Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.polity.ge/images/catalog/blog/maia_mukhiguli/mastopatia.jpgქალებში განვითარებულ ავთვისებიან, სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია მკერდის კიბო. კიბოსწინარე დაავადებებიდან ძალიან დიდი მნიშვნელვნელობა ენიჭება მასტოპათიას - სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებს, რომლებიც 4-5-ჯერ ზრდიან კიბოს წარმოქმნის რისკს. polity.ge
  2. კომპანია AMD-მ ისე გადახუნძლა ბაზარი პროცესორებით, რომ ვისი კეში ვის კრისტალშია ვეღარ გაიგებს კაცი, მაგრამ ამით არ კმაყოფიდლება და ამა წლი მეორე კვარტალში კიდევ ორი პროცესორის გამოშვებას აპირებს. ეს იქნება AMD Athlon II X3 445 და 450. http://images.geotorrents.com/images/k8hm74xbdglkee69g8r0.jpg პირველ პროცესორს 3.1GHz სიხშირე ექნება, ხოლო მეორეს – 3.2GHz. სავარაუდოდ პროცესორები 45nm-იან Rana ბირთვზე არიან აგებულნი, აქვთ 1.5MB მეორე დონის კეში და 95 ვატი TDP ექნებათ, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციაა. overclockers.ge
  3. აი მოდის და მოექანება კომპანია ენ-ერის HP-Slate, რომელიც უნდა იქცეს დამპალი ვაშლის წარმოების iPad-ის კონკურენტად და ცნობილი გახდა ამ ჯადო-მოწყობილობის მონაცემებიც! მოდით გავეცნოთ და შევადაროთ… http://images.geotorrents.com/images/v10etvpxdwmwegzqip2.jpg ფორმატი – 8.9″ (iPad – 9.7″) სისქე – 14.7მმ (iPad – 13.4მმ) წონა – 670 გრამი (ვაშლი – 680/730 გრამი) გაფართოება – 1024×600 (iPad – 1024 x 786) სენსორული ხელსაწყო – კალამი პროცესორი – Intel Atom Z530 (1.6GHz) ოპ. მეხსიერება – 1GB SSD – 32/64GB დამატებითი მეხსიერება – SD/SDHC/SDXC მაქს. 128GB სიდიდით. ერთი USB 2.0 პორტი http://images.geotorrents.com/images/62nywz19g8x6dbpszx.jpg http://images.geotorrents.com/images/qo8o0evwos0sss9j99.jpg გარდა ამ ყველაფრისა, კომპიუტერი აღჭურვილია სპეციალური პორტით, სადაც შეგიძლიათ USB-კონექტორიდან დაწყებული და HDMI პორტით დასრულებული, ყველაფერი შეაკვეტოთ (სპეციალური კოდეკის მეშვეობით Slate-ს შეეძლება 1080p ხარისხის ვიდეოს ჩვენება, ოღონდ არა საკუთარ დისპლეიზე). აკუმულატორი ხუთ საათიან მუშაობაზეა გათვლილი. მოწყობილობას აქვს ოპერაციული სისტემა Windows 7 Home Premium, WiFi 802.11b/g სტანდარტის მხარდაჭერა, Bluetooth პორტი, WWAN და GPS სისტემები… აგრეთვე მყიდველის სურვილისამებრ გათვალისწინებულია 3G მოდემიც. 32GB-იანი სლეიტის ფასი “სულ რაღაც” 550 დოლარი იქნება, ხოლო 64GB-იანისა – 600$ (ეფლთან შედარებით მართლაც “სულ რაღაც”. ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო რა ) overclockers.ge
  4. უყურეს კომპანია NEC-ში ხალხის ცოდვილობას ATI Eyefinity-სთან, იფიქრეს რა ვქნათ რა ვქნათო და მოიფიქრეს NEC P521: სურათმა არ მოგატყუოთ, დისპლეი არის 52-დუიმიანი. აქვს 1920×1080 გაფართოება (მეტს რატომღაც არ აქაჩინებენ), ონტრასტულობა 2000:1 უდრის, ხოლო სიკაშკაშე – 700 კანდელი კვადრატულ მეტრზე. დისპლეის აქვს Ethernet, DisplayPort, DVI-D, HDMI, Component, Composite და სხვა მრავალგვარი კონექტორი. აგრეთვე გააჩნია IP Tuner და QAM Tuner. დისპლეი გაყიდვაში ამ თვის ბოლოსკენ გამოვა და 3000 დოლარი ეღირება. overclockers.ge
  5. ATI FirePro ეს არის პროფესიონალური ვიდეოდაფა, Nvidia QuadroFX-ის კონკურენტი. ჰოდა რადეონების მეხუთე სერიის გამოსვლის შემდეგ ფაირპრო სერიასაც შეემატა ახალი ვიდეოდაფა - ATI FirePro V8800: http://images.geotorrents.com/images/zt6r0k533yoplwdcdxu1.jpg მახასიათებლებით იგი ფაქტობრივად HD 5870-ია. აქვს 1600 ნაკადური ბირთვი, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი, 2GB GDDR5 მეხსიერება და 825/4600MHz სიხშირეები. ენერგომოხმარება 225 ვატს არ სცდება. “უკანა” პანელზე აქვს ოთხი DisplayPort კონექტორი. overclockers.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kvitashvili-aleqsi.jpgკომპანია “ბლოკ ჯორჯიას” 100 ახალი საავადმყოფოს აშენების შეუსრულებლობის გამო ის სანქცია და ფინანსური ჯარიმა დაეკისრება, რომელიც კანონის მიხედვით არის გაწერილი. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაანგარიშდება ის, თუ რა აქვს კომპანიას გაკეთებული და რა გასაკეთებელი, რის მიხედვითაც განისაზღვრება კომპანიის სანქცია. წინასწარი ინფორმაციით, ჯარიმა რამდენიმე მილიონი დოლარია. ამასთან, “თი-ბი-სი ბანკი” კომპანიის ვალდებულებების ნაწილს დააფინანსებს, დარჩენილი ჯარიმის გადახდა კი თავად კომპანიას მოუწევს. რა თანხის გადახდა დაეკისრება კომპანიას, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kancelaria-150x146.jpgმთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში სადაზღვეო კომპანიების ტენდერი მიმდინარეობს. ტენდერში 27 ლოტია გატანილი და 11 კომპანია მონაწილეობს. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2011 წლიდან სადაზღვეო კომპანიებმა, მათთან დაზღვეულ ადაიანები უნდა მიიყვანონ მაღალი დონის საავადმყოფოებში, მხოლოდ დაბალი ტარიფით. შესაბამისად, კომპანიებს ევალებათ ააშენონ თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, ან უკვე არსებული გაარემონტონ. მთვარი მიზანია, კომპანიებმა კლიენტებს მაღალი დონის მომსახურება შესთავაზონ. კვიტაშვილის განცხადებით, გამარჯვებული კომპანიებს კონტრაქტი 3 წლით გაუფორმდებათ და მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიები მოსახლეობას ხარისხიან და იაფ მომსახურებას გაუწევენ. იხილეთ epn.ge
  8. http://s52.radikal.ru/i136/1004/3c/60fa12013a6e.jpg როგორც იუწყევა Sky Sports, ლივერპული დაინტერესებულია “ლაცოის,” მცველის ალექსანდრ კარალიოვის შეძენით. კარალიოვით ასევე დაინტერესებულია მადრიდის რეალი. ლაციოს ბოსების თქმით, ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ მიუღიათ არცერთ გუნდიდან, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულში “ევროპული” გრანდები მიმართავენ მათ წინადადებებით. “ყოველ დღე სხვადასხვა წყაროებიდან მე მესმის, რომ ჩემი შეძენა უნდათ სხვადასხვა ევროპულ გუნდებს, განაცხადა კარალიოვმა ინტერვიუში “laziosiamonoi.it-სთან” “ “მე მახარებს, რომ ჩემზე ინტერესს იჩენენ, ესეთი გრანდები როგორებიცაა , მილანის ინტერი, მადრიდის რეალი და ლივერპული, მაგრამ ჯერ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა არც ჩემთან და არჩ ჩემს აგენთან. როგოც იუწყება “იტალიური” პრესა ყოფილი თანაგუნდელმა კოროლიოვის, გორან პანდევმა თვითონ სთხოვს მილანია ინტერის მთავარ მწვრთნელს ჯოზე მოურინიორ რომ შეიძინოს, კარალიოვი. წყაროა:skysports.com View the full article
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo-saministro6-150x130.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 5-6 აპრილს ბრაზილიაში, ქალაქ რიო დე ჟანეიროში ძლიერი წვიმების შედეგად 100-მდე ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს. სპეციალური განცხადება დიპლომატიურმა უწყებამ უკვე გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. იხილეთ epn.ge
  10. კვირას სან სიროზე მილანს ადვილი მატჩი რომ არ ელის ეს აშარაა და თან ბოლო ხანებში კარგად ათამაშებულმა კატანიამ და მისმა ფეხბურთელებმა მილანს მუქარა შეუთვალეს. კერძოდ კი კლუბის უდავო ლიდერმა ჯუზეპე მასკარამ განაცხადა, რომ ის მილანს გოლს გაუტანს. შეასრულებს თუ არა ჯუპეზე მუქარას ამას კვირას გავარკვევთ. “პირელ მატჩში მილანმა დაგვამარცხა, მაგრამ ახლა ეს სულ სხვა კატანიაა. ჩვენ ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეგვწევს. მე მილანის კარში ჯერ გოლი არ მაქვს გატანილი. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი დიდი ჩემპიონები არიან და მათი არ დაფასება არ შეიძლება. ჩვენ მილანში სასურველი შედეგის მისაღწევად ჩავალთ. თუ ჩვენ ჩვენი სტილის ფეხბურთს ვითამაშებთ, ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას” - განაცხადა მასკარამ. სტატიის ავტორი Nutsu acmilan.ge
  11. http://i027.radikal.ru/1004/28/327278f931bb.jpg ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მას ისევე უნდა “ევროპის ლიგის” თასის აღება, როგორც მომოვალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. მერსესაიდელაბმა პირველ მატჩი დამარცხდენ “ლისაბონში” 2:1. გუნდისთვის ძალიან საჭიროა რომ მოვიგოთ “ევროპის ლიგის” თასი და გავიდეთ მეოთხე ადგილზე ინგლისის ჩემპიონატში. ასევე ბენიტესმა ისაუბრა “ბირმინგემთან” ფრეზე. ჩემი ბიჭები გაწბილებულები არიან ასეთი შედეგით, ისინი თამაშობდნენ კარგად, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მე ავუხსენი ფეხბურთელებს, რომ ცხვირი არ ჩამოეშვან, ყველაფერი წინაა, ჩვენ უნდა შევძლოთ დანარჩენი მატჩების მოგება, ჩვენს კონკურენტებს “მან სიტის” და “ტოტენჰემს” წინ რთული თამაშები ელით და იმედს ვიქონიებთ, რომ დაკარგავენ ქულებს – თქვა ბენიტესმა. წყაროა:Спорт-Экспресс. View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/merabiSvili-150x131.jpgმოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებელ პირად პრიმაკოვი დანიშნეს, რის შემდეგაც გაჩნდა საქართველოს მეფის პროექტი. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა რუსულ გამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში სათაურით “ომის ჯერ დასრულებულა” მერაბიშვილი, რუსეთთან ურთიერთბაზე, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე, 2008 წლის ომზე, ქართულ ოპოზიციაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ტელეკომპანია “პირველ კავკასიუზე” საუბრობს. “სამეფო გვარის- ბაგრატიონთა შთამომავალი სასწრაფოდ სხვა გენეოლოგიური შტოს წარმომადგენელზე დააქორწილეს და ამისთვის ქალი მეუღლესთან დააშორეს. და რა? პროექტი ჩაიშალა, ქორწინებასთან ერთად. მოსკოვში საქართველოსთვის ახალ მემკვიდრეს ეძებენ. მაგრამ ეს ძებნა უპერსპექტივოა. საქართველოში ამ ხალხის რეიტინგებს შეხედეთ და ყველაფერი ნათელი გახდება,”- აცხადებს მერაბიშვილი. “კომერსანტთან” ინტერვიუში ძალოვანი მინისტრი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პუნქტი საქართველოს მხრიდან “კარგი მეზობლობის” ნიშნად გაიხსნა. “რატომ არ უნდა გაგვეხსნა ეს პუნქთი? ჩვენ გახსნილები ვართ. ზემო ლარსის პუნქტზე ჩვენც არ გავცემთ ვიზებს (უფრო სწორედ, ვიზები მხოლოდ მძღოლებზე გაიცემა), მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთის მხარე ჩვენს მოსახლეობას ვიზებს არ აძლევს. მეტსაც გეტყვით, რუსეთი დსთ-ს მოქალაქეების გარდა, ამ პუნკტზე არავის უშვებს,”- აცხადებს მერაბიშვილი. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იგებს ამით სომხეთისაგან განსხვავებით საქართველო, მერაბიშვილი პასუხობს, რომ “უბრალოდ, ჩვენ კარგი მეზობლები ვართ”. ინტერვიუში მინისტრმა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზეც ისაუბრა, თუმცა ამ საკითხზე ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა “როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს? თავიდან გიორგაძე იყო, შემდეგ ებრალიძე, მერე ნოღაიდელი ახლა კი ბურჯანაძე,”- განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა “კომენრსანტთან” ინტერვიუში. იხილეთ epn.ge
  13. http://s59.radikal.ru/i166/1004/3a/bd4ee0c40f5b.jpg მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებმა ცუდი ამბავი გაიგეს – “კლასიკოში” “ბარსელონასთან” 10 აპრილს მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს კაკა, იტყობინება AS. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო მონაწილეობა ამ მატჩში. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა ტრავმა და ის აგრძელებს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს. უნდა ითქვას, რომ [...] სრულად ბარსამანიაზე
  14. http://www.ligafutbol.net/wp-content/2008/10/moratti.jpgForzaJuve.Ge "კალჩოპიოლის" სკანდალთან დაკავშირებულ, კიდევ ერთ აუდიო ჩანაწერს გთავაზობთ, რომელიც 2004 წლის დეკემბერში შედგა. ამჯერად მათზე მორატისა და ბერგამოს საუბარია აღბეჭდილი. View the full article
  15. ფინანსთა სამინისტრომ გადამხდელებს კიდევ ერთი ახალი სერვისი – ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია შესთავაზა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ განაცხადა, იმისათვის, რომ მომხმარებელმა ელექტრონული დეკლარირების სერვისით ისარგებლოს, View the full article
  16. სასტუმრო რედისონში თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების IV საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ფორუმი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა და მის მონაწილეებს დედაქალაქში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები გააცნო. ფორუმში ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, გერმანიის, ესპანეთის, ირლანდიის, View the full article
  17. ინფექციურ საავადმყოფოში ბოტულიზმის დიაგნოზით სამი ადამიანი მოათავსეს. მამა-შვილი ნაბიევები და კიდევ ერთი, 47 წლის მამაკაცი სახლის პირობებში დამზადებულმა პომიდვრის კონსერვმა მოწამლა. პაციენტები ბოტულიზმის გართულებული შემთხვევით საგარეჯოდან და და ზუგდიდიდან თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. View the full article
  18. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს პარიზში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძე საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლერშესა და ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და შეირაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს გი ტესიეს შეხვდა. View the full article
  19. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას თურქეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში საკუთარი წარმომადგენლები ეყოლება. წარმომადგენლებს დღეს სავაჭრო პალატის ოფისში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი წარადგენენ. View the full article
  20. ევროკავშირი სომხეთსა და თურქეთს ციურიხში მიღებული პროტოკოლის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Armenia Today ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონის განაცხადებაზე დაყრნობით იუწყება. View the full article
  21. ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, იმარატ კავკაზის ემირატს დოკა უმაროვს მოსკოვში ტერაქტების ორგანიზება არ შეეძლო. უმაროვი, რომელიც შიმშილით კვდება, აცხადებს, რომ მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორია. როგორ შეიძლება, ტერაქტები იმ კაცის მიერ იყოს ორგანიზებული, View the full article
  22. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისია ხვალ სხდომას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან ერთად გამართავს. კომისიის წევრები სახელმწიფო მინისტრთან ერთად იმ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ, რომლის საფუძველზეც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით View the full article
  23. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე აფრიკის დასახლებაში, ცისკარიშვილის #5-ში მდებარე ბავშვთა სახლ სათნოებას ესტუმრა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლები ბავშვებს ხარების დღესასწაულს მიულოცავენ, სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემენ და ასოციაცია მზეშინას დახმარებით, View the full article
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/mashvelebi2-150x150.jpg“თბილავიამშენის” აეროდრომზე ავიაკატასტროფის შედეგად გუშინ დაღუპულთა ცხედრები საკუთარ სახლებში გადაასვენეს. მთავარი პროზექტურიდან კონსტანტინე ჟუკოვსკი დიდუბეში, გელა გაბაშვილის ცხედარი კი რუსთავში გადაასვენეს. 29 წლის გელა გაბაშვილი საავიაციო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მომხდარის გამო, შექმნილია 10-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომედე გრძელდება. ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, საავიაციო ინსტიტუტის კუთვნილი ვერტმფრენი დაშვებისას შენობას წამოედო და კატასტროფის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე 17:30 საათზე მოხდა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...