planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasaniairakli52-150x150.jpg`ალიანსი საქართველოს” ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ვაკის პარკში ომის ვეტერანებთან შეხვედრისას, დამოუკიდებლობის დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი შეიარაღებულ ძალებს და ომის ვეტერანებს. მიულოცა ალასანიამ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი უთხრა. პარტია `ალიანსი საქართველოს” ლიდერმა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ყველა მოქალაქეებს, ყველა ხელისუფლების პირს, პოზიციას და ოპოზიციას მიულოცა. ალასანიამ ქვეყანას გაძლიერება და გამთლიანება უსურვა. იხილეთ epn.ge
-
რიყეზე, ყვავილების ფესტივალზე 100-ზე მეტი მცენარის სახეობა, მათ შორის იშვიათი ჯიშებია წარმოდგენილი. თბილისში ყვავილების ფესტივალი უკვე მეხუთედ… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/beselia55-150x150.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერმა ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ აღლუმის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვა გააკრიტიკა. ბესელიას განცხადებით, საქართველოს მთავარსარდალს საზოგადოებისადმი მიმართვა არა არაქართველი გმირების, არამედ ქართველი სამშობლოსთვის თავდადებული ვაჟკაცების მოხსენიებით უნდა დაეწყო. “ძალიან მძიმე განცდა გამიჩნდა აღლუმის ყურებისას. მე ვფიქრობ რომ სწორედ ქარტველი გმირების მოხსენიებით უნდა დაიწყოს აღლუმის აღნიშვნა”, – განაცხადა ბესელიამ. ბესელიამ დღევანდელ აღლუმს პრეზიდენტის ფავორიტებისთვის ვიწრო წრეში გამართული ზეიმი უწოდა და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ხალხის სიმწირით გამოირჩეოდა. საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერის შეფასებით, ქართული საზოგადოება დანაწევრებულია და მთავარსარდალი ვალდებულია იზრუნოს ერის გასაერთიანებლად. იხილეთ epn.ge
-
la Stampa-თან ინტერვიუში, ფილიპო ინძაგიმ, საკუთარი კლუბის მიმართ სიყვარული და ერთგულება კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ იგი მომავალ სეზონშიც სიამოვნებით ითამაშებდა, მილანურ გრანდში. ლეგენდარული პიპო, რომელიც ყველასათვის სასურველი ფეხბურთელია, ბევრისთვის მოულოდნელად, ლეონარდოსთვის უსარგებლო ნივთად იქცა, რომელიც აღარავის სჭირდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ინძაგი დანებებას არ აპირებს, იგი ჩვეული ენთუზიაზმით განაგრძობს ვარჯიშს და კვლავ საყვარელი კლუბის მოტრფიალედ რჩება. იხილეთ fanebi.com
-
გაზიარება http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_z6a7w6hpI/AAAAAAAADso/pQJYEWbLAbA/s200/koba%20davitashvili.gifპოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული საბჭოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ კობა დავითაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა წერეთლის გამზირზე ჩაიშალა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთ ლიდერს კვერცხები დაუშინეს. კობა დავითაშვილი მოხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. დავითაშვილმა წერეთლის გამზირი მალავე დატოვა, თუმცა წამოსვლამდე მოსახლეობას სადაზღვევო პოლისები [წყარო: gtn.ge]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გაზიარება http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_z6a7w6hpI/AAAAAAAADso/pQJYEWbLAbA/s200/koba+davitashvili.gifპოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული საბჭოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ კობა დავითაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა წერეთლის გამზირზე ჩაიშალა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთ ლიდერს კვერცხები დაუშინეს. კობა დავითაშვილი მოხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. დავითაშვილმა წერეთლის გამზირი მალავე დატოვა, თუმცა წამოსვლამდე მოსახლეობას სადაზღვევო პოლისები [წყარო: gtn.ge]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ოპოზიციის მხარდამჭერებს ატერორებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის მოთხოვნით, გამგეობის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა გიორგი მამუჩარაშვილმა და სხვებმა სოფელ საკობიანოში გამოკითხვა ჩაატარეს, რის შემდეგაც იმ ადამიანებზე, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ არიან, ზეწოლა ხორციელდება. „სოფელში პოლიციის თანამშრომლები დადიან და ადამიანებს აშინებენ, რომ 30 მაისს არ გაბედონ და ხმა ოპოზიციას არ მისცენ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსმა კობა მაისურაძემ შტაბში დაიბარა საკობიანოს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები და მათ მოსთხოვა, უზრუნველყონ იმ ადამიანების გადმობირება, რომლებიც ნაციონალების მხარდამჭერები არ არიან. ერთ-ერთი ადგილობრივი არის მაყვალა იარაჯული, რომელმაც გამოკითხვის დროს ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლების უკმაყოფილოა. ამის შემდეგ მისი შვილი მიხო ხავაზურაშვილი, რომელიც პოლიციის თანამშრომელია, ხელმძღვანელობამ დაიბარა და მოსთხოვა, სოფელში სიტუაცია გამოესწორებინა. ჯარისკაცებს, რომლებიც საკობიანოში ცხოვრობენ და ამჟამად ჯარში მსახურობენ, სამხედრო ნაწილებიდან მშობლებთან არეკინებენ და ეუბნებიან, რომ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსმა ზაქარია ქინქლაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსმა კობა მაისურაძემ, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელია და ამ დროისთვის შვებულებაშია გასული, მოუცლელობის მიზეზით კომენტარი არ გააკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ მაისურაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის კორპორაციულ რეჟიმში ჩართული ტელეფონით 877 92 44 88 სარგებლობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article
-
ბრაზილიური "ფლამენგოს", წამყვანი ფორვარდი, ადრიანო იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება. GloboSport-თან საუბარში, "იმპერატორმა" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს, იგი "რომასთან" კონტრაქტს გააფორმებს და ევროპულ ფეხბურთს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. იხილეთ fanebi.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/260520091283-300x267.jpg“ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია პრეზიდენტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის როლანდ ახალაიას დაჯილდოებას ცინიზმად აფასებს. როგორც “პირWელს” ალასანიამ განუცხადა, “ეს სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი ქართველი ხალხის მიმართ”. ამასთან, ალასანიამ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის გაძლიერება უსურვა. “დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ვულოცავ ქართველ ხალხს, სამხედროებსა და ვეტერანებს და საქართველოს გაძლეირებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას ვუსურვებ! ეს ყოველივე შესაძლებელია მხოლოდ ერთად დგომით”, – განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აღლუმზე საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთIს სამხარე პროკურორი როლანდ ახალაია “მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის” “ბრწყინვალების” საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. Sharevar button = document.getElementById('facebook_share_link_8915') || document.getElementById('facebook_share_icon_8915') || document.getElementById('facebook_share_both_8915') || document.getElementById('facebook_share_button_8915');if (button) { button.onclick = function(e) { var url = this.href.replace(/share.php/, 'sharer.php'); window.open(url,'sharer','toolbar=0,status=0,width=626,height=436'); return false; } if (button.id === 'facebook_share_button_8915') { button.onmouseover = function(){ this.style.color='#fff'; this.style.borderColor = '#295582'; this.style.backgroundColor = '#3b5998'; } button.onmouseout = function(){ this.style.color = '#3b5998'; this.style.borderColor = '#d8dfea'; this.style.backgroundColor = '#fff'; } }} View the full article
-
პრესა.გე აქვეყნებს ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან, რომელსაც სრული სახით გთავაზობთ: „როგორი იყო შარშანდელი 26 მაისი ოპოზიციური სპექტრისთვის და რა განწყობაა ზუსტად ერთი წლის თავზე, ამ საკითხებზე „პრესა.გე“-ს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა: ერთწლიანი პერიოდი, 26 მაისიდან 26 მაისამდე - ეს არის გამოფხიზლების და გამოცდილების მიღების უნიკალური ერთი წელიწადი. ასე სწრაფად, ქართული საზოგადოება უახლეს ისტორიაში არ გაზრდილა. იმიტომ რომ, აშკარად, შარშანდელი 26 მაისი უნიკალური გამოცდილება იყო, ბევრს ჰგონია, რომ ეს იყო მარცხის დღე; მე ვთვლი, რომ უნიკალური შედეგის დღე იყო. ქართულ საზოგადოებაში დასამარდა იმედი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომ შეიძლება ხელისუფლებას ელაპარაკო დემოკრატიის ენით: მიტინგის ენით, მანიფესტაციის ენით, შარშანდელმა 26 მაისმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია ქართული საზოგადოება. ასეთი მასობრივი გამოსვლა, ასეთი ორგანიზებული გამოსვლა, ასეთი ცივილიზებული გამოსვლა მან ფეხებზე დაიკიდა. ასე რომ, უნიკალური შემთხვევა იყო, რა თქმა უნდა, მარცხიც შეიძლება დაერქვას იმიტომ, რომ არაკომპეტენტურმა ლიდერებმა 26 მაისისა მეტი იმედები ჩაუსახეს მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ თითქოს, რაღაც ცვლილები იქნებოდა ამიტომ შეიძლება ვიღაცას მარცხად მოეჩვენოს. როცა ან გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე აგებ სტრატეგიას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება წაგება იყოს, მაგრამ თუ შენ გონიერი პოლიტიკოსი ხარ და შედეგზე გაქვს მიმართული პროცესები, მაშინ ეს არის ძალიან სერიოზული ეტაპი ქართული საზოგადოების განვითარებაში. როცა ქართული საზოგადოება მიხვდა, სააკაშვილსგან კარგს არაფერს უნდა ელოდე, მასთან ადამიანური ლაპარაკი, დემოკრატიული ლაპარაკი არ გამოდის და ამიტომ უნდა დაივიწყოს, რომ მიტიგებით ხელისუფლებას რაღაცას შეატყობინებ, შეაგნებინებ და საჭიროა უფრო ეფექტური პოლიტიკური ღონისძიებები, როგორიც არის არჩევნებში მობილიზაცია ან სხვა სახის ღონისძიებები. ასე რომ, ამ ერთმა წელიწადმა ქართულ საზოგადოებას უდიდესი გამოცდილება შესძინა, რომელიც მას გამოადგება მომავალში. - ბატონო პაატა, თუ მოვლენებს უფრო რადიკალურად შევხედვათ, ხომ არ გამოჩნდება, რომ ხელისუფლებამ დაამარცხა ოპოზიციური სპექტრი? - არა, ხელისუფლებამ დაამარცხა სახელმწიფო. ოპოზიციის დამარცხება შეუძლია თავად ოპოზიციას, ანუ მას მხოლოდ საკუთარი თავის დამარცხება შეუძლია. ოპოზიცია არაფერს აფუჭებს გარდა თავისი იმიჯისა. - 26 მაისს ოპოზიციამ თავისი იმიჯი არ გაიფუჭა? - ჩემთვის მთავარია, რომ ოპოზიციამ მიაღწია და გამოაშკარავა ხელისუფლების მანკიერი მხარე, რომ მას ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხი, ეს დიდი წარმატებაა. ეს ოპოზიციის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. როგორ არის იცით? აი კამიკაძეები, რომ არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ანადგურებენ მტერს. მაგალითად, ერთმა იაპონელმა კამიკაძემ საკუთარი სიცოხლის ფასად ჩაძირა უდიდესი ამერიკული ავიამზიდი. ანუ გაიმარჯვა, თუმცა მოკვდა თვითონ. - როგორც აღნიშნეთ, ოპოზიციიდან გარკვეულმა ძალებმა თამასა მეტად ასწიეს, რა ამოძრავებდათ მათ? - ისინი თვლიდნენ, რომ ხელისუფლება უფრო ადამიანური სახისაა, კანონებს მიჰყვება. ჩათვალეს რომ, ხელისუფლება უფრო დემოკრატიისკენ გადახრილი იყო და ამიტომ ასეთი დიდი მასშტაბების მანიფესტაცია მათზე მოახდენდა გავლენას, როგორც განცხადებით დემოკრატ ხელისუფლებაზე. ამიტომ მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლება დანებდებოდა ხალხის ნებას. ვინაიდან მათ გამოაშკარავეს. შედეგებით ვაფასებ: გარკვეულწილად, დამარცხებაც შედეგია, რომელიც შეიძლება გამოიყენო მომავალში გამარჯვებისათვის. დამარცხება არ არის მთავარი, მთავარია შედეგი, თუ შედეგით ვიმსჯელებეთ, ის 26 მაისი უკვე წარმატებაა. - თუმცა მაშინ ცხადდებოდა ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ახლა რისთვის იბრძვის ოპოზიცია და ამჯერად მისი სლოგანი რა არის? - ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ტენდენცია ჩანს - ოპოზიციას ამბობთ. ოპოზიცია, ასეთი ცნება, ზოგადად, არ არსებობს.ოპოზიციის შემადგენელი ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა დაჯგუფებებია. მათ შორის, იმდენად დიდი განსხვავებაა, როგორც ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. არის ოპოზიციაში ძალები, რომლებიც ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც ხელისუფლება. ამიტომ არ შეიძლება მთელი ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვა. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, დაიწყო პოლიტიკის დიფირენცირება. ესეც შედეგია, არა შარშანდელი 26 მაისისა, მაგრამ იმ დღეებისა ნამდვილად არის, ანუ იმ მოვლენების, რაც გრანდიოზულმა აქციებმა მოიტანა. უკვე აღარ არის შავი და თეთრი - ცუდი სააკაშვილი და ყველა კარგი, ცუდი შევარდნაძე და ყველა კარგი და ა.შ. არა, უკვე ლაპარაკია არა მარტო იმაზე, რომ სააკაშვილი გავუშვათ, არამედ სააკაშვილი რომ გავუშვათ, მერე ვინ მოვა და რა მოვა, უარესი თუ უკეთესი, ამაზეა ლაპარაკი. ანუ უკვე მოხდა დიფერენცირება; სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იდეოლოგიის დონზე არ არის, არამედ ჯერჯერობით ლაპარაკია ორიენტაციებზე. ის რაც ხდება დღეს - ეს ავტორიტარული რეჟიმი თუ დემოკრატიული მიმართულება, თუ პრორუსული ძალები - ამ ფონზე ბუნებრივია, ოპოზიცია სხვადასხვა ჯგუფისაა და შესაბამისად საზოგადოებას ეძლევა არჩევანის საშუალება. ღირებულებების გამიჯვნის შემდეგ ეტაპზე იდეოლოგიური დიფერენციაც მოსალოდნელია. - ანუ, ოპოზიციაში ლუსტრაცია მოხდა? - არა, ეს სიტყვა ნეგატიურ მუხტს შეიცავს, ამიტომ ასეთი დეფინაციისგან თავს შევიკავებ, ეს თქვენეული ინტერპრეტაციაა. როგორც იქნა დაღვინდა ოპოზიციური სპექტრი და ხდება დიფერენციაცია და ერთმანეთისგან დაშორება გარკვეული ღირებულებების მიხედვით. ჯერჯერობით იდეოლოგიური დიფერენცია არ ხდება, მაგრამ ღირებულებების მიხედვით დიფერენციაცია უკვე აშკარაა. View the full article
-
http://i047.radikal.ru/1005/9e/89cfc63de047.jpgრაფაელ ბენიტესი აკვირდება იმ სამ ფეხბურთელს, რომლებიც მომავალა წელს რობერტო მანჩინის გეგმებში არ შედის და ცდილობს, გადმოიბიროს ისინი.მოგეხსენებათ, “წითლებმა” უკვე იყიდეს დანი ვილსონი და ჯონჯო შელვი, ხოლო მილან იოვანოვიჩი მათ სრულიად უფასოდ გადმოიყვანეს გუნდში. ახლა ისინი აპირებენ შეიძინონ “მანჩესტერ სიტის” სამი ფეხბურთელი. ესენია:მიკა რიჩარდსი, ნედუმ ონიეჰუ და მაიკლ ჯონსონი. ყველაზე მეტად ბენიტესს მაიკლ ჯონსონი სურს. მას ამ სეზონში ხშირად ჰქონდა ტრავმები, რის გამოც მხოლოდ და მ
-
როგორც იტალიური მედია იუწყება, "ბოლონიას" ახალგაზრდა მცველი, მიგელ ბრიტოსი, "ჯენოას" მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ამავე წყაროს ინფორმაციით, 24 წლის ურუგვაელი უკანა ხაზელის გადაბირებას, გენუელთა მსგავსად, "ნაპოლის" სელექციონერებიც გეგმავენ, თუმცა ნეაპოლელებს, ბოლონიელთათვის, ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ. იხილეთ fanebi.com
-
"პორტსმუტის" თავდამსხმელმა არუნა დინდანმა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის კლუბებიდან რამდენიმე წინადადება ჰქონდა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ კარიერა კატარში გააგრძელოს. იხილეთ fanebi.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gachechiladzelevan32-150x150.jpgოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, დღეს აქციის არჩატარებით შიზოფრენიას მივეცით თავისუფლება. ეს განცხადება ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ვაკის პარკში ომის ვეტერანებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა და განაცხადა რომ, 26 მაისს ამაღლებული განწყობით ზეიმობენ და არ დაუშვებენ ქართველ ჯარისკაცებზე თავდასხმას. ლევან გაჩეჩილაძემ ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის. “მე მოხარული ვარ რომ, პირადად ვეტერანებმა ითავეს დღეს აქ შეკრება. ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თქვენთვის, რადგან ვიცი თქვენი პატრიოტიზმის და გულმხურვალების შესახებ”, _განაცხადა ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებთან მიმართვისას გაჩეჩილაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/200905210702-275x300.jpg“ალიანსის საქართველოსთვის” წარმომადგენლის, პარტია “საქართველოს გზის” ლიდერის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ 26 მაისს როლანდ ახალაიას დაჯილდოება “საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირებისთვის შეფურთხების ტოლფასია”. სწორედ ასე შეაფასა ზურაბიშვილმა “პირWელთან” საუბრისას პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორისთვის როლანდ ახალაიასთვის “ბრწყინვალების” საპრეზიდენტო ორდენის გადაცემის ფაქტი. “ეს ქვეყნის სირცხვილია! მერჩივნა, ეს უმსგავსო ფაქტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მაინც არ გამეგო. ეს კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა იმ ცინიზმისა, რომლითაც ხელისუფლება ქართველ ხალხს ეპყრობა” – აღნიშნა მან. რაც შეეხება თავად დღევანდელ სამხედრო აღლუმს, ზურაბიშვილის შფასებით, “ეს სახელმწიფოებრიობის სრული რღვევის მაჩვენებელია, რადგან საზოგადოების უმრავლესობას მასში მონაწილეობა არ მიუღია”. “ქართული ჯარი ჩვენია და მას დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. ვისურვებდი, რომ ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ ჯარს ასეთი კრახი მიაყენა, მალე შეიცვალოს და ნამდვილი სახელმწიფო ავაშენოთ” – დასძინა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს როლანდ ახალაიასთან ერთად, 22 ცნობილი ადამიანი დააჯილდოვა. View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/gmirta_monumenti.jpgპრეზიდენტმა გმირთა მოედანზე “გმირთა მონუმენტი” ოფიციალურად გახსნა. მემორიალი 1921 წელს დაღუპული იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. ლითონის კონსტრუქციისა და მეტაკრილატის პრიზმებისგან შემდგარი 48 მ სიმაღლის მონუმენტი ესპანელი დიზაინერის ალბერტო დომინგო კაბოს მიერაა დაპროექტებული. კოშკის მეტაკრილატის პრიზმებზე ყველა იმ მებრძოლის სახელი ამოიტვიფრა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. მათ საუკუნოდ უკვდავსაყოფად მემორიალის ძირში ასევე სპეციალური კაფსულა განთავსდება, რომელშიც გმირთა სახელების აღმნიშვნელი წარწერები ჩაიდება. რაც შეეხება იმას, თუ რა თანხა დაიხარჯა მემორიალის მშენებლობისთვის, როგორც დედაქალაქის მერიაში ამტკიცებენ, “გმირთა მონუმენტი” ვარაზისხევი-თამარაშვილის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალისთვის გამოყოფილი 80 მლნ ლარის ფარგლებში დაფინანსდა. View the full article
-
უფროს თაობაში არ მეგულება ადამიანი , რო არ იცოდეს ეს ფილმი. კავკასიელი ტყვე ქალი ისეთი ფილომი რომლის ყურებაც არასოდას არ მობეზრდება ადამიანს View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/P1030300-300x225.jpg “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, “ოპოზიცია პატივს სცემს ქართულ ჯარს, მაგრამ არა მის მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს”. ამის შესახებ ძიძიგურმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ვეტერანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი მონაპოვარია და ყველას ვულოცავთ ამ დღეს, მათ შორის – აქ შეკრებილ ვეტერანებს. ჩვენი აქ შეკრება არის დასტური იმისა, რომ ქართული საზოგადოება უზარმაზარ პატივს სცემს ქართულ ჯარს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაიაა”, – განაცხადა ძიძიგურმა, რომლის აზრით, “მიხეილ სააკაშვილს დღეს აღლუმის ჩაბარების მორალური უფლება არ ჰქონდა”. შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ვეტერანებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცად დღეს ვაკის პარკში შეიკრიბა. პირWელი Sharevar button = document.getElementById('facebook_share_link_8890') || document.getElementById('facebook_share_icon_8890') || document.getElementById('facebook_share_both_8890') || document.getElementById('facebook_share_button_8890');if (button) { button.onclick = function(e) { var url = this.href.replace(/share.php/, 'sharer.php'); window.open(url,'sharer','toolbar=0,status=0,width=626,height=436'); return false; } if (button.id === 'facebook_share_button_8890') { button.onmouseover = function(){ this.style.color='#fff'; this.style.borderColor = '#295582'; this.style.backgroundColor = '#3b5998'; } button.onmouseout = function(){ this.style.color = '#3b5998'; this.style.borderColor = '#d8dfea'; this.style.backgroundColor = '#fff'; } }} View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/201002244103-300x248.jpgმოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ოპოზიციონერი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის შეფასებით, “პრეზიდენტ სააკაშვილს ჯილდოების გადაცემა უკვე შიზოფრენიაში გადაუვიდა”. სწორედ ასე შეაფასა გაჩეჩილაძემ “პირWელთან” საუბრისას პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიგი პირებისთვის, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორისთვის როლანდ ახალაიასთვის “ბრწყინვალების” საპრეზიდენტო ორდენის გადაცემის ფაქტი. “ამასთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ – ვერც დადებითს და ვერც უარყოფითს, რადგან პრეზიდენტს ჯილდოების გადაცემა უკვე შიზოფრენიაში გადაუვიდა” – განაცხადა გაჩეჩილაძემ. რაც შეეხება იმ ფატქს, რომ ადრე როლანდ ახალაიას ჯილდო პატრიარქმაც გადასცა, გაჩეჩილაძის აზრით, “იმ შემთხვევაში პატრიარქის ჯილდო ალბათ, გარკვეული სიმძიმის მატარებელი იყო”. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსის დათა ახალაიას მამა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე”, იმ პერიოდში დაუახლოვდა, როცა მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მუშაობდა და ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, რა მიზნითაც თანამდებობის პირთა გადაბირებას ეწეოდა. გარდა ამისა, კულუარულად მის სახელს წლების წინ სამეგრელოში მომხდარ რამდენიმე მკვლელობას, ასევე სადღეისოდ რეგიონში ტვირთების ტრანზიტული ბიზნესის კონტროლს უკავშირებენ.
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/04/aglumi_409521401-300x224.jpgრუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დასრულდა. აღლუმი ერთი საათი და 5 წუთი გრძელდებოდა. საზეიმო სამხედრო მსვლელობაში 4325 ქვეითი მონაწილეობდა, რომელთა შემდეგ რუსთაველის გამზირზე კოლონებად სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა. აღლუმი საავიაციო სამხედრო ტექნიკის საჩვენებელი ფრენით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს კათპოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების, სასამართლოს, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, დიპკორპუსის, რელიგიური კონფესიების წევრები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა ოჯახების წარმომადგენლები, ხელოვანები, სპორტსმენები, სახალხო დამცველის აპარატის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებელი მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/saakashvili111-300x206.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით” 23 ადამიანი დააჯილდოვა. საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის, ხელოვნებაში წარმატებული მოღვაწეობისთვის, “ბრწყინვალების ორდენით” დაჯილდოვდა ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე; საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მიღწეული წარმატებებისთვის, გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე; მსოფლიოში ქართული საბალეტო სკოლის აღორძინებისა და საქართველოს წარმოჩინებისათვის ნინო ანანიაშვილი; ქართულ საქმეში, უცხოეთში ქართულ დიასპორაში მრავალწლიანი თავდადებისთვის ალექსანდრე ბესტავაშვილი; ყველაზე რთულ დროს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობისათვის და ნოვატორობისთვის ქართულ ბიზნესში ლადო გურგენიძე; 100-ზე მეტი ქართული ძეგლის აღდგენისათვის ნიკა ვაჩეიშვილი; ბათუმის და ანაკლიის ბულვარების, თბილისის გმირთა მემორიალისა და საქართველოს ახალი პარლამენტის შენობის პროექტების შექმნისთვის ალბერტო დომინგო კაბო; პატრიოტიზმისთვის და ახალი სტანდარტების დანერგვისთვის ქართულ ბიზნესში კობა ნაყოფია; საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის ნანი ბრეგვაძე; ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ჯემალ ჭკუასელი; 70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული თავდადებული ბრძოლისთვის როლანდ ახალაია; საქართველოში ასეულობით მილიონის ინვესტიციის სწორად ორგანიზებისათვის და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის ხატერ მასადი; სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ქართული საერთაშორისო სიმართლის სკოლის შექმნისთვის ლევან ალექსიძე; ბრწყინვალე არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის და დიდი არქეოლოგიური ღვაწლისთვის იულონ გაგოშიძე; დიდი დამსახურებისთვის სამედიცინო საქმიანობაში და სამოქალაქო თავდადებისთვის როლანდ ახალაია; ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის, ქართული პატრიოტული ახალგაზრდონის საუკეთესო სახით წარმოჩინებითვის ეკა ზღულაძე; წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში რამაზ ნიკოლაიშვილი; თითქმის ოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საქართველოში დანიელ კუნინი; ქართული საფრენოსნო სკოლის შექმნის საქმეში და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის ქართულ ავიაციაში შამილ გოგოშიძე; ნოვატორობისთვის და პატრიოტული საქმიანობისთვის ნიაზ დიასამიძე; წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში ირაკლი ეზუგბაია. IPN
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/05/wyneti.jpg მეთორმეტე კლასელთა მიპატიჟება „NIGHT OFFICE“. წყნეთის ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის ინიციატივით ასამდე აბიტურიენტმა არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე მმართველი პარტიის მიერ დარიგებული მოსაწვევებით საღამო კლუბში გაატარეს. ფაქტს არ უარყოფენ მოზარდები. პარტიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. დაირღვა თუ არა საარჩევნო კანონი და რა ზომებს მიმართავს ან უნდა მიმართოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. itvს ლინკი
-
ამ პროგრამით შეძლებთ ნებისმიერი ვიდეო გადაიყვანოთ DVD ფორმასტი View the full article