Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/utashvili-150x150.jpg გალში ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ექსმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარეს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი უხელმძღვანელებს. ის შეხვედრაზე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს და ასევე გალში მოსახლების შევიწროვების საკითხებს დააყენებს. “შეხვედრაზე საზღვრის დარღვევის ფატებს დავაყენებთ და კიდევ გალში მცხოვრები მოსახლეობის შევიწროების საკითხს, ვინაიდან ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გართულდა მოსახლეობის მდგომარეობა”,- განაცხადა უტიაშვილმა. იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ekon-ganvit-saminintro5-150x150.jpg ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობით, ექსპორტის განვითარების სამსახური შეიქმნა. დღეს, ეკონომიკის სამინისტროში, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი მატკავამ ბირფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს წარუდგინა გეგმა რომელზე მუშაობის პერიოდშიც ქართველებს გერმანული მხარე აქტიურად ეხმარებოდა. გეგმის ძირითადი ამოცანა სავაჭრო ვებ-პორტალის, ექსპორტის საინფორმაციო ცენტრისა და ცხელი ხაზის ამოქმედება იქნება. ამასთან, პერმანენტულად ჩატარდება ტრენინგები ქართველი ექსპორტიორებისათვის. იგეგმება ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტინის გამოშვებაც. ეკონომიკის მინისტრის დავალებით, შეიქმნა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურიც, რომლის ძირითადი მიზანი ადგილობრივი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების საინფორმაციო მხარდაჭერა, ადგილობრივ და უცხოელ მყიდველებს შორის კონტაქტების დამყარება, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ქარუთული პროდუქციის პოპულარიზაციაა. “ამ მიმართულბით ჩვენ უკვე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, ივნისის დასაწყისში საქრთველოს სპეციალური მისია ეწვევა შვედეთიდან, ივლისის ბოლოს კი შეერთებული შტატებიდან, რომლებიც ქართველ ექსპორტიორებს სემინარებს ჩაუტარებენ,”- განაცხადა მატკავამ. მომავალი კვირიდან, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ქართველ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს ჩაატარებს. შეხვედრის ფორმატში ახალი ინიციატივის პრეზენტაცია და ადგილობრივ კომპანებითან მომავალი თანამშრომლებობები განიხილება. შეხვედრის ბოლოს, მატკავამ ჟურნალისტებს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი – მიხეილ კობალაძე წარუდგინა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/aglumi1-150x150.jpghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/img.php_2-150x150.jpg”ამერიკის მეგობართა კლუბი” დღეს ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ ”მუზაში”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებას აწყობს. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, სხვადასხვა რანგის დიპლომატები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონიძიების ფარგლებში სტუმრებს საშვალება ექნებათ დაათვალიერონ ელჩების მიერ გადაღებული ფოტო გამოფენა საქართველოს სხვადასხვა კუთხის თემაზე. მოუსმინონ ქართულ ფოლკლორს და ჯაზურ კომპოზიციებს. ღონისძიება საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/11_9123_833869_stiqia-150x150.gif თიანეთის სოფელ შარახევში გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა. გარე სამყაროს მოწყვეტილია სამი სოფელი. სადაც 15 მდე ოჯახი ცხოვრობს. სტიქიას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი. სტიქიის შედეგად დახოცილია შინაური პირუტყვი. შემთხვევის ადგილას დილიდან მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს გამწმენდითი სამუშაოები. დაზარალებულ მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/nioraze1-150x150.jpg მარიის თეატრის პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე დღეს, 25 მაისს, რუსთაველის თეატრში “შეჰერეზადას” პრემიერაში მთავარ პარტიას შეასრულებს. წარმოდგენაში ირმა ნიორაძეს პარტნიორობას ცნობილი ბალერონი ფარუხ რუზიმატოვი გაუწევს. ირმა ნიორაძე ასევე საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავთა მონაწილეობით გამართულ გალაკონცერტშიც იცეკვებს. “შეჰერეზადას” პრემიერა ფესტივალ “ქართული სულის” ფარგლებში იმართება. ფესტივალი 27 აპრილს დაიწყო და 28 მაისის დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტები, ზეპირსიტყვიერების საღამოები და ფერწერის გამოფენები გაიმართა. ფესტივალი “ქართული სული” 2004 წლის გაზაფხულიდან იმართება და იგი ყოველწლიურად, ტრადიციისამებრ ტარდება. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/TSU017-150x132.jpg ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ელექტრონული ჟურნალის – „სპეკალის“ პრეზენტაცია დღეს, 25 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება. რეცენზირებადი ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი რუსთაველის ფონდის გრანტით დაფინანსდა. პრეზენტაცია მოსწავლე ახალგაზრობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება. იხილეთ epn.ge
  7. „ქართული აკადემიის“ წარმომადგენლები 24 მაისს ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ. გთავაზობთ ნუკრი ქანთარიას გამოსვლის ტექსტს: „მივმართავთ საზოგადოებას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები და მისი ფსიქოლოგიური და მორალური მნიშვნელობა გაცილებით დიდია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში არჩევნების გზით რაიმეს შეცვლა და შეიძლება თუ არა არჩევნების ენით ხელისუფლებასთან საუბარი. ვერ შევეგუებით, რომ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“: ბევრია დასახოცი, ბევრი ტერიტორიაა წასართმევი, ბევრი შენობაა დასანგრევი. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, თუმცა ვინც მივა და „5“-ს შემოხაზავს, ის ხელს ქვეყნის დაშლასა და სამოქალაქო დაპირისპირებას მოაწერს. ამიტომ მრავლად უნდა მივიდეთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, ან აღიაროს დამარცხება, ან გააყალბოს არჩევნები, რაც არ შერჩება და ორივე შემთხვევაში გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით. თუ 30 მაისს თბილისმა დაიძინა, მთელი საქართველო დაიძინებს – ეს არ უნდა დავუშვათ! თბილისის მერობის ზოგი ოპოზიციონერი კანდიდატი არჩევნებში საზოგადოებისთვის თავის გასახსენებლად, ზოგიც დასამკვიდრებლად მონაწილეობს, დარჩენილ 4 კანდიდატს კი – გია ჭანტურიას, ირაკლი ალასანიას, გოგი თოფაძეს და ზვიად ძიძიგურს ერთმანეთისთვის ხმების გაყოფა შეუძლიათ. არ ვიცი, გია ჭანტურია რითი წავიდა ბაქოში – საბარგულით თუ მანქანით, ერთი კი ცხადია, ის ძებნილი იყო ხელისუფლებისგან, თუმცა უსამართლოდ. ჭანტურია უეცრად შემოვიდა ამ არჩევნებში და მინდა, გავიხსენოთ ვისი პარტიის სახელით იღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, გავიხსენოთ, რის და ვისი სიცოცხლის ფასად შეიქმნა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. გარდა ამისა, მათი წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ მოყვანილი არგუმენტების არ გვჯერა. გოგი თოფაძე ნიჭიერი და საინტერესო ბიზნესმენია, ნორმალურ ქვეყანაში სწორედ მას მივცემდი ხმას, თუმცა დღეს ჩვენი ქვეყანა არანორმალურ მდგომრეობაშია და თბილისის მერის არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ეტაპი უნდა გახდეს, ამიტომ ამ შემთხვევაში მეურნე მერი ნაკლებად გვჭირდება. რაც შეეხება ზვიად ძიძიგურს, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვესაჭიროება, რომელიც მეეჭვება, მას ჰქონდეს. ძიძიგურის ბრძოლის მეთოდები გაცილებით უფრო საჭიროა საკრებულოს და მერიის გარეთ. ახლა კი ირაკლი ალასანიაზე ვისაუბროთ. როდესაც კალათბურთის სასახლეში რაგბის ბურთი გადავეცი და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, იმედი გამოვთქვი, რომ არ შევცდებოდი და ასეც მოხდა: ის გამოკვეთილი კანდიდატია. ალასანია – შიგნით, ჩვენ კი – გარეთ ერთად აუცილებლად დავამარცხებთ ნაციონალურ რეჟიმს. ძნელია, წარმოიდგინო, რომ ეს კანდიდატები 26 მაისს შეიკრიბებიან და ერთმანეთის სასარგებლოდ კანდიდატურებს მოხსნიან, მაგრამ შეგვიძლია, დავდოთ „გამარჯვების ფორმულა“, რომელზეც ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, თუ ჩვენს აზროვნებაში მოვხსნით ყველა კანდიდატს და დავტოვებთ მხოლოდ ირაკლი ალასანიას. თუ საარჩევნო კაბინაში უგულავას პირისპირ მხოლოდ ალასანიას ვიხილავთ, დარჩება ერთადერთი რეალობა – ხელისუფლება ან აღიარებს არჩევნებში დამარცხებას, ან გააყალბებს მას. ამასთან, მინდა საზოგადოებას 27 მაისს, 12:00 საათზე საკრებულოს შენობის წინ შეკრებისკენ მოვუწოდო, სადაც კიდევ ერთხელ გახმოვანდება ალასანიასადმი „ქართული აკადემიისა“ და საზოგაოდების დიდი ნაწილის მხარდაჭერა. ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ: გამოფხიზლება, თუ ძილი?“ View the full article
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ludi2-150x150.jpg თბილისში, მტკვრის პირას ორთაჭალის ბაღში ლუდის სმაში ფესტივალ-ჩემპიონატი სახელწოდებით “სიამოვნება ლიტრობით” გაიმართა. ჩემპიონატში საერთო ჯამში მონაწილეობა 16-მა მსახიობმა მიიღო, ხოლო არასაკონკურსო ნაწილში კი გაცილებით მეტი მონაწილეობდა. ჩემპიონატის გამარჯვებული დაძაბულ ორთაბრძოლაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ლაშა-გიორგი პაპუაშვილი გახდა. ფესტივალში მონაწილეობა მარჯანიშვილის, რუსთაველის, მუსიკალური კომედიისა და დრამის, ახმეტელის, პ.ადამიანის სახელობის და სხვ. თეატრების წარმომადგენლებმა მიიღეს. ჩემპიონატში ასევე მხატვარი ზაალ სულაკაური და ტელესახე დავით ქაცარავაც მონაწილეობდნენ. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი ირაკლი ჩოლოყაშვილი იყო. ფღონისძიების მსვლელობისას ლუდი როგორც მონაწილეებისათვის, ასევე გულშემატკივრებისა და სტუმრებისათვის უფასო იყო. ლუდის სმაში ფესტივალ – ჩემპიონატი 22 მაისს დაიწყო და 4 დღე გრძელდებოდა. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaladburti-150x150.jpgთბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელ ქალთა გუნდის ფინალური შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. ქალთა კალათბურთში ეროვნული თასის მოსაპოვებლად ფინალური თამაში სპორტის სასახლეში შედგება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელ ქალთა გუნდი ფინალში ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდება. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/img.php_1-150x150.jpg”ამერიკის მეგობართა კლუბი” დღეს ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ ”მუზაში”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებას აწყობს. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, სხვადასხვა რანგის დიპლომატები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ღონიძიების ფარგლებში სტუმრებს საშვალება ექნებათ დაათვალიერონ ელჩების მიერ გადაღებული ფოტო გამოფენა საქართველოს სხვადასხვა კუთხის თემაზე. მოუსმინონ ქართულ ფოლკლორს და ჯაზურ კომპოზიციებს. ღონისძიება საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
  11. დღეს იტალიურ პრესაში მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა როგორც ჩანს მადრიდის "რეალს" დაცვაში პრობლემები აქვს და ტურინის "იუვენტუსის" მცველ ჯორჯო კიელინის დაადგა თვალი. იხილეთ fanebi.com
  12. „ის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც როგორც ბანკირები, ასევე ტაქსის მძღოლები დადებითად მოიხსენიებენ“. - ესპანური El Mundo-ს წერილს ირაკლი ალასანიას შესახებ foreignpress.ge აქვეყნებს. ორიგინალი View the full article
  13. დღეს, საქართველოს თასის ფინალის მონაწილეებმა დინამომ და ვიტ-ჯორჯიამ ეროვნულ სტადიონზე ვარჯიშები გამართეს. თავდაპირველად 17.30 საათზე თბილისის დინამომ ივარჯიშა. გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით იმყოფება და არავითარი დანაკლისი გააჩნია კლუბს. დინამოელთა ვარჯიშის შემდეგ კი ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესს-კონფერენცია გამართა, ხოლო პრესს-კონფერენციის დასრულების შემდეგ კი უკვე ვიტელებმა წაივარჯიშეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. იხილეთ fanebi.com
  14. ირაკლი ალასანია ტოქშოუში „მოამბე+“ მონაწილეობს. View the full article
  15. სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად კრწანისელებს ტრანსპორტის პრობლემაც აწუხებთ. ხშირად დიდხანს ლოდინი უწევთ, ზოგიერთ ქუჩაზე არც „ყვითელი ავტობუსები“ მოძრაობს, არც სამარშრუტო ტაქსები; ხოლო იქ, სადაც ავტობუსები დადიან, მოსახლეობა მათ არაკომფორტულობაზე ჩივის: ფანჯრები არ იხსნება, კონდიცირების სისტემა არ მოქმედებს. ამომრჩევლები გადახდის მოუხერხებელ ფორმასა და აპარატების გაუმართაობაზე საუბრობენ. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა დღეს, 25 მაისს რიგითი კრწანისელი იქნებაა. სოფიო ხორგუანი, თავის ამომრჩევლებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებს და ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ გაეცნობა მათ პრობლემებს. View the full article
  16. სამგორის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, კორპ. #11-ის წინ, „ალიანსი საქართველოსთვის“ ეგიდით, სპორტულ მოედანზე ჩატარდა 10-დღიანი საფეხბურთო ტურნირი სახელწოდებით „შევცვალოთ გამარჯვებით“. სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქალბატონმა გულიკო ზუმბაძემ ფინალში გამარჯვებული გუნდი „შანხაი“ სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. 23 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი დავით გამყრელიძე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლების 201-ე საჯარო სკოლის შენობაში შესახლებულ დევნილებს შეხვდნენ და პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს. აფრიკის დასახლებაში, სკვერში „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი დავით გამყრელიძე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე მხარდამჭერებს შეხვდნენ. მოსკოვის გამზირზე საავეჯო კომბინატ „განთიადიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერი დავით გამყრელიძე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ამომრჩევლებს შეხვდნენ. View the full article
  17. М. Глинка - "В крови горит огонь желанья" исп. Давид Гвинианидзе სრულად
  18. SSD-ეების ბაზარი ძალიან კონკურენტული გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც SandForce-მა გამოუშვა თავისი SF-1200 კონტროლერი, რომელსაც უკვე რამოდენიმე მწარმოებელი იყენებს თავისი SSD-ების ასაწყობად (ADATA-ს S599, Corsair-ის Force F100, და RunCore-ის Pro-V) თუმცა Seagate-ი რომელიც კვლავ დიდი მოცულობის შემნახველ მოწყობილობებზე აკეთებს აქცენტს, გვთავაზობს სრულიად ახალ რამეს, SSD/HDDჰიბრიდულ მყარ დისკს. http://s49.radikal.ru/i125/1005/61/28df1b1bd7ab.jpg სიახლის სახელია Momentus XT რომელიც ტრადიციული მექანიკური 2.5 დიუმიანი, 7200 ბრუნიანი, 250, 320 და 500 GB (აპირებენ 750GB-ის გამოშვებასაც)3Gbp/s SATA HDD-ია და ასევე მას აქვს ჩაშენებული 4GB მოცულობის SSD, რომელიც მონაცემების ქეშირებას ახდენს როგორც Seagate უწოდებს რამე“Adaptive Memory algorithm”-ის საშუალებით. ეს ალგორითმი ახდენს მონაცემების გადაცემის მონიტორინგს და აკოპირებს ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფაილებს SSD-ში რათა გაზარდოს წარმადობა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Mark Wojtasiak-ი აცხადებს უკვე მეორე ჩართვაზე ალგორითმს ეცოდინება სისტემის აქტიური ფაილების 80% რის ხარჯზეც გაიზრდება სისტემის და პროგრამების ჩატვირთვის და ასევე მონამემების გაცვლის სიჩქარე. დროთა განმავლობაში ეს სისტემა განაახლებს მონაცემებს თუ სისტემაში რამე ცვლილება მოხდა, ახალი პროგრამა დაინსტალდა ან ამოიშალა. რა თქმა უნდა ასეთ ვინჩესტერებს SSD-ეს წარმადობა არ ექნებათ თუმცა ჩვეულებრივ HDD-ეთან შედარებით უფრო სწრაფი იქნებიან. ესეც დეტალური მონაცემები http://s003.radikal.ru/i204/1005/74/20778fca142e.jpg Overclockers Club და Benchmark Reviews საიტებზე თქვენ შეგიძლია სრული მიმოხილვის ნახვა. რაც შეეხება ფასს 128GB-იანი SSD დღეისათვის დაახლოებით 300 დოლარი ღირს მაშინ როცა Momentus XT 500GB-იანი ვერსია დაახლოებით 156$ ეღირება. ორი ასეთი ვინჩესტერი რაიდში და თქვენ მიიღებთ SSD-ს წარმადობას და 8-ჯერ მეტ მოცულობას. overclockers.ge
  19. გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_rfxWGgJ0I/AAAAAAAADsQ/ul6p952P63Q/s200/roma+qevnishvili.gifსაინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსის“ ხელმძღვანელმა რომან ქევხიშვილმა, პროტესტის ნიშნად რადიო “ობიექტივი“ დატოვა, რომელიც 14 აპრილიდან “მონტე–კარლოს” სიხშირეზე (FM 101.4) მაუწყებლობს. ქევხიშვილის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ობიექტივმა“ საკუთარ ვებ.გვერდზე “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრი რატი მაისურაძე პოლიტპატიმრად გამოაცხადა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. “მიუხედავად იმისა, რომ რადიო “ობიექტივის“ ეთერში აბსოლიუტური თავისუფლება მქონდა, როგორც თემების, ასევე სტუმრების შერჩევისას და მასში “ობიექტივის“ ხელმძღვანელობა არასდროს ჩარეულა, ჩემთვის მიუღებელია იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, ვინც რატი მაისურაძეს, პოლიტპატიმრად შერაცხავს, რომელმაც ჯერ 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო 7 მაისს კი, ტელეკომპანია “კავკასიაში“ გადაცემა “ბარიერში“ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა ქევხვიშვილმა. რომან ქევხიშვილს რადიო ობიექტივზე (FM101.4) ყოველ ხუთშაბათს 16:00 – 19:00 საათამდე, თავისუფალი ეთერი მიყავდა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  20. გაზიარება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_rfxWGgJ0I/AAAAAAAADsQ/ul6p952P63Q/s200/roma%20qevnishvili.gifსაინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსის“ ხელმძღვანელმა რომან ქევხიშვილმა, პროტესტის ნიშნად რადიო “ობიექტივი“ დატოვა, რომელიც 14 აპრილიდან “მონტე–კარლოს” სიხშირეზე (FM 101.4) მაუწყებლობს. ქევხიშვილის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ობიექტივმა“ საკუთარ ვებ.გვერდზე “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრი რატი მაისურაძე პოლიტპატიმრად გამოაცხადა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. “მიუხედავად იმისა, რომ რადიო “ობიექტივის“ ეთერში აბსოლიუტური თავისუფლება მქონდა, როგორც თემების, ასევე სტუმრების შერჩევისას და მასში “ობიექტივის“ ხელმძღვანელობა არასდროს ჩარეულა, ჩემთვის მიუღებელია იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, ვინც რატი მაისურაძეს, პოლიტპატიმრად შერაცხავს, რომელმაც ჯერ 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო 7 მაისს კი, ტელეკომპანია “კავკასიაში“ გადაცემა “ბარიერში“ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა ქევხვიშვილმა. რომან ქევხიშვილს რადიო ობიექტივზე (FM101.4) ყოველ ხუთშაბათს 16:00 – 19:00 საათამდე, თავისუფალი ეთერი მიყავდა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  21. გაზიარება http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_rHIPlKzwI/AAAAAAAADsI/-VqSUPuV01w/s200/formatiiii%20copy.gifდიდი რუსეთის იმპერიასთან დიალოგის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები აზრთა სხვადასხვაობით გამოირჩევიან. მსგავსად პოლიტიკოსებისა მოსახლეობაშიც რუსეთთან ურთიერთობის “დათმობაზე” ორმხრივი პოზიციები ფიქსირდება. დღეს, ოკუპანტი ჩრდილოელი მეზობლის “კეთილი” სურვილების თითქმის არავის სჯერა. რუსეთ-საქართველოს შორის მრავალ საუკუნოვანი ისტორია არსებობს. მათ ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ურთიერთობები მაგრამ სამწუხაროდ რუსეთისთვის საქართველო მოისაზრებოდა არა როგორც მეზობელი სახემწიფო, რომლისთვისაც პატივი უნდა ეცა, არამედ მისი სამფლობელოს ერთი კუთხე, რომლისთვისაც ის დღემდე იბრძვის. ამ ორ ქვეყანას შორის მრავალჯერ დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლებიც რუსეთის მხრიდან ყოველთვის ირღვეოდა. მშვიდობის ალამს ამოფარებული ოკუპანტების მიერ არაერთხელ მოხდა ქართული მიწის დაპყრობა. დღეს, საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 1,5 ნაწილი რუსეთის მიერაა დაპყრობილი და მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ბოლო დროს თავი იჩინეს იმ პოლიტიკოსებმაც რომლებიც დიდ მეზობელთან კარგი ურთიერთობების დამყარების მომხრე არიან. ორი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი რუსეთის პრემიერმინისტრს უკვე შეხვდა სხვებმა კი საქართველოს მტრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. იმ ფონზე, რაც აგვისტოს მოვლენებმა დაგვიტოვა, საზოგადოებაში რამოდენიმე ორაზროვანი იდეოლოგია წარმოიშვა, თუმცა სახემწიფო პოლიტიკას უბრალო მოსახლეობა ადვილად იგებს და ხშირად მსხვერპლიც თვითონ ხდება. საჭიროა თუ არა აღდგეს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები?; უნდა დავიწყოთ თუ არა დიალოგი რუსეთთან?; რას ფიქრობთ იმ ოპოზიციონერებზე, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ? - ეს ის კითხვებია, რომელიც “ღია ბოქლომმა” ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა. ეკა რიგვავა, ფინანსისტი: “ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ოკუპანტებთან თანამშრომლობა”. ელზა ანთია, პედაგოგი: “დიალოგი რათქმაუნდა საჭიროა, რადგანაც ბირთვული იარაღის მქონე სახემწიფოსთან უმჯობესია მოლაპარაკებები, ვიდრე ომი. ჩემი აზრით საჭიროა დაიწყოს ურთიერთობების დათბობის პროცესი. საქართველომ უნდა დაიბრუნის დაკარგული ტერიტორიები. ეს ოპოზიციონერები, რომლებიც პუტინს შეხვდნენ აკეთებენ სამშობლოსთვის სასიკეთო საქმეს...” თენგო ხუციშვილი ენერგეტიკოსი: “რუსეთთან პოლიტიკურმა ურთიერთობამ ყოველთვის დაგვღუპა. გავიხსენოთ 1783 წელი. უკეთესია საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა, რუსეთთან და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე. ერთ დროს პოლიტიკურ წრეებთან ვმეგობრობდი, თუმცა არ მომწონს მათი საქციელი და მხარს აღარ ვუჭერ”. ზური ალანია: “არ არის საჭირო რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა. ჩემი აზრით ეს ქვეყნის ღალატია და სხვა არაფერი”. ლამარა ჟვანია, დიასახლისი: “მეზობელთან კარგი ურთიერთობა კარგია ეს მხოლოდ კარგს მოგვიტანს. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მუშაობს და ცხოვროგს რუსეთის ფედერაციაში და არჩენს ოჯახებს. ნოღაიდელი და ბურჯანაძე ძალიან კარგ პოლიიკას ატარებენ”. ზოია კვარაცხელია, ფინანსისტი: “არ არის საჭირო პოლიტიკური ურთიერთობების განახლება მოსკოვთან. მათ აგვისტოში აგვაწიოკეს ახალგაზრდები დაგვიხოცეს, ოკუპანტებთან და მკვლელებთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება?! ჩემი აზრით ცუდი ნაბიჯი გადადგეს პოლიტიკოსებმა, როდესაც პუტინს ეახლნენ - ეს ქვეყნის ღალატი არ არის, მაგრამ უპასუხისმგებლო ნაბიჯი ნამდვილად შეიძლება დავარქვათ”. ჩვენს გამოკითხვაში როგორც ხედავთ მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. ზოგისთვის რუსეთთან დიალოგი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა. საზოგადოების მეორე ნაწილი კი კრემლთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგია - ისინი ფიქრობენ, რომ დიალოგი დიდი რუსეთის კიდევ ერთხელ, კარგად დაგებული მახეა. უცნობია როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები საქართველოში თუმცა ერთი კი ცხადია: დღეის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნების მოგების შანსი ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დაბალი აქვს. [დარია როგავა, “ღია ბოქლომი“ 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  22. გაზიარება http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_rHIPlKzwI/AAAAAAAADsI/-VqSUPuV01w/s200/formatiiii+copy.gifდიდი რუსეთის იმპერიასთან დიალოგის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები აზრთა სხვადასხვაობით გამოირჩევიან. მსგავსად პოლიტიკოსებისა მოსახლეობაშიც რუსეთთან ურთიერთობის “დათმობაზე” ორმხრივი პოზიციები ფიქსირდება. დღეს, ოკუპანტი ჩრდილოელი მეზობლის “კეთილი” სურვილების თითქმის არავის სჯერა. რუსეთ-საქართველოს შორის მრავალ საუკუნოვანი ისტორია არსებობს. მათ ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ურთიერთობები მაგრამ სამწუხაროდ რუსეთისთვის საქართველო მოისაზრებოდა არა როგორც მეზობელი სახემწიფო, რომლისთვისაც პატივი უნდა ეცა, არამედ მისი სამფლობელოს ერთი კუთხე, რომლისთვისაც ის დღემდე იბრძვის. ამ ორ ქვეყანას შორის მრავალჯერ დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლებიც რუსეთის მხრიდან ყოველთვის ირღვეოდა. მშვიდობის ალამს ამოფარებული ოკუპანტების მიერ არაერთხელ მოხდა ქართული მიწის დაპყრობა. დღეს, საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 1,5 ნაწილი რუსეთის მიერაა დაპყრობილი და მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ბოლო დროს თავი იჩინეს იმ პოლიტიკოსებმაც რომლებიც დიდ მეზობელთან კარგი ურთიერთობების დამყარების მომხრე არიან. ორი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი რუსეთის პრემიერმინისტრს უკვე შეხვდა სხვებმა კი საქართველოს მტრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. იმ ფონზე, რაც აგვისტოს მოვლენებმა დაგვიტოვა, საზოგადოებაში რამოდენიმე ორაზროვანი იდეოლოგია წარმოიშვა, თუმცა სახემწიფო პოლიტიკას უბრალო მოსახლეობა ადვილად იგებს და ხშირად მსხვერპლიც თვითონ ხდება. საჭიროა თუ არა აღდგეს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები?; უნდა დავიწყოთ თუ არა დიალოგი რუსეთთან?; რას ფიქრობთ იმ ოპოზიციონერებზე, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ? - ეს ის კითხვებია, რომელიც “ღია ბოქლომმა” ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა. ეკა რიგვავა, ფინანსისტი: “ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ოკუპანტებთან თანამშრომლობა”. ელზა ანთია, პედაგოგი: “დიალოგი რათქმაუნდა საჭიროა, რადგანაც ბირთვული იარაღის მქონე სახემწიფოსთან უმჯობესია მოლაპარაკებები, ვიდრე ომი. ჩემი აზრით საჭიროა დაიწყოს ურთიერთობების დათბობის პროცესი. საქართველომ უნდა დაიბრუნის დაკარგული ტერიტორიები. ეს ოპოზიციონერები, რომლებიც პუტინს შეხვდნენ აკეთებენ სამშობლოსთვის სასიკეთო საქმეს...” თენგო ხუციშვილი ენერგეტიკოსი: “რუსეთთან პოლიტიკურმა ურთიერთობამ ყოველთვის დაგვღუპა. გავიხსენოთ 1783 წელი. უკეთესია საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა, რუსეთთან და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე. ერთ დროს პოლიტიკურ წრეებთან ვმეგობრობდი, თუმცა არ მომწონს მათი საქციელი და მხარს აღარ ვუჭერ”. ზური ალანია: “არ არის საჭირო რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა. ჩემი აზრით ეს ქვეყნის ღალატია და სხვა არაფერი”. ლამარა ჟვანია, დიასახლისი: “მეზობელთან კარგი ურთიერთობა კარგია ეს მხოლოდ კარგს მოგვიტანს. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მუშაობს და ცხოვროგს რუსეთის ფედერაციაში და არჩენს ოჯახებს. ნოღაიდელი და ბურჯანაძე ძალიან კარგ პოლიიკას ატარებენ”. ზოია კვარაცხელია, ფინანსისტი: “არ არის საჭირო პოლიტიკური ურთიერთობების განახლება მოსკოვთან. მათ აგვისტოში აგვაწიოკეს ახალგაზრდები დაგვიხოცეს, ოკუპანტებთან და მკვლელებთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება?! ჩემი აზრით ცუდი ნაბიჯი გადადგეს პოლიტიკოსებმა, როდესაც პუტინს ეახლნენ - ეს ქვეყნის ღალატი არ არის, მაგრამ უპასუხისმგებლო ნაბიჯი ნამდვილად შეიძლება დავარქვათ”. ჩვენს გამოკითხვაში როგორც ხედავთ მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. ზოგისთვის რუსეთთან დიალოგი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა. საზოგადოების მეორე ნაწილი კი კრემლთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგია - ისინი ფიქრობენ, რომ დიალოგი დიდი რუსეთის კიდევ ერთხელ, კარგად დაგებული მახეა. უცნობია როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები საქართველოში თუმცა ერთი კი ცხადია: დღეის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნების მოგების შანსი ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დაბალი აქვს. [დარია როგავა, “ღია ბოქლომი“ 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ilia-ll2-150x150.jpgთბილისში მახათას მთაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის ტაძარი აშენდება. ამის შესახებ ილია მეორემ საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” კონცერტზე განაცხადა. “ბრძენი სოლომონი ამბობს: “ჟამი არს ნგერვისა და ჟამი არს შენებისა”. ათონის მთაზე არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, მახათას მთაზე თბილისში აშენდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის სავანე. მშენებლობაში ყველა ქართველი მიიღებს მონაწილეობას. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”-განაცხადა პატრიარქმა. ტაძრის მშენებლობას მხარს ფონდი “იავნანა” დაუჭერს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აკრიფოს 30-30 იხილეთ epn.ge
  24. 25 მაისს, 10.00 საათზე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ 48 დევნილ ოჯახს შეხვდება. 25 მაისს, 10:00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენცია გაიმართება. 25 მაისს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენელებს შეხვდება. მის: უზნაძის ქ. №52 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) 25 მაისს, 10:30 საათზე, გიორგი ბარამია აეროპორტის სასტუმროს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტს მოინახულებს და დახმარებას მიუტანს. 25 მაისს, 11:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს. თემა: “მუნიციპალური ტრანსპორტი”. მის: პუშკინის ქ. №6 (სოფიო ხორგუანის საარჩევნო შტაბი) 25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მე–12 სართულზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკა ავალიანი და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ჯემალ იმნაიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა სიგელებს გადასცემენ. 25 მაისს, 11.00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი მატკავა ბრიფინგს გამართავს. 25 მაისს, 11:25 საათზე, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. 25 მაისს, 11:30 საათზე, არჩევნების მედიაცენტრში `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ საარჩევნო ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება. მის: მარი ბროსეს ქ. #6 25 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში”, პოლიტიკური გაერთიანება „თორთლაძე – დემოკრატიული პარტია“ საკუთარ ეკონომიკურ პროგრამას წარმოადგენს. 25 მაისს, 12:00 საათზე, `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო~, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ახალი დარღვევების შესახებ, პრესკონფერენციას გამართავს. მის: მარი ბროსეს ქ. #6 25 მაისს, 12:30 საათზე, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელს მოაწერენ შეთანხმებებს ეკონომიკისა და კულტურის სფეროში. 25 მაისს, 12:40 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 25 მაისს, 12:00 საათზე, ~საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და “მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის~ გენერალური დირექტორი გოჩა ინგოროყვა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “თბილისში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებისთვის ~საქართველოს ბანკი~ სესხს გასცემს”. მის: წინანდლის ქ. #9 (ე.წ არამიანცის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია) 25 მაისს, 13.00 საათზე, ირაკლი ალასანია „კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში“ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მის: აღმაშენებლის გამზ. #89/24 (ყოფილი თბილქალაქპროექტის შენობა. მე–14 სართული. შესასვლელი მარჯანიშვილის ქუჩიდან. საკონტაქტო პირი – როზი ჯღამაია 877 20 81 60 25 მაისს, 13.00 საათზე, თბილისის მერიასთან “ლეიბორისტული პარტიის” საპროტესტო აქცია გაიმართება. თემა: “გლდანელები უგულავას წინააღმდეგ” 25 მაისს, 13.00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში “ეროვნული საბჭოს” ლიდერები პრესკონფერენციას და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ. მის: ლვოვის ქ. #56 25 მაისს, 13:00 საათზე, ვერის ბაღში, ცესკოსთან არსებული განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი გამართავს საინფორმაციო აქციას, პირველკურსელი სტუდენტებისათვის, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ. 25 მაისს, 13:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველკვირეული საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. 25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ზუგდიდში სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალ ოფისს გახსნის. მის: ზუგდიდი, რუსთაველის #93 25 მაისს, 13:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია დიღმის მასივში, შიდა გზების პრობლემებთან დაკავშირებით, ბრიფინგს გაიმართავს. მის: დიღმის მასივი, I კვ; IIბ კორპუსი (რობაქიძის გამზირზე, “წითელქუდას” პირდაპირ) 25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდება. მის: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ.№9 25 მაისს, 13:30 საათზე, პარტია `მომავალი საქართველოს~ ლიდერი, მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გელა ჩივაძე მუხიანში, IVა მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდებიან და პარტიის პროგრამას გააცნობენ. მის: IVა მ/რ, დუმბაძის გამზირი (სტადიონთან) 8(93) 55 55 76 25 მაისს, 14:00 საათზე, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს და მოძრაობის საქმიანობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის: მუხაძის ქ. #4 25 მაისს, 14.00 საათზე, მამუკა კაციტაძე, ამომრჩეველთა სიებში არსებული პრობლემების შესახებ, “ახლების” ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. მის: ჟანი კალანდაძის ქ. №3 (”ახალი მემარჯვენეების” ცენტრალური ოფისი) 25 მაისს, 14.00 საათზე, “ნაციონალური მოძრაობის” ვაჟა-ფშაველას კვარტლებისა და ნუცუბიძის ფერდობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დოლიძე ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის მოსახლეობას შეხვდება. მის: ვაჟა-ფშაველას VII კვარტალი, I, II და III კორპუსებს შორის მდებარე სკვერი 25 მაისს, 14:30 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ვეტერანებს შეხვდება. მის: ჟანი კალანდაძის ქ. №3 (”ახალი მემარჯვენეების” ცენტრალური ოფისი) 25 მაისს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული ბავშვთა უფლებების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 25 მაისს, 15:00 საათზე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ელექტრონული ჟურნალის – „სპეკალის“ პრეზენტაციას გამართავს. მის: რუსთაველის გამზ. №6, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 25 მაისს, 15:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეები დავით გამყრელიძე და სოზარ სუბარი დმანისში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. 25 მაისს, 16:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისაში სიების მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. 25 მაისს, 16:00 საათზე, სააკაძის მოედანზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ ყველა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები სააგიტაციო აქციას გამართავენ. 25 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში „ფიროსმანი”, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების ყოველწლიური საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნება. მის: კ. ქუთათელაძის ქ. #6 25 მაისს, 17:00 საათზე, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება. 25 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საერთაშორისო მუზეუმის კვირეულთან დაკავშირებით, გამართავს გამოფენას `ქართული საერო ნაქარგობა და შესამოსელი მე-18 – 21-ე საუკუნეებში~. მის: გუდიაშვილის ქ. #1 25 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართება. თემა: ”გვახსოვდეს საინგილო”. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32; A კორპუსი, #101-ე აუდიტორია 25 მაისს, 18:00 საათზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში დევნილების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მონაწილე უცხოელი სტუმრების მონაწილეობით ბრიფინგი გაიმართება. 25 მაისს, 19:30 საათზე, სასტუმრო ~შერატონ ბათუმი“-ს საკონფერენციო დარბაზში დევნილების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მონაწილე უცხოელი სტუმრები ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. იხილეთ epn.ge
  25. ქართული ხმების სტუდიის ტრიო (თორნიკე ბეროშვილი, ნიკუშა ცერცვაძე, გიორგი ჩხაიძე) - მაჭარია, მაჭარია სრულად
×
×
  • შექმენი...