Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გორში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხინვალიდან დევნილი 19 და აფხაზეთიდან დევნილი 2 ოჯახი შესახლდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს გორში ჩავიდა და დევნილებს ახალმოსახლეობა პირადად მიულოცა. როგორც სუბელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, განხროციელდა 36 ბინიანი კორპუსის სრული რეაბილიტაცია: View the full article
  2. კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები შვებულებაში გავიდნენ. როგორც პირWელს რადიო ჰერეთიდან აცნობეს, შვებულებაში ამ ალაზანი-კავკასიონის რწმუნებული ბესიკ ქოჩიშვილი, ლაფანყურის რწმუნებული მორის პარკინაშვილი და სოფელ აკურის რწმუნებული ალექსანდრე ფანცქალაშვილი არიან გასულები. View the full article
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Media_ge.gifვებ – გვერდი media.ge – ის პრეზენტაცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. მედია.გე სამენოვანი საინფორმაციო ინტერნეტ – რესურსია ქართული მედია საშუალებების შესახებ. როგორც მედია.გე – ის მთავარმა რედაქტორმა დავით მჭედლიძემ განაცხადა, საიტს 2000 -მდე ხელმომწერი ჰყავს. “ვებ – გვერდს” ყოველდღიურად სტუმრობს 700 – 900 მომხარებელი, media.ge აქვეყნებს საკუთარ ინფორმაციებს და საქართველოს და უცხოეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ მასალებს, საერთაშორისო მედია გაერთიანებების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების განცხადებებსა და პრეს – რელიზებს” – აღნიშნა მჭედლიძემ. მისივე თქმით, პროექტის მიზანია ერთის მხრივ, საქართველოს მედია პროფესიონალებისა და მეორეს მხრივ ადგილობრივ საერთაშორისო მედია განვითარებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემის დანერგვა. როგორც “ექსპრესნიუსს” media.ge – ის ჟურნალისტმა გიორგი ფუტკარაძემ განუცხადა, პროექტმა საზოგადოების ნდობა მოიპოვა და ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტია მედია სივრცეში. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ვებ – გვერდი თავისი არსებობით ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების მდგრადობას და განვითარებას, ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და სოლიდარობის გაღრმავებას ქართულ მედია თანამეგობრობაში. პროექტი 2005 წლიდან ხორციელდება და მას ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო” აფინანსებს. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images51.jpeg27 აპრილს “თბილისი ივენთ ჰოლში” ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ჯონ მაკლაფენისა და მისი ბენდის “the 4th dimension”ის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსების განცხადებით ისინი როგორც ძველ ისევე ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებენ. ჯგუფის წევრებს სასატუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” მასპინძლობს. მაკლაფენი თბილისს პირველად 6 წლის წინ ჯგუფ “შაქტისთან” ერთად ეწვია. ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ეს უკვე მესამე კონცერტია, ის 20 თებერვალს გაიხსნა და 14 მაისს ერიკ ტრუპაზის კვარტეტის კონცერტით დაიხურება. იხილეთ epn.ge
  5. რესპუბლიკური პარტიის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თენგიზ ბეჟაშვილმა რადიო „ჰერეთთან“ ინტერვიუში განაცხადა: ,,თუ არჩევნები წააგეს, ციხე ელით, ამიტომ ყველაფერზე მიდიან. ფაქტიურად უკვე გააყალბეს. სიღნაღის გამგებელი თავის აპარატიანად შვებულებაში გავიდა, შვებულებაში გადის სოფლის ყველა რწმუნებულიც. არჩევნებზე ისინი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად მოგვევლინებიან. სიღნაღის #13 საოლქო კომისიაში კომისიის წევრად მარტო ჩვენ გვყავს ოპოზიციური კანდიდატი წარდგენილი. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კომისიის წევრებად ყოფილი ნაციონალები ჰყავთ“. View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/200907212306-150x150.jpgინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილ ყვალა დარღვევაზე მკაცრი რეაგირება მოხდება. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა. ჩახვაძემ მოუწოდა სახელმწიფო მოხელეებს, იმოქმედონ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, არ მოახდინონ როგორც ამომრჩევლებზე, ასევე პოლიტიკურ პარტიებსა და მათ კანდიდატებზე ზეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ჩახვაძემ დეტალურად ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გუშინ წარმოდგენილ ანგარიშში მოყვანილი დარღვევების ფაქტებზე და აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო კომისიასთან შეხვედრაზე დააყენებენ ამ ფაქტებს, რომლებშიც ასახულია სახელმწიფო რესურსების არაკანონიერი გამოყენებისა და კონკურენტი პარტიების კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტები. ამასთან, სამთავრობო კომისიისგან ინტერფრაქციული ჯგუფი მოითხოვს შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადმინისტრაცული რესურსების არაკანონიერად გამოყენების ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, მათ შორის კონკრეტული სახელმწიფო მოხელეების მიმართ გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. იხილეთ epn.ge
  7. Next Level – 9121 5 ხმა ერთდროულად – 91215 ბაბი და მარი 9122 5 ხმა ერთდროულად – 91225 ლევან შავაძე 9123 5 ხმა ერთდროულად – 91235 გუგა ჭყონია 9124 5 ხმა ერთდროულად – 91245 ავთო ნაცარაშვილი 9125 5 ხმა ერთდროულად – 91255 ანა ხანჩალიანი 9126 5 ხმა ერთდროულად – 91265 პარკური 9127 5 ხმა ერთდროულად – 91275 ვერკა და გიორგი 9128 5 ხმა ერთდროულად – 91285 მარიამ კახელიშვილი 9129 5 ხმა ერთდროულად – 91295 დათო რობაქიძე 9130 5 ხმა ერთდროულად – 91305 მარიამ ფაჩულია 9131 5 ხმა ერთდროულად – 91315 გულნაზი გოლეთიანი 9132 5 ხმა ერთდროულად – 91325 თქვენ ვის გულშემატკივრობთ? nichieri.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images48.jpegცსკოს ცნობით ამ დროისათვის რეგისტრაციაში თბილისის მერობის 5 კანდიდატია გატარებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის უფროსის, ჯული გიორგაძის განცხადებით, ამ დროისათვის ცსკოში თბილისის მერობის 5 კანდიდატია რეგისტრირებული . “სახალხო დემოკრატების” სახელით–ნიკა ივანიშვილი, “თორთლაძე-დემოკრატიული პარტიიდან – დავით იაკობიძე, “მომავალი საქართველოს ” სიით –გიორგი ლაღიძე, ხოლო “ეროვნული საბჭოდან” ზვიად ძიძიგური იყრის კენჭს. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი კი, თბილისის მერობის არჩევნებში, ისევ გიგი უგულავაა. შეგახსენებთ რომ თბილისის მერის არჩევნები 30 მაისსს გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 30 აპრილს იწურება. ასევე 30 აპრილს იწურება ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის,თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად ცსკოსთვის პარტიული სიების და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview.php_1-150x150.jpg“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მას პირად საუბრისას არჩევნების სავარაუდო შედეგები გააცნო და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებზე მხოლოდ ხმების 65%-ს დასჯერდება. აღნიშნული განცხადება ზურაბ ნოღაიდელმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მოძრაობის ლიდერის განცხადებით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება ხელისუფელბის მიერ უკვე დაწყებულია და ამის კიდევ ერთი დასტურია ზურაბ ხარატიშვილის განცხადებაც. “ხარატიშვილმა “დამამშვიდა” და მითხრა, რომ არაფერია სანერვიულო არჩევნებთან დაკავშირებით, მისი თქმით “ნაციონალური მოძრაობა” ხმების 65%-ზე მეტის აღებას არ აპირებს. ფაქტიურად მან არჩევნების შედეგები წინასწარ გამაცნო. მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არჩევნების გაყალებებას არ დავუშვებთ და გავაფრთხილო ყველა, რომ ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას სასტიკად დაისჯება”, – განაცხადა ნოღაიდელმა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბებით მერაბიშვილი და სააკაშვილი საქართველოში ბიშკეკის რევოლუციის სცენარს წერენ. “არჩევნების გაყალბებით მერაბიშვილი და სააკაშვილი საქართველოში ბიშკეკის სცენარს წერენ. ერთადერთი შანსი არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვებისა, არის მისი გაყალბება და ეს პროცესი ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია”, – დასძინა ნოღაიდელმა. მოძრაობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია სხვა საკითხები, რაზეც მან და ხარატიშვილმა პირად შეხვედრაზე ისაუბრეს. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/200912284924-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ანგარიშში, ქართველები და მეგრელები სხვდასხვა ეთნოსის წარმომადგენლებად მოიხსენია. როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ლორთქიფანიძემ განაცხადა, თუკი საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მიერ გაკეთებულ ანგარიშზე მწვავე რეაგირება არ იქნება, აღნიშნულ ფაქტს მომავალში სავალალო შედეგები მოჰყვება. ლორთქიფანიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის ,,უღირს საქციელზე’’ სასწრაფო რეაგირება მოახდინოს. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images47.jpegსაქართველოს “ლეიბორისტულმა პარტიამ”, მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა მიმართვა გაუგზავნა. ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოპოზიციური პარტიები, მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას მიმართავენ თხოვნით, ყურადღებით მოეკიდონ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს და მოიწვიონ საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საკითხზე. “კონფერენციაზე აუცილებელია მათ განიხილონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების,საერთაშორისო ეგიდით ჩატარების საკითხები”_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა ისეთ ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, რომ მისი შიდა რესურსით აღდგენა უკვე შეუძლებელია. ნათელაშვილმა აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში თანამშრომლობისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. მიმართვას ხელს “ახალი მემარჯვენეები”, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “თეთრები”, “მომავლის პარტია”, “მოძრაობა დაიცავი საქართველო”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მრეწველები”, “თავისუფლება”, “საქართველოს გზა”, “ეროვნული ფორუმი”, “პოლიტიკური გაერთიანება მამულიშვილი”, “ქრისტიანული საქართველო”, “ლეიბორისტული პარტია”, “კონსერვატიული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “სახლხო ფრონტი”, “სახალხო მართმადიდებლური მოძრაობა”, “სოციალ დემოკრატიული მოძრაობა”, “ტრადიციონალისტთა კავშირი”, “ქალთა პარტია”, “ქართული დასი”, “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”, “ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატები” და “ხალხის პარტია” აწერენ. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/201002082417-150x150.jpgპარტია ,,მომავალი საქართველოს” მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საპროტესტო აქციებით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ, ლაღიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო, განსაკუთრებით რეგიონებში. როგორც ლაღიძე აცხადებს სამართალდამცავები მოსახლეობას აშინებენ და აფრთხილებენ რომ ხმა ან “ნაციონალურ მოძრაობას” ან “ქრისტიან-დემოკრატებს” მისცენ. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ ცესკოში საჩივრის შეტანა, რადგან ეს გაყალბება პირდაპირი გარიგებაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს ხელი აიღონ მოსახლეობის დაშინებისაგან. წინაღმდეგ შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ეს პასუხი კი საპროტესტო აქციები იქნება.”- აღნიშნა ლაღიძემ. ლაღიძის განცხადებით, დაშინება და მუქარა ყველაზე მეტად კომპაქტურად ჩასახლებულ რეგიონებში, ძირითადად, ქართლის ,ახალქალაქის და წალკის მოსახლეობაზე შეინიშნება. პარტია ,,მომავალი საქართველოს” მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე ცესკოში საჩივარს 2 დღის ვადაში შეიტანს. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkin6-150x150.jpgდიმიტრი შაშკინმა პროექტ “ALUMNI”-ს შედეგები პირველ საჯარო სკოლაში შეაჯამა. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის “წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბ ALUMNI”-ს პირველი შედეგები განათლებისა და მეცნიერების მინსტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს პირველ საჯარო სკოლაში შეკრებილ პედაგოგებს, სკოლის მოსწავლეებსა და ჟურნალისტებს გააცნო. პირველი სკოლის კურსდამთავრებულები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც “ალუმნაის” ფონდში თანხა გადარიცხეს, ამ თანხით სკოლაში 16 ვიდეოთვალი დამონტაჟდა. ასევე იგეგმება ინტერაქტიული დაფის, ვიდეოკამერისა და სკოლისათვის აუცილებელი სხვა ტექნიკის შეძენა. “ალუმნაი” ეს არის კურსდამთავრებულთა ფინანსური მხარდაჭერა თავისი სკოლის მიმართ. გადმორიცხული თანხა ხმარდება პედაგოგების წახალისებასა და სკოლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შეძენას. “მსგავსი პროექტები წარმატებით ფუნქციონირებს ევროპის მრავალ ქვეყანასა და აშშ-ში, ვიმედოვნებთ, რომ პროექტი არც ჩვენს ქვეყანაში იქნება ერთჯერადი”, – განაცხადა შაშკინმა. ამავე დღეს გადაწყდა, რომ თბილისის პირველ საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა კლუბი “პირველსკოლელი” დაფუძნდება, მომავალი კლუბის წევრების განცხადებით, ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ სკოლასთან და საკუთარ წვლილს შეიტანენ მის განვითარებაში. როგორც ცნობილია, პროექტის მიმდინარეობისას “ალუმნაის” ფონდებში 1 მლნ-ზე მეტი ლარი შემოვიდა, დღევანდელ შეხვედრას სკოლის კურსდამთავრებულები: თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი და განათლებისა და მეცინირების მინისტრიეს მოადგილე – კოკა სეფერთელაძე ესწრებოდნენ. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/img.php_-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ,,ქრისტიან-დემოკრატებს’’ მოუწოდებს 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით დაპირებები საზოგადოებას განუმარტონ, რომ მათ დაპირებები ,,სიცრუედ’’ არ ჩაეთვალოთ. პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მელიქიშვილი ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ დაპირებებს მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტის ინტერვიუ გააკრიტიკა. ,,ახვლედიანის ცინიზმი ცნობილია, თუმცა მას ავიწყდება საქართველოში როგორ ცხოვრობდა გასულ წლებში, როცა შუქი არ იყო და თუ იყო ისიც დღეში ერთი საათი’’, – აღნიშნა დეპუტატმა. მელიქიშვილის თქმით, ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ დაპირება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში საქართველოში ელექტროენერგიის, წყლის და გაზის საფასური დაიკლებს სიცრუე იქნება, თუკი არ იქნება განმარტებული, რომ ეს მოხდება ჯანდაცვის და პენსიების დაფინანსების შემცირების ხარჯზე. ,,ტყუილია, რომ ყველაფერი უფასო იქნება. ახვლედიანის განცხადება, რომ მსოფლიო თურმე ქართველებს ნავთობსადენის გამო სცემს პატივს და ამის გამო არ შემოვიდნენ თბილსში ტანკები სირცხვილია’’, – განაცხადა მელიქიშვილმა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...