Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images73.jpegოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პარლამენტში მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვის სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, ინიციატივა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს მან მიმდინარე წლის 26 თებერვალს ჩააბარა, იგი განიხილა ბიურომ და მისი განხილვა იურიდიულ კომიტეტს დაევალა. ცაგარეიშვილის განმარტებით, მისი ინიციატივით ცვლილება ,,სისიხლის სამართლის კოდექსში’’ შედის, რომლის თანახმად, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში უნდა გაიზარდოს სასჯელის ხანდაზმულობა და ყველა დარღვევაზე სასჯელი გამკაცრდეს, რაც დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს. დეპუტატის თქმით, პროექტი პარლამენტს სწორედ არჩევნებამდე უნდა მიეღო. ცაგარეიშვილი აღნიშნული საკითხის დასმას ორშაბათს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე გეგმავს, სადაც რეგლამენტიდან გამომდინარე მოითხოვს კომიტეტების გვერდის ავლით, საკითხი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილონ. ,,იმედი არ მაქვს, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას მიიღებს, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც ისევ გეგმავენ მოახლოებული არჩევნების გაყალბებას. ეს იმიტომ ხდება, რომ პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც კი მოგვეპოვება არჩევნების გამყალბებლები, რომლებიც ჯერ მოქალაქეთა კავშირის სასარგებლოდ სჩადიოდნენ ამ დანაშაულს დღეს კი ,,ნაციონალური მოძრაობის’’ სასარგებლოდ იგივეს. მათ შორის არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი’’, – განაცხადა დეპუტატმა. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images72.jpegსახელმწიფო ფასიანი ქაღალდების № 16 აუქციონის შედეგები ცნობილია. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 15 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 168 დღის დაფარვის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა 3 კომერციულმა ბანკმა მიიღო. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 33 000 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 10 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 4 განაცხადი. აქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 5.000%, მაქსიმალური 6.450%, საშუალო შეწონილი 6.171%. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №17 აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 5 მაისს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 20 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sti1_MeSRoFinCe-150x150.jpgსაგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 3 ოჯახი დაზარალდა. მათი სახლები საცხოვრებლად გამოუსადეგარია. “კუზანაშვილების მსგავსად უსახლკაროდ დარჩა ოტიაშვილების და დოღონიძეების ოჯახებიც. ოტიაშვილების სახლი შედარებით მსუბუქად დაზიანდა, თუმცა იქ ცხოვრება შეუძლებელია და მეზობლებს აფარებენ თავს”, – განუცხადა რადიო “ჰერეთს” ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზურაბ ფეიქრიშვილმა. მანავში გეოლოგები ჩავიდნენ და ტერიტორიის შეისწავლეს. მათი დასკვნით, შემდგომი გართულებები ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images71.jpegსასჯელაღსრულების, პრობაციის და იურდიული დახმარების საკითხთა მინსიტრი ხათუნა კალმახელიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსახლეობას შეხვდა და უფასო იურდიული დახმარების მომსახურების პირობები გააცნო. კალმახელიძის განცხადებით, მაღალკვალიფიციური ადვოკატების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელსაც იურდიული დახმარება ესაჭიროება და ამის საშუალება არ აქვს. ,,საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, სხვა რეგიონების მსგავსად კახეთის მოსახლეობასაც გაუწევენ ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას. ისინი მოსახლეობას იურიდიული დოკუმენტების შედგენაში დაეხმარებიან და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას გაუწევენ“, _ განუცხადა რადიო „ჰერეთს“ კალმახელიძემ. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bdd7f8970ea0897227431faf5529dd0f-150x150.jpgსტიქიის გამო თელავი–თბილისი–გომბორის გზის 42–43–ე კილომეტრებზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით შეჩერებულია. როგორც კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, მოძრაობა შეწყვეტილია ლაგოდეხი–გურჯაანის მიმართულებითაც. სოფელ აფენის ტერიტორიაზე მდინარე ალაზანი გზაზე მოედინება. რაც შეეხება ყვარლის რაიონს, სოფელ გავაზში ათეულობით შინაური ფრინველი დაიხოცა. დაიტობრა საცხოვრებელი სახლებიც. „მართალია წვიმს, მაგრამ ბოლო მონაცემებით საგანგაშო მდგომარეობა არცერთ რაიონში არ არის“,- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images70.jpeg24 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით საქართველოში, ისევე როგორც ევროპის 33 ქვეყანაში, ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება. ამ თემაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, საქართველოს პირველმა ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსმა და დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძმ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართეს. როგორც კვიტაშვილმა განაცხადა, იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის, სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობის და ჯანმრთელობის სხვა მძიმე დარღვევებისაგან. “ვაქცინაციის შედეგია ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 2002 წელს ევროპის რეგიონის ქვეყნები პოლიომიელიტისაგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა. ევროპაში პოლიომიელიტის ლიკვიდაციისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა 5 მილიონამდე ადამიანი გადაარჩინა პოლიომიელიტით გამოწვეული დამბლისაგან.” – განაცხადა კვიტაშვილმა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად 2010 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ლიკვიდაცია, ასევე თანდაყოლილი წითურას სინდრომის შემთხვევათა მნიშვნელოვანი შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად, ევროპის რეგიონისათვის ჯანმოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად 2008 წელს საქართველოში ჩატარდა, წითელასა და წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის ნაციონალური კამპანია. აღნიშნული კვირეული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული და ის ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია მოსახლეობისათვის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობის შეხსენება და ინფორმირება. ევროპის იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, კვირეულის განმავლობაში ერთკვირიან საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს., კერძოდ, მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, იმართება პრეს-კონფერენცია, მომზადდა ფილმი იმუნიზაციის შესახებ, თბილისში განთავსდება საინფორმაციო ბილბორდი. საქართველოში აცრები ტარდება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად. ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების კალენდრის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 10 დაავადების: ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურის, ყბაყურის, ბ ჰეპატიტის და ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას. მომავალ წლებში სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს დაიწყოს ვაქცინაცია ადამიანის როტავირუსული, პნევმოკოკური და პაპილომავირუსული ინფექციების, ასევე ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკანასკნელ წლებში საქართველოში აღინიშნა იმუნიზაციით მოცვის საერთო გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით – როგორც ტრადიციული, ასევე ახალი ვაქცინების ჩათვლით. შემოღებულია გაუმჯობესებული კომპიუტერიზებული აღრიცხვა/ანგარიშგების სისტემა, რომელიც წლამდე ასაკის კონტინგენტის “დროული” იმუნიზაციის შეფასების საშუალებას იძლევა. ასევე სრულყოფილად და რეგულარულად ხდება მონაცემების შეტყობინება. გაუმჯობესებულია ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, შექმნილია თვალსაჩინო და თანამედროვე ეროვნული სახელმძღვანელოები, პრიორიტეტული დაავადებებისათვის შემთხვევაზე გათვლილი ანგარიშგება და მონაცემთა კომპიუტერული მართვა. ვაქცინებითა და იმუნიზაციისათვის აუცილებელი სხვა აღჭურვილობით მომარაგების სისტემა გამართულად მუშაობს. მიუხედავად იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესებისა, ქვეყანაში კვლავ რჩება ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები: არადამაკმაყოფილებელია იმუნიზაციით ბავშვთა დროული მოცვის მაჩვენებლები. მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამის წინაშე არსებული საკომუნიკაციო პრობლემები: ინფორმაციის დაბალი დონე მშობლებში, მასმედიით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, ზოგიერთი “პოპულარული ექიმის” უარყოფითი დამოკიდებულება აცრებთან დაკავშირებით, რაც ხშირად ზიანს აყენებს როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების პერსონალის ავტორიტეტს, ასევე ზოგადად იმუნიზაციის პროგრამას; ასევე ჩნდება კითხვები ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული ვაქცინების ხარისხის შესახებ – ხშირად დაინტერესებული წრეების მხრიდან. საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოდის და გამოყენებაშია მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და, შესაბამისად, უმაღლესი ხარისხის ვაქცინები. თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა ნებისმიერ ვაქცინაციას შეიძლება მოყვეს გვერდითი რეაქციები, აცრის შემდგომი გართულებების რისკი კი უკიდურესად მცირეა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული. იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენების რისკი იმდენად უმნიშვნელოა თვით დაავადებისაგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკთან, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა. ვაქცინები სახემწიფო პროგრამის ფარგლებში ყველასათვის უფასოა. აცრები ტარდება პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებში. ნინა კაპანაძე “ექსპრესნიუსი” იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images65.jpeg28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და ტრავმირებულთა ხსოვნის დღეა. ამასთან დაკავშირებით, დღეს 13 საათზე სამების საკათედრო ტაძარში, პროფკავშირების თხოვნით, მამა არჩილი დაღპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სპეციალური აქცია იგეგმება ტყიბულშიც. 13 სააათზე, შეხვედრა გაიმართება- სამსახურეუბრივი მოვალეობის დაღუპულთა ოჯხის წევრებთანაც, რომლებსაც პროფკავშირების წარმომადგენლები მატერიალურ დამხარებასაც გაუწევენ. მინდელის სახელობის შახტში ნავთობის, გაზის და ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრები, გარდაცვლილთა სახელზე მაღაროების მახლობლად ალვის ხეებს დარგავენ. ტყიბულის წმინდა გიორიგს სახელობის ეკლესიაში გარდაცვლილთA სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც გადაიხდიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს და დამოუკიდებლად მოპოვებული მონაცემებით, გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სამუშაოს შესრულებისას 34 ადამიანი დაიღუპა და 50 ადამიანზე მეტი დაშავდა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად და პრფესიული დაავადებით ორი მილიონი ადამიანი ანუ ყოველდღიურად 600-ათასი ადამიანი იღუპება. ამასთან დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 10% მატულობს. დესეთეს მასშტაბით კი საწარმოო ადილზე 600 ათასზე მეტი უბედური შემთხვევა ხდება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის 4% სამუშაო ადგილზე არსებული ცუდი პირობების და უბედური შემთხვევევების გამო იკარგება. საქართველოში დასაქმებულთა 13-ს არადამკმაყოფილებელ პირობებში მუშაობს. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxetshi-150x150.jpgკახეთის რეგიონში უკვე მეექვსე დღეა სტიქიას ებრძვიან. წუხელ მდინარეები ადიდდა ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხსა და თელავში. შედარებით რთული ვითარება შეიქმნა ახმეტაში, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და წვრილფეხა საქონელი. წყლის სათავე ნაგებობაა მოშლილი თელავის რაიონის სოფელ შალაურში, სადაც 300-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ადიდებულია მდინარე ალაზანი, რომელიც საფრთხეს უქმნის გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობას. პერიოდულად შეფერხებებია გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე. როგორც რადიო “ჰერეთს” კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. ამჟამად ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში იმ ხიდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მდინარე ინწობამ ერთი საყრდენი გამოაცალა. ამ დრომდე მუშაობენ გეოლოგები საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, სადაც მეწყერი 27 აპრილს ჩამოწვა. ისინი დასკვნას, იმის შესახებ ემუქრება თუ არა იქ მაცხოვრებლებს საფრთხე, უახლოეს მომავალში დადებენ. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images64.jpegპოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიების პირველი ეტაპის შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ პოლონური მედია, პოლონური მთავრობის პრეს-მდივნის პავლა გრაშის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. “ოთხშაბათს პრემიერი სხვა პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად, საზოგადოებას ავიაკატასტროფის მიზეზების საგამოძიებო კომისიის მუშაობის პირველი ეტაპის შედეგებს წარუდგენს,”- დაამატა პრეს-მდივანმა. ერთი კვირის წინ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა ანჯეი შერემეტმა გამოძიების პროცედურაზე საუბრისას, განაცხდა რომ პოლონური და რუსული მხარის მიერ ორი, დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images63.jpegოპოზიციის განცხადებით პარტია “რეგიონებს” პარლამენტში შეყვანილი ყავდათ სამბისტები და მოკრივეები, რომლებიც ფიზიკურად იცავდნენ პრეზიდენტის მხარდამჭერების ინტერსებს. უკრაინელი ექსპერტები აცხადებენ, რომ პირველმა კენჭისყრამ აჩვენა ვიქტორ იანუკოვიჩს პარლამენტში რამდენად მტკიცე კოალიცია ყავს . პოლიტოლოგებმა გუშინდელ კენჭისყრას უკვე უწოდეს ოპოზიციის მარცხი ხელჩართულ ორთაბრძოლებში. შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკოს პარტიას რეგიონების დეპუტატებმა ხელი შეუშალეს რადას ტრიბუნის ბლოკირებაში. შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ სამშაბათს თითქმის საბრძოლო ვითარებაში რატიფიცირება მოახდინა რუსეთის სამხედრო ფლოტის ვადების 25 წლით გახანგრძლივების შესახებ. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/NDIlogo_2C1-150x150.jpgსაერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს კონფერენციას სახელწოდებით “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში” გამართავს. კონფერენციის მიზანი, არჩევით თანამდებობებზე ქალების წინაშე მდგარი დაბრკოლებებისა და გამოწვევების განხილვა, არჩევით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალურ მექანიზმებზე მსჯელობა, ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ ქალთა როლის გაძლიერებისკენ მიმართული გეგმების პრეზენტაციაა. “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად – გლობალური სამოქმედო გეგმა” პოლიტიკური პარტიებისათვის, რეკომენდაციებს მოიცავს, რაც პარტიების უფრო წარმომადგენლობითად გახდომას გულისხმობს. გამომსვლელთა შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი და NDI-ის რეგიონული დირექტორი ლორა ჯუითი არიან. კონფერენციაში მონაწილეობას ასზე მეტი სტუმარი და გამომსვლელთა ფართო სპექტრი მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ. ღონისძიების დასასრულს NDI პოლიტიკური პარტიების მიერ “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” სამოქმედო გეგმის საჯარო ხელმოწერის ცერემონიას გეგმავს. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images61.jpegსასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დღეს ქართველი მწერლების, მიხეილ ჯავახიშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია ,, ქართული ლიტერატურა რეალიზმისა და მედერნიზმის მიჯნაზე” მოეწყობა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს პატრონაჟით ტარდება და მას საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი გახსნის. საუბილეო ღონისძიება 11 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images60.jpegცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ცესკოს კომისიის წევრები დღეს დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებიან. ცესკოს წევრები სამეგრელოსა და იმერეთში მედიის წარმომადგენლებს, პარტიული ორგანიზაციების წევრებს, საოლქო კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ცესკოს წარმომადგენლები წინასაარჩევნო მზადების პროცესს გაეცნობიან და მიაწვდიან ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...