Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ჭუბურხინჯში 46 ერთეული მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. ტელეკომპანია რუსთავი-2 - ის ინფორმაციით, ჯავშანტრანსპორტიორები და ტექნიკის დიდი ნაწილი გალის რაიონის ორივე დონის სოფლებში განთავსდება. სამხედრო აღჭურვილობა მაიკოპის ბრიგადის მეშვიდე ბატალიონს ეკუთვნის. View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/darchiashvili-davit011-150x130.jpgდარჩიაშვილი: მოსკოვი საკუთარი სურვილების მიუხედავად, საერთაშორისო კონიუნქტურას ანგარიშს უწევს საქართველო კრელმში გაკეთებული განცხადებების ხაზგასმას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მუდმივად ახორციელებს და მოსკოვი საკუთარი სურვილების მიუხედავად, საერთაშორისო კონიუნქტურას ანგარიშს უწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანის ნიკოლაი პატრუშევის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ქვეყნისადმი მტრული დამოკიდებულების გამოხატვის საუკეთესო ნიმუშია. დარციაშვილის განცხადებით, პატრუშევი იმ უწყების წარმომადგენელია, რომლისთვისაც უდანაშაულობის პრეზუმფცია უცხო ფენომენია. ,,როცა რუსეთის ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია მისგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ხაზგასასმელია ისიც, რომ რუსეთი ანგარიშს უწევს საერთაშორისო კონიუნქტურას და საკუთარი აგრესიული ზრახვების გახორციელებას სწორედ მაშინ იწყებს, როცა საერთაშორისო საზოგადოება მიძინებულია. აგვისტოს ომის შემდეგ კი მთელი მსოფლიო მობილიზებულია და კარგად აქვს გათვიცნობიერებული, თუ რა შეძლება მოხდეს რუსეთის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ჯარები თბილისშიც შემოვიდოდნენ” – აღნიშნა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პატრუშევმა ქართულ სპეცსამსახურები ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baTumi001-150x132.jpgესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე ხოსე ბონო მარტინესი დღეს ბათუმს ეწვევა. კონგრესის თავმჯდომარე, საქართველოს, არაოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხოსე ბონო მარტინესი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ესპანელმა სტუმარმა პირველი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარესთან, ილია მეორესთან გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული, რელიგიური, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს. “ძალიან მოხარული ვარ, რომ დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე საქართველოს ესტუმრა ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში. ეს დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის და დიდ მხარდაჭერას ნიშნავს ევროკავშირის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა როგორც ესპანეთთან, ისე ევროკავშირთან კიდევ უფრო გაღრმავდება” – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე საქართველოდან ხვალ გაემგზავრება. იხილეთ epn.ge
  4. მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი რაულ ალბიოლი "სამეფო კლუბის" დავიდ სილვათი დაინტერესებას მიესალმება. იხილეთ fanebi.com
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristian_demokratebi_015-150x130.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციის სამართლიანი გადაანგარიშების მექანიზმის აღდგენის მოთხოვნით, პრემიერს ნიკა გილაურს მიმართავენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციიის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ფრაქციამ შარშან პარლამენტში ინიციატივა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში~ ცვლილების შეტანის შესახებ’’ შეიტანა და ცვლილება ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა მიმართ იმ უკანონობის აღმოფხვრას გულისხმობს, რაც უკვე მეხუთე წელია ხელისუფლებამ მათ მიმართ დაამკვიდრა. მისი განმარტებით, კანონში საუბარია გადაანგარიშების მუხლის აღდგენის აუცილებლობაზე, რაც 50 ათასი ადამიანისათვის ღირსეული პენსიების გაცემას უზრუნველყოფს. ახვლედიანის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენი ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა აღნიშნული პრობლემა შეაფასა და გაირკვა, რომ მის მოსაგვარებლად საჭიროა ბიუჯეტში 36 მილიონი ლარის გამოყოფა. დეპუტატის განცხადებით, პრემიერ მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ერთადერთი კითხვაა, არსებობს თუ არა მთავრობაში მზაობა, აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების განსახორციელებლად. ,,ერთადერთი რაც პრობლემის მოგვარებისთვისაა საჭირო, ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა’’, – განაცხადა ახვლედიანმა. ამასთან, ფრაქციის წერილობითი მიმართვა მთავრობის კანცელარიაში დღესვე გადაიგზავნება. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi8-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას თხოვენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადება ქართული კვალის თაობაზე შესაძლოა ტერორიზმთან ბრძოლის დროშის ქვეშ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად წინაპირობა გახდეს. ფრაქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დაუყოვნებლივ დაიწყოს საფრთხეების პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების პროცესი. ,,რუსეთის უშიშროების საბჭო არ არის საგამოძიებო სამსახური, რომელსაც შეუძლია ამცნოს საზოგადოებას ძიების პროცესში განხილული ვერსიების შესახებ. ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც ახდენს უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებას და ამზადებს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ამ სფეროში. ამიტომ, პატრუშევის განცხადება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საქართველოსათვის ახალი ომის გამოცხადების საწინდარი’’, – განაცხადა ლალიაშვილმა. იხილეთ epn.ge
  7. "ლივერპულის" გამოცდილმა მცველმა, ჯიმი კარაგერმა საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კარიერის ბოლომდე "ენფილდზე" დარჩენა აქვს გადაწყვეტილი. იხილეთ fanebi.com
  8. დღეს გამართულ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ორ 1/4 ფინალში "ინტერმა" სან–სიროზე მინიმალური სხვაობით "ცსკას" სძლია, "ბარსელონამ" კი ლონდონში "არსენალთან" ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა და ფრეს დასჯერდა. გთავაზობთ ორივე შეხვედრის ვიდეომასალას იხილეთ fanebi.com
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dokaumarov-150x150.jpgჩეჩენმა ბოევიკებმა 29 მარტს მოსკვის მეტროში განახაორცელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აღეს. “პირველ კავკასიურ” არახზე გამაოქვეყენებულ აუდიო ჩანაწერში ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერი დოკუ უმაროვი “ლუბიანკის” და “კულტურის პარკის” აფეტქებაში რუსულ სპეცსამასახურებს ადანაშაულებს. “ჩეჩნებს ეს არ ძალუძთ… ყველაფერი ეს ისეა გაკეთებული, თითქოს რუსეთის ფდერალური უშიშროების სამსახური არაფერშია დამანაშვე, სინამდვილეში ეს მათი გაკეთებულია”, – აცხდებს კაცის ხმა ფირზე. არის თუ არა ეს ფირი ნამდვილი ეს ცნობილი არ არის. მანამდე რუსეთის სპეცსამასახურების კვალზე ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა დუკუვახა აბდურახმანოვმა ისაუბრა. “თუ ჩინოვნიკები ასახელებენ ჩრდილოეთკავაკასიის რეგიონს, როგორც მთავარ დამნაშვეს, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მომხდარში მოსკოვის სპეცსამასახურების ვადანააშაილებთ”, – განაცხადა ჩეჩენმა მაღალჩინოსანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის, რომ ტერორისტებმა მეტროში ასაფეთქებელი მოწყობილებები შეიტანეს, მოსკოვის მილიციის გულგრილობაზე მეტყველებს. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_34709-150x150.jpg სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი იმედოვნებს, რომ რუსეთში მომხდარი ტერქატი მართლა იქნება გამოძიებიული და გაირკვევა თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ამის შესახებ იაკობაშვილმა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ ტერაქტის გამო შეიძლება პროვოკაციების მცდელობა იყოს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოუვათ. “საქართველოს ხელისუფლება გმობს და ყოველთვის დაგმობს ტერორიზმს, რომელიც დიდი დანაშაულია. ვიმედოვნებ, რომ რუსები მართლა გამოიძიებენ ამ ტერქატს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. პროვოკაციის მიზეზი კი შეიძლება ბევრი რამ იყო, მაგრამ როგორც იტყვიან არც ისე ბნელა. პროვოკაციების მცდელობები რუსეთის მხრიდან შეიძლება იყოს, მაგრამ არამგონია ეს გამოვიდეს”,- განაცხადა იაკობაშვილმა. მისი თქმით, ისინი მზად არიან სიმართლის დასადგენად გამოძიებასთან ითანამშრომლონ. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/cxinval3-150x150.jpg ცხინვალის ე.წ ხელისუფლების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ერთი და რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ოსური მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეების ზაურბეკ ხესტანოვის და თემურ ამზოევის, ასევე სოფელ არცევის მკვიდრის გონერი ტოროშელიძის გადაცემა “უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის” სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის ერგნეთში დასახლებულ პუნქტთან განხორციელდა. გათავისუფლებული ხესტანოვის განცხადებით, მას გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას ბრალი წაუყენეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტუმრობის ბრალდება. ხესტანოვის თქმით, ქართულმა მხარემ მას შესთავაზა უარი ეთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისა და საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოში მას ბინას და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ჰპირდებოდნენ. თავის მხრივ, გათავისუფლებული ამზოევი სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს, რადგან ქართველებმა მას საბუთები და “ნივის” მარკის კუთვნილი ავტომობილი ჩამოართვეს, რომლითაც იგი დააკავეს 2009 წლის აგვისტოში, როცა მას შვილიშვილი მოჰყავდა საქართველოში სასწავლებლად, – იუწყება კოკოითის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულების გათავისუფლებას “ჟენევის დისკუსიების მე-10 რაუნდის დროს განხორციელებულ პიარ-აქციად” აფასებს. როგორც დაკავებულები აცხადებენ, მათი განთავისუფლების შესახებ ჯერ არაფერი იციან მათმმა ახლობლებმა. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/50491-150x150.jpgსაქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2009 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს –11.3 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.8 პროცენტით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მესამე კვარტალთან შედარებით 2.7 პროცენტით მეტია. მთლიანი აქტივები 3.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 66.7 პროცენტი სარეზერვო აქტივების წილად მოდის. სარეზერვო აქტივები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.6 პროცენტით არის გაზრდილი და 31 დეკემბრისათვის 2.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა ნასესხობის სპეციალური უფლებების (ნსუ) ანგარიშმა. რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 14.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა, და 7.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებებმა 869.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 500 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საანგარიშო კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 49.3 პროცენტით გაიზარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე, და 687.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 28.6 პროცენტით გაიზარდა. საპირისპიროდ, საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 24.0 პროცენტით არის მოკლებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 11.3 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 70.7 პროცენტით შემცირდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 61.0 პროცენტით გაიზარდა. 2009 წლის აგვისტო–სექტემბერში მსოფლიო სავალუტო ფონდმა განახორციელა ნასესხობის სპეციალური უფლებების ახალი განაწილება. ამის შედეგად, საქართველომ მიიღო 144 მლნ ნსუ (225 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი). რომლის ასახვაც, ერთის მხრივ, როგორ უკვე აღინიშნა, მოხდა სარეზერვო აქტივებში, ხოლო მეორეს მხრივ სხვა ინვესტიციების სხვა გრძელვადიან ვალდებულებებში. აქედან გამომდინარე, 2009 წლის მეოთხე მეოთხედის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა ვალდებულებებმა 225.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Auction-paddle-150x150.jpg- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით მორიგი აუქციონი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12 ობიექტი არის გატანილი, რომელიც საგარეჯოს, ლაგოდეხის, გარდაბნის, ადიგენის, ახალციხის, ჭიათურის, სამტრედიის, ხონის, მარნეულის, ნინოწმინდისა და წალკის რაიონებში მდებარეობს. ყველაზე ძვირად არის შეფასებული საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია. მისი საწყისი გასაყიდი ფასი 85 359 ლარია. მათივე ინფორმაციით, ლიცენზიების მოქმედებების ვადა 5 წელია. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები სამინისტროში 31 მარტის ჩათვლით მიიღება. რაც შეეხებაა აუქციონის, ის სამინისტროში 6 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sakabelo1-150x135.jpgსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხვალ კომისიის #22 სხდომაზე შპს ”ბეტა ტვ”-ს სანქცირების შესახებ, შპს ”თანამგზავრი XXI“-ის, შპს ”პაპის”, შპს ”თV-XXI“-ის და შპს ”ოპტიკა ტივის” სანქცირების შესახებ იმსჯელებენ. ამასთან, ხვალ რიგი ავტორიზებული პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების და ი/მ ”ხვიჩა ზანგურაშვილისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებაც იმსჯელებენ. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხდომა 16:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge
  15. ავიაკომპანია აირზენა სააღდგომოდ მოსკოვში პირველ რეისს ხვალ შეასრულებს. როგორც პირWელს კომპანიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ექვსი ჩარტერული რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 1, 2, 3, 10, 12 და 14 აპრილს შესრულდება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან View the full article
  16. ადვოკატმა ალექსი კობაიძემ ქონების უკანონოდ მითვისების სქემა გაშიფრა. მოქალაქეთა ქონების უკანონოდ მითვისების შესახებ ადვოკატი დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. კონკრეტული ფაქტების საფუძველზე კობაიძე ასკვნის, რომ ამ სქემაში ჩართულებია იუსტიციის View the full article
  17. ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამასთან ANP (Annual National Program) დაკავშირებით საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე View the full article
  18. საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე დღეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემის ცერემონიალს გამართავს. როგორც პირWელს საქპატენტიდან აცნობეს, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სასაქონლო ნიშანი საუკეთესო View the full article
  19. მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციისა და ეროვნული საბჭოს ორგანიზებით, დღეს ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი გაიმართება. როგორც პირWელს მოძრაობის სამართლიანი View the full article
  20. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც პირWელს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციაზე დაყრდნობით აცნობეს, დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება საგურამოს ქვესადგურის t-1 ძალოვან ტრანსფორმატორზეა View the full article
  21. დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისების მარეგულირებელი სტანდარტებისა და ხარისხის სისტემის კვლევა საქართველოში საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. როგორც პირWელს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრაზე დაგეგმილია პროექტის View the full article
  22. დღეს რუსთაველის თეატრში სპექტაკლის სტუმარ-მასპინძელი პრემიერა გაიმართება. სპექტაკლში ბაჩო ჩაჩიბაია, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია, გელა ლეჟავა და ბექა სონღულაშვილი მონაწილეობენ. დამდგმელი რეჟისორი ვალერიან გორგოშაძეა. პრემიერა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. View the full article
  23. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article
  24. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს View the full article
  25. ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სსკ-ის 19-109-ე მუხლით ძებნილი, View the full article
×
×
  • შექმენი...