Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს ხელისუფლება კომპიუტერული და ლინგვისტიკური რევოლუციის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის შემდგომი გამოწვევა სწორედ ეს საკითხი უნდა გახდეს. View the full article
  2. თინი, ბლოგერი tiny.ge-დან გუშინდელ ლაივს ყველაზე ნაკლები ემოციებით ველოდებოდი რატომღაც, მაგრამ ყველაზე ემოციური კი აღმოჩნდა ჩემთვის! ბევრი მოულოდნელობა და კარგი შოუ – კარგი ნომრებით, ასე შემიძლია საერთო ჯამში შევაფასო. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ნომერი არ მომეწონა… ჩვენს ღრმა, საბჭოთა ბავშვობაში მხოლოდ ერთადერთი სპორტული ფორმები იყიდებოდა და იმას მაგონებს… – მაია new style-ს პირველი გამოსვლა ყველას დაგვამახსოვრდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შოუს ისტორიაში. იმ გადაცემის ფავორიტებიც გახდნენ და საერთოდაც, ითვლებოდა, რომ შოუს ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი იყო. ამის ფონზე მაყურებელსაც და ჟიურისაც გაუცრუვდათ იმედები. შეიძლება არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში, მაგრამ ალბათ სულ პირველად რომ ვხედავდე მსგავსი სახის ცეკვებს, მაინც ვიტყოდი, რომ მთლიანობა არ იგრძნობოდა ცეკვაში. სინქრონიც არ იყო დიდად დაცული. შეიძლება იმის გამო ხდება, რომ ძალიან ბევრი მონაწილეა და ყურადღება იფანტება, ვეღარ ხვდები რომელს მიაქციო ყურადღება. თუმცა, პროფესიონალები რომ არიან, ნამდვილად ეტყობათ და ვიცი, შრომა არ დაეკარგებათ. ჟიურის კრიტიკას რაც შეეხება, ვთვლი, რომ სამართლიანი იყო. ისე, მაიას შეფასებაზე გულიანად ვიცინე და გავხალისდი, ისეთი ეპითეტით შეამკო ჯგუფის ჩაცმულობა ჩაცმულობას მე არ შევეხები, საბჭოთა ბავშვობაში არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ ეს უცნაური სპორტულები საერთო ჯამში არაეფექტური ნამდვილად იყო… http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1285.jpg ხათუნამ გმირულად გაართვა თავი ამ სიმღერის ტექნიკურ სირთულეებს-ნიკა სიმღერის ტექნიკურ სირთულეებზე დავეთანხმები ნიკას და კარგად გაართვა თავი ხათუნა მეგრელიშვილმა, თუმცა გეგასაც უნდა დავეთანხმო და ისევ ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის შესრულება არასწორი გადაწყვეტილება მგონია. კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ემოციები ვერ გამოიწვია ჩემში მისმა სიმღერამ. დავაკონკრეტებ: არიან ადამიანები, რომლებიც სულ უინტერესო თემაზე რომც ლაპარაკობდნენ, უნარი აქვთ “გაიძულონ” მოსმენა. ასევე არიან მომღერლები, რომლებსაც უნარი აქვთ “გაიძულონ” მოგასმენინონ, თუნდაც შენთვის არასაინტერესო ჟანრის სიმღერა. ჩემი აზრით, ეს უნარი აკლდა ხათუნა მეგრელიშვილს და ამიტომაც ვერ მიიქცია დიდად ჩემი ყურადღება… http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1287.jpg ეს იყო ქუთაისში… დიახ, ეს ქუთაისში იყო ის დიდი შეცდომა, რაც ჟიურიმ დაუშვა იოსებ გოგიას ნახევარფინალში გადაყვანით. სულ ვამბობდი, რომ არ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ გარკვეული იმედები გამიჩნდა, როცა პრომოები ვნახე და საინტერესო კოსტუმში გამოწყობილი იოსებ გოგია დავინახე. არ გავდა რაღაც თავის წინა გამოსვლას… მაგრამ ნომერი როგორც კი დაიწყო, მაშინვე მივხვდი- განწირული იყო მინიმუმ კრიტიკისთვის. კრიტიკის მაქსიმუმი სამი ღილაკი აღმოჩნდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჟიურის ნახევარფინალის დროსაც აქვს უფლება წითელ ღილაკებს ხელი დააჭიროს და გამომსვლელს შეაწყვეტინოს ნომერი, რაც მოხდა კიდეც იოსებ გოგიას გამოსვლისას, პირველად “ნიჭიერის” ისტორიაში. ძალიან მოსაწყენი იყო მართლა! მაიამ ცოტა არასწორედ დასვა აქცენტი – არაესთეტიური იყო, დამთრგუნველიო. შეიძლება რაღაც იყოს დამთრგუნველი, მაგრამ თან საინტერესო და ყურებადი. უბრალოდ, მოსაწყენი იყო. პანტომიმა ისეთი ჟანრია, უამრავი საინტერესო ნომრის მოფიქრება შეიძლება. თანაც, მარტო არ იდგა სცენაზე და მოსწავლეებთან ერთად შეიძლებოდა მრავალფეროვანი ნომრის გაკეთება. მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ რა ხდებოდა ნომერში შემდეგ – რეპეტიციებიდან როგორც ვიცი, არც არაფერი, მაგ ტემპში და სტილში გრძელდებოდა გამოსვლა. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1291.jpg ჯგუფის სახელი მინიმუმ მათ შინაგან და გარეგან სამყაროს შორის გამყოფს უნდა ნიშნავდეს- ვანიკო ვაშა, დაბრუნდა ცეცხლი ჩვენს სცენაზე! – მაია “შუშა”-ს თუ ასეთი მუხტი ჰქონდა,არ ვიცოდი მთელი დარბაზის თავიანთი მუსიკით დამუხტვა მოახერხეს, მართლა. აი ეს იყო ნამდვილი მოჭარბებული ემოციები ერთად! კომპოზიცია ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ისეთია, რომ მაშინვე აგეკვიატება, მაშინვე გემღერება, მაშინვე ითავისებ. ბოლოს უკვე მეც დავიწყე მათთან ერთად სიმღერა პირველ ტურთან შედარებითაც დახვეწილები იყვნენ ჩემი აზრით და გუშინდელი შოუს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებში თამამად დავასახელებ! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1298.jpg შეხმატკბილებული ოჯახი ურთიერთობების შეხმატკბილებას გულისხმობდნენ ალბათ წამყვანები, თორემ სიმღერაში შეხმატკბილება მაინცდამაინც ვერ შევნიშნე. საერთოდაც, როცა მათი გამოსვლის სრული ვერსია დაიდო (ტელევიზორში სულ რამდენიმე წამით აჩვენეს და ვერ მივხვდი რა იყო), დავფიქრდი – რა მიზეზით გადაიყვანეს მეთქი. სანახევარფინალო გამოსვლაც არ მომეწონა. საქართველოში ყოველი მეორე მღერის მსგავსად და მსგავს რეპერტუარს, არაფერი განსაკუთრებული არ იყო. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1304.jpg ჟიურიმ გვითხრა, რომ კარგი გოგოები ვართ… როცა ტყუპებს გავესაუბრე და მითხრეს, დღეში 4 საათს ვვარჯიშობთო, მაინცდამაინც არ დავიჯერე მაგრამ მათი გამოსვლა რომ ვნახე, მივხვდი -სიმართლე მითხრეს, სხვანაირად შეუძლებელია ასეთი მოძრაობები შეასრულო! http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1306.jpg _გეგა, შენც შეგეშინდა? _ვაღიარებ, ვინერვიულე! თამამად შემიძლია ვთქვა, რამაზ გარშაულაშვილი უფრო მყარად დგას ჰაერში გაჭიმულ ბაგირზე, ვიდრე მე მიწაზე! თან მეშინოდა, თან გაოცებული ვიყავი, თან “ვაიმე, რა მაგარია” აღმომხდებოდა ხოლმე დროდადრო… ძალიან მომეწონა, რომ სრულიად განსხვავებული ნომერი შემოგვთავაზა და პირველი ტურის მსგავსი რამე არ გაიმეორა. იმდენად პროფესიონალია ეს ადამიანი, რომ ამაზე მეტად ალბათ შეუძლებელია საცირკო ხელოვნების დახვეწა! აბა, ბევრს გინახავთ ჰაერში შესრულებული შალახო? http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1311.jpg გუგა, შენ ხარ ერთადერთი, ვინც ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინა გამოსვლიდან აქამდე! -გეგა გუგას გამოსვლის დროს მთეელი დარბაზი იდგა ფეხზე! ძალიან სწორად შერჩეული რეპერტუარი, ძალიან დიდი წინსვლა პირველი ტურის შემდეგ (თუმცა მე პირველი ტურის ნომრითაც აღფრთოვანებული ვიყავი) და კიდევ ერთი ფავორიტი ნომერი ნიჭიერის სცენაზე! როგორც ნიკამ თქვა, მეც მინდოდა არ დამთავრებულიყო გუგას ნომერი http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1321.jpg თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო-მაიას “ანდაზირებული” შეფასება მგონი, რომ გაიგეს ნიკა მემანიშვილს ბარბარა სტრეიზანდი უყვარსო, ყველამ გადაწყვიტა ამით მოეგოთ მისი გული ამჯერად ჟიურიმ მარის და ბაბის ნამღერში ვერ აღმოაჩინა მუტაციები. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ ნომერზე, მომეწონა პრინციპში მათი ნამღერი, მაგრამ მოდი, ბოლოსთვის შემოვინახავ მთავარ სათქმელს. http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1322.jpg ძალიან მიყვარს ეს სცენა…ნიჭიერი მიყვარს…და ყველანი მიყვარხართ…დედიკო მიყვარხარ… მართალი გითხრათ, პირველ ტურში მაინცდამაინც არ მომეწონა გვანცას და აკას გამოსვლა. სანახევარფინალო ნომერი უფრო ემოციური იყო. გრძნობებზე ლაპარაკი (რაც რატომღაც პირდაპირ გადაჯაჭვულია ხუთშაბათ საღამოსთან და ისეთი დოზებით, ბოლოს უკვეე გავღიზიანდი ) ჟიურის ამ გადაცემაში ბევრი მოუვიდა და მეც აღარ მინდა მივამატო. უბრალოდ, მართლა ლამაზი ნომერი იყო http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1332.jpg და ყველასათვის საძულველი და თან საინტერესო ბოლო მომენტი…ბოლო წამები… http://nichieri.ge/files/2010/04/BILD1336.jpg უკვე გავიგეთ, რომ არანაირი პროგნოზები არ არსებობს, მაგრამ ასეთ დონეზე? “ბაბი და მარი”-ო რომ გამოაცხადეს, მართლა შოკი დამემართა. ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავსვი, რატომ უნდა დაეჭირა 32%-ს მათთვის მხარი. სიმართლეს თვალებში შევხედოთ და საფინალოები ნამდვილად არ არიან! კი ბატონო, კარგი იყო პირველი ტური…კი ბატონო, ნახევარფინალშიც მოვისმინეთ, მაგრამ ფინალში არანაირი სურვილი არ მქონდა მათი ხილვის – მომიტევონ გულშემატკივრებმა. ჟიურის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. გუგა ნამდვილად ნიჭიერია და რომ არ გადასულიყო ფინალში, გული დამწყდებოდა. საერთო ჯამში, როგორც შოუ კარგი იყო თავისი ემოციებიან-მოულოდნელობებიანად და ვთვლი, რომ წარმატებულად გრძელდება ნიჭიერი! მეოთხე ნახევარფინალამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. იაქტიურეთ და ამჯერად მაინც მოვახერხოთ, რომ მაყურებლის ხმებით ის მონაწილე გავიდეს ფინალში, რომელიც მართლა იმსახურებს ამას! გადაცემის ფავორიტ კადრს გიტოვებთ და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით http://nichieri.ge/files/2010/04/SGPhoto_2010_04_06-19_43_22.png nichieri.ge
  3. კოდორის ხეობის ე.წ. აფხაზური ხელისუფლება გზების დანგრეული მონაკვეთების აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. აფხაზური მედიის ცნობით, სარემონტო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობაც. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კოდორის ხეობაში View the full article
  4. http://juventus.theoffside.com/files/2009/06/poulsen.jpg ჩაგდებული სეზონის შემდეგ "იუვე" აპირებს გუნდის სერიოზულად გაძლიერებას.საჭირო თანხის მოსაგროვებლად "იუვეს" ხელმძღვანელობა მზადაა გაყიდოს ის ფეხბურთელები,რომლებიც წელს ნაკლებად იჩენენ თავს.სავარაუდოდ ამ სიაში მოხვდება დანიელი,კრისტიან პოულსენი,რომელიც წელს საშინლად გამოიყურება.ასევე ვარაუდობენ,რომ სიაში მოხვდება სებასტიან ჯოვინკო,რომელმაც სეზონი კარგათ დაიწყო,მაგრამ ხელმძღვანელობა მასზე არჩევანს არ აკეთებს. View the full article
  5. http://images.quickblogcast.com/92912-88346/juve_reggina_2_trezeguet.jpgდავიდ ტრეზეგეს აგენტმა, ანტონიო კალენდომ "კორინთიანსის" ინტერესის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ ასეთი მომავალი, თავად ტრეზეგესაც ხიბლავს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური კლუბის ინტერესის შესახებ, საინფორმაციო საშუალებებს პირველად რობერტო კარლოსმა აცნობა: " მინდა დაგარწმუნოთ, რომ რობერტო კარლოსს ისევე სურს ტრეზეგეს "კორინთიანსში" ხილვა, როგორც მის თანაგუნდელ რონალდოს. ჩვენი მხრივ ასეთი წინადადება სასიამოვნოა და ბრაზილიური კლუბის ინტერესი, ჩემს კლიენტსაც ხიბლავს. ამასთან მინდა ავღნიშნო, რომ ეხლა ტრეზეგე მხოლოდ "იუვენტუსზე" ფიქრობს და სურს, საყვარელ გუნდს "ჩემპიონთა ლიგაზე" გასასვლელი ბილეთი მოუტანოს. " -აცხადებს კალენდო. View the full article
  6. http://www.giovinco.fansitehost.org/hide/C_3_Media_805878_immagine_det.jpgზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "იუვენტუსი" დიდ ცვლილებებს გეგმავს და იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, გუნდის ნახევარმცველს, სებასტიან ჯოვინკოს "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა, "პალერმოელი" სიმონ კიაერის ტრანსფერში ბარტერის სახით, გამოიყენებს. უკვე ერთი წელია ახალგაზრდა იტალიელი, "იუვენტუსის" რიგებში, მეორეხარისხოვან ფეხბურთელად იქცა. დიეგოსა და ანტონიო კანდრევას ტრანსფერებმა, ის სათადარიგოთა სკამს მიაჯაჭვეს. თავად ნახევარმცველს პოზიცია არ დაუფიქსირებია, მაგრამ რეგულარლი სათამაშო დროის მოლოდინში, გამორიცხული არაა, თუ "პალერმოში" გადაბარგებას, თავადაც მოისურვებს. "ატომური ჭიანჭველა" ადრე "იუვენტუსის" დატოვების შესაძლებლობას, ყოველთვის გამორიცხავდა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, ტურინულ გრანდში არსებული, სამომავლო პერსპექტივა, ისეთ ნიჭიერ ნახევარმცველს ხიბლავდეს, როგორიც ჯოვინკოა. View the full article
  7. http://11cules.com/wp-content/uploads/2009/10/sissoko1.jpgგასულ შეხვედრებში მიღებული, ყვითელი ბარათების გამო, ტურინის "იუვენტუსს" შემდეგ ტურში, "კალიარისთან" შეხვედრაში, საყრდენი ნახევარმცველი, მომო სისოკო დააკლდება. სპორტულმა მომსამართლემ, ჯიამპაოლო ტოსელიმ განაჩენი, ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ბოლო გაფრთხილება, მალელმა ნახევარმცველმა, "უდინეზესთან" მატჩში მიიღო. იგივე გზას ადგას ალესანდრო დელ პიეროც, რომელიც სისოკოს ბედს, მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ გაიზიარებს. ამასთან საგულისხმოა, რომ გუნდში ტრავმების ეპიდემია გრძელდება. ლაზარეთში მარტინ კასერესი, ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, კრისტიან პოულსენი, ანტონიო კიმენტი და დიეგო რჩებიან. View the full article
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gori3-150x150.jpgგორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დღეს ,,ოქონობის’’ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. საგანგებოდ ოქონობის დღისთვის მუზეუმის დირექციამ ფონდიდან გამოიტანა და გამოფინა უძველესი ხატები და საეკლესიო ნივთები. მათ შორის არ იყო მუზეუმის უნიკალური ექსპონატი – ოქონის სამკარედიანი ფერწერული ხატი, რომელიც დროებით წაღებულია მუზეუმიდან რესტავრაცია-კონსერვაციის მიზნით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრები: ბისერებითა და ჯვრებით ნაქარგი ხატები და სურათები, თექით, პლასტელინით, თიხით, მინანქრითა და მუყაოთი შესრულებული ნაკეთობები, ხეზე ნაკვეთი ნივთები. გამოფენას ფონად გასდევდა მოზარდ მგალობელთა მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები. ოქონობისთვის შეგროვილი 15-მდე ავტორის ნამუშევრები მუზეუმში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. გამოფენის შემდეგ ოქონობის დღესასწაული კომბინატის კულტურის ცენტრში გაგრძელდება, სადაც დამთვალიერებელს გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები ელიან. აქვე გაიმართება გრანდიოზული კონცერტი ანსამბლ ,,ქართული ხმების’’, ,,თეატრალური კვარტეტის’’, ლაშა ღლონტისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. კონცერტზე დასახელდებიან გორის საპატიო მოქალაქეებიც, რომლებიც საპატიო სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. იხილეთ epn.ge
  9. http://www.calciomercato.it/imagenes/original/NEWS_1265274109_secco_bettega.jpgჯორჯო პერინეტიმ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ თითქოსდა სეზონის დასრულების შემდეგ ის, "ბარის" ხელმძღვანელობას დატოვებდა და "ბებერი ქალბატონის" სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებდა. ეჭვს აღარ იწვევს, რომ ტურინის "იუვენტუსი" სერიოზული რეფორმების გატარებას გეგმავს და არაწარმატებულად შერაცხული, სატრანსფერო პოლიტიკის შემდეგ, არავის გაუკვირდება თუ "წმენდის" ქვეშ, ტურინული გრანდის მაღალჩინოსანი, ალესიო სეკოც მოხვდება. პერინეტი სეკოს შესაძლო შემცვლელად მოისაზრებოდა, მაგრამ Tuttomercatoweb -ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ის სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: " ამის შეახებ არაფერი ვიცი, "იუვენტუსი" არ დამკონტაქტებია. ვფიქრობ, "ბიანკონერებმა" კონკრეტული პოზიცია უნდა დაიკავონ, ეს კი მხოლოდ პრესის მონაჭორია. ჩემს "იუვეში" ტრანსფერის შესახებ, ბევრი იწერებოდა, მაგრამ გარწმუნებთ, სერიოზული არაფერია. " View the full article
  10. სამეფო კლუბის მარჯვენა მცველმა და კლუბის მე-4 ვიცე-კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, თავისი შეხედულებები გაგვანდო შაბათს გასამართ ”ელ კლასიკოზე”... იხილეთ realmadrid.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Warhead-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ახალი ბირთვული სტრატეგია წარადგინა. ამ დოკუმენტის თანახმად, ამერიკის ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფაში ბირთვული იარაღის როლი საგრძნობლად შემცირდება. ახალი სტრატეგიის მთავარ მიზნად ბირთვული იარაღის გავრცელების და ბირთვული ტერორიზმის პრევენციას ისახავს. ამერიკელი სამხედროების აზრით, ცივი ომიდან შემორჩენილი ბირთვული არსენალი ამ ამოცანის გადასაწყვეტად არ გამოდგება. ახალი სატრატეგია ბირთვული არსენალის შემცირებას და მისი გამოყენების საშუალებების შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ ვალდებულებას იღებს ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც ბირთვული იარაღი არ აქვთ, იმ შენმთხვევაშიც კი თუ ეს ქვეყნები აშშ-ს წინააღმდეგ ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ობამას აზრით, ასეთი ტიპის იერიშებს ჩვეულებრივი შეიარაღებით გამკლავებაც შეიძლება. აღნიშნული სტრატეგია ბირთვული იარაღის პრევენტიული გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. 2010 წლის 8 აპრილს პრაღაში სტრატეგიული შემტვევი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, რომელიც რუსეთისა და აშშ-ს ბირთვული არსენალების 1550 ერთეულ რაკეტამდე შემცირებას ითვალისწინებს. დღეს კი ვაშინგტონს 2200, ხოლო მოსკოვს დაახლოებით 3000 ბირთვული რაკეტა გააჩნია. იხილეთ epn.ge
  12. Core i5-670 7ghz-ს გაცდა უკვე ჩამოვრჩით ცხოვრებას, არადა ინტელის ახალმა პროცესორებმა უკვე 7 გიგაჰერცის ზღვარს გადაბიჯეს. უკვე იანვრიდან ინტელის ახალ პროცესორებზე ახალი რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. სეზონი ევროპელმა ოვექლოქერებმა გახსნეს ამ შედეგით 7002.7 mhz გაგრილება LN2 ანუ თხევადი აზოტი http://i.neoseeker.com/n/3/intel_7ghz_3nm_dh_fx57.jpg თუმცა ეს შედეგი არც ერთადერთი და არც საუკეთესო აღმოჩნდა. ამჟამად რეკორდი ოვერქლოქერების ლიგის ჩემპიონ NickShih-ს ეკუთვნის http://hwbot.org/com…47_mhz?tab=info 7137.47 mhz თხევად აზოტზე რათქმა უნდა http://valid.canardpc.com/cache/screenshot/1012619.png საინტერესოა რომ აქამდე 7ghz-იანი ბარიერი 10 წლის წინ გამოშვებულ Pentium 4 პროცესორებს ჰქონდათ გადალახული Cedar mill ბირთვზე. ასევე Presler ბირთვზე Pentium D პროცესორებს. http://hwbot.org/com…_d_925_7280_mhz 7Ghz-იანი ბარიერი AMD-ს პროცესორებსაც გადალახული აქვთ Phenom II X4 სერიიდან http://hwbot.org/sea…ypeId=&offset=0 http://hwbot.org/sea…ypeId=&offset=0 ახლა უკვე 7ghz+ კლუბში ინტელის ახალი არქიტექტურაზე 32 ნანომეტრული i5 პროცესორებიც გაერთიანდნენ. თუმცა 8ghz+ კლუბში კვლავ, მხოლოდ ერთი წევრია Cedar mill ბირთვი Pentium 4-ები და სელერონების სახით. overclockers.ge
  13. შაბათს, 10 აპრილს გაიმართება El Clasico. შეხვედრას მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუ უმასპინძლებს. მოლოდინი მატჩისადმი.... View the full article
  14. 7 აპრილს, 10:30 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წნორის მესამე საჯარო სკოლას ეწვევა. მისამართი: სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი, რუსთაველის ქუჩა №10 , მესამე საჯარო სკოლა. 7 აპრილს 11:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდებიან. 7 აპრილს, 11:00 საათზე, ~საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ~საქართველოს ბანკის სასესხო პორტფელი~. სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტი~ 7 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო “Radisson BLU Iveria”-ში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-4 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება. 7 აპრილს, 11:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 7აპრილს 11:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “მომავალი სიღარიბის გარეშე” ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს აწყობს. 7 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის №60-ე საჯარო სკოლაში გაიმართება ღონისძიებააქცია სახელწოდებით: ,,ჩვენ ვიცავთ საგზაო წესებს”. საკონტაქტო პირი თიკო დოლიძე – 8 99 79 88 10 7 აპრილს, 13:00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი პრესკონფერენციას გამართავს. მის: ლვოვის ქ. №56 7 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის ხანდაზმულთაAპანსიონატის მცხობრებ მოხუცებს ხარების დღესასწაულს ჯგუფი ~სეფას ბიჭები~ კონცერტით მიულოცავს. 7 აპრილს, 14:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაპუნა დავითაია და სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი სამ ქვეყანაში პალატის წარმომადგენლებს დანიშნავენ. მის: ბერძენის ქ. №29 7 აპრილს, 14:00 საათზე, საარტილერიო ბრიგადის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართება. მის: დაბა ვაზიანი 7 აპრილს 15:00 საათზე, “თეთრების” ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციის “გადაარჩინე სიცოცხლის” ინიციატივით, პოლიტიკური პარტიების ლიდერთა, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენელთა შეკრება გაიმართება. მის: იოანე ვაკელის ქუჩა, რესპუბლიკური საავადმყოფოს პირდაპირ. 7 აპრილს, 15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 7 აპრილს, 17:30 საათზე, ~თბილისის ივენთ ჰოლში~ დაგროვებითი ბარათის ~ უნიცარდ~-ის პრეზენტაცია გაიმართება. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის პროგრამა 09:45 _ გამგზავრება საქართველოს პარლამენტში 10:00-10:45 – შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან. (საკონფერენციო დარბაზი) 10:45 – გამგზავრება მთავრობის კანცელარიაში 11:00 – 11:45 – შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ნიკა გილაურთან 12:00 _ გამგზავრება წეროვანის დევნილთა ბანაკში 12:30 _ 13:15 – შეხვედრა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, კობა სუბელიანთან და დევნილებთან 13:15 _ გამგზავრება ერგნეთში, შეხვედრა ერგნეთში 15:15 _ გამგზავრება გორში 15:45 _ ჩასვლა გორში 15:45 _ შეხვედრა ქ. გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წარმომადგენლებთან 16:45 _ გამგზავრება თბილისში იხილეთ epn.ge
  15. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო სამყარო საოცარი გულმოდგინებით ელის ისეთ ბრწყინვალე შეხვედრებს, როგორებიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, "ჩემპიონთა ლიგისა" თუ "ევროპის ლიგის" ფინალები, "დერბი დელა მადონინა" ანდა "ელ დერბი მადრილენიოა", არსებობს მატჩი, რომელიც ყოველთვის, ყველგან და ყველა ვითარებაში უდიდეს ინტერესს იწვევდა ნებისმიერ გულშემატკივარში, განურჩევლად ეროვნებისა და ასაკისა, სქესისა და პირადი სიმპატიებისა. ეს "ელ კლასიკოა", მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბისა და მისი უაღრესად პრინციპული მეტოქის, უამრავი გამარჯვებისა და ასევე ბრწყინვალე ისტორიის მქონე გუნდის დაპირისპირება... მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" შეხვედრა არასოდეს ყოფილა უბრალოდ მატჩი, ეს ომი იყო, ომი ღირსებისა და სიძლიერისთვის, რომელსაც, ცხადია, გმირები არასოდეს აკლდა... ოცეულში შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება, იხილეთ სტატია ! იხილეთ realmadrid.ge
  16. ბარსელონა-არსენალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გვარდიოლას ამცნობეს, რომ ანდრეს ინიესტამ სრული დატვირთვით.... View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/imedi5-150x131.jpgკონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის, გენერალური მდივნის კახა კუკავასა და ხალხის პარტიის თავმჯდომარის კობა დავითაშვილის, “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის და სხვა დაინტრერესებულ პირთა ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ კოლექტიურ სარჩელის განხილვაზე უარი ეთქვათ. მოსარჩელეები იმიტირებული ქრონიკის წამყვანის ლაშა ხარაზიშვილის და ნათია კობერიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ვინაიდან მოსარჩელე პირები ტელეკომპნია იმედის ეთერში გასულ “იმიტირებულ ქრონიკაში” მოხსენიებული იყვნენ როგორც ხალხის მტრები, რუსეთის დასაყრდენი საქართველოში და ერის მოღალატეები. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში იმედის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვაზე მოსარჩელე მხარეს უარის თქმის მოტივად ის გარემოება დასახელდა, რომ ცილისწამება კომისიის იურისდიქციას სცდება და ამ საკითხის განხილვა საქართველოს სამოქალაქო სამართლის ჭრილში უნდა განიხილოს. კომისიაში განმარტეს, რომ მოსარჩელეებს სარჩელით სამოქალაქო სასამართლოსა და იმედის თვითრეგულირების კომისიასადმი მიმართვა შეუძლიათ. იხილეთ epn.ge
  18. მადრიდის "რეალის" მესამე კაპიტანმა იკერ კასილასმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ "კლასიკოზე" ისაუბრა. მისი თქმით აღნიშნული "კლასიკო", ბუნებრივია "რეალსა" და "ბარსელონას" შორის იქნება უდიდესი მატჩი, მაგრამ არა გადამწყვეტი.... იხილეთ realmadrid.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/nogaideli24-150x150.jpgეროვნული საბჭოს ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის ბათუმში ჩასვლას, დაღუპულ მეომართა დედების მხრიდან აგრესია მოჰყვა. გარდაცვლილ მეომართა დედები ნოღაიდელის პოლიტიკურ კურსს აპროტესტებდნენ და მას ბათუმის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ნოღაიდელმა თავს მხრივ ქვეყნის გაერთინებასა და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. ეროვნული საბჭო დღესვე შუახევის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო გეგმები წარუდგინა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili5-150x150.jpgპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. სააკაშვილმა დაგეგმილ რეფორმებს კომპიუტერული და ლინგვისტიკური რევოლუცია უწოდა. მისი თქმით, თუ ქვეყნის წინსვლა და განვითარება გვინდა, აუცილებებლია განათლების სისტემის მოდერნიზება, რათა საქართველო რეგიონის შვეიცარია და სინგაპური გახდეს. პრეზიდენტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელს პრეზიდენტისგან საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ. კომპიუტერი სიმბოლოებით ოპერირებს, ამიტომ პრეზიდენტის თქმით, ბავშვებს მასზე მუშაობა არ გაუჭირდებათ. Mმისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სახელმძღვანელოები. პრეზიდენტმა აქცენტი ასევე ინგლისური ენის სწავლებაზე გააკეთა, მისი განცხადებით აუცილებელია ინგლისური არა მეხუთე არამედ, პირველი კლასიდან ისწავლებოდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან 1000 უცხო ენის პედაგოგის ჩამოყვანის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, არ უნდა იყოს არცერთი ქალაქი, რაიონი, თუ სოფელი სადაც ინგლისური ენის აქტიური სწავლება არ იქნება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ენის და კომპიუტერის სპეციალისტებს სკოლებში ხელფასები გაეზრდებათ. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმები განათლების სფეროს მოდერნიზებას და ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha1-150x150.jpgოკუპირებულ ტერიტორიებზე დარცენილ ბავშვებს, ასევე ყველა დევნილს და პირველ კლასელებს კომპიუტერები დაურიგდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა დღეს ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა იგივე გააკეთოს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზეც. “ყველა დაზარალებულს დაურიგდებათ კომპიუტერები, მათ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. მზად ვართ იგივე გავაკეთოთ ოკპირებულ აფხაზეთშიც . თუ ეს მოხდება ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობის სხვა მენტალიტეტი წარმოიშობა. ეს ყველაფერი ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია”,- განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, კარგია თუ ამაში ევროკავშირიც შეუერთდება საქართველოს, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სახელმწიფო საკუთარი ძალებით გააკეთებს. იხილეთ epn.ge
  22. სალვადორ დალის ლითოგრაფიები და ქანდაკებები წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოიფინა. ცნობილი ესპანელი სიურეალისტის ნამუშევრების გამოფენა წინანდალში ოფიციალურად ხვალ, 15:00 საათზე გაიხსნება. სალვადორ დალის ფონდთან მოლაპარაკებები ენ გალერეამ და წინანდლის მუზეუმმა ერთობლივად აწარმოეს. View the full article
  23. ხვალ მოსკოვი და ცხინვალი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ. ხვალვე დაგეგმილია რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის იური ტანაევის მოლაპარაკებები. View the full article
  24. რუსმა მესაზღვრეებმა კოდორის ხეობაში აუფეთქებელი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. აპსნიპრესის ინფორმაციით, ბომბი მაღალმთიან სოფელ გენწვისთან ახლოს მდებარე ტყეში იქნა აღმოჩენილი. მისივე ცნობით, კოდორის ხეობაში აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს სპეციალისტები ჩავიდნენ, View the full article
×
×
  • შექმენი...