Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს შანსები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლისა სამხრეთ აფრიკაში სულ უფრო და უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც “მილანის” საჭე ლეონარდომ ჩაიბარა. ამ ორი ბრაზილიელის დამოკიდებულება ძალიან მეგობრულია და როგორც ჩანს, ახალგაზრდა მწვრთნელმა გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს რონის ეროვნულ ნაკრებში თავის გამოსაჩენად, თუმცა ამისთვის ჯერ თამაშია საჭირო. Tuttosport-ის ცნობით, ლეონარდო ხშირად ეხმიანება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს და ესაუბრება რონალდინიოსა და მისი წაყვანის შესახებ სამხრეთ აფრიკაში, რა თქმა უნდა მას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ახასიათებს. ასევე რონის ძმა და აგენტი, რობერტო დე ასისიც აქტიურად ცდილობს დაეხმაროს დედმამიშვილს. რონის ერთი მხარდამჭერიც ჰყავს - ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო კაშეირა. მოკლედ, დუნგაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება და ვნახოთ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაუძლებს თუ არა ამდენი გავლენიანი პირის ხვეწნა-მუდარას და თავის მოსაწ####ბას. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  2. მხოლოდ ოთხი დღე დარჩა მანამდე, სანამ მადრიდის "რეალი" "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე" კატალონიის "ბარსელონას" უპასპინძლებს; თამაშამდე, რომელიც არა მარტო გამოავლენს გათამაშების უპირობო ფავორიტს, არამედ გახდება წყარო მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფ გულშემატკივართა უდიდესი სიამოვნებისა და აღტაცებისა; ქომაგებისა, რომლებსაც მიეცემათ საშუალება, ერთად იხილონ 105x68 მეტრი სიგრძე–სიგანის "თეთრ მართკუთხედზე" განლაგებული პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები... იხილეთ realmadrid.ge
  3. პირდაპირ ვიტყოდი, რომ უკვე ამ “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობამ რასაც ქვია, დაგვტანჯა. არამც და არამც არ აკლებენ ბოსნიელ ედინ ძეკოს ფასს და ჯიუტად იმეორებენ სიტყვებს: “40 მილიონი, 40 მილიონი!” ამჯერად “ვოლფსბურგის” გენერალურმა დირექტორმა, დიტერ ხენესმა გააკეთა კომენტარი ფეხბურთელზე. ” ჩვენ ვაწარმოებდით “მილანთან” მოლაპარაკებებს, მაგრამ მათ არ უნდათ იმდენის გადახდა, რამდენსაც ჩვენ ძეკოში ვითხოვთ. ჩვენს მოთხოვნას არ ვცვლით, ეს არის 40 მილიონი, (აქ კარგად ჩაჯდებოდა: “კაპიკი არ დააკლდება!!” -ავტ.) ან ეს თანხა “ვოლფსბურგს” გადმოერიცხება, ან არა და ძეკო ისევ ჩვენთან დარჩება!” ძეკო გერმანული გუნდის მაისურით 2007 წლიდან თამაშობს, 75 მატჩში 41 გოლი გაიტანა, ხოლო ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში 22 თამაშიდან 14-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგე გუნდების კარის დალაშქვრა. ის საკმაოდ მაღალია (1.92 მეტრი), ახალგაზრდა (24 წლის) და რაც მთავარია, რომ იტყვიან “გამტანი” არისო. თავად ფეხბურთელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ “მილანის” ფანია - ნათქვამი ისიც აქვს, რომ “მილანის” თამაშებს ყოველთვის ადევნებდა თვალს და ასევე ისიც უთქვამს, რომ “როსონერის” შარფების კოლექცია აქვს (ნეტა ერთი მაჩუქოს - ავტ.). შავ-წითლებს სჭირდებათ მაღალი დონის თავდამსხმელი, მე ჰუნტელაარს უფრო კარგად შევაფასებდი, ვიდრე ბორიელოს, მაგრამ მაინც საჭიროა ერთი სტაბილური ფეხბურთელი. იმედის დატოვება მაინც ღირს, რადგან არავინ იცის რა ხდება ამ ყველაფრის უკან დაფარულად. უამრავი ჭორ-მართალი იწერება, საბოლოოდ კი შეიძლება ყველაფერი მოულოდნელად და ჩვენდა გასახარად მოხდეს. და ჩემი აზრით მაინც დიდი შანსია, ძეკო ზაფხულში “მილანში” აღმოჩნდეს. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  4. "მადრიდის რეალის" ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიერესმა პრესკონფერენცია ჩაატარა სადაც განაცხადა რომ იგი არ არის გაკვირვებული მესის თამაშით. იხილეთ realmadrid.ge
  5. მადრიდის ”რეალის” ესპანელი ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო, შაბათს პირველ ”ელ კლასიკოს” გამართვავს სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე და როგორც თავად აცხადებს მას არ აშინებს არც კონკრეტულად ლიონელ მესი და არც მთლიანად ”ბარსელონა”. ალონსოს აზრით სამეფო კლუბს შესწევს ძალა დაამარცხოს ”ბლაუგრანა”. იხილეთ realmadrid.ge
  6. http://image.geotorrents.ge/images/861sl2xmacz7bdnmpnl3.jpg Il Corriere dello sport - ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა რომ ტურინის იუვენტუსის გულშემატკივარს ყველაზე მეტად მომავალ სეზონში გუნდის მთავარ მწვრთნელად ფაბიო კაპელოს ხილვა სურს . წარდგენილი იყო სამი კანდიდატი : ფაბიო კაპელო , რაფაელ ბენიტესი და ჩეზარე პრანდელი . ეჭვ გარეშე იყო გამოკითხვის ამ სურათით დასრულება : " გუნდში საკმაოდ დიდი დოზით სუფევს ანარქია ამიტომ აუცილებელია კაპელოს მოსვლა " . პრანდელის ჯერ კიდევ არ მოუგია საკუთარ სამწვრთნელო საქმიანობაში ტიტულები რამაც მასსზე უარყოფითად იმოქმედა გამოკითხვაში , ხოლო ბენიტესს სახელს უფუჭებს ის ფაქტი რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა დღე დღეზე დაითხოვს ესპანელს . ყველაფერთან ერტად ნოსტალგია 2004 და 2006 წლებზე დიდია ( კაპელოს პერიოდი ) . იუვენტუსი დომინირებდა სერია ა-ში მანამ სანამ კალჩიოპოლის მოვლენები განვითარდებოდა . თუმცა დონ ფაბიომ შინაურ წრეში განაცხადა რომ დაასრულებდა კარიერას მას შემდეგ რაც დაემშვიდობება ინგლისის ნაკრებს . View the full article
  7. დღეს მანუელ პელეგრინის შეგირდებმა ბურთთან ერთად ივარჯიშეს, მაგრამ არც დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოჩენილან მინდორზე კაკა და დრენტე, დღეს ისინი კვლავ დარბაზში გადიოდნენ გამოსაჯანმრთელებელ კურსს. იხილეთ realmadrid.ge
  8. როგორც იტყობინება ცნობილი ესპანური გამომცემლობა "AS.com" რიკარდუ კაკა გამოტოვებს "ბარსელონასთან" თამაშს. იხილეთ realmadrid.ge
  9. http://image.geotorrents.ge/images/z6ezp0hd0l4zi00g75.jpg ჟან კლოდ ბლანი დაბრუნდა ტურინში მას შემდეგ რაც მცირე ხნიანი დასვენება მოიწყო საფრანგეთში არსებულ ერთ ერთ კურორტზე . მან ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან საკმაოდ მწვავე საუბარი გამართა ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე . პრეზიდენტი დაემუქრა ფეხბურთელებს თუ ისინი მოედანზე არ გამოამჟაღვნებდნენ პროფესიონალიზმს და გამარჯვებისკენ სწრაფვას მაშინ ის შეუწყვიტავს მათ ხელფასის გადახდას . View the full article
  10. http://image.geotorrents.ge/images/z6ezp0hd0l4zi00g75.jpg ჟან კლოდ ბლანი დაბრუნდა ტურინში მას შემდეგ რაც მცირე ხნიანი დასვენება მოიწყო საფრანგეთში არსებულ ერთ ერთ კურორტზე . მან ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან საკმაოდ მწვავე საუბარი გამართა ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე . პრეზიდენტი დაემუქრა ფეხბურთელებს თუ ისინი მოედანზე არ გამოამჟაღვნებდნენ პროფესიონალიზმს და გამარჯვებისკენ სწრაფვას მაშინ ის შეუწყვიტავს მათ ხელფასის გადახდას . View the full article
  11. ალბათ გახსოვთ “კალიარისთან” პირველ ტაიმში გატანილი მეხუთე გოლი. “მილანის” მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ ვერ მოახერხა ბურთის ხელში დაჭერა, შედეგად კი მცველმა, დავიდე ასტორიმ გაკრა ბურთს ფეხი და გოლიც გაიტანა საკუთარ კარში. იტალიელი ახალგაზრდა მცველი “მილანს” ეკუთვნის და “კალიარიში” არენდით თამაშობს. როგორც ჩანს და როგორც თავადაც აღნიშნავს, დავიდეს სურს, რომ მალე (სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე) დაბრუნდეს. ” მე ძალიან მინდა დაბრუნება ჩემს გუნდში, “მილანი” ჩემი უსაყვარლესი კლუბია, მე “მილანმა” მაქცია ფეხბურთელად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის დასრულებისთანავე დავბრუნდები ჩემს ძველ გუნდში, ისეთ მცველთან ერთად თამაში, როგორიც ნესტაა, მე უფრო შემიქმნის პროგრესირების პირობებს. და იმედი მაქვს, რომ მე უფრო ჩამოვყალიბდები პროფესიული თვალსაზრისით და დავეხმარები “მილანს”, რომ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს ჩემპიონატში და ევროპაში. მე ახლა მინდა დავეხმარო “კალიარის”, ეს მნიშვნელოვანი გუნდია, მაგრამ მე უახლოეს მომავალში მხოლოდ იმ გუნდის მაისურით მსურს მოედანზე გამოსვლა, რომელსაც ვაღმერთებ.” დავიდე ასტორი 1987 წლის 7 იანვარს დაიბადა იტალიაში, სან ჯოვანი ბიანკოში. არის 1.88 მეტრი. საკმაოდ ნორმალური სიმაღლეა. ბავშვობიდან გამოდიოდა “მილანის” იუნიორთა გუნდში. მისი კარიერა: 2005–2008 A.C. Milan 2006–2007 Pizzighettone (არენდით “მილანიდან”) 25 თამაში, 1 გოლი 2007–2008 Cremonese (არენდით “მილანიდან”) 31 2008 წლიდან თამაშობს “კალიარიში” და 36 მატჩიდან 2 გოლი აქვს გატანილი. საკმაოდ კარგად საუბრობს “მილანზე” და იმედია გადმოვა და კარგად ითამაშებს ჩვენი საყვარელი გუნდის მაისურით.თანაც 23 წლის მცველი ნამდვილად არ აწყენდა “მილანს”… სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  12. http://image.geotorrents.com/images/dbuxi6x4tnji70modp2.jpg დღეს, 2010 წლის 7 აპრილს 23 წელი შეუსრულდა "იუვენტუსის" ახალგაზრდა მცველს, მარტინ კასერესს. ურუგვაელი არენდის წესით ირიცხება ტურინულ გრანდში და როგორც პრესაში ჩნდება ინფორმაციები, "ბებერი ქალბატონი" მის გამოსყიდვას შეეცდება.Forzajuve.ge სახელით ვულოცავ კასერესს დაბადების დღეს,ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს პირადულ ცხოვრებაში.მალე გამოჯანრთლდი მარტინ! შენ "იუვეს" სჭირდები... View the full article
  13. მადრიდის "რეალის" ფრანგი ფორვარდის კარიმ ბენზემას აგენტმა ჯაზირმა განაცხადა რომ ბენზემა პატოს გაცვლა არ შედგება. იხილეთ fanebi.com
  14. “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 28 258 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა: 1. ბაბი და მარი – 32,6% 2. გუგა ჭყონია – 14,8% 3. ელენე და ეკა – 12,7% 4. რამაზ გარშაულაშვილი – 9% 5. ხათუნა მეგრელიშვილი – 7,6% 6. New Style – 7,2% 7. მებონიები – 5,5% 8. გვანცა და აკა – 5,4% 9. ჯგუფი “შუშა” – 3,3% 10. იოსებ გოგია – 1,8% ელოდით ხმების ასეთ გადანაწილებას? nichieri.ge
  15. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/merabishvili_v_01.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც თვლიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლად, რუსული გაზეთის, კომერსანტის ჟურნალისტს ოლგა ალენოვას მოუყვა, თუ როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის შანსებს მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებში, მან ასევე ისაუბრა თბილისის ურთიერთობებზე რუსეთთან და ევროპასთან. polity.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shinagan-saqmeta-samin-150x150.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულ გამოცემა “კომერსანტში” დაბეჭდილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუდან გარკვეული ნაწილები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. სამინისტრომ სპეციალური განმარტებითი განცხადება გაავრცელა. განცხადებაშია ნათქვამი, რომ კონტექსტიდან ის ნაწილებია ამოგდებული, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას ეხება. “2010 წლის 7 აპრილს, რუსულ გამოცემა “კომერსანტში”’დაიბეჭდა ინტერვიუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან. ინტერვიუ ძირითადად სწორად ასახავს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. თუმცა, მისი გარკვეული ნაწილები, რომლებიც ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემატიკას, კონტექსტიდან არის ამოგდებული”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/merabisvili_vanoo1-150x130.jpgშინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოში დემოკრატია არის. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა რუსულ გამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში სათაურით “ომის ჯერ დასრულებულა” მერაბიშვილი რუსეთთან ურთიერთბაზე, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე, 2008 წლის ომზე, ქართულ ოპოზიციაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ტელეკომპანია “პირველ კავკასიუზე” საუბრობს. “კომერსანტის” ჟურნალისტის შეფასებით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში დემოკრატია არ არის. ამის მიზეზად რუსი ჟურნალისტი თავისუფალი საქართველოში სიტვყვის არ არსებობას ასახელებს და ამბობს, რომ უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში თავისუფალი ტელევიზიაც არ არის. “თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ნებისმიერი ქართული არხი და იქ თქვენთვის სასურველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იხილავთ,”- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. რუსი ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული ტელევიზიები ხელისუფლების მიერ კონტროლირებული არხებია, უკრაინაში კი არის უამრავი ტელე-არხი, რომელიც ხელისუფლებას არ ეკუთვნის. “და იმიტომაც იქ დემოკრატიაა? რა დემოკრატიაა, როდესაც იმარჯვებს კანდიდატი, რომელმაც 3% -ზე მეტი აიღო და ეს 3% იმით არის უზრუნველყოფილი, რომ ერთ-ერთ რეგიონში 97% ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე. ქვეყნის დასავლეთში მივიდნენ ისინი, ვისაც უნდოდა მოსვლა და აღმოსავლეთში კი მივიდა ყველა. ნამდვილი დემოკრატია მაშინ არის, როდესაც ხელისუფლება არჩევნებს სამართლიანად ატარებს. თქვენ საქართველოში გინახავთ რეგიონი, სადაც 97% მივიდა არჩევნებზე? უკრაინაში კანონი არ ინერგება, იმიტომ რომ იქ კანონთან პრობლემებია. დემოკრატიული უკრაინა -კლიშეა. უბრალოდ ხუთოსნები არ უყვართ,- უყვართ სამოსანები. ამიტომაც, როდესაც იუშჩენკომ წააგო, ყველამ თქვა, რომ ეს არის კარგი და რომ ეს არის დემოკრატია. საქართველოში კი მოიგი სააკაშვილმა და ყველამ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის,”- განაცხადა კომერსანტთან” ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti16-150x130.jpgსაქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მსოფლიო პარლამენტების შესაბამის კომიტეტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობის და ეთნიკური წმენდის აღიარების მოწოდებით მიმართა. როგორც ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა განუცხადა, წერილში მიმოხილულია ის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, საერთაშორისო კონვენციები და ასევე ის კონკრეტული ფაქტები, რის გამოც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულად უნდა გამოცხადდეს. დეპუტატის შეფასებით, ქართული მხარე ამ სტატუსის მინიჭებისგან მყისიერ ეფექტს არ ელოდება, თუმცა ეს უნდა გახდეს იმ ერთიანი ძალისხმევის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. კანდელაკის განმარტებით, აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია აღიარებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებში, ტერმინი ,,ოკუპაცია~ გამოყენებულია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტებშიც და ასევე აღიარებულია ჩეხეთისა და ლიტვის პარლამენტების მიერ. ამასთან, კანდელაკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის მინიჭებას გაეროს უშუშროების საბჭოს ფორმატში კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა ამის პერსპექტივას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხედავს, რადგან სწორედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით 2008-2009 წლებში მიღებულ რეზოლიციებში ეთმოწმენდა აღიარა. წერილი 50-ზე მეტ პარლამენტში, მათ შორის ევროპის ყველა სახელმწიფოს გაეგზავნა. იხილეთ epn.ge
  19. http://b.pix.ge/c/pb0ag.jpgუმეტესობა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ საიტის მომხმარებლებს ტრადიცია გვაქვს მნიშვნელოვანი თამაშების ერთად ყურების. “ელ კლასიკო” კარს მოგვადგა და მართალია, ობიექტურ მიზეზთა გამო, ინფორმაციის საიტზე განთავსება დაგვაგვიანდა, მაგრამ რაც მთავარია, კარგი ამბები გვაქვს “კლასიკოს” ვუყურებთ “თბილისი ივენთ ჰოლში” (ფილარმონიის შენობაში) დიდ ეკრანზე, ნამდვილ საფეხბურთო გარემოში. ვითარება არის ასეთი: ამჟამად “ბარსელონას” გულშემატკივრებზე [...] სრულად ბარსამანიაზე
  20. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი არ გამორიცხავს დღეს... View the full article
  21. http://img397.imageshack.us/img397/4197/messimessimessimessi2.jpg ლეო მესიმ კიდევ ერთხელ გააგიჟა მთელი მსოფლიო – ამჯერად ,,დარტყმა” განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა, არ დანრჩენილა ქვეყანა სადაც მესის თაყვანი არ სცეს. ფრანგული ,,ლ’ ეკიპე” – ,,ღმერთი არსებობს და ის კატალონიასი ცხოვრობს” ბრიტანული ტაბლოდი ,,ზი სან” – ,,Lionel’s the Messiah” ,,ტელეგრაფი” მსჯელობს – ,,ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ მოგვიღო ბოლო?” არა-ამქვეყნიურს უწოდებენ ლეოს ,,თაიმსი” ,,დეილი ექსპრესი” [...] სრულად ბარსამანიაზე
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/afxazetis-media-centri-150x93.jpgრუსეთის ფედერაციაში შემავალი ადიღეის რესპუბლიკა და აფხაზეთი მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ. ადიღეის პრეზიდენტმა ასლან თხაკუშინოვმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ვალერი არშბა მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობა ადიღეის პრემიერ-მინისტრმა მურატ ყუმაილოვმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ალეკსანდ პიცენკომ მიიღეს. მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებმა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმა განიხილეს. იხილეთ epn.ge
  23. გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალების განმეორებითი მატჩები. მოსკოვში ცსკამ ინტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და კვლავ დამარცხდა და თან იგივე ანგარიშით როგორითაც სან სიროზე ერთი კვირის წინ. ასე რომ ნერაძურიმ შეძლო და 2003 წლის შემდეგ პირველად გასულიყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. 2003 წელს ინტერი ნახევარფინალში კი გავიდა თუმცა იქ მილანმა დაამარცხა და გამოაგდო თანაქალაქური კლუბი. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალისტს - ეს რასაკვირველია ბარსელონაა. ალბათ მხოლოდ სულელს სჯეროდა რომ არსენალი ნოუ კამპზე მოუგებდა ბარსას. მითუმეტეს, რომ ამ კლუბში თამაშობს მესი. მან გუშინ პოკერი შეასრულა და არსენალს მწარე ალიყური უთავაზა. ბარსამ 4-1 გადაუარა ლონდონურ კლუბს და ინტერს დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ასევე აღსანიშნავია, რომ სამუელ ეტო’სა და ზლატან იბრაგიმოვიჩს, მათ მოუწევთ დაუპირისპირდნენ ყოფილ კლუბებს. ეს მატჩები ამითაც უფრო საინტერესო იქნება. სტატიის ავტორი Nutsu acmilan.ge
  24. დღეს 7 აპრილს არის ხარების ბრწყინვალე დღესასწაული. იშვიათად ხდება რომ ხარების დღესასწაული დიდი შვიდეულის კვირაში აღინიშნება (წელს არის ასეთი შემთხვევა). acmilan.ge-ის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს. სტატიის ავტორი Nutsu acmilan.ge
  25. ოლდ ტრაფორდზე დღეს მანჩესტერი ბაიერნს მიიღებს, გერმანიაში (2:1) მარცხის შემდეგ, შინ წითლებმს ურთულესი... View the full article
×
×
  • შექმენი...