
planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ტურიზმის დეპარტამენტი წლევანდელი ზამთრის საკურორტო სეზონს წარმატებულად აფასებს. როგორც პირWელს დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწემ ვახტანგ ასათაშვილმა განუცხადა, შარშანდელთან შედარებით, წელს ზამთრის კურორტებზე 15%-ით მეტი დამსვენებელი ჩამოვიდა. შარშანდელთან შედარებით, წელს ტურისტების რაოდენობის View the full article
-
გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 10 954 მოქალაქემ ითხოვა. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დასკვნაზე დაყრდნობით განაცხადა View the full article
-
საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის შობადობის მიხედვით 164-ე ადგილზეა. ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ გაერო-ს მოსახლეობის მსოფლიო ფონდის, შრომის View the full article
-
რეგიონული ტელეკომპანიების საგადასახადო ამნისტირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატების შემდეგ, მთავრობამაც შეიტანა. შესაბამისად, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ახლა პარლამენტში ორი კანონპროექტი დევს. ქრისტიან-დემოკრატების კანონპროექტი ადგილობრივი მაუწყებლებისთვის View the full article
-
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს თბილისის მოქმედი მერის მოადგილე, გლდანი-ნაძალადევის ყოფილი გამგებელი ნიკოლოზ ხაჩირაშვილიც იყრის. ხაჩირაშვილი 30 მაისის არჩევნებში ნაციონალთა პროპორციული სიით იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, პირWელმა დააზუსტა მაჟორიტარობის ის კანდიდატები, რომლებიც მმართველი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/agmochena-150x150.jpgქარელის რაიონის სოფელ ურბნისთან ცენტრალური ავტობანის მშენებლობის დროს უძველესი სამარხები აღმოაჩინეს. 20-მდე სარკოფაგი სავარაუდოდ IV-V საუკუნეებით თარიღდება. მომხდართან დაკავშირებით საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფი მოიწვია. შესაბამის სამუშაოებს არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე IV-V საუკუნეების 20-მდე სარკოფაგია აღმოჩენილი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ პირველ ქრისტანებს ეკუთვნოდათ. როგორც არქეოლოგი აღნიშნავს, ამაზე მიუთითებს ის, რომ სამარხები ინვენტარის სიმრავლით არ გამოირჩევა. ~ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის შესწავლა საკმარისი არ არის, რადგან სოფელ ურბნისში უამრავი სამარხი ნადგურდება და შესწავლას საჭიროებს. ეს კი, თავის მხრივ დაფინანსების მოითხოვს~, – განაცხადა ლიჩელმა. აღმოჩენა რამდენიმე თვის წინაც მოხდა. სოფელ ავლევში დვალიშვილების ეზოში უძველესი ბეჭედი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერთა მოსაზრებით, ადრეულ ელინისტურ ხანას ეკუთვნის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/118-150x150.jpgმეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს დაკარგული წერილები ადრესატებს “ეძებენ”, მისამართებს შორის საქართველოცაა. თბილისში- კეჟერაშვილი ალექსანდრე, აბაშაში- სომონია გაიანე, ახალციხეში – დიალანიანი ლუსია, ზესტაფონში – გუმბერიძე ნიკოლოზი, ლანჩხუთში- ნაკაიძე ვალოდია, მაიაკოვსკსში – ბუხულეიშვილი ვალოდია, საგარეჯოში – წიკლაური. თელავში – ნეგრუსიშვილი გირგი, წულუკიძეში – სანაძე ნიკოლაი. ეს იმ ადამიანების სიაა, რომლებამდეც წერილებმა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სამწუხაროდ ვერ მიაღწია. 68 წლის შემდეგ, ვენიდან უკრაინაში სულ 1186 წერილი დაბრუნდება, მათ შორის ცხრა წერილი საქართველოში უნდა გამოგზავნილიყო. საფოსტო გზავნილები 1942 წლის ივნისი –ივლისის თვით თარიღდება. ისინი ამ დრომდე ავსტრიაში, ვენის მზეუმში ინახებოდა. წერილები ხელუხლებლია, გაუხსნელია და ისინი არავის წაუკითხავს. ინფორმაცია დაკარგული წერილების შესახებ უკრაინის დიდი სამამულო ომის ისტორიის ნაციონალური მუზეუმის ვებ-გვერდზე განთავსდა. მუზე4უმში აცხადებენ, რომ ადრესატებისთვის, ან თუნდაც მათი შთამომავლებისთვის წერილები ფასადაუდებელი სიმდიდრეა. იმედია 70 წლის შემდეგ მაინც, წერილები საკუთარ ადრესატებამდე მიაღწევენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/wamlebi-150x150.jpg“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევას იწყებს. ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წევრმა მერაბ ჯალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც “აფბას” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ინიციატივა განპირობებულია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების განუზომლად დიდი სოციალ-ეკონომიკური მნიშვნელობით, მითუფრო იმ ფონზე, როცა ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და როცა 800 ათასზე მეტი პენსიონერის შემოსავლის ძირითადი ნაწილი მედიკამენტებზე იხარჯება. “აფბას” წევრები მიიჩნევენ, რომ პრობლემა უწინარესად სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისაა და ამდენად, ის არ უნდა გახდეს წინასაარჩევნო დემაგოგიის ნაწილი და უსაფუძვლო განცხადებებისა და ბრალდებების საბაბი. “აფბას” მიერ ჩასატარებელი კვლევის მიზანია საზოგადოებისთვის ამ ბაზარზე არსებული რეალური ვითარების გაცნობა. ტენდენციებისა და ფაქტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, მართლაც დაუსაბუთებლად ძვირია თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე ფასები და უჭირავთ თუ არა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ამინდის შემქმნელ კომპანიებს მოგების მაღალი მარჟა” – განაცხადა მერაბ ჯალიაშვილმა. “აფბა” მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, პირველ რიგში კი ფარმაცევტულ კომპანიებს და შესაბამისად სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ კვლევის მიმდინარეობისას. “აფბას” ინიციატივით უკვე განხორციელდა ფიჭური კავშირგაბმულობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა. იხილეთ epn.ge
-
კომპანია Samsung-მა გამოუშვა მაღალკალორიული, 32GB ტევადობის ოპერატიული მეხსიერების მოდულები http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/spiteful.gif http://images.geotorrents.com/images/lrd0ajlp5z7hnnjfd3da.jpg ისინი 40nm-იანი ტექნოლოგიითაა აგებული, მუშა ძაბვა კი სულ რაღაც 1.35 ვოლტია. სამწუხაროდ მოდულები მხოლოდ 1066MHz სიხშირეს ავითარებენ, მაგრამ სამაგიეროდ ორპროცესორიან დედადაფაზე (EVGA გაგახსენდებათ უმალ ხომ?) მეხსიერების საერთო რაოდენობის ორ ტერაბაიტამდე გაზრდა გახდა შესაძლებელი. overclockers.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/burjanadze-nino03-150x131.jpgდემოკრატიული მოძრაობა “ერთიანი საქართველო” ხელისუფლებას დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის ოფისში “ერტიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, საქართველო დღეს დეპოპულაციის საფრთხის წინაშე დგას და დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაშია შეტანილი. “საქართველოს მოსახლეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ოფიციალურად სტატისტიკით 1 მლნ-ით შემცირდა. მოსახლეობა კლებულობს და ბერდება, გაიზარდა სიკვდილიანობა და ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, შობადონა 80-წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა. რთული სიტუაცია მიგრაციულ პროცესშიც _ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დასკვნით, გაორმაგებულია. გასული წლებთან შედარებით, გაორმაგებულია მიგრირებული მოქალაქეების რიცხვი, წელს 2009 წელს 10954 მოქალაქემ მიითხოვა საზღვარგარეთ თავშესაფარი,” – აცხადებს სოფრომაძე. “ერთიანი საქართველოს” წევრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რადიკალური ზომების მიღება, კერძოდ კი არსებული დემოგრაფიული ვითარებისა და ტენდენციების ანალიზი. სიტუაციის გამოსწორებისთვის უნდა შეიქმნეს ერის გასამრავლებლად ზოგადი და განსაკუთრებული მატერიალური პირობები, წინაამღდეგ შემთხვევაში, სოფრომაძე მიიჩნევს, რომ საქართველო დეპოპულაციის წინაშე დადგება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/par7-150x150.jpgევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ევროპარლამენტარებს საქართველოს ოკუპაციის ობიექტურად შეფასებისთვის მადლობას უხდის. როგორც დღეს პარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე ბერუჩაშვილმა განაცხადა, ევროპარლამენტი ის ერთდართი ინსტიტუცია იყო, რომელმაც თავის დროზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ნამდვილი სახელი უწოიდა, სხვა ევროინსტიტუტებს კი მომხდარის სწორად შეფასება, გაცილებით გაუჭირდათ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამეტარები საქართველსო 1 აპრილს დატოვებენ. იხილეთ epn.ge
-
ყველას აინტერესებს, ყურებით, კბილებით საგნების ამწევებს, თავზე აგურის გადამტვრევის ნომრების მქონეთ პირველად როდის ებადებათ იდეა, მსგავსი რამე სცადონ. ჩვენც პირველი ეს ვკითხეთ მერაბ კირაკოზაშვილს, ყველაზე გამძლე კბილების მქონე მონაწილეს, თუ საიდან დაებადა იდეა, ეცადა საგნების კბილებით აწევა. თურმე მერაბის მოტივატორი არც მეტი, არც ნაკლები, “წუნა და წრუწუნა” ყოფილა, კერძოდ კი ეს ეპიზოდი ყველასთვის საყვარელი მულტფილმიდან: http://nichieri.ge/files/2010/03/SGPhoto_2010_03_29-14_30_44.pngმულტფილმის დამთავრებისთანავე მერაბმა ტელევიზორი გვერდით გადადგა და მაგიდას კბილებით დაეჭიდა. როგორც ჩანს, ისე კარგად გამოუვიდა, ნიჭიერის ნახევარფინალშიც თავისი გამძლე და ნიჭიერი კბილების წყალობით მოხვდა! “ნიჭიერის” ეთერში გასვლის შემდეგ ყველა სცნობს და სთხოვენ, დააჯილდოვოს თავისი განუმეორებელი ღიმილით თუ გსურთ მერაბ კირაკოზაშვილი ფინალში იხილოთ, დარეკეთ ან დაამესიჯეთ ნომერზე 9129, 5 ხმა ერთად – 91295. http://nichieri.ge/files/2010/03/BILD1113.jpg მერაბ კირაკოზაშვილი კასტინგზე: nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/obama04-150x132.jpgამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის მოსახლეობას თანაგრძნობა გამოუცხადა. წერილში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, ობამა აცხადებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს რუსეთს ტერორიზმისა და სისხლისმღვრელი ექსტრემიზმის შეტევების საწინააღმდეგო მოქმედებებში. ტერორისტული აფეთქება მოსკოვში დღეს დილით განხორციელდა. რუსეთის დედაქალაქის მეტროსადგურებში აფეთქებები ნახევარი საათის ინტერვალით განხორციელდა. მოსკოვის მეტროსადგურები თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალებმა ააფეთქეს. 2 შაჰიდ-ქალს ტროტილი წელზე ჰქონდათ მიბმული. აფეთქება მეტროსადგურებში ნახევარი საათის ინტერვალით მაშინ მოხდა, როდესაც ვაგონებში ხალხმა ჩაჯდომა დაიწყო. პირველი აფეთქება მგზავრების ვაგონში შესვლისას განხორციელდა, მეორე კი პირიქით, ვაგონის გაჩერების შემდეგ. ასაფეთქებელი მოწყობილობა, მობილური ტელეფონის საშუალებით ამოქმედდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სკლიფოსოვსკას სახელობის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში – 7 ადამიანი, ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში – 11, #1 რეანიმაციულ საავადმყოფოში- 9 ადამიანი, #71_ში – 4, #33 რეანიმაციულ საავადმყოფოში – 7, ხოლო #20 საავადმყოფოში კი, 12 ადამიანი გარდაიცვალა. აფეთქების შემდეგ, კინოლოგევბი ასაფეთქებელ მოწყობილობებს დედაქალაქის ყველა მეტრო-სადგურზე ეძებენ. განსაკუთრებული ყურადღება უპატრონო ნივთებს და დიდ ჩანთებს ეთმობა. ჯერჯერობით, ასაფეთქებელი მოწყობილებები არსად არის აღმოჩენილი. მეტროსადგურებში გაძლიერებულია საპასპორტო კონტროლი. ბოლო გაჩერებებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ყველა ვაგონს ათვალიერებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti11-150x130.jpgპარლამენტში ტელეკომპანიების საგადასახადო ამნისტიასთან დაკავშირებით, უკვე ორი კანონპროექტია შესული. პარლამენტის ბიუროს გასულ სხდომაზე პირველი პროექტი ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ წარუდგინეს, დღევანდელ ბიუროს მეორე პროექტი კი მთავრობამ. ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ მიერ ინიცირებულ ,,საგადასახადო კოდექსში’’ ცვლილებების პროექტის თანახმად, უნდა მოხდეს საქართველოს ადგილობრივი საერთო მაუწყებლებისათვის ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა და არადეკლარირებული გადასახადების ამნისტირება, რომლებიც წარმოშობილ იქნა 2004 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრის ჩათვლით. ამასთან, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება ყველა საგადასახადო, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებში, რომლებიც დაკავშირებულია 2004 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრის ჩათვლიY წარმოშობილ აღნიშნულ საგადასახადო ვალდებულებებთან. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონით განსაზღვრული ტელემაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებს შეუწყდებათ საგადასახადო დავალიანებები, თუმცა არა 1 იანვრის ჩათვლით, არამედ კანონის ამოქმედებამდე. მთავრობის ინიციატივით საგადასახადო ორგანოებმა აღნიშნული დავალიანებათა ჩამოწერა უნდა განახორციელონ გადამხდელის პირად ანგარიშზე ასახვით, ხოლო დავალიანების ჩამოწერის წესი ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართებრივ აქტით განისაზრღვრება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო ამნისტიის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას გამოვიდა. თუმცა, ამასთან, მანამდე კი ტელეკომპანიებსითვის ამინისტიის გამოცხადებას ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ ლიდერი გიორგი თარგამაძე მოითხოვდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/333-150x150.gifსახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მონიტორინგი განახორციელა. გეგუთის #8 დაწესებულებაში ვითარება 28 თებერვლის შემდეგ დამძიმდა. 28 თებერვალს მსჯავრდებულებმა კარცერში გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალების გამო შიმშილობა გამოაცხადეს. კარცერში მყოფ რამდენიმე მსჯავრდებულს სხეულზე სხვადასხვა ხასიათისა და ხანდაზმულობის დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმის განმარტებით, მათ არ მიუწვდებათ ხელი მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმებაზე, ისინი რეაგირებას ახდენენ მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა მათ ადმინისტრაცია იძახებს. მთავარი ექიმის მიერ წარმოდგენილ იქნა რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფაქტებს, რომ პაციენტთა გადაყვანის საკითხის გადაწყვეტაში, როგორც სამოქალაქო, ისე პენიტენციური სისტემის სტაციონარებში, ექიმის მოსაზრება პრაქტიკულად არ არის გათვალისწინებული. დაწესებულებაში პრობლემატურია სამედიცინო მომსახურება. თითქმის 3000 მსჯავრდებულს 2 ექიმი (თითო ცვლაში – 1) და ერთი ექთანი ემსახურება. შესაბამისად, ექიმები ვერ იცავენ კანონმდებლობის მოთხოვნას, სისტემატურად მოინახულონ პატიმრები, გააკონტროლონ ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი და ა.შ. მონიტორინგის დროს ნანახი იქნა სამედიცინო ცნობა, გაცემული ერთ–ერთ მსჯავრდებულზე აკადემიკოს ს. ცხაკაიას დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიერ, სადაც გაცემული იყო შემდეგი რეკომენდაცია: „ესაჭიროება შემდგომი გამოკვლევა და მკურნალობა ნევროლოგიურ სტაციონარში (ჩვენს კლინიკას ნევროლოგიაში ლიცენზია არ აქვს)“. ამის მიუხედავად, აღნიშნული მსჯავრდებული დაბრუნებულ იქნა გეგუთის #8 დაწესებულებაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/demokratiulimodzraoba11-150x125.jpg“დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოსათვის ” და მისი ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მომხდარი ტერაქტების ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებენ. “ჩვენთვს მიუღებელია ნებისმიერი ძალადობის ფაქტი, რომელიც მიმართულიაMმშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,“ -განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსათვის მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ. მოსკოვის მეტროსადგურებში 2 აფეთქება დღეს დილით მოხდა რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2222.gifსახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგი განახორციელა. ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის დროს დაწესებულებაში განთავსებული იყო 1188 პატიმარი, მათ შორის 13 ქალი და 18 არასრულწლოვანი, 824 მისჯილი, 264 მიუსჯელი. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ნაწილში მიმდინარეობს რემონტი, არ არის გადატვირთულობის პრობლემა. პატიმრთა განცხადებით, დაწესებულების თანამშრომლები კარგად ეპყრობიან, ადმინისტრაცია შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ თხოვნებს. მათი თქმით, დირექტორს შერჩეული აქვს პატიმრებთან ინდივიდუალური შეხვედრის და გასაუბრების ფორმა, რაც შესაძლებელს ხდის რაიმე საკითხის გადაჭრას და პრობლემების მოგვარებას. აღსანიშნავია, რომ პატიმრების საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესებულია. ამ დროისთვის ისინი სისტემატურად სარგებლობენ სეირნობის უფლებით. მათ შეუფერხებლად, კანონით დადგენილი წესით, მიეწოდებათ ამანათი. პატიმრების გადმოცემით, ისინი შეუზღუდავად სარგებლობენ მიმოწერის უფლებით, დაშვებულია ბანდეროლების მიღების უფლება. გაზეთების და რამდენიმე სახეობის ჟურნალის შეძენა პატიმრებს შეუძლიათ დაწესებულების მაღაზიაში, ჟურნალები. პატიმრები ტელეფონით კვირაში ერთხელ ან ორჯერ სარგებლობენ. პარასკევ დღეს პატიმრებს შეუძლიათ დარეკონ საზღვარგარეთს. შეუზღუდავად ეძლევათ პაემნის უფლებით სარგებლობის საშუალება. რადიომიმღების შეძენა შესაძლებელია დაწესებულების მაღაზიაში. აბანოთი სარგებლობა შესაძლებელია კვირაში ერთხელ. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებას ქალაქიდან წყალი მიეწოდება შეფერხებით. იხილეთ epn.ge
-
“პლატინა” სულ 6-7 თვეა რაც შეიკრიბა და ჯგუფად ჩამოყალიბდა. მართალია ყველა პროფესიონალურ დონეზე ცეკვავს, მაგრამ მოცეკვავეების გარდა აქ შეხვდებით ექიმებს, ქორეოგრაფებს, პროგრამისტებსაც კი! “ნიჭიერის” კასტინგებზე პლატინა 6 წევრით წარსდგა ჟიურის წინაშე, ნახევარფინალში – 12-ნი მონაწილეობენ, თუმცა ისე უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფია. როგორც ამბობენ, ნახევარფინალში კასტინგისგან განსხვავებით უფრო მხიარულ და ემოციურ ნომერს შემოგვთავაზებენ. დაგვაინტრიგეს და გვითხრეს,რომ 3 წუთში 300 წელს ჩავტევთო! სხვთაშორის, კოსტუმები მთლიანად საკუთარი ხელით დაამზადეს და ნახევარფინალამდე ერთი დღით ადრე საბოლოო სახე მისცეს. ერთ-ერთი მონაწილეს თქმით, წებო, რომელიც კოსტუმის დამზადების დროს გამოიყენებოდა, ჯერ კიდევ “უმშვენებს” ხელებს. დამიჯერეთ, მართლა საინტერესო კოსტუმებია http://nichieri.ge/files/2010/03/BILD11371.jpg"პლატინა"-ს მოცეკვავის წებოიანი ხელები! პლატინას ბათუმელების იმედი აქვს – ფიქრობენ, რომ იმსახურებენ ფინალისტობას უგულშემატკივრეთ ჯგუფ “პლატინა”-ს,დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9128! 5 ხმა ერთდროულად – 91285. http://nichieri.ge/files/2010/03/BILD1073.jpg nichieri.ge
-
ბაჩო და მიხეილი მამა-შვილნი არიან, რომლებმაც ჟიური პირველ ტურში დოლებით მოხიბლეს. ბაჩოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ მამა “ნიჭიერის” კასტინგზე გამოსასვლელად დაეთანხმებინა, თუმცა, საბედნიეროდ, ტყუილად არ გარჯილა – ისინი ნახევარფინალში აღმოჩნდნენ. ბაჩო 4 წლიდან უკრავს დოლზე და სხვადასხვა დასარტყამ ინსტრუმენტებზეც. აქვს დიდი გამოცდილება სხვადასხვა ანსამბლებში. მამა-შვილი ამანათაშვილები მამა-შვილ ღამბაშიძეებს გულშემატკივრობენ : ) მხარი დაუჭირეთ ამანათაშვილებს, ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებო, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ მათ ნომერზე 9127!5 ხმა ერთდროულად – 91275. http://nichieri.ge/files/2010/03/BILD1085.jpg კასტინგის ვიდეო: nichieri.ge
-
გაინტერესებთ გაიგოთ როგორ შექმნათ თქვენი ბლოგი? იხილეთ სრულად ან აი აქ! დღეიდან ალო ჯი შემოგთავაზებთ მრავალმხრივ ინფორმაციას , ვეცდებით ყველა გემოვნების ადამიანის გული მოვიგოთ თქვენც მოგვაწოდეთ (სურათები, ვიდოები , ინფოები-ოღონდ მხოლოდ ორიგინალური და ღირებული ) View the full article
-
ჯიმი ჯექსონი, ანუ ჯიმი ებიტაშვილი – სპეციალურად ნიჭიერისთვის ჩამოვიდა ბელგიიდან. ის 14 წლის იყო, როცა იქ წავიდა და, მართალია, ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში, მაგრამ ყველაზე გრძელვადიანი ვიზიტი ნიჭიერის გამო მოუხდა! ის 10 წლიდან ცეკვავს. ხშირად უკვეთავს ტანსაცმელს და უკვე საკმაოდ ბევრი ისეთი კოსტუმი აქვს, რითაც ჯექსონი ჩნდებოდა კონცერტებზე. მოსწონს new style, next level და მოზაიკა. მისი და მოზაიკის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟთან დაკავშირებით თქვა, ვერ ვხვდები, რატომ გვადარებენ, “მოზაიკა” ჯგუფია, მე კი მარტო ვცეკვავო. საუბრის ბოლოს მთხოვა, დიდი მადლობა გადამეცა მისი გულშემატკივრებისათვის. უგულშემატკივრეთ ჯიმის, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 91 24!5 ხმა ერთდროულად – 91245 http://nichieri.ge/files/2010/03/25103_390985303368_688128368_3689839_4369116_n.jpgჯიმი რეპეტიციაზე, ამჯერად უგრიმოდ კასტინგის ვიდეო: nichieri.ge
-
ყველას ახსოვს ბატონი ლევანის ემოციური გამოსვლა პირველ ტურში. მას მუსიკალური განათლება არ აქვს. 15 წლიდან მღერის, ძირითადად მეგობრების წრეში. პირველად ნიჭიერში წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე! ნიჭიერის შემდეგ მისი ცხოვრება მართლა რადიკალურად შეიცვალა – ყველა სცნობს ქუჩაში, ყველა გამოხატავს სიყვარულს მის მიმართ. ძალიან გულშემატკივრობს მარიამ კახელიშვილს, თქვენ წარმოიდგინეთ, sms-ც კი გაუგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ნახევარფინალში მისი პირდაპირი კონკურენტია. წინა გამოსვლასთან შედარებით ნაკლებად ნერვიულობს და იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება! მხარი დაუჭირეთ ლევან შავაძეს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 91 23, 5 ხმა ერთდროულად – 91235 http://nichieri.ge/files/2010/03/BILD1070.jpgლევან შავაძე, კადრი რეპეტიციიდან პირველი ტურის ვიდეო: nichieri.ge
-
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა თბილისის მერს გიგი უგულავას მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით 10 კონკრეტული კითხვით მიმართა. ცაგარეიშვილი უგულავასგან გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხს 15 დღის ვადაში ელის. ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს, კერძოდ, განმარტებებს 2004 წლიდან დღემდე პრეზიდენტისა View the full article