planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://nichieri.ge/files/2010/04/28341_420680285844_193078555844_5752895_528496_n.jpg nichieri.ge
-
http://i.ytimg.com/vi/J-nUEsXjFr0/2.jpgVideo: Besik Kalandadze - Sizmari Added by user: Admini Date: 28.04.2010 (13:16) Description: ბესო კალანდაძე - სიზმარი სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/CPVosbGCQR8/2.jpgVideo: Nino Chkheidze - Modi chemtan Added by user: Admini Date: 28.04.2010 (12:48) Description: ნინო ჩხეიძე - მოდი ჩემთან სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/aYEV5oxp2E8/2.jpgVideo: Nino Katamadze - Tsvims Added by user: Admini Date: 28.04.2010 (12:13) Description: ნინო ქათამაძე - წვიმს<br> სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/bNqxgkslEgM/2.jpgVideo: Iliko Sukhishvili & Nino Ramishvili - Georgian National Ballet Company Added by user: ditogam Date: 28.04.2010 (12:00) Description: Rare Shots from the history of Georgian National Ballet Company<br> Some rare videos from 1968 Milan La Scala folklore dance debut, 3 encore and 14 curtain lifts<br> სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/E2mY3yA2Hi4/2.jpgVideo: Vakhtang Chabukiani - Wizard of Dancing Added by user: ditogam Date: 28.04.2010 (11:58) Description: Vakhtang Chabukiani - excerpts from film Documentary "Wizard of Dancing" by Kote Makharadze სრულად
-
ბლოგი ‘Here comes the sun” ძალიან უჩვეულოა ნიჭიერის ყურება რომ დავიწყე, რადგანაც არასდროს არ ვუყურებდი არც ჯეოსტარს, არც ვარსკვლავების აკადემიას და ამდაგვარ შოუებს. ნიჭიერი განსხვავებული პროექტია, უფრო გემოვნებიანი და გასართობი, რადგანაც მეც კი დამაინტერესა, ასე მგონია რომ დანარჩენი შოებისგან გამოირჩება და უფრო სხვა მასებზეცაა გათვლილი, ვიდრე ჯეოსტარი და სხვები. ჩემი აზრით ნიჭიერს თითქმის უკვე ყველა უყურებს და გულშემატკივრობს. წაიკითხე მეტი… ბლოგი Know-it-allz – ჭკვიანუკები “ნიჭიერზე” აქამდე არაფერი არ მქონდა დაწერილი. ჰოდა გადავწყვიტე მოკლედ მიმოვიხილო ჩემი თვალით დანახული “ნიჭიერი”. დავიწყებ წამყვანებით: ორივე ძალიან მომწონს და ჩემი აზრით, სახალისოდ მიყავთ გადაცემა, ასე რომ, მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის… რაც შეეხება ჟიურის, საშინლად მაღიზიანებს “ცრემლების დედოფალი”. Jeez, რა უბედურებაა. გაბადრული სახე, გულზე დადებული ხელი, და სენტიმენტალური გამოხედვა… :@ ნიკა მემანიშვილი საჭირო კაცია ჟიურიში. რეალურად აფასებს ხოლმე კონკურსანტებს. თან ძალიან სახალისოა მისი გაკვირვებული სახეები http://yobspace.com/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif გეგა ფალავანდიშვილს რაც შეეხება, ჩემი აზრით, კარგია რომ მკაცრად აფასებს “ნიჭიერებს” და საკმაოდ რეალისტურადაც… წაიკითხე მეტი… nichieri.ge
-
29 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, შედარებითი ლიტერატურის პირველ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. თემა: ‘ლიტერატურა და კულტურა: ინტერტექსტუალური და ინტერკულტურული დიალოგები/ პოსტკოლონიალური დისკურსი და პოსტკოლონიური რეალობა’. მის: ი. ჭავჭავაძის #32; კორპუსი, #101-ე აუდიტორია 29 აპრილს, 10:45 საათზე, სასტუმრო ‘რედისონში’ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია `ფინკა საქართველო”’ პრესკონფერენციას გამართავს. 29 აპრილს, 11:00 საათზე, გაზეთ ‘პრაიმ-თაიმის’ პრესკლუბში კახა კუკავა და კობა დავითაშვილი ჟურნალისტებს შეხვდებიან. 29 აპრილს, 11.00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორი დათო გიორგაძე სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლებს სერტიფიკატებს გადასცემს. მის: ვორონცოვის მოედანი (წმ. ნიკოლოზის /ნ.ჩხეიძის ქ. 2) 29 აპრილს, 11:00 საათზე, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრებიან. საბაჟო ტერმინალი ‘ლილო-1′, იუმაშევის #14 29 აპრილს, 11.00 საათზე, სასტუმრო ‘რედისონში’ საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმი გაიხსნება. 29 აპრილს, 12.00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციას მიიღებს. 29აპრილს, 12:00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ საარჩევნო სიის პრეზენტაციას გამართავს. მის: ჟანი კალანდაძის ქ. #3 29 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ #26 29 აპრილს, 12.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის #94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზს გახსნის. მის: ჭიჭინაძის ქ. №15-ა (ე.წ. აფრიკის დასახლება) 29 აპრილს, 13:00 საათზე, გაზეთ ‘პრაიმ-თაიმის’ პრესკლუბში, დავით ოქიტაშვილი, ლევან წულაძე, გიზო ნიშნიანიძე და ეკა იოსელიანი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. 29 აპრილს, 13:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში ‘სოლიდარობა უკანონო პოატიმრებს’ პრესკონფერენციას გამართავს და ე.წ უკანონო პატიმართა ახალ 50- კაციან სიას წარმოადგენს. 29 აპრილს, 14:00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაზა პეტრიაშვილს წარადგენს. მის: დადიანის ქ.#65 (სკვერი) 29 აპრილს, 15:00 საათზე, ‘ალიანსი საქართველოსთვის’ სანზონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ანდღულაძეს წარადგენს. მეტროს სადგური ‘ღრმაღელე’ 29 აპრილს, 15:30 საათზე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (IIსართ.) კიევ-მოგილიევოს აკადემიის პოლიტიკური ანალიზის სკოლის დირექტორის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (აშშ) რუსეთის პოლიტიკის ახალი გამოწვევების პროგრამის წევრ ოლექსი ჰარანისთან შეხვედრა გაიმართება. თემა: ‘არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში’. 29 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში `ჰერეთის დღეების’ ფარგლებში ფოტოგამოფენა და ფოლკლორული საღამო მოეწყობა. იხილეთ epn.ge
-
საქართველოში დღეს მოხალისე უცხოელ მასწავლებელთა პირველი ნაკადი ჩამოვიდა. ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის’’ პროექტის პარალელურად ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსი’’ საქართველოში მოხალისე ინგლისურენოვანი მასწავლებლების მოზიდვას ახორციელებს. 37 მოხალისე მასწავლებელი საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისურს ადგილზე შეასწავლიან. ინგლისურენოვანი მასწავლებლები გაკვეთილებს ქართველ ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ. პროგრამა ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის’’ ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. ორივე პროექტის მიზანი საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებაა. მოხალისე პედაგოგთა რეგისტრაცია საიტზე www. tlg.gov.ge მიმდინარეობს. საიტი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა და გარდა იმისა, რომ მოხალისე პედაგოგები მასზე დარეგისტრირებას შეძლებენ, ასევე სრულ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე. უცხოელი პედაგოგების საქართველოში ჩამოსვლა ივლისში დასრულდება. ახალი სასწავლო წლიდან უცხოელი მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს. ინგისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოვლენ. ინგლისურენოვანი მასწვალებლების პირველ ნაკადს თბილისის აეროპორტში საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დახვდნენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images95.jpegსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზს გახსნის. ახალი აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის ამ დასახლებაში და იგი გარკვეული შეღავათებით შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. 94-ე საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ ცურვისა და წყალბურთის გაკვეთილები. საცურაო აუზს დიმიტრი შაშკინი 94-ე საჯარო სკოლაში ხვალ, 12 საათზე გახსნის. იხილეთ epn.ge
-
http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9hWXiI_gqI/AAAAAAAADm4/Vuqywb1xs38/s200/tele_phone4.jpgბოლო დროს ძალზე მომრავლდა სატელეფონო აფერის შემთხვევები, ანუ გამოჩნდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთა პროფესიადაც სატელეფონო ეშმაკობით ადამიანთა მოტყუება იქცა. ალბათ ბევრისთვის უკვე კარგადაა ცნობილი რამდენიმე ხერხი და ვარიანტი იმისა, თუ როგორ აღმოვჩენილვართ ცალკეულ შემთხვევებში მოტყუებულნი აბონენტის როლში და რაც ყველაზე ცუდია, ხშირად ძალიან უძლურებიც ვართ, რამენაირად შევძლოთ მათი გამოვლენა. შემთხვევა N1 სატელეფონო აფერის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია, როდესაც მავანი აფერისტი ვითომ და რომელიღაც სატელეფონო ლატარეის ორგანიზატორის როლში გვევლინება. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ეს მეთოდი იმდენად საყოველთაო გახდა, რომ ბევრი მკითხველი ალბათ საკუთარ თავსაც აღმოაჩენს მოტყუებულის ამპლუაში. აფერის სტილი და სტრუქტურა კი ასეთია: მობილურ ტელეფონებზე რეკავს უცნობი ადამიანი, რომელიც გეცნობათ, როგორც იმ სატელეფონი ფირმის თანამშრომელი, რომლის აბონენტიც თავად ხართ და გამცნობთ თქვენთვის, ერთი შეხედვით ძალზე გასახარ ამბავს - თითქოსდა რომელიღაც სატელეფონო გათამაშებაში გაიმარჯვა თქვენმა ნომერმა და „მოგებულ” საკმაოდ დიდ თანხას, ანდა რაიმე ძვირად ღირებულ ნივთს გისახელებთ. თუკი დაეჭვდით, ანდა სათანადოდ ვერ გაერკვიეთ უცნობის „კეთილ ზრახვებში” და უთხარით, რომ თქვენ არავითარ გათამაშებაში არ მონაწილეობთ და არც მოგებული თანხის რეალურობისა გჯერათ, იგი ძალზე მშვიდი ხმით გეუბნებათ, რომ „ეს თქვენი გადასაწყვეტია”, მაგრამ თვითონ ძალიან უკვირს, რატომ აცხადებთ უარს ამ „ციდან ჩამოვარდნილ” არცთუ მცირე თანხაზე. ცნობის ასეთი, ვითომდა `უემოციო ახსნის შემდეგ, ძალიან დიდი შანსია, რომ დაინტრიგდეთ და თუნდაც იმ ელემენტარული წესებით, რომ „ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯება” - დაინტერესდეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი თქვენს მიერ „მოგებული” თანხის განაღდება. ლაშა ხაბურძანია, სამართალმცოდნე: „რაკიღა უცნობი ხვდება, რომ უკვე მისი მორიგი „მხვერპლი” ხართ, გთავაზობთ თანხის განაღდების რამდენიმე ვარიანტს. ერთი გეუბნებათ, რომ `თუ გნებავთ მითხარით თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და კოდი, ჩვენ ნახევარ საათში უკვე ანგარიშზე დავსვამთ თქვენს თანხას”. თუ აღმოჩნდა, რომ საკუთარი საბანკო ანგარიში არ გაქვთ გახსნილი, ანდა, გაქვთ, მაგრამ იქ შეტანილი თანხის სიდიდის გამო ანგარიშის კოდის გაცემის გეშინიათ, უცნობი ამ შემთხვევაში „მოგებული” თანხის აღების მეორე ვარიანტს გთავაზობთ და გეუბნებათ, ჩვენთან ხელზე ფულის აღება აკრძალულია და ვალდებული ვართ, რომ გამარჯვებულებს რაიმე ანგარიშზე დავუსვათ კუთვნილი თანხა. ამიტომ თუ გნებავთ თქვენი ტელეფონის ანგარიშზე გადმოვრიცხოთო. ამ ყველაფერს გაუგებარი საფინანსო ტერმინოლოგიით გიხსნით, თქვენ კი მხოლოდ იმას ხვდებით, რომ აუცილებელია იყიდოთ „მონო” ან „ლაი-ლაი” ბარათი და უთხრათ მისი კოდი უცნობს და ვითომდა ამავე კოდზე გადმოირიცხება თქვენი „მოგება”. ანუ, 5-30 ლარიანი საფასურის ნაცვლად თქვენს ანგარიშზე 200-300 ან უფრო მეტი თანხა დაგერიცხებათ. ამ შემთხვევაში ცდუნება რა თქმა უნდა ძალიან დიდია. მით უმეტეს, როდესაც უცნობი გარწმუნებთ, რომ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერ სატელეფონო ოფისიდან გამოიტანოთ იგი ნაღდ ფულად“. თუ დაჰყვებით ცდუნებას, თუნდაც იმ აზრით, რომ „ვნახოთ რა მოხდება” და ყველაფერი უცნობის მითითებით შეასრულეთ, იგი დამშვიდობების წინ დაგაიმედებთ, რომ ხუთ წუთში თანხა თქვენს ანგარიშზე გადმოვა. არათუ ხუთი წუთი, შეიძლება რამდენიმე საათიანი მოცდაც კი, მოგიწიოთ საკუთარ მოტყუებულობაში დასარწმუნებლად. მერე კი, როდესაც ალბათ ძალიან გაბრაზებული, ან ძალიან გაკვირვებული თქვენს ტელეფონზე დაფიქსირებულ უცნობის ტელეფონზე გადარეკავთ, რათა გაიგოთ თუ რაშია საქმე და რატომ არ გირიცხავენ კუთვნილ თანხას, ტელეფონი ან გამორთული იქნება, ანდა იგივე უცნობი ხმა გიპასუხებთ, რომ გაგაცურათ და თქვენს მიერ ნაყიდი ბარათის თანხა უკვე მის ანგარიშზეა დარიცხული. მნიშვნელოვანია იცოდეთ ისიც, რომ თქვენი ამგვარი „გადაგდების” შემდეგ, აფერისტის ვინაობის გასარკვევად ამაოდ მიმართავთ სატელეფონო ფირმას, რადგანაც სასტიკად აკრძალულია აბონენტების ვინაობის გამხელა, თუკი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. ერთი „მონო“ ბარათის გამო პოლიცია-სასამართლოებში სირბილი კი, გვგონია რომ არ უნდა გიღირდეთ. შემთხვევა N2 დაახლოებით წინა სატელეფონო შემთხვევის მსგავსია მეორე გავრცელებული აფერაც, თუმცა ეს გამოძალვას უფრო ჰგავს. ანუ ამ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოდის არა ვინმე ჩუმი, ეშმაკი და გაქნილი მატყუარა, არამედ ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენელი, რომლის მთავარი ამოცანაც იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი დაშინების ანდა, ასევე შიშის გამო დაყოლიების შედეგად გამოგძალოთ გარკვეული თანხა. ლაშა ხაბურძანია: „მობილურ ტელეფონზე გირეკავთ მამაკაცი, რომელსაც ძალიან „ძველბიჭური” საუბრის მანერა აქვს და გამცნობთ, რომ იგი ციხიდან რეკავს და რადგანაც მას და იქ მყოფ სხვა „კაი ბიჭებს” ტელეფონის ფასიანი ბარათის ყიდვის ფული ამჟამად არ აქვთ, თქვენთან დარეკვა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ თქვენ მათ პატივს სცემთ და როგორც „ვაჟკაცი კაცი”, ერთი ბარათის ყიდვას და მისი კოდის თქმას არ დაზარდებით. თან იმასაც გეუბნებათ, რომ მათ, ყველამ იციან თქვენი ვინაობა და რომ ისინი სულ ციხეში არ იჯდებიან. ადრე თუ გვიან გამოვლენ, პატივი ეცით და ბარათის ფულით ახლა დაეხმარეთ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, ისინიც არ დაგივიწყებენ, ხოლო, თუ უარს ეტყვით ამასაც დაიმახსოვრებენ. რა თქმა უნდა, თავიდანვე დაეჭვდებით, ნეტავი საიდან მიცნობენო, მაგრამ უმალ იმასაც იფიქრებთ, რომ ღმერთმა უწყის, შეიძლება მართლაც მიცნობენ და რამდენიმე ლარის გულისთვის ეს ხალხი როგორ გადავიმტეროო. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა დაადასტურა, ძალიან ბევრი ადამიანი შიშის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო თანხმდება ციხიდან მის ტელეფონზე მოსულ შემოთავაზებებს და ბევრი მართლაც უგზავნის ახალნაყიდი ბარათის კოდს. როგორც ამ ადამიანების საუბრებიდან ირკვევა ერთხელ „დახმარების” შემდეგ, როგორც წესი, მათ თითქმის ყოველ თვე აწუხებენ და უკვე აშკარა მუქარებით არა მარტო სატელეფონო ბარათს, არამედ თანხის ციხეში შეგზავნასაც სთხოვენ მავანი პატიმრების სახელზე. ჩვენ ასევე გამოვარკვიეთ ისიც, რომ ამ მეთოდით ციხეში არმყოფი ადამიანებიც „ჩალიჩობენ”, რომლებიც თავს პატიმრებად ასაღებენ. ბევრი მართლაც ფიქრობს, რომ თუ კი, ხსენებულ თანხას პატიმრების სატელეფონო ანგარიშზე არ გადარიცხავს, მას ან მის ოჯახს პრობლემები შეექმნება. მაგრამ სულ ტყუილად - გამორიცხულია უცნობმა თქვენი ვინაობა ტელეფონით ზუსტად დაადგინოს, თუ კი, რა თქმა უნდა თქვენვე არ უთხარით იგი. თანაც ძალზე საეჭვოდ მიგვაჩნია, ვინმემ რაიმე დაგიშავოთ ერთი მონო ბარათით არდახმარების გამო ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ თქვენს ტელეფონზე დამრეკავი ასეთი მთხოვნელები, თავაზიანი, მაგრამ მკაცრი უარით გაისტუმროთ. შემთხვევა N3 სატელეფონო აფერის ხერხი, რომელზეც ახლა გიამბობთ, აშშ-ში საკმაოდ გავრცელებული იყო და ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოშიც შემოვიდა, ამ ხერხს ჩვენ შეგვიძლია ოფიციალური აფერაც კი ვუწოდოთ. ის იდენად ჭკვიანურად და კარგადაა მოფიქრებული, რომ საკმაო ხანს მისი დადგენა და გამოვლენა უმაღლესი დონის სამართალდამცავებსაც კი უჭირდათ. მოგეხსენებათ, რომ არსებობს გარკვეული ფირმები, ორგანიზაციები, სადაც დარეკვა და სატელეფონო კონსულტაციები ფასიანია. თუმცა ტელეფონის ნომრების რეკლამირებისას ყოველთვის არის ხაზგასმული რომ დარეკვა ფასიანია და დარეკვიდან გასულ ყოველ წუთზე გარკვეული თანხაა გადასახდელი. სწორედ მომსახურების ეს ფორმა გახდა ბოლო დროს საქართველოში მავანი აფერისტების ხელის მოთბობის საკმაოდ შემოსავლიანი დ იოლი წყარო. ასე მაგალითად, დღეს თბილისში არსებობს რამდენიმე, სპეციალურად აფერული ბიზნესისთვის შექმნილი ე.წ. საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელთა ტელეფონზე კონსულტაციის მიღებისთვის, საუბრის დროს ერთ წუთში დაწესებულია 2, 5, 10 და ზოგჯერ მეტი ლარიც კი. ძალიან საეჭვოა, რომ დღევანდელი, არცთუ სახარბიელო ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მოისურვოს ადამიანმა და ასეთი დიდი გადასახადის მიუხედავად საკუთარი სურვილით დარეკოს, რაც არ უნდა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოელოდეს მათგან. ამიტომ მსგავსმა ფირმა -ორგანიზაციებმა მოიგონეს შემდეგი ძალზე ეშმაკური და უამრავი ადამიანის მოსატყუებელი რამ. ერეკლე ხვიჩია, პროგრამისტი: „სახლის, ან მობილურ ტელეფონზე რეკავს საკმაოდ სანდომიანი ხმის ქალბატონი, რომელიც რამდენიმე, წინასწარ მოფიქრებული მიზეზით (მაგალითად ვითომ ნაცნობის, ვინმეს დავალებით რეკავს ან თქვენს პრობლემაზე სურს საუბარი) გთხოვთ რომ აუცილებლად გადაურეკოთ მას. წმინდა ადამიანური ფაქტორია, რომ როდესაც ვინმე უცხო ადამიანი შენს მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს და რაიმე აუცილებელი საქმე მოჰყავს მიზეზად, სხვა თუ არაფერი, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო მაინც დარეკავ უცნობის მოცემულ ტელეფონის ნომერზე. დარეკვის შემდეგ იგივე ხმა გპასუხობთ, რომელიც დინჯად, სიტყვის ტკეპნის და ვითომდა საქმიანი კილოთი გესაუბრებათ არაფრისმთქმელ საკითხზე. ამასობაში გადის რამდენიმე, როგორც შემდეგში აღმოაჩენთ, მართლაც ძვირფასი წუთები, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ, თქვენი სახლის ტელეფონზე დიდ დავალიანებას აღმოაჩენთ. სიტუაციის გარკვევას შეეცდებით. შეიძლება სატელეფონო ბიუროში საკმაოდ დიდი შელაპარაკებაც მოგიხდეთ, ამა და ამ ორგანიზაციაში მე არ დამირეკავსო, მაგრამ სატელეფონო ბიუროს თანამშრომლები იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელშიც თქვენ დარეკეთ, მართალნი აღმოჩნდებიან, ხოლო თქვენ კი - მტყუანი, რადგან შეიძლება თქვენი სურვილის მიუხედავად, მაგრამ ხომ ნამდვილად გაქვთ ნასაუბრები?“ ამ სტატისს მომზადებასთან დაკავშირებით აუცილებლად მივიჩნიეთ მიგვემართა რამდენიმე სატელეფონო კომპანიისთვის და გაგვეგო ის, თუ რამდენად იყვნენ ისინი ინფორმირებული მსგავს სატელეფონო აფერებზე. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა სატელეფონო კომპანიაში იციან აფერის მეთოდების არსებობის შესახებ, მაგრამ თავადაც არ გააჩნიათ მათთან ბრძოლის რაიმე განსაკუთრებული სტრატეგია. ასე, რომ ყველაფერი თქვენს სიფრთხილეზეა დამოკიდებული.[ლევან სეფისკვერაძე, presa.ge]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kyrgyzstan_2-150x142.jpgბაკიევის ხელისუფლებაში დაბრუნება მისი მხარდამჭერების მიერ 17 მაისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაკტიბექ ალიმბეკოვმა განაცხადა. “ბაკიევმა მხარდამჭერები კონტრრევოლუციის განსახორციებლად შეკრიბა”, – განაცხადა მინისტრმა. ჯალალ-აბადის ოლქში სიტუაციას ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. იქ ბაიევის მხარდამჭერები ხალხს “სამხრეთ-ყირგიზეთის დემოკრატიული რესპუბლიკის” შექმნისაკენ და დროებითი მთავრობის გადაყებების მოწოდებებით პროკლამაციებს ავრცელებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში ძალას ისლამური რადიკალური დაჯგუფებები იკრეფენ, სავარაუდოდ, რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი კი ამ დროისთვის ბელორუსეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ლუკაშენკოს ბაკიევის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/1269433_20100428183638-150x150.jpgპერუ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს. ამის შესახებ ოპოზიციური ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა ოლიანტა უმალამ განაცხადა. “ჩვენ ეს წინადადება კონგრესში გასულ წელს შევიტანეთ. ვწუხვარ, რომ ეს წინადადება ჯერჯერობით არ განიხილება, რადგან მთავრობას ამ ორი ახალი რესპუბლიკის აღიარება არ სურს, იმის გამო, რომ პერუ ამერიკის ინტერესთა სფეროში იმყოფება”, – განაცხადა უმალამ. მისივე განცხადებით პერუს სუვერენული დემოკრატია არ გააჩნია, მაგრამ პერუ უნდა მიისწრაფოდეს მისკენ, რადგან თუ პერუ სუვერენულ დემოკრატიას მოიპოვებს, ის იმ ქვეყნებთან დაამყარებს ურთიერთობას რომლებთანაც ის თავად ჩათვლის საჭიროდ და არა მათთან, რომელთაც მას უბრძანებენ. უმალამ აღნიშნა, რომ 2008 წელს პერუმ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. ოლიანტა უმალა პერუში პოპულარული პოლიტიკოსი თავისი ნაციონალისტური და ანტიამერიკული იდეების გამო გახდა. 2006 წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმათა 45% პროცენტი დააგროვა. მისი ნაციონალისტური პარტია ქვეყანაში მნიშვნელობით მეორე პოლიტიკური ძალაა, აფხაზეთისა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images94.jpegევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების დოკუმენტს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. ამის შესახებ დღეს გამართულკ ბრიპინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. “სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად საჭირო იყო დოკუმენტის 23 ენაზე თარგმნა, რაც უკვე განხორციელდა და სავარაუდოდ ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დოკუმენტს ხელს მოაწერს”, – განაცხადა კალანდაძემ. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს სტუდენტებს, სპრორტსმენებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასვლის მსურველებს ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images93.jpegრუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში, ხვალ აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების, ვახტანგ გზირიშვილისა და კახა თავგორაშვილის ხსოვნის მემორიალი გაიხსნება. მემორიალის გახსნას რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში დავით კირკიტაძე დაესწრებიან. ღონისძიება ხვალ, 14:00 საათზე რუსთავის #7 საშუალო სკოლაში გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/images92.jpegკინოს სახლში შეკრებილი “7 ნოემბრის” წევრები პარლამერნტისაკენ შეძახილებით გაემართნენ. მანიფესტანტები სკანდირებდნენ “თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” და “მიშა ციხეში!” აქციის მინაწილეებმა პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვეს. მოძრაობა “7 ნოემბერი” ფართომასშტაბიან აქციებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გეგმავს. იხილეთ epn.ge