Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images46.jpegოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს გორში მცხოვრები დევნილების მძიმე მდგომარეობაზე სასწრაფო რეაგირებას სთხოვს. როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ლორთქიფანიძემ განაცხადა, მან მიიღო 64 ოჯახის მიერ გამოგზავნილი წერილი, სადაც უმძიმეს მდგომარეობაზეა საუბარი, ისინი გორის ნარკოლოგიურის შენობაში ცხოვრობენ, რომლის სარდაფი სავსეა მავნებელი მასებით. ლორთქიფანიძემ აქვე აფხაზეთიდან დევნილი ელისო ბერულავას მდგომარეობის შესახებაც გამოთქვა აღშფოთება. ,,ბერულავას ჰყავს ორი მცირეწლოვანი, ინვალიდი შვილი და იგი უკვე 8 წელია რეგისტრირებულია ავტოფარეხში’’, – განაცხადა ლორთქიფანიძემ. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kotejei-150x150.gifდევნილთათვის აშენებული კოტეჯები არადამაკმაყოფილებელი არქიტექტურული პროექტით და უხარისხო საშენი მასალით არის აშენებული. 2008 წლის აგვისტოს შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აშენებული კოტეჯების მშენებლობის პროცესის და ხარისხის შედეგებთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” ანგარიში წარადგინა. პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა და მონიტორინგი ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა შენობების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები. “პრობლემა ეხება ძირითადად შენობების ხარისხს, რომელიც გამოწვეულია არადამაკმაყოფილებელი არქიტექტურული პროექტით. ეს პრობლემები დღემდე აქტუალურია და უარყოფით გავლენას ახდენს დევნილთა ცხოვრებაზე.” – განაცხადა ხუციშვილმა. “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღამსრულებელი დირექტორის ვახტანგ კობალაძის განცხადებით კი, დაგეგმვის პროცესში უფრო მეტი ექსპერტი, რომ ყოფილიყო ჩართული, შესაძლებელი იქნებოდა კოტეჯებში გაჩენილი პრობლემების თავიდან აცილება. “კოტეჯები ომის შემდგომ პერიოდში აშენდა. იმ დროს უმთავრესი ამოცანა დევნილებისთვის დროებითი თავშესაფარი იყო და არა გრძელვადიანი საცხოვრებლით მათი უზრუნველყოფა” – აცხადებს კობალაძე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოტეჯების შეფასების კუთხით, მონიტორინგის პროცესში დამოუკიდებელი ინჟინერ – ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, მათი დასკვნების თანახმად, შენობები სტრუქტურულად საღია და კიდევ მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნებს მდგრადობას, თუმცა ობისა და სინესტის პრობლემებს კვლავაც ექნება ადგილი. როგორც “ექსპრესნიუსს” საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ანა ტოკლიკიშვილმა განუცხადა, “მუნიციპალურ განვითარების ფონდში” მოქმედი სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის სისტემა მთლიანობაში კარგად არის დოკუმენტირებული და დამოუკიდებელ ექსპერტებს პროცესის გადამოწმების საშუალებას აძლევს. “ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ფონდი კოტეჯებში არსებულ ხარვეზებს და ამავე დროს, მონიტორინგს უწევს მათ აღმოფხვრას, არათანმიმდევრული და ხშირ შემთხვევაში, არაზუსტია, ეს კი ხელს უშლის უწყებას, რომ კოტეჯებში გამოვლენილი პრობლემების გამო პასუხს მოსთხოვს სამშენებლო კომპანიებს.” – განაცხადა ტოკლიკიშვილმა. საუბარია იმაზეც, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის კომუნიკაციები გაუმჯობესდება და სამშენებლო კომპანიების კონტრაქტები და ბიუჯეტები გამჭირვალე იქნება. შეგახსენებთ, რომ “კოალიცია” “გამჭირვალობა საერთაშორისო დახმარება საქართველოს” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაარსდა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/rustavelis-150x150.jpgრუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დღეს და ხვალ პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ზურაბ ანტონოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის “მზის დაბნელება საქართველოში” პრემიერა. სპექტაკლი ცნობილი ქართული ვოდევილების საფუძველზე შეიქმნა. მისი ძირითადი სიუჟეტი ზურაბ ანტონოვის პიესაში მომხდარი ამბავია. სპექტაკლში ასევე არიან პერსონაჟები გიორგი ერისთავის პიესიდან “ძუნწი”, რაფიელ ერისთავის “ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს,” ავქსენტი ცაგარელის “ხანუმადან.” სპექტაკლში, ისევე როგორც ~მოხუც ჯამბაზებში~, მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები – ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, მარინა კახიანი, ზინა კვერენჩხილაძე, ლევან ბერიკაშვილი, სოსო ლაღიძე, ზაზა ლებანიძე, მარინა ჯანაშია ასრულებენ. სპექტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე, ხოლო მხატვარი – ანა ნინუა. იხილეთ epn.ge
  4. ჟურნალ „ლიბერალის“ ბოლო ნომერში (#28, 26.04-02.05, 2010) გამოქვეყნდა ანიტა თვაურის წერილი „ბლოგერი პოლიტიკოსები“, რომლის თემა ვებსაიტი, ბლოგი, ფორუმი და ფეისბუქია. ავტორი პოლიტიკურ პარტიათა საიტებს აანალიზებს. რესპუბიკური პარტიის საიტის თაობაზე იგი წერს: „385 კომენტარი - ეს ჯერჯერობით ქართული პოლიტიკური ვებსივრცის ერთგვარი რეკორდია. რესპუბლიკური პარტიის ვებგვერდი ყველაზე ინტერაქტიულიც ჩანს. ამომრჩეველს აქ ფორუმში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, კითხვა პასუხის განყოფილებაში ცალკეული კითხვებისდასმა და, რაც მთავარია, პარტიის წევრების ბლოგების წაკითხვაც“. View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/qortiadi-150x150.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დღეს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. როგორც ~ექსპრესნიუსს~ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოდან” აცნობეს, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მშენებლობის ხარისხზე, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელმა ინჟინერმა შეაფასა, ასევე, მშენებლობაზე პასუხისმგებელ უწყებებზე, გაწეულ ხარჯებზე და ხელისუფლების მხრიდან მშენებლობის პროცესის ზედამხედველობასა და ამ კუთხით მის ანგარიშვალდებულებაზე. ანგარიში – “კოტეჯური ტიპის დასახლებები ახალი დევნილებისთვის საქართველოში: ანგარიშვალდებულება დახმარებისა და მშენებლობის პროცესში”, ასახავს, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის პროცესი. დასკვნით ნაწილში ხელისუფლებას და დონორებს ანგარიშის ავტორები რეკომენდაციებს სთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინონ 1990-იანი წლების დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fotumi1-150x150.jpg„ეროვნული ფორუმი“ დღეს ჩოხატაურში რაიონულ ორგანიზაციას დააფუძნებს. დამფუძნებელი კონფერენცია ჩოხატაურის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დარბაზში ჩატარდება. მას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები: რევაზ შავიშვილი, გუბაზ სანიკიძე და ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრებიან. კონფერენციაზე მოხდება პარტიის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ბიუროს არჩევა. თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია თამაზ ჯინჭარაძე. იხილეთ epn.ge
  7. http://i.ytimg.com/vi/WreEsc4E1Lw/2.jpgVideo: Nukri Kapanadze's Children Studio - Tsvimis tsveti Added by user: Admini Date: 26.04.2010 (23:12) Description: ნუკრი კაპანაძის საბავშვო სტუდია - წვიმის წვეთი<br> სრულად
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/02-150x150.jpgმართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დიმიტრი ყიფიანი 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ წმინდანად შერაცხა. ყიფიანი 1814 წლის 14 აპრილს დაიბადა. 1830 წელს მან კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 იყო თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini391-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს 12:00 საათზე თბილისის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან და ,,ალუმნაი’’ კლუბის წევრებთან პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის შედეგებს გააჟღერებს. პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ”წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბის – ALUMNI-ს” პირველი შედეგები უკვე ცნობილია. სწორედ მათ შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს პედაგოგებსა და კლუბის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრებს. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamocdebis-150x150.jpgაბიტურიენტთა განცხადებების ასლების ელექტრონული ვერსიები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სპეციალურ საძიებო სისტემაში შესვლა აბიტურიენტს სახელის, გვარისა და პირადობის მოწმობის 11 ციფრიანი პირადი ნომრის მითითების შემდეგ შეეძლება. რის სემდეგაც მას საშუალება ექნება თავად ნახოს შევსებული განცხადების ელექტრონული ასლი და ასევე ოპერატორის მიერ ამ განცხადების საფუძველზე შეყვანილი ინფორმაცია. განსხვავების ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი 10 მაისამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა დაუკავშირდეს. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული. იხილეთ epn.ge
  11. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის რაიონში სოფიო ხორგუანი ორთაჭალაში გორგასლის 115-ე კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა. ქარხანა „ელექტროავტომატის“ საერთო საცხოვრებელში, რომელიც 1959 წელს აშენდა, გაუსაძლის პირობებში 72 ოჯახი ცხოვრობს. ავარიულ შენობაში დაზიანებული სახურავიდან წყალი ხუთივე სართულზე ჩადის, კედლები დახეთქილი და დაბზარულია, დერეფნული სისტემის გამო, რამდენიმე ოჯახი საერთო სამზარეულოთი და მოუწყობელი, ე. წ. „თურქული“ ტუალეტებით სარგებლობს. შენობაში არ არის შეყვანილი გაზი, ეზოში ასფალტი აყრილი და დაზიანებულია; მახლობელი მთიდან ჩამომდინარე წყალი სარდაფებში გროვდება და სახლს საძირკველს უზიანებს. კორპუსი სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს გეოლოგების დასკვნა აქვთ და მათი თქმით, შესაძლოა შენობას სარტყელი გაუკეთდეს და ორივე მხრიდან მიშენებების ხარჯზე გამაგრდეს, რაც შეჭირვებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართსაც გაუზრდის. 115-ე კორპუსის მცხოვრებლები ცენტრალურ მაგისტრალზე შუქნიშნების დამონტაჟებასაც ითხოვენ, რადგან სახიფათო მოსახვევში ხშირია ავარიები. კომუნალური გადასახადები, უმუშევრობა, როგორც ყველგან, აქაც პრობლემაა. ამ კორპუსში, რომელიც 1996 წელს საკუთრებაში დაუკანონდათ, ქარხნის აქციონერები ცხოვრობენ, თუმცა მათი აქციები პრაქტიკულად ანულირებულია. აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა გამგეობასა და მერიას, თუმცა პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ისინი დახმარებას მაჟორიტარობის კანდიდატს სთხოვენ. View the full article
  12. http://i.ytimg.com/vi/90xvuUcOxjA/2.jpgVideo: Georgian Voices Youngsters - Kargi khar gogov Added by user: Admini Date: 26.04.2010 (23:03) Description: ქართული ხმების საბავშვო სტუდია - კარგი ხარ გოგოვ კარგი ხარ<br> სრულად
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fotumi-150x150.jpgცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს “ეროვნული ფორუმის” მიერ ინიცირებული პროექტის “ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები” პრეზენტაცია გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, პრეზენტაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტს პარტიის თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი წარადგენენ. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/3408-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სავარაუდოდ რეგულარულ მუშაობას შეწყვეტს. როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ბაქრაძემ განაცხადა, ერთი თვით ადრე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეწყვეტის პრაქტიკა არსებობს და სავარაუდოდ, ამ პრაქტიკას ახლაც გამოიყენებენ. ბაქრაძის მტკიცებით, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომიდინარე, მაჟორიტარ დეპუტატებს და ოპოზიციას სხდომებზე დასწრება უჭირს, შესაბამისად არჩევნებამდე ერთი თვის პერიოდში, სხდომები მხოლოდ აუცილეობლობის შემთხვევაში ჩატარდება. პარლამენტი მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას, პლენარულ სხდომაზე მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება. იხილეთ epn.ge
  15. http://i.ytimg.com/vi/L1qvxQJ9cAE/2.jpgVideo: VA - Nu migvatoveb Added by user: Admini Date: 26.04.2010 (22:56) Description: ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ნუ მიგვატოვებ<br> სრულად
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/stars-150x150.jpgსტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გირგვლიანის ოჯახის სარჩელის განხილვა დღეიდან დაიწყება. როგორც “ექსპრესნიუსს” გირგვლიანების ოჯახის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა აცნობა, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში უკვე წარადგინა მოსამართლე (კონკრეტული საქმისთვის სპეციალურად მივლენილი მოსამართლე) ირაკლი ადეიშვილი. მანამადე, 2 თებერვლისთვის დანიშნული პროცესის გადადების მიზეზი სტრასბურგში ქართველი მოსამართლის ნონა წოწორიას მიერ საქმის აცილება გახდა, რის შემდეგაც ად ჰოც მოსამართლის წარდგენა გახდა საჭირო. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თავდაპირველად, მხარეებთან კონსულტაციის შედეგად, სხდომის სავარაუდო თარიღად 30 მარტი შეირჩა, თუმცა საბოლოოდ, მოსმენის თარიღის კიდევ გადაწევა ქართველი ად ჰოც მოსამართლის მოთხოვნა იყო. “მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ წარადგინა ად ჰოც მოსამართლე, სტრასბურგის სასამართლომ სხდომის თარიღთან დაკავშირებით ორივე მხარესთან კონსულტაციები გამართა. თავდაპირველი შემოთავაზება უკავშირდებოდა 30 მარტს, თუმცა ამ საქმეზე წარგენილმა მოსამართლემ ირაკლი ადეიშვილმა ევროპის სასამართლოს აცნობა, რომ 30 მარტი აღარ იყო მისაღები, ვინაიდან იგი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს ჩანიშნული ჰქონდათ საქმეების განხილვა, რომლებშიც ისიც მონაწილეობს. ამ მიზეზით სტრასბურგის სასამართლოსგან მოითხოვა თარიღის გადაწევა 18 აპრილის შემდგომი პერიოდისათვის. ბატონი ადეიშვილის სტრასბურგის სასამართლოსადმი მიწერილი წერილის ასლი ევროპულმა სასამართლომ გამოგვიგზავნა”, – განაცხადა ჯანდიერმა. საქმის ღია მოსმენისას სტრასბურგში გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს ადვოკატები დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე დაიცავენ. სასამართლო სხდომის ჩანაწერი ევროპული სასამართლოს ვებ გვერდზე განთავსდება. სტრასბურგის სასამართლოსგან გირგვლიანის ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადასტურებას და სახელმწიფოსთვის 300 000 ევროს სახით კომპენსაციის დაკისრებას მოითხოვს. 2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. გირგვლიანის მკვლელობამ ქვეყანაში საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და 6–7–წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, რამდენიმე თვის წინ კი ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. გარდაცვლილის ოჯახი და საზოგადოების ნაწილი გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთების დასჯას დღემდე ითხოვს. მოათავსეთ კომენტარი იხილეთ epn.ge
  17. ირაკლი ალასანიამ სამგორის N4 ოლქში, ე. წ. აფრიკის დასახლებაში რესპუბლიკელი გულიკო ზუმბაძის კანდიდატურა წარადგინა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ამ რაიონის წარმომადგენელი საკრებულოში, რადგან სწორედ საკრებულოში უნდა გავიტანოთ ჩვენი პროგრამები. ამიტომ ძლიერი წარმომადგენელი გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი გულიკო ღირსეულად წარმოადგენს ამ რაიონს. იგი ნდობით სარგებლობს, ყოველდღიურად მოსახლეობასთანაა. მე მას დავავალე და ვთხოვე, ათი დღის ვადაში წარმოადგინოს პრობლემები თითოეული კორპუსის მიხედვით, თუ რა საკითხები უნდა დავაყენოთ საკრებულოში პირველივე დღეს. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ადგილობრივ დონეზე მოდის ხელისუფლება, რომელიც მათზე ზრუნავს. მე ქალბატონ გულიკოსა და მის გუნდს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ“. „ამ დასახლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია გზა, წყალი... არის ქუჩები, სადაც მანქანა საერთოდ ვერ მიდის, წვიმიან დღეს სკოლაში ბავშვები ტალახში ამოსვრილები მიდიან, არ არის კანალიზაციის ქსელი... ასეთი რამდენიმე დასახლებაა, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ, - ეს ხალხი თვლის, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ უყურადღებოდ რჩება. ჩვენ შევქმნით საკრებულოსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის მექანიზმს, რომელიც ძალიან ეფექტური იქნება. ეს ურთიერთობა მათი დეპუტატის მეშვეობით განხორციელდება. მთავარი პრობლემებია ჯანდაცვის, დასაქმებისა და განათლების საკითხები. აქ ცხოვრობს უამრავი ბავშვი, რომელიც განათლებას ვერ იღებს. ჩემი მიზანი იქნება - არცერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების გარეშე“. - განაცხადა ირაკლი ალასანიამ გულიკო ზუმბაძის წარდგენას „ალიანსი საქართველოსთვის“ ყველა ლიდერი ესწრებოდა. ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა, რომელსაც, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ საზოგადოებაზე, რათა მათ მხარი დაუჭირონ ნაცმოძრაობის კანდიდატებს. „ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალოვან სტრუქტურებში ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანია, რომელსაც არ მოსწონს, რა დავალებასაც ასრულებს, თუმცა დღევანდელ დღეს ცხოვრება არის ძალიან რთული და ამიტომ შესაძლებელია, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდეს თავისუფალი ქმედების საშუალება. სწორედ ამიტომ 30 მაისს, არჩევნების დღეს უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი და უკეთესი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის, - დასძინა ირაკლი ალასანიამ, - ოცი წლის განმავლობაში პირველად ვიყრი კენჭს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე არაერთხელ გამიცრუვდა იმედი იმ დაპირებების გამო, რომლებიც არ შეასრულეს. სწორედ ამიტომ სამსჯავროზე გამოვიტანეთ მხოლოდ რეალისტური პროგრამები, რომლის შესრულების ანგარიშიც თქვენ ერთ წელიწადში შეგიძლიათ მოითხოვოთ და დაინახოთ კიდეც კონკრეტული შედეგები. თუ საზოგადოება გაერთიანდება, აქტიურობა მაღალი იქნება არჩევნებზე, მაშინ გამარჯვების შანსი რეალურია“. View the full article
  18. დღეს აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც პირWელს აფხაზეთის მედა-ცენტრიდან აცნობეს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი პროგრამას სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორებს, დოქტორანტებსა და მაგისტრებს წარუდგენს. პროგრამის კოორდინატორი View the full article
  19. პარტია საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს გიგი უგულავას სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება მერიის პროექტის მე მიყვარს თბილისი ბიუტეჯს, რომლის განსაჯაროებას ზურაბიშვილის პარტია უკვე დიდი ხანია, უშედეგოდ ითხოვს. ჩვენ ვითხოვთ იმ ელემენტარულ ინფორმაციას, View the full article
  20. დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ტემპერატურა 11 გრადუსამდე დაეცემა. ამასთან, უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელედება და გამოდარება მხოლოდ 1 მაისიდანაა მოსალოდნელი. დღეიდან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, View the full article
×
×
  • შექმენი...