planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
28 აპრილს 10:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ევროპის იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. მის: ასათიანის ქ.№9, ტელ.: 877 41 83 31 28 აპრილს, 10:45 საათზე, “საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) კონფერენციას გამართავს. თემა: “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში”. სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტი” 28 აპრილს, 11:00 საათზე, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წიწვოვან და ფოთლოვან ხეებს დარგავენ. 28 აპრილს 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ქართველი მწერლების მიხეილ ჯავახიშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. მის: თელავის ქ.№20 28 აპრილს, 12:00 საათზე, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაობს დაათვალიერებს. 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმზე მსჯელობა გაიმართება. საკონფერენციო დარბაზი 28 აპრილს 13:00 საათზე, ტყიბულში პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ტელ.: 32 36 32 28 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა უხეში დარღვევის ფაქტი” საკონფერენციო დარბაზი 28 აპრილს 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, პროფკავშირების მოთხოვნით, მამა არჩილი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. ტელ.: 899 98 64 16 28 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თელავის №1 საჯარო სკოლას ეწვევიან და ,,ALUMNI-ის’’ შედეგებს გააჟღერებენ. მის: თელავი, ილია ჭავჭავაძის მოედანი №8 28 აპრილს 14:00 საათზე, თელავში საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართება. 28 აპრილს 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 28 აპრილს 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ქართულ-ჰოლანდიური გამოფენა სახელწოდებით: „საზღვრებს მიღმა“ გაიხსნება. მის: სიონის ქ.№8, 28 აპრილს 18:00 საათზე, `თიბისი ბანკის~ სათაო ოფისის საპრეზენტაციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტი ღია კარის დღეს გამართავს. მის: მარჯანიშვილის ქ.№7, 28 აპრილს 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე სცენაზე მოხუცი ჯამბაზების ახალი დღესასწაულის სახალისო ვოდევილი „მზის დაბნელება საქართველოში“ ჩვენება გაიმართება. მის: შოთა რუსთაველის გამზ.: №17 იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images59.jpeg“თი ბი სი ბანკის” გალერეაში ასმათ საღელიძის ეთნოგრაფიული თოჯინების “კავკასიის ქალთა ჩაცმულობა” გამოფენა გაიხსნა. გამოფენის 30 ექსპონატიდან დამთვალიერებელი როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის ხალხთა ჩაცმულობას ეცნობოდა. “ამ 30 ექსპონატიდან ათი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ჩაცმულობის ამსახველია, დანარჩენი კი – კავკასიის ერებისა. თუმცაAამ თემაზე კიდევ შესაქმნელია 15 თოჯინა, “- განაცხადა ასმათ საღელიძემ. თოჯინები გერმანელი ეთნოგრაფის მაქს ტილკეს ნახატების რეპროდუქციაა. პროფესიით მხატვარ – ეთნოგრაფი ასმათ საღელიძე კავკასიის მამაკაცთა ჩაცმულობის ამსახველი თოჯინების შექმნასაც აპირებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images58.jpegსამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ლია ბედოშვილის საბავშვო წიგნის “საუფლო ამბების” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მოთხრობებია შესული და მოზარდი თაობის ინფორმირებისთვისაა განკუთვნილი. ლია ბედოშვილს ამ მოთხრობების გამოცემამდე, ორი ლექსების კრებული აქვს გამოცემული. “საუფლო ამბები” საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ლოცვა- კურთხევითაა გამოცემული. იხილეთ epn.ge
-
Nvidia GeForce GTX4xx-ის სიმხურვალეზე უკვე ლეგენდები დადის. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ყველაზე ცხელი ვიდეოდაფების სერია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოსუალ. ცხადია, ასეთი დაფები კარგ გაგრილებას არამხოლოდ აჩქარებისას, არამედ ქარხნულ სიხშირეებზეც საჭიროებენ. ამიტომ რამდენიმე კომპანიამ უკვე შემოგვთავაზა წყლის ბლოკები ამ ვიდეოდაფებისთვის. ახლახანს გაიღვიძა Aqua Computer-მაც, რომელმაც წარმოადგინა ბლოკი aquagraFX: http://images.geotorrents.com/images/uv7tmkw3n4utjycfj1w.jpg ბლოკი GTX480-ისთვისაა განკუთვნილი. http://images.geotorrents.com/images/c48oyfg06y33rx2qbfy.jpg მისი წონა 850 გრამია და დამატებითი სიმტკიცისთვის ვიდეოდაფაზე დამაგრების შემდეგ ფოლადის ფირფიტასაც იყენებს: http://images.geotorrents.com/images/rie1oyt1a8q22fh9964v.jpg სხვათა შორის მისი ფასი სულ რაღაც 90 ევრო იქნება, რაც 110-120 ევროიან ანალოგებთან შედარებით საკმაოდ იაფია. overclockers.ge
-
ჩემმა საყვარელმა “ოპერატიულმა” კომპანია G.Skill-მა გამოუშვა სპეციალურად AMD-ს 790 და 890 ჩიპსეტებისთვის ოპტიმიზებული მოდულების სერია G.Skill Flare. http://images.geotorrents.com/images/7b66bw64vjk5f5zugi26.jpg მოდულები ორარხიან კიტებად გაიყიდება (აბა სადაა AMD-ზე სამი არხი და კარგი ცხოვრება), მხოლოდ 2×2GB კომპლექტაციით, მაგრამ სხვადასხვა ტაიმინგებით: • DDR3 1800MHz 4GB (2GBx2) CL6-8-6-24 1.65V • DDR3 1800MHz 4GB (2GBx2) CL7-8-7-24 1.65V • DDR3 1800MHz 4GB (2GBx2) CL8-8-8-24 1.65V • DDR3 1800MHz 4GB (2GBx2) CL9-9-9-27 1.65V ცხადია 6-8-6-24 სერიის საუკეთესო და ყველაზე ძვირი წარმომადგენელი უნდა იყოს, მაგრამ არცერთი Flare-ს ფასი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. http://images.geotorrents.com/images/4dqw7t9mf55wx70bkw3.jpg overclockers.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/7635-150x150.jpgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩეხეთიდან კვირის ბოლოს დაბრუნდება. როგორც “ექსპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საქართველოში ხვალ ვერ დაბრუნდება. აღნიშნულის მიზეზი ვულკანური ფერფლის გამო ფრენასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემებია. უწმინდესს თბილისში კვირის ბოლოს ელოდებიან. მისი ჩამობრძანების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. კათოლიკოს – პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად ჩეხეთიდან ჩარტერული რეისით დაბრუნდება. იგი კურორტ კარლოვი-ვარში ისვენებს. პატრიარქი ჩეხეთში 13 აპრილს გაემგზვრა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/chiqovani-da-gilauri-150x150.jpgადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომრად და ქალაქის მერობის კანდიდატად დასახელდა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატები ქალაქ რუსთავში დღეს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა დაასახელა. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს, იგი კენჭს რუსთავის მეათე მაჟორიტარულ ოლქში იყრის. წარდგენის შემდეგ მათ ის ძირითადი საკითხები გაახმოვანეს, რომლებიც ყველაზე პრიორიტეტული იქნება მომავალი თვითმმართველობისთვის. „ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენმა ქალაქმა პრაქტიკულად სახე იცვალა, დაიგო გზები, მოწესრიგდა გარე განათებისა და სატრანსპორტო სისტემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ რუსთავმა საბოლოოდ დაძლიოს ყველა არსებული პრობლემა. მათ შორის ყველაზე უმთავრესი დასაქმებაა”_ განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა. კახა გურგენიძემაც, აქცენტი ქალაქში დასაქმების პრობლემაზე გააკეთა და ეს მის პრიორიტეტად დასახა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა მაჟორიტარ კანიდატებს ესენი ზაზა მურვანიძე, კახა ბარათაშვილი, პავლე ლაცაბიძე, ლეილა აფციაური, ზაზა ასისტიშვილი, თამაზ გველუკაშვილი, ამირან ცანდიშვილი, მამუკა აბულაძე და კახაბერ ცერცვაძე არიან. 30 მაისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრის მანდატისთვის “ნაციონალური მოძრაობის” 10 მაჟორიტარი კანდიდატი იბრძოლებს. მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, მათი ყოველდღიური საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. “ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ უფრო მეტი თანხები იქნება გათვალისიწინებული ბიზნესისა და კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის“ _ განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images56.jpegსასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ხვალ დიდი ქართველი მწერლების, მიხეილ ჯავახიშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია ,, ქართული ლიტერატურა რეალიზმისა და მედერნიზმის მიჯნაზე” მოეწყობა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს პატრონაჟით ტარდება და მას საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი გახსნის. საუბილეო ღონისძიება 11 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri-rustavi-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური “ჰაიედელბერგცემენტის” ქარხანას ეწვია, სადაც მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები და ქვემო ქართლში სიის პირველი ნომრები წარადგინა. გილაურის განცხადებით, სიმბოლურია, რომ კანდიდატების წარდგენა სწორედ აღნიშნულ ქარხანაში მოხდა, რადგან მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოა, რაც მათი გუნდის დამსახურებაა. გილაურმა რუსთავის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით დღეს სულ სხვანაირია რუსთავი. “დღეს სულ სხვა, სახე შეცვლილი ქალაქი ვნახე. რემონტდება საბავშვო ბაღები, სკოლები, მიმდინარეობს გზების რეკონსტრუქცია, შენდება საბავშო და სპორტული მოედნები უამრავი ინფასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”_განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას გილაურმა. გილაური მომავალი წლის გეგმებსაც შეეხო, პრემიერის თქმით, მომავალი წლიდან თბილის–რუსთავის გზატკეცილის მშენებლობის პროექტი იწყება. სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ მან საზოგადოებას ქვემო ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრები და მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview.php_3-150x150.jpgუკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შესაძლოა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. როგორც სააგენტო “უნიანი” იუწყება, ამის შესახებ იანუკოვიჩმა სტრარსბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “უკრაინა მზად არის დემოკრატიული ღირებულებების, თანასწორობის უზრუვნელყოფის პროცესს და გაყინული კონფლიქტების ტერიტორიებზე მცხოვრები ერების უფლებებს მხარი დაუჭიროს. უკრაინა ამ საკითხებში ორმაგი სტანდარტების პრაკტიკის კატეგორიულად წინაამღდეგია”_განაცხადა იანუკოვიჩმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო საერთაშორისო-სამართლის დონეზე ამ სფეროში პროცესების აქტივიზაციის. იანუკოვიჩის თქმით საჭიროა ახალი ეფექტური კრიტერიუმების ბაზაზე, გაყინული კონფლიქტების მოგვარება. უკრაინის პრეზიდენტი კონფლიქტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების ინიციატივით გამოდის. საერთაშორისო მედიის ვარაუდით, იანუკოვიჩი ამგვარი დიპლომატიური განცხადებებით ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისთვის ნიადაგს ამზადებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images55.jpegქართული მხარე ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებას სოფელ ორჭოსანში შეჭრის შესახებ კატეგორიულად უარყოფს და ინფორმაციას ოსეთის მხარის მიერ წარმოებულ მორიგ პროვოკაციას უკავშირებს. შეგახსენებთ რომ ინფორმცია , ე.წ. სამხერთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტიეტმა გავრცელა და როგორც სააგენტო იუწყებოდა, დღეს დაახლოებით 12:45 წთ.-ზე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ლენდროვერის ტიპის ავტომობილით მოძრაობდნენ დაარღვიეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრები და სოფელ ორჭოსანის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images53.jpeg`ბაზისბანკის~ აქტივების მოცულობა, შარშანდელი წლის აპრილთან შედარებით, 40 მილიონი ლარით გაიზარდა. მნიშვნელოვანი მატებაა, აგრეთვე, საკრედიტო პორტფელში _ წლის დასაწყისთან შედარებით, ის 13 მილიონი ლარით გაიზარდა. საცალო მიმართულების დირექტორის ლევან გარდაფხაძის შეფასებით, საკრედიტო პორტფელის ასეთ თვალსაჩინო ზრდას, ერთი მხრივ, ზოგადად, `ბაზისბანკის~ სასესხო პროდუქტებზე დაწესებული მისაღები და სასარგებლო პირობები, მეორე მხრივ კი, ბანკის ახალი პროდუქტის, `სასარგებლო ბიზნესსესხის~ პოპულარულობა განაპირობებს. `სასარგებლო ბიზნესსესხი~ ბაზარზე თებერვლიდან გამოვიდა. `სასარგებლო ბიზნესსესხი~ გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. სესხის მაქსიმალური მოცულობა 500 ათასი ლარია, საპროცენტო განაკვეთი _ 16 %-დან. სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 10 წელიწადს შეადგენს. `სასარგებლო ბიზნესსესხი~ განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო პროდუქტია იმის გამო, რომ მისი მიღება შეუძლიათ არა მარტო უკვე არსებულ, გამოცდილი საწარმოებს, არამედ დამწყებ მეწარმეებსაც, `ბაზისბანკი~ 1993 წელს დაარსდა. მისი აქციონერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. საქართველოს საბანკო სივრცეში `ბაზისბანკი~ ერთადერთი ბანკია, რომლის კაპიტალში EBRD დასავლელი პარტნიორების გარეშე მონაწილეობს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba518-150x150.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს “სამგორი-ფუდის” დირექტორი, დავით ჭუბაბრია და ამავე საწარმოს თანამშრომელი პაატა მურმანიძე, დააკავეს. აღნიშნულ პირებს ჩინეთიდან საქართველოში სარეალიზაციოდ საკვებად უვარგისი დიდი ოდენობით გაყინული ხორცის შემოტანა ედებათ ბრალად. “სამგორი-ფუდის “ თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოახდინეს მისი განბაჟება და გაუშვეს თავისუფალ მიმოქცევაში. დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. იხილეთ epn.ge
-
საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად „ალიანსმა საქართველოსთვის“ თინა ხიდაშელი წარადგინა. კანდიდატის წარდგენას ალიანსის ყველა ლიდერი დაესწრო. თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ უბანში, სადაც მე ცხოვრობ, მეგობრის კანდიდატურას წარვადგენ. თინა ხიდაშელი გამოირჩევა თავისი ერთგულებით ქართული საქმის მიმართ. გამოირჩევა თავისი შემართებით და სამართლიანობისთვის მებრძოლი ბუნებით. თინა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კანდიდატია და დარწმუნებული ვარ, გაიტანს ყველა იმ პროგრამას, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ. თინა ხიდაშელი სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოა და ის ყოველთვის იდგა ქვეყნისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე“. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კი ამომრჩეველს მოუწოდა, რომ იაქტიურონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. „ეს არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი წყალგამყოფი, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ერთადერთი რამ მინდა ვთხოვო ამომრჩეველს – აუცილებლად მიდით არჩევნებზე და უთხარით „არა“ ამ ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში ამდენი უსამართლობა და უკანონობა გვაჩვენა. მე ამ ბრძოლაას, რა თქმა უნდა, არშევაჩერებ, მაგრამ უფრო ძლიერად და მყარად შევძლებ თქვენი ინტერესების დაცვას, თუ მანდატი მექნება. დღეს ქვეყანას დიდი ცვლილებები ესაჭიროება – უკანონობის, უსამართლობის და უთანასწორობის წინააღმდეგ ცვლილებებები. შემოვხაზოთ ორი და ცვლილებებიც დაიწყება საქართველოში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. View the full article
-
გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს: „ის, რაც სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა, გახლდათ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები გადასცა, ანუ თავიდან ბოლომდე ითამაშა მათი თამაში. რაც შეეხება ნოღაიდელს, ის არის სააკაშვილის პოლიტიკის გამტარებელი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთს დაუკანონებს იმას, რაც სააკაშვილმა გადასცა. რუსეთს აწყობს სააკაშვილის დიდხანს დარჩენა საქართველოში, რომ რაც მიართვა სააკაშვილმა, მასვე დააკანონებინოს. ხოლო ნოღაიდელი ჰყავთ სათადარიგო ვარიანტივით. თუ სააკაშვილი გაუგდეს, ნოღაიდელს დააჯენს. ჩვენ ორივეს ერთ კონტექსტში განვიხილავთ და ვთვლით, რომ არც ერთი უნდა დარჩეს ხელისუფლების სათავეში და არც მეორე მოვიდეს ხელისუფლებაში“. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili311-150x150.jpg“სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი მოქმედი მერის და `ნაციონალების~ უსისტემო და გაუაზრებელ მიდგომას აპროტესტებს. ამის შესახებ ნიკა ივანიშვილმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მშენებარე მეტროს სადგურ “უნივერსიტეტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მეტროსადგური უკვე ფაქტიურად დაკონსერვებულია იმდენი წელია მისი მშენებლობა მიმდინარეობს. “ჩვენ ვდგავართ მეტროს სადგურ `უნივერსიტეტის~ დაკონსერვებულ მშენებლობასთან. რომ ამოქმედდეს ხაზი `ვაჟა-ფშაველა~-`უნივერსიტეტი~, ვაჟას ბოლო კვარტლების მაცხოვრებლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესსორ-მასწავლებლებს, ჯიქიას ქუჩაზე განთავსებულ უმაღლესი სასწავლებლებისა და კომპანიების სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეღავათი ექნებოდათ მოხერხებული და იაფი მგზავრობის კუთხით”_ განაცხად ივანიშვილმა. ივანიშვილის განცხადებით, თბილისის მერს უნდა უზრუნა მეტროს და არა 50 მილიონად პლასტმასის ხიდის აგებაზე. თბილისის მერობის კანდიდატმა “სახალხო დემოკრატების” სახელით პირობა დასდო, აღარ დაუშვას ფულის ასე უყაირათოდ ფლანგვა. მისი თქმით, პრიორიტეტებს, თუ რაზე იქნება დახარჯული თანხები ხალხის მოთხოვნები განსაზღვრავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2141-150x131.jpg,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრი ლევან ვეფხვაძე ,,ხალხის პარტიის’’ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ,,ექსპრესნიუსს’’ ვეფხვაძემ განუცხადა, რომ კობა დავითაშვილის პარტიის მიერ ბიძამისთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებაზე შეფასების გაკეთებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ “ხალხის პარტია” დეპუტატ ლევან ვეფხვაძის ბიძას ვლადიმერ ვეფხავაძეს ხელისუფლების დახმარებით, კერძო საკუთრების მიტაცებაში ადნაშაულებს. ამის შესახებ, “ხალხის პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შალამბერიძემ საზოგადოებას რუსთაველის ქ # 44 მაცხოვრები ტატიანა სეფაშვილი წარუდგინა, რომელსაც როგორც დაზარალებული ამბობს პარლამენტარ ლევან ვეფხვაძის ბიძამ ვლადიმერ ვეფხვაძემ ხელისუფლების დახმარებით საცხოვრებელი ფართი წაათვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview.php_2.jpeg27 აპრილის მონაცემებით ცსკოში 13 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებული. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯული გიორგაძემ განაცხადა, თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნებს 4 საერთაშორისო და 13 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება : საერთაშორისო ორგანიზაციები რომლებიც არჩევნების პროცესს დააკვირდებიან: 1. “უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (უსეც)” 2. ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექცია” 3. ” ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი “ 4. “ბრიტანეთის საელჩო საქართველოში” ადგილობრივი ორგანიზაციები სადამკვირვებლო ორგანიზაციები : 1.”ახალი თაობა –ახალი ინიციატივა” 2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. 3.ფონდი “ინვალიდთა დახმარების ცენტრი “ 4.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5.საერთო- სამოქალაქო მოძრაობა “მრავალფეროვანი საქრთველო” 6. “სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთასორისო ორგანიზაცია.” 7.თავისუფალი განვითარების და უფლებების დაცვის ასოციაცია” 8..”სამართლებრივი განვითარების საზოგადოება” 9.კავშირი “ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 10.კავშირი “ჯანმრთელი სამყარო” 11.კავშირი “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” 12 კავშირი “თავისუფალი არჩევანი” 13.კავშირი “ევროპასთან თანამშრომლობის საზოგადოება” იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/rezo_esadze-150x150.jpgსახალხო კრების მხარდამჭერთა საზოგადოებრივი დარბაზის პრეზენტაციაზე, დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას მათ მიერ შემუშავებული 7 პუნქტიანი გადაწყვეტილება გააცნო. სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრის, რეჟისორ რეზო ესაძის განცხადებით, ქვეყანა სულიერი და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას რასაც ყოველი ქართველი უნდა ებრძოლოს. მხარდამჭერთა დარბაზის წევრების განცხადებით მდგომარეობიდან გამოსვლისათვის აუცილებელია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რადგან ქვეყანას არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ხელისუფლება მართავს. მათი თქმით, ასევე აუცილებელია საპარლამენტო არჩევნები, რადგან ის არ წარმოადგენს მოსახლეობის ნების გამომხატველ სახელისუფლებო ორგანოს. მათ მიერ შემუშავებული პუნქტების მიხედვით, კრების საორგანიზაციო ჯგუფს სახალხო კრების შეხვედრის ორგანიზება და მათ შესახებ რეგიონების მაცხოვრებელთა სრული ინფორმირებაა. სახალხო კრების წევრებმა პოლიტმატიმართა უფლებების დასაცავად ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღეს და ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კრების ორგანიზებაში ჩართვისაკენ მოუწოდეს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, ისინი იბრძოლებენ იმისათვის რათა დამარცხებულ მთავარსალდალს 26 მაისს აღლუმის ჩატარების უფლება არ მისცენ. როგორც გაფრინდაშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, 26 მაისს ხალხი იზეიმებს, თუმცა აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას რითაც სააკაშვილს აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images52.jpeg“იულია ტიმოშენკოს ბლოკი”-ს ლიდერი იულია ტიმოშენკო დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევენ. “რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მარტივი არ არის, მაგრამ მე მჯერა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის და საზოგადოების გაერთიანება უმაღლეს რადაზე დიდ ზეწოლას მოახდენს, რაც შეიძლება რიგგარეში საპარლამენტო არჩევნები გამოიწვიოს.”-აცხადებს ტიმოშენკო. მისივი თქმით, ხელისუფლების დღევანდელი ქმედებებიდან გამომდინარე, მომავალი საპარლამენტო არჩევნებამდე 2 წლის დაცდა არ შეიძლება. ‘სად გვაქვს იმის გარანტიები, რომ ორ წელიწადში საერთოდ გვექნება ქვეყანა?”-კითხულობს ტიმოშენკო. მისივე განცხადებით, 11 მაისამდე ყველა დეპუტატი-ოპოზიციონერი რეგიონებში ხელისუფლების წინაამღდეგ ძალების შესაკრებად გაემგზავრება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/53130DD0-740A-41C8-9758-1EE8AF770102redison.jpgსასტუმრო “რედისონში” დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების, მხარდამჭერთა დარბაზი დაფუძნდა. მხარდამჭერთა დარბაზის წევრები უმეტესად საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, რეჟისორები, პოეტები, სპორტსმენები და მწერლები არიან. როგორც კრების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს მათი ერთად შეკრება ქვეყნის მძიმე მდგომარეობამ და ტირანულმა რეჟიმმა განაპირობა. როგორც სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა და მსახიობმა “ექსპრესნიუსთან” განაცხადა, ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა ფუნდამენტური ფასეულობა დაარღვია და დროა ყველა მოქალაქემ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის იბრძოლოს. მისივე თქმით, სახალხო კრების იდეა მწერალს ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის. მხარდამჭერთა დარბაზის წევრებმა გაერთიანებისა და მათ დარბაზის საქმიანობაში ჩართვისაკენ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს. რადგან მათი განცხადებით, საქართველო ამ მძიმე მდგომარეობიდან მხოლოდ ხელისუფლების შეცვლითა და ერთიანობით გამოვა. სახალხო დარბაზის წევრები საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, მათ შორის სოსო ჯაჭვლიანი, რეზო ესაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, დათო მაღრაძე, გოგი ქავთარაძე, თემო ჭიჭინაძე არიან. იხილეთ epn.ge