Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://img691.imageshack.us/img691/5531/asshefasars4.jpgსურათზე: მადრიდული ,,AS” – მესის 4 ვარსკვლავი (მაქსიმალური შეფასება 3-ია) გთავაზობთ მადრიდული სპორტული გამოცემების ,,მარკას”, ,,ას”-ის, კატალონური ,,სპორტის” და მადრიდული ყოველდღიური გაზეთის ,,ელ მუნდოს” შეფასებებს. მადრიდული ,,ასი” კატალონური ,,ელ მუნდო დეპორტივოს” (იხილეთ წინა სტატია) მსგავსად მოიქცა და მესის თამაში თავის 3 ბალიან სისტემაში 4 ქულით შეაფასა. ,,მარკასგან” უმაღლესი შეფასება კი მესიმ [...] სრულად ბარსამანიაზე
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/yirgizetis-prezidenti-150x150.jpgყირგიზეთის პრეზიდენტის ურმანბექ ბაკიევის თვითმფრინავმა აეროპორტი მანასი დატოვა. ბაკიევი უშუალოდ თვითმფრინავის ტრაპთან მიიყვენეს, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სამთავრობო სასახლეში იმყოფებოდა, რომელიც ამბოხებულებმა შტურმით აიღეს. თუ სად გაფრინდა პრეზიდენტის თვითმფრინავი, ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური დახასიათებების მიხედვით, მსაგავსი ტიპის თვითმფრინავი მხოლოდ მეზობელ ქვეყანაში გადაფრენას შეძლებს, რის შემდგეც მას საწვავის ჩასხმა დასჭირდება. მარადიორებმა კი ბაკიევის ოჯახის სახლი გაძარცვეს. ხალხს სახლიდან ტანსაცმელი, თეთრეული, ჭურჭელი და ხალიჩები გამოაქვს. ამბოხებულებმა ასევე, გენ.პროკურატურის, პარლამენტისა და ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობები დაარბიეს. სამართალდამცავებმა, რომელბიც თეთრ სახლს იცავდნენ, მათ ცეცხლი გაუხსნეს. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, არეულობის დროს 17 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. ოპოზიციის მონაცემებით კი, დაღუპულთა რიცხვი 100-მდე აღწევს. ანტისამთავრობო გამოსვლები ქვეყანაში 6 აპრილს დაიწყო. გამოსვლები არეულობაში გადაიზარდა და ქვეყნის სხვა რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქ ბიშკეკშიც გავრცელდა. იხილეთ epn.ge
  3. ესპანური AS-ის თანახმად მადრიდელი კაკა გამოტოვებს მოახლოებულ "კლასიკოს". ბრაზილიელი უკვე თითქმის ერთი თვეა რაც... View the full article
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/manjgaladze-manana1-150x150.jpgავღანეთში ქართველი სამხედროები ფართო მანდატით მიემგზავრებიან და საკმაოდ რთულ უბანზე მოუწევთ ოპერაციებში ჩართვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველო აქტიური უნდა იყოს და პასიური დამკვირვებლის როლით არ უნდა შემოფარგლოს, რაც მანჯგალაძის განცხადებით, პირველ რიგში საქართველოს მომავალს წაადგება. ,,ავღანეთში ჩვენი სამხედროები ფართო მანდატით მიემგზავრებიან და საკმაოდ რთულ უბანზე მოუწევთ ოპერაციებში ჩართვა. ისინი იმსახურებენ ამერიკელების, კანადელების, ფრანგების და იტალიელების გვერდით, რაც დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ქართველი ექიმების წვლილი, რომლებიც სამხედროებთან ერთად, ავღანეთში მიემგზავნრებიან,” – განაცხადა მანჯგალაძემ. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, ქართულმა მხარემ ავღანეთის მთავრობას ავღანელი პოლიციელების და არტილერისტების მომზადება შესთავაზა. საქართველოს შეიარაღებული ძალების 31 –ე ბატალიონის 750 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქართველი ჯარისკაცები ISAF– ის ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკულ კონტიგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. სამხედროების გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ნატო – ს ეგიდით წარმოებულ ISAF– ის სამშვიდობო ოეპრაციაში მონაწილეობის მისაღებად 31 –ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისთვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანლობით გაიარეს. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურების და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ISAF– ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 2009 წლის 16 ნოემბერს ავღანეთში უკვე გაემგზავრა და სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში არულებს. ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისათვის აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათს, 6 აპრილს თბილისის დროით საღამოს 8 საათზე შედგა. საუბრისას ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვენლობას კოალიციის წარმატებისა და ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/manana.manjgaladze-150x150.jpgსაქართველო მხარს უჭერს მშვიდობას და ყირგიზეთის დამოუკიდებლობას, ყირგიზ ხალხს კი ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდეტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო სამინისტროს დაავალა კონსულტაციები გამართოს ყირგიზეთის საგარეო სამინისტროსთან იმ მიზნით, რათა გაიგონ, თუ რა სახის დახმარება სჭირდება მათ. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და ყირგიზეთის დამოუკიდებლობას. საქართველო ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებს მათ. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ყირგიზეთში სტაბილურობა მალე აღდგება და მშვიდობა დაისადგურებს,” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/merabisvili-vano-2-150x132.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “კომერსანტს” ინტერვიუ მისცა. “expressnews” მის სრულ ქართულ თარგმანს გთავაზობთ. - შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს ხელისუფლებისთვის სიურპრიზი გახდეს? - არამგონია, რადგან ჩვენს პარტიას მაღალი – 50%-ზე მეტი რეიტინგი აქვს. თბილისშიც კი ახლა 64%-ს ვფლობთ. დამეთანხმეთ, მსოფლიოში ცოტაა ქვეყანა, სადაც მმართველ პარტიას დედაქალაქში 64%-იანი მხარდაჭერა აქვს. ჩვენი მაღალი რეიტინგი არა იმდენად იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ კარგები ვართ, არამედ უმთავრესად იმით, რომ ოპოზიციამ გამოავლინა, რას წარმოადგენს სინამდვილეში. ამასთან, ეს მაღალი რეიტინგი არცთუ დადებითი გარემოებაა ჩვენთვის. - რატომ? - იმიტომ, რომ არჩევნებზე მისი დაწევა მოგვიწევს (იცინის). ვხუმრობ. - და რა განაპირობებს ხელისუფლების ასეთ რეიტინგულობას? - პირველ რიგში, წარმატებული რეფორმები. - იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ საქართველოს პრეზიდენტი რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი, მაგალითად, იგივე ალასანია გახდება, რეფორმების კურსი შენარჩუნდება? - ალასანია პრეზიდენტი ვერ გახდება, მას ამის შანსი არ აქვს. ალასანია შევარდნაძის რევანშისტია. - და ვინ გახდება, თქვენი აზრით? - ამას დრო გვიჩვენებს. - ფიქრობთ, რომ ოპოზიცია ვერც თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს? - გიგი უგულავას 64%-იანი რეიტინგი აქვს, მეორე კანდიდატს – ალასანიას – 9%, მესამეს – თოფაძეს – 6%, ხოლო მეოთხეს კი – გაჩეჩილაძეს – 2,6%. - მაგრამ ოპოზიცია სხვა ციფრებს ასახელებს… - რა თქმა უნდა! - კი, მაგრამ ფაქტია, რომ გაჩეჩილაძემ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილს თბილისი მოუგო… - ქვეყანაზე ყველაფერი ხდება. იუშენკომ, მაგალითად, დამანგრეველი გამარჯვების შემდეგ 5 წელიწადში მხოლოდ 5% მოაგროვა. - სასაზღვრო პუნქტ “ზემო ლარსის” გახსნის შემდეგ მოსკოვს ნინო ბურჯანაძე ეწვია. მასთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამ პუნქტის გახსნა შეიძლება, რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარების მაგალითად განვიხილოთ. ბევრს საქართველოში ეს არ ესიამოვნა, ხალხმა ჩათვალა, რომ თქვენ გარკვეულ დათმობაზე წახვედით რუსეთის მთავრობასთან, რომელიც დღემდე არ უშვებს თავის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს. - და რატომ არ უნდა გაგვეხსნა პუნქტი? ჩვენ გახსნილები ვართ. ამასთან, არც ჩვენ ვიძლევით იქ ვიზებს (უფრო სწორად, ვიზებს მხოლოდ მძღოლებს ვაძლევთ), მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რუსეთი ჩვენს მოქალაქეებს ვიზებს არ აძლევს. მეტსაც გეტყვით, რუსეთი ამ პოსტზე დსთ-ის მოქალაქეობის არმქონე პირებსაც არ ატარებს. - მაინც რაშია თქვენი სარგებელი? პუნქტის გახსნით მხოლოდ სომხეთი ხეირობს… - უბრალოდ კარგი მეზობლები ვართ. - ზოგადად ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს როგორ აფასებთ? - როგორ უნდა შევაფასო? ჯერ იყო გიორგაძე, შემდეგ – ებრალიძე, მერე – ნოღაიდელი, ახლა კი ბურჯანაძე… მოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებელ პირად პრიმაკოვი დანიშნეს. ამ მომენტიდან მალევე ბაგრატიონთა გვარიდან მეფის პროექტი გაჩნდა. ბაგრატიონთა შთამომავალი სასწრაფოდ დააქორწინეს ამავე გვარის სხვა შტოს წარმომადგენელზე, რომელიც საამისოდ ქმარსაც კი დააშორეს. და რა? – პროექტი ქორწინებასთან ერთად დაისხვრა. მოსკოვში გამუდმებით ეძებენ მემკვიდრეს საქართველოსთვის, თუმცა ეს სრულიად უპერსპექტივო მცდელობებია. შეხედეთ ამ ხალხის რეიტინგებს საქართველოში და ყველაფერი ნათელი გახდება. - ბოლო დროს მოსკოვსა და თბილისს შორის კონტაქტები არ არსებობს და გამონაკლისი მხოლოდ საეკლესიო ხაზია. რამდენადაც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის პირდაპირი კავშირები მაინცდამაინც არ მოსწონს… - უკომენტაროდ. - მაგრამ ეს მხოლოდ საეკლესიო ურთიერთობებია? - “მხოლოდ” არ არსებობს. - ბევრს მიაჩნია, რომ “პირველი კავკასიური არხი” თქვენი პროექტია. რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ეს არხი? - ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. ერთმა ჩეჩენმა, მოსკოველმა ოლიგარქმა ჩემს ერთ ახლობელთან საუბარში ჩეჩნეთის ხელისუფლების ლანძღვა დაიწყო და კითხვაზე, “როდის დამთავრდება ჩეჩნეთში ეს ყველაფერი?”, განაცხადა: “როგორ უნდა მორჩეს ეს ყველაფერი, როდესაც ქართველებიც კი გვეხმარებიანო?!”. ქართველები იქცნენ წინააღმდეგობის სიმბოლოდ მათთვის, ვინც რუსეთში თავს დაუცველად გრძნობს. - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის სამაგიეროს იხდით? - უბრალოდ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. - სამხედრო, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით? - ყველა თვალსაზრისით. ჩვენ ვიმარჯვებთ იმ ფრონტებზე, სადაც უფრო ძლიერები ვართ. სანამ რუსეთში ილაპარაკებენ, რომ საქართველოში კარგი რეფორმები ტარდება, ჩვენ გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან რეფორმები და დემოკრატია ერთი და იგივეა, რუსეთში კი ასეთი რამ არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა ფასეულობები გვაქვს. იცით, გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოში რუს სამხედროებს 50 000 დოლარი შესთავაზა იმისათვის, რომ გორში სტალინის ძეგლი დაენგრიათ. მაშინ ხომ კონტაქტები არაოფიციალური იყო და ფულის მეშვეობით რუსებისგან ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა და გადაწყდა, სტალინის ჩამოშორება ფულზე გადაცვლილიყო. მათ გორი დაბომბეს, მაგრამ სტალინის ძეგლს ხელი არ ახლეს. - და გივი თარგამაძეს რა უპასუხეს? - შეურაცხყოფილები დარჩნენ. სხვა ყველაფერში ისინი ფულს სიამოვნებით აიღებდნენ, მაგრამ არა ამაში. - გინდათ, თქვათ, რომ ჩვენ ცუდი ფასეულობები გვაქვს და თქვენ – ევროპული? - თქვენ ეს თავად თქვით. მე სხვანაირად ვიტყოდი. მსოფლიოში მხოლოდ ორი გზაა: ან წახვიდე დასავლური კულტურისკენ, ან არსაით. ჩვენ მივდივართ პირველი გზით, თქვენ? რა მოხდა კარგი ბოლო წლების განმავლობაში თქვენს ქვეყანაში? თქვენ იჩხუბეთ მეზობლებთან; თქვენი ეშინიათ; თქვენ ერთმანეთისაც გეშინიათ! თქვენი მილიცია და საზოგადოება ომის მდგომარეობაში არიან… რა აშენდა თქვენთან ბოლო 10 წლის მანძილზე? ჩვენთან კი ამ დროს მთელი ქალაქები აშენდა! ამიტომ ვერ მოუგებთ საქართველოს ომს! - იმისათვის, რომ ომი მოიგო, სულაც არაა საჭირო, შენება იცოდე… - არა, ეს სწორედაც რომ აუცილებელია! ბოლო 10 წლის მანძილზე თქვენ მხოლოდ სოჭის პროექტი შექმენით. ჩვენ ხელახლა ავაშენეთ ქალაქები… თუმცა არის სხვა მიზეზიც. თქვენს ჩინოვნიკებს დასავლეთის ეშინიათ, რადგან მათ ზრდიდნენ იმის შთაგონებით, რომ მთავარი სადაზვევრო სამმართველო (ე.წ. ცეერუ) “კაგებე”-ზე ძლიერია. დასავლეთის მართლაც უნდა გეშინოდეს, თუ შენი ფული დასავლეთის ბანკებში ინახება. - აი, თქვენ ამბობთ, რომ აშენებთ, მაგრამ აფხაზეთში – თქვენ კი არა, რუსი ინვესტორები, ხოლო სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები აშენებენ… იქ როგორ მოიგებთ? - არ არსებობს მსოფლიოში პრეცედენტი იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამე შენდებოდეს. ეს იგივეა, რაც სახლი სილაზე ააშენო. შეიძლება, ააშენო ყაზარმები, მაგრამ ინვესტიციები იქ არ შევა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედი არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ რუსი და ქართველი ხალხის ტვინებში წყდება. რაც უფრო წარმატებულად ჩაივლის ჩვენთან სამართალდამცველი, ჯანდაცვის, განათლების სფეროების რეფორმები, მით უფრო ახლოს იქნება ცხინვალი თბილისთან. - მაგრამ აფხაზეთში სხვა სიტუაციაა. სოჭის ოლიმპიადა აფხაზეთის მიმართ ინტერესს აღძრავს… - იოცნებონ! აფხაზეთში არ არის საზოგადოება. ბაღაფში იმიტომ კი არ გახდა პრეზიდენტი, რომ არჩევნები მოიგო, არამედ იმიტომ, რომ კრემლთან შეთანხმებას მიაღწია. მითხარით, რატომ არ ახორციელებს ბაღაფში რეფორმებს? იქ არ არის არჩევანის გაკეთების თავისუფლება. ისინი კრემლზე არიან დამოკიდებულები. იქ არ არის დემოკრატია. - და საქართველოში არის დემოკრატია? - თქვენ როგორ ფიქრობთ, არა? - ჩემი აზრით, უკრაინაში დემოკრატია არის, საქართველოში – არა. - რატომ? - თქვენ არ გაქვთ თავისუფალი ტელევიზია. - ჩართეთ ტელევიზორი და იხილავთ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, რომელიც მოგწონთ! - მაგრამ ეს ტელეარხები ხელისუფლების მიერ იმართება, ხოლო უკრაინაში ძალიან ბევრი ტელეარხია თავისუფალი. - და ამიტომაა იქ დემოკრატია?! განა ეს დემოკრატიაა, როდესაც იმარჯვებს კანდიდატი, რომელმაც 3%-ით მეტი აიღო და ეს 3%-იც – იმის ხარჯზე, რომ ერთ ოლქში არჩევნებზე 97% მივიდა?! ქვეყნის დასავლეთ ნაწილში არჩევნებზე მივიდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც მისვლა რეალურად სურდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში – ყველა. ნამდვილი დემოკრატია მაშინაა, როცა ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს ატარებს. მანახეთ საქართველოში რეგიონი, სადაც ამომრჩეველთა აქტივობას ოდესმე 97% შეუდგენია! უკრაინაში მოქმედებს ასეთი კანონი: ე.წ. გაი-ს თანამშრომელი, რომელიც ქრთამს 200 გრივნაზე ნაკლები ოდენობით აიღებს, გაი-ში 500 დოლარიან ჯარიმას იხდის და ეძლევა უფლება, ისევ გააგრძელოს მუშაობა. ეს დემოკრატიაა?! ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება. ჩვენთან მობილურ ტელეფონებსაც კი აღარ იპარავენ, რადგან ამ დანაშაულისთვის 5 წლით ციხეში ვსვამთ! - თქვენ ცდილობთ, მკაცრი მეთოდებით თესოთ დემოკრატია და კანონი, უკრაინაში კი სხვაგვარად ხდება. - უკრაინაში კანონს არ თესავენ, ამიტომაც იქ კანონთან დაკავშირებით პრობლემებია. უკრაინული დემოკრატია მხოლოდ კლიშეა. იქ უბრალოდ ხუთოსნები არ უყვართ, უყვართ სამოსნები, ამიტომაც იყო, რომ როდესაც იუშჩენკომ წააგო, ყველამ თქვა, ეს კარგია და დემოკრატიააო. საქართველოში გაიმარჯვა სააკაშვილმა და ყველამ თქვა, რომ დემოკრატია არ არის. - ეს დასავლეთს აქვს ასეთი კლიშეები? - ყველას. - იქნებ, დასავლეთსაც უხარია იუშჩენკოს დამარცხება, რადგან რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი აღარ არსებობს, ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის – კი? - იანუკოვიჩი მოსკოვს 6 თვეში წაეჩხუბება – როგორც კი საქმე ფულისა და თანამდებობების გადანაწილებამდე მივა. როდესაც პუტინი მას რომელიმე თანამდებობაზე თავისი კადრის დანიშნვას ან სხვების ინტერესების იგნორირებას მოსთხოვს, “მეგობრობა” დასრულდება, – ასევე იყო ჩვენთან. - მექმნება შთაბეჭდილება, თითქოს დასავლელ პარტნიორებზე გულგატეხილი ხართ… - არა, რატომ?! ჭკვიან დასავლეთს ჩვენ ვუყვარვართ. უბრალოდ ჩვენ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ და არავის ვუსმენთ. ნამყოფი ხართ კარალეთში, ჩვენი სპეცრაზმის ბაზაზე? იქ ჩვენი სპეცრაზმი პირისპირ დგას თქვენს სამხედროებთან. ჩვენი სპეცრაზმელებისთვის ჯავშანმანქანები “კობრა” შევიძინეთ, იმის მიუხედავად, რომ ევროპელები გვეწინააღმდეგებოდნენ, “რაში გჭირდებათ რუსების პროვოცირებაო?”. ჩვენ არ მოვუსმინეთ ევროპელებს, შედეგად კი აღარცერთი დაღუპული არ გვყავს ამ ზონაში. - ანუ, ევროპელებს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ? - მე ვიტყოდი, თითქმის არასდროს. იხილეთ epn.ge
  7. http://www.fcbarcelona.cat/web/Galeries/futbol/temporada09-10/04/entrenament070410/2010-04-07_ENTRENO_09.JPG“არსენალთან” ტრიუმფის შემდეგ “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” ვარჯიშები განაახლა. გუნდი ახლა მთლიანად მობილიზებულია შაბათის თამაშზე. ვარჯიში დაიწყო დილის 11:30 წუთზე. ვარჯიშმა ნელ ტემპში ჩაიარა. ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ ჩავი, ტურე და მილიტო. ამ სამივე ფეხბურთელმა ამჯობინა სატრენაჟორო დარბაზში დარჩენა და იქ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში. ვარჯიშზე ასევე არ იმყოფებოდა ერიკ აბიდალი, რომელმაც ტრავმა “არსენალთან” [...] სრულად ბარსამანიაზე
  8. http://www3.pictures.zimbio.com/gi/Barcelona%20v%20Arsenal%20UEFA%20Champions%20League%20urNj9Wl87NWl.jpg მესიმ უკვე გაიტანა წინა სეზონში გატანლი გოლებზე მეტი. “Barca TV”-თან ინტერვიუში მესიმ განაცხადა, რომ გოლების გატანა, გუნდური მუშაობის წყალობით მოახერხა. მისი აზრით, “ბარსელონას” მომავალი მეტოქე, “ინტერი” ძალიან ძნელი და ეფექტური გუნდია. “Barca TV”-ის ჟურნალისტებმა დაუყონებლივ ჩაწერეს ინტერვიუ მატჩის გმირთან. “დასაწყისში ცოტათი გაგვიჭირდა და ხანდახან არ გვიმართლებდა კიდეც, მაგრამ გუნდმა რეაქცია მოახდინა [...] სრულად ბარსამანიაზე
  9. http://s40.radikal.ru/i088/1004/3e/e349cff0c5d9.jpg არსენალის მცველმა ემანუელ ებუემ განაცხადა, რომ მისი რომაში გადასვლა სიმართლეს არ შეესაბამება. რომას მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მზად არის მეთოფეებს ებუეზე წინადადებით მიმართოს. აფრიკელი ფეხბურთელი ადასტურებს, რომ მან არაფერი იცის ამის შესახებ, და ის არსად გადასვლას არ აპირებს და მისი თქმით მას ძალიან მოსწონს არსენალში თამაში. “მე ვთამაშობ არსენალში და კომენტარებს არც ვუსმენ. ყველა ფეხბურთელს სურს რეგულარულად თამაში და მე მათგან არაფრით არ განვსხვავდები. მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მოედანზე უფრო მეტ დროს გავატარებ და გამოვალ.” – განაცხადა ებუემ SkySportsთან საუბარში. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti17-150x130.jpgმთავრობა კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართული სამართლადარღვევი ქმედებების განმახორციელებელ პირებს შეღავათს არ გაუწევს. ამის შესახებ ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ’’ კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტს პარლამენტი უკვე იხილვას. კანონპროექტის მიხედვით, სასჯელებისგან და საურევისგან აღნიშნული ქმედებისთვის დაჯარიმებულებს, არ გაათავისუფლებენ. კერძოდ, ლიბერალური მიდგომა არ გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებს, ასევე 150/1 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე. 150-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები ითვალისწინებს სასჯელს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში წარწერების, ნახატების და სიმბოლოების თვითნებურად შესრულებისთვის, რაც 1000 ლარით ჯარიმდება. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი კი იგივე ქმედების განმეორებას გულისხმობს. ამასთან, ჯარიმისგან და საურავებისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შენობა-ნაგებობას ფერი ან სხვა იერსახე შეუცვალეს. ასევე, სანქციებისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც ასეთ ზონაში სავენტილაციო სისტემა, ბანკომატი, სარეცხის საშრობი, გისოსები, ჯიხურები, დახლები და სხვა მსუბუქი კონსტრუქცია თვითნებურად დაამონტაჟეს და განათავსეს. ამას გარდა, მთავრობა შეღავათს არ გაუწევს ფიზიკურ პირებს, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ეზოები, ქუჩები და მოედნები თვითნებურად გადათხარეს, ან სამშენებლო მასალებით ჩახერგეს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ფიზიკური პირების ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლებას, რომელთაც სამართალდარღვევა 2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეს. იხილეთ epn.ge
  11. ალბათ ზოგს გემახსოვრებათ, რომ ორი სტატია დავდე, მოკლე კითხვა-პასუხები, პირველი იყო ლეოსთან და მეორე პატოსთან. ამის შემდეგ მე დაგპირდით რომ მსგავს სტატიას ისევ შემოგთავაზებდით, თუმცა არავის გაგხსენებიათ და არც მე მომიკლავს თავი. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif მაგრამ ახლა რახან ამომეწურა დღის სიახლეები, ამჯერად დავწერ ლუკა ანტონინიზე მისი პიროვნების უკეთ გასაცნობად. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif - რომელიმე ლოსიონს ხმარობ? (ასეთ კითხვებს არ ვიმჩნევთ http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif -ავტ.) - ნივეას. - როგორი სუნამოები გიყვარს? - ამჯამად მე ვისხამ “TOUCH”-ს ლუკა ანტონინისგან (ეს ვერ გავიგე http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif - ავტ.) - რომელ დეზოდორანტს ხმარობ? - SPRAY - ამპარტავანი პიროვნება ხარ? - არა. - რა სიხშირით დადიხარ პარიკმახერთან? - ყოველთვე. - შავთმიანი, ქერა თუ ჟღალთმიანი? - ქერა. - ტატუ გაქვს? თუ კი, რამდენი, სად და რა დატვირთვის? - ხუთი ტატუ მაქვს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ძირითადად მკლავებზე. - ქალი მოკლე ქვედაბოლოში თუ გრძელ კაბაში? - მოკლე ქვედაბოლოში. - საყვარელი მსახიობი? - ჯულია რობერტსი. - ლუკა ანტონინი რომ არა, რომელი პოპულარული კაცი იქნებოდი? - დევიდ ბექჰემი. - რომელი მშვენიერი ქალბატონი იქნებოდი? - ბენედეტა ბალეჯი (მისი ცოლი) - შინაური ცხოველი გყავს? - შავი ლაბრადორი მყავს, გოლტა ჰქვია. - რას სვამ როდესაც მზის ქოლგის ქვეშ წევხარ? - ცივ ბავარიულ ლუდს. - შენი პირველი და ბოლო მანქანები ? - პირველი იყო GOLF TDI, ახლა მყავს AUDI Q7. - მოტოციკლეტი? - დიდი სკუტერი. - საყვარელი საჭმელი? - მაკარონი რაგუსთან ერთად. - ღამე გირჩევნია კლუბში თუ შუადღე ოჯახთან ერთად? - შუადღე ოჯახთან ერთად. - ახლა ამოსარჩევად რომ გქონდეს, სად იცხოვრებდი? - ზღვასთან ახლოს. - ბოლოს რა აჩუქე მეუღლეს? - ბეჭედი ალმასით. - ღვინო თუ ლუდი? - ლუდი. - საყვარელი წიგნი? - ფაბიო ვოლოს “IL GIORNO IN PIU” - საყვარელი გაზეთი? - LA GAZZETTA DELLO SPORT. - როგორი ნაყინი მოგწონს? - შოკოლადის. - შენი ოცნება (რისი განდობაც შეგიძლია ჩვენთვის)? - მე ამ ოცნებას ჩემთვის დავიტოვებ, რა იცი, იქნებ ახდეს. - რა სიხშირით იცვლი მობილურ ტელეფონს? - ექვს თვეში ერთხელ. - Facebook-ს ხმარობ? - არა. - Apple თუ Windows? - Apple. - ბოლო სიმღერა, რომელიც შენს Mp3-ში ჩაწერე. - ტიციანო ფეროს “INDIETRO”. - Playstation, Nintendo Wii თუ XBox? - Nintendo Wii. - რომელი სერიალი მოგწონდა ბავშვობაში? - DIFFERENT STROKES. - რომელი საგანი გეზიზღებოდა ყველაზე მეტად სკოლაში? - მათემატიკა. - შენი დღე… - საუზმის შემდეგ ჩემი შვილი (გოგო) მიმყავს საბავშვო ბაღში, მერე სხვადასხვა რაღაცეებს ვაკეთებ, მაქვს ლანჩი მილანელოზე და მერე ვარჯიში. ამის შემდეგ მივდივარ სახლში, ოჯახში ვსადილობ და ვიძინებ. P.S. უარესი შეკითხვებიც იყო და არ დავწერე ყოველი შემთხვევისთვის. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  12. http://s57.radikal.ru/i155/1004/c3/d446818a3ffb.jpg დასრულდა მატჩი ბარსელონა არსენალის წინააღმდეგ, რომელიც ბარსელონამ გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო 4-1. გთავაზობთ არსენალის ფეხბურთელების შეფასებებს. ფეხბურთელების შეფასებები: ალმუნია – 5.5 სანია – 6 ვერმაელენი – 6.5 სილვესტრი – 4.5 კლიში – 6.5 დენილსონი – 5.5 ნასრი – 6 დიაბი – 7 უოლკოტი – 5.5 ბენდტნერი – 7 როსიცკი – 5 შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები: ებუე – 5.5 ედუარდო – 5 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკლას ბენდტნერი დასახელდა. View the full article
  13. http://s57.radikal.ru/i155/1004/68/f68c9da6e622.jpg არსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერითვლის, რომ მის გუნდს ახალი სისხლი ესაჭიროება, რადგან მომავალშიც ესე არ მოხდეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან არ გამოვარდნენ. “ჩვენ აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ, ეჭვის გარეშე. ამიტომ ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ დავფიქრდეთ და მომხდარი გავაანალიზოთ.” – განაცხადა ვენგერმა. შეგახსენებთ, რომ არსენალმა ბარსელონასთან ორ მატჩში 2-2, 1-4 ითამაშა. View the full article
  14. http://www3.pictures.zimbio.com/gi/Italy%20National%20Soccer%20Team%20Visit%20Earthquake%20DeLgoFoHkkGl.jpgფაბიო კანავაროს აგენტის, ენრიკო ფედელეს განცხადებით, სეზონის დასრულების შემდეგ, სრულიად შესაძლებელია მისი კლიენტი, თავის ყოფილ გუნდს, "ნაპოლის" დაუბრუნდეს. კანავაროს კონტრაქტი, "იუვენტუსთან" ივნისში ეწურება, მაგრამ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ის "ბებერი ქალბატონის" სახელს კიდევ მინიმუმ სეზონის განმავლობაში დაიცავს : " ფაბიოს "იუვესთან" კონტრაქტი ივნისში ეწურება, მაგრამ კარიერის დასრულების შემთხვევაში, ის ხელმძღვანელობაშიც სიამოვნებით დაიკავებდა ადგილს. ასეა თუ ისე, კანავაროს ფეხბურთის თამაში უყვარს და ითამაშებს კიდეც. ჩვენ განვიხილავთ ყველა შემოსულ შემოთავაზებას და კარგად ავწონ-დავწონით მათ. "ნაპოლი"? არ ვუარყოფ, კონტაქტი ნამდვილად იყო. " -აცხადებს აგენტი. View the full article
  15. http://s004.radikal.ru/i206/1004/3c/209d69d475dd.jpg არსენალის თავდასხმელმა ნიკლას ბენდტნერმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბარსელონას წინააღმდეგ ანგარიში გახსნა, მაგრამ სამწუხაროდ საბოლოოდ მატჩი 4-1 დამთავრდა ბარსელონას სასარგებლოდ. “ბარსელონა ჩვენთან შედარებით ძალიან ძლიერი იყო, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში რაც შეგვეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. როდესაც ჩვენმა მოწინააღმდეგებ ბურთი გაგვიტანა ძალიან გაგვტეხა ამ ბურთმა. ხოლო ამის მერე კი ბარსელონამ გაიტანა და გაიტანა. ძალიან სუსტად ვითამაშეთ კამპ ნოუზე ბარსელონასთან წინააღმდეგ.” – განაცხადა ნიკლასმა. View the full article
  16. რამოდენიმე "საუკუნის უიღბლო მატჩის" და შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, "ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივარი, კიდევ ერთხელ მოწმე გახდება ესპანეთის ჩემპიონატის 81 წლიან ისტორიაში არსებული ორი ყველაზე საუკეთესო გუნდის დაპირისპირების. თუ სტატისტიკას თვალს შევავლებთ ჩვენ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე საინტერესო "ელ კლასიკოს" მოწმენი უნდა გავხდეთ. იხილეთ realmadrid.ge
  17. http://s45.radikal.ru/i108/1004/2a/56f25988574f.jpg არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კამპ ნოუზე ბარსელონასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. “ვულოცავ ბარსელონას, მოწინააღმდეგემ ჩვენზე კარგად ითამაშა. ლეო მესი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, არგენტინელი ძალიან სახიფათოა. თუ მესის აქვს ბურთი მისი გაჩერება ძალიან ძნელია. ის ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელიც ესე ადვილად აკეთებს მანევრირებას სირბილისას. არსენალმა კარგად დაიწყო შეხვედრა, ასევე ჩვენ შეგვეძლო 3-1 თავის დაძვრენაც. ბენდტნერმა ძელს გაარტყა ბურთი, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ ის თამაშგარე იყო. ასევე ვერ გამოვიყენეთ რამოდენიმე მომენტებიც. ახლა ჩვენ საჭიროა გადავწყვიტოთ მთავარი პრობლემა… ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, ეს არაფერია, მთავარია შემდეგში გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ. სწრაფად გვჭირდება ამ მარჩის დავიწყება და ფიქრი შემდეგ დარჩენილ მატჩებზე, რადგან პრემიერლიგაში ჯერ არაფერი არ დამთავრებულა.” – განაცხადა ვენგერმა. View the full article
  18. http://www.forzajuve.ru/images/stories/news12/27.jpg"შალკე 04" -ის ფორვარდმა, კევინ კურანიმ ტურინის "იუვენტუსის" შემოთავაზებას, უარით უპასუხა. გერმანული კლუბის 28 წლის ფეხბურთელი, სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსს, მიიღებს და "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას, მისი გადმობირების იმედი ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერს ხელი ფინანსურმა საკითხებმა შეუშალა, რადგან კურანი ოთხწლიან კონტრაქტსა და სეზონში 4 მილიონ ევროს ითხოვდა. View the full article
  19. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ლეონარდო “მილანს” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, არ წყდება. ახალგაზრდა მწვრთნელმა სეზონი არც ისე ცუდად ჩაატარა, როგორც ამ სეზონის დასაწყისში ელოდნენ და ამის გამო უახლოეს მომავალში ის მოიაზრება ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლოს დუნგას შემცვლელად. მაგრამ გალიანი უკვე მერამდენეჯერ ამბობს იმას, რომ ლეო “მილანში” იქნება 2010-2011 წლების სეზონებშიც. ” დარჩება თუ არა ლეონარდო ჩვენთან? რასაკვირველია! ლეო მომავალ წელსაც ჩვენი მწვრთნელი იქნება.” - ამბობს “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, - არც არავის არ უფიქრია სხვა კანდიდატურაზე. მოცემული სიტუაცია მაგონებს და ჰგავს იმ ერთი წლის წინანდელ სიტუაციას, როცა ანჩელოტი იყო “მილანში” და იმის საშიშროება არსებობდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასულიყო.” მაგრამ Tuttosport-ი იტყობინება, რომ სილვიო ბერლუსკონი ბრაზილიელი დებიუტანტის დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ “მილანელები” სეზონის ბოლოს სკუდეტოს მოიგებენ და ოქროს მედლებს ჩამოიკიდებენ. ის ალბათ ელის სეზონის დასრულებას და შემდეგ თავად გადაწყვეტს. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge
  20. http://www.forzajuve.ru/components/com_datsogallery/img_originals/6D34AA278D54-175.jpgტურინის "იუვენტუსი" ნავსის გატეხვისთვის ემზადება. შემდეგ ტურში "ბიანკონერები" "კალიარის" დაიპირისპირდებიან. ვინოვოზე ვარჯიშები გრძელდება... View the full article
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/par9-150x150.jpgადმინისტრაციული სახდელისგან ნარკოდამნაშავეები არ გათავისუფლდებიან. პარლამენტმა მთავრობის ინიციატივის ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ’’ განხილვა უკვე დაიწყო და პროექტი პირველი მოსმენით დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ჯარიმებისგან და მათზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომელთაც ეს დანაშაული 2009 წლის 15 ივნისამდე ჩაიდინეს. პროექტის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმისგან არ გათავისუფდლება ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი. კერძოდ, ჯარიმებისგან და საურავებისგან გათავისუფლება არ გავრცელდება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 45-მუხლზე, რომელიც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე. ამასთან, სასჯელისგან გათავისუფლება არ შეეხებათ იმ პირებს, რომელთაც ჯარიმა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის დაეკისრათ. ასევე, შეღავათი არ შეეხებათ პირებს, რომელთაც ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის დაეკისრათ, ან სატრანსპორტო საშუალება სამართავად ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის გადასცეს. იხილეთ epn.ge
  22. http://www.myliverpool.ru/_nw/38/61861050.jpg გთავაზობთ “ლივერპულის” წინასამატჩო პრეს-კონფერენციიდან ფოტოებს. http://www.myliverpool.ru/_nw/38/83691437.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/82640337.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/09733327.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/28467015.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/01280022.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/55840387.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/37701205.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/38/61194604.jpg View the full article
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini25-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წნორის მესამე საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციის ”ლამპარი 2009” პროექტის ”მომავალი თაობისათვის” ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. როგორც შაშკინმა განაცხადა, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების და მასწავლებლების სამოქალაქო აქტივობებს, განავითაროს მოსწავლეებში მოქალაქეობის გრძნობა, წაახალისოს მათი ინიციატივები, ხელი შეუწყოს სკოლაში სამოქალაქო ჩართულობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მაქსიმალურად შინაარსიანი გახადოს მოსწავლეების თავისუფალი დროის ორგანიზება. სკოლაში ”მოვიარე საქართველო” საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა, რომელზეც მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეები ტრადიციული ჩაცმულობით, შესაბამისი ცეკვითა და სიმღერით, ასევე კუთხეებისათვის დამახასიათებელი სამზარეულოთი წარმოადგინეს. მინისტრი ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებისა და შედეგების ამსახველ ფოტოგამოფენას დაესწრო. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა სასკოლო კლუბებმა, ”პატრიოტი” და ”ნერგები” მინისტრს მათ მიერ განხორციელებული და მომავლისთვის დაგეგმილი საქმიანობებიც გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ლამპარი 2009” პროექტი ”მომავალი თაობისათვის” სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დაფინანსების ფარგლებში განახორციელა. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/31-batalioni-150x150.jpgსაქართველოს შეიარაღებული ძალების 31 –ე ბატალიონის 750 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქართველი ჯარისკაცები ISAF– ის ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკულ კონტიგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. სამხედროების გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეირაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ – მაიორი დევი ჭანკოტაძე, აშშ – ს ევროპული და ამერიკული მიმართულებების საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლობის დელეგაცია, გენერალ – ლეიტენანტი რიჩარდ ნატონსკი და ევროპაში აშშ – ს საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი პოლ ბრაიერი დაესწრნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიმ განაცხადა, ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია რთული მოვლენაა. “ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველების სპეციალურ გადამზადებას აწარმოებდნენ. ჩვენც და ამერიკული მხარეც კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით და მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული ბატალიონი,” – განაცხადა ახალაიამ. 31 –ე ბატალიონი დღეს მამა გაბრიელმაც დალოცა. ნატო – ს ეგიდით წარმოებულ ISAF – ის სამშვიდობო ოეპრაციაში მონაწილეობის მისაღებად 31 –ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისთვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანლობით გაიარეს. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურების და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. სპეციალური მომზადება 31 – ე ბატალიონმა ვაზიანის და სასწავლო ცენტრ კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე გაიარა. ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფილსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ – ს გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ISAF – ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 2009 წლის 16 ნოემბერს ავღანეთში უკვე გაემგზავრა და სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში არულებს. ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისათვის აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათს, 6 აპრილს თბილისის დროით საღამოს 8 საათზე შედგა. ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვენლობას კოალიციის წარმატებისა და ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში. საუბრისას პრეზიდენტებმა მომავალი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის თემატიკა, აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიულ თანამშრომლობა, რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს. იხილეთ epn.ge
  25. „ალიანსის საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიერ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება: „ვანო მერაბიშვილი პატარა მატყუარაა, რომელიც იტყუება და ციფრებით მანიპულირებს. თვითონ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს ციფრები მის მიერ არის მოგონილი. არანაირ კვლევას მსგავსი შედეგი არ დაუდია. რაც შეეხება ალასანიას, თუ ასეთი რევანშისტია, რატომ იყო ელჩი გაეროში და ქვეყანაში ყველაზე საპასუხიმგებლო პოსტები რატომ ებარა?! ძალიან კარგად იციან, რომ ეს ასე არ არის. ასევე კარგად ვიცით, შევარდნაძის უმრავლესობის ლიდერი ვინ არის რეალურად. მიხეილ სააკაშვილს ვერავინ წაართმევს ვერც შევარდნაძის ქებას, სანამ მას ძალა ჰქონდა და ვერც მასთან დაპირისპირებას და ჩაწიხლვას, როცა ნახა, რომ ამის დრო ჰქონდა. ასეთი საქციელი ცუდი კაცობის ნიშანია და მეტი არაფერი“. View the full article
×
×
  • შექმენი...