planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რაზე ლაპარაკობენ მამაკაცები? რათქმაუნდა ქალებზე. არა კიდევ სამუშაოზე, ფულზე, მანქანებზე, ფეხბურთზე.. მაგრამ ეს ყველაფერი გამომდინარეობს ისევ და ისევ ქალების გამო... View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/122.jpeg“კონსერვატიული პარტიის” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი ურგებას განცხადებით, სატყეო დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს ახმეტის სატყეო მეურნეობა, ახმეტელებზე ტყით სარგებლობის ბილეთებს აღარ გასცემს. როგორც ურგება ამბობს, მოსახლეობას ბილეთის აღებაზე უარს ეუბნებიან და აფრთხილებენ, რომ ბილეთები არც მომავალ თვეებში გაიცემა. “ახმეტას გათბობის სხვა ალტერნატივა არ აქვს, რადგან ბუნებრივი აირი ძვირია და ყველგან არც არის. მოსახლეობა ზამთარში ძირითადად შეშაზე თბება. უცხოელებზე ტყეების დიდი ნაწილია გაცემული და ამ დროს ქართველი ხალხი იჩაგრება”, – განაცხადა გოგი ურგებამ. სატყეო დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს ახმეტის უბნის უფროსი ვანო ყაჭიური, ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული შეზღუდვები მართლაც დაწესდა. ,,1 აპრილიდან შეზღუდვები მხოლოდ იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც ხის მასალებით და შეშით ვაჭრობას ახდენენ. ახმეტის მოსახლეობა სიცივეში არ დარჩება”, – განაცხადა ვანო ყაჭიურმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/6e7dbffbd0c0dda237b19fa67576faa3-150x150.jpg“ეროვნული საბჭოს” მიერ ჩატარებული პრაიმერის შედეგებით, თელავში მაჟორიტარი კანდიდატი “კონსერვატიული პარტიის” თელავის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე გიორგი მოსიაშვილი გამოვლინდა. მოსიაშვილმა 70%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. ხმების 30% მიიღო “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალიკა ტალიურმა. როგორც რადიო “ჰერეთთან” საუბარში, გიორგი მოსიაშვილმა განაცხადა, არსებული შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. “ჩემი იდეაფიქსი არ არის მხოლოდ პრაიმერში გამარჯვება, არამედ მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვება და ამ ხელისუფლების დამარცხებაა”, _ განაცხადა მოსიაშვილმა. პრაიმერი 25 აპრილს სოციოლოგიური მეთოდით ჩატარდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli-forumis-logo-150x150.jpg„ეროვნული ფორუმის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას ზეწოლებში ადანაშაულებს. როგორც რადიო „ჰერეთს“ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნოდარ კუტიბაშვილმა განუცხადა, ბოლო 2 დღის განმავლობაში მათი პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლები განხორციელდა. „ზეწოლები ხდება როგორც ჩვენი პარტიის აქტივისტებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს, გამგეობის თანამშრომლები, პოლიციელები და „კუდი“–ს თანამშრომლები ზეწოლებს მაინც ახდენენ. მემუქრებიან და მაშანტაჟებენ მეც, როგორც პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს. თუ ზეწოლები არ შეწყდება ჩვენ რაიონის ცენტრში საპროტესტო აქციებს გავმართავთ“, განაცხადა კუტიბაშვილმა. „ფორუმის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაცია მარტში დაფუძნდა და მასში 300 ადამიანია გაწევრიანებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/targamadze-giorgi5-150x130.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები~ პარლამენტში ,,ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ~ პრესის ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს წარადგენენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება ოთხი კანონპროექტისაგან შედგება. ძირითადია ახალი კანონის პროექტი ,,ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ~, რომლის მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის (გაზეთი, ჟურნალი, წიგნი) გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად, ბეჭდვითი პროდუქციით თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისაგან. თარგამაძის თქმით, მისი მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომლებიც ეწევიან ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებას და მის გავრცელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხერხები, აკრძალულია სანებართვო რეჟიმის შემოღება და მოსაკრებლის დაწესება ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებისათვის და ამ პროდუქციის გასავრცელებლად სტენდის/მაგიდის დადგმისათვის და ჯიხურის განთავსებისათვის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/wiklauri-nugzar-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტში ჩერქეზთა მასიური განადგურებისა და დეპორტაციის ფაქტების გენოციდად შეფასებასთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. წიკლაურის თქმით, 21-22 მარტს ჯეიმსთაუნის ფონდის ორგანიზებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე ,,უცნობი ერები – უწყვეტი დანაშაული’’ გამოიკვეთა მოცემული საკითხის უფრო კომპლექსური შესწავლის აუცილებლობა. დეპუტატის შეფასებით, საქართველოსთვის ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქვეყანას კავკასიის ხალხებთან არა მხოლოდ წარსული, არამედ საერთო მომავალიც აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თხოვნით საქართველოს პარლამენტს ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენლებმა მიმართეს. ამასთან, პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირას დაიწყოს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/statistic3-150x150.jpgსტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში, იანვარ-მარტის მონაცემებით, პირველ ადგილზე კვლავ ფეროშენადნობებია. მათი ინფორმაციით, ფეროშენადნობების წილზე იანვარ-მარტში მთელის ექსპორტის 16,8 პროცენტი მოდის და 56 995 400 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 38 058 600 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 11,2 პროცენტია. მესამე ადგილზე მყოფი დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი კი იანვარ-მარტში 1 125 300 აშშ დოლარით შემცირდა და 23 015 900 აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 118 964 600 აშშ დოლარით იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. ამ ჯგუფის წილმა იმპორტში 11,7 პროცენტი შეადგინა. საიმპორტო ათეულშე მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების იმპორტია 66 865 200 აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე 48 621 600 აშშ დოლარით ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადებია. იხილეთ epn.ge
-
ყირგიზეთის შს ყოფილი მინისტრი მოდომუს კონგანტიევი მოსკოვიდან ბიშკეკში გადაიყვანეს. კონგანტიევი მოსკოვში გუშინ დააკავეს. ყირგიზ სამართალდამცველებს მის დაკავებასა და შემდგომ ექსტრადაციაში დახმარება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჟამად ყოფილი მინისტრი ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო სამსახურის წინასწარი დაკავების View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სავარაუდოდ, 1 მაისს დაბრუნდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დეგელაციის ამერიკაში ვიზიტი ბოლო პერიოდში ყველაზე ღირსშესანიშნავი იყო . View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუმინეთს ეწვევა. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, სააკაშვილი რუმინეთში 30 აპრილს ამერიკიდან ჩავა. მისივე თქმით, 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი რანგის შეხვედრები. View the full article
-
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ნაციონალურ მოძრაობას და თბილისის მერობის კანდიდატს გიგი უგულავას დედაქალაქში ბევრი რამ დარჩათ გასაფუჭებელი და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა შეეცდება, მათ ამის შესაძლებლობა აღარ მისცეს . სწორედ ასე გამოეხმაურა თარგამაძე დღეს გიგი უგულავას მიერ View the full article
-
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს გახსნილ ერთკვირიან საგაზაფხულო სესიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მორიგ რეზოლუციას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა და ამის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, View the full article
-
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ისევ საგანგებო მდგომარეობაა. გუშინდელიდან მოყოლებული, კახეთში გადაუღებლად წვიმს, რის გამოც ველისციხეში ხევისუბნის დატბორვის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება. გვიან ღამით ჭერემის წყალსაცავზე წყლის დონემ მოიმატა და საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა, რის გამოც სპეციალურად შექმნილმა შტაბმა თათბირი გამართა. View the full article
-
27 აპრილს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ლია ბედოშვილის საბავშვო წიგნის საუფლო ამბების პრეზენტაცია გაიმართება. როგორც პირWელს ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, წიგნი სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით View the full article
-
27 აპრილს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის მზის დაბნელება საქართველოში პრემიერა გაიმართება. როგორც პირWელს რუსთაველის თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლი ქართული ვოდევილების საფუძველზე შეიქმნა. ზურაბ ანტონოვის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში პერსონაჟები პიესებიდან ძუნწი , ჯერ დაიხოცნენ, View the full article
-
ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა ხვალისთვის იგეგმება. როგორც პირWელს გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, ევროსასამართლომ მოსამართლე ნონა წოწორიას შემცვლელად ქართული მხარის მიერ წარდგენილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი დაამტკიცა. View the full article
-
26-27 აპრილს საბურთალოს რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც პირWელს თელასიდან აცნობეს, ქვესადგურ საბურთალო 3 -ში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 10-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გამსახურდიას გამზირის, ასევე კანდელაკის, ბუდაპეშტის, View the full article