Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images91.jpegპოლიტიკური გაერთიანება “სახლხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი გიგი უგულავას თბილისელების მოტყუებაში ადანაშაულებს. “სახალხო დემოკრატების” მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი გიგი უგულავას ხშირი პროფესიების ცვლას ნაციონალების უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. მისი თქმით, უგულავა თბილისელებთან პირდაპირ შეხვედრებს გაურბის და სატელევიზიო შოუებს დგამს. „ეს არის ერთგვარი ხრიკი, დახატონ ვირტუალური რეალობა, თითქოს უგულავა ყველა პროფესიის ადამიანს ხვდება და ყველა საქმეში აპირებს ჩახედვას, ყველა ადამიანის აზრის აინტერესებს. მოუწყობენ დეკორაციებს, ჩაურთავენ კამერას და ისეც ხან მეკურტნის, ხან ყასბის და ხან ხაბაზის როლს თამაშობს”_ განაცხადა ნიკა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. ივანიშვილმა უგულავას მოუწოდა თბილისელების მოტყუებას თავი დაანებოს და პირისპირ შეხვდეს ხალხს. “დღეში 7-8 შეხვედრა მაქვს ხალხთან და კარგად ვიცი რა კატასტროფული მდგომარეობაა თბილისში. თუ ნამდვილი მეურნე მერი გვჭირდება, მოსახლეობამ რეალურ კანდიდატებს უნდა დაუჭიროს მხარი და არა ვირტუალურს“, – აცხადებს ივანიშვილი. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze51-150x150.jpgსაქართველოსა სუვერენიტეტს უკრაინის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. “ჩვენ გვწამს რომ სქართველოს და უკრაინას შორის მეჰობრული ურთიერთობები შენარჩუნდება. ჩვენ უკრაინასთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობები და ეს ქვეყანა ბევრ საკითხში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია.” – აღნიშნა კალანდაძემ. შეგახსენებთ რომ, ვერსია უცხოურ საინფორმაციო სააგენტოებში უკრაინის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების შესაძლო აღიარების თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის სტრასბურგში გაკეთებულ განცხადებას მოყვა, სადაც იანუკოვიჩი კონფლიქტურ ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images90.jpegმოძრაობა “7 ნოემბერი” უგულავასა და სააკაშვილის დევნის კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა კინოს სახლში გამართულ ახალგაზრდებისა და “7 ნოემბრის” შეკრებაზე განაცხადა. მისი თქმით, უგულავას და სააკაშვილს პიარ კამპანიის წარმოების საშუალებას არ მისცემენ და მათ დევნას გააგრძელებენ. “უგულავა არის ადამიანი, რომელმაც დაანგრია სახლი თაბუკაშვილის ქუჩაზე, დაარბია და მოწამლა საკუთარი ხალხი 7 ნოემბერს, ამიტომ ჩვენ მას პიარ კამპანიის წარმოების საშუალებას არ მივცემთ და ყველა მათ შეხვედრაზე მივალთ”_ განაცხადა ჯიშკარიანმა. მისი თქმით, მათი ბრძოლის კამპანია სიცოცხლის უფლებისათვის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეზე ბრძოლით დაიწყო და არ გავჩერდებით მანამ სანამ მერაბიშვილის ცოლით დაწყებული ყველა დამნაშავე ციხეში არ ჩაჯდება. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას და ხელის აწევით დაიფიცეს ბრძოლა არ შეწყვიტონ მანამ სანამ სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლება არ დასრულდება. კინოს სახლიდან მოძრაობის წარმომადგენლებმა მსვლელობა დაიწყეს პარლამენტის მიმართულებით. გზაში ისინი მუდმივად სკანდირებდნენ “მიშა ციხეში”. პარლამენტთან მათ გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს 30 მაისს მასშტაბური აქციების დაწყებას გეგმავენ. მსვლელობის მონაწილეებს ავტომანქანების მძღოლები სიგნალებითა და შეძახილებით “მიდით ბიჭებო” ხვდებოდნენ. მსვლელობა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. იხილეთ epn.ge
  4. „ირაკლი ალასანიამ გლდანში, ავჭალის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კახა სეთურიძე წარადგინა“.- იუწყება „ინტერპრესნიუსი“. View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vefxvadze3333-150x150.jpgპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკა ,,დააბოლა’’, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით ,,თავისუფლების აქტი’’ არსებობს. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხდაა. მისი შეფასებით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ნაციონალურ დონეზე ხდება რეფერენდუმის გზით გადასახადების გაზრდა, გარდა ამერიკიში შტატებისა. ,,ლამაზი სიტყვაა თავისუფლების აქტი, ამით კი სააკაშვილი ამერიკას აბოლებს. შტატებში ხდება მხოლოდ გადასახადების გაზრდა ამ ფორმით, ერთ შტატში სხვა საფასურია მეორეში სხვა. ამ აქტის წარდგენის პერიოდში იყო სწორედ, რომ თამბაქოს ადგილობრივ მწარმოებლებს გაუზარდეს აქციზის საფასური. ინვესტორებს, რომლებიც აქ არიან თავიდან უთხრეს, რომ არ შეეხებოდათ გადასახადები შემდეგ კი ყველაფერი შეუცვალეს’’, – განაცხადა ვეფხვაძემ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,თავისუფლების აქტი’’ პარლამენტში, შემოდგომაზე სტუმრობისას წარადგინა. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images89.jpegმოძრაობა “7 ნოემბრის” ერთ-ერთი ლიდერის დაჩი ცაგურიას განცხადებით, გიგი უგულავა “საქართველოში ვეღარ იგულავებს”. ამის შესახებ მან დღეს, კინოს სახლში გამართულ ახალგაზრდებისა და “7 ნოემბრის” შეკრებაზე განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლა სააკაშვილისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო და ის გამარჯვებამდე გაგრძელდება. “მე ვპირდები საზოგადოებას, რომ უგულავა თბილისში ვეღარ იგულავებს. მინდა მივმართო მას და ვუთხრა, შენ ვეღარც ხორცს დაჭრი, ვეღარც ცირკთან იმუშავებ, რადგან ძალიან მალე გპირდები რომ ციხეში იჯდები”_ განაცხადა ცაგურიამ. უგულავა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცაგურიას ბენზინგასამართ სადგურზე ჩამსხმელის როლშიც შეხვდა, სადაც, როგორც ცაგურიამ “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მას თავისი მოღვაწეობა და 7 ნოემბერს საკუთარი ხალხის მოწამვლა შეახსენა. მისი თქმით, გიგი უგულავას უფლებას არ მისცემენ პიარ კამპანია აწარმოოს და მზად არიან თუნდაც სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდნენ ამ რეჟიმს. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images88.jpegპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ, კახეთს ეწვევა და ადგილობრივ მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ, 13:00 საათზე ქალაქ თელავში იქნება, სადაც კანდიდატებთან ერთად ამომრჩეველს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეხვდება. ბაქრაძის, კანდიდატებისა და ამომრჩევლების შეხვედრა 14:00 საათზე გურჯაანში, გამგეობის შენობასთან გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული მიზნით იმერეთს, კერძოდ ქუთაისს სტუმრობდა. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/4_sm-150x107.gifსაქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის შექმნას, მიმდინარე წლის მაისში მოეწრება ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიტვის საელჩო ავრცელებს. ვილნიუსში 2009 წლის 28 აპრილს ხელი მოეწერა ქარტიას ევროპული და ევრო–ტლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ქარტიით გათვალისწინებული 18 პუნქტიდან 11 ამ ერთი წლის მანძილძე უკვე შესრულდა. ქარტიით გათვალისწინებული იყო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის შექმნა, კომისიის სტრუქტურა და მუშაობის წესი უკვე დეტალურადაა გაწერილი და მას ხელი მოეწერება მიმდინარე წლის მაისში. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების გეგმაში, საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ლიტვის საგარეო საქმეთა ელჩი დასავლური პარტნიორობის დარგში, სტუმრობდა საქართველოს 2010 წლის თებერვალში. ამასთან, ქარტიით გათვალისწინებული, ნატოსათან დაახლოების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წლის თებერვლიდან საქართველოში საქმიანობის განხორციელებას შეუდგნენ ლიტველი ნატო–ს ოფიცრები. ქარტიით გათვალისწინებული იყო სავაჭრო და საინვესტიციო სფერში თანამშრომლობის გაღრმავება, რომლის ფარგლებშიც 2009 წელს ვილნიუსში ჩატარდა „საქართველო ლიტვის ბიზნეს ფორუმი’’. იხილეთ epn.ge
  9. ფარმაცევტული კომპანიების მიერ 500-მდე მედიკამენტის დეკლარირებული გაიაფება რეალურად მხოლოდ 293 დასახელების პრეპარატს შეეხო. ამის შესახებ ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნსმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images87.jpeg,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, უკრაინა ე.წ სამხრეთ ოსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით საკუთარ თავს ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენებს. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ ვეფხვაძემ განუცხადა, უკრაინა დილემის წინაშე დგას – აღიაროს თუ არა სეპარატისტთა დამოუკიდებლობა და ამით ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ ტეროტორიების გადანაწილებას. ვეფხვაძის თქმით, ძნელია პროგნოზირება, აღიარებს თუ არა უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, თუმცა თუ უკრაინა აღიარების პოლიტიკას დაუშვებს, მაშინ მას პრობლემები ყირიმთან დაკავშირებით შეექმნება. ,,პროგნოზირება უმადური საქმეა და ძნელია რა მოხდება, თუმცა არის ერთიც, რომ გააჩნია უკრაინას რა ფარული ვალდებულებები აქვს რუსეთის წინაშე აღებული’’, – განაცხადა ვეფხვაძემ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ სეპარატისტთა დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების შესახებ ინფორმაცია გუშინ, სააგენტომ ,,უნიანი’’ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადების საფუძველზე გაავრცელა. ,,უკრაინა მზად არის დემოკრატიული ღირებულებების, თანასწორობის უზრუვნელყოფის პროცესს და გაყინული კონფლიქტების ტერიტორიებზე მცხოვრები ერების უფლებებს მხარი დაუჭიროს. უკრაინა ამ საკითხებში ორმაგი სტანდარტების პრაკტიკის კატეგორიულად წინაამღდეგია. მოვიდა დრო საერთაშორისო-სამართლის დონეზე ამ სფეროში პროცესების აქტივიზაციის”, – განაცხადა იანუკოვიჩმა. იხილეთ epn.ge
  11. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9groeNWDzI/AAAAAAAADmw/FBZooLammrk/s200/caguria%20da%20ugulava.gif“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, სანაპიროზე “ეკოს” ბენზინგასამართ საგურზე მძღოლებს ემსახურება. ცოტა ხნის წინ, უგულავამ მოძრაობა “7 ნოემბრის” ერთერთ ლიდერს, დაჩი ცაგურიას 10 ლარის ბენზინი ჩუსხა. ვიდრე უგულავა ცაგურიას ნივაში ბენზინს სხავდა, მას დაჩი ცაგურიამ,მისი მერობის პერიოდის დანაშაულებები შეახსენა. “შენ ხარ ადამიანი, რომელმაც "7 ნოემბერს” მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია, გახსოვს? 2009 წელს, გაზაფხულის აქციების დროს “ზონდერებს” რომ აგზავნიდი, ხალხის დასარბევად ესეც ხომ გახსოვს? უგულავა დაჩი ცაგურიას რეპლიკებს დაძაბული უსმენდა. “გიგი უგულავა თუ მხოლოდ იაფფასიანი პიარაქციებით ცდილობს ფონს გასვლას, მინდა ვუთხრა, რომ ამ მაიმუნობით, მას მართლაც მოუწევს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ, იმ ერთერთი პროფესიის შეთავსება, რომლებსაც, კამერების წინ წინასაარჩევნოკმპანიის პერიოდში ეწევა”, – განუცხადა ”ჯეოტოპნიუსს” დაჩი ცაგურიამ. [საინფორმაციო სააგენტო "ჯეოტოპნიუსი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dzidziguri-150x150.jpgადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ეროვნული საბჭო” ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შეუდგება. ამის შესახებ “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა დღეს “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენი მთავარი ამოცანაა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით ჩამოშორება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მე, ზვიად ძიძიგური, როგორც თბილისის მერი, ვაცხადებ, რომ თბილისის მერია სამეურნეო საქმიანობასთან ერთად გადაიქცევა პოლიტიკურ ცენტრად, სადაც დაიწყება მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის”. – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით, ეს პროცესში კოალიციურ რეჟიმში წარიმართება. “ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შევქმნით კოალიციურ მთავრობას და მეგობარ ოპოზიციურ პარტიებთან შევუდგებით სამზადისს ვადამდელი არჩევნებისთვის”, – დასძინა ძიძიგურმა. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა კი განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების გაყალბება სააკაშვილს ძვირად დაუჯდება. “რეალურად დღეს სააკაშვილს მხარს უჭერს მოქალაქეების მხოლოდ 10%. ძირითადად ეს არის პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და ადმინისტრაციული რესურსები იხარჯება ამ არჩევნების გასაყალბებლად და მიმდინარეობს ხალხის დაშინება, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ვაფრთხილებ სააკაშვილს, ამ არჩევნების გაყალბება ძვირად დაუჯდება” –აღნიშნა მან. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/200908175710.jpgფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ ცხინვალში ზურგის მუშაკთა ძეგლი დაიდგმება. ამის შესახებ, ინფორმაციას ქალაქ ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, ეს ძეგლი რუსეთის ფედერაციის საჩუქარი ქალაქ კროპიტკინოდან, კომპანია СМИК-ისაგან არის. ცოტა ხნის წინ ამ ქალაქმა ცხინვალს პუშკინის ძეგლიც აჩუქა. “ასევე დაწყებულია ალენ გოგოევის ძეგლის აღდგენაც. საბჭოთა კავშირის გმირების სახელობის ქუჩებზე კი დამონტაჟდება მათზე ინფორმაციის შემცველი დაფები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images74.jpeg,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის’’ პროექტის ფარგლებში, საქართველოში მოხალისე ინგლისურენოვანი მასწავლებლების პირველი ნაკადი ჩამოდის. მასწავლებლები საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისურს ადგილზე შეასწავლიან. ინგლისურენოვანი მასწავლებლები გაკვეთილებს ქართველ ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ. მოხალისე მასწავლებლების დახვედრა თბილისის აეროპორტში გაიმართება. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრებიან. მასწავლებლები დღეს 17 საათზე ჩამოფრინდებიან. 27 მოხალისე მასწავლებელი ამერიკიდან ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსის’’ თაოსნობით ჩამოდის. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/LOGO-koalicia-150x150.gifკოალიციამ `სამოქალაქო განვითარებისთვის~, რომელიც 20-მდე არასამთავრო ორგანიზაციას აერთიანებს, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე სადამკვირვებლო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, სადამკვირვებლო შტაბი შექმნა. შტაბი, წინასაარჩევნო პერიოდში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო არჩევნების დღეს უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. მისი ფუნქციაა, საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეთა პრაქტიკული დახმარება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. უშუალოდ არჩევნების დღეს, 30 მაისს, კოალიციის 300-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. კოალიცია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას ხელს შეუწყობს სხვადასხვა საქმიანობით: იმუშავებს `ცხელი ხაზი~ ნომრებზე: 290400 და 102001; მოხდება ჟურნალისტების მობილიზება რეგიონებში; მობილური ჯგუფები უბნებზე დარღვევებს დააფიქსირებენ. მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ კოალიციას, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო იურიდიული კონსულტაციებითა და სამართლებლივი დახმარებით. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...