Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ჩარლზ კრაუტჰამერი როდესაც პრეზიდენტი ობამა საზოგადოებას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ ახალ რეზოლუციას აცნობდა, მან ხაზგასმით აღნიშნა, თანაც ერთხელ კი არა, ორჯერ, რომ ირანის რესპუბლიკა მსოფლიოს თანამეგობრობის მხრიდან სულ უფრო იზოლირებული ხდება. თავისთავად ამ განცხადებაში გასაკვირი არაფერია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ „გაწვდილი ხელის“ 16 თვიანი პოლიტიკის შემდეგ, რომლის საპასუხოდაც ირანმა მხოლოდ დააჩქარა თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელება (გაზარდა ცენტრიფუგები, გამდიდრების ობიექტები, თავად გამდიდრების დონე), ირანის „იზოლაცია“ ალბათ ერთადერთი მიღწევაა, რაზეც ადმინისტრაციას შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს. მერე რა, რომ „იზოლაციამ“ ირანის ბირთვულ ამბიციებს ვერაფერი მოუხერა, ადმინისტრაციას მასზე საუბარი არ ღლის. მაგალითად, ქვეყნის საქმეებზე კონგრესისთვის წარდგენილ თავის საპრეზიდენტო ანგარიშში ობამამ განაცხადა, რომ „ისლამური რესპუბლიკა ირანი უფრო იზოლირებული გახდა“. ორი თვის შემდეგ ვიცე–პრეზიდენტი ბაიდენი ამტკიცებდა: „მე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირანის იზოლაცია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით, გაიზარდა და მას მსოფლიოში მეგობრები მოაკლდა“. აპრილში სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ობამამ განაცხადა, რომ „ერები, რომლებიც საკუთარი ვალდებულებების (ანუ გაუვრცელებლობის ხელშეკრულების, ანუ ირანი) შესრულებაზე უარს აცხადებენ, იზოლაციაში მოექცევიან“. ასეა კი სინამდვილეში? სამშაბათს, ერთი დღით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი გაეროს მიერ მიღებული ძალიან სუსტი რეზოლუციით დაიტრაბახებდა, სუბრობდა რა ირანის სულ უფრო მზარდ იზოლაციაზე, რუსეთის, თურქეთის და ირანის ხელმძღვანელები სტამბულში უსაფრთხოების სამიტზე შეიკრიბნენ, New York Times–ის თქმით „რეგიონში ძალთა განლაგების დემონსტრირებისთვის, რომელიც როგორც ჩანს შეერთებული შტატების გამოცდაზე იყო გათვლილი“. მე კი დავამეტებდი, რომ ეს შეკრება იმის ჩვენებაზეც იყო გათვლილი, თუ რამდენად დაუსაბუთებელია აშშ–ს განცხადებები ირანის იზოლაციის შესახებ, ასევე ამ ქვეყნის რუსეთთან მზარდი კავშირებისა და თურქეთთან ფსევდო ალიანსის დემონსტრირებაზე, თურქეთის, რომელიც სხვათა შორის არც მეტი, არც ნაკლები ნატოს წევრია. გარდა იმისა, რომ საეჭვოა საბოლოო მიზანი იზოლაცია იყოს, რომელიც აბსოლტურად უსარგებლოა, თუკი ამ იზოლაციის მიუხედავად ირანი ნელ–ნელა ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, დაუჯერებელია თავად განცხადება ირანის მზარდ იზოლაციაზე. მარტო, გასულ თვეში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თავისთან თეირანში დემონსტრაციულად მოაწყო თურქეთის და ბრაზილიის ლიდერების მიღება. სამივემ ერთმანეთს ხელი გაუწოდა და ურანის გადაცემაზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რაც ირანზე გაეროს სანქციების მიღების აშშ–ს მცდელობების ტორპედირებაზე იყო გამიზნული. ექვსი კვირის შემდეგ, ირანი გაეროს „ქალთა საკითხების კომისიის“ წევრი გახდა – გროტესკული გადაწყვეტილება, ირანის იზოლაციისა და მისი დელეგიტიმიზაციის მცდელობების დაცინვა სწორედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც ობამა ასე აფასებს. მზარდი იზოლაცია? მარტო შარშან, აჰმადინეჯადს სიხარულით მასპინძლობდნენ ქაბულში, სტამბოლში, კოპენჰაგენში, კარაკასში, ბრაზილიაში, ლას–პასეში, სენეგალში, გამბიასა და უგანდაში. ხოლო დღეს ის ჩინეთშია. ბუშის მმართველობის წლებში ირანის წინააღმდეგ სანქციებზე სამი რეზოლუციაა მიღებული. სამივე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დამტკიცდა. მაგრამ 16 თვიანი მძიმე ჭინთვების შემდეგ თაგვზე მშობიარობით ობამამ საკუთარი უბადრუკი სანქციების მხარდაჭერისთვის მხოლოდ 12 ხმა მოიპოვა, ლიბანმა თავი შეიკავა, თურქეთმა და ბრაზილიამ კი ხმა „წინააღმდეგ“ მისცეს. თავიდანვე, ობამას სტრატეგია ირანის და სხვა გარიყული სახელმწიფოების მიმართ იმაში მდგომარეობდა, რომ კეთილი ნების დემონსტრირება მოეხდინა და მათთან გარკვეულ დათმობებზე წასულიყო იმ პირობით, რომ ეს ორიდან ერთ–ერთ შედეგს მაინც მოიტანდა: (ა) მეორე მხარე შეცვლიდა პოლიტიკას, ან (ბ) თუკი ეს არ მოხდებოდა, მსოფლიო ჩვენს გარშემო გაერთიანდებოდა და იზოლაციაში მოაქცევდა იმ სახელმწიფოს, რომელიც უკანონო ქმედებას ჩაიდენდა. დღეს ჩვენ საკუთარი კეთილი განზრახვების უკანასკნელ მილს გავდივართ. და ეს წელიწადნახევრიანი სამშვიდობო ინიციტივების, მოლაპარაკებების, დათმობების, ირანის ხალხისადმი ორი საახალწლო მიმართვის, 1953 წლის თავდასხმაში აშშ–ს მონაწილეობაზე დამამცირებელი თავის მართლებებისა და სამარცხვინო დუმილის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ რეჟიმის სტაბილურობას თურმე მშვიდობიანი დემონსტრანტები უქმნიდნენ საფრთხეს. ირანის რეაქცია? ღია გამოწვევა, აგდებული დამოკიდებულება და ბირთვული პროგრამის განხორციელების დაჩქარება. და როგორია დანარჩენი მსოფოლოს რეაქცია? ის ჩვენს გარშემო გაერთიანდა? რუსები და ჩინელები გამალებულები ვაჭრობენ და წარმატებით მიაღწიეს სანქციებზე რეზოლუციის სრულად დახვეწას. თურქეთი, ხედავს რა, თუ როგორი სასოწარკვეთილი ცდილობს შეერთებული შტატები სირიის დაშოშმინებას და ირანის მოთაფვლას, როდესაც ის ისრაელზე ზეწოლას ახორციელებს, არაფრად აგდებს ლიბანს და საკუთარ ძალას ახვევს თავს რეგიონს – ღიად ანიჭებს უპირატესობას რეგიონის წამყვან მოთამაშეებს: ირანს და მის სატელიტებს (სირიას, ჰეზბოლას, ჰამასს). რომ აღარაფერი ვთქვათ ბრაზილიაზე. შენც ლულა? და ეს ყველაფერი ხდება ამ სახელმწიფოების 16 თვიანი მოფერების, შერიგების ჟესტების შემდეგ, რომლებიც ერთი–მეორეს მოსდევს: რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“, ჩინეთთან შეთამაშება, გულმხურვალე ორდღიანი ვიზიტი თურქეთში თურქულ პარლამენტში სიტყვის წარმოთქმით, ბრაზილიის განდიდება „დიდი ოცეულით“ „დიდი რვიანის“ განდევნის ხარჯზე. ეს ყველაფერი ამერიკის სისუსტედ და იმის ნიშნად ჩაითვალა, რომ ობამას უგულებელყოფა შესაძლებელია. შედეგი მოკლედ, თუმცა საკმაოდ სრულად აისახა ამ ოთხშაბათს, Washington Post–ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის სათაურში „აშშ–ს ალიანსი ირანის წინააღმდეგ მოწყვლადობის ახალ ნიშნებს ავლენს“. უი, მართლა? ორიგინალი ორიგინალი
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gif ვაცლავ ჰაველი 12 აპრილს მოსკოვში სასტიკად ჩაცხრილული მოსამართლის ედუარდ ჩუვაშოვის სიკვდილმა, ახალი სახელი შემატა იმ ადამიანთა მკვლელობების სიას, რომლებიც რუსეთის ყველა უდანაშაულოდ მოკლული ადამიანისთვის სამართლის მიღწევას ცდილობენ, რაც მომავალი რუსული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ედუარდ ჩუვაშოვი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე მოსამართლეს შორის, რომლებსაც შესწევდათ ძალა მთავრობის და შსს-ს მაღალჩინოსანთა გავლენიანი წარმომადგენლების ნებას შეწინააღმდეგებოდნენ. კერძოდ მან რამდენიმე მათგანი ციხეშიც გაისტუმრა. ახლახანს, სამწუხაროდ ცნობილი ნეონაცისტური ჯგუფის განაჩენთან დაკავშირებით, მისი მისამართით მუქარები გაისმა. დასავლური პრესა დღემდე პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის საქმიანობას აღწერდა, როგორც ქვეყნის ლიბერალიზაციის ეტაპს, რუსულ საზოგადოებაზე სახელმწიფოს ავტორიტარული მარწუხების შესუსტების პერიოდს. ზოგიერთები იმასაც კი ფიქრობენ, რომ დიმიტრი მედვედევის მოსვლამ უახლოეს მომავალში შეიძლება ახალ „პერესტროიკას“ დაუდოს სათავე. და მაინც იმ შეკვეთილ დანაშაულთა დეტალები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ უფლებადამცველ ნიკოლოზ გირენკოს და ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობით დაიწყო, გამოძიებას დღემდე არ გაურკვევია. მეტიც, 2009 წელს (უფრო ზუსტად მედვედევის პრეზიდენტობის მეორე წელს) ქვეყანაში ასეთი დანაშაულების ახალი შემაშფოთებელი სერია დაიწყო. სტანისლავ მარკელოვი, ნატალია ესტემიროვა, მაქშარიპ აუშევი და ივან ხუტორსკი – ყველა მათგანი 2009 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რუსეთის რეპუტაციის გაუმჯობესებას და დარღვევებზე სიმართლის თქმას. ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი ხშირად უძღვებოდა ისეთ უფლებადაცვით საქმეებს, რომელსაც ხელსაც კი არავინ აკარებდა. ის ისეთ საკითხებზე მუშაობდა, რომლებიც ჩეჩნეთში ომს და ძალადობას, ასევე იმ ნეონაცისტურ საშინელებებს უკავშირდებოდა, რაც მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და სხვა რუსული ქალაქების ქუჩებშია გაბატონებული. ნატალია ესტემიროვა, „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი, მტკიცედ იყო განწყობილი იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეებს მათ უახლოეს წარსულზე სიმართლე გაეგოთ და რესპუბლიკაში ადამიანთა გატაცებებისა და მკვლელობების შემთხვევებს იძიებდა. სინამდვილეში იგი ჩეჩნეთში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო გახლდათ. მაშკარიპ აუშევი ინგუში ჟურნალისტი და ოპოზიციონერი იყო, ის გავლენიან ინტერნეტ-საიტს მას შემდეგ ხელმძღვანელობდა, რაც 2008 წელს მუჰამედ ევლოევი დაკითხვის დროს მილიციელებმა მოკლეს, ხოლო ცნობილი მოსკოველი ანტი-ფაშისტი ივან ხუტორსკი ანტი-ფაშისტურ ღონისძიებებს მართავდა. მკვლელებმა, მთელი მათი შრომა წყალს გაატანეს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღოს ამ ტრაგედიების ტალღას. იმ ადამიანების მკვლელობაზე თვალის დახუჭვით, რომელთა ერთადერთ მიზანსაც ადამიანური ღირსების დაცვა წარმოადგენდა, რუსეთი უკეთესი მომავლისადმი რწმენის უკანასკნელ სხივებს აქრობს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა იმაში, რაც ნებისმიერი მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს: სიცოცხლის დაცვა და თითოეული მისი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არც ერთი ეს მკვლელობა წესიერად არ გამოძიებულა და ამ დამნაშავეებიდან დღემდე არც ერთი არ წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე. მეტიც, დაუსჯელობის მსგავსი ატმოსფერო ბოროტმოქმედებს მომავალი დანაშაულებებისთვის ახალისებს. ის, რომ რუსეთის უსაფრთხოების ძალები, გარკვეული ეჭვების საფუძველზე, შეიძლება გარეულები იყვნენ ზოგიერთ ამ დანაშაულში, ცხადყოფს თუ რა რთული და ღრმაა ეს პრობლემა. ბრალდებები საფუძვლად უნდა დაედოს საქმის დეტალურ გამოძიებას, თუკი რა თქმა უნდა, სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე პრეზიდენტ მედვედევის განცხადებები ცარიელი სიტყვები არ არის. რაც უფრო ადრე გამოავლენს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დაცვის ნებას, მით უფრო ჩქარა განვითარდება რუსეთთან საერთაშორისო კონსტრუქციული თანამშრომლობა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და რუსეთის მთავრობას მათ დაცვას ვთხოვთ, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია, ვთხოვთ უზრუნველყოს უფლებადამცველების, ჟურნალისტების და დამოუკიდებელი იურისტების მკვლელობების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. პოლიტიკურმა ლიდერებმა ცხადად და მკაფიოდ უნდა გამოხატონ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ამ საშინელი დანაშაულებების მიმართ. მათ ხაზი უნდა გაუსვან იმას, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისა და მთლიანობაში სახელმწიფოს ჯანმრთელობისთვის იმ ადამიანების მკვლელობა, რომლებიც საზოგადოების ინტერესებში მოქმედებენ. თავის მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამონახოს აუცილებელი რესურსი იმისთვის, რომ მხარდაჭერით, დაცვით და თავშესაფრით უზრუნველყოს ყველა რუსი უფლებადამცველი. ტექსტს ხელს აწერენ: ელ ჰასან ბინ ტალალი – იორდანიის პრინცი, ანდრე გლუქსმანი – ფილოსოფოსი, ჰანს კიუნგი – თეოლოგი, დეზმონ ტუტუ – კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, იოჰეი სასაკავა – კეთილი ნების ელჩი, კარლ შვარცენბერგი – ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი – გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი, ფრედერიკ ვილემ დე კლერკი – სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, გრიგორი იავლინსკი – რუსეთის ლიბერალური პარტიის „იაბლოკო“-ს ლიდერი. ორიგინალი ორიგინალი
  3. http://s39.radikal.ru/i084/1006/5c/1e7f5e6d18eb.jpg ამერკასთან თამაშამდე ინგლისის ნაკრების ყველა ფეხბურთელმა სამახსოვრო ფოტო გადაიღო. View the full article
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/bitsadze_badri_001.jpg“დემოკრატიული მოძრაობა– ერთიანის საქართველოს” ლიდერის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. “ჯეოტოპნიუსის” ინფორმაციით, ბადრი ბიწაძე ამ დროისათვის ჩაფიძის კლინიკაში რჩება, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. იგი პალატაშია გადაყვანილი, კონტაქტურია და რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ. შეგხსენებთ, რომ ბადრი ბიწაძე გულის შეტევით საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით მოათავსეს. Share View the full article
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/yirgizeti-150x150.jpgეთნიკური დაპირისპირება, რომელიც ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 11 ივნისის ღამეს დაიწყო სერიოზულ არეულობაში გადაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 65 და დაიჭრა 600-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის სიდიდით მეორ ქალაქი, ოში - სავსეა შეიარაღებული და ნიღბიანი ხალხით. დროებითი მთვარობა წესრიგის დამყარებას საკუთარი ძალებით ამ დრომდე ვერ ახერხებს. როზა უტუნბაევამ ყირგიზეთში ჯარის შეყვანა უკვე სთხოვა მოსკოვს, თუმცა რუსული მედიის ცნობით უარი მიიღო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/yirgizeti1.jpg itvს ლინკი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/msoflio-bankis-vigacaeef67_big-150x150.jpgმსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა აზიაში საქართველოშია. მისი ვიზიტის მიზანია ქვეყნის ლიდერებთან, განვითარების პარტნიორებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილოს, თუ როგორ შეუძლია ბანკს დაეხმაროს ქვეყანას ეკონომიკურ აღმავლობაში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erovnuli-centri.jpg itvს ლინკი
  7. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/NewsImg.aspx-1-300x195.jpgთბილისში ლუდის ფესტივალი იწყება. ლუდის მოყვარულები ორი დღის განმავლობაში ვარდების მოედანზე ქართული ლუდის დაგემოვნებას შეძლებენ. მოედანზე შეკრებილი სტუმრებისთვის ლუდის სმაში შეჯიბრი მოეწყობა, გაიმართება წამახალისებელი გათამაშებებიც. სპეციალურად ლუდის მოყვარულებისთვის მთელი დღის განმავლობაში ცნობილი ქართული ჯგუფები დაუკრავენ. ფესტივალი კოსტიუმირებული კარნავალით გაიხსნება. მოედანზე მოეწყობა ბავარიული, ჩეხური, ბელგიური, ინგლისური და ქართული კუთხეები, სადაც სტუმრები ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ. ფესტივალი, რომელიც კომპანია “ნატახტარისა” და თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივით იმართება, კავკასიაში ყველაზე მასშტაბური იქნება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. Share View the full article
  8. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/haveli-vaclav_big.jpgრუსეთში სამართლიანობას კლავენ, – ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გაზეთი Liberation ვაცლავ ჰაველისა და მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწეების ღია წერილს . წერილის ადრესატები არიან რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და რუსთის ხელისუფლება. “12 აპრილს მოსოვში უმოწყალოდ დახვრეტილი მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი იმ ადამიანთა გრძელ ნუსხას შეემატა, რომლებიც რუსეთში სამართლიანობისთვის დახოცეს”, – ასე იწყბა სტატია, რომელშიც ნახსენებია ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მოკლეს. ვაცლავ ჰაველი იხსენებს ანა პოლიტკოვსკაიას, სტანისლავ მაკაროვს, ნატალია ესტემიროვას, მაკშარიპ აუშევს, ივან ხუტორსკის და აცახადებს, რომ ეს ადამიანები მთელი ძალით ცდილობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში რუსეთის რეპუტაცია გაეუმჯობესებინათ. “ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი ტრაგედიის ამ ჯაჭვს. იმ ადამიანების მკვლელობაზე თვალის დახუჭვით, რომელთა ერთადერთ მიზანს ადამიანის ღირსების დცვა წარმოადგენდა, რუსეთის ნათელი მომავალის იმედი კვდება. რუსეთის ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა საკითხში, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი იზანი უნდა იყოს: ადამიანების სიცოცხლის დაცვა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხობა. არც ერთი ამ მკვლელობათაგანი არ იყო სათანადოდ გამოძიებული და არც ერთი დამნაშავე არ წარმდგარა მართლმსაჯულების წინაშე”, – ნათქვამია სტატიაში. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> აქვე აღნიშნულია, რომ დაუსჯელობის ატმოსფერო ხელს აძლევს ბოროტმოქმედებს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ის ფაქტი, რომ რუსული უშიშროების ძალები შესაძლებელია, ჩართული იყვნენ ამ კრიმინალურ ქმედებებში, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. რუსეთის ხელისუფლებისთვის ყველა დამნაშავის გამოვლენა ძირითადი მიზანი უნდა იყოს, თუკი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ მედვედევის განცხადებები სამართლებრივი სახელმწიფოს შენების შესახებ ცარიელი სტყვები არ არის. რაც უფრო მალე აჩვენებს რუსეთის ხელისუფლება ნებას, რომ მზად არიან თავიანთი მოქალაქეები დაიცვან, მით უფრო მალე დამყარდება რუსეთან საერთაშორისო კონსტრუქციული ურთიერთობები”, – ნათქვამია წერილში. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი საზოგადო დ პოლიტიკური მოღვაწეები სთხოვენ რუსეთის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, დაიცვან ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეშია და ხელი შეუწყონ უფლებადამცველთა, ჟურნალისტთა და დამოუკიდებელ იურისტთა მკვლელობების გამოძიებას. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“პოლიტიკურმა ლიდერებმა ღიად და ნათლად უნდა დააფიქსირონ თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ამ საშინელი მკვლელობების მიმართ, საერთაშორისო საზოგადეობამ კი მხარდაჭერა, დაცვა და თავშესაფარი მისცეს რუსეთში საფრთხეში მყოფ ადამიანის უფლებადამცველებს”, – ნათქვამია წერილში. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ღია წერილს ხელს აწერენ იორდანიის პრინცი ელ ჰასან ბინ ტალალი, ფილოსოფოსი ანდრე გლიუკსმანი, თეოლოგი ჰანს კიუნგი, კეიპტაუნის არქიეპისკოპოსი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დესმონდ ტუტუ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი იოხეი სასაკავა, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგი, გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ფრედერიკ ვილემ დე კლერკი, რუსეთის ლიბერალური პარტია “იაბლოკოს” ლიდერი გრიგორი იავლინსკი. IPN Share View the full article
  9. ჩვენმა ნაკრებმა IRB-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირის ფარგლებში შოტლანდიის რანგით მეორე გუნდთან გამართა შეხვედრა და მინი სენსაციაც გამოაცხო. არ მგონია მატჩამდე ბევრი თუ ფიქრობა, რომ ჩვენებურები მოგებას მოახერხებდნენ, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ უამრავი მაღალი კლასის მოთამაშე გვაკლდა – ფაქტიურად ეს კრებული მეორე გუნდი იყო და არა ის ნაკრები, ვინც მსოფლიოზე თამაშს უფლება მოიპოვა. თამაში დაიწყო და სკოტების უდიდესი უპირატესობა იგრძნობოდა – ბურთს ძაან ლაღად ხელდახელ ათამაშებდნენ და ჩვენებურები დიდი გაჭირვების და ენერგიის ხარჯვით თუ ახერხებდნენ მათ შეკავებას. მაინც ძაან ადრიანად გავუშვით ლელო, მეათე წუთისთვის მოწინააღმდეგემ ფლანგზე ზედმეტი კაცით უპირატესობა მოიპოვეს და ხაზი ადვილად გაგვიჭრეს. მერე ჯარიმიდან მიითვალეს რამოდენიმე ქულა და 0–13. გონებაში გამოთვლა დავიწყე რა ანგარიშით შეგვეძლო წაგება, იმდენად ლაღად თამაშობდნენ სკოტები. იგრძნობოდა, რომ ნებისმიერ მომენტში გაჭრიდნენ ხაზს, რა წამს ცოტა ტემპს მოუმატებდნენ. მაგრამ თავადაც ძაან ადრიანად ირწმუნეს გამარჯვება და მოდუნდნენ, თავი არ შეაკლეს. ვიფიქრე ასეთი რამის გამო ღირსები არიან ჭკუა ვასწავლოთთქო და მართლაც მეორე ტაიმი დაიწყო და მოხდა საოცრება, რასაც იმ წამს ვერავინ იფიქრებდა. პირველი ქულების მოპოვება ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიწურულს მოვახერხეთ, როცა ყიასაშვილმა ზუსტად მოედნის ცენტრიდან შესანიშნავად დაარტყა ჯარიმა. მეორე ტაიმის დასაწყისში იგივე გაიმეორა და 6–13. მერე იყო სუთიაშვილის შესანიშნავი დრიბლინგი, ხაზი გაჭრა, დიდ სისწრაფეზე რამოდენიმე ბეკს გვერდი აუარა და მისი შებოჭვა მხოლოდ ჩათვლის მოედნის სიახლოვეს შეძლეს, მაგრამ შალვამ ბურთის დამიწება მაინც მოახერხა, ანგარიშიც გათანაბრდა. სკოტები დაიბნენ, გაქრა ის თავდაჯერება, მწყობრი თამაში, რაც პირველ ტაიმში იყო. არ ელოდნენ ქართველთა ასეთ წინააღმდეგობას. ჩვენები მოწინააღმდეგის ნახევარზე გაშინაურდნენ, სკოტების მომრავლებულ შეცდომებით სარგებლობნენ, რასაც კიდევ ორი გამოყენებული ჯარიმა მოყვა მეტოქის ერთის საწინააღმდეგოდ. ასე რომ მატჩის მიწურულს ექვსქულიანი უპირატესობა გვქონდა. ნირწამხდარმა შოტლანდიელებმა ბოლო ძალა მოიკრიბეს, ბურთი ისევ ხელდახელ გაათამაშეს და რამოდენიმე წუთიანი შეტევის შემდეგ ლელოს გატანა მაინც მოახერხეს – 22:21. გარდასახვის დრო მოვიდა – ბედად მეტოქეს ამ მომენტშიც უმტყუვნა ნერვება, დარტყმა გაუცუდდა და დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა. ეს უკვე გამარჯვება იყო!!! იმის ფონზე, რომ ჩვენმა ძირითადმა ნაკრებმა ამ ორი წლის წინ იგივე შოტლანდისს “ა” ნაკრებთან 69:3 წააგეს, ეს გამარჯვება უდიდეს წარმტატებად შეიძლება ჩაითვალოს. ბიჭებმა სუსტი პირველი ტაიმის შემდეგ ძალის მოკრება მოახერხეს, ბევრად უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ მეტოქეს ცამეტქულიანი სხვაობა ამოუქაჩეს და გაიმარჯვეს. რათქმაუნდა ეს ყველაფერი უდიდესი თავდადების და მონდომების ხარჯზე მოხერხდა. დიდი მადლობა ბიჭებს. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/330/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/330/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/330/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/330/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/330/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/330/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/330/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=330&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/putin-300x180.jpgნიკოლა სარკოზი ელისეს სასახლეში ვლადიმერ პუტინს მასპინძლობს. ექსპერტის კრემლის საკითხებში ელენ ბლანის აზრით, რუსეთის რეალურ მეთაურად სწორედ ის რჩება რა იერარქია არსებობს პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ-მინისტრ პუტინს შორის? - აბსოლუტურად ცხადია, რომ დღეს ჩვენ რუსეთის რეალურ მმართველს ვმასპინძლობთ, რომელმაც მსოფლიოს დედაქალაქებში სტუმრობით უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მე და რენატა ლესნიკი ჩვენს წიგნში მედვედევს „კრემლის სპექტაკლის ეპიზოდურ მსახიობს ვუწოდებთ“. ის ადგილს უნახავს პუტინს, რომელიც საპრეზიდენტო მანდატის 6 წლამდე გაგრძელებით, მთელი 12 წლით შესძლებს დაბრუნებას! იმ დროისთვის იგი მხოლოდ 69 წლის იქნება. შეიძლება მედვედევი მისი კონკურენტი გახდეს? - არა მგონია. შესაძლოა მას სურს პრეზიდენტობა და ქვეყანაში უფრო ლიბერალური იდეების კულტივირებას ცდილობს, მაგრამ პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი მოქმედების თავისუფლება სერიოზულად შეეზღუდა. ყოველთვის, როდესაც ის ადამიანის უფლებებზე და კორუფციაზე საუბრობს, მის განცხადებებს არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება. ის უკვე ორ წელზე მეტია რაც პრეზიდენტია. შესძლო კი მან ოდნავ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის საქმეში? სინამდვილეში სულ უფრო ძლიერდება რუსულ საზოგადოებაზე ზეწოლა. მართლაც სარგებლობს პუტინი საკუთარ ქვეყანაში ისეთი პოპულარობით, როგორც გვეუბნებიან? - ანა პოლიტკოვსკაია ამბობდა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დღეს ისეთივე სანდოა, როგორიც თავის დროზე საბჭოთა კავშირში იყო, თუმცა რუსებს ნამდვილად სურთ ძლიერი ლიდერი. ელცინის რეჟიმის დროს, რომელიც საყოველთაო ქაოსით დასრულდა, ისინი ამის დეფიციტს განიცდიდნენ. პუტინი კი მისი ანტიპოდია. ის ახალგაზრდაა, არ სვამს და სპორტითაა დაკავებული. პატრიოტიზმის ტალღაზე აღზევებულმა, მან რუსებს მანამდე დაკარგული ნაციონალური ღირსების განცდა დაუბრუნა. ამით აიხსნება ის უზარმაზარი პოპულარობა, რომელსაც ეს ადამიანი აბსოლუტურად არ იმსახურებს! საფრანგეთი ახლა რუსეთისთვის საკუთარი ვერტმფრენმზიდების მიყიდვას გეგმავს…<br style="padding: 0px; margin: 0px;" /><br style="padding: 0px; margin: 0px;" />- პუტინის რუსეთის შეიარაღება მე არადროულ და სარისკო ნაბიჯად მიმაჩნია. ამის შესახებ ყველა გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკატუნებთ, ვითომ არაფერი გვესმის, რადგან იარაღის გაყიდვით მიღებული ფული გვჭირდება. უნდა ვუფრთხოდეთ თუ არა რუსული იმპერიალიზმის დაბრუნებას? - დასავლეთი რუსეთის უზარმაზარ ამბიციებს არ იმჩნევს, რომელსაც პუტინი პრინციპში არც მალავს. იგი დღემდე ვერ შეეგუა საბჭოთა კავშირის დანგრევას და ცდილობს საკუთარი მინი-იმპერიის შექმნას, საქართველოს და მოლდავეთის სათავეში მის მიერ კონტროლირებადი პრეზიდენტების დასმას, რასაც უკრაინაში უკვე მიაღწია კიდეც. როდესაც საქმე სლავურ რესპუბლიკებს ეხება, მას შეიძლება გაუგო კიდეც, მაგრამ საქართველოს და მოლდავეთს ხომ მათთან საერთო არაფერი არა აქვთ. ისინი ლათინური ქვეყნებია. ამიტომ ეს ყველაფერი მართლაც ერთგვარ ნეოიმპერიალიზმს ჰგავს. ForeignPRESS Share View the full article
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/20070305-bier450bb-150x150.jpgკომპანია ნატახტარის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით ვარდების რევოლუციის მოედანზე პირველი ლუდის ფესტივალი გაიხსნა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/ludis-pestivali.jpg itvს ლინკი
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/geneva-150x150.jpgრა სტატუსით მონაწილეობენ ქართული მხარის წარგზავნილები ჟენევის მოლაპარაკებებში - სახელმწიფოს წარმომადგენლის თუ, კერძო პირის - ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეთა იდენტიფიცირება დღემდე მხოლოდ მათი სახელებით ხდება და არა, იმ სუბიექტებით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/geneva1.jpg itvს ლინკი
  13. გაზიარება [16:15 12.06.2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TBN6nUTSorI/AAAAAAAADwo/sj4vsavzvXE/s200/vladimer+putini.gifდღეს ნიკოლა სარკოზი ელისეს სასახლეში ვლადიმერ პუტინს მასპინძლობს. ექსპერტის კრემლის საკითხებში ელენ ბლანის აზრით, რუსეთის რეალურ მეთაურად სწორედ ის რჩება რა იერარქია არსებობს პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ-მინისტრ პუტინს შორის? - აბსოლუტურად ცხადია, რომ დღეს ჩვენ რუსეთის რეალურ მმართველს ვმასპინძლობთ, რომელმაც მსოფლიოს დედაქალაქებში სტუმრობით უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მე და რენატა ლესნიკი ჩვენს წიგნში მედვედევს „კრემლის სპექტაკლის ეპიზოდურ მსახიობს ვუწოდებთ“. ის ადგილს უნახავს პუტინს, რომელიც საპრეზიდენტო მანდატის 6 წლამდე გაგრძელებით, მთელი 12 წლით შესძლებს დაბრუნებას! იმ დროისთვის იგი მხოლოდ 69 წლის იქნება. შეიძლება მედვედევი მისი კონკურენტი გახდეს? - არა მგონია. შესაძლოა მას სურს პრეზიდენტობა და ქვეყანაში უფრო ლიბერალური იდეების კულტივირებას ცდილობს, მაგრამ პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი მოქმედების თავისუფლება სერიოზულად შეეზღუდა. ყოველთვის, როდესაც ის ადამიანის უფლებებზე და კორუფციაზე საუბრობს, მის განცხადებებს არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება. ის უკვე ორ წელზე მეტია რაც პრეზიდენტია. შესძლო კი მან ოდნავ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის საქმეში? სინამდვილეში სულ უფრო ძლიერდება რუსულ საზოგადოებაზე ზეწოლა. მართლაც სარგებლობს პუტინი საკუთარ ქვეყანაში ისეთი პოპულარობით, როგორც გვეუბნებიან? - ანა პოლიტკოვსკაია ამბობდა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დღეს ისეთივე სანდოა, როგორიც თავის დროზე საბჭოთა კავშირში იყო, თუმცა რუსებს ნამდვილად სურთ ძლიერი ლიდერი. ელცინის რეჟიმის დროს, რომელიც საყოველთაო ქაოსით დასრულდა, ისინი ამის დეფიციტს განიცდიდნენ. პუტინი კი მისი ანტიპოდია. ის ახალგაზრდაა, არ სვამს და სპორტითაა დაკავებული. პატრიოტიზმის ტალღაზე აღზევებულმა, მან რუსებს მანამდე დაკარგული ნაციონალური ღირსების განცდა დაუბრუნა. ამით აიხსნება ის უზარმაზარი პოპულარობა, რომელსაც ეს ადამიანი აბსოლუტურად არ იმსახურებს! საფრანგეთი ახლა რუსეთისთვის საკუთარი ვერტმფრენმზიდების მიყიდვას გეგმავს… - პუტინის რუსეთის შეიარაღება მე არადროულ და სარისკო ნაბიჯად მიმაჩნია. ამის შესახებ ყველა გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკატუნებთ, ვითომ არაფერი გვესმის, რადგან იარაღის გაყიდვით მიღებული ფული გვჭირდება. უნდა ვუფრთხოდეთ თუ არა რუსული იმპერიალიზმის დაბრუნებას? - დასავლეთი რუსეთის უზარმაზარ ამბიციებს არ იმჩნევს, რომელსაც პუტინი პრინციპში არც მალავს. იგი დღემდე ვერ შეეგუა საბჭოთა კავშირის დანგრევას და ცდილობს საკუთარი მინი-იმპერიის შექმნას, საქართველოს და მოლდავეთის სათავეში მის მიერ კონტროლირებადი პრეზიდენტების დასმას, რასაც უკრაინაში უკვე მიაღწია კიდეც. როდესაც საქმე სლავურ რესპუბლიკებს ეხება, მას შეიძლება გაუგო კიდეც, მაგრამ საქართველოს და მოლდავეთს ხომ მათთან საერთო არაფერი არა აქვთ. ისინი ლათინური ქვეყნებია. ამიტომ ეს ყველაფერი მართლაც ერთგვარ ნეოიმპერიალიზმს ჰგავს. foreignpress.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  14. სამხრეთ კორეა მე-7 და 52-ე წუთებზე გატანილი გოლებით საბერძნეთის ნაკრებს ამარცხებს. ნახეთ მატჩის ფრაგმენტები იხილეთ fanebi.com
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/chxartishvili-150x150.jpgთბილისის მერიის ახალი პროექტის, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას შესაძლოა ბავშვთა სანატორიუმი შეეწიროს. ავჭალის მოსახლეობის ინფორმაციით განსახორციელებელ პროექტის ფარგლებში მათი სახლების დანგრევაც შედის. მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა, უსახლკაროდ დარჩნენ და რკინიგზის მსენებლობას ასწლოვანი ხეები შეეწიროს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/chxartishvili1.jpg itvს ლინკი
  16. დღეს მსოფლიო ჩემპიონატის B ჟგუფის მეორე შეხვედრა არგენტინასა და ნიგერიას შორის გაიმართება. დიეგო მარადონას შეგირდები ფავორიტად არიან მიჩნეულნი და წესით ნიგერიის ნაკრების დამარცხება მათ არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნიგერია საკმარისი გამოცდილება აქვს ასეთ გუნდებთან თამაშის და სამხრეთ ამერიკელებს აფრიკელების სახით უხერხული მეტოქე ჰყავთ. მატჩი 18.00 საათზე იოჰანენსბურგის Ellis Park Stadium–ზე გაიმართება და მატჩს გერმანელი ვოფლანგ შტარკი მოემსახურება. აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქვეყნის გუნდები ერთმანეთს სულ ოთხჯერ შეხვედრიან, ორჯერ არგენტინამ მოიგო, ხოლო თითო-თითო–ჯერ ფრე დაფიქსირდა. რაღა თქმა უნდა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი საიტი განახორციელებს. იხილეთ fanebi.com
  17. http://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/2281.gifvshttp://imagecache.soccerway.com/new/teams/150x150/774.gif დღეს საღამოს გაიმართება შეხვედრა სადაც მონაწილეობას სავარაუდოდ სამი ლივერპულელი მიიღებს, სრულიადში შეხვედრის პრევიუ…დასაწყისი: 22:30 მსაჯი: ვ.სტარკი სტადიონი: კ.ე.სიმონი(ბრაზილია) სტადიონი: როიალ ბაფორკინგ სტადიონი(ფოკენგი) ტევადობა: 44,530 ამ საღამოს მუნდიალის ერთ–ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები დაიწყებს თამაშს, რომელიც საკმაოდ საინტერესო და სიმპათიურ აშშ–ს ნაკრებს დაუპირისპირდება. კაპელოს შეგირდები ბრწყინვალე ფორმაში არიან, მათ უპრობლემოდ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და აგრეთვე უნაკლოდ ჩაატარეს წინა სამუნდიალო ამხანაგური მატჩები. გუნდში იყო ბევრი ტრამვები და პრობლემები მაგალითად გუნდის კაპიტანი ორჯერ შეიცვალა, აგრეთვე ტრამვა მიიღო რიო ფერდინანდმა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გუნდის ერთიანობაში და სიძლიერეში. ბევრი იძახის რომ ინგლისის დრო მოვიდა, ეს კი პირველივე შეხვედრაში დამტკიცდება. აშშ–ს ნაკრები კი უკვე 5 წელია უპრობლემოდ ხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩემპიონატს პატარა სენსაციებსაც უცხობს, 2002 წელს გუნდი 4/ფინალში გავიდა, გასულ ზაფხულს კი კონფედერაციათა თასის ფინალში დიდი ბრძოლის შემდეგ ბრაზილიასთან 3:2 წააგო. გუნდის ჩემპიონატი უფრო და უფრო ვითარდება რაც საფუძველს უყრის ყოველ ჩემპიონატში ახალი თაობის წარმოდგენას, თუ გუნდის ლიდერს ლენდონ დონოვანს არ ჩავთვლით, რომელმაც ნორმალური სეზონი ჩაატარა ინგლისის ევერტონში. ვფიქრობ შეხვედრა დიდ ტემპში ჩაივლის რადგან ორივე გუნდი სანახაობრივი ფეხბურთის მომხრეა. შეხვედრას პოლიტიკური ინტერესებიც ახლავს თან რადგან ერთმანეთს 2 ყველაზე ბუმბერაზი მაგრამ მეგობარი სახელმწიფო ეთამაშება. ამ დაპირისპირებაზე გეტყვით ერთ საინტერესო ისტორიას. ინგლისი პირველ სამ მუნდიალზე თამაშს არ კადრულობდა რადგან მუნდიალის გამარჯვებულ ნაკრებს დიდი ანგარიშით უგებდა. 1950 წელს კი ინგლისის ნაკრებმა როგორც იქნა იკადრა მუნდიალზე თამაში, სადებიუტო მატჩი კი აშშ–ს ნაკრებთან გამართა,სადაც ყველასდამოულოდნელად 1:0 დამარცხდა, იმ დროს არ იყო არც ტელე და არც რადიო ტრანსლაციები, სამშობლოში ანგარიშებს დეპეშით აგზავნიდნენ და როდესაც ინგლისის პრესამ დეპეშით ანგარიში 1:0 მიიღო შეცდომად ჩათვალეს და შედეგი ასე გამოაქვეყნეს ===ინგლისი–აშშ 10:0 <p style="text-align: center;"> View the full article
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/jishkarani-150x150.jpgახალგაზრდები, რომლებიც გასულ წელს პოლიციასთან შეტაკებისას დაშავდნენ 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიან აქციას გეგმავენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/jishkari.jpg itvს ლინკი
  19. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erekle-meoris-sazogadoeba-150x150.jpgერეკლე მეორის საზოგადოების წევრების მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნთქვამია, რომ ისინი გმობენ ყოველგვარ ძალადობას და ემიჯნებიან მასმედიის საშუალებებზე ზეწოლის მცდელობას. ახალგაზრდებმა, ხაზგასმით აღნიშნეს რომ პოზიციის მიუხედავად მიუღებლად მიაჩნიათ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განვითარებული მოვლენები და მედია საშუალებებს ობიექტურობისკენ მოუწოდებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/erekle.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...