planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01607/lionel-messi_1607324c.jpg ფეხბურთის პიკასო ქალბატონებო და ბატონებო, მოიხადეთ ქუდები მესის წინაშე და თუ საჭიროა, მუხლიც მოიდრიკეთ. დიახ, ის “ბარსას” მესიაა. დროა, მოვიმარჯვოთ ლექსიკონები და “ბარსელონას” ვარსკვლავის დასახასიათებლად ახალი სინონიმები მოვძებნოთ. ჯადოსნური, არაჩვეულებრივი, უნიკალური, ღვთიური – ეს ყველაფერი უკვე ვუწოდეთ არგენტინელს. გუშინ საღამოს, “კამპ ნოუზე” ლეომ ყველას დაუმტკიცა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია, [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://img210.imageshack.us/img210/4720/ocassgolars4.jpg საგოლე მომენტები: ,,ბარსელონას” ჰქონდა – 14 საგოლე მომენტი; ,,არსენალს” ჰქონდა – 4 საგოლე მომენტი; რგოლით აღნიშნულია ის მომენტი რომელშიც გოლი გავიდა. ,,X”-ით აღნიშნული პირველი ტაიმის საგოლე მომენტებით, შავი კვადრატით მეორე ტაიმის: ,,ბარსელონას” პირველ ტაიმში 9 მომენტი, ,,არსენალს” – 1; ,,ბარსელონას” მეორე ტაიმში 5 მომენტი, ,,არსენალს” – 3; სურათზე: ასეთი განლაგებით დაიწყო (მარცხნივ) და დაამთავრა [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://image.geotorrents.com/images/saxtsypu1hmx5gjbiqdw.jpgყველა ჩვენთაგანს აქვს თავისი მოსაზრება ყველაფერზე. ამ სტატიის მეშვეობით მინდა ყველამ გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, იმის შესახებ, თუ ვის ხედავთ "იუვესთვის" იდეალურ მწვრთნელად მომავალ სეზონში. შეგახსენებთ იმ ადამიანების გვარებს, რომლებსაც სხვადასხვა გაზეთები თუ ინტერნეტ პორტალები უკავშირებენ "იუვნტუსს": ფაბიო კაპელო, მარჩელო ლიპი, ჩეზარე პრანდელი, ლუჩიანო სპალეტი, რობერტო მანჩინი, მასიმილიანო ალეგრი, რაფაელ ბენიტესი, არსენ ვენგერი, ლორან ბლანი. გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ მოსაზრება კომენტარებში. შეეცადეთ დაასაბუთოთ მიზეზები რის გამოც კონკრეტული მწვრთნელის ხილვა გსურთ თქვენს საყვარელ გუნდში. თუ გნებავთ გავმართოთ დისკუსია. View the full article
-
http://image.geotorrents.com/images/saxtsypu1hmx5gjbiqdw.jpgყველა ჩვენთაგანს აქვს თავისი მოსაზრება ყველაფერზე. ამ სტატიის მეშვეობით მინდა ყველამ გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, იმის შესახებ, თუ ვის ხედავთ "იუვესთვის" იდეალურ მწვრთნელად მომავალ სეზონში. შეგახსენებთ იმ ადამიანების გვარებს, რომლებსაც სხვადასხვა გაზეთები თუ ინტერნეტ პორტალები უკავშირებენ "იუვნტუსს": ფაბიო კაპელო, მარჩელო ლიპი, ჩეზარე პრანდელი, ლუჩიანო სპალეტი, რობერტო მანჩინი, მასიმილიანო ალეგრი, რაფაელ ბენიტესი, არსენ ვენგერი, ლორან ბლანი. გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ მოსაზრება კომენტარებში. შეეცადეთ დაასაბუთოთ მიზეზები რის გამოც კონკრეტული მწვრთნელის ხილვა გსურთ თქვენს საყვარელ გუნდში. თუ გნებავთ გავმართოთ დისკუსია. View the full article
-
http://image.geotorrents.ge/images/um8guykpd9pa7k5utlq.jpgFIGC ( იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ) ამ დროისთვის იმყოფება სრულიად გაურკვეველ ვითარებაში რადგან ბოლო დროინდელმა სიტუაციამ სატელეფონო საუბრების ახალი ტალღის გამო შესაძლოა კალჩიოპოლის პროცესების გაგრძელება გამოიწვიოს - უფრო სწორედ კი ტურინის იუვენტუსს გაუჩნდა რეალური შანსი დაიბრუნოს ორი სკუდეტო რომელიც 2006 წელს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს . FIGC - ის მთავარი ფიგურა ჯანკარლო აბატე დღეს შეხვდა ამ ორგანიზაციის ადვოკატ ჯანკარლო პაცალის სადაც ისაუბრეს ამ საქმის ხელახლა გახსნის შესახებ რომელიც ფაქტიურად ოთხი წლის წინ დახურეს . უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტიც რომ ნეაპოლის სასამართლოს სადაც ცდილობენ გამოავლინონ მოჯის ბრალეულობა და მისი ეგრეთ წოდებული კლანის მართველობა კალჩოში არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება გაუქმონ განაჩენი იმ პიროვნებებისთვის ვინც 2006 წელს დამნაშავეებად სცნეს . ამასობაში იურისტი კალჩიოპოლის თემაზე რომელიც მუშაობდა 2006 წელს პიერო სანდული პრესასთან საუბარში აცხადებს რომ ეს მასალები თავის დროზე რომ გამოჩენილიყო სიტუაცია რადიკალურად სხვანაირი იქნებოდა . " ბოლო დროინდელი აუდიო ჩანაწერები სურათს რეალურად გვიცვლის , მინდა დაგარწმუნოთ ყველა - ეს მასალები თავის დროზე რომ მოგვეპოვებინა ინტერი სხვა კლუბებთან ერთად იქნებოდა დამნაშავე კალჩიოპოლის მოვლენებში და არავიზე ნაკლებ საზღაურს არ მიიღებდა . შესაძლოა საბოლოო ვერდიქტი რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო " . View the full article
-
http://image.geotorrents.com/images/d1w1ficry427epcw5jdt.jpg ყველას კარგად მოგვეხსენება ის ფაქტი, რომ გუშინ "ცსკას" დამარცხების შემდეგ "ინტერნაციონალე" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც იგი ესპანურ "ბარსელონას" დაუპირისპირდება.პირველი ნახევარფინალური მატჩი 20 აპრილს გაიმართება "კამპ ნოუზე", ხოლო წესით და რიგით "ინტერს" 3 დღით ადრე "იუვენტუსთან" უნდა ეთამაშა საკუთარ მოედანზე.იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გვერდით ამოუდგა მილანურ კლუბს და მატჩი 1 დღით ადრე გადაწია,რათა იტალიელებს ესპანელებთან სათამაშოდ მოსამზადებელი დრო დარჩეთ.ასე, რომ იტალიური დერბი "სან-სიროზე" 17 ნაცვლად 1 დღით ადრე, 16 აპრილს გაიმართება. View the full article
-
8 აპრილს, 10:00 საათზე ‘თეთრების’ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს, სადაც ჟურნალისტებს კახეთში ვიზიტის სქემას დეტალურად გააცნობს. მის: ღამბაშიძის #4 8 აპრილს, 11.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. რუსთავში მე-9 სასწავლო სამეცნიერო გამოფენას დაათვალიერებს. მის: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. №12 (კინოთეატრი ‘რუსთაველი’) 8 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. თსუ-ის II კორპუსი, III სართული, რუმინეთის აუდიტორია #332 8 აპრილს, 13.00 საათზე, ფონიჭალის შესასვლელში მდებარე ძველი სკოლის შენობასთან, პრაიმერში მონაწილე ერთ-ერთი პარტიის ‘შენთვის საკართველოს’ ლიდერი ფაზილ ალიევი აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდება. 8 აპრილს, 13:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან რეჟისორი ზაზა სვანაძე და წინააღმდეგობის მოძრაობა ‘შემოგვიერთდი’ აქციას გამართავენ. თემა: ‘გუანტანამოს საპყრობილიდან საქართველოში სამი პატიმრის გადმოყვანა’. 8 აპრილს, 13:00 საათზე, კომპანია ‘მაგთიკომი’ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალურ ღონისძიებას გამართავს. მის: დავით აღმაშენებლის გამზირი #164, (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი) 8 აპრილს, 13:00 საათზე, ავიაკომპანია `აირზენას’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს თამაზ გაიაშვილს IAთA-სმენეჯმენტი წევრობის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს. მის: რუსთაველის გამზ. #12, ‘აირზენას’ ცენტრალური ოფისი 8 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება. თსუ-ის II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია 8 აპრილს, 17:00 საათზე, ვიცე პრემიერ მინისტრი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს შეხვდება. მთავრობის კანცელარიის მე-5 სართული 8 აპრილს, 17:30 საათზე, მთავრობის კანცელარიაში (XII სართული) ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძისა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. 8 აპრილს, 18:00 საათზე, სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ ცენტარლური საარჩევნო კომისია და 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს მოაწერენ მემორანდუმს 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. 8 აპრილს, 19.00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’, ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას, სახელწოდებით: დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი’ გამართავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Targamadze-giviii-150x130.jpgსაქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გაზეთ “კომერსანტში” შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ჟურნალისტებს თარგამაძემსაკუთარი წარმომადგენლის მეშვეობით შეუთვალა, – “დღეს არ მცალიაო”. საპარლამენტო ოპოზიციამ, მერაბიშვილის თარგამაძესთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას მათ დაპირისპირებას არ უკავშირებენ და აცხადებენ, რომ თარგამაძე ოკუპანტ ქვეყანასთან აგვისტოს ომის დროს სტალინის ძეგლის აფეთქებასთან დაკავშირებით, გარიგებას შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე ვერ გამართავდა. შეგახსენებთ, რომ რუსულ გაზეთ “კომერსანტში” დღეს ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის აცხადებს, რომ გივი თარგამაძე 50 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ, რუს სამხედროებს სტალინის ძეგლის აფეთქებას სთავაზობდა. იხილეთ epn.ge
-
http://image.geotorrents.com/images/yp23xp7560dvww7raxvg.jpg "კალიარის" წინააღმდეგ მატჩისთვის მომზადება გრძელდება.დღეს ფეხბურთელებმა ორი ვარჯიში გამართეს.დილით მთელმა გუნდმა სპორტ დარბაზში ივარჯიშა ფიზიკურ მომზადებაზე, შუადღით კი ყურადღება ტაქტიკურ მონახაზებს დაეთმო.ფეხბურთელები 4 ჯგუფად დაიყვნენ და მინი-მატჩები ითამაშეს.ტრამვირებული ფეხბურთელები ნელ-ნელა გუნდს უბრუნდებიან.ჯორჯო კიელინი ისევ გუნდთან ერთად ირჯება, დიეგო და პოულსენი კი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ.ბუფონი განცალკევებით ვარჯიშობდა ალესანდრო ნისტას დაკვირვების ქვეშ.ალესანდრო დელ პიერო კი პერსონალური პროგრამით განაგრძობს მომზადებას. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/putin-150x132.jpgრუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში მომხდარ არეულობაში რუსეთის მთავრობის და პირადად მის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ, პუტინმა თავის პოლონელ კოლეგასთან დონალდ სტუსკისთან შეხვედრისას განაცხადა. რადიო “ეხო-მოსკვის” ცნობით, პუტინმა შეშფოთება გამოთქვა ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების გამო და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili7-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ევროპული სახლის გახსნა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა. თავისუფლების მოედანზე მდებარე ევროპული სახლის პრეზენტაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტაფან ფიულე დაესწრნენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპასთან უფრო მჭიდროდ დასაკავშირებლად ბევრი რამაა გასაკეთებელი, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი თბილისში ევროპული სახლის გახსნაა. “ამ სახლის გახსნა საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან რამდენიმე ხანში გადავწყვიტეთ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისი უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა და ქვეყანა იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენი ამოცანა იყო გვექცია საქართველო თანამედროვე ევროპულ ქვეყნად. ჩვენ ვაშენებთ ხიდს ევროპასთან დასაკავშირებლად და დღეს თავისუფელების მოედანზე ევროპის სახლის გახსნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის ევროპულობა და თავისუფლება ერთმანეთთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახლის გახსნაზე. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში ევროპაში მიმოსვლა იყოს უვიზოდ და ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავიდეს თავისუფალი ვაჭრობის პირობებში. “ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მინდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში მიმოსვლა იყოს უვიზოდ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საელჩოებთან ქართველების რიგი დადგეს. პირიქით, საქართველოში დაბრუნდებიან არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ევროპელებიც ჩამოვლენ,” – აღნიშნა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://s002.radikal.ru/i200/1004/16/d688f871fc12.jpg მაქსი როდრიგესი აცხადებს, რომ ოთხეული არ არის მათგან შორს და საუბრობს იმაზე, რომ ლივერპულს დიდი შანსი აქვს იმისა, შევიდეს ოთხეულში. წითლები მანჩესტერ სიტის 4 ქულით ჩამორჩებიან და კიდევ სიტის ფეხბურთელებს ერთი მატჩი რეზერვში აქვთ ეს სიტის ფეხბურთელებს დამატებით უპირატესობას აძლევთ, მაგრამ მათ სათამაშო აქვთ არსენალთან მანჩესტერ იუნაიტედთან და ტოტენჰემ ჰოტსპურთან. მაქსი როდრიგესი კი ფიქრობს რომ ისინი ამ მატჩებში აუცილებლად დაკარგავენ ქულებს. მაქსი:”ჩვენ ისევ ისეთი მონდომებულები ვართ ჩვენ შეგვწევს ძალა ოთხეულში შესვლისა, აცხადებს ლივერპულის მეჩვიდმეტე ნომერი”. ”ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით რადგანაც კვირას ქულები ვერ ავიღეთ და გავირთულეთ ისედაც ცუდი მდგომარეობა”. ”დარჩენილია 5 მატჩი პრემიერლიგაში და საჭიროა მოვიგოთ თითეული თუ გვინდა ოთხში მოხვედრა”. ”ბუნებრივია შეგვიძლია ყველა მატჩის მოგება რადგანაც ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რისი ძალა შეგვწევს და რისი არა”. ”სხვა გუნდები დაკარგავენ ქულებს ამაში დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ ეს ასე მოხდება”. ”ჯერჯერობით ვერ შევძელი სადებიუტო გოლის გატანა, მაგრამ ვგრძნობ ამას სულ მალე გავაკეთებ მინდა ჩემი წვლილი გოლის გატანით შევიტანო 3 ქულის აღებაში”. ”ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალი ფეხბურთელისთვის გუნდის წარმატება და კეთილდღეობაა და არა იმაზე გამუდმებით ფიქრი რომ ინდივიდუალურად შეძლო თავის გამოჩენა და ამით კლუბიც დააზარალო”. ”მე გული მწყდება რადგანაც არ მაქვს უფლება გამოვიდე ევროლიგაზე, მაგრამ მე ჩემი მეგობრების და თანაგუნდელების დიდი იმედი მაქვს მათ ჩემ გარეშეც შეუძლიათ წარმატების მიღწევა და დარწმუნებული ვარ ისინი მოიპოვებენ ნახევარფინალის საგზურს”. ”მიუხედავად იმისა რომ ვერ ვითამაშებ მე ვიქნები მათი ერთერთი გულშემატკივარი და დარწმუნებული ვარ ლივერპულს შეუძლია ბენფიკას წინააღმდეგობის გადალახვა”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv View the full article
-
http://i065.radikal.ru/1004/bd/485afb231df7.jpg ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელის აზრით, მანჩესტერ იუნაიტედს ბაიერნთან დღეს გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა ევალება. “ბოლო წლებში პრემიერლიგის წარმომადგენლების ევროპულ ასპარეზზე დომინირება თვალშისაცემი გახლდათ, თუმცა მიმდინარე სეზონში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ახლა მანჩესტერი ერთადერთია, ვისაც ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექსი შოტლანდიელია, ის მუდამ ამბობს, რომ მისი კლუბის კარგი თამაში პრემიერლიგის სიძლიერეს უსვამდა ხაზს და დღეს ამის დამტკიცება მოუწევს. რაღა დაგიმალოთ და, დღევანდელ შეხვედრაში სწორედ ეშმაკებს ვგულშემატკივრობ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე ვერგასვლის შემთხვევაში იუნაიტედი მთელ აქცენტს შიდა პირველობაზე გააკეთებს, ეს კი ჩემს გეგმებში არ შედის.” – ღიმილით დაასრულა თავისი გამოსვლა არსენ ვენგერმა. View the full article
-
მაროდიორებმა ბიშკეკში პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის სახლის ძარცვა დაიწყეს. სახლიდან, რომელიც პრეზიდენტის ოჯახს ეკუთვნის, გააქვთ ყველაფერი, მათ შორის თეთრეული და ჭურჭელიც კი. სახლის შიგნიდან მტვრევის ხმა ისმის. იქვე განთავსებულია კიდევ ორი სახლი, რომელიც ასევე პრეზიდენტს ეკუთვნის და რომელშიც, View the full article
-
შიდა ქართლის 29 სოფელი წყალს მიიღებს. როგორც პირWელს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, შიდა ქართლის 29 სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით ხვალ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია View the full article
-
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, აგვისტოს ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლთა მიერ რუსი სამხედროებისთვის სტალინის ძეგლის აფეთქების შეთავაზება ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო და გაუმართლებელ ნაბიჯს წარმოადგენს . ამასთან, თარგამაძე შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებაში View the full article
-
თბილისის ცენტრში 24 წლის მიხეილ შედანია მოკლეს. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა გვიან ღამით, ვარდების მოედანთან მდებარე თურქულ ბარში მოხდა. დაპირისპირება კლუბში დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. შედანია ფეხის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. View the full article
-
ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა შეშვების საკითხს რუსეთში დააყენებს. როგორც თბილისში ვიზიტად მყოფმა ფულემ განაცხადა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს . View the full article
-
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17 პატიმარი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს. სასამართლომ პატიმართა საქმეების გადახედვა პრობაციის, სასჯელაღსრულებისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის შუამდგომლობის შედეგად დაიწყო. ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზეზი პატიმართა კარგი ყოფაქცევა View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/marin-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენთან მიხეილ საკაშვილთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და განვითარებას მაღალი შეფასება მისცა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში დღესგამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ საქართველოს სრულ მხადაჭერას უცხადებს და საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხადაჭერილი იქნება. “ობამამ კმაყოფილება გამოთქვა და მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და განვითარებას ბოლო წლებში. ობამამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს და იგი სრულ მხადაჭერას უცხადებს საქართველოს. ვერავინ შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს იზოლაციას, არამედ საქართველო მხადაჭერილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის აშშ-ს მიერ”,- განაცხადა მანჯგალაძემ. იხილეთ epn.ge