planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/preview.php_4-300x187.jpeg“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის ხემძღვანელის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, პარლამენტის ყოფილი წევრის, მელიქ რაისიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო , რაც მან კოალიციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ,,ის ფართი, რომელიც გიორგი მრჩიანმა მოგვაქირავა, რეალურად მისი არ არის. არის სხვა პიროვნების, ეს პიროვნება არის მელიქ რაისიანი, რომელზეც ასევე გამოცხადებულია ძებნა. მან თავისი ქონება განსაკარგავად მიანდო თავის მეგობარს გიორგი მრჩიანს. მინდა გითხრათ, რომ მელიქ რაისიანი არის ადამიანი, რომელიც იყო სამგზის მოწვევის პარლამენტის წევრი. მათ შორის, ბოლო მოწვევის პარლამენტში ის “ნაციონალური მოძრაობიდან” იყო. Mმას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება და ,,ქართული ოცნების” სახელით არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მას დაუწყეს პრობლემების შექმნა”, – განაცხადა გოგლა ჟავნიამ. მისივე თქმით, მელიქ რაისიანზე ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებდნენ. “ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონე გიორგი მხჩიანს, რომელიც სამი დღის წინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ოფისი არა დაკავებულს, არამედ სწორედ ყოფილი დეპუტატის საკუთრებაა, რომელიც მხჩიანის სახელზე, რაისიანის სურვილით, 2005 წელს გადააფორმეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/9691reestri-300x189.jpgმიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიან კვლევაზე, დღეს დაბა გრიგოლეთში, საზაფხულო სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. მიგრაციის ეფექტური მართვა საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიგრაციის სამთავრობო კომისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მიგრაციის სფეროთი ახალგაზრდა აკადემიკოსთა დაინტერესებას. საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ იურიდიული, სოციალურ–ეკონომიკური, ჟურნალისტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტების 30 სტუდენტი მოლდოვადან და საქართველოდან. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უხელმძღვანელებენ ექსპერტები საერთაშორისო მიგრაციის საკითხებში, ასევე მოლდოველი და ქართველი პროფესორები. მიგრაციის სხვადასხვა მიმართულების კვლევის თანამედროვე მეთოდების შესახებ ცნობილი ექსპერტების ლექციების მოსმენასთან ერთად, მონაწილეებს საკუთარი კვლევის ჩატარებისა და პრაქტიკულ დებატებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. ამასთან, საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეეძლებათ საკუთარი სამეცნიერო პროექტების წარდგენა და განხილვა. ღონისძიება 29 ივნისს დისკუსიებითა და სემინარებით დასრულდება. ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს საკუთარი სამეცნიერო ნაშრომების საზაფხულო სკოლის ჟურნალში დაბეჭდვის შესაძლებლობა მიეცემათ, ასევე გაივლიან უფასო სამ თვემდე სტაჟირებას საქართველოსა და მოლდოვაში მიგრაციის მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებაში. საზაფხულო სკოლას მართავს ევროკომიის მიერ დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის შესახებ ტრენინგისა და ანალიტიკური მუშაობის/უნარების განვითარება მოლდოვასა და საქართველოში“. პროექტი, რომელიც 2013 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება, ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/20120209004740cesko-300x250.jpgდღეს ცესკოში მედიას ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობას გულისხმობს. ღონისძიებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი ჰელგა პენდერი, საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმ მაკგოლდრიკი, გაეროს საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და დემოკრატიული მმართველობის პროგრამების ანალიტიკოსი გიგი ბრეგაძე დაესწრნენ. ცესკოს ხელმძღვანელობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტენსიური განხილვების შედეგად განისაზღვრა აუცილებელი აქტივობები და მოხდა იმ საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; შედეგად კი შემუშავდა პროექტი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელებს. პროექტის მიზანია 2012-2014 წლებში სანდო და სტაბილური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მასში საქმიანობების ხუთი კომპონენტია გაწერილი: 1.არჩევნებში მონაწილე ძირითადი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება; 2.არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესება და ახალი საარჩევნო კოდექსის გათვიცნობიერება; 3.ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების გაზრდა; 4.საზოგადოების საარჩევნო ცნობიერება და სამოქალაქო მონაწილეობა მოწყვლად ჯგუფებში; 5.სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ხელშწყობა. ანუ ამ 5 კომპონენის მიხედვით – მოხდება არჩევნებში მონაწილე ძირითადი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება, განხორციელდება ტრენინგები არჩევნებში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის – იქნება ეს პროცედურული ტრენინგები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის თუ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის შიდა კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა და ა.შ. პროექტი, განხორციელების შედეგად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით უზრუნველყოფს არჩევნებში ჩართული მხარეების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სრული საარჩევნო ციკლის ეფექტურობისთვის, კარგად გააზრებულ და გაცნობიერებულ საარჩევნო კანონმდებლობას და ინფორმირებულ საზოგადოებას, რომელიც სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მომავალ პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა და მათთვის გადასაცემი კომპიუტერების აწყობის პროცესს დაესწრო. ახალი სასწავლო წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი პრეზიდენტისგან საჩუქრად სწორედ ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკს (”ბუკს”) მიიღებს. ნეტბუკი მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და გათვალისწინებულია როგორც ბავშვის ფსიქოლოგია, ასევე მისი უნარ-ჩვევები. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტის სამყაროში საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებელად მიიჩნია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მაღალი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყოფა კი მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი უნიკალური საშუალება იქნება. საქართველოს საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისგან კომპიუტერს საჩუქრად უკვე მესამე წელია იღებს. პროექტი მიზნად ისახავს, განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას. კომპიუტერები კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, მათივე პროგრამებით, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვისაა გათვალისწინებული და მას დამხმარე ხასიათი აქვს - მოსწავლეები კომპიუტერებს სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად იყენებენ. სასწავლო პროცესში კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. მასწავლებლები ეცნობიან როგორც ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურას, ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილებს და სასწავლო პროექტების მომზადებას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/JalaRania-300x199111.jpgიუნესკო-ს კომიტეტის სხდომა სანქტ-პეტერბურგში ხვალ გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. “განხილული იქნება ასეულობით საკითხი იუნესკოს ეგიდით კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლების თაობაზე, მათ შორის, ცნობილი კეისი გელათისა და ბაგრატის ერთობლივი კომპლექსის თაობაზე. მოგეხსენებათ, საქართველო არ არის ამ კომიტეტის წევრი ქვეყანა და დებატებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. დებატებში კომიტეტის 21 წევრი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. თუმცა საქართველოს დელეგაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ექსპერტების შემადგენლობით სანკტ-პეტერბურგში იმყოფება და დარწმუნებული ვარ, მათ საშუალება მიეცემათ, ამ თემაზე მსჯელობისას თავისი აზრი გამოხატონ და კოლეგებს გაუზიარონ. ასე, რომ, დაველოდოთ შედეგებს”, – განაცხადა ჯალაღანიამ. იხილეთ epn.ge
-
ნავთობზე მსოფლიო ფასების გაძვირება მექსიკის ყურეში წარმოქმნილმა ქარიშხალმა „დებიმ“ განაპირობა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
იტალიაში ქართველი მამა-შვილი აიყვანეს. მათ ბრალად საიუველირო მაღაზიის ძარცვა ედებათ. შუახნის მამაკაცისა და ახალგაზრდა გოგონას დაკავება ქალაქ გენუაში მოხდა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მათ ჯიბეებში რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და მეტადონი აღმოუჩინეს. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. იხილეთ epn.ge
-
კანადში გარდაცვლილი გივი გოჯორაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას გამოძიებაში ჩართვას სთხოვს. 48 წლის მამაკაცი ქალაქ კალგარიში 12 დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი დასაფლავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის სურვილია, რომ ცხედარი ქალაქ მონრეალში დაიკრძალოს, სადაც მისი შვილები ცხოვრობენ, ან საქართველოში. თუმცა ამას დაღუპულის მეგობრები ეწინააღმდეგებიან. გივი გოჯორაშვილის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა ოჯახს სწორედ მეგობრების პოზიცია უჩენს ეჭვს, რომ მამაკაცი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. მათი ვარაუდით, შესაძლოა ეს გარდაცვლილის ქონებას უკავშირდებოდეს. მისი ერთ-ერთი მეგობარი რობერტ გალუსტოვი ოჯახის მიერ გამოთქმულ ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. დაღუპულის ოჯახმა დახმარებისთვის უკვე მიმართა საქართველოს საგარეო უწყებას, დღეს კი ოფიციალურ მიმართვას საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/58ae1539-e35c-4866-bd1d-f1a3dc6f9a4c.jpgმერილენდის შტატში მოკლულ ბექა ზარდიაშვილს სამშობლოში 28 ივნისს გადმოასვენებენ. ამ დროისთვის ცხედარი ნიუ იორკში, იმ ეკლესიაშია დასვენებული, სადაც ბექა ზარდიაშვილი სტიქაროსნად მსახურობდა. “მოამბისთვის” ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილის მშობლები ადვოკატის აყვანას აპირებენ, რათა გამოძიება დაჩქარდეს და მკვლელმა პასუხი აგოს. ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს. ის 26 წლის ზამან ლოუსონია, რომელიც ბექა ზარდიაშვილთან ერთად ელდერსბერგში მდებარე სუპერმარკეტში მუშაობდა. თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, მკვლელსა და მის მსხვერპლს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც ლოუსონმა ზარდიაშვილს დანა ჩაარტყა. ბალტიმორის ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ზარდიაშვილის სიკვდილი სწორედ მიყენებული დაზიანებების სიმძიმემ გამოიწვია. ეჭვმიტანილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას მალე სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. იხილეთ epn.ge
-
დარიალის ხეობაში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაღუპული 28 წლის მაია ქუცნიაშვილის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქართული მხარე შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებს, რომელსაც რუსულ მხარეს გადაუგზავნის. სწორედ ამის შემდეგ მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება. ცხედარს ექსპერტიზა თბილისშიც ჩაუტარდება. დაღუპულის ოჯახის წევრები ამ დროისთვის ლარსში, საქართველო-რუსეთის საზღვართან იმყოფებიან. უბედური შემთხვევა დარიალის ხეობაში გუშინ მოხდა. 28 წლის მაია ქუცნიაშვილი ყაზბეგში მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, როდესაც ფოტოების გადაღების დროს ფეხი დაუსხლტა და მდინარეში ჩავარდა. დინების სიძლიერის გამო მეგობრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი დინებამ რუსეთის ტერიტორიისკენ წაიღო. ცხედრის პოვნა სწორედ იქ მოხერხდა და ვლადიკავკაზის პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა. დარიალის ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარი გააკეთეს საგარეო უწყებაში ტრადიციულ ბრიფინგზე. იხილეთ epn.ge
-
<img src = "img/multimedia/a10007.jpg" > მოსკოვის მახლობლად მცხოვრებმა გალინა რიაბკოვამ საკუთარი შვილები მე-15 სართულის აივნიდან გადმოყარა... droni.ge
-
<img src = "img/multimedia/a10005.jpg" > droni.ge
-
1988. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (გფრ). ფინალი: სსრკ-ჰოლანდია 0:2. მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშს 62 770 მაყურებელი დაესწრო. გოლები რუუდ გულიტმა და მარკო ვან ბასტენმა გაიტანეს. ჰოლანდია (გუნდს რინუს მიხელსი წვრთნიდა): ვან ბრეკელენი, ვან აერლე, რონალდ კუმანი, რაიკაარდი, ვან ტიგელენი, ვოუტერსი, გულიტი, მიურენი, ერვინ კუმანი, ვანენებურგი, ვან ბასტენი.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=e3cfb19c-f482-444d-847d-c9caba855561.jpg&size=500 View the full article
-
რიონს ნირს ვერ შეუცვლი. უვლია და ივლის. ივლის მისებურად - ხან მდორედ, ხან ზათქით და ზრიალით. ჯერ გაბაშვილების გორას აჰხედავს წკიპზე შემართული (თვალში არავის ვეპატარავებოდეო), მერე თეთრ ქვებს დაკოცნის ათასმეერთედ და ბოლოს ხიდებსაც ჩამოუვლის - ჯაჭვისას, თეთრს, წითელს... ზევით ბაგრატის ტაძარია. ქვემოთ - ბაღისკიდე. სიმბოლურია. ასეც უნდა იყოს: მაღლა ღვთის სახლი და დაბლა - კაცთა ალაგი. მაღლა - უფლის კანონი, დაბლა - რჯულისა. ასი წელი იცხოვრო, ამ კანონებს ვერ გაექცევი - ტაძრისას და ბაღისკიდისას. სხვანაირად არავინ გაცხოვრებს ამ ქალაქში. ქუთაისია, ბიძია, ეს...http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=aa706f0b-88ce-4bf8-a75d-0f8c65560308.jpg&size=500 View the full article
-
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო იტალიის ვიცე-ჩემპიონ “მილანის” ინტერესის სფეროში მოხვდა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=941c85e7-461f-4ef5-b9c9-9f9f2d26282d.jpg&size=500 View the full article
-
მიუხედავად იმისა, რომ იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ბრაზილიელი კაკას გუნდში დაბრუნება კატეგორიულად უარყო, AS-ი ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დაიწყება.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=61809c00-96ca-4535-bf32-c66b1e385c1f.jpg&size=500 View the full article
-
როგორც მოგეხსენებათ, იტალიური "მილანი" დაინტერესებულია ესპანელი ფეხბურთელი ხაბი ალონსოს შეძენით. View the full article