
planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
გულის თანდაყოლილი კომპლექსური მანკით დაავადებულ 23 წლის სალომე ხუხუნაიშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. მას მაღალი წნევა და გულის უკმარისობაც აწუხებს. პირWელი თხოვნით მიმართავს ყველა მსურველს, დახმარების მიზნით დარეკონ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: ჯეოსელი - 700 566, მაგთი - 200 366, View the full article
-
ექსტრემისტული ორგანიზაცია იმარატ კავკაზი მოსკოვში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში მონაწილეობას არ ადასტურებს. როგორც აღნიშნული ორგანიზაციის საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, CNN-მა ამ აფეთქების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ჩეჩნებს საკუთარი სახელით დააკისრა . შეგახსენებთ, რომ მოსკოვში View the full article
-
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალისის აზრით, რუსეთთან კომუნიკაციის სურვილის არარსებობა არასწორი პოზიციაა . ამის შესახებ აჟუბალისმა თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. თქვენ არ გინდათ კომუნიკაცია რუსეთთან, View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/34-150x150.jpgრუსთაველის თეატრში 31 მარტს სპექტაკლის ,,სტუმარ-მასპინძელი” პრემიერა გაიმართება. სპექტაკლში მთავარ როლებს ბაჩო ჩაჩიბაია, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია, გელა ლეჟავა და ბექა სონღულაშვილი შეასრულებენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ვალერიან გორგოშაძეა. პრემიერა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, 31 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
ჯამბული და ხვიჩა ზუგდიდელი კარატისტი ტყუპები არიან. ისინი 6-7 წლიდან ვარჯიშობენ კარატეში. ბევრ ჩემპიონატში მიუღიათ მონაწილეობა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოპოვებული აქვთ! თვლიან, რომ ყველა ნახევარფინალისტი თანაბრად ძლიერია და ამიტომ უჭირთ კონკურენტის დასახელება. გულშემატკივრობენ ჯიმი ჯექსონს. ჯამბულისა და ხვიჩას მხარდაჭერა შეგიძლიათ ნომერზე 9122, 5 ხმა ერთდროულად – 91225, მხოლოდ ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებს. http://nichieri.ge/files/2010/03/BILD1121.jpgჯამბული და ხვიჩა რეპეტიციაზე კასტინგის ვიდეო: nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Subeliani-Koba2-150x130.jpgლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ყოფილ სასტუმრო “ბახტრიონში” მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ ობიექტზე გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა და დევნილებს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემაზე ესაუბრა. ,,როცა ახალი დანიშნული ვიყავი, ამ კორპუსში მოუწესრიგებელი კანალიზაცია მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. კანალიზაცია იმ დონემდე ივსებოდა, რომ ელექტორსადენებს ეხებოდა და შესაძლებელი იყო, მსხვერპლი გამოეწვია. ეს ყველაფერი გაკეთდა, ქარიშხლისგან დაზიანებული შენობა გადაიხურა, ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხიც მოგვარდება და დევნილთა თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული ფართები მათი საკუთრება გახდება. ამ ყველაფრის შემდეგ, ეთხელ და სამუდამოდ სიტუაცია მოწესრიგდება” – აღნიშნა სუბელიანმა. სასტუმროში მცხოვრებმა დევნილებმა ჩატარებული სამუშაოებით მინისტრთან კმაყოფილება გამოთქვეს. “17 წელია აქ ვცხოვრობთ, ამ 17 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთებულა თუ არ ჩავთვლით იმ ორ წელს რაც ბატონმა სუბელიანმა გააკეთა ჩვენთვის. ეს ორი კორპუსი მთლიანად წყალზე იდგა. გაკეთდა ახალი გაყვანილობა, გამოიცვალა კანალიზაციის სისტემა. რაც გაკეთდა ყველაფრისთვის მადლობელი ვართ,” – აღნიშნეს დევნილებმა მინისტრთან შეხვედრისას. ყოფილ სასტუმროში ამჟამად, აფხაზეთიდან დევნილი 345 ოჯახი ცხოვრობს. იხილეთ epn.ge
-
სახალხო დამცველის ოფისში 19-20 აპრილს სტუდენტებისათვის სემინარი ,,ინტეგრაცია და ტოლერანტობა” ჩატარდება. მონაწილეობისათვის შეირჩევა 20 სტუდენტი, მათ შორის 5 ქვემო ქართლიდან, 5 სამცხე- ჯავახეთიდან და 10 თბილისიდან. სემინარი ქართულ ენაზე გაიმართება და მისი ხანგრძლივობა 2 დღე იქნება. მასში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცემა. სემინარის ძირითადი მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის და ინტეგრაციის საკითხებზე. სემინარი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდება. სემინარის მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა, საქართელოს ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოები იქნებიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili-shalva01-150x130.jpg“ლეიბორისტული პარტია” მოითხოვს, საქართველოს ტერიტორია რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებულმა ძალებმა დატოვონ. განცხადება ამის შესახებ დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. “რუსეთისგან არაოკუპირებულ საქართველოს ტირიტორიის დარჩენილ ნაწილზე ამერიკის შეერტებული შტატების სამხედრო კონტიგენტი განლაგდება. სახეზეა სააკაშვილის რეჟიმთან რუსულ-ამერიკული გარიგება, ქვეყნის საბოლოო გაყოფა, დაგლეჯა განაწილებაზე. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, კონკრეტულად გამოხატონ პოზიცია რა სურთ მათ,- უცხო ჯარისკაცების ჩექმა იმპერიული კუთვნილების მიუხედავად, თუ თავისუფალი საქართველო”, -განაცხადა ნათელაშვილმა. ნათელაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ქმედებებმა ქვეყანა საერთაშორისო ტენდერებამდე მიიყვანა. “იყიდება და ჩუქდება ყველაფერი, ამიტომაც ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა. შალვა ნათელაშვილმა დღეს დილით მოსკოვში მომდარი აფეთქების დროს გრდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. იხილეთ epn.ge
-
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა''ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის'' ექიმ ნარკოლოგები მათსავე სამუშაო ოთახებში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ეჭვმიტანილები არიან: ექიმ–ნარკოლოგი მარინე ბეგაშვილი, მანანა კეჟევაძე, ეკა კორძაძე. გარდა ამისა დაკავებულია ცენტრის დირექტორი ნოდარ თარხნიშვილი და ასევე ფსიქოტროპული აფთიაქის მფლობელი თამარ სარდანაძე. "მათი სამუშაო მაგიდისა და ბინების ჩხრეკისას ამოღებულია უკანონოდ შეძენილი და მართლსასაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ''ტრამადოლი'', რომელსაც იყენებდნენ არარეგისტრირებული პაციენტებისათვის კლინიკის გვერდის ავლით."– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ინტერნეტ გვერდის ცნობით, დაკავებულმა ეჭვმიტანილებმა დანაშაული აღიარეს, რის დასადასტურებლადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე ნარკოლოგების აღიარებითი ჩვენების ვიდეოა გავრცელებული. გამოძიებას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის კოდექსის 260-ე და 264-ე მუხლებით. სისხლის სამართლის 260–ე მუხლია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორსორის უკანონო დამზადება, შეძენა შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება და ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლია ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მისაკუთრება ან გამოძალვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 დან 4 წლამდე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა''ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის'' ექიმ ნარკოლოგები მათსავე სამუშაო ოთახებში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ეჭვმიტანილები არიან: ექიმ–ნარკოლოგი მარინე ბეგაშვილი, მანანა კეჟევაძე,ეკა კორძაძე. გარდა ამისა დაკავებულია ცენტრის დირექტორი ნოდარ თარხნიშვილი და ასევე ფსიქოტროპული აფთიაქის მფლობელი თამარ სარდანაძე. "მათი სამუშაო მაგიდისა და ბინების ჩხრეკისას ამოღებულია უკანონოდ შეძენილი და მართლსასაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ''ტრამადოლი'', რომელსაც იყენებდნენ არარეგისტრირებული პაციენტებისათვის კლინიკის გვერდის ავლით."– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ინტერნეტ გვერდის ცნობით, დაკავებულმა ეჭვმიტანილებმა დანაშაული აღიარეს, რის დასადასტურებლადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე ჩვენების ვიდეოა(http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=686) გავრცელებული. გამოძიებას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 264-ე მუხლებით. სისხლის სამართლის 260–ე მუხლია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორსორის უკანონო დამზადება, შეძენა შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება და ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლია ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მისაკუთრება ან გამოძალვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 დან 4 წლამდე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili-gia03-150x131.jpgოპოზიციონერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა თბილისის მერს გიგი უგულავას უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით, დღეს 10 კითხვა გაუგზავნა, რომელზეც პასუხების გაცემას 15 დღის ვადაში მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, რეგლამენტის თანახმად, მერმა დეპუტატის კითხვას პასუხები 15 დღის ვადაში უნდა გასცეს. ცაგარეიშვილი მოითხოვს პასუხებს კითხვებზე: 2004 წლიდან დღემდე საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თბილისის მერიისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაზე და მათი მიზნობრიობაზე, თბილისში ილია ჭავაჭავაძის გამზირზე ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაზე, თბილისში რიყეზე დამონტაჟებული ე.წ სათვალთვალო კოშკურების ღირებულებაზე და მისი დემონტაჟის მიზეზებზე, თამარ მეფის სახელობის ხიდთან პრომეთეს ძეგლის მონტაჟისა და შემდგომი დემონტაჟის ღირებულებაზე და ასევე, რამდენიმე თვეში ძეგლის გადატანის მიზეზებზე. დეპუტატის თქმით, იგი ასევე, მოითხოვს პასუხებს რიყის ე.წ რეკრიაციულ ზონად გადაქცევისა და შემდგომი განვითარების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობის დასახელებას და ტენდერის პირობებს, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფეხით მოსიარულეთათვის ხიდის მშენებლობითვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას, გმირთა მოედანზე შადრევანის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯებს, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის საპროექტო ხარჯებს. ცაგარეიშვილის ასევე, მოვითხოვს პასუხებს თბილისის მერისა და ვიცე მერის, მერის მოადგილეებისა და გამგებლების მობილური კავშირგამბულობის ხარჯებს, სატელევიზიო ანძის განათებისა და ილუმინაციისათვის გაწეული ხარჯებს და თბილისის გარე განათებისათვის გამოყოფილი სახსრების ოდენობას 2007-2009 წლების ზამთრის პიკის სეზონისთვის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/nogaideli01-150x126.jpgკომპანია “აირზენას” მიერ რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს ეროვნული საბჭო საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს. ამის შესახებ დღეს, “ხალხის პარტიის” ოფისში გამართულ ეროვნული საბჭოს პრესკონფერენციაზე, ეროვნული საბჭოს ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული საბჭოს და რუსეთის დედაქალაქში განხორცილებული კონკრეტულად მისი ვიზიტების შედეგია ის, რომ რუსეთის მიმართულებით სააღდგომოდ რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდება. “შესაძლებელია რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არDშედგეს. ამას ხელს მიხეილ სააკაშვილი უშლის. ჩვენ მოუწოდებთ ქართულ ავიაკომპანიებს, რომ მათ აქტიურად იფიქრონ რეგულარულ რეისებზე,” – განაცხადა ნოღაიდელმა. სიტყვით გამოსვლისას ის რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასაც შეეხო. მისი თქმით, ბიზნესის გაფართოებისა და მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია პროდუქცია ბაზარზე დაბრუნდეს. ნოღაიდელმა მოკლედ მიმოიხილა რუსეთში მისი ბოლო ვიზიტიც. მისი თქმით, გაჩნდა შესაძლებლობა კოჯორსა და ახალგორში დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. ნოღაიდელი ამბობს, რომ მისი ოპოზიციაში ყოფნის პირობებში მოხერხდა რამდენიმე ძალიან სერიოზული ნაბიჯის გადადგმა რუსეთ – საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგებაში. ეროვნულმა საბჭომ დღევანდელ ბრიფინგზე მოსკოვში მომხდარი აფეთქება დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashadze-150x150.jpgმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგარეო უწყებაში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არღვევს იმ პრინციპებს, რომელიც ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საჭირო არის. “საქართველო არანაირ ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ აწარმოებს, ვინაიდან ის არღვევს იმ პრინციპებს, რომელიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის არის საჭირო,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Ria-novosti2-150x130.jpg“რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში თბილისი- მოსკოვს შორის დაგეგმილი ვიდეოხიდი გადაიდო. კონფერენციის გადადების მიზეზი მოსკოვის მეტროსადგურებში მომხდარი აფეთქება გახდა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე “რია ნოვოსტის” ოფისიც მდებარეობს. აფეთქების შემდეგ მეტროსადგურთან მისასვლელი გზები გადაკეტილია. ტრანსპორტი შემოვლითი გზებით მოძრაობს . ტელეხიდი თემაზე ”საკულტო ფილმი 40 წლისაა” ხვალ გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
ნინო ქუთათელაძე – მონაწილე, რომლის სრული ვიდეოს დადებასაც უამრავი ადამიანი გვთხოვდა იმეილის, ბლოგისა და ფეისბუქის საშუალებით. ნინომ 8-9 წლიდან დაიწყო ცეკვა. თავიდან ქართულ ცეკვაზე დადიოდა, შემდეგ უფრო თანამედროვე ჟანრზე გადავიდა. ის შოუბალეტ “elen b”-ს მოცეკვავეა, თუმცა გადაწყვიტა ამჯერად მარტო გასულიყო ნიჭიერის სცენაზე. თავის მხრივ “Elen B”-ც იღებდა მონაწილეობას “ნიჭიერში”, თუმცა ისინი ნახევარფინალში ვერ მოხვდნენ. ნინოს აქამდეც ჰქონდა სოლო კარიერაში წარმატებები, ამიერკავკასიის მასშტაბით გამართულ კონკურსებშიც აუღია საპრიზო ადგილები. ნინო კონკურენტებად თვლის მარიამ კახელიშვილს, ანა ხანჩალიანს და new style-ს. მიუხედავად იმისა, რომ სოლოში ცეკვა ძნელია, ფიქრობს, რომ მაინც ეფექტური იქნება მისი გამოსვლა გულშემატკივრებო, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნინო ქუთათელაძეს ნომერზე 9121 ! 5 ზარი ერთდროულად – 91215! http://nichieri.ge/files/2010/03/BILD1098.jpgნინო რეპეტიციაზე მისი კასტინგის ვიდეო: nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitashvili-kobaa1-150x130.jpgეროვნული საბჭოს მიერ 6, 7, და 8 აპრილს დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეობას ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიების 2000 – მდე აქტივისტი იქნება მობილიზებული. ამის შესახებ, ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2000 ადამიანი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამოკითხვა 3 დღეში ამომწურავად ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ გამოკვლევის შედეგად, სამ კანდიდატს შორის კობა დავითაშვილს, კონსერვატორ ზვიად ძიძიგურსა და მომავლის პარტიის ლიდერ გია მაისაშვილს შორის გამოვლენილ გამარჯვებულს საბჭო საზოგადოებას 9 აპრილს წარუდგენს. დეტალებთან დაკავშირებით, ეროვნული საბჭო ხალხი პარტიის ოფისში 18 საათზე იმსჯელებს. დავითაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ისინი რეგიონებიდან მონაცემებს ელოდებიან და დეტალურად ჟურნალისტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს საღამოს სხდომის დასრულების შემდეგ წარუდგენენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/210-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე, დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს დღეს თანამედროვე ვიდეოაპარატურა წარუდგინა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს აპარატურა, უწყების ცხელი ხაზის ოპერატორებთან ვიდეოკავშირს უზრუნველყოფს. “აქამდე ეს ურთიერთობა ტელეფონის მეშვეობით ხორციელდებოდა, ამიერიდან კი, სამინისტროში მოსულ მოქალაქეებსა და ცხელი ხაზის ოპერატორებს შორის ვირტუალური კომუნიკაცია დამყარდება” – განაცხადა შაშკინმა. მისივე თქმით, ოპერატორი, რომლის გამოსახულებაც მონიტორის ეკრანზე გამოჩნდება, მოქალაქეს მისთვის საჭირო ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიაწვდის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/210-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე, დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს დღეს თანამედროვე ვიდეოაპარატურა წარუდგინა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს აპარატურა, უწყების ცხელი ხაზის ოპერატორებთან ვიდეოკავშირს უზრუნველყოფს. “აქამდე ეს ურთიერთობა ტელეფონის მეშვეობით ხორციელდებოდა, ამიერიდან კი, სამინისტროში მოსულ მოქალაქეებსა და ცხელი ხაზის ოპერატორებს შორის ვირტუალური კომუნიკაცია დამყარდება” – განაცხადა შაშკინმა. მისივე თქმით, ოპერატორი, რომლის გამოსახულებაც მონიტორის ეკრანზე გამოჩნდება, მოქალაქეს მისთვის საჭირო ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიაწვდის. იხილეთ epn.ge
-
გეგუთის ციხეში პატიმრების მიერ 26 თებერვალს გამოცხადებული შიმშილობის გამო, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარება დამძიმდა- აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს. ომბუდსმენის ოფისმა კიდევ ერთი მონიტორინგი განახორციელა გეგუთის ნომერ მერვე საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფმა კარცერში მყოფი რამდენიმე პატიმარი მოინახულა. ერთ–ერთი მსჯავრდებული კარცერში კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის– სვირინგის გაკეთებისთვის იმყოფებოდა. მონიტორინგის ჯგუფის თქმით, მსჯავრდებულებმა მათთან საუბარში აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ციხის თანამშრომელი მათ უხეშად და გამომწვევად ექცევა, აყენებსშეურაცხყოფას და შეპასუხების შემთხვევაში კარცერში ათავსებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გეგუთის ციხის რამდენიმე მსჯავრდებულს სხეულზე სხვადასხვა ხასიათის და ხანდაზმულობის დაზიანებები აღენიშნებათ. მთავარი ექიმის „ტრავმების ჟურნალში“ კი 2010 წელს მხოლოდ ორი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გეგუთის ციხეში ექიმების დამოუკიდებლობა დაბალ დონეზეა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ექიმების განმარტებით ისინი მაშინ ახდენენ რეაგირებას, როდესაც მათ ადმინისტრაცია იძახებს. „მთავარი ექიმის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფაქტებს, რომ პაციენტთა გადაყვანის საკითხის გადაწყვეტაში ექიმის მოსაზრება პრაქტიკულად არ არის გათვალისწინებული,"– ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის გავრცელებულ განცხადებაში. ამავე განცხადების მიხედვით კანონმდებლობით მოთხოვნა, სისტემატუროად მოინახულონ პატიმრები, გააკონტროლონ ეპიდემიოლოგიური და სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არ სრულდება, რადგან გეგუთის ციხეში სულ 2 ექიმი და ერთი ექთანი ემსახურება 3000 მსჯავრდებულს. მედიკამენტების პრობლემაც გადაუჭრელია. მსჯავრდებულების თქმით, სამედიცინო ნაწილში წამლები არ აქვთ და გართულებულია გარედან წამლების მიწოდებაც. „რამდენიმე მსჯავრდებული, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქიკური პრობლემები... კვალიფიციურ ფსიქიატრიულ დახმარებას მოკლებულნი არიან.“ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა 28 თებერვლის შემდეგ, რაც პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. „საყოველთაოდ მიღებული პროტესტის მშვიდობიანი ფორმა ადმინისტრაციის მიერ აღქმული იქნა,როგორც არეულობის მცდელობა“,– ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში. დაწესებულებაში ამ მიზეზით დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. მსჯავრდებულებს ჩამოართვეს ტელეფონით სარგებლობის უფლება, რაც ორი კვირის შემდეგ აღუდგინეს, ერთი კვირით აუკრძალეს დომინოს თამაში. ჩამორთმეული ტელევიზორები და რადიოები ომბუდსმენის ოფისის მონიტორინგის დროს ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული. გარე სამყაროსთან კონტაქტი გაძნელებულია იმ კუთხით, რომ 5 კურპუსში მხოლოდ 5 ტელეფონის აპარატია და თვეში მხოლოდ ერთხელ, ათი წუთით აქვთ სარგებლობის უფლება. პატიმრებს ასევე ეზღუდებათ მიმოწერის უფლებით სარგებლობა, მაგალითად საჩივრების და განცხადებების გაგზავნა. მსჯავრდებულების განცხადებით, რვეულის ფურცლებზე დაწერილ განცხადებას სოციალური სამსახური არ იღებს, ხოლო თაბახის ფურცლებს მსჯავრდებულებს არ აძლევენ, იმ მოტივით, რომ არ აქვთ,– ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 24 მარტს, ”ნეტგაზეთის” გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატს დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიაწოდა ინფორმაცია რომ გეგუთის ციხეში ორი პატიმარი იყო ნაცემი, დავით კოტორიშვილი და დავით ზარანდია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიაწოდა მედიასაც ინფორმაცია. „რამდენიმე დღის წინ, კოტორეიშვილის დედამ, მას შემდეგ რაც ინახულა თავისი შვილი, ვერ იცნო, იმდენად იყო ნაცემი, დასიებული ცხვირით, დაშავებული სახით და მან მიიღო გადაწყვეტილება მოემართა ჩვენთვის“,– აცხადებდა დიმიტრი ლორთქიფანიძე. დღეს კი სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს განცხადებას,რომ 26 მარტს ჩატარებული ომბუდსმენის ჯგუფის მონიტორინგის შემდეგ კოტორეიშვილი კატეგორიულად უარყოფს მასზე რაიმე სახის ზეწოლას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო დავით ზარანდია აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელს არ იხდის. სრული ინფო(netgazeti.ge)