Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოქონობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. დამთვალიერებელთა შორის სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ანდრიაც იყო, რომლის კურთხევით აღნიშნული გამოფენა მოეწყო საგანგებოდ ოქონობის დღისათვის მუზეუმის დირექციამ უძველესი ხატები და საეკლესიო ნივთები გამოფინა. View the full article
  2. რა დოზით ჩაერთვება არჩევნებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებში დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ის გამარჯვების ახალი ფორმულის ირგვლივ მიმდინარე მოლაპრაკებების დასრულების შემდეგ გადაწყვეტს. ამის შესახებ თავად ბურჯანაძემ ალიანსის საქართველოსთვის View the full article
  3. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, ლობჟანიძეების ოჯახში კედელზე მაცხოვარი გამოისახა. როგორც პირWელი რადიო ჰერეთიდან აცნობეს, მაცხოვრის გამოსახულება ოჯახის უფროსმა პეტრე ლობჟანიძემ დიდ ხუთშაბათს, 1 აპრილს შენიშნა. სახლში სარემონტო სამუშაოები წარმოებს. იმ დროს, როდესაც მამას ოთახიდან სამშენებლო ნარჩენები გაჰქონდა, View the full article
  4. მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკა ამჯერად აჭარაში გააკრიტიკეს. პრაიმერისტების მიერ ბათუმის დრამატულ თეატრში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა. ნოღაიდელის პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობა დღეს თეატრთან მივიდა, რასაც შემდეგაც ნოღაიდელის მხარდამჭერებსა View the full article
  5. 7 აპრილს საქართველოში ტრადიციული სააღდგომო ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე დაიწყება. საიუბილეო პროგრამაში ძირითადად კლასიკური მუსიკაა წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილეობას იანო ალიბეგაშვილი, თამარ ლიჩელი, ალექსანდრე მინდიაშვილი და ალექსანდრე ყანჩაველი მიიღებენ. View the full article
  6. საგარეო საქმეთა სამინისტრო პარლამენტს თხოვნით მიმართავს, ელჩების კანდიდატურები მათი დასწრების გარეშე დაამტკიცოს. თხოვნის მოტივაციად ვაშაძის უწყება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას ასახელებს. საუბარია მოქმედ ელჩებზე - გიორგი ჯანჯღავაზე, ნიკოლოზ ნათბილაძეზე, გიორგი გორგილაძესა და დავით კერესელიძეზე, View the full article
  7. http://image.geotorrents.com/images/fnraytqx077d3qsfpz9n.jpg "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას ძალიან სურს მთავარი მწვრთნელის პოსტზე იხილოს ესპანელი სპეციალისტი რაფა ბენიტესი, რომელიც ამჟამად ინგლისის "ლივერპულის" თავკაცია.ის ამ ტრანსფერზე თანახმაა იმ შემთხვევაში, თუ იტალიაში მასთან ერთად ფერნანდო ტორესი და ხავიერ მასკერანო გადმოვლენ.ამ ტრანსფერს შესაძლოა დაერქვას ზედმეტსახელი "შეუსრულებელი მისია", ამიტომ "იუვენტუსის" ბოსებმა უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვიტონ გუნდის წინამძღოლის საკითხი. View the full article
  8. ბევრს სჯერა, რომ "კლასიკო" გადაწყვეტს "ლა ლიგის" ბედს, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ იგი გადამწყვეტი არ გამოდგება და ბოლო ტურამდე გაურკვეველი დარჩება "პრიმერას" გამარჯვებული. მილიონობით ადამიანი "ელ კლასიკოს" ყურებას შეძლებს სახლში, ტელევიზიის საშუალებით, ხოლო 80,000 ადამიანი შეიკრიბება "ბერნაბეუზე" ამ მეტად საინტერესო მატჩისათვის თვალის სადევნებლად. "ელ კლასიკოს" წინ მადრიდის "რეალი" პირველ პოზიციაზე იმყოფება და ამასთანავე ყველაზე შედეგიანი გუნდიცაა. იხილეთ realmadrid.ge
  9. http://image.geotorrents.com/images/p4imnxy9w4tflc1770.jpg უახლესი ინფორმაციების თანახმად "იუვენტუსი" კვლავ დაინტერესებულია "შალკეს" წინახახელ კევინ კურანით.გაზეთებში წერენ, რომ "ბებერი ქალბატონი" უკვე უახლოეს ზაფხულში გაიფორმებს ფეხბურთელს.გერმანული გაზეთი Kicker წერს, რომ კურანი ტურინულ გრანდში 4 წლიანი კონტრაქტის ვადით გადმოვა, წელიწადში კი 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.თვით კურანი კი აცხადებს:"მე ჩემი აგენტისგან ვიგებ ჭორებს და დაინტერესებებს ჩემს მიმართ.შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.". შეგახსენებთ, რომ კევინ კურანის "შალკე 04"-თან ეწურება კონტრაქტი და იგი თავისუფალი აგენტი ხდება.როგორც სჩანს, იგი სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს გერმანიას.გარდა ტურინული კლუბისა, ბრაზილიელი ფორვარდით მოსკოვის "დინამო" და "ჯენოა" არიან დაინტერესებული. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/giorgadze-temuri1-150x150.jpg31 ქარხნის ტერიტორიაზე აეროდრომზე სასწავლო თვიმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული 2 ადამიანის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ექსპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, თვითმფრნავში, როგორც ცნობილია, ინსტრუქტორი და მოსწავლე იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და სასწრაფო ბრიგადები. გიორგაძის განცხადებით, ვიზუალური დათვალიერებით მხოლოდ 2 ადამიანი გარდაცვლილი, ტუმცა შესაძლოა დაღუპულტა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. იხილეთ epn.ge
  11. http://fc04.deviantart.net/fs70/f/2010/048/1/6/Torres_by_PiPiuS.png გთავაზობთ ახალ, საუკეთესო ხარისხის ვიდეოს ფერნანდო ტორესზე, სადაც შესულია მისი ყველა გოლი წლევანლდელ სეზონში… ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის ვიდეო-გალერეაში –> MEDIA.LIVERPOOLFC.GE ვიდეოს ნახვა (დააჭირეთ აქ) View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/giorgadze-temuri-150x150.jpg31 ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომზე უბედური შემთხვევა მოხდა. ჩამოვარდა სასწავლო თვითმფრინავი და 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც “ექსპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციატა სამასახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, სამაშაველო სამუშაოები დაწყებულია. “ვიზუალური დათვალიერებით მხოლოდ 2 ადამიანია გარდაცვლილი, ჯერჯერობით მათი ვინაობა ცნობილი არ არის, ასევე ცოტა ხანში გახდება უბედური შემთხვევის მიზეზი”,- განაცხადა გიორგაძემ. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. იხილეთ epn.ge
  13. მოგესალმებით საიტის ერთგულო მომხმარებლებო და ძალიან გთხოვთ შებრძანდეთ სრულიად წაკითხვაში... იხილეთ realmadrid.ge
  14. http://s43.radikal.ru/i102/1004/91/7c4ca30da3cd.jpg - 7 შემთხვევიდან, როცა “ბარსა” გასვლაზე 2:2-ს თამაშობდა, 6 შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადიოდა. - “ბარსამ” ინგლისურ გუნდებთან 14 მატჩში 8-ჯერ წარმატებას მიაღწია და შემდეგ ეტაპზე გავიდა ორრაუნდიან დაპირისპირებებში. - უკვე ზედიზედ 5 მატჩია “ბარსა” სახლში ვერ უგებს ინგლისურ გუნდებს. - ერთდადერთხელ “კამპ ნოუზე” “არსენალმა” ითამაშა ფრე 1-1. ეს მოხდა 1999-00 წლების სეზონში ჯგუფურ [...] სრულად ბარსამანიაზე
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ionatamishvili-koki-150x150.jpgთბილისის მერიისა და საკრებულოს საშტატო რაოდენობის ზრდა 2009 წელთან შედარებით გამოწვეულია რამოდენიმე მიზეზით ერთ-ერთი ეს არის ის, რომ თბილისი მუნიციპალიტეტებად დაიყო, ასევე დაემატა ადამიანთა რაოდენობა და შესაბამისად მათი ხელფასებიც, რამაც გამოიწვია ზრდა. როგორც “ექსპრესნიუსს” თბილისის მერიის წარმომადგენლმა კოკი იონათამიშვილმა განუცხადა, მერიას დაემატა თბილისის არქიტექტურის სამსახური, ასევე თბილისი დაიყო მუნიციპალიტეტებად და სხვა მიზეზების გამო მოხდა ის, რომ მერიისა და საკრებულოს საშტატო რაოდენობა გაიზარდა. “ძირითადად დაემატა მუნიციპალიტეტები უკეთესი მენეჯმენტისთვის. ასევე მერიას დაემატა თბილისის არქიტექტურის სამსახური, რომელიც ადრე სხვა სტატუსით იყო. შესაბამისად დაემატა მათი რაოდენობაც. ხოლო რაც შეეხება ხარჯებს თბილისი მერიას არც ერთი ახალი პროექტი წინასაარჩევნოდ არ მოუფიქრებია”,- განაცხადა იონათამიშვილმა. “სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილის თბილისის მერიასა და საკრებულოს საშტატო რაოდენობის 410 კაცით გაზრდაში დებს ბრალს. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული `ქამრების შემოჭერის~ პოლირიკის პირობებში თბილისის მერია და თბილისის საკრებულო, იმის ნაცვლად, რომ სახელისუფლებო ხარჯებს ამცირებდნენ, წინა წელთან შედარებით 410 კაცით ზრდის საშტატო რაოდენობას. ხოლო საკუთარ სახელფასო ფონდს 2008 წელთან შედარებით 5,5 მილიონი ლარით ზრდის. ივანიშვილის შეფასებით, ეს პრიორიტეტების აღრევა და ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვითი პოლიტიკაა. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitaia-paata-150x150.jpgუკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ნატო-სთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს პარტნიორი ქვეყნები საქართველოზე მხარდაჭერას უფრო გააძლიერებენ. ამის შესახებ ,,ექსპერნიუსს’’ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განუცხადა. მისი თქმით, მას იანუკოვიჩის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, რადგან უკრაინის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ უკრაინა ნატო-ზე უარს იტყოდა. ,,უკრაინაში პრეზიდენტი თავად ხალხმა აირჩია, შესაბამისად ალბათ ნატო-ზე უარიც მათი სურვილი იყო’’, – განაცხადა დავითაიამ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ნატო-ში შესვლისთვის მომზადების საკითხთა კომისია გააუქმა. იანკოვიჩმა შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა გასულ კვირას გამოსცა. მან, ასევე, გააუქმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნული ცენტრი, ხოლო ცენტრის თავმჯდომარე ვლადიმერ გორბულინი თანამდებობიდან გაათვისუფლა. ამასთან, ნატო-ში შესვლის მომზადების უწყებათაშორისი კომისია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნული ცენტრი პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან 2006 წელს შეიქმნა. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo-saministro5-150x130.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტრო პარლამენტს სთხოვს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით, ელჩები პლენარულ სხდომაზე მათი დასწრების გარეშე დაამტკიცოს. საგერო უწყებიდან შესული თხოვნა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. ელჩის პოსტზე წარდგენილები გიორგი ჯანჯღავა, ნიკოლოზ ნათბილაძე, გიორგი გორგილაძე და დავით კერესელიძე საელჩოების რეორგანიზაციის გამო, პარლამენტს ხელმეორედ გასულ კვირას სხდომაზე უნდა დაენიშნა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, მათი პარლამენტში არ ყოფნა გააპროტესტა და საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri7-150x130.jpgიუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურში, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგაზალიცია გახდა შესაძლებელი. ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გამართა. ვაშაძის განცხადებით, ქუთაისში საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სახელმწოფო მომსახურების ცენტრია. “დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ამ დრომდე მხოლოდ თბილისში ხდებოდა, ახლა კი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას აღნიშნული მომსახურების მიღება ქუთაისშიც შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქვე ხდება საზღვარგარეთ წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტის სხვადასხვა ენაზე თარგმნაც”, – განაცხადა ვაშაძემ. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, ახალი სერვისით მოქალაქე მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს. ამ დრომდე, მოქალაქეებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია წლების განმავლობაში თბილისში უწევდათ ჩასვლა. 6 აპრილიდან კი მოქალაქეები აღნიშნულ სერვისს ქუთაისში ადგილზე მიიღებენ. სამოქალაქო რეესტრი დოკუმენტების დამოწმების კუთხით, მოსახლეობას დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ცნობისთვის, ერთ გვერდამდე დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება მეათე დღეს 20 ლარი ეღირება, მეხუთე დღეს – 40 ლარი, მეორე დღეს – 70 ლარი, ხოლო იმავე დღეს 100 ლარი. უცხო ქვეყანაში სამოქმედოდ წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას 2009 წლის 15 ივლისიდან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის პროცედურის დახვეწა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ წარდგენილი დოკუმენტების სანდოობის გაზრდას. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qavtaradze-irakli.jpgუმრავლესობის წევრი ირაკლი ქავთარაძე აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის პოსტზე ინიშნება. ქავთარაძის კანდიდატურა აღნიშნულ თანანმდებობაზე დღეს ბიუროს სხდომაზეც დარეგისტრირდა და მას ამ პოსტზე პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ქავთარაძე ამ მოწვევის პარლამენტის წევრია და იგი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ქავთარაძე 1973 წელს დაიბადა. 1996 წელს დაამტავრა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ელჩის თანანმდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ელჩის პოსტი ივანე ნონიაშვილმა დატოვა. ამასთან, ნონიაშვილი ამ თანანმდებობაზე დანიშვნამდე პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი იყო. იხილეთ epn.ge
  20. სუბარი-გაჩეჩილაძის კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება, ხვალ კი უკვე შედეგებზე იქნება საუბარი. ამის შესახებ რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა. „არჩევნების დანიშვნის შემდეგ, სოზარ სუბარს ჰქონდა კიდევ ერთი მცდელობა, ირაკლი ალასანიასთვის მხარდასაჭერად პარტიები გაეერთიანებინა. ამ პროცესისადმი თავად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სოზარს ვუთხარით, რომ შეუძლია, სცადოს. თუმცა ეს მცდელობა უსაშველოდ ვერ გაგრძელდება. დღეს ალბათ კონსულტაციები დასრულდება, რადგან თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას შეხვდა, ხვალ კი უკვე შედეგებზე იქნება საუბარი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, „ეროვნული საბჭოს“ წევრები ირაკლი ალასანიასთვის მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ. „ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ზურაბ ნოღაიდელთან სოზარ სუბარს არანაირი კონსულტაციები არ უწარმოებია. მიმაჩნია, რომ არა ნოღაიდელის გარეშე, არამედ ნოღაიდელთან ერთად არის წარმოუდგენელი გამარჯვება. სუბარი ერთადერთ საკითხზე დაელაპარაკა „ხალხის პარტიასა“ და „კონსერვატორებს“ - შესაძლებელი იყო თუ არა ირაკლი ალასანიასთვის მხარი დაეჭირათ, რამდენადაც ცნობილია მათ ამაზე უარი განაცხადეს“, – განმარტა დავით უსუფაშვილმა. ინტერპრესნიუსი View the full article
  21. მადრიდის ”რეალის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ხოსე მარია გუტი ერესმა, Marca-სთან მოახლოვებულ ”ელ კლასიკოზე” ისაუბრა. იხილეთ realmadrid.ge
  22. დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. "ნოუ კამპზე" კატალონიური "ბარსელონა" ლონდონის "არსენალს" მიიღებს. შეგახსენებთ, რომ წინა მატჩი "ემირეიტს სტეიდიუმზე" ფრედ 2:2 დასრულდა. გთავაზობთ დღეს გასამართი მატჩის პრევიუს. იხილეთ fanebi.com
  23. http://barcamania.ge/wp-content/uploads/2010/04/emd-30-150x150.jpgსურათზე: ,,ელ მუნდო დეპორტივოს” სიმბოლური. გამოქვეყნდა ბარსელონური გამოცემების – ,,ელ მუნდო დეპორტივოს” და ,,ელ 9″-ს ოცდამეათე ტურის სიმბოლურები. ,,ელ მუნდო დეპორტივოს” 4 ვარსკვლავი ამ ტურში მხოლოდ ,,ბარსას” ორმა მოთამაშემ – ვალდესმა და ბოიანმა მიიღეს, სიმბოლურში კი ვალდესი, ტურე და ბოიანი მოხვდნენ. ,,ელ 9″-ს სიმბოლურში ბოიანი და პუიოლი შევიდნენ. ,,ელ მუნდო დეპორტივო”: ,,ელ 9″: წყარო: [...] სრულად ბარსამანიაზე
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/inga-grigolia4-150x150.jpgინგა გრიგოლია რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ,,პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ისაუბრა. გრიგოლიას აზრით, რუსეთი მართალია აგრესორია და თვითოეული ჩვენთაგანი მისი აგრესიის მსხვერპლია, მაგრამ მათთან ურთიერთობის გაფუჭება ხელისუფლების ბრალია და მანვე უნდა დაარეგულიროს და არა ოპოზიციის ლიდერებმა. მისი თქმით, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდება. ,,ტერიტორუილი მთლიანობის აღდგენის პირველი პირობაა სახელმწიფო იყოს ეკონომიურად ძლიერი, რათა ხალხს გაუჩნდეს სურვილი გახდეს არა რუსეთის არამედ საქართველოს მოქალაქე და ქართული ტერიტორია არ გახდეს რუსეთის გუბერნია”, – აღნიშნა გრიგოლიამ. მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია მოაგვაროს ყველანაირი ურთიერთობა რუსეთთან და როდესაც ურთიერთობა გახდება სტაბილური მაშინ შესაძლებელი გახდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...