Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ირაკლი ალასანია წყნეთში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. თბილისის მერობის კანდიდატმა დევნილებს საკუთარი დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები გააცნო. წყნეთში დევნილების მთავარ პრობლემად საცხოვრებელი ფართების დაკანონება რჩება. „ ჩემი არჩევიდან სამ კვირაში იძულებით გადაადგილებულ პირებს ეს პრობლემა თბილისში აღარ ექნებათ, სირცხვილია როდესაც ხელისუფლება ამ ადამიენებს ასე ექცევა.“– განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
  2. დღეს კიდევ ერთი სესია მოვაწყვეთ. ამჯერად რეკორდებს ვერ წავეთამაშეთ, მაგრამ ნაყოფიერი გამყინვარება იყო. მივაყინეთ ამდ სემპრონ 140, ერთბირთვიანი პროცოსორი, რომელსაც თავისი ერთი ბირთვის გამო მაღალი ქულები მოაქვს wprime-ს რანკინგში. სამწუხაროდ ასუსის turbo V-მ ვერ იმუშავა ჩემს დაკასტრირებულ ვინდოუსში და მხოლოდ ბიოსიდან მომიწია რაზგონი, 325 ფსბ, ეს იყო მაქსიმუმი რითაც დავიბუთეთ და შესაბამისად სიხშირემ შეადგნა 4388 მეგაჰერცი. ამ სიხშირისთვის ნირმალური შედეგები დავდეთ: 32M http://s50.radikal.ru/i129/1005/a6/17236c69b08a.jpg RANK wPrime 32m 1x CPU rank: 50th out of thousands, good for 15.1 points. wPrime 32m Sempron 140 rank: 50th out of 105, good for 0.5 points. 1024M http://i018.radikal.ru/1005/ad/63e29663cd84.jpg RANK wPrime 1024m 1x CPU rank: 32nd out of thousands, good for 7.5 points. wPrime 1024m Sempron 140 rank: 32nd out of 70, good for 0.6 points.</p> საერთო ჯამში 23 ქულა შეემატა გუნდს. overclockers.ge
  3. დღეს, “ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ თბილისის, ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, აღნიშნულ ობიექტზე ჩასახლებულ დევნილებს ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის. მისივე თქმით, ხელისუფლებას თითქოს პასუხისმგებლობა აქვს მოხსნილი დევნილებზე, განსაკუთრებით კი თბილისის ზღვაზე კორპუსებში მცხოვრებ ხალხზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის დევნილებზე აუცილებლად იზრუნებს. „ხელისყფლებას არ აქვს ნება, სურვილი, რომ ამ ადამიანებზე იზრუნოს. ჩვენ ვპირდებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მერის პირდაპირი პასუხისმგებლობა მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ
  4. მე ვერ დაგპირდებით უფასო წყალს, გაზსა და ელექტროენერგიას, მაგრამ გპირდებით, შეგიქმნით პირობებს, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა შეძლოთ, – ამის შესახებ, „ალიანსი საქართვეწლოსთვის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ლოტკინის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ალასანიას თქმით, საზოგადოება წლების განმავლობაში ცრუ დაპირებებს ისმენს და უკვე აქვს იმის გარჩევის უნარი, რა არის რეალისტური და რა – პოპულისტური. „რას გვპირდებიან 20 წელია და რა შეგვისრულეს, ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ 30 მაისს, როცა საარჩევნო უბანზე მივალთ. ჩვენი პროგრამა რეალისტური და ფინანსურად დასაბუთებულია, ამიტომ გავაერთიანოთ ხმები და დავიწყოთ ცვლილება, მოგმართავთ ყველას, ჩვენი არჩევანი ფარული დარჩება, ეს გარანტირებულია“, – აღნიშნა ალასანიამ. მერობის კანდიდატის განცხადებით, „ალიანსი საქართველოსთვის“ პროგრამა ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებსა და დასაქმებაზეა ორიენტირებული, „დღეს ხელისუფლებას ხელი აქვს აღებული ამ უბანზე, გზებიც მიტოვებულია და XXI-ე საუკუნეში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ჩვენ ვპირდებით, რომ ვიზრუნებთ მათი ინტერესების დაცვაზე და რეალისტურად განვახორციელებთ ყველა დაპირებას, როცა ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვალთ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მოსახლეობამ მერობის კანდიდატს სწორედ წყლის გრაფიკით მიწოდებასა და დაზიანებული გზების შესახებ შესჩივლა. ერთ-ერთი მცხოვრების თხოვნით, ალასანიამ ახლომდებარე ქუჩაზე დაზიანებული გზის მონაკვეთიც მოინახულა, სადაც წყალია დაგუბებული და მოსახლეობას გადაადგილება უჭირიხ ნახეთ
×
×
  • შექმენი...