planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/koko1-150x150.jpg პარტია ,,თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გაყოფა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის ჯანდიდატის გიგი უგულავასთვის მომგებიანია. ამის შესახებ გამსახურდიამ დღეს ,,პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი აზრით, ამ არჩევნებში გიგი უგულავას გამარჯვება გარანტირებული აქვს. გამსახურდია ამბობს, რომ სწორედ ესაა მიზიეზი იმისა, რომ მისმა პარტიამ საკუთარი მერობის კანდიდატი არ დაასახელა. ,,ჩვენ მერობის კანდიდატი იმიტომ არ გვყავს, რომ ისედაც რამდენიმე კანდიდატი იყოფს ხალხის ხმას და კიდევ ერთის დამატებას აზრი არ აქვს. ხმების გაყოფა გიგი უგულავასთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება”,- აღნიშნა გამსახურდიამ. გამსახურდია ,,NDI”- ს კვლევებზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ, ეს გამოკითხვა ხელისუფლების აზრის გამოხატულებაა და ამიტომ არ თვლის სერიოზულად. გამსახურდია არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსვლასაც არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, თუ არჩევნები გაყალბდება, დიდი შანსია იმისა, რომ იგი ოპოზიციის აქციებს შეუერთდეს. იხილეთ epn.ge
-
http://i.ytimg.com/vi/SsKrpEXgvnM/2.jpgVideo: Megi Gogitidze - Mtredi Added by user: Gelka Date: 12.05.2010 (6:57) Description: მეგი გოგიტიძე - მტრედი სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba5117-150x150.jpgმოსკოვის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი თემურ გაბუნია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას www.lenta.ru ავრცელებს. თემურ გაბუნია რუსეთის მოქალაქეა. 56 წლის ე.წ. “კანონიერი ქურდის” აყვანა ქუჩაში მოხდა და ჩხრეკის დროს მას 41 გრამი ჰაშიში აღმოაჩნდა. გაბუნიას წინააღმდეგ საქმე ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდებით აღიძრა. კრიმინალური ავტორიტეტი რამდენიმე დანაშაულისთვის ხუთჯერ იყო ნასამრთლევი, ყველაზე დიდხანს იგი ციხეში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა მილიციელის მკვლელობისთვის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/svecicxoveli1-150x150.jpg კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ხვალ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს მოინახულებენ. რურუა და ვაჩეიშვილი სვეტიცხოვლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ბებრისციხის დამეწყრილ ტერიტორიას დაათვალიერებენ. ამასთან ერთად, ბებრისციხის მდგომარეობის დამძიმების, დამეწყრილი ადგილების რაოდენობრივად გაიზარდისა და ძეგლისთვის საშიში ახალი კერების გაჩენის გამო ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ყოველდღიურ რეჟიმში კვლევას გააგრძელებენ. მათ მიერ უკვე მოძიებულია გასულ წლებში ჩატარებული გეოლოგიური კვლევის შედეგები, ხდება არსებული მასალის ანალიზი და შეჯერება უახლეს ინფორმაციასთან. აღსანიშნავია, რომ ბებრისციხის ჩემონგრევამდე, რამდენიმე ხნით ადრე დასრულდა სრული ტერიტორიის ტოპოგრაფიული აზომვა. ამ ეტაპზე ხორციელდება ხელახალი აზომვები, რაც სპეცილისტებს საშუალებებს მისცემს უახლოს მომავალში გარკვეული დასკვნები გამოაქვეყნონ. ეს კი გახლავთ წინაპირობა საპროექტო სამუშაოების დაწყებისათვის. სვეტიცხოვლის ტაძარში უკვე რამდენიმე თვეა ძეგლის სამგანზომილებიან სისტემით აზომვა და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/medikosebi1.jpg მედიკოსთა კავშირმა დღეს ჯანდაცვისა და სოც.უზრუნველყოფის მოდიფიცირებული პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას დღეს თბილისის მერობის კანდიდატების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „სახალხო დემოკრატების“ ოფისში მედიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ – ქეთევან გეჯაძემ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მოდიფიცირებული პროექტი წარადგინა. მედიკოსთა განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ხალხზე ზრუნვაა, ამიტომ აუცილებელია ევროპული სტილის სოციალური სისტემა. გეჯაძე განმარტავს, რომ სახელმწიფომ მუნიციპალური საავადმყოფოები გაყიდა, რის გამოც სოციოალურად დაუცველი მოქალაქეები უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩნენ. პროექტი სამი საავადმყოფოს: ონკოლოგიური ცენტრის, კარდიოლოგიის ინსტიტუტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლას ითვალისწინებს. აქვე განხილულია სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხებიც. პროექტის შინაარსის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირებს თვეში 130 ლარიანი დახმარება უნდა გამოეყოთ, საშემოსავლო გადასახადმა კი 40%–იდან ქვემოთ, ხელფასის გათვალისწინებით უნდა დაიწიოს. ასევე, აუცილებელია უფასო სამედიცინო დაზღვევა, რომელიც რეალურად იფუქნციონირებს. „ჩვენ ხელისუფლებასა და მერობის კანდიდატებს ვთავაზობთ გაითვალისწინონ ჩვენი ხედვა, რადგან ეს ჩვენს მოსახლეობას ყოფით პირობებს გაუუმჯოებსებს,“ – განაცხადა გეჯაძემ. შეხვედრას თბილისის მერობის კანდიდატების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ალიანსი საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა დავით ონოფრიშვილმა და მოძრაობა „სოლიდარობის“ მერობის კანდიდატმა – თამაზ ვაშაძემ პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს. პრეზენტაციის ბოლოს ნიკა ივანიშვილმა კოლეგებს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების გარშემო ღია ოპოზიციური დებატების გახსნა შესთავაზა. მისი განმარტებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ სპექტრს საკრებულოსთვის მოამზადებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/folklori-150x112.jpgქართულ ქორეოგრაფიაში მასტერკლასები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობაში 13 – 16 მაისს გაიმართება. მასტერკლასები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ტარდება. `მასტერკლასები ქორეოგრაფიაში~ ყოველწლიურად ტარდება. 2007 წელს ჩატარდა სწავლება აჭარულ ცეკვაში, 2008 წელს – სვანურ ცეკვაში, 2009 წელს _ რაჭულ ცეკვაში. 2010 წელს მასტერკლასები მეგრულ ცეკვაში ჩატარდება. მასტერკლასების ჩასატარებლად, სამეგრელოს რეგიონიდან საგანგებოდ მოწვეულები იქნებიან ცნობილი ქორეოგრაფები და მოცეკვავეები. ქორეოგრაფიაში მასტერკლასების ჩატარების მიზანია, მეგრული ხალხური ცეკვის სიწმინდის დაცვა, მეგრული ცეკვებისათვის დამახასიათებელი იშვიათობადქცეული მოძრაობებისა და ილეთების ჩვენება. ქორეოგრაფთა, ქორეოლოგთა და მოცეკვავეთათვის ცოცხალი, უნიკალური მასალის მიწოდება. ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების, თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდება, როგორც პრაქტიკული სწავლება, ასევე თეორიული სემინარები. მასტერკლასებს უხელმძღვანელებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი უჩა დვალიშვილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/biblioteka-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დღეს, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან ერთად, დღეს ქსნის №7 დაწესებულებაში იმყოფებოდა. ნიკოლოზ რურუას ინიციატივით, დაწესებულების ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის ათასზე მეტი ახალი წიგნი გადაეცა. სასჯელაღსრულების ინფორმაციით, სამინისტრო აგრძელებს ყველა დაწესებულებების ბიბლიოთეკის განახლებას. სულ ცოტა ხნის წინ ხათუნა კალმახელიძემ არასრულწლოვანთა დაწესებულებას სახელმძღვანელოები გადასცა. სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მსჯავრდებულთა განათლების, რესოციალიზაციის და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობაა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/burjanazis-logo-150x150.jpg “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი ფორმით მონაწილეობას არ ღებულობს. ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც “დემოკრატიულ მოძრაობაში” განმარტავენ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფრომაცია, თითქოს ისინი საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატს, ზვიად ძიძიგურს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “დემოკრატიული მოძრაობა” კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ჩვენს მომხრეებს არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში. ბურჯანაძის პარტიაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ გადაწყვეტს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებს. დემოკრატიული მოძრაობა კი კვლავ აგრძელებს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის ბრძოლას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia8-150x150.jpg500-მდე ადვოკატი მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და 30 მაისამდე გაგრძელდება. ადვოკატთა საპროტეტსო აქცია პარლამენტთან ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, მოქმედი საარჩევნო ნორმების გათვალისწინებით, 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობა აბსურდულია. მისი თქმით, 10_15 ადვოკატი, ყოველდღე როტაციის წესით შეიცვლება. აქციას კი მჯდომარე ხასიათი ექნება. ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ აქციებთან დაკავშირებით თბილისის მერია უკვე გაფრთხილებულია. ადვოკატები საარჩევნო უბნების ფორმირებას 1500 ამომრჩევლის საფუძველზე და ცალკე იმ ამომრჩეველთა სიის გამოიკრას ითხოვენ, რომლებიც უბანზე აღრიცხულნი არიან, მაგრამ საქართველოში არ იმყოფებიან. ადვოკატები ასევე საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 14 კვალიფიციური სუბიექტისგან პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას, კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა შეცვლის თავისუფალი რეჟიმის შემოღებას ითხოვენ. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ყველა დონის არჩევნებზე 50%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენას, ასევე, არჩევნების კომისიის სიითი შემადგენლობის 2/3-ით შეჯამებას და მთელ რიგ სხვა ტექნიკურ-პროცედურულ ცვლილებების დაწესებას ითვალისწინებს. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ,,მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის 77-ე, 110-ე, 120-ე, 126-ე და მთელი რიგი მუხლების გათვალისწინებით, წარმოუდენელია ოპოზიციურმა სუბიექტებმა ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ, თუკი ამის პოლიტიკური ნება თავად ხელისუფლებას არ ექნება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პარლამენტი პროექტის განხილვას არ დაიწყებს, ადვოკატები პარლამენტის წინ კაბინეტს დადგამენ, სადაც საჩივრებს მოქალაქეების მეირ შესულს სასამართლოებში პირდაპირ იქედან გააგზავნიან. ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის ცვლილებების პროექტის პარლამენტში ინიცირებას დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ან გია ცაგარეიშვილი მოახდენს. იხილეთ epn.ge
-
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი და გენერალური შტაბის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ცქიტიშვილი „ინტერპრესნიუსის“ ოფისში ვეტერანთა და თანამოაზრეთა მოძრაობის აღდგენის თაობაზე განცხადება გააკეთეს: „უსამართლო და შეურაცხმყოფელია ხელისუფლების დამოკიდებულება 1992-1993 წლების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა და დევნილთა მიმართაც. ჩვენ, საინიციატივო ჯგუფი, ვიწყებთ ვეტერანთა და თანამოაზრეთა ერთიანი მოძრაობის აღდგენას, რათა აქტიური მონაწილეობა მივიღოთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს ვეტერანთა უფლებების დაცვა, არჩევნების მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აქტიურობა თუ შესაძლო საფრთხეების განეიტრალება. მოვუწოდებთ ვეტერანებსა და თანამოაზრეებს, მხარდაჭერისაკენ, რომ კიდევ ერთხელ გავიბრძოლოთ საკუთარი ქვეყნის ღირსებისათვის“. გია ყარყარაშვილი: „საინიციატივო ჯგუფი მოძრაობის სახელს, კონკრეტულ მიზნებს, ამოცანებს და მათი რეალიზაციის გზებს თანამოაზრეებთან კონსულტაციების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში წარმოადგენს. ვეტერანთა მოძრაობა არსებობდა, მაგრამ 2003 წელს ახალი ხელისუფლების დაპირებების შემდეგ იმისთვის, რომ ჩვენი აქტიურობით დიპლომატიური დიალოგისთვის ხელი არ შეგვეშალა, მოძრაობა შედარებით მინელდა. დღეს კი ამ მოძრაობის გააქტიურება აუცილებელია“. ირაკლი ბათიაშვილი: „ვეტერანთა და თანამოაზრეთა მოძრაობა არ არის პოლიტიკური და ეს მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა. მე ვეტერანი ვარ, აქ არიან ჩემი ყოფილი თანამებრძოლები და ჩემი აქ ყოფნა სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია. იმედი მაქვს, რომ ეს მოძრაობა გაფართოვდება და ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული ფაქტორი გახდება“. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან გია ყარყარაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, ავთანდილ ცქიტიშვილი, თადარიგის ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე, თადარიგის პოლკოვნიკი ლევან ასათიანი, თადარიგის პოლკოვნიკი ლევან გამყრელიძე, თადარიგის პოლკოვნიკი დავით ძებისაშვილი, თადარიგის პოლკოვნიკი ანდრო კალატოზიშვილი, თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი ლაშა ქოიავა, თადარიგის მაიორი ჯუმბერ თავშავაძე, თადარიგის მაიორი თამაზ გოჩაშვილი, თადარიგის კაპიტანი გიორგი გიუაშვილი და ნიკოლოზ ასათიანი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cyaldidoba-150x150.jpgგადაუღებელი წვიმების შემდეგ ადიდებულმა მტკვარმა აზერბაიჯანის აღმოსავლეთით მდებარე საბირაბადის რეგიონის 20-მდე სოფელი დატბორა. სტიქიას ამ დროის მონაცემებით მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, 20 000_ზე მეტი სახლი მთლიანად დაიტბორა. დატბორილი ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციას ამჯამად სპეციალური ტექნიკა და ვერტმფრენები ახორციელებენ. მთავრობამ დაზარალებულთათვის დროებით საცხოვრებელი კარვები გამოყო. აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, სტიქიის მიერ მოყენებული ზარალი დიდია, თუმცა, ზუსტი რიცხვი ჯერ არ სახელდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xili-150x150.jpg საქართველოდან აზერბაიჯანში ხილს და ბოსტნეულს აღარ უშვებენ. მეწარმეების ნაწილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საბაჟო სამსახური მათ 6 თვიან ლიცენზიას სთხოვს, რომლის ღირებულებაც 25 ათასი დოლარია. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ხელისუფლებას ქართული კომპანიების დაცვას სთხოვს. მისი თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები ქართულ ბაზარზე ხელოვნურად შემცირებული ფასებით შემოდიან, რაც კონკურენციას არღვევს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ამბობს, რომ შესაბამისი რეაგირების გარეშე 3 წელიწადში ბაზარზე მხოლოდ სომხური და აზერბაიჯანული კომპანიები იქნებიან. იხილეთ epn.ge