Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს View the full article
  2. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს View the full article
  3. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article
  4. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, პრეზიდენტ სარკოზის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში გაკეთებულ განცხადებაში აშკარად ჩანს საფრანგეთის გაღიაზიანება იმ როლით, რომელიც აშშ-ს მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია . მისივე აზრით, სარკოზი იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ გააჩნია აშშ-სგან დისტანცირებული, View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fulebi1-150x130.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.7494 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი/ 1.7494 ლარი. რაც შეეხება ევროს, მის მიმართ ლარის კურსი 2.3589 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. Aქედან გამომდინარე, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ევრო/ 2.3589 ლარი. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvilimisha113-150x150.jpg საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თეოდორ ბაკონჩის შეხვდა. ბაკონჩიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და იმედი გამოთქვა რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია უახლოეს მომავალში მოხდება. თეოდორ ბაკონჩი საქართველოში დღეს ჩამოვიდა, ის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/55169757ee02fad1f29ace7bb058196f-150x150.jpg_ დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, უბედური შემთხვევის შედეგად რამდენიმე წუთის წინ ორი შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაცით ქალების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მეზობლებმა ძლიერი ბუნებრივი აირის სუნის შედეგად, სამაშველო სამსახური გამოიძახეს , თუმცა სპეციალისტებს ისინი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილი ქალბატონი 60 წლის სულიკო დანელია და მისი და არიან. ორივე გარდაცვლილი ქალი აბაზანაში იმყოფებოდა, სპეციალისტების ინფორმაციით გაზის გაჟონვა წყლის გამათფობლიდან მოხდა. “გაზის რაოდენობა შემთხვევის ადგილზე, იმდენად დიდი იყო, რომ სადარბაზოშიც ძლიერი სუნი იდგა, იყო საშიშროება რომ მას აფეთქებაც მოჰყოლოდა”_ განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. შემთხვევის ადგილას ამ წუთებში ექსპერტები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. იხილეთ epn.ge
  8. თინი, ბლოგერი tiny.ge-დან გუშინ იმდენად ემოციური და შოკისმომგვრელი, მოულოდნელობებით სავსე გადაცემა იყო, ალბათ კიდევ კარგა ხანს გამყვება ის შთაბეჭდილებები! ყველანაირად არაპროგნოზირებადი შედეგებით დასრულებულმა ლაივმა მართლა გაოცებული დატოვა მაყურებელი… თუმცა სანამ შედეგებამდე მივალთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და მივყვეთ ქრონოლოგიურად… <h3 style="text-align: right;">“დაინგრა სცენა”- პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.</h3> სანამ ჩემი თვალით არ ვნახე ნინოს გამოსვლა, იქამდე არ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა რამენაირი ეფექტის მოხდენა სცენაზე მარტო მდგომი ამ ჟანრის მოცეკვავის მიერ. რეალურად რომ შევხედოთ საკითხს, მართლა ძალიან ძნელია მარტომ იცეკვო ამ ტიპის პროექტში, სადაც ყველა სანახაობას, შოუს ელის. შემიძლია ვთქვა, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი დოზით იყო მის ნომერში სცენის დანგრევას რაც შეეხება, ლაივის შემდეგ ნინოს გავესაუბრე და თქვა, სულ კორნელი მაისაშვილის ბრალია, ის მძიმე საგნები რომ გადაიმტვრია სცენაზეო! http://nichieri.ge/files/2010/03/nini.png <h3 style="text-align: right;">“ჩვენ ვართ ძმები ტყუპები, კარატისტები… “</h3> ძმები “ტყუპები-კარატისტები”-ს გამოსვლა არ მომეწონა! კი ბატონო, მშვენივრად ფლობენ კარატეს ილეთებს და ჰაერშიც ბზრიალებდნენ, მაგრამ როგორც მაიამ თქვა- “სულ ეს არის?” ძალიან მოკლემეტრაჟიანი ნომერი იყო, ძალიან მშრალი და ყველანაირი სანახაობრიობისგან დაცლილი. არადა მახსოვს, პრომოში ამბობდნენ ქაძანაიები, კარატეს შოუს ელემენტები დავამატეთო… http://nichieri.ge/files/2010/03/qadzanaiebi.jpg <h3 style="text-align: right;">“მე თქვენ მიყვარხართ”- მაია ასათიანი</h3> ლევან შავაძის სიმღერა ემოციების მხრივ ალბათ ისეთივე იყო, როგორიც მისი პირველი გამოსვლა ნიჭიერის სცენაზე. სწორად შერჩეული რეპერტუარი აქვს, ხმის ტემბრს და მოსახლეობის ნაწილის გემოვნებას რომ ერგება და ალბათ ამიტომაც არის ერთ-ერთი ფინალისტი. თუმცა, მოდი ჩემ აზრს ვიტყვი- ვფიქრობ, რომ საფინალოდ მაინცდამაინც არ გამოდგება ლევან შავაძე. ვაღიარებ, ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი დიდ პროცენტებიანი მხარდაჭერა ჰქონდა მაყურებლისგან. http://nichieri.ge/files/2010/03/BILD11712.jpg </p> თიკა და ვანიკო: “როგორ ფიქრობ, რატომ დააჭირეს იქსებს ხელი?” ჯიმი ჯექსონი: “არ ვიცი, არც გამიგია” მოდი, მცირე შესავლით დავიწყებ- ჯიმი ის მონაწილეა, რომლის ნახევარფინალში გადაყვანის წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე და იმდენად არ მინდოდა გადასულიყო, ლამის მაშინაც მაგას ვამბობდი, როცა სულ არ იყო შუაში! მაგრამ-ო ნათქვამია… და “მაგრამ”-ი ამ შემთხვევაში ისაა, რომ რეპეტიციაზე პირველად რომ ვნახე მისი სანახევარფინალო ცეკვა, ცოტა ხანს ვერც ვიჯერებდი, რომ ეს ჯიმი იყო აშკარად გაუმჯობესებული იყო ყველანაირად… ეფექტური დაწყება, კოსტუმი-მაკიაჟი, გაუმჯობესებული მოძრაობები და უცებ ორი წითელი ღილაკი! ხმა დარბაზში კარგად არ გაისმა ღილაკების. უცებ თვალში მომხვდა რაღაცა წითელი ფერი, ავიხედე და კინაღამ გავგიჟდი- არ ვაჭარბებ, თვალები ისე ამენთო, კორიდაზე რომ ხარებს აენთებათ ხოლმე წითელი ფერის დანახვისას კარგი, ორი წითელი ღილაკი ჯანდაბას… შეფასებების დრო რომ მოვიდა ჟიურის სიტყვება გაბრაზების უნარიც წამართვა გაოცებისგან. გეგამ- კი უკეთესი იყო, მაგრამ მომწყინდაო. იქ მაიამ ”ჯვარი სწერია აქაურობას, მართლა ძალიან გავხარ”, მაგრამ მეც მომწყინდაო. ნიკამაც არ დააკლო, სიმღერის ბოლომდე მოსმენა მინდოდა უბრალოდ და იმიტომ აღარ დავაჭირე ღილაკსო. იმდენად განვიცადე ასეთი შეფასებები, ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა:|სულ რომ ვერ გამოძრავებულიყო სცენაზე, ასე როგორ უნდა გაემეტებინათ, თვით მე, ჯიმის პირველ კრიტიკოსს არ მესმის! თან ისეთი მონაწილეებისთვის არ იშურებენ ხოლმე ტკბილ-ტკბილ სიტყვებს, თვალები რომ შუბლზე აგივა და ამან რა დააშავა ვერ მივხვდი.რამდენი ვილაპარაკე, აშკარად ჯერ კიდევ გაოცებ-გაბრაზებას ვარ მიცემული http://nichieri.ge/files/2010/03/jimi.png <h3 style="text-align: right;">ფურორი, ფურორი, ფურორი.. </h3> მათი პრომოს ყურება ისე მომწყინდა თავისი კურიოზების მოყოლებიანად, რომ დიდი ხალისით აღარც ნომრისთვის მიყურებია. კი, იყო რაღაც საინტერესო მათ გამოსვლაში, რაღაც აქვთ სახასიათო, მაგრამ არც ისეთი აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ მათი საპირველტურო და სანახევარფინალო ნომრებით, როგორც ჟიური და განსაკუთრებით ნიკა მემანიშვილი… http://nichieri.ge/files/2010/03/iavnana2.jpg _მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამა მყავს! _მადლობა, შვილო აი, მართლა ძალიან კარგი ნომერი! ამ მამა-შვილზე ისე ვარ შეყვარებული, როგორც მაია ასათიანი ლევან შავაძეზე ძალიან ხალისიანი, თან რაღაცნაირად სენტიმენტალური, თან ასეთი მაგარი ვოკალური მონაცემები… მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ ღამბაშიძეებით! ძალიან ვგულშემატკივრობდი. http://nichieri.ge/files/2010/03/gambashidzeebi.jpg <h3 style="text-align: right;">“ბაჩო მიყვარხაააარ” – ხმები დარბაზიდან </h3> მეორე მამა-შვილი ნიჭიერის სცენაზე. ამანათაშვილებიც ძალიან მიყვარს! თან ბაჩო ისეთი ემოციურია, ისეთი გრძნობებით უკრავს ხოლმე, რომ გინდება აჰყვე რიტმებს და მთლიანად გრძნობ იმ ხმებს. რეპეტიციებზეც ასე ემოციურად უკრავდა, არ გეგონოთ სპეციალურად პირდაპირ ეთერში “იემოციურა” როგორც ნიკა მემანიშვილმა თქვა, მისი სახით მართლა კარგი მუსიკოსი აღმოაჩინა ნიჭიერმა! http://nichieri.ge/files/2010/03/amanatashvilebi.jpg <h3 style="text-align: right;">“მართლა დაანთეს ცეცხლი”</h3> დიახ დიახ, მართლა დაანთეს და მერე ვანიკომ ჩააქრო ეფექტური ნომერი იყო. კოსტუმებიც საინტერესო, შინაარსიც. ცეცხლმა და ბოლოს “დაბზრიალებულმა” ფოიერვერკებმა მართლა მომხიბლა! ალბათ გუშინდელი ნახევარფინალის ერთ-ერთ ფავორიტებად შეგვიძლია დავასახელოთ ჯგუფი “პლატინა”… http://nichieri.ge/files/2010/03/pplatina.jpg <h3 style="text-align: right;">“ღვინო, დუდუკი, ქალები და ყველაზე ძლიერი კბილები”</h3> ეს ნომერი ალბათ ძალიან დიდხანს არ დაავიწყდება ნიჭიერის მაყურებელს! ძალიან მაგარი სანახაობა იყო, აი სიტყვები არ მყოფნის. მართალია არც ისე სასიამოვნო იყო მწვადის სურნელის სუნთქვა, ყურება და არ ჭამა, მაგრამ არ ვაჭარბებ მე და არც გეგა- ასეთი რამ არსად არ მომხდარა! http://nichieri.ge/files/2010/03/kirakozashvili.png <h3 style="text-align: right;">“მეტყველების უნარი გვაქვს წართმეული”</h3> მარიამის გამოსვლამ მართლა ყველა დაამუნჯა. ისეთი შესრულების მანერა აქვს, თავისი ბუნებრივი ემოციებით, რომ რაღაც უნარი აქვს, ყველაში “დაბურძგვლის” მსგავსი ემოციები გამოიწვიოს ძალიან კარგად არჩევს რეპერტუარს, ხმის დიაპაზონიც ხელს უწყობს. მართალია ცოტა მწყინს ხოლმე სხვა მონაწილეების მაგივრად, როცა ამბობენ მხოლოდ მარიამის აღმოჩენის გამო ღირდა ნიჭიერიო (მე არ ვთვლი, რომ ასეა და იმიტომ), მაგრამ გუშინ მართლა ძალიან კარგად იმღერა! http://nichieri.ge/files/2010/03/mariami.jpg კონკურსანტების ნომრების შემდეგ დადგა ის საძულველი ნომერი, როცა ყველას გული გვიჩქარდება ხოლმე! შეწყდა წამზომის ხმა… აი, უნდა თქვან პირველი ფინალისტის ვინაობა და სახელი და გვარი რომ მოვისმინე, კარგა ხანს ყურებს არ ვუჯერებდი o_O ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ შედეგების გარდა… ყველა დარწმუნებული იყო, რომ მარიამ კახელიშვილი გავიდოდა მაყურებლის ხმებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ზუსტად ამ პროგნოზმა განაპირობა ასეთი შედეგი. ყველა მარიამის გულშემატკივარსაც ჩვენნაირად ეგონებოდა და არ დაუმესიჯებდნენ საჭირო დოზებით ამის იმედად… შესაბამისად, სხვა დროს ამ ფაქტორს ყოველთვის გავითვალისწინებ პროგნოზების გაკეთებისას და გულშემატკივრებმაც უნდა გაითვალისწინონ გულშემატკივრობისას! ნელ-ნელა უფრო ემატება აზარტი შოუს, წინ იმდენი კარგი ლაივი გველის, წინასწარ გული მიფანცქალებს მოუთმენლობისან მომავალ სამშაბათამდე და ბონუსად გიტოვებთ ექსკლუზიურ კადრს- სკამი, რომელზეც მერაბ კირაკოზაშვილის “ღვინო, დუდუკი, ქალები”-დან ერთ-ერთი იყო განთავსებული დიახ, ისტორიული სკამი ისტორიული კბილების ანაბეჭდებით! http://nichieri.ge/files/2010/03/BILD1136.jpg nichieri.ge
  9. 31 მარტს, 10:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველო – ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს განიხილავენ. მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი 31 მარტს, 10:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ ბაიბურთი ინტერნეტაუქციონის სერვისის პრეზენტაციას გამართავს. 31 მარტს, 11:00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესას მცხოვრებლებს შეხვდება. 31 მარტს, 11:00 საათზე, პროკურატურის თანამშრომლები და მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ეზოში ნერგებს დარგავენ. მის: მცხეთის რაიონი, სოფელი ქსოვრისი. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია 31 მარტს, 11:00 საათზე, ‘საქართველოს ბანკის’ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ‘იპოთეკურ სესხებზე ახალი შეთავაზება’. სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტი’ 31 მარტს 11:30 საათზე,– ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” თავმჯდომარის, გიორგი ახვლედიანის და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება თემა – ვეტერანების 5 წლიანი უშედეგო ლოდინი და დავალიანების დაფარვის გეგმა. ფრაქციის სათათბირო ოთახი 31 მარტს, 12:00 საათზე, დაცვის პოლიცია კოჯრის ბავშვთა სახლში, სტალინის ქუჩა #17-ში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას, სახელწოდებით ‘სააღდგომო საჩუქარი ბავშვებს’ მოაწყობს. 31 მარტს 12:00 საათზე საქპატენტის საკონფერენციო დარბაზში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობის ცერემონიას გამართავს. მის: ნ. რამიშვილის 6 31 მარტს, 12:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის #186-ე საჯარო სკოლაში ქიმიის გაკვეთილს დაესწრება, რომელიც ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით წარიმართება.მის: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ. #8ბ 31 მარტს, 12:00 საათზე, ‘ეროვნული საბჭოს’ ლიდერები ზუგდიდის თეატრთან მოსახლეობას შეხვდებიან. 31 მარტს, 12:00 საათზე ”ეროვნული ფორუმის” ოფისში, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გაყალბებული საარჩევნო სიები. მის: ლვოვის ქ. 82 31 მარტს, 13:00 საათზე, ‘ეროვნული საბჭოს’ ლიდერები ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან საპროტესტო აქციას გამართავენ. 31 მარტს, 13:00 საათზე, ‘საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’ ოფისში, ადვოკატი ალექსი კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘მოქალაქეთა ქონების უკანონოდ მითვისება’. მის: ნაფარეულის #18 31 მარტს, 13:00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიის მცხოვრებლებს შეხვდება 31 მარტს 14:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარიამ გერსამია ბრიფინგს გამართავენ. თემაზე: ”მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა საჯარო სკოლებში”. მისამართი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უზნაძის №52 31 მარტს, 14:00 საათზე, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატო-სთან თანამშრომლობის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამასთან (Annual National Program) დაკავშირებით, საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. მის: გუდიაშვილის ქ. #7, საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული შენობა. 31 მარტს, 14:30 საათზე, ქუთაისის სააპელაციოსასამართლოში ეკა ბესელიას ძმის სერგო ბესელიას და შვილის რატი მილორავას სასამართლო პროცესი გაიმართება. 31 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრებს შეხვდება. დავით აღმაშენებელის სახელობის დარბაზი 31 მარტს, 15:00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანის მცხოვრებლებს შეხვდება. 31 მარტს, 16:00 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში (თბილისი) ‘სააღდგომო გამოფენა’ გაიხსნება. 31 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს მოინახულებენ. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/biujeti-150x150.gifსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2009 წელს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 17 948,6 მლნ. ლარი შეადგინა. აღნიშნულ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4 092,8 ლარია. 2009 წელს, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ყველაზე დიდი წილი უკავია სახელმწიფო მმართველობის სექტორს, რომლის წილი მშპ-ში 16%-ს შეადგენს, მრეწველობა – 15%, ვაჭრობა – 14%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -12%, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა – 10 და ა.შ. 2009 წელს, მშპ-ის მნიშვნელოვანი რეალური ზრდები დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (107,6%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (105,9%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (109,3%). იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/finansta4-150x84.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ძმები რამინ და როლანდ გაბლაიები ე.წ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „რკინისა და ხის ბაზრობაზე“ მათსავე კუთვნილ საამქროში სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე წერდნენ ყალბ ზედნადებებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ 800 ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოუწერეს ყალბი სასაქონლო ზედნადები 7 000 ლარის ღირებულების ხის მასალაზე. ასევე დაკავაებულია ინდივიდუალური მეწარმე გივი ბახტაძე, რომელიც ყალბ ზედნადებებს თავისი მამის სახელით წერდა. სამართალდამცველებმა იგი მაშინ დააკავეს, როცა მან ერთ-ერთ მოქალაქეს 300 ლარის სანაცვლოდ გამოუწერა ყალბი ზედნადები 8 000 ლარის ღირებულების პირველი ხარისხის პურის ფქვილზე. მათივე ინფორმაციით ორივე აღნიშნული ფაქტის გამო სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და პირველი ნაწილებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
  12. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გურიას სტუმრობს. სოფლის კრების ფორმატით გიორგი თარგამაძე თანაგუნდელებთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ზემო სურებში ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამია ბარამიძე იქნება. View the full article
  13. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 8-9 აპრილს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გილაური ასტანაში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სხდომას დაესწრება. აღნიშნულ სხდომას ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი უხელმძღვანელებს. View the full article
  14. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7494 ნიშნულზე დაბალანსდა. როგორც პირWელს საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ხვალ 1 აშშ დოლარი - 1.7494 ლარით, 1 ევრო კი 2.3589 ლარით განისაზღვრება. View the full article
  15. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტეოდორ ბაკონსკის შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარამიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას შეეხო. View the full article
  16. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილს გადაწყვეტილებებზე გავლენას რამდენიმე პოლიტიკოსი ახდენს . როგორც ბურჯანაძემ დღეს პრაიმთაიმის პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, სააკაშვილი არაპროგნოზირებადი ადამიანია, View the full article
  17. მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.3 მლრდ ლარს მიაღწია. როგორც პირWელს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით, 0.6%-ით არის გაზრდილი. მათივე ინფორმაციით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 1.0%-ით, View the full article
  18. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. დაკავებულებია, კერძოდ, სერგო ლაბარტყავა, თამაზ ჯამაგიძე, ზურაბ აგლაძე და ირაკლი სალუქვაძე. წინასწარი ინფორმაცით, მათ მეწარმეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების შემცირების სანაცვლოდ 370 000 ლარი თაღლითურად გამოსძალეს. View the full article
  19. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თანხის თაღლითური გზით გამოძალვის ფაქტზე ბათუმის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბეგლარ აბაშიძე დააკავა. აბაშიძემ მოქალაქეს ხის მასალის ავტომანქანით ტრანსპორტირებისას მოსალოდნელი პრობლემების მოგვარებისა View the full article
  20. ადვოკატმა ალექსი კობაიძემ ქონების უკანონოდ მითვისების სქემა გაშიფრა. მოქალაქეთა ქონების უკანონოდ მითვისების შესახებ ადვოკატი ხვალ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. კონკრეტული ფაქტების საფუძველზე კობაიძე ასკვნის, რომ ამ სქემაში ჩართულებია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში View the full article
  21. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხია საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ აშშ-ის კრიტიკას საფრანგეთში მისი ელექტორალური პრობლემებით ხსნის და მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხებული სარკოზი აქცენტების საგარეო სიბრტყეზე გადატანას ცდილობს . მალაშხიას აზრით, აშშ-ის კრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტისა View the full article
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_3838-150x150.jpg,,PSP”-ს ფარმაცევტულმა საწარმომ “ჯი-ემ-პი” უკრაინაში ქართული წამლის პირველი ექსპორტი განახორციელა. როგორც “ჯი-ემ-პის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემ განაცხადა, კომპანია უკვე მესამე წელია ახორცილებეს ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი თქმით, გასულ წელს კომპანიამ 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა საექსპორტოდ, წლევანდელი წლის პირველი ორი თვის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა 1 მლნ ლარს მიაღწია. “2007 წელს პირველი ექსპორტი განხორციელდა შუა აზიაში, შემდგომში ექსპორტის არეალი გაფართოვდა დსთ-ს რიგ ქვეყნებში; ესქპორტზე გატანილი მედიკამენტების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, 2009 წელს მან 3,5 მლნ დოლარი შეადგინა; 2010 წლის მხოლოდ 2 თვეში კი უკვე 1 მლნ დოლარი; ამასთან იზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი. ახლა უკვე პირველი ექსპორტი განხორცილედა უკრაინაში. უკრაინა საბჭოთა პერიოდიდან დიდი ფარმაცევტული ტრადიციების ქვეყანაა, რამდენიმე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციის იმპორტი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში; დღეს კი, უპრეცენდენტო შემთხვევაა: უკრაინაში ქართული საწარმოს “ჯი-ემ-პი”-ს 60 000 აშშ დოლარის ქართული წამალი გაიგზავნა. ახლოეს მომავალში პირველი ექსპორტი განხორცილედება ლიბიაში”, – განაცხადა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას გიორგი ანთაძემ. ‘ჯი-ემ-პის” გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია გეგმავს ექსპორტის განხორციელებას აზერბაიჯანში, ლიბიაში, სიერა ლეონესა და უზბეკეთში, ასევე სხვა შუა აზიურ ქვეყნებში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთთან ქართული მედიკამენტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. “მნიშვნელოვანი პროცესი მიდის საფრანგეთში ქართული პრეპარატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საფრანგეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაში დარეგისტრირება ნიშნავს იმას, რომ პრეპარატისთვის ღია იქნება ევროპული ბაზარი. სტანდარტები და მოთხოვნები არის ძალიან მაღალი, თუმცა ის ეტაპები რაც ჩვენმა საწარმომ გადალახა, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ რომ პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება,” – აღნიშნა გიორგი ანთაძემ. ‘ჯი-ემ-პის” გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე - “ჯი-ემ-პი” როგორც “პე-ეს-პეს” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ამ ჯგუფისათვის ასევე ქართული ეკონომიკისათვის. “ჯი-ემ-პი” დღეს უკვე შედის იმ კომპანიათა რიცხვში, რომლებიც თავის პოტენციალს თანდათანობით ზრდიან და შემოაქვთ შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკაში. ჩვენ უკვე მესამე წელია ვახორციელებთ პროდუქციის ექსპორტს საზღვარგარეთ. შარშანდელი წელი დავასრულეთ იმით, რომ საექსპორტოდ გატანილი პრეპარატების ოდენობამ 3,5 მილიონ დოლარს გადააჭარბა, წელს კი პირველი ორი თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი მილიონ დოლარს უტოლდება. ჩვენ დღეისთვის რეგისტრირებული გვაქვს პრეპარატები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი საფრანგეთში. ჩვენი პრეპარატები რეგისტრირებულია აფრიკის ქვეყნებში: ლიბიასა და სიერრა-ლეონეში. გუშინ კი მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი. პირველად ჩვენ გავუშვით საქონელი უკრაინაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? უკრაინა თავისთავად არის ცნობილი როგორც მსხვილი ფარმაცევტული ქვეყანა. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ბაზარი გაჯერებული იყო უკრაინული პროდუქციით, ჩვენ დღეს შევძელით Gგარდატეხის შეტანა და დღეს უკვე უკრაინაშიც შედის ქართული წამალი. ეს არის ქართული ფარმაციის ისტორიაში პირველი შემთხვევა. აპრილის თვეში ჩვენ ასევე განვახორცილებთ პირველ ექსპორტს ლიბიაში, მაისში კი სიერრა-ლეონეში. მესამე წლია მყარად ვართ მოკიდებული ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ასევე სხვა შუა აზიური ქვეყნები, რამდენიმე კვირაში ვგეგმავთ ექსპორტს აზერბაიჯანსა და მოლდავეთში. მნიშვნელოვანი პროცესი მიდის საფრანგეთში ქართული პრეპარატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საფრანგეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაში დარეგისტრირება ნიშნავს იმას, რომ პრეპარატისთვის ღია იქნება ევროპული ბაზარი. სტანდარტები და მოთხოვნები არის ძალიან მაღალი, თუმცა ის ეტაპები რაც ჩვენმა საწარმომ გადალახა, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ რომ პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ჯი-ემ-პი არის ლიდერი არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ხდება საერთაშორისო დონის კომპანია. დღეისათვის “ჯი-ემ-პი” აწარმოებს 150-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს და ყოველწლიურად ამატებს ახალ პრეპარატებს მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვალდაკვალ; ,,ჯი-ემ-პი~-ს მიერ წარმოებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ქართველი ექიმებისა და მოსახლეობის მიერ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო ბაზარზე ქართული ფარმაკოლოგიური პრეპარატების იმიჯი დღითიდღე იზრდება და ქართული წამალი მაღალ ხარისხთან ასოცირდება. იხილეთ epn.ge
  23. “ნიჭიერის” მეორე ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 43 135 ხმა, რომლებიც პროცენტლად შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ლევან შავაძე – 35,5% 2. მარიამ კახელიშვილი – 29,6% 3. ედიშერი და მარიამი – 10,1% 4. ბაჩო და მიხეილი – 5,4% 5. მერაბ კირაკოზაშვილი – 4,5% 6. იავნანა – 4,5% 7. პლატინა – 4% 8. ჯიმი ჯექსონი – 2,8% 9. ნინო ქუთათელაძე – 2% 10. ჯამბული და ხვიჩა – 1,8% თქვენთვის მოსალოდნელი იყო ხმების ამგვარი განაწილება? თქვენ თუ გაუგზავნეთ ვინმეს სმს-ი? : ) nichieri.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/284_186_815470_untitled77.bmp_ ილიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, დღეს აშშ-ს სახელმწიფოს მდივნის ყოფილი მოადგილე სტროუპ ტელბოტი და ევროკავშირის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი თავმჯდომარე, ხავიერ სოლანა შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა სტუდენტებთან საქართველოსა და აშშ_ს ურთიერთობებზე და ანექსირებულ ტერიტორიაზე ისაუბრეს. სოლანას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თვითმართველობის არჩევნები და ის ქვეყანაში, ბევრ რამეს განსაზღვრავს. სტუმრები ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხსაც შეეხნენ. ტელბოტის განცხდებით, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ანექსირებული. “საქართველოს ტერიტორიები დღეს რუსეთის მიერაა ანექსირებული. მან აუცილებლად უნდა შეცვალოს საქართველოსთან ურთიერთობის ფორმა და დათმოს ანექსირებული ტერიტორიები. საქართველლო სუვერენული ტერიტორიაა და ის საკუთარმა ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს”_ განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას სტროუპ ტელბოტმა. მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ასევე ჟენევის კონსულტაციები. ხავიერ სოლანა და სტროუპ ტელბოტი თბილისს ამაღამ დატოვებენ. იხილეთ epn.ge
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/d.abdurakhmanov-150x150.jpgჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი დუკუვათ აბდურახმანოვი 29 მარტს მომხდარ ტერაქტებში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როსბალტი”-ი ავრცელებს. აბდურახმანოვის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები “ლუბიანკაზე” და “კულტურის პარკზე” ტერორისტებთან უშიშროების სამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შედეგად იყო შეტანილი. “ჩვენ ვთვლით, რომ მოსკოვის ტერაქტებზე რუსეთის სპეცსამსახურები არიან პასუხისმგებლები. Eისეთი სტრატეგიულად დაცული ობიექტი, როგორც მეტროპოლიტენია, იქ რაიმეს შეტანა მხოლოდ ტერორისტებთან უშიშროების სამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით არის შესაძლებელი”-განაცხადა დუკუვათ აბდურახმანოვმა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...