planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა

ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews

PowerColor-ს აქვს უკვე HD 5770 რომელსაც 5 mini-DisplayPort გააჩნია. XFX-ს – HD 5970 რომელზეც 6 ეკრანის შეერთება შეუძლია, ამ კარტას 4GB GDDR5 ტიპის მეხსიერება აქვს.
თუ დავუჯერებთ PowerColor-ს ნათქვამს Facebook-ზე, ის აპირებს “გადაუჯოკროს” თავის კონკურენტებს და გამოუშვას Radeon HD 5970 რომელსაც 12 mini-DisplayPort ექნება. PCI სლოტების შეწივრის გარეშე ამ კარტას ვერ გამოიყენებთ, მას უკავია 3 სლოტის ადგილი. http://www.overclockers.ru/images/news/2010/04/29/12_01.jpg სხვა ინფორმაცია არ არის, შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის რომ კარტას ქვს 2 ცალი 8 პინაინი დენის კონეკტორი. ვარაუდობენ რომ ამ კარტის დეტალები ცნობილი გახდება Computex 2010-ზე რომელიც ინვისში ჩატარდება. overclockers.ge

http://i.ytimg.com/vi/Dup7EBbH6KA/2.jpgVideo: Sukhishvilebi - Georgian Dance (NanukaShow) Added by user: Gelka Date: 30.04.2010 (3:43) Description: სრულად

http://i.ytimg.com/vi/Qf0EdJqg9QQ/2.jpgVideo: Lashari - Chakrulo Added by user: Gelka Date: 30.04.2010 (3:41) Description: Giorgi Ushikishvili & Lashari - Chakrulo

სრულად

http://i.ytimg.com/vi/Zh37erM7gI8/2.jpgVideo: GoGa - HipHop Concert Added by user: Gelka Date: 30.04.2010 (3:39) Description: რეპერი გოგა
სრულად

http://i.ytimg.com/vi/3ZRhOaM_p7s/2.jpgVideo: Sofia Nizharadze - And I'm Telling You Added by user: Gelka Date: 30.04.2010 (3:27) Description: სოფო ნიჟარაძე
სრულად

http://i.ytimg.com/vi/ztWEuP2SAwA/2.jpgVideo: David Gamrekeli - Video clips Added by user: Gelka Date: 30.04.2010 (3:25) Description: David Gamrekeli (1911-1977)1:) Leoncavallo "Pagliacci ") Paliashvili Daisi, Verdi Rigoletto, Paliashvili "Latavra", Leoncavallo Pagliacci, With Ivan Kozlovsky Georgian romance "Only for you/მხოლოდ შენ ერთს", Bobokhidze - Anthem to Kutaisi, Rossini "Il barbiere di Siviglia", Leoncavallo
სრულად

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images100.jpegადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში 10 პუნქტის შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების მოწყობას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით დღეს, მერიის შენობის წინ ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს, რის შემდეგაც აქციების შესახებ განაცხადი მერიაში ოფიციალურად შეიტანეს. როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში ამ ცვლილებას მიიღებენ, არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. “საარჩევნო კანონმდებლობაში ვითხოვთ 10 პუნქტის შეტანას, იმ შემთხვევაში თუ ეს ცვილებები განხორციელდება არჩევნების გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს 15:00 საათზე, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიწვევთ და თუ ვინმეს დასამატებელი ექნება რაიმე შესწორებები მათ გავითვალისწინებთ. ქვეყანაში არსებული საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების ჩატარება გამოიწვევს დიდ უბედურებას”,- განაცხადა ბაჭაპურიძემ. ადვოკატების განცხადებით, თუ ეს ცვლილებები არ შესრულდება 7 მაისს პარლამენტის შენობის წინ აქციები დაიწყება. აქციები კი მათი განცხადებით იმ მიზნით დაიწყება, რომ ქვეყანაში უბედურება არ მოხდეს. იხილეთ epn.ge

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2008121159031-150x150.jpgსაბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2010 წლის 1 აპრილისათვის 3.6 მლრდ ლარს გადააჭარბა. როგორც “ექსპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცანობეს, ეს მაჩვენებელი 1.8 პროცენტით ანუ 62.2 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე. “მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 8.6 მლნ ლარით ანუ 0.7 პროცენტით და 57.6 მლნ ლარით 2.6 პროცენტით”,-აცხდებენ ეროვნულ ბანკში. მათივე ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 აპრილისათვის 28.7 პროცენტი შეადგინა – 1.5 პროცენტული პუნქტით მეტი 1 მარტის მდგომარეობასთან შედარებით. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.8 პროცენტს. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.5 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 22.3 პროცენტს შეადგენს. იხილეთ epn.ge

http://www.epn.ge/wp-content/uploads/statistic4-150x150.jpgსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-მარტში, ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმპორტის ზრდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 358 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ბრუნვის 26,3%). აქედან, ექსპორტი 82 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი ექსპორტის 24,2%) შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 55%-ით მეტია, ხოლო იმპორტი – 276 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი იმპორტის 27,1%), რაც გასული წლის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია. დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 2010 წლის იანვარ-მარტში 429 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ბრუნვის 31,6%). აქედან, ექსპორტი – 118 მლნ. აშშ დოლარია (მთლიანი ექსპორტის 34,8%), რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 45%-ით აღემატება, ხოლო იმპორტი – 311 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 30,5%), რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტი. 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი 65%-ს შეადგენს. იხილეთ epn.ge

http://www.epn.ge/wp-content/uploads/aes2802-150x150.jpgსაქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარებს სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში, სოფლად მცხოვრები 4 766 აბონენტი სარგებლობს. სოფელ ნინოწმინდაში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. უმოკლეს დროში მოხერხდა სამუშაოების დასრულება თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში – რუისპირი, წიწკანაანთ სერი, კუჭატანი და სანავარდო, რის შედეგადაც 1 600 აბონენტი ინდივიდუალური მრიცხველებით სარგებლობს. უახლოეს მომავალში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დასრულდება შემდეგ სოფლებში: ვარდისუბანი, ქისტაური, ტიბაანი, წყაროსთავი, მაწიმი, ველისციხე, წ/წყარო, შილდა. კახეთის რეგიონში სოფლების სრული გამრიცხველიანების სრული დასრულება 2014 წლის 1 იანვრისათვის იგეგმება. იხილეთ epn.ge

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images99.jpegიმერეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი ფერმერთა მომსახურების ცენტრი და რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ათასწლეულის ფონდის ინფორმაციით, ზესტაფონში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებითა და მომსახურებით უზრუნველყოფს. აქ მათ შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ მინერალური სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ვეტერინარული პრეპარატები, სათესლე-სარგავი მასალა, აგრარული სამუშაო იარაღები და სხვა. აგრეთვე, მიიღონ ინფორმაცია გასაღების ბაზრებისა და ფასების შესახებ, გაიარონ კონსულტაციები სოფლის მეურნეობის საკითხებში. ზესტაფონის ფერმერთა მომსახურების ცენტრმა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 49 800 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 13 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 1 500-მდე ადგილობრივი ფერმერი კი არაპირდაპირ სარგებელს მიიღებს. ფარცხანაყანებში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ელვანი +“, რომელმაც აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 49 300 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხითა და ადგილობრივი მეწარმის თანადაფინანსებით დაარსდა მცირე მასშტაბიანი რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელშიც ხდება ორი ტიპის ყველის (სულგუნი და იმერული) და ნადუღის წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 11 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 25-მდე ადგილობრივმა ფერმერმა კი დამატებითი სარგებელი ჰპოვა. ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, დღეისათვის, 286 პროექტია დამტკიცებული: პირველადი წარმოების, მცირე/საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16,2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, საქართველოს რეგიონებში 3 600- მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს. იხილეთ epn.ge

http://www.epn.ge/wp-content/uploads/tb_marioti01-150x150.jpgდღეს, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსა და ჟენევაში განთავსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა მინიტორინგის ცენტრის ერთობლივი პროექტით გამოცემული წიგნის “მძიმე ტვირთი” პრეზენტაცია მოეწყო. წიგნში განთავსებულია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 13 ადამიანის ცხოვრებისეული ისტორია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ბესიკ წერედიანი. როგორც წერედიანმა აღნიშნა, მსგავსი გამოცემები ხელს შეუწყობს მსოფლიოსთვის დევნილთა პრობლემების გაცნობას. “დევნილთა პრობლემების არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზციებისთვის გაცნობის მიზნით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქმიანობა გაააქტიურა. ვეძებთ ახალ გზებს, რათა დროულად მოგვარდეს თითოეული დევნილის პრობლემა. ამ წიგნის გამოცემაც სწორედ ამის დადასტურებაა,”- განაცხადა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ ბესიკ წერედიანმა. იხილეთ epn.ge

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images98.jpegდღეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ფოტოგამოფენა “წეროვანის ფოტოდღიურები” გაიმართება. როგორც “ექსპრესნიუსს” სუბელიანის უწყებიდან აცნობეს, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი “წეროვანის ფოტოდღიურები” რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც წეროვანის დევნილთა დასახლებაში ფოტო სესიების სერიას მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ ფოტოგადაღებები ფოტოფირზე განხორციელდა და მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით ხელით დაიბეჭდა. გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება, სადაც 40 ფოტო გამოიფინება. ფოტოპროექტი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. იხილეთ epn.ge