვესტირების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია უკვე დიდი ხანია იძლევა. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს მიეკუთვნება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის წევრი 33 ქვეყანა:,ავსტრია,ბელგია,კანადა ,ჩილე ,ჩეხეთი,დენმარკი ესტონეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმაია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლა, ნდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, კორეა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ჰოლანდია, ახალიზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, ბრიტანეთი, ამერიკის შერთებული შტატები. იმისათვის რომ ქვეყნის ეკონომიკას განვითარებადი მიენიჭოს ამისათვის ქვეყანის ეკონომოკის განვითარება მის საზღვრებს უნდა სცდებოდეს. უნდა აწარმოებდეს რაიმე სახის საქონელს ან მომსხურებას და მის ექსპორტს უნდა ახდენდეს უცხოეთში.ასევე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანას უნდა ქონდეს საფონდო ბირჟა სადაც ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ იყიდონ და გაყიდონ აქციები. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება ბრაზილია,ჩინეთი,კოლომბია,ეგვიპტე,ინდოეთი,ინდონეზია,მალაიზია,მექსიკა,მოროკო,პერუ ,ფილიპინები,რუსეთი,სამხრეთ აფრიკა,ტაივანი,ტაილანდი,პოლონეთი. ცნობილია რომ მსოფლიოს ქვეყნებიდან 75 მიეკუთვნება განვითარებულ ან განვითარებად ქყვეყანას ხოლო დანარჩენი 117 ქვეყანა მართალია გარკვეულ როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში მაგრამ ინვესტორებისათვის არასაინტერესონი არიან. ამის მიზეზი კი ძირითადად არის ზოგიერთი მათგანის უკიდურესი სიღარიბე ან მოსახლეობის მცირერიცხოვნობა. ხოლო ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩრდილო კორეა , სადაც კაპიტალიზმი კრიმინალად ითვლება ცხადია რომ უცხოელი ინვესტორები ქვეყნის შიგნით ინვესტირებისათვის არ დაიშვებიან. დღეს მსოფლიოში მკაცრი კონკურენციაა ინვესტიციების მოზიდვაზე. ქვეყნები, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების გზით.მიუხედავად იმისა რომ საქართველო მიმზიდველია თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, სამუშაო ძალის მაღალი კვალიფიკაციით,ლიბერალური კანონმდებლობით,კორუფციის დაბალი დონით, პროდუქციის ასორტიმენტის მოთხოვნით და ა.შ აღსანიშნავია ისიც რომ არსებობს რიგი მიზეზებისა, რის გამოც საქართველო ნაკლებად მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს წარმოადგენს სერიოზული და მსხვილი ინვესტორებისათვის.პოლიტიკური არასტაბილურობა, დიდი საგარეო ვალი, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების დაუზუსტებლობა კვალავ რჩება დამაბრკოლებელ ფაქტორებად. ამასთან საქართველოს ბაზარი მცირე ტევადობისაა, ამიტომ ინვესტიციები ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ დარგებზე. ასეა თუ ისე ინვესტირების მსურველებს არჩევანი საკმაოდ დიდი აქვთ.მსოფლიო გამოწვევებს კი დროა უკვე ქართველი ბიზნესმენებიც შეუერთდნენ. ავტორი: მარიამ კუკუნაშვილი argumenti.ge
  19. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/3784-150x150.jpgჟურნალი „ტაბულა“ ტელეკომპანია „იმედს“ საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივის – წერს გაზეთი „რეზონანსი“. „რეზონანსი“ „ტაბულას” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ „იმედმა“ ჟურნალის საავტორო უფლება 9 მარტს საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაარღვია. სიუჟეტი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ეხებოდა და მასში გამოყენებული იყო ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ინტერვიუ, რომელიც მან „ტაბულას“ მისცა. ინტერვიუ „ტაბულას“ ექსკლუზივი იყო. „იმედს“ არ უხსენებია ინტერვიუს ავტორი და მან შეგნებულად დაფარა „ტაბულას“ ლოგო . საერთო კონტექსტიდან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ აპატურაიმ განცხადებები „იმედისთვის“ გააკეთა. კომენტარები, რომლებიც „ტაბულას“ კუთვნილებაა, გამოყენებულია ასევე სიუჟეტის შესავალში წყაროს დასახელების გარეშე“, – აღნიშნულია „ტაბულას“ განცხადებაში. „რეზონანსი“ წერს, რომ „ტაბულა“ „იმედისგან“ ზიანის კომპენსაციას და მისი საავტორო უფლებების საჯარო აღიარებას ითხოვს, იმ საშუალებებითა და ფორმით, რომელიც თანაზომადია „იმედის“ მიერ ამ უფლების დარღვევასთან“. „რეზონანსი“ აღნიშნავს, რომ გაზეთი ამ თემაზე კომენტარის მიღებას „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან, მათე კირვალიძისგან შეეცადა. გაზეთის ცნობით, კირვალიძემ მათთან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. media.ge argumenti.ge
  20. საქართველოს პრეზიდენტმა თელავში შეკრიბილ მოსახლეობას ზურაბ ადეიშვილის, იუსტიციის მინისტრის, იდეის - ქალაქის განვითარების პროექტი წარუდგინა. "მინდა გადაავლოთ თელავს თვალი, როგორიც არის. ასეთ თელავს თქვენ ვეღარასდროს იხილავთ. რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ. თქვენ იხილავთ თელავს, რომელიც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განამვლობაში არ გინახავთ. ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, მშვენიერ ქართულ და ევროპულ ქალაქს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე გვირგვინს, ჩვენი აღმშენებლობის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ბრიწყინვალე მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენ მომავალ თაობებს გადავცემთ. მინდა, დღეს ყველამ ერთად დავიწყოთ ამ ახალი სილამაზის, კახეთის შექმნა. იმისთვის, რომ დარწუნდეთ, რომ არ ვაზვიადებ, მე მინდა ჩამოვთვალო, რისი მშენებლობა იგეგმება დღეს კახეთში." /get_img?ImageId=6679 სააკაშვილის განაცხადით, პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, მათ შორის, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს, მთლიანად შეიცვლება თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა ჩანაცვლდება ზამთრის სასახლის ტიპის ნაგებობით. /get_img?ImageId=6682 გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, განახლდება თელავის 9 ქუჩა, 2 ცენტრალური და 3 პატარა მოედანი, კეთილმოეწყობა 6 სკვერი და ცენტრალური - ნადიკვარის პარკი, ყვარელში 6 ახალი სასტუმროს აშენება, გურჯაანში ახტალის კურორტის სრული რეაბილიტაცია, მთლიანად გამოიცვლება საკომუნიკაციო სისტემები, იგეგმება "კლდეების აფეთქება და თუშეთის გზის ფუნდამენტური რეაბილიტაცია. შემოვა რედისონი წინანდალში". რეაბილიტაციის პროცესი, მისი თქმით, შემოდგომისთვის დასრულდება და სამშენებლო სამუშაოებზე 3 ათასამდე სხვადასხვა სპეციალისტი დასაქმდება. "თელავის განვითარების პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პირველ ეტაპზე 120 მილიონი ლარი დაიხარჯება. თუმცა უახლოეს წლებში ეს თანხა გასამმაგდება და გახუთმაგდება. 2014 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვვარაუდობთ გომბორის ახალი გვირაბის გაკეთებას, 2016-2017 წლებისთვის, და ეს არც ისე შორსაა, ეს არის ერთი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო ვადა." მიხეილ სააკაშვილის თქმით, თელავის რეაბილიტაციის პროექტის იდეა ზურაბ ადეიშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. "თავის დროზე სიღნაღის რეაბილიტაციის იდეის ავტორი იყო ზურაბ ადეიშვილი, თუმცა ეზიზღება, ამაზე რომ ვლაპარაკობ. ასევე მისი იდეაა თელავის, გურჯაანის, ყვარლის თუ სხვა ჩვენი ადგილების რეაბილიტაცია,"-განაცხადა სააკაშვილმა. /get_img?ImageId=6680 სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. საქართველოს პრეზიდენტმა თელავში შეკრიბილ მოსახლეობას ზურაბ ადეიშვილის, იუსტიციის მინისტრის, იდეის - ქალაქის განვითარების პროექტი წარუდგინა. "მინდა გადაავლოთ თელავს თვალი, როგორიც არის. ასეთ თელავს თქვენ ვეღარასდროს იხილავთ. რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ. თქვენ იხილავთ თელავს, რომელიც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განამვლობაში არ გინახავთ. ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, მშვენიერ ქართულ და ევროპულ ქალაქს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე გვირგვინს, ჩვენი აღმშენებლობის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ბრიწყინვალე მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენ მომავალ თაობებს გადავცემთ. მინდა, დღეს ყველამ ერთად დავიწყოთ ამ ახალი სილამაზის, კახეთის შექმნა. იმისთვის, რომ დარწუნდეთ, რომ არ ვაზვიადებ, მე მინდა ჩამოვთვალო, რისი მშენებლობა იგეგმება დღეს კახეთში." /get_img?ImageId=6679 სააკაშვილის განაცხადით, პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 150-მდე სახლს და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, მათ შორის, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებს, მთლიანად შეიცვლება თეატრის წინა ფასადი, გუბერნიის ძველი შენობა ჩანაცვლდება ზამთრის სასახლის ტიპის ნაგებობით. /get_img?ImageId=6682 გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, განახლდება თელავის 9 ქუჩა, 2 ცენტრალური და 3 პატარა მოედანი, კეთილმოეწყობა 6 სკვერი და ცენტრალური - ნადიკვარის პარკი, ყვარელში 6 ახალი სასტუმროს აშენება, გურჯაანში ახტალის კურორტის სრული რეაბილიტაცია, მთლიანად გამოიცვლება საკომუნიკაციო სისტემები, იგეგმება "კლდეების აფეთქება და თუშეთის გზის ფუნდამენტური რეაბილიტაცია. შემოვა რედისონი წინანდალში". რეაბილიტაციის პროცესი, მისი თქმით, შემოდგომისთვის დასრულდება და სამშენებლო სამუშაოებზე 3 ათასამდე სხვადასხვა სპეციალისტი დასაქმდება. "თელავის განვითარების პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პირველ ეტაპზე 120 მილიონი ლარი დაიხარჯება. თუმცა უახლოეს წლებში ეს თანხა გასამმაგდება და გახუთმაგდება. 2014 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვვარაუდობთ გომბორის ახალი გვირაბის გაკეთებას, 2016-2017 წლებისთვის, და ეს არც ისე შორსაა, ეს არის ერთი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო ვადა." მიხეილ სააკაშვილის თქმით, თელავის რეაბილიტაციის პროექტის იდეა ზურაბ ადეიშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. "თავის დროზე სიღნაღის რეაბილიტაციის იდეის ავტორი იყო ზურაბ ადეიშვილი, თუმცა ეზიზღება, ამაზე რომ ვლაპარაკობ. ასევე მისი იდეაა თელავის, გურჯაანის, ყვარლის თუ სხვა ჩვენი ადგილების რეაბილიტაცია,"-განაცხადა სააკაშვილმა. /get_img?ImageId=6680 სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/smDo2CURAiOdFsybhosS0Tl72eJkfbmt4t8yenImKBVaiQDB_Rd1H6kmuBWtceBJ.jpeg„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის თანამდებობაზე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნა პარტიის საერთაშორისო აქტივობის, რეგიონული ორგანიზაციების სტრუქტურისა და გენერალური მდივნის როტაციის საკითხიც. „”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივნად 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ბატონი ზურა მელიქიშვილი. ამ წლების განმავლობაში პარტიამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს როგორც საპარლამენტო, ასევე თვითთმართველობისა და აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. პარტიას ჰქონდა მნიშვნელოვანი წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გახდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი“,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  23. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/p1160457-150x150.jpgსაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს 11 მარტის გადაწყვეტილებით „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. საქმე ეხება 27 იანვარს „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (ick.ge) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას – „რადიო „ჰერეთიდან“ თანამშრომლები წავიდნენ“. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ „გავრცელებული ინფორმაციით“ რადიოდან ოთხი თანამშრომლის წასვლის მიზეზი მათთვის ხელფასის გადაუხდელობა გახდა. რასაც სტატიაშივე არ ადასტურებენ არც რამაზ სამხარაძე და არც სხვა თანამშრომლები. „ჰერეთის“ დირექტორი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტად და გადაუმოწმებლად გაავრცელეს. საბჭოში გაგზავნილ განცხადებას თან ერთვის რადიოს თანამშრომელთა კომენტარები, სადაც ნაწილი მათგანი ადასტურებს „ჰერეთიდან“ წასვლას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რადიო ხელფასის გადაუხდელობის გამო არ დაუტოვებით. ბუღალტერი აცხადებს, რომ კვლავ “ჰერეთში” მუშაობს, მარკეტინგის მენეჯერი კი პროექტების ნაწილს ისევ ხელმძღვანელობს. რამაზ სამხარაძე თავის განცხადებაში ასევე უთითებდა, რომ სტატიის ბოლო ნაწილი, რომელიც „ჰერეთში“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ რეკლამის განთავსებას ეხება, არასწორი კონტექსტით დაუკავშირდა თანამშრომლების წასვლის ფაქტს. რადიოს დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ მასალამ საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანა შეცდომაში და შელახა კომპანიის იმიჯი და რეპუტაცია. სტატიის ავტორი ქარტიის არახელმომწერი ჟურნალისტი ნათია დანელიშვილია. ამიტომ რამაზ სამხარაძე მიიჩნევდა, რომ მასალაზე გელა მითვლიშვილი, როგორც რედაქტორი, ისე აგებდა პასუხს. საქმის განხილვას არ დასწრებია არც განმცხადებელი და არც მოპასუხე მხარე. გელა მთივლიშვილმა ქარტიის საბჭოს შეპასუხების წერილი გაუგზავნა, სადაც ისევე როგორც წინა საქმის განხილვაზე, ახლაც აღნიშნული იყო, რომ ის აღარ არის ick.ge-ს რედაქტორი და ამ პოსტს 2012 წლის 9 იანვრიდან მანანა აშკარელიშვილი იკავებს. თავად გელა მთივლიშვილი კი რჩება მხოლოდ ick.ge-ს გამომცემელი ორგანიზაცია შპს „ცენტრი-იმედის“ დირექტორად და არ ერევა სარედაქციო საქმიანობაში. სამხარაძის ბრალდებას მთივლიშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. შეპასუხების წერილში აცხადებს, რომ მასალა არაზუსტად და უსაფუძვლოდ არ იყო მომზადებული, ვინაიდან მასალაში იმ თანამშრომლების პოზიცია დაფიქსირდა, ვინც „გავრცელებული ინფორმაციით“ „ჰერეთიდან“ წავიდა. თუმცა, შეპასუხების წერილში არ ჩანს, სად გავრცელდა ის ინფორმაცია, რის გადამოწმებასაც შემდეგ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ შეეცადა. შეპასუხების წერილის ბოლო ნაწილში გელა მთივლიშვილი ასევე უსაფუძვლოს უწოდებს სამხარაძის ბრალდებას რადიოს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის შესახებ და იქვე უთითებს, რომ „იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა უნდა მიმართონ სასამართლოს და არა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს“. გელა მთივლიშვილი წერილში იღებს ვალდებულებას, რომ ქარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს. საბჭოს სხდომა ქალაქ თელავში 11 მარტს გაიმართა. საბჭოს წევრებს აღარ უმსჯელიათ ეკისრებოდა თუ არა გელა მთივლიშვილს სადაო მასალაზე პასუხისმგებლობა, რადგან საბჭომ პრეცენდენტულად მიიჩნია წინა საქმე - „რომან ქევხიშვილი გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ“. თუმცა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ნათია კუპრაშვილმა შენიშნა: „უცნაურია, გელა მთივლიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ick.ge-ს სარედაქციო საქმიანობაში არ ერევა, იღებს ვალდებულებას საბჭოს გადაწყვეტილების გამოაქვეყნების შესახებ.“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის თქმით, საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გაავრცელებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდების მიხედვით, სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნების ვადა დადგენილი არ არის. რამაზ სამხარაძე მიიჩნევდა, რომ გელა მთივლიშვილმა პირველის გარდა დაარღვია მესამე და მეთერთმეტე პუნქტები, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა არ უნდა გააყალბოს, მიჩქმალოს და დაამახინჯოს ფაქტები. საბჭოს სხდომას თელავის მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქმის განხილვამდე დისკუსია გაიმართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა მედიის თვითრეგულირების ორგანოების ფუნქციასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მეტად იაქტიურონ მოქალაქეებმა. media.ge argumenti.ge
  24. Вот это уже конец. Скорее всего, это было мое последнее интервью с лидером российских коммунистов Геннадием Андреевичем Зюгановым. Ни то что бы он не был в этом заинтересован. Просто приходят времена, когда стареющий политический деятель, защитник идей Маркса, Энгельса и Ленина, уже не будет никого интересовать.
×
×
  • შექმენი...