Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მიმოხილვა ეხება სასერვერო პროცესორს. ალბათ სერვერებში “ჩახედულმა” ყოვლისმცოდნე ძიებმა კარგად უწყით, რომ არსებობს ასეთი პროცესორი – Intel Xeon EP (Westmere). ეს გახლავთ 32nm ტექნოლოგიით დამზადებული ექვსბირთვიანი პროცესორი. მისი ჩიპის ფართობი 248 კვადრატული მილიმეტრია. http://images.geotorrents.com/images/b7av3zt6g36w9kcn1a6.jpg ჰოდა კომპანია AMD-ში დაფაცურდნენ, რა ვქნათ რა ვქნათო და გამოუშვეს სტეროიდებით გაჭყეპილი 12-ბირთვიანი Magny-Cours Opteron მას აქვს ორი კრისტალი, რომლისგან თითოეულს 346 კვადრატული მილიმეტრი ფართი აქვს (კაი ხუთოთახიანი დუპლექსი გამოვა, ფეხს გამართავს კაცი შიგ). კრისტალები ერთმანეთს 24 არხიანი HT ლინკით უკავშირდება. პროცესორს თითქმის ორი მილიარდი ტრანზისტორი და 19.6MB კეში აქვს (ჩიპზე არსებული კეში იგულისხმება). ეს, ჩემო კარგებო, ამ პროცესორის CPU-z სქრინი გახლავთ: http://images.geotorrents.com/images/q8izkdlz0gsq0hdw6m4w.png ეს კი თავად პროცესორი გახლავთ: http://images.geotorrents.com/images/mopz60hr2k9xo0zli6ut.jpg მართალია თემასთან დიდ კავშირში არ არის, მაგრამ დაახლოებით ასე გამოიყურება G34 სოკეტის (იგივე 1944 სოკეტი?!) დედადაფა: http://images.geotorrents.com/images/d91uztmhfwuxrpq25y.jpg როგორც ხედავთ (ეს ფრაზა ამეკვიატა NH-ობიდან და ვერაფრით მოვიშორე რა) თითოეულ ბირთვს 2.2GHz სიხშირე აქვს და 80-115 ვატი ენერგომოხმარება უნდა ჰქონდეს. ეს ვერსად წავიკითხე, მაგრამ anandtech-ზე ასე ეწერა, ასე რომ დოგმად მივიღოთ და მტკიცებულებას ნუ მომთხოვთ http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/babu.gif HT assist უზრუნველყოფს ბირთვებს შორის კარგ კავშირს და ამასთანავე ეს კავშირი საჭირო მინიმუმამდე დაჰყავს. საერთოდ ეს ფუნქცია AMD-მ ჯერ კიდევ 6-ბირთვიან ოპტერონებს ჩაუნერგა და 12-ბირთვიანსაც გენეტიკურად გადაეცა. ახლა მივხედოთ ანატომიას… http://images.geotorrents.com/images/ncj2rbsnwe7g27y910lh.jpg სქემაზე წითელი ხაზები მეხსიერების არხებია, ლურჯი – შიდა HT (ჰიპერ ტრანსპორტი და არა ჰიპერ “სრიდინგი”) კეშის დამაკავშირებლები, ნაცრისფერი – გარე HT კეშის დამაკავშირებლები, ხოლო მწვანე ხაზები – უბრალო I/O HT დამაკავშირებლები. წესით უნდა იცოდეთ, რომ ახალი Opteron 6100 ფაქტობრივად ორი ცალი 6-ბირთვიანი Istanbul-ის შეტყუპებაა (ან თუ გნებავთ, შეწყვილება). მეხსიერების კონტროლერს აქვს DDR3-1333-ის მხარდაჭერა და რაც მთავარია, “ოჰოი” და “აბაიმე”, 1944-პინიანი სოკეტი. “ბისკვიტში” არსებულ ორივე ექვსბირთვიან “სტამბულს” ორი DDR3 არხი აქვს, რაც 42.7GB/s თეორიულ პიკურ გამტარობას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ ეს ცარიელი ციფრია და ვერაფერში გამოიყენებთ, რადგან ასეთ გამტარობას NB ვერ უზრუნველყოფს. სისტემაში ორი 64-ბიტიანი NB-ა, თითოეული 1.8GHz სიხშირისა, ამიტომ მხოლოდ 28.8GB/s გამტარობით დაკმაყოფილება მოგვიწევს. სხვათაშორის სუსტი NB-ს “დამსახურებაა” პროცესორის მცირე TDP, მაგრამ რა თავში ვიხლი გრილ პროცესორს, კარგად თუ ვერ ვაღმუვლე ბოლო ხმაზე http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/SNEMOTICON13.gif . შემდეგ ორ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ პროცესორების ბირთვებს შორის კავშირი HT ლინკებით. სამწუხაროდ ცოტა გონების დაძაბვა მოგიწევთ, მაგრამ მგონი არაუშავს ხომ? http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/chojinfc.gif http://images.geotorrents.com/images/636v3eaodnziikpxxti8.png http://images.geotorrents.com/images/wxwqap3kynn0nfluabm.png ჰოო, შემდეგ ცხრილში კი შეგიძლიათ იხილოთ სასერვერო პროცესორების ფასდებები: http://images.geotorrents.com/images/ttfsdztu5hrrvzz103nq.jpg http://images.geotorrents.com/images/416ajj32aamq3e9lt0q9.jpg ახლა მცირედი განმარტებაა საჭირო… მთელ ცხრილში ყველაზე საინტერესო “სუბიექტები” 12-ბირთვიანი 6174 (2.2GHz) და 8-ბირთვიანი 6136 (2.0GHz) გახლავთ. მათგან პირველი გამიზნულია მრავალნაკადური პროგრამებისთვის, ვირტუალიზაციისთვის და ა.შ., ხოლო მეორე – … ეჰ რავიცი რავიცი, ცოტა თქვენც მოტვინეთ ახლა! შეიძლება რვაბირთვიანი პროცესორი უფრო უკეთესიც იყოს იმიტომ, პროგრამებში ძირითადად 16 ბირთვზე გაწერილი სკალირებებია გამოყენებული, ხოლო 2×8 ბირთვი რამდენს უდრის? მართალა, 16-ს. გინდ ერთ 8-ბირთვიანი აიღეთ 16 ნაკადით, ან ორი რვიანი 16 ნაკადით… რომელიც არსებობს მოკლედ. თანაც 8-ბირთვიანს უკეთესი ფასი აქვს… უი, მგონი უკვე გავაბანძე 12-ბირთვიანი. Cinebench 11.5. რენდერინგი. პროგრამა 16 ნაკადზეა გათვლილი (აი ხომ ვამბობდი არა? http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/babu.gif ). http://images.geotorrents.com/images/xnk05zvzarf5nb5kia05.png მართალია ტესტში 6174 ძალიან ახლოსაა ზეონთან, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც პატარა და მარტივ სცენების რენდერინგზე მიდგება საქმე, ზეონი აუცილებლად უკან ჩამოიტოვებს ოპტერონს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/user.gif . გარდა ამისა ზეონი ერთნაკადიან ოპერაციებსაც უფრო მალე შეასრულებს… გადავიდეთ შემდეგ ტესტზე: Rendering: Blender 2.5 Alpha 2 საერთოდ ტესტში 3Ds max უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ პროგრამას სერვერის ოპერაციულ სისტემასთან ( Windows 2008 Enterprise R2 64-bit) მუშაობა არ შეუძლია და იქრაშება, ამიტომ ულთიმეთ ბლენდერს მიმართეს… სცენაში (რომელსაც ქვემოთ ხედავთ) გამოყენებული იქნა 2560×1600 გაფართოება, 16x ანტი-ალიასინგი და რეიტრეისინგი. რაც შეეხება ნაკადების რაოდენობას, იგი “ავტომატურზე” დააყენეს, ანუ ერთი ნაკადი თითო პროცესორზე. http://images.geotorrents.com/images/64quyj08mhnqyl1zuq7x.jpg შედეგები ასე გამოიყურება: http://images.geotorrents.com/images/9mkzv5itbo5q7jxqlum.png ეს კი იგივეა, ოღონდ ლინუქსისთვის: http://images.geotorrents.com/images/pb621y6c7sne7497iuk.png როგორც ჩანს ოპტერონები ლინუქსს უფრო სწყალობენ, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ AMD-ს 12-ბირთვიანი “შედევრი” ამავე ფირმის ექვსბირთვიანს ვერ სჯობნის. ბენჩმარკი “Oracle OLTP – Calling Circle” არ ვიცი ეს რა ბენჩმარკია, მაგრამ სამწუხაროდ AMD-მ აქაც ვერ გამოიჩინა თავი: http://images.geotorrents.com/images/pqkkbv179zt0rwiqraeh.png P.S. ვინმემ ხომარ იცით ბოლო ზეონი რატომ “გააშავეს”? http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/ugly_confused2.gif საიტის მართვა - Nieuws.be ზემოაღნიშნული საიტი მგონი ბელგიური გახლავთ. იგი 2008 წელს შეიქმნა web 2.0 ტექნოლოგიით (თუ არსებობს ასეთი) და 100GB-ზე მეტი მოცულობის მონაცემთა ბაზა აქვს. ქსელის საშუალო გამტარობა 6.5MB/s, ხოლო მაქსიმალური – 14MB/s-ია. DQL უდრის ორს. იმედია გამგები გაიგებს ეს რა ოხრობა პარამეტრებია… შედეგი კი ასე გამოიყურება: http://images.geotorrents.com/images/9udiejvxizeio4l3o3ja.png როგორც ხედავთ (ფუ, ისევ ეს ფრაზა), აქ გამოჩნდა სხვაობა რეალურ (AMD) და ვირტუალურ (Intel) ბირთვებს შორის. ოპტერონი ზეონს 20%-ით სჯობს. ვირტუალიზაცია - VMmark http://images.geotorrents.com/images/xyk4odve4fq3aqqqxbhm.png შედეგი სახეზეა, ბევრი ბალდუნით თავს არ შეგაწყენთ. წარმადობისადმი მომთხოვნი პროგრამის ვირტუალიზაცია - vApus Mark I http://images.geotorrents.com/images/bjcs8r9toolv2nbxfe8e.png http://images.geotorrents.com/images/ubcxeaju4htum4njbk7.png კოდირების ბენჩმარკები: http://images.geotorrents.com/images/y6pynk3tqcwb3276btp.png http://images.geotorrents.com/images/o4i2f2nskotv9ii3nixd.png http://images.geotorrents.com/images/1uafpxmkv6bw9o8nf1q7.png http://images.geotorrents.com/images/t97g37t5916rqe0gh6x2.png ფაქტობრივად სანდრას გარდა 12-ბირთვიანი ოპტერონი ყველგან ლიდერობს. ენერგომოხმარება: სამწუხაროდ აქ არანაირი გრაფიკი, ცხრილი ან განმარტება არ გვაქვს. სამაგიეროდ გვაქვს თეორიული აბდაუბდა, რომელიც ასე გამოიყურება: http://images.geotorrents.com/images/sz42zpntq43iyk4yf8.jpg ჰოო, C1E-ს შეუძლია შემდეგი რამ: 1. ბირთვების გათიშვა; 2. L3 ქეშის, (NB) ნორთბრიჯის და მეხსიერების კონტროლერის სიხშირეების შემცირება; 3. HyperTransport ლინკების ენერგოეკონომიურ რეჟიმში გადაყვანა; 4. DRAM Dll-ის გათიშვა; 5. მეხსიერების “precharge” რეჟიმიდან “self refresh” რეჟიმში გადაყვანა, რაც ასევე ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს (რა კარგი რამე ყოფილა კაცო ეს C1E http://www.overclockers.ge/forum/public/style_emoticons/default/D.gif) ჰოდა, პატიოსან სიტყვაზე უნდა ვენდოთ ანანდტექის მიმომხილველებს, რომ 12-ბირთვიანი Opteron 6174 263 ვატ ენერგიას მოიხმარს. „ —————————————————————– ეს რომ ჩვეულებრივი პროცესორი იყოს, ალბათ ინტელს გირჩევდით, რადგან მისი უპირატესობები, დამზადების ტექნოლოგიიდან დაწყებული, ენერგომოხმარებითა და სისწრაფით დამთავრებული, აშკარაა, მაგრამ ეს სასერვერო ბაზარია (ბაზარი “market” და არა ბაზარი “talk”), ამიტომ რამის თქმისგან თავს შევიკავებ, თქვენთვის მომინდვია ეს ღრმად თუ დიდად საპატიო საქმე. overclockers.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/archevnebi-150x130.jpgსაქართველს პრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით , ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს დაინიშნა. საქართველოს კონსტიტუციის 104 (3) მუხლისა და საქართველოს საარჩევნო კდექსის 129 (13 ) მუხლის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გაიმართება. Aამ დროისათვის თბილისის მერობის სურვილი 13 კანდიდტმა გამოთქვა. ჯერ არ არის ცნობილი ,თუ ვინ იყრის კენჭს თბილისის მერის არჩევნებში სახელისუფლო გუნდიდან. იხილეთ epn.ge
  3. დღეს განხილული PSU GE-S800A-D1 სიმძლავრით 800 ვატი Gigabyte-საგან. http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166908.jpg ODIN GT კვების ბლოკთა შტო არის მოდულარული,აქტიური PFC და მარგი ქმედების კოეფიციენტი 80%(სერთიპიკატი 80 PLUS) ამ მოდელის ყველა სერიას გააჩნია 4 წყარო +12 ვოლტზე. 140მმ-იანი ჩუმი ქულერი და იაპონური კონდენსატორები http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166895.jpg Gigabyte ODIN GT-ს აქვს სრული კონტროლი მის ტემპერატურაზე,შესაძლებელია ზუსტი პარამეტრების დაყენება Power Tuner (P-Tuner)-ის დახმარებით. USB-აქსესუარი Gigabyte PSU Gauge რომელიც ამცნობს მის მოხმარებულ ელ.ენერგიას. მონაცემები: http://i066.radikal.ru/1003/0f/47827045bfda.jpg გარებნობა: http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166896.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166897.jpg კვების ბლოკის წონა 2,5კგ-ა,რკინის კოლოფი შავი გაკაწვრამედეგი საღებავით. http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166907.jpg Gigabyte GE-S800A-D1-ს მოდულარული სადენები: 1 ცალი (მუხსნელი) 24 კონტაქტიანი კონექტორი 1 ცალი (მუხსნელი) 4+4 კონტაქტიანი კონექტორი EPSთვის და დედა პლატისათვის 1 ცალი (მუხსნელი) 4 კონტაქტიანი კონექტორი +12 ვოლტზე 4 ცალი მოსახსნელი 8(6+2)კონტაქტიანი PCI Express +12 ვოლტი 6 ცალი SATA სადენი,2 მასახსნელი 5 MOLEX კონექტორი,პლიუს FDD-2 მოსახსნელი სადენით. კვების სადენი და ქულერის სიჩქარის კონტროლი 4 სადენი თერმოსაზომით USB ინდიკატორის სადენის შესაერთებელი USB პორტი. http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166902.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166903.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166905.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166906.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166910.jpg 140-მმ-იანი ქულერი D14BH12 Yate Loon Electronics-ის წარმოების (12В, 0,7А) http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166911.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166909.jpg ქულერის განათება თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება. სქემის პირველ ჯაჭვში დგას 390 მიკროფარატიანი х 400 ვოლტიანი კონდენსატორი. http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166912.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166914.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166913.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166901.jpg გაგრილებისთვის საჭირო ხვრელები დაფარულია გამჭვირვალე პლასტიკატით. პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი და მისი დარეგულირება: http://i032.radikal.ru/1003/df/8aa315d7df8e.jpg თუ ერთრთმა მახასიათებელმა აანთო წითლად ე.ი მახასიათბელი ზღვარს მიღმაა. http://s60.radikal.ru/i168/1003/76/c775b4a8c962.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/17/167461.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/17/167462.jpg Gigabyte P-Tuner-ით შეგიძლიათ სისტემის კრიტიკული მომენტის გაგება: Watt , Voltage , Current , Fan Speed, Temperature ….. ეს აქსესუარი Gigabyte PSU Gauge ODIN GT სთვის ცალკე იყიდება http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166916.jpg ეს აქსესუარი ანახებს ტემპერატურას,ვატს,ქულერის სიჩქარეს http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166915.jpg გატესტვის შედეგები: http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166898.jpg Gigabyte GE-S800A-D1-ის შედეგები: http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166892.gif http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166893.gif http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/167000.png Gigabyte ODIN GT 800W (GE-S800A-D1)-ს ფასი ~300 ლარია(6000რუბლი) USB-აკსესუარი Gigabyte PSU Gauge კი ~50 ლარი(1000რუბლი) http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/15/166900.jpg http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2010/03/17/167463.jpg overclockers.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_61179-150x150.jpg_ ეროვნულმა საბჭომ, საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის პროექტი, დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან ავთანდილ დემეტრაშვილთან წარადგინა. შეხვედრა ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების, კახა კუკავას და ალექსანდრე შალამბერიძის თხოვნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში გაიმართა. სტუმრებმა საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის, კომისიის მიერ განვლილ პერიოდში გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თავის მხრივ ალექსანდრე შალამერიძემ და კახა კუკავამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს გადასცეს დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური რეფორმის, მათ მიერ შემუშავებულ ექვს ძირითად პრინციპს. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili37-150x150.jpg“სახალხო დემოკრატები” დიდი დიღომის და ვაშლიჯვრის დეპუტატობის კანდიდატად მაკა ჭიჭიაშვილს წარადგენენ. ამის შესახებ “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილი ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ ოჯახთან შეხვედრის დროს განაცხადა. ივანიშვილის განცხადები,თ ოჯახთან შეხვედრა მაკა ჭიჭიაშვილის დახმარებით მოხდა, რომელიც პარტიის აქტიური წევრია. ოჯახს ესაჭიროებოდა სამედიცინო პროცედურები და ქალბატონმა მაკამ თავისი ხარჯებით და მეგობრების ხელშეწყობით უზრუნველყო ოჯახის დახმარება. “სახალხო დემოკრატების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ თუ მომავალში ვაშლიჯვრის და დიდი დიღმის მოსახლეობა ნდობას გამოუცხადებს ქალბატონ მაკას რაიონში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. მერობის კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის განცხადებით ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან მომავალშიც შეხვდებიან, რომ უკეთესად გაეცნონ ხალხის პრობლემებს. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/a1260539501-150x150.jpg_ ეროვნულმა საბჭომ საკონსტიტუციო კომისიაში საბჭოს ინიცირებული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პროექტი შეიტანა. როგორც ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა და “ხალხის პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მმართველობის საპრეზიდეტო მოდელი, რომელიც დღეს საქართველოშია უზურპირებულია პრეზიდენტის მიერ. პროექტი ინიცირებულია ეროვნული საბჭოს მიერ და ის როგორც ერთ ერთი პროექტი საკონსტიტუციო კომისიაში დაიდება განსახილველად. “ჩვენ არ გვაქვს იმედი იმისა, რომ პროექტს განიხიოლავენ, მითუმეტეს იმედი არა გვაქვს, რომ პრეზიდენტი მიიღებს მას, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საპრეზიდენტო ერთპარტიულ მართველობას გავაუქმებთ”, _ განაცხადა ალექსანდრე შალამბერიძემ. შალამბერიძის განცხადებით, საპარლამენტო მოდელი აუცილებელია ქვეყნის ნორმალური განვითარებისა და წინსვლისათვის. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/lari-1-150x130.jpgსაქართველოს ეროვნული ბანკში დღეს სავალუტო აუქციონი გაიმართა. როგორც “ექსპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი გაიყიდა. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7493 შეადგინა. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba110-150x130.jpgბათუმის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბეგლარ აბაშიძე თანხის თაღლითური გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. აბაშიძემ მოქალაქეს ხის მასალის ტრანსპორტირებისას მოსალოდნელი პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, თაღლითური გზით 200 ლარი გამოსძალა. დაკავებულმა დანაშაული აღიარა . გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, აბაშიძეს ბრალის დამტკიცების შეთხვევაში 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. იხილეთ epn.ge
  9. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის აზრით, უმწეოთა შეფასების ახალი კრიტერიუმების პროგრამა უმწეოთა ბაზას სერიოზულად არ შეცვლის. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით ცვლილებები პრაქტიკულად უკვე დანერგილია და ახლა უკვე იურიდიულად ფორმდება. View the full article
  10. წყნეთში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული შენობების გადახურვის სამუშაოები დასრულდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს ყოფილ ცეკავშირის სახლში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ინდივიდუალურ გამრიცხველიანების საკითხი დაახლოებით ერთ თვეში მოგვარდება. View the full article
  11. მშობელთა მზრუნველობასმოკლებულ და მიუსაფარ ბავშვთა სახლებში მყოფი იურიდიული სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის საბანკო ანგარიშები გაიხსნება. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, უდედმამო ბავშვთა სახლებში არის ბავშვების გარკვეული ნაწილი, View the full article
  12. კამპანიის სოლიდარობა უკანონო პატიმრებს წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს იმ 50 პირის სია გამოაქვეყნა, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. უკანონო პატიმართა ახალი სია დღეს სახალხო დამცველის ოფისში გამოქვეყნდა, სადაც ეკა ბესელიასთან ერთად, პატიმრების ოჯახების წევრები შეიკრიბნენ. View the full article
  13. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით ხვალ თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც პირWელს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციაზე დაყრდნობით აცნობეს, ხვალ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება საგურამოს ქვესადგურის თ-1 ძალოვან ტრანსფორმატორზეა დაგეგმილი, View the full article
  14. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას განცხადებით, ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, რასაც პოლიტიკური კრიზისიც მოჰყვება . ეს განცხადება ჭანტურიამ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია. ასეთ ვითარებაში ინვესტიციების მოზიდვა View the full article
  15. მთავრობა დღეს უმწეოთა შეფასების ახალი კრიტერიუმების პროექტს დაამტკიცებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომლის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის დეტალური განხილვა გასულ კვირას პარლამენტში გაიმართა. View the full article
  16. დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე გადის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას უპირისპირებს. როგორც ცაგარეიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/15.jpeg- საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთის არცერთ ოფიციალურ პირს, გუშინ მომხდარ აფეთქებაში ქართული კვალის შესახებ, კომენტარი არ გაუკეთებია. ვაშაძის თქმით, შეიძლება დუმაში ვიღაცას ასეთი სულელური და შიზოფრენული აზრი მოუვიდეს თავში, მაგრამ ის ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. “საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, პრეზიდენტმა ტერორიზმი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ასევე განაცხადა, რომ ტერორიზმი განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ის მშვიდობიანი ადამინების წინააღმდეგ არის მიმართული,” – განაცხადა ვაშაძემ. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/uniInc.php_-150x150.jpg- უახლოეს პერიოდში ბუქარესტში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტეოდორ ვაკონსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა კარგი ურთიერთობები განავითარეს რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუქარესტში გრიგოლ ვაშაძეც მიიწვია და დასძინა რომ ეს ვიზიტი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/viza-150x150.jpgრუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტეოდორ ვაკონსკი იმედოვნებს, რომ საშინაო მიღწევების გამო, საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი და ვაჭრობა გაუმარტივდება. ამის შესახებ, მინისტრმა დღეს, გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში რეფორმების კუთხით ახალი მიღწევებია. “თქვენს ქვეყანაში არის რეფორმების კუთხით ახალი მიღწევები. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა გაქვთ. ეს ყველაფერ კი იმედი გვაქვს დადებითად აისახება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციისთვის. რუმინეთი ყოველთვის განიხილება საქართველოს მეგობარ ქვეყნად და ჩვენი მხრიდან, თქვენ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ასევე ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ჩვენი მხარდაჭერა გექნებათ,” – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მინისტრის თქმით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნება რუმინული ენის კათედრა და ასევე რუმინეთში ჩამოყალიბდება ქართული ენისა და კულტურის კათედრა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/logo7-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების მიზნით ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ კანონში ცვლილებებს მოითხოვენ და ინიციატივითაც გამოდიან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრაქციის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, ცვლილებებით ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი ოფიციალურად მიენიჭებათ მრავალშვილიანის სტატუსი, რაც ავტომატურად უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის შეღავათებს განათლების, ჯანდაცვის და ბინათმოწყობის საკითხებში. მისი შეფასებით, მრავალშვილიანები ყველაზე დაუცველები არიან, რადგან მათთვის არცერთი შეღავათი არ არსებობს. ,,კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ სამარცხვინო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც 7 არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში ოჯახს ეძლევა თვეში 35 ლარი. ეს ნორმაც 2007 წლამდე მოქმედებდა და დღეს უფუნქციოა. დედები არჩევანის წინაშე დგანან შეუძინონ ბავშვს სახელმძღვანელო თუ ფეხსაცმელი’’, – განაცხადა ანიკაშვილმა. ანიკაშვილის თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ოჯახებში ჯანსაღი და განათლებული ადამიანების აღზრდას. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2009102205311-150x150.jpgსაქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე, ხოსე ბონო მარტინესი ეწვია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხოსე ბონო მარტინესი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდება. სტუმარი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდება. ასევე დაგეგმილია კულტურული პროგრამაც, რომლის ფარგლებში ესპანელი სტუმარი დაათვალიერებს ძველი თბილისის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, სამებისა და მეტეხის ტაძრებს, ასევე ეწვევა მცხეთას, მოინახულებს ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის ტაძარს. 31 მარტს დაგეგმილია ხოსე ბონო მარტინესის ვიზიტი აჭარაში, ქალაქ ბათუმში. ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე საქართველოდან 1 აპრილს გაემგზავრება. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview.php_-150x150.jpg მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს მიაღწი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვეებელი წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტით გაიზარდა და 5.3 მლრდ ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.0 პროცენტით, ანუ 11.6 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.5 პროცენტით, ანუ 18.4 მლნ ლარით გაიზარდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 553.7 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ანუ 5.0 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.5 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.3 პროცენტით ანუ 30.6 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი. იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.6 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 3.1 პროცენტით ანუ 42.5 მლნ ლარით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.1 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 მარტისათვის 664.4 მლნ ლარით განისაზღვრა (1.2 პროცენტით ანუ 8.2 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით)` 11.6 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 348.1 მლნ ლარია (0.03 პროცენტით ანუ 92.0 ათასი ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. 2010 წლის თებერვლის თვის განმავლობაში 0.3 პროცენტით ანუ 6.1 მლნ ლარით შემცირდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 მარტისათვის 2.0 მლრდ ლარი შეადგინა. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2BDF3A97-52AE-4D28-8DA8-1AFF462BD651_mw800_mh600-150x150.jpgეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 36.0 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით გაიზარდა და 8418.5 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1532.9 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18.2 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.4 პროცენტი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 78.5 პროცენტი მიაღწია. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/13597-150x150.jpg_ საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2010 წლის 1 მარტისათვის 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, 1.2 პროცენტით ანუ 40.9 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მათივე ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 26.6 მლნ ლარით ანუ 2.1 პროცენტით და 13.7 მლნ ლარით 0.6 პროცენტით. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 მარტისათვის 72.7 პროცენტი შეადგინა – 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1 თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.2 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.0 პროცენტს. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.6 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 22.2 პროცენტს შეადგენს. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...