
planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
სამეგრელოში პრაიმერისტების ეროვნული საბჭოს აქტივისტებსა და სამართლადამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ინციდენტი ეროვნული საბჭოს ლიდერების მიერ სოფელ თეკლათთან ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვამ გამოიწვია. საპატრულო პოლიცია გზის გახსნას ცდილობდა, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. View the full article
-
23 მარტს თბილისში, აბასთუმნის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დმანისის რაიონში მიმალვაში მყოფი 26 წლის გოგიტა ამირანის ძე მარტიაშვილი დააკავეს. დაკავებული 23 მარტს აბასთუმნის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashadze1-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვის შორის დღეს, სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/inga-grigolia1-150x150.jpgყოფილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საქართველოში დღეს ჩამოდის და უახლოეს დღეებში წინა საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ,,ქრისტიან-დეოკრატების’’ წევრმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა. მისი თქმით, გრიგოლია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 24:00 საათზე ჩამოვა. ახვლედიანის შეფასებით, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა’’ თვითმართველობის არჩვენების მოსაგებად გრიგოლიასთან ერთად უფრო გაცილებით გაძლიერებული იბრძოლებს. ამასთან, დეპუტატის მტკიცებით, მათი მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას საარჩევნო კამპანია უკვე დატალურად არის გაწერილი და ასევე, იქნება გრიგოლიასიც, რომელიც უახლოეს დღეებში აქტიურად დაიწყებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ,,ადამიანების პრობლემების შესწავლის მიზნით და არჩევნების მოსაგებად საარჩევნო კამპანიაში გაძლიერებული ფრონტით ჩავერთვებით’’, – დასძინა ახვლედიანმა. შეგახსენებთ, რომ წარმატებული ყოფილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოლიტიკაში მიდის. იგი 30 მაისის თვითმართველობისა და ადგილობრივი არჩევნების მოსაგებად ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ რიგებიდან იბრძოლებს. გრიგოლია თარგამაძის საარჩევნო სიის პირველი ნომერიც იქნება. გრიგოლიასა და თარგამაძეს გუნდს შორის მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყოფილი ტელეწამყვანიც ყოფილი კოლეგების შეთავაზებას პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით დაეთანხმა. ამასთან, ინგა გრიგოლია დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად შემოდგომაზე მას შემდეგ წავიდა, რაც პირველ არხზე მისი გადაცემა ,,პოლიტიკური კვირა’’ დაიხურა. იხილეთ epn.ge
-
Landish, ბლოგერი landish.ge-დან! სწორედ ეს კითხვა დამებადა და ეჭვი შემეპარა იმაში, თუ რომელი გადაცემის ლაივზე ვიმყოფებოდი ამ ორშაბათს. ასეთი უკმაყოფილო ამ შოუთი მე ჯერ არ ვყოფილვარ. თუმცა, მანამ ჩემს უკმაყოფილების გრძნობას გამოვხატავდე, მინდა იმ კონკურსანტების შესახებ ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომლებიც ჩემი აზრით არანაკლებ იმსახურებდნენ ფინალში გადასვლას და მეტიც … პირველი, რა თქმა უნდა, ნინო ქუთათელაძეა, მოცეკვავე გოგონა, რომელმაც მეორე ნახევარფინალური შოუ გახსნა და თავი ორიგინალური ცეკვის გარდა ერთი პატარა დეტალითაც დაგვამახსოვრა. http://nichieri.ge/files/2010/03/nino.jpg ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი ცეკვა ჯგუფთან ერთად უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა ისინი შეცდნენ. სცენაზე მარტო დგომამ ხელი შეუწყო ნინოს სწრაფად ცეკვაში, რის გამოც ოპერატორებს მისი კადრში მოხვედრა ძალიან გაუჭირდათ. ასეთი მოქნილობა მოცეკვავეებში დიდი ხანია არ მინახავს და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო თავისი საქმის ექსპერტია და საქართველოში, ამ სტილის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი უძლიერესი მოცეკვავეა. მიუხედავად ამ ყველაფრისა ნინომ ვერ შეძლო ფინალში გადასვლა, თუმცა ეგ არაფერი, “რუსთავი 2″-ს მან მცირე ზარალიც მიაყენა გატეხილი სცენის სახით . ჯიმი ჯექსონზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, ჩემს სათქმელს უბრალოდ ეს ფოტო იტყვის : ) http://nichieri.ge/files/2010/03/jimi45.jpgჯიმი - 45 გრადუსი პ.ს. მას რომ კასტინგზე ასე ეცეკვა, არ გამიკვირდებოდა თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ იგი მეორე ტურში. აჭარული მუსიკის ჰანგებისა და ცეკვის ილეთების თანამედროვე მუსიკისა და ცეკვის ილეთებთან შერწყმა ასე ბრწყინვალედ მხოლოდ ჯგუფ “პლატინას” თუ გამოუვიდოდა. http://nichieri.ge/files/2010/03/save.jpg ჯერ კიდევ რეპეტიციაზე მქონდა მათი ნომრის ხილვის ბედნიერება და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – “ეს არის რაღაც”. ეს სწორედ ის “რაღაცაა”, რაც აქამდე არსად მქონდა ნანახი ან მოსმენილი. მახსოვს გეგას შეფასება მათი კასტინგზე გამოსვლის დროს – “ცოტა სინქრონი გაკლიათ”, – თუმცა ნახევარფინალის ნომერზე სინქრონის ნაკლებობაზე საუბარი ზედმეტია. არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მერაბ კირაკოზაშვილმა თავისი კბილებით. ის, რომ ეს კაცი მეორე ტურში ნამდვილ სანახაობას გვაჩვენებდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, თუმცა ის, რაც სცენაზე მოხდა, ასეთსაც ნამდვილად არ მოველოდი. http://nichieri.ge/files/2010/03/kira1.jpg კბილით მანქანის გათრევა და მაგიდის აწევა ჩემთვის უკვე ნაცნობი ნომერია, თუმცა სკამზე მჯდომი სიმპათიური გოგონას აყვანა და თავისი კბილებითვე გაშლილ სუფრასთან “მიპატიჟება” ყოველგვარი ფანტაზიის უნარს სცდება. ამ კაცს თავისი განსაკუთრებული კბილის გარდა ორიგინალური აზროვნების და შოუს კეთების უნარიც გააჩნია. სხვა დანარჩენებზე აღარაფერს ვისაუბრებ, რადგან სიმღერა, სიმღერა და კიდევ ერთხელ სიმღერა ჩემთვის მოსაბეზრებელია : ) მიუხედავად იმისა, სად მღერის ადამიანი, რა ასაკის არის იგი, რა გამოცდილება აქ მუსიკალურ სფეროში და ა.შ. ეს ყოველი ფაქტორი ჩემზე რეაქციას არ მოახდენს თუ ერთი და იგივეობასთან გვექნება საქმე. ის რომ მეორე ნახევარფინალის შედეგებით ყველანი გაოცებულები ვართ, ეს ახალი ამბავი არაა, განსაკუთრებით მაყურებელთა ფავორიტმა მოახდინა საზოგადოების გაკვირვება, მაშინ როდესაც უმეტესი ნაწილი პატარა მარიამის დასახელებას ელოდა და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ იგი ფინალში გადავიდოდა. ფინალში კი გადავიდა, მაგრამ … მასთან ერთად პირველი ადგილისთვის ისევ და ისევ მომღერალი, ლევან შავაძე იბრძოლებს, რომელიც უკვე მესამეა იმ 4 კანდიდატიდან, ვინც “წლის ნიჭიერის” სტასუსს მოიპოვებს. და აი აქ უკვე ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა… მაიამ უკვე შეძლო “ნიჭიერის” რაღაც ეტაპზე “გაპროფილება”, ახლა როგორც ჩანს ნიკას ჯერია და იგი თავის ორ მომხრესთან ერთად აქტიურად უძღვება ამ შოუს “გაჯეოსტარების” კამპანიას. როგორც მახსოვს მათ “შოუ” და მრავალფეროვანი ნომრები უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ სასიმღერო ნომრების გარდა ბევრი ხელთ არაფერი შერჩ(ებ)ათ. ახლა კი მაინტერესებს ხალხის აზრი, ჟიურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებაში თუ როგორი იქნება ფინალი. იქნება ეს მომღერლებით სავსე, თუ იქნებიან სხვა საინტერესო მონაწილეებიც, როგორიც არის “Next Level”, ან შეიძლებოდა ყოფილიყო ჯგუფი “პლატინა” და სხვ.? იქნება ეს რეალურად “ნიჭიერი”, თუ “ჯეოსტარის” განსხვავებული ფორმატი იქნება, სადაც აქცენტი ისევ და ისევ, მომღერლებზე იქნება გაკეთებული? : ) და ბოლოს, მე, როგორც “ნიჭიერის” რიგითმა მაყურებელმა, მინდა ვიხილო საინტერესო ფინალი, საინტერესო ნომრებით, სადაც ილუზიონისტებიც შეძლებენ ჩვენს გაოცებას, ცეცხლთანაც გვექნება საქმე, კარგად დადგმულ ცეკვებთანაც და რაღა თქმა უნდა სასიამოვნო ხმის მოსმენაც შეგვეძლება, თუმცა ვატყობ ამ უკანასკნელის გარდა დიდად ვერ ვიხეირებთ : ) nichieri.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-temur3-150x130.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, დღეს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს საგანგებო განცხადება “დიდი ზარი პოლიტიკოსებისთვის” გაუგზავნა. მიმართვა პირველად, თემურ შაშიაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. განცხადების მიხედვით, შაშიაშვილი ოპოზიციურ სპექტრს კონსულტაციებისკენ და ქვეყანაში არსებული პრობლემების განხილვისა და მათი მოგვარების გზების ძიებასათვის მოუწოდებს. განცხადება უკვე განთავსებულია “თეთრების” ვებ -გვერდზე www.tetrebi.org იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cixe-150x150.jpgთბილისში აბასთუმნის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დმანისის რაიონში მიმალვაში მყოფი გოგიტა მარტიაშვილი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია 23 მარტს, თბილისში აბასთუმნის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით თამარ თათულაშვილის მკვლელობაში. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/FashionWeek3-150x150.jpgდღეს თინათინ მაღალაშვილის 2010-2011 წლის, პრეტ-ა-პორტე შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართება. კოლექციაში წარმოდგენილია თხელი და სქელი ქსოვილების სინთეზი. კოლექციის თითოეული ნიმუში გაფორმებულია დიზაინერის მიერ. იგი განკუთვნილია საქმიანი ქალბატონებისათვის, შესრულებულია კლასიკურ სტილში, მაგრამ სინთეზურად წარმოდგენილია ავანგარდის ელემენტებიც. დიზაინერის შთაგონების წყარო გასული საკუნეების ბოჰემური საზოგადოებაა. ამიტომ კოლექცია მრავალფეროვნი და ელეგანტურია. ჩვენებას ტრადიციულად დახურავს საქორწინო კაბა. დეფილე საღამოს, 18 საათზე ,, თბილისი მარიოტში” გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sadenebi1-150x130.jpgქვესადგურ “კოჯორში” დაგეგმილი სამუშაოების გამო 1 აპრილს თბილისის მიმდებარე სოფლებს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. როგორც “ექსპრესნიუსს” თელასიდან აცნობეს “კოჯორში“ პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 1 აპრილს 11:00-დან 16:00-საათამდე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება სოფლების: კიკეთის, ბეთანიის, დიდებისა და კოჯრის მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IRI-150x150.gif“საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” საზოგადოებრივი აზრის კვლევა დაასრულა. გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 4-დან 13 მარტამდე ტარდებოდა. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი, 1000 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 800 კი თბილისიდან. გამოკითხვის ცდომილება 2.3 პროცენტს არ აღემატება. კვლევა “აი-არ-აის”(IRI) დაკვეთითა და “იუესეიდის”(USAID) დაფინანსებით ჩატარდა. “მერის არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?” ამ კითხვაზე გამოკითხული მოსახლეობის 46-მა პროცენტმა მოქმედი მერის გიგი უგულავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი; 9% მხარს არავის უჭერს; 16%-ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კვლევაში პარტიების რეიტინგიცაა მოცემული. რეიტინგულ პარტიათა სამეულში ლიდერობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 36% უჭერს მხარს, თბილისში კი 32%. მეორე ადგილზეა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ქვეყნის მასშტაბით 10%-ით, თბილისში კი 7%-ით. რეიტინგში მესამეა “ლეიბორისტული პარტია”, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს. პარტიის რეიტინგი რეგიონებში 8%-ია, თბილისში კი 7%. “ალიანსი საქართველოსთვის” რეიტინგის სამეულში ვერ მოხვდა. პარტიას ქვეყნის მასშტაბით 6%, თბილისში კი 7% უჭერს მხარს. ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” რეიტინგი 1% შეადგენს. “ვის შეუძლია რუსული აგრესიის პირობებში ქვეყნის მართვა ყველაზე უკეთ?”, – კვლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის 34% მხარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჭერს, 8% – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ გიორგი თარგამაძეს, 6% -”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიას, 5% – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილს, 4% – “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს კი გამოკითხულთა 3% უჭერს მხარს. “რომელ ლიდერს შეუძლია ქვეყნის მართვა ყველაზე უკეთ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს?” – ლიდერების რეიტინგი კვლევის ამ ნაწილში ასეთია: მიხეილ სააკაშვილს – 40%; გიორგი თარგამაძეს – 8%; ირაკლი ალასანიას – 5%; შალვა ნათელაშვილს – 5%; ნინო ბურჯანაძეს – 2%; ზურაბ ნოღაიდელს – 1%. საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ისიც არის გამოკვლეული, თუ როგორია მოსახლეობის პოლიტიკური დაინტერესება. გამოკითხული მოსახლეობის 42%-ის პოლიტიკური დაინტერესება დაბალია, 33%-ის საშუალო, პოლიტიკით მაღალი დაინტერესება მოსახლეობის მხოლოდ 24% აქვს. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულ კვლევაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავენ საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობაში. ისინი კველვას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს მონაცემები მოსახლეობის რეალურ განწყობას ასახავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/finansta5-150x84.jpgფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა 5 კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 36 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.000%–ით, მაქსიმალური 4.830%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.501%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sasamartlo1-150x130.jpgსაკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი ჰყავს. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოში სამ წევრს წარადგენს. სასამართლოს ხელისუფლების ქვოტით დანიშნულმა მოსამართლე ბესარიონ ლოლაძემ საკუთარი სურვილით, ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა და მის ნაცვლად, პლენუმის გადაწყვეტილებით ზაზა თავაძე დაინიშნა. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ზაზა თავაძე 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 2010 წელს დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალიზაციით საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირება. 1999 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ. საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლო ხელისუფლების ქვოტით კიდევ ორი წევრი ოთარ სიჭინავა და მაია კოპალეიშვილია წარმოდგენილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuliforumi1-150x130.jpg“ეროვნული ფორუმი” ამომრჩეველთა ხელახალი, ბიომეტრიული ფოტოს დახმარებით რეგისტრაციების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიები ძალიან გაბერილია და ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნისათვის აუცილებელია ამომრჩეველთა რეგისტრაცია არა პირადობის მოწმობით, არამედ ბიომეტრიული ფოტოს დახმარებით რომელიც იდენტიფიკაციის 99% იან გარანტიას იძლევა. “ბიომეტრიული ფოტო მოგვცემს საშუალებას ერთმა ამომრჩეველმა ორჯერ ან მეტჯერ ვერ მისცეს ხმა სხვადასხვა პირადობის მოწმობით, სხვადასხვა უბანზე”, _ განაცხადა ირაკლი მელაშვილმა. მელაშვილმა დღეს საარჩევნოდ გაყალბებული სიების შესახებ ისაუბრა, სადაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სატზე არსებული ინფორმაციები წარმოადგინა. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 1990 წლისათვის მოსახლეობა ქვეყანაში 5 400 000, ხოლო ამომრჩევლთა რაოდენობა 3 600 000 შეადგენდა. 2010 წლის მონაცემებით მაცხოვრებელთა რაოდენობა 4 400 000, ხოლო ამომრჩეველთა კვლავ 3 600 000 შეადგენს. “ასეთი მონაცემები ადასტურებს რომ სიები მეტისმეტად გაბერილია. შეუძლებელია მოსახლეობის 80% ამომრჩეველი იყოს. იმის მიუხედავად რომ მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო”_ განაცხადა ირაკლი მელაშვილმა. მისი თქმით, სიებში ერთი მილიონი ხმა უკვე გაყალბებულია. “ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ასეთ საარჩევნო გარემოში არჩევნებში მონაწილება შეუძლებელია და არანაირი აზრი არა აქვს”_ აცხადებს ირაკლი მელაშვილი. ამომრჩეველთა ბიომეტრიული ფოტოს დახმარებით რეგისტრაციების ტექნიკური კუთხის შესახებ პროექტის პრეზენტაციას, უახლოეს დღეებში გამართავს. იხილეთ epn.ge
-
http://i.ytimg.com/vi/GmisNNys6Sw/2.jpgVideo: Ramaz Chikviladze - Ghvinov Kakhuro Added by user: Sando Date: 31.03.2010 (4:53) Description: რამაზ ჩიკვილაძე - ღვინოვ კახურო (ცანგალა)<br> სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/UIsoM1Afrk4/2.jpgVideo: Valery Meladze - Obernites (Official) Added by user: Sando Date: 31.03.2010 (3:07) Description: Валерий Меладзе & Григорий Лепс - Обернитесь<br> სრულად
-
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ქართული მხარე კრელმში გაკეთებული განცხადებების საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ხაზგასმას მუდმივად ახორციელებს და მოსკოვი, საკუთარი სურვილების მიუხედავად, საერთაშორისო კონიუნქტურას ანგარიშს უწევს . View the full article
-
პრაიმერისტების ეროვნული საბჭოს მხარდამჭერები ზუგდიდისკენ ფეხით მიემართებიან. აღნიშნულ ინფორმაციას მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის პრეს-სამსახური ავრცელებს. მისივე მტკიცებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში სოფლის რწმუნებულმა გია ჭითანავამ სამართალდამცველებთან ერთად ეროვნული საბჭოს მხარდამჭერებით სავსე View the full article
-
ეროვნული ფორუმის პოლიტიკური მდივნის ირაკლი მელაშვილის განცხადებით, საქართველოს ამომრჩეველთა სიაში მინიმუმ, ერთი მილიონი ადამიანის გვარი ზედმეტია . როგორც მელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის თქმის საფუძველს მას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები აძლევს, View the full article
-
დღეიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების მიერ შესაბამისი განაცხადების წარდგენა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური პარტიებისგან განსხვავებით, იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდებიან, განაცხადთან ერთად, ცსკ-ში 30 ათასი ხელმოწერის წარდგენა ევალებათ. View the full article
-
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბორჯომში, ყოფილ სანატორიუმ პლატოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა. როგორც პირWელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა View the full article
-
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ქართული სპეცსამსახურების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კონტაქტებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გასაკვირი არა პატრუშევის ეს განცხადება, არამედ ისაა, რომ მან ამ განცხადების გაკეთება დააგვიანა . რუსეთში ქართველების გაებრაელება ხდება . View the full article
-
ქრისტიან-დემოკრატები რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას მოსკოვში მომხდარ ტერაქტებში ქართული კვალის შესაძლო არსებობის თაობაზე საქართველოსათვის ახალი ომის გამოცხადების საწინდარად აფასებენ. ქრისტიან-დემოკრატები მიმართავენ პრეზიდენტს, გადაუდებლად დანიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა. View the full article
-
ქრისტიან-დემოკრატები მთავრობის მეთაურს ნიკა გილაურს სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციის სამართლიანი და თანასწორი გადაანგარიშების მექანიზმის აღდგენის მოთხოვნით მიმართავენ. ქრისტიან-დემოკრატების წერილობითი მიმართვა მთავრობის კანცელარიაში View the full article