planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9XS3I5eumI/AAAAAAAADmY/5LGjrcC5xwc/s200/P1030129-300x225.jpgმოძრაობა “7 ნოემბერი” “ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის” და ამ ფაზას 28 აპრილს “კინოს სახლში” დაგეგმილი “სიურპრიზებით აღსავსე” აქციით იწყებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, “პოლიტპატიმრების მიმართ სოლიდარობისა და ადამიანთა უფლებების ხელყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად” დაგეგმილ აქციაში, რომელიც “კინოს სახლში” 28 აპრილს, 16:00 სთ-ზე დაიწყება, საქართველოში მოქმედი ყველა ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩაერთვება. ამასთან, მისივე თქმით, 28 აპრილიდან მოძრაობის სხვა სამომავლო გეგმებიც დაანონსდება. “ბრძოლა იქნება ძალიან რადიკალური, თავგანწირული, აგრესიული. არავითარი კომპრომისები, არცერთი ნაბიჯი უკან, ყველა წინ!”, – მოუწოდა საზოგადოებას ჯიშკარიანმა.[საინფორმაციო სააგენტო "ჯეოტოპნიუსი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
27 აპრილს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. პარლამენტის სხდომათა დარბაზი 27 აპრილს 12:00 საათზე პარლამენტის წევრის გურამ ჩახვაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: წინასაარჩევნო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ საკონფერენციო დარბაზი 27 აპრილს, 12:00 საათზე ,,ხალხის პარტიის” ოფისში პარტიის პოლიტიკური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კერძო საკუთრების ხელყოფა. მის: ჩუბინაშვილის #20. 27 აპრილს 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან და ,,ალუმნაი’’ კლუბის წევრებს შეხვდება. მის: თბილისის №1 საჯარო სკოლა, რუსთაველის გამზ. №10 27 აპრილს, 12:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდძე აბიტურიენტთა განცხადებების ელექტრონული ვერსიები განთავსდება. 27 აპრილს 12:30 საათზე პარტია “მომავალი საქართველო”-ს ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიდზე პრესს-კონფერენციას გამართავს. თემა: ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის არჩევნებისთვის მანდატების გადანაწილება ხდება. 27 აპრილს 14:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდება. ჭიათურა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა 27 აპრილს, 14:00 საათზე, „ეროვნული ფორუმი“ ჩოხატაურში რაიონულ ორგანიზაციას დააფუძნებს. 27 აპრილს, 18:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ეროვნული ფორუმის“ მიერ ინიცირებული პროექტის „ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები“ პრეზენტაცია გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images43.jpegველისციხეში საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, მოსახლეობა საკუთარ სახლებს უკვე დაუბრუნდა. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, გურჯაანი უკვე დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა, სამაშველო, საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა და საპატრულო პოლიციამ. ჭერემის ტბიდან წყლის ნაკადის გაშვება მოხერხდა და სოფლის წალეკვის საფრთხეც მოიხსნა. სპეციალისტების განცხადებით, წვიმის შემთხვევაში კი ტბა ველისციხისათვის საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენს. ჭერმის ტბაზე სამაშველო ოპერაციას შინაგან საქმეთა, გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრები პირადად ხელმძღვანელობდნენ. მთელი ღამის განმავლობაში ველისციხეში მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. 22 აპრილს წვიმის შედეგად სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის დონემ იმატა და დამცავი ჯებირი დაზიანდა. ამიტომ შესაძლო იყო წყალს ველისციხე დაეტბორა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2005-09-26-l-Jaroslaw_Kaczynski-150x150.jpgპოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმა იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. იაროსლავ კაჩინსკის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია “სამართალი და სამართლიანობა” წარადგენს, რომელიც ძმებმა კაჩინსკებმა 2001 წელს დაარსეს. პარტიის ელიტა სმოლენსთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა. “პრეზიდენტის და პოლიტიკური ელიტის კატასტროფაში დაღუპვა ნიშნავს იმას, რომ მისია დაუსრულებელია და მე ის უნდა დავასრულო”, – განუცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ. მისივე თქმით, ის ვალდებულია პოლონელი ხალხის წინაშე და, მიუხედავად პირადი ტრაგედიისა და განცდებისა, მზადაა პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. კაჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ოჯახი მის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. იაროსლავ კაჩინსკი 1949 წლის 18 ივნისს დაიბადა. ის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. 1991-93, 1997-2001 და 2001-2005 წლებში სეიმის დეპუტატად იყო არჩეული. 2006-2007 წლებში პოლონეთის პრემიერ მინისტრი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სეიმის მარშალი ბრონისლავ კომოროვსკი იქნება. იხილეთ epn.ge
-
ხვალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეროვნული ფორუმის მიერ ინიცირებული პროექტის - ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები პრეზენტაცია გაიმართება. როგორც პირWელს ფორუმიდან აცნობეს, პროექტს პარტიის თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი წარადგენენ. View the full article
-
ეროვნული ფორუმი ხვალ ჩოხატაურში რაიონულ ორგანიზაციას დააფუძნებს. როგორც პირWელს ფორუმიდან აცნობეს, კონფერენციაზე პარტიის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესა და ბიუროს შემადგენლობას აიჩევენ. თავმჯდომარის პოსტზე თამაზ ჯინჭარაძეა წარდგენილი. ღონისძიებას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები რევაზ შავიშვილი, View the full article
-
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ქვეყანაში საბანკო სექტორის მდგომარეობა ამ ეტაპზე ძალიან კარგია და დაკრედიტება იზრდება . დღეს პარლამენტში საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერსპექტივაში მოსახლეობა და ბიზნესი საბანკო რესურსის მიღებას კიდევ უფრო უკეთესი პირობებით შესძლებენ. View the full article
-
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ხვალ დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეს აღნიშნავს. საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 14 (27) აპრილს დაიბადა. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დიმიტრი ყიფიანი ვოლოგდაში გადაასახლეს და გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს. 1837 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. View the full article
-
ხვალ აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც პირWელს აფხაზეთის მედა-ცენტრიდან აცნობეს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი პროგრამას სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორებს, დოქტორანტებსა და მაგისტრებს წარუდგენს. პროგრამის კოორდინატორი ბესიკ ოდიშარია მიწვეულ სტუმრებს View the full article
-
იუსტიციის სამინისტროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც პირWელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სხდომაზე საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ანტიკორუფციული თანამშრომლობის საკითხები, View the full article
-
დეპუტატ გია ცაგარეიშვილის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობა ვაი ოპოზიციონერების მეშვეობით ამომრჩეველთა დეზორიენტაციას ცდილობს . ეს განცხადება ცაგარეიშვილმა ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატის კარლო კოპალიანის იმ ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმად, ცაგერის საარჩევნო ადმინისტრაციებში მრეწველთა View the full article
-
სახალხო დემოკრატების ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი გიგი უგულავას მოღვაწეობას თბილისის მერის პოსტზე ორიანზე აფასებს. ასე გამოეხმაურა ივანიშვილი თბილისის მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად უგულავას წარდგენას. გიგი უგულავას ყველა მოქმედება ამ დროის განმავლობაში მოჩვენებითი იყო. View the full article
-
ირაკლი ალასანიას თანაპარტიელის, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის შეფასებით, დედაქალაქის მერის პოსტზე გიგი უგულავას კანდიდატურის დაყენებით მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს . მისივე შეფასებით, უგულავას კანდიდატურის დასახელება ამომრჩევლისთვის ერთგვარ გამაღიზიანებლადაც უნდა იქცეს View the full article
-
სკოლებში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღწევის მაღალი დონე მოსწავლეთა მხოლოდ 16-მა პროცენტმა აჩვენა. თუმცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის კოკა სეფერთელაძის მტკიცებით, ეს ეს საერთაშორისო სტანდარტით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. View the full article
-
„2009 წლის 26 აპრილს, გამთენიისას, ლევან მიქელაძე გარდაიცვალა. გულმა ვერ გაუძლოო – მასზეა ნათქვამი. დარბაისელი, განსწავლული, ნიჭიერი კაცის გულმა ვერ გაუძლო ცინიზმის, უვიცობის, უტიფრობის ზეობას მის სამშობლოში. მან სრულად მოახმარა საქართველოს თავისი უნარები; მან შეუნარჩუნა სამშობლოს ღირსება. საქართველომ კი ვერ შეინარჩუნა ლევან მიქელაძე. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოს მთავრობაში მხოლოდ ერთი კაცი გადადგა; ისიც ისეთი თანამდებობის პირი, ვისაც უშუალო კავშირი იმ მოვლენებთან არ გააჩნდა. ასე გამოხატა ამ კაცმა პროტესტი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის მიმართ ძალადობაზე. ეს კაცი გახლდათ ლევან მიქელაძე – შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მეთაური. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი რესპუბლიკური პარტიის სახელით სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. გურამ ბერიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ვალერი გელაშვილი, მურმან დუმბაძე, პაატა ზაქარეიშვილი, ზურაბ მარაქველიძე, ლაშა ნაცვლიშვილი, თემურ ნერგაძე, ფრიდონ საყვარელიძე, დავით უსუფაშვილი (თავმჯდომარე), ივლიანე ხაინდრავა, თინათინ ხიდაშელი“. - წერდა რესპუბლიკური პარტიის საინფორმაციო ბიულეტენი „რესპუბლიკელები“, #4, 2009, გვ.3. ვაქვეყნებთ განცხადებას, რომლითაც ლევან მიქელაძემ გადადგომის წინ კოლეგებს მიმართა: View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images42.jpegიუსტიციის სამინისტროში დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, კონტროლის პალატის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე – არასამთავრობო და საერთაშოროსო ორგანიზაციების წარმოდგენლები მონაწილეობდნენ. სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ანტიკორუფციული თანამშრომლობის საკითხები, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს აგრეთვე ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის განხორციელებულ რეფორმების მონიტორინგის შედეგებია ასახული. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2008 წლიდან ფუნქციონერებს. ის კოორდინაციას უწევს უწყებათაშორის თანამშრომლობას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა, სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება-განახლება და მონიტორინგი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images41.jpegარასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქართველოს რეგიონებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე კვლევა ჩაატარა. როგორც რადიო „ჰერეთს“ „საიას“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელმა განუცხადა, კახეთში 8 გამგებელი შვებულებაშია გასული, მათგან სამი მაჟორიტარად კენჭისყრას გეგმავს, თუმცა შვებულებაში გასვლის მიუხედავად, ეს გამგებლები საკუთარ კაბინეტებში თათბირებს და შეხვედრებს მართავენ და იმავდროულად, სამსახურეობრივ მანქანებსაც იყენებენ. კვლევაში მოყვანილი ფაქტები „საიამ „ ადგილობრივ მედიაზე დაყრნობით მოამზადა. „ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა სიღნაღის რაიონს ეხება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კორაშვილი, ნაციონალური მოძრაობის რაიონულ თათბირებს ესწრება და შვებულებაში გასულ მუნიციპალიტეტის გამგებელ ნოდარ კოჭლამაზაშვილთან ერთად სამუშაო ოთახში მართავს შეხვედრებს“, – განუცხადა რადიო „ჰერეთს“ თამარ ხიდაშელმა. მისივე თქმით, „ინფორმაციები ნამდვილად დასტურდება, თუმცა იმის გამო რომ „საია“– ს მიერ აღნიშნული მონაცემების ადგილზე გადამოწმება ვერ მოხერხდა, მონაცემები ანგარიშში არ მოხვდა“. აღნიშნულმა ქმედებებმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ პავლე კუბლაშვილის მიერ “სიგიჟედ” შეფასებაც დაიმსახურა. პავლე კუბლაშვილი დადასტურების შემთხვევაში ამ ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა რეაგირების მექანიზმებს ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images40.jpegნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატების სია გამოაქვეყნა. სიის პირველი ნომერი საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილია. თბილისის რაიონების მიხედვით კანდიდატები ასე გადანაწილდნენ: - ჩუღურეთის რაიონის ჩუღურეთის ოლქში – ალეკო ნიკოლაიშვილი - ჩუღურეთის რაიონი ჩუღურეთის ოლქი – ანდრო ალავიძე - გლდანის რაიონი გლდანის (კენტების) ოლქი – ბესარიონ ბენდელიანი - გლდანის რაიონი გლდანის (ლუწების) ოლქი – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი - გლდანის რაიონის ავჭალის ოლქი -დავით წერეთელი - გლდანის რაიონი მუხიანის ოლქი – დავით ჯინჭარაძე - საბურთალოს რაიონი – დოლიძე, ბახტრიონის ოლქში – დავით გელაშვილი - საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის და სოფელ დიღმის ოლქი – ნინო თევდორაძე - საბურთალოს რაიონი, ცენტრალური საბურთალოს ოლქი – ზაზა სინაურიძე - დიდუბის რაიონი დიდუბის ოლქი – გიორგი ჩაჩანიძე - დიდუბის რაიონი დიღმის მასივის ოლქი – ირაკლი დვალი - ნაძალადევის რაიონი ნაძალადევის ოლქო -გიორგი ნემსაძე - ნაძალადევის რაიონი სანზონის ოლქი – მამუკა გუგეშაშვილი - ნაძალადევის რაიონი, ძველი ნაძალადევის-ლოტკინის ოლქი – შოთა ქურდაძე - ნაძალადევის რაიონი, თემქის ოლქი – ვახტანგ ცაგარეიშვილი - სამგორის რაიონი ლილოს ოლქი – იოსებ ეგუტია - სამგორის რაიონი ვარკეთილის ოლქი – ირაკლი ნადირაძე - სამგორის რაიონი მოსკოვის გამზირი, აფრიკის ოლქი – ირაკლი შიხიაშვილი - სამგორის რაიონი მესამე მასივის ოლქი – კახა გურული - მთაწმინდის რაიონი მთაწმინდის ოლქი – მამუკა ახვლედიანი - კრწანისის რაიონი კრწანისის ოლქი – მერაბ რაფავა - ვაკის რაიონი, ცენტრალური ვაკის ოლქი – ვახტანგ ნაცვლიშვილი - ვაკის რაიონი, ნუცუბიძის პლატო და ვაჟას კვარტლების ოლქი – ზაურ დოლიძე - ისნის რაიონი, ბოგდან ხმელინცკის ოლქი – ხვიჩა სანაია - ისნის რაიონი, ავლაბარი-მეტრომშენის ოლქი – ზაალ სამადაშვილი - ისნის რაიონი, ვაზისუბნის და მერვე პოლკის ოლქი – ზურა გაჩეჩილაძე იხილეთ epn.ge
-
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ალიანსმა საქართველოსთვის“ გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ანალიზის საექსპერტო დასკვნის პრეზენტაცია გამართა. საერთაშორისო კომპანია „ჯი პი დაბლიუმ“ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის გიორგი არველაძისა და პოლიტიკური პროგრამების უფროსის ეკა წამალაშვილის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა“, - გაცხადდა პრეზენტაციაზე. ალიანსი აპირებს, „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ჩანაწერის ექსპერტიზის დასკვნას სამართლებრივი მსვლელობა მისცეს. ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „დასკვნა იძლევა საფუძველს, რომ უკვე სამართლებრივ დონეზე დაიწყოს საქმის ძიება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, შეგროვდება ხელმოწერები, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები ოფიციალურად მიმართავენ საქართველოს სახალხო დამცველს, რათა მან დაიწყოს აღნიშნული საქმის კვლევა. გარდა ამას, ჩვენ გვყავს წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც პარლამენტშიც დააყენებს ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას. აღნიშნულ მასალას მივაწვდით საქართველოს პროკურატურასაც, რომელსაც ჯერ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არანაირი ძიება არ დაუწყია“, - აღნიშნა ალასანიამ. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზევე გავრცელდა საქართველოს მოქალაქეთა განცხადება, რომელზეც ხელმოწერაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. მასში ნათქვამია, რომ „2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედში“ გასული „მოდელირებულ ქრონიკა“, რომელსაც მასობრივი პანიკა, სერიოზული შოკი და მსხვერპლიც კი მოჰყვა, იყო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“. „ამ საკითხის სათანადო საზოგადოებრივი რეაგირების გარეშე დატოვება, ეროვნულ თავმოყვარეობაზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე საბოლოოდ უარის თქმის ტოლფასია. ჩვენ, ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები ყველა ღონეს ვიხმართ, რათა სააკაშვილმა და ამ გადაცემის სხვა შემოქმედებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამ მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად და სამართლებრივი პროცედურების შესასრულებლად ჩვენს რწმუნებას ვაძლევთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენად შერჩეულ ადვოკატ დავით ებრალიძეს“, - ნათქვამია განცხადებაში. „ალიანსის საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „არველაძის და წამალაშვილის სატელეფონო საუბრით მტკიცდება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დარღვია კონსტიტუციის 23-ე და 24-ე მუხლი, რომელიც კრძალავს შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და თავისუფალი აზრის ცენზურას. ამ ორი მუხლის დარღვევის საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ნორმებით სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს და ჩვენ ამისთვის პარლამენტს მივმართავთ“. ამასთან, უსუფაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა კონსტიტუციის დარღვევის გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დანაშაულიც ჩაიდინა, რის გამოც ალიანსი მის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმის აღძვრას მოითხოვს და საქმეს უზენაეს სასამართლოშიც შეიტანს. დავით უსუფაშვილი: „სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, კრძალავს ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევას; ჩანაწერში კი აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის მითითებით ჟურნალისტს საშუალება არ მისცეს, გადაცემა თავისი შეხედულებისამებრ მოემზადებინა. პრეზიდენტმა ასევე დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლი, რადგან აღნიშნული გადაცემით, რომელიც არის კერძო ბიზნესკომპანიის პროდუქტი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. დარღვეულია ასევე 189-ე მუხლი. კერძოდ სააკაშვილი უხეშად ჩაერია კერძო კომპანიის ამ შემთხვევაში „იმედის“ საქმიანობაში, რითიც აღნიშნულ კომპანიას, როგორც ბიზნეს-სუბიექტს, ზარალი მიადგა. დარღვეულია 337-ე მუხლიც. პრეზიდენტი სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერია იმიტომ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უპირატესობა მოპოვებინა. ამასთან, მან ბოროტად გამოიყენა თანამდებობრივი უფლებამოსილება, რითიც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი.. სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა ასევე გიორგი არველაძემ, რადგან ის ჩაერია ჟურნალისტის საქმიანობაში, და რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, რითიც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი, რადგან აღნიშნული გადაცემით მოახდინა ფსიქოლოგიური ტერორი და დაშინება საკუთარ მოსახლეობის, ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს და შექმნა დესტაბილიზაციის საფრთხე. ყველასთვის ცნობილია, რომ ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე ბატალიონი საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა. აღნიშნულ დანაშაული კი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. „ალიანსს გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ყველა დონეზე გაასაჩივრებენ, - დასძინა დავით უსუფაშვილმა. მან ასევე მიმართა პროკურატურას, დაუყოვებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებზე და მოუწოდა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის საქმიანობის მონიტორინგი აწარმოონ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images39.jpegფრთხილად, ~გაყალბებულია!~ პლაკატები მსგავსი წარწერებით დღეს, მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, “რუსთაველის მეტროს” მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა უბნებში გააკრა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ის მიზნად ისახავს, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება. აქციის მონაწილეებმა, მეტროსადგურ ~რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიის გარდა,~ თბილისის სხვადასხვა უბნებში გააკრეს პლაკატები წარწერით, ~გაყალბებულია~. აქციის ერთერთი ინციატორის ლევან მიგრიაულის თქმით, აქცია მშვიდობიანია და მას გამფრთხილებელი ხასიათი აქვს. “ვანო მერაბიშვილმა ~კომერსანტისთვის~ მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ მას არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებლის აწევა ან დაწევა შეუძლია. ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ოფიციალურად, დოკუმენტურად გაფორმების საშუალებას, _ აცხადებს ლევან მიგრიაული. იხილეთ epn.ge
-
როგორც ირაკლი ალასანიამ წარდგენისას განაცხადა, ცვლილებები, რომლებსაც „ალიანსი საქართველოსთვის“ მოსახლეობას ჰპირდება, რეალურია, რადგან ალიანსმა ზუსტად იცის, რა პრობლემები აქვს თითოეულ უბანს და თითოეულ თბილისელს. „ყველაზე დიდი პრობლემა ამ რაიონის, ისევე, როგორც მთელი თბილისის, არის უმუშევრობა, რადგან ხელისუფლებას სწორად არ აქვს გააზრებული ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჩვენი შეთავაზება პირველივე წელს 50 000-მდე ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. რაც შეეხება ამურ რევიშვილს, ალასანიას თქმით, წლების განმავლობაში მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო გამოცდილი ექიმი, მუშაობდა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებში. „ამურ რევიშვილი იქნება თქვენი უფლებების დამცველი და ჩვენი რეფორმების გამტანი საკრებულოში“, – აღნიშნა ალასანიამ. დღევანდელ წარდგენას ესწრებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი. მისი განცხადებით, ის წლების განმავლობაში მუშაობდა ამურ რევიშვილთან ერთად და არის მისი თანამებრძოლი. http://iraklialasania.com/?p=503 View the full article
-
ირაკლი ალასანიამ თბილისის საკრებულოს საბურთალოს მეორე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად ნათელა მაჭავარიანი წარადგინა. „ადამიანების მიმართ დიდი სიყვარულით მან შეძლო პარტიულ ხაზს გასცდომოდა და ამიტომ ის ჩემი უფროსი მეგობარი გახდა. ვამაყობ, რომ საბურთალოელების ინტერესებს საკრებულოში სწორედ ნათელა მაჭავარიანი დაიცავს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით კი, საქართველოს დღეს სწორედ ნათელა მაჭავარიანისნაირი ადამიანები სჭირდება. თავად მაჟორიტარობის კანდიდატი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მიუხედავად მისი ასაკისა, ყველა მასავით აქტიური იყოს. „ვიყოთ აქტიურები, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევნებით მოვიშოროთ ეს ხელისუფლება, რომ წართმეული ღირსება დავიბრუნოთ! ჩვენი გზა არის არჩევნების გზა და ამ გზით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება!“, - აღნიშნა ნათელა მაჭავარიანმა. http://iraklialasania.com/?p=500 View the full article
-
რესპუბლიკელები: ნუგზარ გაბუნიას წარდგენა გლდანში
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ირაკლი ალასანიამ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნუგზარ გაბუნია წარადგინა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ნუგზარ გაბუნია გლდანში ცხოვრობს და კარგად იცის, რა პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. „გლდანი ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია თბილისში. აუცილებელია, რომ ამ რაიონს საკრებულოში ძლიერი წარმომადგენელი ჰყავდეს. ნუგზარ გაბუნია დაგვეხმარება იმ პროგრამის განხორციელებაში, რომლის გატარებასაც ალიანსი ჯანდაცვის სისტემაში გეგმავს, ასევე დაგვეხმარება დასაქმებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებით, დასაქმების პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან ერთ წელიწადში დედაქალაქში 50 ათასი ადამიანი დასაქმდება. http://iraklialasania.com/?p=496 View the full article -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images38.jpeg“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის გიგი უგულავას შეხვედრა გლდანის მოსახლეობასთან უკვე დასრულდა. გიგი უგულავამ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მერობის ოფიციალური კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა დღეს დაიწყო სლოგანით: “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”. როგორც მოსახელობასთან შეხვედრაზე უგულავამ განაცხადა მისთვის მთავარ პრიორიტეტად კვლავ თბილისის აღმშენებლობა და მოსახლეობის დასაქმება რჩება. მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში მრავალი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია და ამ პროცესში მოსახლეობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. “მე სამწუხაროდ არ და ვერ დაგპირდებით რომ ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით მოგვარდება, მაგრამ გპირდებით რომ ოთხი წლის შემდეგ ჩვენ უკეთესად ვიცხოვრებთ. ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები საერთოდ არ იქნება მაგრამ თუ ეთანხმებით რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია დაიმახსოვრეთ ნომერი 5 და 30 მაისს აირჩიეთ საქმე რომელიც უკვე კეთდება და ერთად ვიბრძოლოთ თბილისის უკეთესი მომავლისთვის”, – განაცხადა გიგი უგულავამ. ნახევარ საათიან სიტყვაში თბილისის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობისთვის სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხს დაუთმონ და აღნიშნა, რომ ის ტემპი, რომელიც მერიას აქვს პენსიების ზრდასთან, ვაუჩერების გაცემასთან და სტუდენტების წახალისებასთან დაკავშირებით კვლავ შენარჩუნდება. გიგი უგულავასთან შეხვედრას დაახლოებით 500ადამიანი დაესწრო. მსგავსი შეხვედრები თბილისის სხვადასხვა უბნებშიც გაგრძელდება. იხილეთ epn.ge