Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია გაიმართა. სია ოთხპარტიულია: რესპუბლიკელები, ახლები, თავისუფალი დემოკრატები და „საქართველოს გზა“. შესაბამისადაა დაჯგუფებული მთელი სიაც - ყოველ ოთხეულში ყველა პარტიას თავის წარმომადგენელი ჰყავს. პირველი ოთხეული ასეთია: თინა ხიდაშელი (რესპუბლიკელები), დავით საგანელიძე (ახლები), ზურაბ აბაშიძე (თავისუფალი დემოკრატები) და ნათელა მაჭავარიანი („საქართველოს გზა“). შემდეგ მოდიან: ვიქტორ დოლიძე (თავისუფალი დემოკრატები), დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკელები), ფიქრია ჩიხრაძე (ახლები), კახა სეთურიძე („საქართველოს გზა“), მამუკა კაციტაძე (ახლები), ალექსი პეტრიაშვილი (თავისუფალი დემოკრატები), სოფიო ხორგუანი (რესპუბლიკელები) და კობა კაშია („საქართველოს გზა“). სიაში 63 კანდიდატია. საარჩევნო სიაში არ არის სოზარ სუბარი, რომელმაც ალიანსის საერთო თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება, არ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ამით სუბარი ერთგული რჩება მის მიერ გახმიანებული მოსაზრებისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობა საერთო ოპოზიციურ კანდიდატს შესთავაზონ. „ჩვენ ვიბრძვით მერობისთვის, ვიბრძვით საკრებულოს უმრავლესობისათვის, ვიბრძვით ოპოზიციის გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. იგი აქტიურად აგრძელებს „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/blanki-150x150.jpgრამდენიმე დღეა ინტერნეტ სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია “გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი”. აქცია ითვალისწინებს “იუნესკოს” პეტიციების საერტაშორისო სააგენტოში საჩივრის გაგზავნას რომელზეც ხელი ხუთიათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს. ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში, აქტიურადაა ჩართული საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსი”. ამჟამად პეტიციების საერტაშორისო სააგენტოს ვებ გვერდზე დაფიქსირებულია 2,824 ხელმოწერა, საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ სააგენტო “იუნესკოს” მიმარტავს დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის. ნებისმიერ ადამიანს თავისი ხელმოწერის დაფიქსირება შეუძლია მისამართზე: ჰტტპ://წწწ.ტჰეპეტიტიონსიტე.ცომ/1/თაო-Kლარჯეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე გადაუდებელი წვიმების შედეგად ოშკის ტაძარში ამჟამად მძიმე მდგომარეობაა. როგორც ვაჩეიშვილმა განაცხადა, ოშკს სჭირდება დახმარება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კულტურული ძეგლის გადასარჩენად. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი 2 დღით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ტაძარში არსებულ ვითარებას გაეცნო. რამდენიმე დღის წინ ქართულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, რომ ოშკის კომპოზიციას საბჯენი მორები გამოცლილი აქვს და ბარელიეფიდან მაცხოვრის ფიგურა ჩამოვარდნილი, შუაზე გადატეხილი და ისე დაზიანებული, რომ ფიგურა აღარ იკითხება. ნაკვალვის მიხედვით, მაცხოვრის ბარელიეფი აშკარად ახალი ჩამოვარდნილია. ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახულია ვედრების ბარელიეფური კომპოზიცია, სადაც მაცხოვრის მარჯვნივ დგას ღვთისმშობელი, მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი, მარჯვენა კიდეში კი ბაგრატ ერისთავთ ერთისთავი, მომავალში ბაგრატ მესამე და დავით მაგისტროსი, მომავალში კურაპალატი. ბარელიეფს 1.მ.46 სმ სიგრძე და 70 სმ. სიგანე აქვს და მიწის ზედაპირიდან 3 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ina.jpgბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მედიის თავისუფლების მხარდამჭერ ფონდს ქმნის, რომელსაც ბრიტანეთის ყოფილ ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი უხელმძღვანელებს. ამასთან დაკავშირებით პატარკაციშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ძვირფასო მეგობრებო, “იმედი” – სატელევიზიო არხი, რომელსაც თქვენ პატივს სცემდით და ენდობოდით, აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ სახელი, რომელიც გაუფასურდა და მთავრობის მიერ დანიშნული ამჟამინდელი მენეჯმენტის ცალმხრივი საინფორმაციო პოლიტიკის წყალობით. როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა ეს არხი დააფუძნა, მან გააზრებულად და სიფრთხილით შეარჩია სახელი. არხი წარმოადგენდა იმ თავისუფლების შუქურას, რასაც ჩვენ ასე ვაფასებთ. ქართულ მედიასივრცეში, “იმედმა” თავისუფალი, მაღალხარისხოვანი ინფორმაციის, ანალიზისა და სიტყვის თავისუფლების ახლებური სტანდარტი დაამკვიდრა. ბადრის ოჯახი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას “იმედის” დასაბრუნებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი სასურველზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მანამდე კი, ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარების საქმეში. ამიტომ, გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდი. ფონდის მიზანი იქნება, მხარში ამოვუდგეთ და გავამხნევოთ ისინი, რომელთაც ძალუძთ მედიის დამოუკიდებლობის რეალობად ქცევა, ყოფნით გამბედაობა და აქვთ ხედვა, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსები. ჩვენ თხოვნით მივმართეთ დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩს საქართველოში, ბატონ დონალდ მაკლარენს, დაგვეხმაროს ფონდის დაარსებაში და შემდგომ უხელმძღვანელოს მას. ბატონ დონალდ მაკლარენს მხარში ამოუდგება პროფესიონალი და პატივსაცემი პიროვნებებისგან შემდგარი დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანით სიკეთეს მოვუტანთ საქართველოს. დონალდ მაკლარენის განცხადება: “ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა და დიდი პატივია ქალბატონ ინა გუდავაძის თხოვნა, დავეხმარო თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ფონდის დაარსებაში და ვუხელმძღვანელო ამ ფონდს. 2004-2007 წლებში საქართველოში მისი უდიდებულესობა დედოფლის ელჩად ყოფნის დროს, აღფრთოვანებითა და პატივისცემით განვიმსჭვალე იმ ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომელიც ჩემი ხალხის მსგავსად, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, რადგან ქართველთა მრავალმა თაობამ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბევრი იბრძოლა და ეწამა, რათა ამ სიტყვებს რეალური მნიშვნელობა მისცემოდა, როგორც მათთვის, ასევე მთელი ერისთვის. საელჩოში მუშაობისას, საინფორმაციო საშუალებების თავისუფლება ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ყოველთვის, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, მაკვირვებდა ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანი (და არა მხოლოდ ჟურნალისტები) ამბობდა, რომ დღევანდელი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მედიის თავისუფლება გადამწყვეტია. ამ დიდი მიზნის მიღწევის გარდა, ფონდს არავითარი პოლიტიკური მოტივი არ ექნება. მისი მიზანი მარტივია და გამჭვირვალე: დამოუკიდებელი, მაღალხარისხოვანი და ობიექტური ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. ფონდს, რომლის თავმჯდომარეც მე ვიქნები, მცირერიცხოვანი, ქართველი და არაქართველი წევრებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც მედია, ასევე სხვა სფეროს ექსპერტებით. თბილისში, ფონდს ეყოლება თანამშრომელთა გუნდი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ გუნდის დაკომპლექტება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევასთან ერთად. ჩვენი ამოცანაა, სამომავლო მხარდაჭერისთვის , განვიხილოთ როგორც მედიასაშუალებების, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების განცხადებები. ჩვენთვის, პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს ტელევიზია, კონკრეტულად კი საინფორმაციო სეგმენტი, ასევე მოხარულნი ვიქნებით განვიხილოთ განაცხადები სხვა მედიასაშუალებებიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ ფონდი განიხილავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიერ წარდგენიოლ პროექტებს. ფონდის სახსრები არ არის შეუზღუდავი. ყურადღებას გავამახვილებთ საპროექტო შემოთავაზებებზე. მაგალითად, აღჭურვილობასთან, სწავლებასთან ან პროგრამის შექმნასთან დაკავშირებულ, კარგად დაანგარიშებულ, მდგრად პროექტებზე და რაც ყველაზე მთავარია – განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ პროექტებს, რომლებიც ჭეშმარიტ წვლილს შეიტანენ თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე, ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში ფონდის ოფიციალური პრეზენტაციის გასამართად. ვიმედოვნებ, რომ ეს წინასწარი განცხადებ, სტიმული იქნება განაცხადების მომზადებისთვის, რომლებიც თუნდაც მონახაზის სახით გამოგვეგზავნება ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საქართველომ რთული პერიოდები გაიარა და ახლაც სირთულეების წინაშე დგას, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედია საშუალებების არსებობა დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. ფონდის დაარსება მეტად სასიამოვნო მოვლენაა. დიდი სურვილი მაქვს, წვლილი შევიტანო მის განვითარებაში იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც წარმატებას იმსახურებს”. თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ფონდი განაცხადის პრინციპები: განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოში მედიისა და ჟურნალისტიკის თავისუფლების მხარდამჭერი ფართო სპექტრის პროექტები, რომლებიც მოიცავენ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას, მასალის შექმნასა და მათ მიწოდებას, წარმოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ფონდის პრიორიტეტებია – საინფორმაციო და საგამოძიებო პროგრამების მომზადება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის რეალისტური გეგმა, კარგად გაიაზრონ მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების ოდენობა და გამოამჟღავნონ შემოთავაზებული პროექტის შესრულების უნარი. თითოეულ განცხადებაში უნდა აღიწეროს, თუ რა წვლილს შეიტანს შემოთავაზებული პროექტი საქართველოში მედიისა და ჟურნალისტიკის თავისუფლების სფეროში. ფონდი მხედველობაში მიიღებს, უცდიათ თუ არა განმცხადებლებს სხვა ორგანიზაციების (მაგ: “ღია საზოგადოება – საქართველო”, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მხარდაჭერის მოპოვება. სხვა დონორებისა და ფონდებისგან უკვე მიღებული მხარდაჭერა, გააუმჯობესებს წარმატების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული პროექტები უარყოფილ იქნა სხვა ორგანიზაციების მიერ, განმცხადებლებმა უნდა განმარტონ პროექტის დაწუნების მიზეზები. ქვემოთ მოცემულია განაცხადების შევსების პრინციპი განმარტებითი ბარათი და პროექტის აღწერა • პროექტის აღწერა • პროექტის მიზნები • დროში გაწერილი გრაფიკი • საჭირო რესურსები/ფინანსური რესურსების ჩათვლით • დასაბუთება იმისა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი მედიის/ჟურნალისტიკა/ განვითარებას სამუშაო გეგმა • პროექტის ყველა ფაზის დაწვრილებითი აღწერა • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები, როგორიცაა ტექნიკური აღჭურვილობა, სტუდიები, ადამიანური რესურსები, სწავლება და ა.შ. ბიუჯეტი • პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზი (ნაღდი ფულის მოძრაობის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, მოსალოდნელი შემოსავლები, ხარჯები და კაპიტალური დაბანდებები, გადასახადები და ა.შ.) გაწერილი ცალკეულ კომპონენტებსა და თვეებზე/კვირეებზე; • დაბანდების, სესხების ან შემოწირულობების სხვა მოსალოდნელი წყაროები; • ნაღდი ფულის დეფიციტი, რომელიც უნდა დაიფაროს ფონდის გრანტით. შესაბამისი გამოცდილება • ძირითადი პერსონალის რეზიუმეები, რომლებშიც ნათლად იქნება აღწერილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობის მათი გამოცდილება; • ძირითადი პერსონალის მიერ შემოთავაზებული პროექტის წარმატებით განხორციელების უნარის დასაბუთება. განმცხადებლებმა პროექტები უნდა წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენებზე. განაცხადი მიიღება ელექტრონულ მისამართზე: mfsf@inbox.com იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/azer-150x150.jpgდღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკური განვითარების მინისტრის, შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. აზერბაიჯანელ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მასპინძლობს. დელეგაციაში 23 აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი, აზერბაიჯანის ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები შედიან. ზურაბ პოლოლიკაშვილმა და შაჰინ მუსტაფაევმა სასტუმრო ,,რედისონში” საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გახსნეს. ფორუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო საგენტოს და აზერბაიჯანის ექსპორტის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. დღესვე დელეგაციეს, საქართველოს პრემიერ მინისტრი, ნიკა გილაური მიიღებს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს და Aაზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრები საქონლის და მომსახურების ბაზარზე დაშვების ორმხრივი მოლაპარაკების დასრულების თაობაზე ოქმს გაფორმებენ ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანული დელეგაცია დმანიისს და მარნეულს ეწვევა, სადაც შიდა ქართლის გუბერნატორს, დავიტ კირკიტაძეს შეხვდებიან, შეხვედრის შემდეგ მარნეულში ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი 30 აპრილს დასრულდება და ამავე დღეს ისინი საქართველოდან გაემგზავრებიან. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/european-tbilisi-1-150x150.jpgდოლიძის და პანკისის კვეთაზე დღეს, ბარაკის ტიპის სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა, მიზეზი გადაუღებელი წვიმებია. ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ერთი ავტომანქანა. ამჟამად სამაშველო სამსახურები ქუჩას ნანგრევებისაგან წმენდენ. გაწმენდითი Dსამუშაოების შემდეგ საყრდენი კედლის აშენება კვლავ მოხდება. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/0shki-150x150.jpgკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე გადაუდებელი წვიმების შედეგად ოშკის ტაძარში ამჟამად მძიმე მდგომარეობაა. როგორც ვაჩეიშვილმა განაცხადა, ოშკს სჭირდება დახმარება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კულტურული ძეგლის გადასარჩენად. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი 2 დღით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ტაძარში არსებულ ვითარებას გაეცნო. რამდენიმე დღის წინ ქართულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, რომ ოშკის კომპოზიციას საბჯენი მორები გამოცლილი აქვს და ბარელიეფიდან მაცხოვრის ფიგურა ჩამოვარდნილი, შუაზე გადატეხილი და ისე დაზიანებული, რომ ფიგურა აღარ იკითხება. ნაკვალვის მიხედვით, მაცხოვრის ბარელიეფი აშკარად ახალი ჩამოვარდნილია. ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახულია ვედრების ბარელიეფური კომპოზიცია, სადაც მაცხოვრის მარჯვნივ დგას ღვთისმშობელი, მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი, მარჯვენა კიდეში კი ბაგრატ ერისთავთ ერთისთავი, მომავალში ბაგრატ მესამე და დავით მაგისტროსი, მომავალში კურაპალატი. ბარელიეფს 1.მ.46 სმ სიგრძე და 70 სმ. სიგანე აქვს და მიწის ზედაპირიდან 3 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/300px-Bebris_cixe-150x150.jpgმცხეთაში, ბებრის ციხეზე საგანგაშო მდგომარეობაა. ამ დროისათვის ციხის შიდა ნაწილის დიდი კედელი უკვე ჩამონგრეულია და ნგრევა ამჟამადაც მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან რესტავრატორები, რომლებიც პროცესს აკვირდებიან. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, ის რაც ხდება ბუნებრივი მოვლენაა, ისინი კი ყველაფერს გააკეთებენ, იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. ბებრის ციხეს დღეს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მოინახულებენ. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/misha4-150x150.jpgვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს ყოველწლიურ გალამიღები გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიების თანათავმჯდომარე იყო. ოფიციალურ საღამოს მსოფლიოს წამყვანი ლიდერები დაესწრნენ. ნატოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა 5 ადამიანი – მათ შორის იყო ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონიც, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. როგორც ბილ კლინტონმა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, ის თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ცდილობდა დახმარებოდა რუსეთს, რათა მას საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეული წარუმატებლობები ნაკლებ მტკივნეულად გადაეტანა. დაჯილდოებულებს შორის აღმოჩნდა ბონოც, რომელიც ამ ჯოლდოზე მაკკეინმა წარადგინა. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gipa-150x150.jpgზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დღეს, 15:00 საათზე პერ გარტონის წიგნის “საქართველო: პაიკი ახალ დიდ თამაშში” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის ძირითადი თემაა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარული ასპექტებისადმი მზარდი ოპოზიცია და 2005 წელს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას საიდუმლოებით მოცული სიკვდილი. წიგნში ასევე დასმულია შეკითხვა იმის თაობაზე, შეთქმულება იყო ვარდების რევოლუცია თუ ნამდვილი სახალხო აჯანყება. წიგნში ავტორი პერ გარტონი აანალიზებს ამერიკისა და რუსეთის მიერ ქვეყნის მიმართ წარმართულ პოლიტიკას და გვაწვდის თვითმხილველის მონათხრობს 2003 წლის ვარდების რევოლუციის წარმოშობისა და შედეგების შესახებ. წიგნი ასევე იკვლევს აშშ–ის მზარდ ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში და რუსეთის რეაქციას, განრისხებას, სანქციებსა და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრას. გარტონის ანალიზი ეყრდნობა წამყვან პოლიტიკოსებთან ინტერვიუებს და მისი, როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომხსენებლის გამოცდილებას. პერ გარტონი, შვედი პოლიტიკოსი, 35–ზე მეტი წიგნის ავტორია. 1981 წელს, იგი გახდა შვედეთის მწვანეთა პარტიის თანადამფუძნებელი. 1995–2004 წწ. ის იყო ევროპარლამენტის წევრი, ამჟამად კი კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრია. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqradze7-150x150.jpgკახეთში დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მაჟორიტარობის ადგილობრივ კანდიდატებს წარადგენს. ასევე გურჯაანში იგეგმება ბაქარაძის შეხვედრა მოსახლეობასთან. გუშინ დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობის ადგილობრივი კანდიდატები ქუთაისში წარადგინა. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini42-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზს გახსნის. ახალი აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის ამ დასახლებაში და იგი გარკვეული შეღავათებით შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. 94-ე საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები. საცურაო აუზს დიმიტრი შაშკინი 94-ე საჯარო სკოლაში დღეს, 12 საათზე გახსნის. იხილეთ epn.ge
  12. „ალიანსი საქართველოსთვის“ დღეს საარჩევნო სიის პრეზენტაციას გამართავს. სიების პრეზენტაცია „ახლების“ ოფისში 12:00 საათზე გაიმართება. View the full article
  13. ირაკლი ალასანია არქიტექტორთა კავშირის წევრებს შეხვედა. თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისის ურბანული და არქიტექტურული განვითარების პრობლემებზე ისაუბრა. „არქიტექტურული და ურბანული პოლიტიკა მოკლებულია ყველა კანონსა და ლოგიკას, არის გაუმჭვირვალე ხარჯვა. გარკვეული პროექტების განხორციელება ხდება ვიღაცის დაკვეთით და აბსოლუტურად გაუმჭირვალედ, ტენდერების დახმარებით და არავინ აგებს პასუხს იმაზე, სად რა შენდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თბილისის მერობის კანდიდატმა ძველ თბილისში მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს შემაერთებელი მინის ხიდის, ე. წ. მშვიდობის ხიდის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ხიდი, მისი აზრით, არის უგემოვნო და ამოვარდნილი თბილისის ლანდშაფტიდან. „უნდა არსებობდეს კომისია, რომელიც ასეთი გადაწყვეტილებების შეჩერებას შეძლებს. სიახლისა და ინოვაციის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ დედაქალაქის განვითარების გეგმა აუცილებლად უნდა დაიწეროს. ეს გეგმა არა მერმა, ან რომელიმე მისმა მოადგილემ, არამედ სწორედ სპეციალისტებმა უნდა დაწერონ“, - განაცხადა ალასანიამ. „საქართველოს ხელისუფლებამ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა, რაც ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომაა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ . უზურპაციის მაგალითად ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაზრდილი უფლებები დაასახელა და აღნიშნა, რომ ყველა ოპერატიული სამსახური, დაწყებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან, დამთავრებული კონტრდაზვერვის სამსახურით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და ეს ერთი უწყება მონსტრი გახდა. „ამ უწყებაზე არ ხორციელდება არანაირი კონტროლი, აღარაფერს ვამბობ საზოგადოებრივ კონტროლზე. ერთი საპარლამენტო მოსმენაც კი არ ყოფილა პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოც კი არ დაინტერესებულა, რეალურად რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - დასძინაა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, უზურპაციული ხელისუფლების დასუსტება მხოლოდ დემოკრატიული უჯრედების განვითარების ხელშეწყობით შეიძლება. ალასანიას აზრით, ასევე აუცილებელია მოხდეს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, რაც რეგიონებს თვითმმართველობის რეალურ შანსს მისცემს. View the full article
  14. თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დიპლომატიურ აკადემიაში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ორი საათის განმავლობაში „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი პროფესორების კითხვებს პასუხობდა. საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, აფხაზეთსა და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო. „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის რესურსი არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს რუს დიპლომატებთან მისი მუშაობა აძლევს, როდესაც იგი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლი იყო, შემდეგ კი - გაეროში საქართველოს ელჩი. „რეგიონში ჩვენი ეროვნული ინტერესების მთავარი მოწინააღმდეგე დღეს რუსეთია, მაგრამ თუ არ დაიწყო მოლაპარაკებები ამ ქვეყანასთან, ეს გაგვირთულებს დასავლეთთან ინტეგრაციას, რაზეც დღეს აშკარად მიგვითითებს როგორც ევროპა, ისე ამერიკის შეერთებული შტატები“, - განმარტა ალასანიამ. მისივე თქმით, ყველაზე დიდი უგუნურება, რაც რუსეთმა ჩაიდინა, იყო აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, რასაც არასდროს ცნობს დემოკრატიული სამყარო და. ალასანიას აზრით, რუსეთშიც კი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კარგად იციან, ამ აღიარებით რუსეთმა რამხელა შეცდომა დაუშვა. „სააკაშვილი-პუტინი-მედვედევის ურთიერთობებში დღეს რაიმე გარღვევის შეტანა შეუძლებელია. რუსეთის პოზიციაა, არ დაელაპარაკოს საქართველოს ლიდერს. ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოს ლიდერსაც. ეს ჩიხური სიტუაციაა და რეალურად არაფერს მოგვცემს. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ერთი ან რამდენიმე ევროპული ქვეყნის შუამავლობით. ეს შესაძლოა იყოს გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, ვისთანაც ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები გვაქვს. აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობებში ევროკავშირი ვაქციოთ გარანტორად, რათა ვაიძულოთ რუსეთი, მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულება დაიწყოს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე შეფასებით, საქართველოს ტერიტორიების ომით დაბრუნების შანსი არ გააჩნია; ეს მხოლოდ მოლაპარაკებათა გზით უნდა მოხდეს და სწორედ ამიტომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ფიქრი. View the full article
×
×
  • შექმენი...