Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გულიკო ზუმბაძე, „ალიანსი საქართველოსთვის“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დევნილებს ესარჩლება. View the full article
  2. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ლევან იზორიამ იცის ამ უბნის ყველა პრობლემა, არის მებრძოლი ადამიანი, რათა ამ უბანში არსებული ყველა რთული და ძირითადი პრობლემის გადაჭრა შეძლოს. „ლევანს აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და მან წარმატებული რეფორმების გატარება დაიწყო შსს-ში. აქვს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და შეუძლია ადამიანებისთვის შრომა. ჩვენ მზად ვართ, მთელი პასუხისმგებლობით ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. მთავარია, საზოგადოება მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო პოზიცია“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. დეპუტატობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, მისთვის მთავარი იქნება, საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული იყოს მართვის პროცესში. „დღეს, რაც ყველაზე მეტად აკლია საზოგადოებას, ეს არის მართვაში თანამონაწილეობა. ჩვენ ამ ხარვეზის გამოსწორებას ყველა გზით ვეცდებით. პირველ რიგში შევქმნით სამეზობლო საბჭოებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება იმ პრობლემებზე, რაც საბჭოს წევრებსა და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს ექმნებათ, შემდეგ კი ამ ყველაფრის გადაჭრას საკრებულოს დონეზე მოვახერხებთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ. View the full article
  3. გოჩა გაბოძე, მოწვეული ბლოგერი Gabo.ge-დან პროექტი ნიჭიერი უდაოდ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული შოუა ქართულ ტელესივრცეში . შოუს ყველა ასაკის განათლების და სოციალური სტატუსის მაყურებელი ყავს. თამამად შიძლება ითქვას რომ სახალხო პოექტია რომლის მიზანი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა იყო. ნიჭიერი თანდათან ფინალს უახლოვდება გასულ ორშაბათს ბოლო მეხუთე ნახევარფინალი შედგა. წინ ფინალური კონცერტია რომელიც 3 მაისს გაიმართება. ნიჭიერზე უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა და თითოეული გადაცემის შემდეგ მეგობრებში ოჯახში თუ უბრალოდ ნაცნობებს შორის საუბრის ერთ ერთ თემად იქცევა ხოლმე. ერთი რამ უდაოა ნიჭიერი მრავალფეროვანი და უზომოდ საინტერესო გამოვიდა. უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება სრულიად საქართველოსათვის ეჩვენებინა საკუთარი შესაძლებლობები. პროექტის წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ ის რომ მისი საშაუალებით ერთდროულად რამდენიმე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი. რაც ფინალურ კონცერტს უფრო მეტად დაძაბულს და საინტერესოს ხდის. ნამდვილად რთული იქნება ამდენ განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანს შორის ერთი გამარჯვებულის გამოვლენა. მოდით ერთად გავიხსენოთ თითოეული ფინალისტი და ვეცადოთ მათ შორის ამოვიცნოთ თუ ვინ გახდება ნიჭიერი 2010. 1. Next Level – 9121 მიხარია საქართველოში ცეკვის ეს ჟანრი თანდათან ასე პოპულარული რომ ხდება. ჯგუფი next Level კი ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია, რომელიც საქართველოში ბრეიქდანსს ცეკვავს. გამოირჩევიან სინქრონულობით და ორივე შემთხვევაში ძალიან კარგად დადგმული ნომრით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. 2. მარი და ბაბი - 9122 მარი და ბაბი ორი მეგობარი გოგონასგან შემდგარი დუეტია . ისინი სცენაზე არტისტულობით გამოირჩევიან . მათ ადვილად შეძლეს მაყურებელთა სიმპათიები დაემსახურებინათ. ვნახოთ რამდენად წარმატებული ინება მათი გამოსვლა ფინალურ კონცერტზე. 3. ლევან შავაძე – 9123 ლევან შავაძემ მეოცე საუკუნის 80 იანი წლების ქართული ქალაქური სიმღერის შესრულებით დაამახსოვრა მაყურებელს თავი. მან ორივე ტურში გოგი დოლიძის რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერა, რაც დიდ პასუხისმგებლობას და კარგ ვოკალურ მონაცემებს მოითხოვს. ის მაყურებლის რჩეულია, რაც ალბათ მის ნიჭიერებაზეც მეტყველებს. 4. გუგა ჭყონია – 9124 ფინალისტებში აღსანიშნავია ასევე Bid-box ერი გუგა ჭყონია. Bid-box საქართველოში თითქმის არ არსებობს და გუგა ერთ ერთი პირველია ამ ჟანრში . ვფიქრობ საკმაოდ კარგი ნომრები ქონდა და ნამდვილად იმსახურებს ფინალურ კონცერტში გამოსვლას. 5. ავთო ნაცარაშვილი – 9125 საოცარი ემოცია მოდის როდესაც გიტარისტი ავთო ნაცარაშვილი უკრავს. ისიც, ისევე როგორც პროექტის რამდენიმე მონაწილე, ნიჭიერის აღმოჩენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. გამოირჩევა საოცარი პროფესიონალიზმით და სიყვარულით საკუთარი საქმის მიმართ. აღსანიშნავია ასევე რომ მან კასტინგზეც და ნახევარფინალშიც საკუთარი კომპოზიციები შემოგვთავაზა. 6. ანა ხანჩალიანი – 9126 შეიძლება სუბიექტური ვარ შეფასებისას, თუმცა მაყურებელთა რჩეულთაგან ანის მივიჩნევ ყველაზე ღირსეულ ფინალისტად. მართალია პროექტში საკმაოდ ბევრი მომღერალია, მაგრამ ის თითქმის ყველა მათგანისგან გამოირჩევა. არ ვიცი ტელეეკრანიდან რა ემოცია ჰქონდა მის ნამღერს, თუმცა დარბაზში ყველა მოგვაჯადოვა. 7. პარკური – 9127 პარკური საოცრად შთამბეჭდავ და სანახაობრივ ნომრებს გვთავაზობს თითოელ ჯერზე. გამოირჩევა მოულოდნელობებით და უზომო ადრენალინით, რასაც ამ ბიჭების ყურებისას შეიგრძნობ. ისინი თითქმის წარმოუდგენელ ტრიუკებს აკეთებენ და ეს ყველაფერი უბრალოდ მათი ცხოვრების სტილია. ვნახოთ ფინალურ კონცერტზე ამჯერად რით მოახერხებენ მაყურებლის გაოცებას. 8. ვერკა და გიორგი – 9128 პროექტ ნიჭიერში საკმაოდ ბევრი ლათინო ამერიკული ცეკვების მოცეკვავე წყვილი მონაწილეობდა თუმცა ფინალურ კონცერტზე გადასასვლელად ჟიურიმ მათგან ვერკას და გიორგის წყვილი გამოარჩია. რა შეიძლება ითქვას მათზე გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზი წყვილია და კარგად ცეკვავენ. მათი ნომერი ნამდვილად იმსახურებს ფინალურ კონცერტზე მოხვედრას. 9. მარიამ კახელიშვილი – 9129 ასევე ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებულად ნიჭიერი ფინალისტი მარიამ კახელიშვილი გახლავთ. მას საოცრად ძლიერი ხმა აქვს . ნიჭიერი მხოლოდ მისი აღმოჩენის გამოც შეგვიძლია წარმატებულ პროექტად მივიჩნიოთ. 10. დათო რობაქიძე – 9130 ერთ ერთი ყველაზე ქარიზმატული მონაწილე პროექტ ნიჭიერში ილუზიონისტი დათო რობაქიძე გახლავთ. ის ადვილად ახერხებს მაყურებლის აყოლიებას და თითქმის ათწუთიანი ნომრის განმავლობაში მუდმივად ახერხებს მათ გაოცებას. ის მხოლოდ ილუზიონისტურ სანახაობას არ გვთავაზობს, მისი ნომრები გამოირჩევა კარგი იუმორით, რაც ძალიან სახალისო საყურებელს ხდის ამ ყველაფერს. 11. მარიამ ფაჩულია – 9131 არ ვიცი, რა შეიძლება ვთქვა ამ ბავშვზე – ისეთი ლამაზი და საყვარელია პატარა ფერიას გავს. მას შეუძლია არც კი იმღეროს, ისედაც ახერხებს ყველას გულების დაპყრობას. საოცრად ბავშვურია და ძალიან უხდებოდა მერცხლებზე სიმღერა. 12. გულნაზი გოლეთიანი – 9132 ადამიანი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ვარსკვლავია. მას მხოლოდ ერთი სიმღერა დასჭირდა იმისთვის, რომ მთელი საქართველო მის განსაკუთრებულ ნიჭზე ალაპარაკებულიყო. გულნაზი გოლეთიანს ყველაზე ხშირად პროექტის ბრიტანული ანალოგის გამარჯვებულ სუზან ბოილს ადარებენ . მისი სიმღერა საოცარ ემოციებს იწვევს და პირველივე ბგერიდან გაჯადოებს. აი ასე გამოიყურება პროექტ ნიჭიერის ფინალისტების სია. დამეთანხმებით ალბათ, რთულია მათგან მხოლოდ ერთი გამოარჩიო . პირადად მე მიჭირს არჩევანის გაკეთება. ვნახოთ რით იქნება გამორჩეული ფინალური კონცერტი და ვინ გახდება პროექტ ნიჭიერის გამარჯვებული. nichieri.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/jandieri-150x150.jpgდღეს სტრასბურგში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც სტრასბურგიდან “ექსპრესნიუს” გირგვლიანების ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განუცხადა, ძნელი სათქმელია, თუ როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა საქმე იმდენადაა მომზადებული, რომ არ არის გამორიცხული განაჩენის გამოტანას დიდი დრო არ დასჭირდეს. სასამართლო სხდომაზე თავდაპირველად საქართველოს მთავრობის სახელით სიტყვით იუსიტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი გამოვიდა, ხოლო გირგვლიანის მხარეს დაცვის სიტყვა წარმოთქვა და მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა. დაცვა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მიმდინარეობდა. “ჩემი აზრით, მთავრობის არგუმენტები იყო არამადაჯერებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ უპასუხეს იმ ძირითად არგუმენტებს, რომლებიც დაცვის მიერ იქნა წამოყენებული”, -განაცხადა ჯანდიერმა სასამართლო სხდომაზე ჯანდიერმა დაასახელა ყველა გამომძიებელი და მოსამართლე, ასევე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი, როგორც კანონდამრღვევები. “ყურადღება იმაზე გავამახვილე, რომ სანდრო გირგვლიანი მკვლელობაზე სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, ისევე როგორც არასწორ გამოძიებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ვალერი ხუბულოვის, გიორგი გამცემლიძის მკლველობასთან დაკავშირებით ჩემს მიერ სასამართლო სხდომაზე შეფასდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალმომრეობის ადმინისტრაციული ტაქტიკა”, – აღნიშნა ჯანდიერმა. მომჩივანი მხარის დელეგაციაში იმყოფებოდნენ ადვოკატები დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე. განხორციელდა სხდომის ტრანსლაცია და იგი ევროპის სასამრთლოს ვებგვერდზე სავრაუდოდ ხვალიდან განთავსდება. სტრასბურგის სასამართლოსგან გირგვლიანის ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადასტურებას და სახელმწიფოსთვის 300 000 ევროს სახით კომპენსაციის დაკისრებას მოითხოვს. 2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. გირგვლიანის მკვლელობამ ქვეყანაში საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და 6–7–წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, რამდენიმე თვის წინ კი ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. გარდაცვლილის ოჯახი და საზოგადოების ნაწილი გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთების დასჯას დღემდე ითხოვს. იხილეთ epn.ge
  5. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7600 ნიშნულზე დაბალანსდა. როგორც პირWელს საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ხვალ 1 აშშ დოლარი - 1.7600 ლარით, 1 ევრო კი 2.3415 ლარით განისაზღვრება. View the full article
×
×
  • შექმენი...