
planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.polity.ge/images/catalog/blog/giorgi_beruchashvili/ganvitarebis_paradigmebi.jpg1992წ. რიო-დე-ჟანეიროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გარემოს დაცვისა და განვითარების თემაზე ჩატარებული კონფერენცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცივილიზაციის განვითარების არსებული პარადიგმა კარდინალურად უნდა შეიცვალოს. polity.ge
-
იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციაგთავაზობთ ტრენინგს თემაზე : ადამიანური რესურსების მართვა (HRM) ტრენინგი დაიწყება 13 აპრილიდან და გაგრძელდება 13 მისაამდე. ტრეინიგის მსვლელობა გულისხმობს სალექციო დროს, ინდივიდუალურ მუშაობას, პრაქტიკულ სავაკანსიო გასაუბრებას და მასტერკლასს პრაქტიკოს პროფესიონალებთან. ტრენინგის ფორმატი – ინტერაქტივი, როლური თამაშები, სახლში დაგეგმილი დავალებები, ტესტები, პრეზენტაციები, საკითხავი ლიტერატურა, ონლაინ რეჯიმი.საუკეთესო მსმენელს ექნება 2 კვირიანი პრაქტიკა დასაქმების პერსპექტივით. გაიცემა სერტიფიკატი. View the full article
-
დიდი აღიარებისა და ხშირად სკანდალური პოპულარობის მქონე ამერიკელი ფსიქოლოგის ტიმოტი ლირის (Timothy Leary) ტესტი (ეგრეთ წოდებული ლირის კითხვარი) ჩატარების მოხერხებულობითა და ინფორმატიულობით ძალიან პოპულარულია, მათ შორის პროფესიონალი ფსიქოლოგების წრეში. ტესტის მოხერხებულობა გამოიხატება იმაში, რომ მისი საშუალებით შეგიძლიათ შეაფასოთ როგორც საკუთარი თავი, აგრეთვე სხვა ადამიანიც. ჯერ გამოსცადეთ თვითონ: შეაფასეთ საკუთარი თავი, შემდეგ კი სთხოვეთ ახლობელს, რომ მან შეგაფასოთ თქვენ. ტესტი შესდგება 128 კითხვისგან, რომლებიც ავტორმა დაყო 8 დამოუკიდებელ, მაგრამ დაკავშირებულ ნაწილად (ოქტანტად). სრული სურათის მისაღებად უნდა გაიაროთ ყველა ოქტანტა და შეაჯამოთ მათი შედეგები. აგრეთვე ეს ტესტი შეიძლება იყოს გამოყენებული პიროვნებათა შორის ურთიერთობათა დიაგნოსტიკისთვის, მას გააჩნია სხვა ინტერპრეტაციებიც, რომელთა განხილვა შეიძლება გავაგრძელოთ შემდგომში, თუ ეს გამოიწვევს თქვენ ინტერესს. View the full article
-
ყველასათვის ცნობილმა და თბილისის მაღაზიების “ბესთსელერმა” ვიდეო დაფების მწარმოებელმა პირველმა წარმოაგდინა Nvidia Geforce GTX 480-ის არარეფერენს გაგრილებიანი მოდელი - Palit GTX 480 Sonic Dual Editon. http://image.geotorrents.com/images/dvrvkf9jchxvz6umpnqh.jpg კომპანია იუწყება, რომ ზუსტად ასეთივე არარეფერენს გაგრილებიანი GTX470-ის მოდელიც გამოვა გაყიდვაში. მას თითქმის ყველა პარამტეტრი და მახასიათებლები გააჩნია როგორიც რეფერენს მოდელს.. მხოლოდ გაგრილება არის შეცვლილი: http://image.geotorrents.com/images/1qe254pdn8lj6f4c7rg1.jpg Palit Geforce GTX 480 * Core Name: GF100 * NV PCB Number: P1022 * Architecture: Fermi * 1536MB 384bit GDDR5 * 480 cores * M/C: 1848/700 MHz * ფასი: 500$ ხოლო სისტემური მოთხოვნილებები შემდეგია: System requirements: One 6-pin and one 8-pin PCIE supplementary power connector Minimum 600W (with a minimum 12V current rating of 42A) overclockers.ge
-
ესეც მეორე სიახლე, რომელიც კომპანია MSI-ს ეხება. გავრცელდა Big Bang სერიის ახალი დედადაფის სურათები, რომელსაც USB 3.0-ისა და SATA 6Gb/s-ის გარდა ახალი ექვსბირთვიანი Gulftown-ის მხარდაჭერაც ექნება. http://images.geotorrents.com/images/8r0igg5t5aqoqnjy1cjk.jpg http://images.geotorrents.com/ http://images.geotorrents.com/images/zbhblrywt8mrchwzzj6d.jpg http://images.geotorrents.com/images/owczijojg0orwk458e6l.jpg ბევრი არაფრითაა გამორჩეული ეს დედადაფა, მართალია ექვსი PCIe სლოტი აქვს, მაგრამ Nforce-ს ჩიპი არსადაა, ამიტომ ექვსივეს ერთად ვერ “დააკავებთ” საქმით, ფერითაც და დიზაინითაც დიდი არაფერია, ტიპიური MSI-ს დედადაფა “SuperPipe” გაგრილებით და 16-ფაზიანი კვების კონტროლით… overclockers.ge
-
ვარაუდობდი და ასეც მოხდა – ჩვენმა ახალგაზრდება ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შემდეგი შეხვედრა წააგეს და ამით თითქმის გამოირიცხა ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეხვედრაზე კი რა მოგახსენოთ uefa.com-ზე ტექსტურ ფორმატში თუ ვადევნე თვალი აღნიშნულ მატჩს – თამაში დასაწყისშივე ჯერ ჰოლანდიელებმა გაგვიტანეს, ორიოდე წუთში კი ჭანტურიამ გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს მოწინააღმდეგემ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. მერე მეორე ნახევარის ბოლოსკენ ჰოლანდიელებმა მეორე ბურთი შეგვიგდეს, რასაც ჭანტურიას ასევე მეორე ყვითელი მოყვა და კაცნაკლულებმა შეხვედრა საბოლოო ჯამში დავთმეთ. ჩვენებური ჭანტურია რომ მართლა ძაან ნიჭიერია, მაგაზე არავინ დაობს – შემთხვევით ბარსელონას, თუნდაც რანგით მეოთხე გუნდში ვერავინ ხვდება. მაგრამ ნიჭის გარდა ხასიათიც ბევრს რომ ნიშნავს, ამაზეც ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს. ბევრჯერ ავღნიშნე უკვე – გიო ბურთის ზედმეტ თრევას თუ არ გადაეჩვია, ასევე ნერვების მოთოკვაც თუ არ ისწავლა ( აგერ ორი ყვითელი ბარათი ათ წუთიან მონაკვეთში ), გაუჭირდება ჯამში მართლა დიდი ფეხბურთის თამაში. ჯამში იმას ვიტყვი, რომ ერთი თამაში დაგვრჩა, ჩვენ და ჩეხებს სამ-სამი ქულა გვაქვს, ჰოლადნიას ექვსი. ისღა დაგვრჩენია ვეცადოთ უკრაინას დიდი ანგარიშით მოვუგოთ დისკვალიფიცირებული ჭანტურიას გარეშე და დაველოდოთ სხვა შედეგებს – იქნებ ჩეხებმა ჰოლანდიას მოუგონ, ბურთების შეფარდებით კი ჩვენ აღმოვჩნდეთ პირველზე. არის კიდევ ერთი შანსი – საუკეთესო მეორეადგილოსანი აღმოვჩნდეთ არსებულ შვიდ შესარჩევ ჯგუფის მეორეადგილოსნებს შორის. მოკლედ დამეთანხმებით გასვლის შანსი ძაან მცირეა, მაგრამ წინდაწინ ნუ გადავიწურავთ იმედს – დაველოდოთ. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/305/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/305/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=305&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
http://image.geotorrents.com/images/fvquynm36560ucwe4oxi.png როგორც იქნნა ბაზარზე გამოჩნდა ჩვენთვის ასე ნანატრი NVIDIA-ს ახალი DX11-ის მქონდა დაფა - GTX 480 რომელიც დღესდღეობით არის THE FASTEST GPU IN THE WORDLD. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ იგი და შემოგთავაზოთ მისი FULL REVIEW. http://image.geotorrents.com/images/wl94ubu9jhqss0o5uko.jpg როგორც ვიცით Nvidia-მ GTX480 და GTX470 გამოუშვა რათა კონკურენცია გაეწია ATI Radeon-ის ახალი, მეუთე სერიის ბესთსელერი HD5XXXდაფებისთვის.. ვნახოთ გაამართლებს თუ არა Nvidia-ს ახალი დაფა და შელებს თუ არა ბაზარზე ისევ პირველობის დაკავებას. მოდით დავიწყოთ. თავდაპირველად მოდით შევხედოთ მის PCB-ს, რეფერენს გაგრილების სისტემასა და GPU-ს სურათს… GTX480-ის PCB http://image.geotorrents.com/images/s3ruvmuroe0kh82gl95d.jpg ეხლა კი ვნახოთ რეფერენს გაგრილების სისტემა.. როგორც ვიცით Nvidia-ს ახალი GPU ცოტათი ცხელი გამოდგა, ამიტომ მას აგრილებს 4სითბურმილაკიანი გაგრილების სისტემა: http://image.geotorrents.com/images/laxpp5qzjihe2efobbu3.jpg ესეც “შიგნიდან” http://image.geotorrents.com/images/s9uxekedufbhv3528vne.jpg კვებისთვის დაფას აქვს ერთი 8-იანი და ერთიც 6 პინიანი თავები: http://image.geotorrents.com/images/zbmo4tk6o3budjpwo1i.jpg ვნახოთ მისი მონაცემები და შევხედოთ მის GPU-Z-ს სურათს. Nvidia Geforce GTX 480 http://image.geotorrents.com/images/tr042z9b72r8fpmvk5ga.jpg Fabrication node 40nm Shader processors 480 Streaming Multiprocessors 15 Texture Units 60 ROP units 48 Graphics Clock (Core) 700 MHz Shader Processor Clock 1401 MHz Memory Clock / Data rate 924 MHz / 3696 MHz Graphics memory B 1536MB Memory interface 384-bit Memory bandwidth 177 GB/s Texture Filtering rate (Bilin) 42 GTexels/s Power connectors 1×6-pin PEG, 1×8-pin PEG Max board power (TDP) 250 Watts Recommended Power supply 600 Watts GPU Thermal Threshold 105 degrees C ესეც GPU-Z: http://image.geotorrents.com/images/fdgat9vljski8tv4b206.jpg მოდით დავიწყოთ და ვნახოთ ტესტები, სადაც გატესტილია GTX 480 და შედარებულია სხვა დანარჩენ ვიდეო დაფებს. Hardware: - Intel Core i7 965 Extreme Edition (Overclocked @ 3.70GHz) - x3 2GB G.Skill DDR3 PC3-12800 (CAS 9-9-9-24) - Seagate 500GB 7200-RPM (Serial ATA300) სატესტო დაფები, რომლებიც შედარებული იყო Nvidia-ს GTX480-ს - Radeon HD 4870 (1GB) - Radeon HD 5770 (1GB) - GeForce GTX 260 (896MB) - Radeon HD 4890 (1GB) - Radeon HD 5770 (1GB) Crossfire - Radeon HD 5830 (1GB) - GeForce GTX 275 (896MB) - Radeon HD 4870 X2 (2GB) - GeForce GTX 285 (1GB) - Radeon HD 5850 (1GB) - GeForce GTX 295 (1792MB) - Radeon HD 5870 (1GB) - Radeon HD 5970 (2GB) - Radeon HD 5870 (1GB) Crossfire დედა დაფა: - Asus P6T Deluxe (Intel X58) Software: - Microsoft Windows 7 Ultimate (64-bit) - Nvidia Forceware 197.17 - ATI Catalyst 10.3 შევუდგეთ ტესტებს.. 3DMark Vantage http://images.geotorrents.com/images/97sbeex4c9386vaq1qew.jpg http://image.geotorrents.com/images/h2ns724etjaqwvxyhdb.png Batman Arkham Asylum http://images.geotorrents.com/images/078ergo8l53uid4t14t7.jpg http://image.geotorrents.com/images/cduuvi5mglq2ku8fz4y.png Call Od Duty Modern Warfare 2 http://image.geotorrents.com/images/m4mj4zrm7wosefyhwbw.jpg http://image.geotorrents.com/images/vxcb79aowny2h3v89ul.png Crysis: Warhead http://image.geotorrents.com/images/aal7igb0yipujx5dh8er.jpg http://image.geotorrents.com/images/vdrf5d5qd09njn17dnvb.png Far Cry 2 http://images.geotorrents.com/images/jccxecesuf2zbc3yrx0c.jpg http://image.geotorrents.com/images/w04bpafm76qjgs1u17ji.png Metro 2033 http://image.geotorrents.com/images/xsqri6acweakbgzaijkn.jpg http://image.geotorrents.com/images/94ojpuw0b3znqswyxbi.png ახლა კი ვნახოთ GTX480-ის ენერგო მოხმარების ტესტი: Power Consumption Tests: http://images.geotorrents.com/images/8wc8mj4dmduzi2lwjsc.jpg http://image.geotorrents.com/images/zg9kf3fx7ettrni0r3rj.png ახლა კი გადავიდეთ ტეტებზე სადაც ნაჩვენებია დაფის ტემტერატურა Temperature Tests http://images.geotorrents.com/images/tcqd3v3xzxa6b540u0rg.jpg http://image.geotorrents.com/images/4zq4z9xjrsz4ly8qrzg8.png overclockers.ge
-
http://i.ytimg.com/vi/kGCnLWWDckQ/2.jpgVideo: Tsisferi Trio - Venatsvale mag shens tvalebs Added by user: Admini Date: 27.03.2010 (2:55) Description: ცისფერი ტრიო - ვენაცვალე მაგ შენს თვალებს<br> სრულად
-
ჯანო ჟვანია მორიგი კომიქსით სპეციალურად “ნიჭიერის” I ლაივ-კონცერტიდან: http://nichieri.ge/files/2010/03/image001-300x152.jpgგასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე nichieri.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/lobisti_01.jpgაშშ-ს საგარეო პოლიტიკა – უმნიშვნელოვანესი საქმეა, განსაკუთრებით ყველა სხვა სახელმწიფოსთვის. ჰკითხეთ ეს ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, სადაც ამერიკული ჯარი დგას ან რომელსაც ვაშინგტონი ბომბავდა, ან მისი სანქციებით დაზარლდა, ზოგიერთებს ჩვენი აუტანელი მანერა მობეზრდათ, როდესაც ყველაფერში ცხვირს ვყოფთ და ნებისმიერი პატარა თუ დიდი საბაბით ჯიუტ მოთხოვნებს ვაყენებთ. polity.ge
-
როგორ სრულდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა მედიის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სექტორში ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ მონიტორინგისთვის არჩეული თემებია, რომელიც საზოგადოებას დღეს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გააცნეს. 2009 წლის ოქტომბერში, ფონდის შიდა პროექტის ფარგლებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი დაიწყო. სამ სექტორში კვლევა ფონდის ექსპერტებმა, თამარ პატარაიამ, ნინო დანელიამ და რევაზ საყევარიშვილმა გააკეთეს. სამივე სექტორის ანალიზისთვის ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ”ჩრდილოვანი ანგარიშის” გაცნობას ესწრებოდნენ, ავტორებს მადლობას უხდიან, თუმცა დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და არჩილ ყარაულაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელი ამბობენ, რომ უმეტეს საკითხებში ანგარიშის ავტორებს არ ეთანხმებიან. ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქართული მედია ანგარიშის პირველი ნაწილი, რომელიც მედიას ეხება, რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის ერთ-ერთი თავისუფალი მედიის ხელისშემშლელი ფაქტორებია. მედიის მკვლევარი ნინო დანელია, ამ ფაქტორად მარეგულირებელ კომისიას ასახელებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს, ის ხელისუფლების მიმართ ლოიალურია. და შესაბამისად მისი გადაწყვეტილებები ”ნეგატიურია … და არ უწყობს ხელს დემოკრატიული კანონიერი ინსტიტუტების განვითარებას.” ასევე, როგორც კანონდარღვევა, ფიქსირდება მედიის მფლობელების პრობლემა. ნუსხაში, სადაც ძირითადად რეგიონული მედიის მფლობელები ფიქსირდებიან, მითითებულია მათი თანამდებობები. "ხშირ შემთხვევაში მფლობელები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თუ პოლიტბიუროს წარმომადგენლები, რაც ”მაუწყებლობის შესახებ კანონის” 37-ე მუხლის დარღვევაა"– ნათვამია კვლევაში. დანელიას თქმით მედია ბიზნესი კომერციულ ბიზნესად ვერ ჩამოყალიბდა. ბეჭდური მედიის უმრავლესობა მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო დამოუკიდებელი მედიისთვის არსებობის ერთადერთი წყარო საერთაშორისო ფონდების დაფინანსებაა. დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის სარედაქციო დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემად რჩება. დამოუკიდებლობის სიმწირეს კი ემატება თვითცენზურა და ჟურნალისტების ნაწილში არსებული კონფორმიზმი. ანგარიშის ბოლოს დანელია რეკომენდაციებით მიმართავს ევროკომისიას, საქართველოს მთავრობას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას. მთავარი მესიჯი ევროკომისიისადმი მედია პროექტების დაფინანსებაა და ასევე საქართველოს მთავრობისთის ნაციონალურ ტელეკომპანიებზე სარედაქციო დამოუკიდებლობის, როგორც პრიორიტეტის განსაზღვრა. რაც შეეხება მთავრობის ნაწილში რეკომენდაციას, დანელია ნომერ პირველ რეკომენდაციად მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობისთვის კანონის უზრუნველყოფას მოითხოვს. ასევე შრომის კოდექსის შეცვლას, რათა დაქირავებულმა თავი დაცულად იგრძნოს. რეკომენდაციაა მარეგულირებელი კომისიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესის დაწყებაც. დავით დარჩიაშვილმა, ნინო დანელიას კვლევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შიდა პრობლემებს, რომელიც მედიაშია, კანონი ვერ დაარეულირებს. ”ვიღაც X თუ ვიღაცის საქმეში ერევა, ვერანაირი კანონი ამას ვერ დაარეგულირებს.” ნინო დანელიას თქმით, კი, როცა ეს ”ვიღაც X” ქალაქის მერია, რთულია დაარქვა, რომ ეს თვითცენზურაა და როდესაც თავად ხელისუფლება იძლევა დირექტივებს, ეს არის პრობლემა. ” დანელიას თქმით, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიაში ჩარევისგან და "მეორე, ამას უშველის პროფესიული სოლიდარობა, როდესაც ერთი ჟურნალისტი არ იქნება შეტოვებული საბრძოლველად ხელისუფლებასთან.” ეკონომიკის მთავარი პრობლემები რევაზ საყევარიშვილი ეკონომიკის სფეროში რამდენიმე პრობლემას გამოყოფს. მათ შორის ერთ-ერთი უძრავი ქონების ბაზრის დაუცველობაა. ასევე შრომის კოდექსი, რომელიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს. ყურადღება გამახვილებულია სტატისტიკის ახალი სამსახურის ჩამოყალიბებაზე. საყევარიშვილი ამბობს, რომ ეჭვს იწვევს აღნიშნული სტრუქტურის დამოუკიდებლობა. ანგარიშში საქართველოს "ეკონომიკის დაცემის" მიზეზებზეა ყურადღება გამახვილებული. ”ეკონომიკის დაცემის მიზეზი წმინდა პოლიტიკური მიზეზების გარდა, ქვეყნის შიგნით აქტივობის შემცირება, საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი კლება და ასევე საკრედიტო რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობაა.” 2010 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 2% იყო პროგნოზირებული, საეჭვოდ ეჩვენება საყევარიშვილს. საყევარიშვილის რეკომენდაცია ევროკავშირის მიმართ ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე კონტროლის გამკაცრებაა. ასევე ვალდებულებების უფრო დეტალური გაწერა და საზოგადოების ინფორმირება. თავის მხრივ ხელისუფლებასაც საყევარიშვილი ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას ურჩევს. რადიკალური უწოდა საყევარიშვილის შეფასებებს არჩილ ყარაულაშვილმა. მისი თქმით მკვლევარებმა ”პოზიტიური მომენტები გამოტოვეს.” ”აქ იყო რადიკალური შეფასებები, რომ ჩვენი შრომითი კოდექსი აბსოლუტურად განსხვავდება ევროპული მიდგომებისგან. რომ სურსათის უვნებლობის საკითხები იგნორირებულია. ” უსაფრთხოების სექტორი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, ევროკავშირი - საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები ასევე გულისხმობს საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას და შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას. მიზნის მიღწევისთვის კი თამარ პატარაიას, რომელმაც კვლევაზე იმუშავა, რამდენიმე კრიტერიუმი აქვს ჩამოყალიბებული. მათ შორის ერთი საქართველოს პარლამენტის გაძლიერებაა. მისი თქმით, ცვლილებებმა, რომელიც 2004 წელს შევიდა კანონში, პარლამენტი შეასუსტა და პრეზიდენტის უფლებამოსილება გაზარდა. ანგარიშში ამ სფეროში პრობლემად ასევე დასახელებულია სამხედროთა უფლებების დაცვის საკითხი. რეკომენდაციები, რომელიც თამარ პატარაიმ ევროკავშირისადმი გამოყო, ევროპის უსაფრთხოეიბის და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მცდელობის გააქტირუებას ითვალისწინებს, რათა სადამკვირვებლო საქმიანობა განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.ასევე დამკვირვებელთა მანდატების გაფართოებას და მათი რაოდენობის გაზრდას. ვრცელია აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტისადმი რეკომენდაციები. მათ შორის 9 პუნქტია, რომელთა შორის პირველია უსაფრთხოების სექტორში საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების ხელთ არსებული მექანიზმების სრულყოფილად ამოქმედებაა. ასევე თავდაცვის სამინისტროში უწყების შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, სამხედროთა უფლებების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც შეხვედრაზე იყვნენ მოწვეულნი, კრიტიკულად მიუდგნენ მკველავრების შეფასებებს, აღნიშნეს, რომ ისინი ნებისმიერ დროს არიან მზად, ნებისმიერი საკითხის განსახილველად. რიგი საკითხების განსახილველად დავით დარჩიაშვილმა ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი და კვლევის ავტორები მიიწვია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
"ეროვნული საბჭო" ცესკოს მიმართავს გამოითხოვოს ინფორმაცია სპორტის სასახლის ადმინისტრაციისგან რა თარიღიდან გახდება სპორტის სასახლის არენა ხელმისაწვდომი საჯარო ღონისძიებების გასამართად, რადგან ეჭვობენ, რომ სასახლის ხელმძღვანელობამ უარი პოლიტიკური მოტივით უთხრა. განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ეროვნულმა საბჭომ" 24 მარტს შეიტანა. დარბაზის დაქირავების თხოვნით კი საბჭომ სპორტის სასახლის ადმინისტრაციას 15 მარტს მიმართა. „რამოდენიმე დღეში მივიღეთ პასუხი, რომ სპროტის სასახლეში სარემონტო სამუშოები ჩატარდებოდა, წერილობითი პასუხის მიღებამდე კი ჩვენ მათგან ზეპირი თანხმობა მივიღეთ. გვითხრეს, რომ სპორტის სასახლის იჯარასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნებოდა“ –აცხადებს "ნეტგაზეთთან" საუბარშიკონსერვატული პარტიის გენერალური მდივანი კახა კუკავა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპორტის სასახლის იურისტი ია შალიკაშვილი ამბობს, რომ მათთან ხალხის პარტიის წარმოამდგენელი ლადო ბოჟაძე მივიდა. "მან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია გაარკვია, რა ღირს დარბაზი, რამდენი სკამი ეტევა და ა.შ გვითხრა, რომ დაგვიკავშირდებოდა ორი კვირის შემდგომ. ჩვენ თანხმობა მაშინაც არ მიგვიცია, ვუთხარით რომ გადავხედავდით გრაფიკს. მეორე დღეს განცხადებების გაკეთება დაიწყეს. გამოვიდნენ და თქვეს, რომ ჩვენ უკვე ხელშეკრულება გავაფორმეთო. სინამდვილეში არანაირი ხელშეკრულება, იურიდიული დოკუმენტი არ არსებობდა, სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ ყოფილა“. კუკავას განცხადებით, უარი სპორტის სასახლის მხრიდან შეკვეთიდან ორ დღეში მიიღეს. კონსერვატორების ლიდერი საეჭვოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ სარემონტო სამუშაოები სწორედ 9 აპირილის შემდეგ მთავრდება. მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია რომ 10 აპრილს ამ დარბაზში ღონისძიებაა დაგეგმილი. სპორტის სასახლის მმართველი კომპანიის ლოჯიკ გრუპის დირექტორის მოადგილე მიხეილ ეძგვერაძე უარის მიზეზად მხოლოდ დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშოებს ასახელებს. „დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა მოკლე ჩართვა. მოიშლა განათების სისტემა. პირდაპირი რეპორტაჟიც ჩიშალა იმ დღეს და გადაიდო სუპერლიგის ტური. სწორედ განათების პრობლემებთნ არის დაკავშირებული დაგეგმილი სარემონტო სამუშოები“ აცხადებს ეძგვერაძე და აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ 10 აპრილს არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი. საქართველოს კონსერვატიული პარტიის ხელმძვანელის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარში წერია: “სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილ სააქციო საზოგადოებას. სახელმწიფო რესურსის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა პოლიტიკური მსოფმხედველობის ნიშნით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ თანასწორობის პრინციპს და საარჩევნო კოდექსის ზ/აღნიშნული ნორმით დაცულ თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას“. რატომ გახმაურდა აღნიშნული ფაქტი სპორტის სასახლის მხრიდან დარბაზის გაქირავებაზე უარის მიღებიდან 10 დრის შემდეგ? ამ კითხვაზე კუკავა პასუხობს „ მანამდე საჩივარი მომზადდა იურიდიულად, გარდა ამისა გასულ კვირაში სხვა ღონისძიებები იყო, ამიტომ გახმაურდა მაშინ, როცა ჩავთვალეთ რომ ამისთვის სესაფერისი დრო იყო“ სპორტის სასახლეს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კომპანია „ლოჯიკ გრუპის“ განკარგავს. “ლოჯიკ გრუპი” 2007 წლის 11 აპრილს დაფუძნდა. ამავე წელს, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მთავრობის 7 მარტის, #06.26.193 დადგენილებით გამოცხადებულ კონკურსში, შ.პ.ს “სპორტის სასახლის” ქალაქ თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული 100% წილის თხოვების სახით (შემდგომში “მართვის უფლებით”) გადაცემის შესახებ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ხშირად ექსტრემალური რაზგონშიკები ხსნიან პრცესორს თავს რომელიც სითბოს დარეგულირებისთვსაა განკუთნილი, რადგან თავიდან აიცილონ დანაკრაგი დამცავს და კრისტალებს (ბირთვებს) შორის, გასაგებად რომ ვთვათ უკეთესი გაგრილებისთვის. იყო მცდელობა ბირთვების პირდაპირი გაგრილებისა თხევადი აზოტით და ჰელიუმით. პრობლემა სერიულ პრცესორებში იყო ის რომ, თბო გამანაცილებელი ბირთვებს ისე ეხებოდა რომ მისი აძრობა ბირთვების დაზიანების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავათ ცნობილმა ოვერქლოქერმა hicookie შეძლო “მოეხსნა თავსახური” 32ნმ-იანი Core i7-980X Extreme Edition-სთვის რომელიც ინჟინერულ ნიმუშს წარმოადგენდა. ამის შესახებ გახარებულმა hicookie მაშინვე დაპოსტა Facebook-ზე. http://www.overclockers.ru/images/news/2010/03/26/980_01.jpg სურათის მეშვეობით შეგვიძლია დავინახოთ თუ რამხელაა ექვსბირთვიანი პრცეოსირს კრისტალი, რომელსაც 12MB ქეში გააჩნია. თუ გავზომავთ ვნახავთ რომ Gulftown-ის კრისტალი იკავებს 248 მმ კვადრატს – ეს 45ნმ-იანი ოთხბირთვიანი პრცესორის Bloomfield-ის მიერ დაკავებულ ფართბოზე ნაკლებია (263 მმ კვადრატი), რომელსაც 6MB ქეში გააჩნია. პრცესორი Lynnfield კიდევ უფრო დიდია, მისი ფართობი 296 მმ კვადრატია, ისნიც 45ნმ ტექნოლოგიით მზადდება. 32ნმ-იან ტექნოლგოიაზე გადასვლამ Intel-ს საშვალება მიცა 248 მმ კვადრატზე დაეტია 6 ბირთვი და 12MB მესამე დონის ქეში, Gulftown-ზე არსებული ტრანზისტორების საერთო რაოდენობა 1,17 მილიარდს შეადგენს. overclockers.ge
-
ოპერატიული მეხსიერების ერთ-ერთმა ცნობილმა მწარმოებელმა Walton Chaintech-მა გამოუშვა ახალი DDR3 მოდულები APOGEE GT-ები, რომლებიც2400MHZ-იანები არიან. http://image.geotorrents.com/images/70shay0pki3mhl9s0gik.jpeg ისინი მუშაობენ 1.65 Volt-ზე და ტაიმინგები აქვთ 9-11-9-27. ეს ოპერატულები გათვლილია P55 ჩიფსეტისათვის და როგორც წყარო იუწყება გამოვა ორნაირი Dual Chanel კიტი - 1GB x2 და 2GB x2. Agopee GT-ები გათვლილია ენთუზიასტებისა და ეიმერებისთვის. დიზაინისა და გაგრილების მხრივაც კარგად აქვს საქმე როგორც ვხედავთ. როგორც მწარმოებელი იუწყება ამ ოპერებს თავისუფლად შეუძლიათ გაუძლოთ ექსტრემალურ დატვირთვასა და მაღალ ვოლტაჟებს. overclockers.ge
-
ანდრეი ილარიონოვი ვაშინგტონის CATO Institute-ის წამყვანი მკვლევარი. 2000 წლიდან 2005 წლის დეკემბრამდე ის იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ეკონომიკური მრჩეველი. ილარიონოვი იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი დიდი რვიანის ქვეყნების შეხვედრაზე. 1994 წელს ილარიონოვმა დააარსა ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტი და გახდა მისი დირექტორი. მან რუსეთის მთავრობისთვის შეიმუშავა რამდენიმე ეკონომიკური პროგრამა . იგი რუსულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე შექმნილი 300-ზე მეტი სტატიისა და 3 წიგნის ავტორია. იგი აღიარებულია რუსეთში ღია საზოგადოებისა და დემოკრატიული კაპიტალიზმის მხარდამჭერად. -მოგესალმებით ბატონო ანდრეი, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. -გამარჯობა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. -საუბარს ყველაზე კრიტიკულით დავიწყებ, რუსეთის ჯარი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე რჩება. თქვენ ქართულ-რუსულ ომს პირველი გასროლიდან ბოლომდე თვალს ადევნებდით. კი, ევროპელი, ამერიკელი ლიდერები იმეორებენ რომ რუსეთი სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას არღვევს, მაგრამ კონკრეტულ ბერკეტს არავინ გვთავაზობს. როგორ ფიქრობთ სიტუაციამ მკვდარ წერტილშია? - პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წელს იყო მართლაც ომი, მაგრამ არა საქართველო-რუსეთს, არამედ რუსეთ-საქართველოს შორის. ომი რომელსაც რუსეთი , ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ხნით ადრე სწავლობდა, ამზადებდა და ბოლოს დარტყმა განახორციელა.ომი გრძელდება, მაგრამ ახალი ინსტრუმენტებით. თქვენ გახსოვთ, რომ 2004-05 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე იყო ბევრი გაურკვეველი, ამოუცნობი აფეთქება, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის შერყევას ამ გზით ცდილობდა. ეს იმ კონკრეტული მომენტის ომი გახლდათ. ამის შედმეგ იყო 2006 წლის ეკონომიკური ბლოკადა, ესეც ომის ნაწილი, რომელიც მოგვიანებით დიპლომატიურ ომში გადაიზარდა. ამას 2008 წელს უკვე ცხელი ომი მოყვა დღეს სხვა სურათი გვაქვს, მიდის არა ცხელი არამედ თბილი, ან ცივი ომი ქართული საზოგადოების, ოპოზიციის ჩართულობით. მათ ამ ომში იყენებენ. -ოპოზიციის საკითხი რომ განვავრცოთ, თქვენ იცით რომ ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი ზურაბ ნოღაიდელი უკვე რამდენჯერმე იყო მოსკოვში, პარტია “ედინაია როსიასთან” ხელშეკრულებაც კი გააფორმდა თანამშრომლობის შესახებ, ბოლოს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პრემიერმა პუტინმა, კრემლში საკმაოდ თბილად მიიღო, რა პროცესებთან გვაქვს საქმე? -რთულია შორი მანძილიდან განსჯა, ჩვენ კონკრეტულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია. მაგრამ შორიდანაც კი თავდა ფაქტი აღმაშფოტებელია, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილად იღებენ კრემლში, იმ ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთან ცოტა ხნის წინ მწვავე ომს აწარმოებდა. - საუბრობენ იმაზე, რომ ქართულ ოპოზიციას, შეიძლება ჰქონდეს შემდეგი გეგმა: იმ შემთხვევაში თუ რუსეთი, უარს იტყვი აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებაზე, საქართველო აღარ ავიღებ ნატოსკენ გეზს, რამდენდ რეალურად გეჩვენებათ ასეთი გეგმის არსებობა და იმუშავებს თუ არა ის? -გეგმა რომელზეც თქვენ საუბრობთ, მანამდე 3 ჯერ მაინც არის მოსინჯული. 1920-21 წლებში, როდესაც რუსეთის კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოს შესთავაზე, რომ თუ ქვეყანა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა, და არ მოინდომებდა რომელიმე სამხედრო ბლოკთან დაკავშირებას, ეს იქნებოდა მისი დამოუკიდებლობის აღიარების პირობა. საქართველო ამას დათანხმდა და რამდენიმე თვეში რუსულმა ჯარმა მოახდინა საქართველოს დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია. ეს ისტორიული მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს სისტემა. შემდეგ, თუ არ ვცდები ბატონმა შევარდნაძემ, გვიან 90-იანებში რუსეთს შესთავაზა, რომ საქართველო ნეიტრალური დარჩებოდა და საერთო ინტერესების თანახმად იმოქმედებდა, ყველანაირ სამხედრო ბლოკთან კავშირის გარეშე, თუკი რუსეთი და საქართველო საერთო ძალისხმევით მოაგვარებდნენ შიდა პრობლემებს. რუსეთმა გეგმა არ მიიღო. უკვე 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილმა თითქმის იგივე შესთავაზა პუტინს, რომ თუკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდებოდა, ქვეყანა ნატოში ინტეგრაციაზე უარს იტყოდა, მაგრამ რუსეთმა წინადადება ამჯერადაც არ მიიღო. გამოდის რომ თუკი ოპოზიციას ამაზე ფიქრობს, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა მოძველებული გეგმისა, რომელიც რუსეთის სურვილით არ მუშაობს. ჩვენ ჯერ არ გაგვიგია არც ერთი ოფიციალური განცხადება რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. -რატომ? -რუსეთი მზად არ არის ამ გეგმი მისაღებად, სამხრეთ ოსაეთსა და აფხაზეთში დაბანდებული ინვესტიცია იმდენად დიდია, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო და დიპლომატიური, რომ ამ გეგმის მიღება ტყუილ გარჯას ნიშნავს. იცით, უბრალოდ წარმოდგენაა შექმნილი, თითქოს რუსეთისთვის საქართველოს სეპარატისტული რეგიონები მნიშვნელოვანია, ეს დიდი თამაშის პატარა ნაწილია, ამას რუსეთი ევროპის, ნატოს უსაფრთხოების დასაკნინებლად იყენებს. -ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა ბოლოს განაცხადა, რომ ამერიკა მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს არ სცნოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ზოგადად მსგავსი განცხადებები მრავლად იყო სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნებისგანაც, მაგრამ საქართველოსთვის ეს ამ ვითარებში საკმარისია? -რასაკვირველია ეს საკმარისი არ არის, მაგრამ დღევანდელი ადმინისტრაციის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაცშეიძლება, სხვა საკითხია რატომ, მაგრამ საკმარისი არ არის. ამერიკის მთავრობის საქებად, უნდა ვთქვა, რომ 2009 წლის ივნის-ივლიში მათი პოზიცია საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და ზოგადად ის რომ 2008 წლის ომის მეორე სერია არ განვითარდა, ამერიკის ხელშეწყობით მოხდა. ანტი ქართულმა პროპაგანდამ 2009 წელს, საკმაოდ იკლო. -თქვენ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ახსენეთ, რა უშუალო განსხვავებას ხედავთ დღევანდელ და ყოფილ ადმნისტრაციებს შორის, კონკრეტულად საგარეო პრიორიტეტებს შორის.? -ვიტყოდი, რომ ადმინისტრაცეიბს შორის დიდი განსხვევბაა, იგივე საქართველოსთან, რუსეთთან ურთიერთობაში. ნათელია, რომ ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა, მაგრამ არა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, აქ მიხვდნენ, რომ ამ პოლიტიკამ მარცხი განიცადა, მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, რომ არ შედგა ომის მეორე რაუნდი, მაგრამ სხვა დანარჩენში ამერიკას სრული იმედგაცრუება აქვს. ის ეძებდა სანდო, რეალისტ, დასაყრდენ პარტნიორს, მაგრამ პროგრესი ნულის ტოლია. ამავე დროს ამერიკამ აჩვენა, რომ ის არ არის მზად საქართველო არაფრის გამო შეწიროს რუსეთს, ასე რომ ახალი ადმინისტრაციის მოღვაწეობის პირველი წლის შემდეგ, სახეზე გვაქვს საკმაოდ მტკივნეული პროცესი, როცა ხდება მიდგომების, ურთიერთობის გადახედვა. -დიდი მადლობა მობრძანებისთვის, იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი შეხვედრისას შედარებით ნათელი პოლიტიკური სურათი გვექნება. -მადლობა თქვენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი “ლიბერალი” ნორვეგიულმა გამოხატვის თავისუფლების ინსტიტუტმა და გერმანულმა ZEIT–ის ფონდმა დამოუკიდებელი, გაბედული ჟურნალისტიკისა და მოკლე დროში მიღწეული პოპულარობისთვის დააჯილდოვა. გერმანულ-ნორვეგიული ინსტიტუტების ჯილდო “ლიბერალისთვის” მოულოდნელი იყო. რედაქციაში თავიდან ეს ამბავი ხუმრობაც კი ეგონათ. დიდხანს ვერ იჯერებდნენ, რომ ჟურნალმა, რომელიც ჯერ ერთი წლისაც არ არის, აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთისათვის თავისუფალი მედიისთვის განკუთვნილი პრესტიჟული პრემია მიიღო. “ლიბერალის” მთავარი რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი ამბობს, რომ ეს მათთვის დიდი სტიმულია. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი _ “ლიბერალი” ქართულ მედიაბაზარზე გასული წლის მაისში გამოჩნდა. პრიალა გარეკანი და სხვა გამოცემებთან შედარებით მაღალი ფასი (ლიბერალი 2,80 თეთრი ღირს) ერთადერთი არ არის, რაც “ლიბერალს” ქართულ მედიაბაზარზე უკვე კარგად ცნობილ, ყოველთვიურ პუბლიცისტურ გამოცემა “ცხელ შოკოლადთან” აკავშირებს. “ლიბერალის” მთავარი რედაქტორი “ცხელი შოკოლადისა” და “ბიზნესი, ადამიანები, სტრატეგიების” დამფუძნებელი, შორენა შავერდაშვილია. “ცხელი შოკოლადისაგან” განსხვავებით “ლიბერალი” არ წერს ტკბილ თემებზე. ჟურნალისტური გამოძიება, ეკონომიკა, რეგიონი, საზოგადოება, ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები, რელიგია, თვალსაზრისი _ ეს ის თემებია, რაზეც მომზადებული სტატიები “ლიბერალის” ფურცლებზე ყველაზე ხშირად ხვდება. “დავინახეთ ფაქტებზე დაყრდნობილი ჟურნალისტიკის სიმწირე, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ “ლიბერალის” გაკეთება. ვთქვით, მოდი, გავაკეთოთ ჟურნალი და ვწეროთ არა მარტო პოლიტიკაზე, არამედ საზოგადოებაზეც. ძალიან ხშირად “ეშმაკის თავი” დამალულია საზოგადოებაში, განათლების პრობლემებში, გაუთვითცნობიერებლობაში ან ჩვენს ქსენოფობიაში და ასე შემდეგ. ვწეროთ რეგიონზე, რადგან ვერ ვიქნებით მხოლოდ ნაჭუჭში ჩაკეტილი. ქართველმა მკითხველმა უფრო ფართოდ უნდა გაიაზროს, რა სივრცეში ცხოვრობს. ცხადი უნდა გახდეს, რომ ირანში მიმდინარე ამბები ჩვენც გვეხება და უნდა ვუთხრათ მკითხველს, რატომ ვართ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ნაწილი”, _ ამბობს შორენა შავერდაშვილი. “ლიბერალი” ერთადერთი ქართულენოვანი გამოცემაა, რომელშიც საქართველოს კონფლიქტური ზონებიდან ოსი და აფხაზი თავისუფალი ჟურნალისტები წერენ სტატიებს. ჟურნალი წერს საზოგადოებისთვის ისეთ დელიკატურ თემაზე, როგორიცაა საპატრიარქოსთან დაკავშირებული საკითხები, რომლის გაშუქებასაც ქართული მედია ხშირად არიდებს თავს. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ “ლიბერალისთვის” ტაბუდადებული თემები არ არსებობს, მთავარი ფაქტები და მათი ანალიზია. /get_img?NrArticle=1211&NrImage=200 ფოტო: ნინო ძანძავა “ეს ადამიანის უფლებებზე და ლიბერალურ ღირებულებებზე ორიენტირებული ჟურნალია, _ ამბობს შორენა შავერდაშვილი. _ მარტივად რომ ვთქვათ, ლიბერალიზმი პოლიტიკურ პლატფორმასთან ერთად არის ინდივიდის უფლებებზე ორიენტირებაც, მთავარია, ადამიანი და არა სისტემა. გულწრფელად რომ გითხრათ, კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, თუ რატომ ჰქვია ჟურნალს “ლიბერალი”. ლიბერალიზმი თუ ლიბერალობა იყო უზურპირებული ხელისუფლების ერთი ჯგუფის მიერ, რომელიც კარგა ხანია აღარ არის ლიბერალური. ამიტომ გვინდოდა გადმოგვეტანა სამოქალაქო სივრცეში ეს ტერმინი და გვეთქვა, რომ რეალურად ეს შეიძლება იყოს ლიბერალური ღირებულებები”. “ლიბერალი” მთლიანად გრანტებსა და გაყიდვებზე დამოკიდებული გამოცემაა. ფონდმა _ “ღია საზოგადოება საქართველომ” ჟურნალს ჯერ კიდევ გამოცემამდე აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. “ლიბერალის” რედაქტორი ამას “ცხელი შოკოლადისა” და სარედაქციო ჯგუფის მიერ გამოცემული სხვა ჟურნალების მიმართ არსებული დადებითი დამოკიდებულებით ხსნის. ქართულ ბეჭდურ მედიაში “ლიბერალი” ერთ-ერთი გამოცემაა, სადაც დასაქმებულ ჟურნალისტებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ. “ლიბერალს” ოთხი რედაქტორი ჰყავს, თითოეული მათგანის ხელფასი საშუალოდ ათასი დოლარია, რეპორტიორებს კი, შავერდაშვილის თქმით, საბაზისო ხელფასისა და ჰონორარების ჩათვლით, საშუალოდ, 500-600 ლარამდე გამოუდით. მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ პროფესიონალიზმი ძვირი ღირს: “სხვანაირად ჩვენ ვერ მივიღებთ იმ სტანდარტებს, რომელიც გვინდოდა, რომ მიგვეღო. “ლიბერალის” მზიდი კედლები რედაქტორები არიან. მაღალი ანაზღაურება არ არის სირცხვილი, პირიქით _ ეს პროფესიონალს იმის საშუალებას აძლევს, რომ არ იმუშაოს 3-4 სამსახურში ერთად. არსებობს სნობური დამოკიდებულება, რომ თუ 300-400 ლარი გაქვს ხელფასი, მაინც მაღალი სტანდარტებით უნდა იმუშაო. თუ გვინდა პროფესიონალები, თუ გვინდა ღირსების შეგრძნება ჰქონდეთ ადამიანებს, ისიც არ არის საკმარისი, რასაც ჩვენ ვუხდით”. ბიზნესგეგმის მიხედვით “ლიბერალმა” შემოსავლების 90 პროცენტი რეკლამიდან უნდა მიიღოს. მაგრამ 52-გვერდიან ფერად ჟურნალში, რომლის ტირაჟი, მთავარი რედაქტორის თქმით, სამი ათასს აღწევს, არც ერთი რეკლამა არ არის. “არსებობს ობიექტური მიზეზი _ ომი, ფინანსური კრიზისი, მაგრამ გვაქვს ჟურნალის კეთების გამოცდილება და ათი თვის შემდეგ 0 რეკლამა, ძალიან არაბუნებრივია. ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით წლების განმავლობაში სხვა ჟურნალებით, გვეუბნებიან _ პოლიტიკური შინაარსია და არ გვინდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სარეკლამო ნაკადები კონტროლდება. შესაძლოა არ ზის ერთი ადამიანი ხელისუფლებაში ან სადმე, ღრუბლებში, რომელიც ამბობს, აქ წაიღეთ რეკლამა, აქ არ წაიღოთ, მაგრამ შექმნილია ისეთი გარემო, როცა კომპანიები ვერ იღებენ თავისუფალ გადაწყვეტილებას. მათ ჰგონიათ, რომ პრობლემები შეექმნებათ, თუ წაიღებენ რეკლამას ისეთ მედიასაშუალებაში, რომელიც შესაძლოა, იყოს კრიტიკული ხელისუფლებისადმი”, _ ამბობს შორენა შავერდაშვილი. ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი, კრიტიკული წერილები “ლიბერალში” ხშირად იბეჭდება. თუმცა მთავარი რედაქტორის თქმით, ხელისუფლებასთან მხოლოდ “ირიბი” პრობლემები ჰქონია: “არ ყოფილა ისე, რომ ვიღაცას დაერეკოს და ეთქვას, ეს არ დაწერო. გვქონდა სირთულეები, რაზეც მე, ჯერჯერობით, ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, რადგან მეტი ინფორმაცია მჭირდება”. კითხვაზე, რა იქნება გრანტით გათვალისწინებული დაფინანსების შემდეგ, შეძლებს თუ არა “ლიბერალი” ბიზნესად იქცეს, გამოცემის მთავარ რედაქტორს პროგნოზის გაკეთება უჭირს: “ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთებთ, მაგრამ თუ რეკლამა პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის გამო არ მოდის, არ ვიცი, ეს როდის შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შეუძლებელია არსებობდეს მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული დამოუკიდებელი მედიასაშუალება. თუ ჩვენ გვჭირდება ასეთი მედია, გრანტების გარეშე ამის გაკეთება დღეს შეუძლებელია”. პოპულარული ქართული ვებ-გვერდების რეიტინგებზე დაყრდნობით, “ლიბერალის” ინტერნეტგვერდს დღეში, საშუალოდ, 600-მდე ადამიანი სტუმრობს. გამოცემას ჯერ არ ჩაუტარებია კვლევა, ვინ არიან “ლიბერალის” მკითხველები, მაგრამ ინტერნეტაქტივობისა და ხელმომწერების მიხედვით შორენა შავერდაშვილი ფიქრობს, რომ “ლიბერალის” მკითხველები სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები არიან. “ანუ ის სეგმენტი, რომელსაც მე ვეძახი საზოგადოების ყველაზე აქტიურ ნაწილს”. მთავარი რედაქტორი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ “ლიბერალის” მკითხველი საზოგადოების მხოლოდ ერთი, ფინანსურად შეძლებული ნაწილი _ “ცხელი შოკოლადის” აუდიტორიაა: “ჩვენი მკითხველი შეიძლება იყოს ყველა, ვისაც მოთხოვნა აქვს ფაქტების სიზუსტესა და ანალიზზე”. 20 მაისს “ლიბერალი” ერთი წლის გახდება. ჟურნალის მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის: “მინდა “ლიბერალი” კვირის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან თემებს ავლებდეს ხელს და მკითხველს მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატური წარმოდგენისთვის სხვა გამოცემების წაკითხვა არ სჭირდებოდეს. ჩვენ ბევრი რამ შევძელით, მაგრამ ჯერ კიდევ არის თემები, რომელიც გვისხლტება ხელიდან. ალბათ, ორი წლის თავზე “ლიბერალი” იქნება ისეთი ჟურნალი, როგორიც გვინდა რომ იყოს”. მანამდე კი “ლიბერალი” თავის პირველ, საერთაშორისო ჯილდოს მიიღებს, რომელსაც თან სოლიდური ფულადი პრემია, 10 ათასი ევრო ახლავს. ახლა “ლიბერალს” ერთი სასიამოვნო საზრუნავიც დაემატა, როგორ დახარჯონ მიღებული თანხა, ორიგინალურ მარკეტინგულ ღონისძიებაში თუ “ლიბერალის” ვებგვერდის განვითარებისთვის. /get_img?NrArticle=1211&NrImage=20 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://police.ge/uploads_script/news/thumb_onhl8kqpt3ug4l9.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად View the full article
-
http://police.ge/uploads_script/news/thumb_u17ytnsj8ex3bon.jpgშინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რომელსაც ევალება სასამართლო განაჩენის შემდგომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ლიკვიდაცია, View the full article
-
http://zvigena.files.wordpress.com/2010/03/vako1.jpg?w=262&h=366 დღეს ჩვენმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის პირველ ტაიმის შესახებ ბევრ ვერაფერს მოგახსენებთ, ინტერნეტ სტრიმი საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე და ბოლო ათ წუთს თუ ვუყურე. ტაიმი იწურებოდა, ანგარიში 0-0 იყო. უკვე დამატებულ წუთზე ჩვენიანმა ქუსლით უპასა ჭანტურიას, ვინც ოფსაიდში იყო და ბურთისკენ არც გაიწია. ჩეხი მცველები მოდუნდნენ, მსაჯისგან ოფსაიდის დაფიქსირებას ელოდნენ, სწორედ ამით ისარგებლა ყაზაიშვილმა, მოედნის სიღმიდან სიჩქარე აკრიფა და ფაქტიურად გაჩერებულ ჩეხ მცველებს ბურთი ააწაპნა, სიტუაციის გასამუხტად კარიდან გამოსულ მეკარესაც გვერდი აუარა და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა. ტაიმის უკეთეს დასასრულს ვერც ინატრებდა კაცი. მეორე ნახევარი ჩეხების უპირატესობით დაიწყო, ბურთს აკონტროლებდნენ და ჩვენ საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდებებით ცდილობდნენ გოლის შეგდებას. მოახერხეს კიდეც ერთი-ორი მწვავე თავურის განხორციელება. საპირისპიროდ ქართველები კონტრიერიშებზე თამაშობდნენ. ტექნიკის და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე საკმაოდ მომენტებიც შექმნეს. 43-ე წუთისთვის ჭანტურიამ მოედნის ლამის ცენტრთან ბზრიალში ამოცხო მაღალ ბურთს და საკმაოდ სახიფატო დარტყმაც გამოუვიდა. მანვე პირით ხაზთან ახლოს მცველი მოატყუა, საჯარიმოში ისე შევიდა და მახვილი კუთხიდან კარის ბადეს გარედან მოარტყა ბურთი. ჩეხ მცველებს საკმაოდ უჭირდათ გიორგის შეკავება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენიანი ბურთის ზედმეტად ათრევდა. ამის გამო ერთ ეპიზოდში ისეთ მომენტში დაიკარგა ბურთი, რომ სწრაფ კონტრზე დაგვიჭირეს ჩეხებმა და რომ არა ჩვენი მცველის განწირული ვარდნა, შეილება ანგარიშიც გათანაბრებულიყო. ამასობაში ჩვენებმა კიდევ ერთი კარგი კონტრშეტევა გამოაცხვეს – სხირტლაძის საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი კარის ძელს მოხვდა. კიდევ იყო რამოდენიმე ცდა შორიდან დარტყმით გოლი გაგვეტანა, ისევ სხირტლაძემ და ორჯერ ჭანტურიამ ცადეს ბედი. სამივე შემთხვევაში ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი გახდა. თამაში ბოლოსკენ მიდიოდა ჩვენ საჯარიმოში გვარიანად რომ დაცხა – ჩეხების სახიფათო ჯარიმა ჩვენმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია, იქიდან ჩაწოდებული კი ლამის კარში აღმოჩნდა – ახლოდან დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ ვერ მოიგერია და ჩეხები დამატებაზე კიდევ ცდილობდნენ მის კარში “შეტანას”. ისევ მცველი და მეკარე გადაეღობნენ და მორიგი კუთხური. დამქაცველი დამატებული ოთხი წუთიც მიილია და პირველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. გასახარი ფაქტია, მაგრამ იმის აღნიშვნაც მსურს, ასეთი თამაშით ბევრად ძლიერ ჰოლანდიასთან თამაში ძალიან გაგვიჭირდება. იმედია უფრო შეკრულ და გუნდურ თამაშს მოვახერხებთ, ბურთს მეტად დავიჭერთ. ჭანტურიასაც უკეთ მართებს თამაში – მას ხომ ხანდახან ფაქტიურად მარტოსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა, უდაოდ ნიჭიერია და ჩვენი გუნდის კარგი თამაშიც საკმაოდ არის მასზე დამოკიდებული. ამ შეხვედრაზე კი ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მინდა გოლის ავტორი გამოვარჩიო – ყაზაიშვილი გარდა ამ გოლისა, სხვა მომენტებში კარგად ირჯებოდა, მარცხენა ფლანგზე ბევრი გარღვევაც გააკეთა და გუნდური თამაშიც არ ეშლებოდა, არც ტექნიკაში დაეწუნება. ეს ბიჭი ადრეც გამომირჩევია და ჩემი აზრით თუ კარიერა ნორმალურად აეწყო, ერთ-ერთი სერიოზული ფეხბურთელი გაგვეზრდება. წარმატებები ჩვენ გუნდს და დაველოდოთ 27 მარტს, ჩვენების მორიგ შეხვედრას. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/289/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/289/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/289/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/289/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/289/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/289/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/289/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=289&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
ტობი ლოგანი - 24-წლიანი პარამედიკი, რომელიც ფლოფს ადამიანთა აზრების წაკითხვის უნარს. ერთ მშვენიერ დღეს იგი გადაწყვეტს თავისი შესაძლებლობის გამოყენებას ადამიანთა კეთილდღეობისთვის და დაეხმაროს დანაშაულებების გამოძიებაში ... ხანგრძლივობა: 00 : 45 : 00 გამოსახულება: Width : 624 PX, Height : 352 PX, [16 / 9] პირველი სეზონის 13 სერია!!!!! View the full article
-
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა” მიიჩნევს, რომ თბილისის ახალი, შემოვლითი სარკინიგზო პროექტი, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა, არ არის კარგად დამუშავებული და კარგად არ არის დანახული ის რისკები, რაც გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება. ორგანიზაცია " მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში თბილისის რაიონების 20 000 მდე მოსახლე ხმაურის და ვიბრაციის ქვეშ იქნება. “რკინიგზა ზოგ ადგილას 20 მეტრში გადის დასახლებული პუნქტიდან, ხმაურის გავრცელების არეალი კი დაახლოებით კილომეტრამდე იქნება. ეს საკმაოდ ცუდად არის განხილული რა ზომები უნდა იქნეს მიღებული. თუმცა გვპირდებიან, რომ გააკეთებენ დამცავ ზონებს. იქნება დამცავი ფარები, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს ცოტა რთული აღსაქმელი იქნება.” "მწვანეების" თქმით ხმაურის თავიდან ასაცილებლად არ იქნება საკმარისი სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელ კორპუსებში ფანჯრების მეტალოპლასტმასში ჩასმა. მეორე სერიოზულ საფრთხეს, ნინო ჩხობაძის აზრით, თბილისის ზღვის დაბინძურება წარმოადგენს. კერძოდ კი სარკინიგზო ხაზი ზღვას 900 მეტრით უახლოვდება. ნავთობის დაღვრის შემთხვევაში ზღვა დაბინძურდება და წყალი გარკვეული ხნის განმავლობაში უვარგისი იქნება. "როგორც ცნობილია თბილისის 70 000 მდე მოსახლე სასმელი წყლით ზღვიდან მარაგდება. აქ გვთავაზობენ აუზების გაკეთებას ტრანშით, რაც ვთვლით, რომ არის ძალიან საშიში. კიდევ ერთი საფრთხე კი უკავშირდება იმას, რომ გლდანის და ავჭალის მონაკვეთებში რკინიგზის ხაზი კვეთს დენის და წყლის მომარაგების სისტემებს”, – ამბობს ნინო ჩხობაძე - “ყველა ალტერნატივიდან, რომელიც განიხილებოდა ეს ალტერნატივა არის ყველაზე პრობლემატური გარემოს დაცვის კუთხით. დოკუმენტში წერია, რომ არჩევანი ალრერნატივებს შორის გაკეთებული იყო არა გარემოს დაცვის და სოციალური კუთხით, არამედ მისი ღირებულების მიხედვით.” არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის თქმით ავჭალაში ეს მაგისტრალი 9 სართულიან სახლებთან გაივლის, დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლის მიწაყრილზე:- “ამ პროექტში არ არის აგრეთვე გათვალისწინებული იმ საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობა, რითიც ისარგებლებს ამ უბანში ავჭალის მოსახლეობის ერთი ნაწილი. ავჭალაში არის აგრეთვე ბევრი ხევი და ნიაღვრის მოვარდნის შემთხვევაში იქმნება საშიშროება.” შენიშვნები საქართველოს მთავრობას "მწვანე ალტერნატივამ" უკვე წარუდგინა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტ ნათია კობერიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. სამოტივაციო ნაწილი, თუ რატომ მიიღო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი კვირის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს დრო კი ეთერ თურაძის, ეთიკის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საჭიროა იმისთვის, რომ სამოტივაციო ნაწილი მომზადდეს და შემდეგ გამოქვეყნდეს. რაც შეეხება ქარტიის პირველ პუნქტს, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით, კობერიძემ დაარღვია არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. "არანაირ გაფრთხილებას და სხვა ტიპის სანქციებს საბჭო არ ითვალისწინებს და ერთადერთი სანქცია ჟურნალისტისადმი არის ის გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკის ქარტიის პრინციპი"– ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თურაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს. ახალ ორგანიზაციას დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს. სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი. "მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“ ამ განცხადებას კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე. „კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“. მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან. მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები. დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება". ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. „მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“, – ამბობს მამუკა გიორგაძე. მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“ კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას: „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ . თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“ შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა: „ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“ სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ელენე ახვლედიანის სახელობის "ბავშვთა სურათების გალერეა" 2010 წ. 27 მარტს აწყობს ტრადიციულ გამოფენას "მე მიყვარს თეატრი".გამოფენაში მონაწილეობენ ბავშვები 17 წლის ასაკამდე. ნამუშევრები მიღებულია თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან და სამხატვრო სტუდიებიდან. მონაწილეობენ ძალისისა და საგარეჯოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. View the full article
-
რაც უფრო ახლოვდება ამ ახალი თაობის ვიდეო დაფების გაყიდვაში გამოსვლის თარიღი მით მეტი მწარმოებელი ავრცელებს ამ კარტის საბოლოო ვარიანტს. დღეს წარმოგიდგენთ gtx 480 ს და gtx470ს leadtek ისგან. leadtek gtx 470 http://occlub.ru/images/posts/news/2010/03/leadtek_geforce_gtx_470_01.jpg გააჩნია 1280 მბ gddr5 ტიპის ვიდეო მეხსიერება http://occlub.ru/images/posts/news/2010/03/leadtek_geforce_gtx_470_02.jpg სიხშირეებია gpu clock:607mhz shader clockL:1215mhz memory clock:3348mhz leadtek gtx 480 http://occlub.ru/images/posts/news/2010/03/leadtek_geforce_gtx_480_01.jpg გააჩნია 1536 მბ gddr5 ტიპის ვიდეო მეხსიერება http://occlub.ru/images/posts/news/2010/03/leadtek_geforce_gtx_480_02.jpg სიხშირეებია gpu clock:700mhz shader clockL:1401mhz memory clock:3696mhz ოფიციალურად ორივე ვიდეობარათი გაყიდვაში გამოვა 26 მარტს. overclockers.ge