Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ჯასტინ ბიბერი თაყვანისმცემელთან ფოტოს 350 ფუნტ სტერლინგად იღებს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/hyH2mepb1dk View the full article
  2. კვირას ევრო 2012-ზე პირველად დაფიქსირდა უგოლო ფრე, პირველად დაინიშნა დამატებითი დრო და პირველად შესრულდა პენალტები. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც 11-მეტრიანებში ინგლისელებს არ გაუმართლათ. იტალიას კი ნამდვილად ეკუთვნოდა გამარჯვება და სამართალმა პური ჭამა. ჩეზარე პრანდელიმ ნამდვილად ჩინებული გუნდი ჩამოაყალიბა. ასეთი შემტევი იტალია, მე პირადად, 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ მახსოვს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=10442a8d-bf12-4e87-aa65-a45c5ba618d1.jpg&size=500 View the full article
  3. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/667IMG_4214.JPG"ქრისტიან-დემოკრატები" ბრიტანეთის "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სრულად ორიგინალი
  4. http://www.Geonews.ge/uploads/images/3042qartuli-ocneba-1.jpg25 ივნისს, 12 საათზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა კონტროლის პალატის ცენტრალური ოფისის წინ თეატრალიზებულ აქციას, სახელწოდებით „ჭორების პალატა,“ გამართავს. სრულად ორიგინალი
  5. http://www.Geonews.ge/uploads/images/8452ocndebaaaa9.jpg25 ივნისს 11 საათზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მაია ფანჯიკიძის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება. სრულად ორიგინალი
  6. http://www.Geonews.ge/uploads/images/26373357gorozia.jpgსოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია გურიის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრში აგროტურის მონაწილე ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებს შეხვდა.<p> სრულად ორიგინალი
  7. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/874logo.jpg25 ივნისს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეტრის წინ მსახიობ მარლენ ეგუტიას ვარსკვლავი გაიხსნება. საღამოზე წარმოდგენილი იქნება, სამუელ ბეკეტის მიხედვით – „კრეპის უკანსაკნელი ფირი“ (მონო სპექტაკლი) სრულად ორიგინალი
  8. იტალიასა და ინგლისს შორის, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართული ძალიან საინტერესო მატჩის გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. უგოლო 120 წუთის შემდეგ, საქმეში ფეხბურთელთა ნერვები ჩაერთო, რაშიც, როგორც აღმოჩნდა, იტალიელები უფრო ძლიერები იყვნენ. თერთმეტმეტრიანი თითოჯერ არაზუსტად მონტოლივომ და იანგმა დაარტყეს, ხოლო კოულს ბუფონმა აჯობა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=4b63fdbe-165e-429d-9c80-72f8b08e9944.jpg&size=500 View the full article
  9. ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, უგოლოდ თამაში პირველად დასრულდა. ძირითადი 90 წუთის შემდეგ, ინგლისმა და იტალიამ ერთმანეთის კარი ვერც დამატებულ ნახევარ საათში აიღეს და მიმდინარე ჩემპიონატზე, გუნდები თერთმეტმეტრიანის სერიაში მონაწილეობას პირველად მიიღებენ. ბუნებრივია, დამატებით ტაიმებში, გუნდები უფრო ფრთხილობდნენ, ვიდრე ძირითად დროში, თუმცა სახიფათო მომენტები მაინც იქმნებოდა. იტალიამ გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო, არბიტრმა ანგარიში უცვლელი დატოვა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=184f0443-2257-40e3-9569-9a8796e75015.jpg&size=500 View the full article
  10. ინგლისსა და იტალიას შორის მიმდინარე მეოთხედფინალური შეხვედრის ძირითადმა დრომ, მოლოდინისამებრ, ძალიან საინტერესო ბრძოლაში ჩაიარა. პირველის მსგავსად, სახიფათო მომენტები მე-2 ტაიმშიც იქმნებოდა. განსაკუთრებით იტალიელები აქტიურობდნენ, მაგრამ ვერც მათმა და ვერც ინგლისელთა მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა. წინ დამატებითი ტაიმები და შესაძლოა თერთმეტმეტრიანების სერიაცაა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=5a9fa221-dd91-4986-9dd0-be91c68b6077.jpg&size=500 View the full article
  11. დინამო დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ვარჯიშის წინ კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა რომან ფიფიამ გუნდს მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი წარუდგინა. View the full article
  12. ##image#9537#1#ივ­ნი­სის და­საწ­ყის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ქეთ­რინ შულ­ცი ეს­ტუმ­რა. მას ბევ­რი იც­ნობს ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის: New York Times Magazine, Foreign Policy, Rolling Stone, The Nation, ფურ­ცლე­ბი­დან. შულ­ცის პირ­ვე­ლი წიგ­ნი – „რო­ცა ცდე­ბი” – არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია რა­და­რა­მის ინი­ცი­ა­ტი­ვით ითარ­გმნა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუთ­ხე­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბიც გა­ი­მარ­თა. „რო­ცა ცდე­ბი” სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შეც­დო­მის რო­ლის გა­და­ფა­სე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ავ­ტო­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით გვარ­წმუ­ნებს, რომ “შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის უნა­რი არა მარ­ტო სი­ცოც­ხლის ნი­შა­ნი, არა­მედ, გარ­კვე­ულ­წი­ლად – მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ცაა”. ტა­ბუ­ლა გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ქეთ­რინ შულ­ცთან. თქვენ იყა­ვით სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტი და წერ­დით მსოფ­ლი­ოს ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან, მე­რე კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ინ­ტე­რეს­დით, თუ რა ხდე­ბა, „რო­ცა ცდე­ბი”, და მწერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნეთ. რო­გორ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი? ჩემ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­სა და მწერ­ლო­ბას შო­რის დი­დი გან­სხვა­ვე­ბა არ არის. თუმ­ცა, არც მთლად ერ­თი და იგი­ვეა. წიგ­ნზე მუ­შა­ო­ბი­სას მქონ­და უდი­დე­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რო­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, მუდ­მი­ვად შეზ­ღუ­დუ­ლი ხარ დრო­სა და შე­ნი სტა­ტი­ის­თვის გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში. წიგ­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის უდი­დე­სი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო. რა­ტომ – „შეც­დო­მა”? რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ წიგ­ნის მთა­ვა­რი თე­მა? რა­ღაც ღვთის გა­მოც­ხა­დე­ბა­სა­ვით იყო, რო­მე­ლიც ერ­თხელ და­მე­მარ­თა და არამ­გო­ნია, გან­მე­ორ­დეს. რამ­დე­ნი­მე ერ­თმა­ნეთ­თან სრუ­ლი­ად და­უ­კავ­ში­რე­ბელ ის­ტო­რი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი: პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებ­ზე ტექ­სა­სი­დან, იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სორ­ზე… ამ დროს ბრუკ­ლინ­ში ვცხოვ­რობ­დი. ერთ დღეს, სახ­ლში რომ ვბრუნ­დე­ბო­დი (ისიც კი შე­მიძ­ლია გით­ხრათ, ზუს­ტად კი­ბის რო­მელ სა­ფე­ხურ­ზე ვი­ყა­ვი), მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც კი ვწერ­დი, სა­ბო­ლო­ოდ ერ­თი რა­მის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბო­და – სხვა­დას­ხვა კუთ­ხით ასა­ხავ­და ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შეც­დო­მას­თან და ცდი­ლობ­და აეხ­სნა, რო­გორ ვი­ყა­ლი­ბებთ წარ­მოდ­გე­ნებს და რა გვე­მარ­თე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი მცდა­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე: „ეს წიგ­ნია, და მე მას დავ­წერ!”. ეს 2004 წელს მოხ­და. ერა­ყის ომი, მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღი – ამე­რი­კის, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში, ეს იყო დრო, რო­ცა შეც­დო­მის გარ­და ვე­რა­ფერ­ზე იფიქ­რებ­დი. ყვე­ლამ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დეთ დი­დი შეც­დო­მის შე­დე­გე­ბი. სწო­რედ ამ დროს ვიგ­რძე­ნი, რომ მინ­დო­და რა­ღაც ძა­ლი­ან სწო­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და გა­დავ­წყვი­ტე, და­მე­წე­რა, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს შეც­დო­მა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე. თქვე­ნი წიგ­ნი თით­ქოს­და მარ­ტი­ვი შე­კით­ხვით იხ­სნე­ბა: რა­ტომ გვსი­ა­მოვ­ნებს ჩვე­ნი სი­მარ­თლე? შემ­დეგ კი მოგ­ყავთ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლი­თი იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ყვე­ლას უყ­ვარს, რო­ცა მარ­თა­ლია. გარ­კვე­ულ როლს, ალ­ბათ, ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ე­ბიც თა­მა­შო­ბენ. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა შეც­დო­მას გმობს, ცოდ­ვად მი­იჩ­ნევს. ამ დროს კი მო­დის ქეთ­რინ შულ­ცი და გვიმ­ტკი­ცებს, რომ შეც­დო­მა არის სრუ­ლი­ად ადა­მი­ა­ნუ­რი, ნორ­მა­ლუ­რი ამ­ბა­ვი. მა­ინც რა არის შეც­დო­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი აღ­ქმის პრობ­ლე­მა? რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბო­ლომ­დე ვერ და­გე­თან­ხმე­ბი. რე­ლი­გი­ას შეც­დო­მას­თან გა­ო­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. მარ­თა­ლია, მას ხში­რად ცოდ­ვას­თან და ბო­რო­ტე­ბას­თან აი­გი­ვებს, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­ლი­გია აღ­ნიშ­ნავს, თუ რო­გო­რი არას­რულ­ყო­ფი­ლია ადა­მი­ა­ნი. სწო­რედ ეს გან­გვას­ხვა­ვებს ღმერ­თის­გან. რე­ლი­გი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს მო­რა­ლუ­რი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი: ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში ესაა აღ­სა­რე­ბა, იუ­და­იზ­მში – იომ კი­პუ­რი, ყო­ველ­წლი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­დე­საც ყვე­ლა არას­წორ საქ­ცი­ელს ინა­ნი­ებ. რე­ლი­გია გა­გე­ბით ეკი­დე­ბა ადა­მი­ა­ნის შეც­დო­მი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას და ეძებს გზებს, რომ ამ თვი­სე­ბას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა გაგ­ვი­ად­ვილ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ გვიყ­ვარს, რო­ცა მარ­თლე­ბი ვართ – პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ევო­ლუ­ცი­ო­ნის­ტუ­რი არ­გუ­მენ­ტი რომ მო­ვიყ­ვა­ნო, სი­მარ­თლე ჩვე­ნი სი­ცოც­ხლი­სა და უსაფ­რთხო­ე­ბის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ვეფ­ხვი მოგ­სდევთ. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა წა­მებ­ში უნ­და მი­ი­ღოთ და ური­გო არ იქ­ნე­ბა, მარ­თა­ლი თუ გა­მოდ­გე­ბით. სი­მარ­თლეს უდი­დე­სი ევო­ლუ­ცი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­აქვს და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა უდი­დე­სია. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­უ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბაც კი გვიჩ­ნდე­ბა, ვი­ყოთ მარ­თა­ლი. 2010 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში – „ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი” ამ­ტკი­ცებთ, რომ შეც­დო­მა და მის მი­მართ ტო­ლე­რან­ტო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის ქვა­კუთ­ხე­დია. იქ­ნებ, გან­ვავ­რცოთ ეს თე­მა. შეც­დო­მი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა სწო­რად აღ­ნიშ­ნე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კით­ხია. ამე­რი­კე­ლებს, რო­გორც ყვე­ლა სხვას, უყ­ვართ, რო­ცა მარ­თლე­ბი არი­ან. დღეს­დღე­ო­ბით ქვე­ყა­ნა პარ­ტი­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაა და­ყო­ფი­ლი, თუმ­ცა ეს სხვაგ­ვა­რად არც არას­დროს ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ­სე­ბობს სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბას აღი­ა­რებს. სწო­რედ ის რწმე­ნა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იდე­ე­ბი, ხედ­ვე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის, ქმნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ – შეც­დო­მი­სად­მი ტო­ლე­რან­ტო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. პო­ლი­ტი­კა ახ­სე­ნეთ. რო­გო­რია შეც­დო­მი­სად­მი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? გა­სა­ო­ცა­რია, თუ რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბის უნა­რი პრო­ფე­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით. მეც­ნი­ე­რებს, ინ­ჟინ­რებს, ეს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დით. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი, ამ მხრივ, სი­ის ბო­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ჩე­მი აზ­რით, ამას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ხელს უწ­ყო­ბენ. სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვანს ჩვენ ვა­კე­თებთ და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვაძ­ლევთ ხმას პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­დი­ან და ამ­ბო­ბენ: „მე შევ­ცდი”. თუმ­ცა, ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­საც ამის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლოთ. სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია ბენ­ჯა­მინ ფრან­კლი­ნი, რო­მელ­მაც კონ­სტი­ტუ­ცი­ის ხელ­მო­წე­რი­სას თქვა: „მე ხელს ვა­წერ დო­კუ­მენტს, რომ­ლის ნა­წილს არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბამ და­მა­ნა­ხა – ზოგ­ჯერ რა­ღა­ცას არ ვე­თან­ხმე­ბო­დი, შემ­დეგ კი მივ­ხვდი, რომ ვცდე­ბო­დი”. ის­ტო­რი­უ­ლად ასე­თი რამ არ­სე­ბობ­და, დღეს კი თით­ქმის ვე­ღარ შეხ­ვდე­ბით. რა არის ტი­პუ­რი ამე­რი­კუ­ლი შეც­დო­მა, რო­მელ­საც ხში­რად უშ­ვე­ბენ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში? გან­ზო­გა­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ გა­მოვ­ყოფ­დი არა­ჯან­საღ კვე­ბას, ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ჭარ­ბე­ბულ სარ­გებ­ლო­ბას, გა­რე­მო­სად­მი სა­ში­ნელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. და მა­ინც, ყვე­ლა­ფე­რი მი­დის ფუნ­და­მენ­ტურ დი­ლე­მამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს შო­რის. ამე­რი­კე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლა აყე­ნე­ბენ, რა­საც უამ­რა­ვი ბრწყინ­ვა­ლე რამ უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა დიდ სა­ფა­სურ­საც ვიხ­დით: სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა არ გაგ­ვაჩ­ნია. მი­ლი­ო­ნო­ბით და­უზ­ღვე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი არის ის უდი­დე­სი შეც­დო­მა, რა­საც ამე­რი­კა უშ­ვებს. მე­ო­რე მხრივ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ამე­რი­კის სი­ა­მა­ყე სუბ­კულ­ტუ­რე­ბია, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბით აღ­ტა­ცე­ბის გა­რე­შე. შე­ხე­დეთ ნიუ იორკს. მსოფ­ლი­ოს 10 უდი­დეს ქა­ლაქ­ში ვარ ნამ­ყო­ფი და ვერ­ცერთს ვიხ­სე­ნებ, სა­დაც ასე­თი სა­ო­ცა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი შერ­წყმა იგ­რძნო­ბო­დეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რა­ში ცდე­ბა და რას აკე­თებს სწო­რად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი? სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­ტი­ვი პა­სუ­ხე­ბი არ არ­სე­ბობს. ჩე­მი აზ­რით, ჩვენ უდი­დე­სი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, რო­ცა ერაყ­ში შე­ვე­დით. მე­ო­რე მხრივ, არის ავ­ღა­ნე­თი და ჩვენს იქ ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუს­ტი პა­სუ­ხი არ გა­მაჩ­ნია, თუმ­ცა რამ­დენ­ჯე­რაც ავ­ღა­ნე­თი მი­ა­ტო­ვეს, ჯერ რუ­სებ­მა, მე­რე კი ჩვენ, იმ­დენ­ჯერ ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა. რო­გორ ვხვდე­ბით, რა გა­ვა­კე­თოთ ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? შეგ­ვიძ­ლია ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დოთ. მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია. ამე­რი­კის შემ­თხვე­ვა­ში, რა უნ­და მი­ვი­ღოთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში: ვი­ეტ­ნა­მი თუ რუ­ან­და? თუ ვი­ეტ­ნა­მის მა­გა­ლითს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, არ უნ­და ჩა­ვე­რი­ოთ, ხო­ლო თუ რუ­ან­დას შევ­ხე­დავთ, გაბ­რა­ზე­ბა გვიპ­ყრობს, იქ რომ არ ვი­ყა­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა თვით­და­ნიშ­ნუ­ლი მსოფ­ლიო პო­ლი­ცია ხარ. შოუ მე რომ მიმ­ყავ­დეს, მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი გათ­ვლე­ბი იარ­სე­ბებ­და, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, თუ რა ემ­სა­ხუ­რე­ბა უდი­დეს სი­კე­თეს და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ასე არ ხდე­ბა. ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს, ნავ­თობს, ფულს, ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის მო­სა­ლოდ­ნელ რე­აქ­ცი­ას… ვთვლი, რომ სი­რი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ჩა­ვე­რი­ოთ და და­ვეხ­მა­როთ აჯან­ყე­ბუ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბით და კუ­ლუ­ა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით. უკ­ვე იქ რომ არ ვართ, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტრა­გე­დი­აა. ცხა­დია, რომ „არა­ბულ გა­ზაფ­ხულს” მხარს უნ­და ვუ­ჭერ­დეთ, რო­გორც პრინ­ცი­პუ­ლი, ისე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. რაც შე­ე­ხე­ბა ირანს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია: ამე­რი­კის ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე ღია სა­ვი­ზო რე­ჟი­მით და საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბით ირან­თან. რო­გორც ვი­ცი, სა­ქარ­თვე­ლო, ვე­ნე­სუ­ე­ლას თუ არ ჩავ­თვლით, ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ირა­ნე­ლებს უვი­ზოდ ჩას­ვლა შე­უძ­ლი­ათ. ცხა­დია, მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­ნე­სუ­ე­ლა ნაკ­ლე­ბად რე­ლე­ვან­ტუ­რია. ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლია, ირან­ში ში­და რე­ვო­ლუ­ცია ვი­ხი­ლოთ. არა­ვის ეზიზ­ღე­ბა ირა­ნის მთავ­რო­ბა ისე, რო­გორც თა­ვად ირა­ნე­ლებს. ამ ქვეყ­ნის ტრა­გე­დია ორ­მა­გად მტკივ­ნე­უ­ლია მი­სი უაღ­რე­სად მდი­და­რი კულ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. გინ­და იფიქ­რო, რომ იქ ჯერ კი­დევ შე­საძ­ლოა შიგ­ნი­დან მარ­თუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის აღ­მო­ცე­ნე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად, სა­უ­კე­თე­სო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვაც იქ­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ, ეგ­ვიპ­ტის მა­გა­ლი­თის გან­მე­ო­რე­ბა ირან­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მახ­სენ­დე­ბა უმ­ცრო­სი მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გის ფრა­ზა: „მო­რა­ლუ­რი სამ­ყა­როს რკა­ლი გრძე­ლია, მაგ­რამ ის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­კენ იხ­რე­ბა”. ეს ასე­ცაა. გა­მუდ­მე­ბით ვხე­დავთ, რომ რე­ჟი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვი გვე­გო­ნა, ეცე­მა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ე­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის 99% სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­და. ასე­თი­ვე რამ მსურს ვი­ხი­ლო ირან­შიც. თქვენს წიგ­ნში შეც­დო­მას იცავთ, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბა „აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რის” კა­ტე­გო­რი­ა­შია. რა არის ასე­თი თქვენ­თვის? ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­კით­ხვაა, რად­გან ჩე­მი ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მა­ლა­პა­რა­კებს. რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად მცდა­რი რამ. ეს ძი­რი­თა­დად მო­რა­ლურ მხა­რეს ეხე­ბა. მა­გა­ლი­თად, გე­ნო­ცი­დი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რია. ასე­თი­ვეა სხვა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაც. წიგ­ნზე მუ­შა­ო­ბამ მას­წავ­ლა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია რა­ღა­ცის სიმ­ცდა­რე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო და მა­ინც იურ­თი­ერ­თო ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც არ გე­თან­ხმე­ბი­ან. ზო­გი ფიქ­რობს, რომ ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რიც კი მათ რწმე­ნა­თა სის­ტე­მა­ზე თავ­დას­ხმაა, რაც იმე­ო­რებს ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ხაზს: „არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით დიქ­ტა­ტო­რებს”. მე ეს ზედ­მე­ტად უხეშ მიდ­გო­მად მი­მაჩ­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვე­თან­ხმე­ბი გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნებს, ისი­ნი მა­ინც მა­ინ­ტე­რე­სებს. თქვენ ამ­ტკი­ცებთ, რომ ზო­გი­ერ­თი თა­ვად ირ­ჩევს, ის­ტო­რი­ა­ში არას­წორ მხა­რე­ზე მდგო­მის სა­ხე­ლით შე­ვი­დეს. ცო­ტა ხნის წინ ქარ­თველ მას­წავ­ლებ­ლებს შეხ­ვდით. ისა­უბ­რეთ სწავ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე? რო­გორ უნ­და გა­ა­ნათ­ლო ახალ­გაზ­რდე­ბი ისე, რომ „ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს” დგო­მა აირ­ჩი­ონ? ბევრ რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ რო­გორ არ უნ­და ას­წავ­ლო შეც­დო­მის ში­ში. უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მა (დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­ვეა, რო­გორც ამე­რი­კა­ში) მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან სის­წო­რეს ელის და შეც­დო­მე­ბის­თვის სჯის, რაც არას­წო­რია. ადა­მი­ა­ნებ­მა რომ შეძ­ლონ და ის­ტო­რი­ა­ში სწორ მხა­რეს და­იმ­კვიდ­რონ ად­გი­ლი, ორი მთა­ვა­რი რამ უნ­და ის­წავ­ლონ: ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა. თუ­კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლის შიშს მი­სი ინ­ტე­რე­სით ჩა­ვა­ნაც­ვლებთ, ეს გა­ნუ­ზომ­ლად დი­დი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა. ასე­ვე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ემ­პა­თია, ანუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ხე­დო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზო – მათ თა­ვი­ან­თი მი­ზე­ზე­ბი აქვთ, ხო­ლო მა­თი აზ­რე­ბი ისე­თი­ვე ღი­რე­ბუ­ლია ამ ხალ­ხის­თვის, რო­გორც ჩვენ­თვის სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე უნ­და ვას­წავ­ლოთ, თუ რა სა­ში­ნე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ ორი თვი­სე­ბის არარ­სე­ბო­ბას. ჰო­ლო­კოსტს ვგუ­ლის­ხმობ. რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ტო­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს? სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რი მსმე­ნია, თუმ­ცა რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლად ვარ. მთე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ვი­ზი­ტით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მაქვს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ ხალ­ხის ინ­ტე­ლექ­ტით. თუნ­დაც ის, რომ ეს წიგ­ნი თარ­გმნეს, მი­უ­თი­თებს იდე­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, ინ­ტე­რეს­ზე, თუ რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. View the full article
  13. ავტორი ჟანა მეგრელიშვილი 20:54 24.06.2012 "ადრე, საქართველოში მხოლოდ ოთხი კულტურა იყო, ჩაი, მანდარინი, ყურძენი და ვაშლი. შეიცვალა სიტუაცია, ჩაი აღარაა კონკურენტუნარიანი, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში, მას თავად საბჭოთა კავშირი ყიდულობდა. ერთი არის კიდევ, თხილი, რომელიც დღეს ყველაზე მთავარი საექსპორტო პროდუქტია ჩვენთან. 2011 წელს, დაახლოებით 160 მილიონი დოლარის ექსპორტი მოხდა, წელს უფრო მეტი იქნება. ჩვენ დავიწყეთ ჩაის ადგილას ახალი ჯიშების გამოცდა ჩაის ყოფილ მიწებზე, რადგანაც ჩაის კი აქვს პერსპექტივა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ადრე, საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო," - ეს განცხადება და უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ, მექანიზაციის ცენტრის ეზოში, საჯარო სივრცეში გააკეთა. http://1.bp.blogspot.com/-ly9Qgp99rak/T-dFmJSTabI/AAAAAAAAHew/kZIuGu0_0P0/s200/mqdefault%2B%25281%2529.jpgგოროზია გურიის რეგიონის ფერმერთა მომსახურების ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებულს, სოფლის ა(ა)იპ განვითარების ცენტრის თანამშრომლებსა და რამდენიმე ფერმერს ოზურგეთში, გურიის რეგიონის ფერმერთა მექანიზაციის ცენტრში, ჟურნალისტებთან ერთად შეხვდა. გოროზია, ოზურგეთში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი პირველი სტუმრობის შესახებ "გურია ნიუსმა" შემთხვევით გაიგო, ამჯერად კი ოფიციალურად გვაცნობეს. "ყველაზე მეტად, რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებდა და აწუხებს რეგიონებში, ეს არის ტექნიკის არქონა. ჩვენ შევქმენით ეს ცენტრი, სადაც რაღაც რაოდენობის ტექნიკა გვაქვს, წელს კიდევ შემოვა. შარშანდელთან შედარებით ცოტათი გავაიაფეთ ტექნიკით მომსახურება, თუმცა კიდევ შემოვა და გავაიაფებთ. რაც უფრო მეტია თანამედროვე ტექნიკა, მით უფრო მეტად არის შესაძლებელი გავაიაფოდ ტექნიკით მომსახურება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მეტ გლეხს მოვემსახუროთ," - ანუგეშა მინისტრმა გლეხები ამ "სეილით" და თანამედროვე ჯიშების პოპულარიზაციაზე გადავიდა. "წელს, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩვენმა ბიზნესმენებმა დაიწყეს უცხოელი აგრონომების ჩამოყვანა, რომელმაც გამოიწვია ახალგაზრდების ხედვა იმისკენ, რომ მათაც ჩააბარონ აგროსექტორში. სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში, აგრონომის ზრდა ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ საქართველოში უამრავი პრობლემების გამო ეს შეუძლებელი გახდა. თუ ჩვენ თანამედროვე ჯიშები თანამედროვედ არ გავაკეთეთ, პრაქტიკულად, ის ჯიშები, რომელიც ჩვენთან არის, მოძველებულია და ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. მაგალითად, მანდარინზე გეტყვით, ჩაქვში შემოვიტანეთ და დავრგეთ ახალი თანამედროვე იაპონური ჯიშები..." გოროზიას თქმით, მისი გურიაში ჩამოსვლის მიზანი იყო გლეხებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გაეცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, "გურია ნიუსმა" ზაზა გოროზიას რამდენიმე კითხვით მიმართა. - ბატონო ზაზა, ამერიკულ პეპელასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში არ შეუწამლიათ ხეები. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მანქანები უბრალოდ გარედან ასხურებენ წამალს, ზოგიერთ სოფელში საერთოდ არ ყოფილან. დიდი პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა. ფლობთ თუ არა ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით? - თქვენ გგონიათ, რომ მინისტრი არ ფლობს ინფორმაციებს? - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მცხოვრებლები, ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან, ისინი აცხადებენ, რომ მანქანა იქ საერთოდ არ ყოფილა. - მე მინდა ერთი რამ გითხრათ - ამერიკული პეპლის შეწამვლას აქვს თავისი პერიოდი. ჯერ უნდა გაიგოთ, როდის უნდა მოხდეს მისი შეწამვლა. სანამ ის ჭუპრიდან არ გამოვა, სანამ ის პირველი პერიოდი არ გაივლის, წამლის მოსხმას აზრი არ აქვს. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს იქნება სახელმწიფო ქონების განიავება. ჩვენ იმ პერიოდში ვასხამთ წამალს, როცა ეს არის აუცილებელი და ეს მატლი იქნება განადგურებული. მე მესმის აბსოლუტურად ყველა იმ გლეხის, რომელიც ხედავს, რომ მატლი გამოვიდა და მასზე რეაგირება არ ხდება. ჩვენს მიერ ხდება ამის კონტროლირება. - ბატონო ზაზა, "გურია ნიუსის" კითხვებზე ადგილობრივი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ კომპეტენტური არ არის და ინფორმაციის მისაღებად თბილისს უნდა დავუკავშირდეთ, ამიტომ გეკითხებით თქვენ. - რას ქვია, კომპეტენტური არ არის? ეს ალბათ, თქვენ გგონიათ, რომ ასეა. თუ ასეთ კითხვებს გააგრძელებთ, მეც შემეპარება ეჭვი თქვენს არაკომპეტენტურებაში, რადგან არ იცით, რას ნიშნავს, მატლი როგორ უნდა შეიწამლოს და ასე შემდეგ. - ბატონო ზაზა, თქვენ ნაციონალური მოძრაობის წევრი ბრძანდებით? - ვიყავი და ვიქნები კიდეც, - გვითხრა გოროზიამ და სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  14. ავტორი ირმა მესხია 20:41 24.06.2012 კოალიცია "ქართული ოცნება" ივლისის ბოლოს აქციას ზუგდიდში გეგმავს. გამოვლენ თუ არა აქციაზე ზუგდიდელები ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით, ნაადრევია. სამეგრელოში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პატივს სცემენ, ბევრი რამე გააკეთა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ისეთი ადამიანები ჰყავს შემოკრებილი, რომელთაც მეგრელები არ ენდობიან. http://2.bp.blogspot.com/-VC9Jv0Z9ds4/T-dDBdxvrKI/AAAAAAAAHek/4dyTzur5whM/s200/axali%2B164.jpgსაქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი მთავარსარდალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი ვახტანგ (ლოთი) ქობალია კოალიციაში შემავალ პარტიებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ რესპუბლიკელებს სამეგრელოში არ შეუშვებს. "გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ (ლოთი) ქობალიას დაუკავშირდა. - ბატონო ვახტანგ, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს რეგიონები შემოიარა და სამეგრელოშიც აპირებენ ჩამოსვლას. თუ კოალიცია ზუგდიდში ჩამოვა სრული შემადგენლობით. კერძოდ საუბარი მაქვს "რესპუბლიკურ პარტიაზე" (კითხვის დასმა არ დამამთავრებინა. ავტ) - ლაყე კვერცხს ვესვრი შუბლში! - ხუმრობის გარეშე, ბატონო ვახტან, როგორ უნდა ესროლოთ ლაყე კვერცხი? - საერთოდ არ ვხუმრობ. რესპუბლიკელებისთვის შემოვინახავ ლაყე კვერცხს. ამათმა საქართველოს ესროლეს და მე კვერცხი რომ ვესროლო, რაა?! - ურთიერთობების დათბობას არ აპირებთ? - მოდით, ამაზე არ ვილაპარაკოთ! დათბეს? როგორ?! მე დავთბე მათ მიმართ? ეს როგორ იქნება?! ეს ვერ გავიგე. მე თბილად ვიყო, მოვიდეს და ტყვია მესროლოს?! ერთხელ გვესროლეს და მოგვკლეს უკვე. ამისთვის უნდა მიესაჯოს იმ ნაძირალა ბერძენიშვილებს. - შესაძლოა, "ქართული ოცნების" აქციაზე, რომელსაც ზუგდიდში გეგმავენ, სიტუაცია დაიძაბოს? - ჩემი რჩევა იქნება, თავი შეიკავონ და ზუგდიდში არ ჩამოიყვანონ ისეთი ნაძირლები, როგორებიც არიან რესპუბლიკელები. - თქვენ რესპუბლიკური პარტიის ყველა წევრზე საუბრობთ? - აბა, ვინ არის იქ სუფთა?! ძალიან ბინძური პარტიაა. იცით რა არის?! მე "მხედრიონთან" რაღაც საერთო ენა გამოვნახე. ისინი აღიარებენ, რომ რეპუბლიკელებმა "მოწამლეს" თორემ, მეომრები სამეგრელოზე დაგეშილები კი არ იყვნენ. აი, იმ ხალხმა, თბილისში მიტინგებს რომ ატარებდნენ, გავანადგუროთ სამეგრელოო, რომ ამბობდნენ. თუ რესპუბლიკელები ჩამოვლენ, ლაყე კვეცხებს აუცილებლად ვესვრი და დავუპირისპირდები. - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილი თქვენს სოფელში, ოდიშში იმყოფებოდა ბაჩო ქოჩუას ოჯახში. ხომ არ შეხვედრიხართ მას? - არა. მე იქ არავის მივუწვევივარ ან რა მინდა მათთან. "გურია ნიუსმა" ამ საკითხზე კომენტარი კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს სპიკერს მაია ფანჯიკიძეს სთხოვა. - კოალიცია მალე ზუგდიდში გეგმავს აქციას. ვახტანგ (ლოთი) ქობალია საჯაროდ აცხადებს, რომ თუ სამეგრელოში ჩავლენ რესპუბლიკელები იქ დაპირისპირება მოხდება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? - ყველას მინდა ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რათა პოლიტიკური კოალიცია ჩამოეყალიბებინა. თუკი მისდამი ნდობა ასეთი მაღალია და ეს ასეც არის, ამას ამ სიტყვების ავტორიც ადასტურებს, მაშინ მე მას მოვუწოდებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე ენდოს. მან იცის, რას აკეთებს და ვინ არის მის კოალიციაში.. სამეგრელო განსაკუთრებული რეგიონია, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. თქვენ იცით, რომ ირაკლი ალასანია უკვე თვეებია სამგრელოშია გადასული. ეს არის გამოხატულება იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს და ენიჭება ამ რეგიონს. იგი იქ აკეთებს კოალიციის საქმეს. კოალიცია არის ისეთი, როგორიც არის. იგი არის მთლიანი და იგი არ დაირღვევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალა ერთობაშია, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  15. ეგვიპტის პრეზიდენტი ისლამისტი მუჰამედ მურსი გახდა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/7vqC4SwWQqo palitratv.ge
  16. ##image#9599#1#27 ივ­ნისს, აუქ­ცი­ო­ნის სახ­ლი კრის­ტი მო­დის ცნო­ბი­ლი გუ­რუს, დაფ­ნი გი­ნე­სის კოს­ტუ­მე­ბის კო­ლექ­ცი­ას გა­სა­ყი­დად გა­მო­ი­ტანს. ასი მო­დე­ლი­სა­გან შემ­დგა­რი კო­ლექ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის, რო­გორც პრე­ტა­პორ­ტე, ასე­ვე ოტ კუ­ტურ ტა­ნი­სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს აერ­თი­ა­ნებს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­დის სახ­ლე­ბი შთამ­ბეჭ­დავ ან­სამბლს ქმნი­ან: Azzedine Alaia, Alexander McQueen, Balenciaga, Chanel, Christopher Kane, Gareth Pugh. დაფ­ნი გი­ნე­სის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ბრი­ტა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რის – სა­კულ­ტო ფი­გუ­რის უსაზ­ღვროდ ნი­ჭი­ე­რი ”ტა­ლან­ტე­ბის მპოვ­ნე­ლის” იზა­ბე­ლა ბლო­უს მემ­კვიდ­რე­ო­ბის, მი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი კო­ლექ­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნა. იზა­ბე­ლა ბლო­უს ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვის შემ­დეგ დაფ­ნი გი­ნეს­მა მი­აღ­წია შე­თან­ხმე­ბას აუქ­ცი­ონს სახლ კრის­ტის­თან და კო­ლექ­ცია სრუ­ლი სა­ხით იქ­ნა და­ცუ­ლი. ამ­ჯე­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნი­მუ­შე­ბის გა­ყიდ­ვი­დან სრუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი იზა­ბე­ლა ბლო­უს სა­ხე­ლო­ბის ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის ფონ­დში გა­და­ი­რიც­ხდე­ბა. View the full article
  17. რიოში საპროტესტო მარში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ორიგინალური ფორმით გამართეს. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/fYjyLoO2XVo palitratv.ge
  18. 1985 წელს მისი სურათი “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” გარეკანზე გამოჩნდა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო აალაპარაკა მისი თვალების სილამაზემ, თვალების, რომლებშიც ერთდროულად ბავშვურობა და მძვინვარება იმალებოდა.მას ახსოვს ეს მომენტი – ფოტოგრაფმა სურათი გადაუღო. ახსოვს, რომ გაბრაზებული იყო. ფოტოგრაფი მისთვის უცნობი პიროვნება გახლდათ. გოგონას მანამდე ფოტო არ გადაეღო. ისინი ერთმანეთს 17 წლის შემდეგ შეხვდნენ.ეს ... View ucnauri.com
  19. სასტუმრო Protea Hotel Ranch Resort -მა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლის ლიმპოპოს პროვინციაში თავის მომსახურებაში შეიტანა არაჩვეულებრივი გასართობი: გასერნება სავანეში ნამდვილ ლომებთან ერთად. მათ შორისაა თეთრი ლომების იშვიათი სახეობა, რომელიც მხოლოდ 100-მდეა შემოჩენილი. გასეირნება ხორციელდება ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე – უბრალოდ გიდები და ტურისტები მხეცს კუდით იჭერენ და ასეირნებენ. ასეთი რისკიანი გართობის ... View ucnauri.com
  20. ##image#9598#1#ეგ­ვიპ­ტის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ხმე­ბის უმე­ტე­სი რა­ო­დე­ნო­ბა ის­ლა­მის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა „ძმე­ბი მუ­სულ­მა­ნე­ბის“ კან­დი­დატ­მა მუ­ჰა­მედ მურ­სიმ მი­ი­ღო. მე­ო­რე ტურ­ში ეგ­ვიპ­ტის ახ­ლა­დარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს მე­ტო­ქე­ო­ბას ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ–მი­ნის­ტრი აჰ­მედ შა­ფი­კი უწევ­და. BBC – ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 60 წლის მურ­სიმ ხმა­თა 51, 7 % მი­ი­ღო, ხო­ლო მის კონ­კუ­რენტს ამომ­რჩე­ველ­თა 48, 3 პრო­ცენ­ტმა მის­ცა ხმა. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოც­ხა­დე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში კა­ი­რო­ში ტაჰ­რი­რის მო­ე­დან­ზე გა­და­ი­ცე­მო­და, სა­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია შეკ­რე­ბი­ლი. ეგ­ვიპ­ტე­ში ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ არ­ჩე­ვა­ნი ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლის, ჰოს­ნი მუ­ბა­რა­ქის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მი­ზე­ზი გახ­და, პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა. გა­სულ კვი­რას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ჯერ კი­დევ ხუთ­შა­ბათს უნ­და გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა უმაღ­ლეს­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ და­მა­ტე­ბი­თი დრო მო­ით­ხო­ვა, რა­თა კან­დი­და­ტე­ბის მი­ერ შე­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბი შე­ეს­წავ­ლა. პრე­ზი­დენ­ტო­ბის ორი­ვე კან­დი­და­ტი – მუს­ლიმ­თა საძ­მოს მუ­ჰა­მედ მურ­სი და ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აჰ­მედ შა­ფი­კი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აღ­ნიშ­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს. სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას მუ­ბა­რა­ქის გა­დად­გო­მის შემ­დეგ მარ­თა­ვენ, გა­ნაც­ხა­დეს, რომ ეგ­ვიპ­ტის მმარ­თვე­ლო­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დას­ცე­მენ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კან­დი­დატს. View the full article
  21. Представитель движения "Братья-мусульмане" набрал во втором туре на миллион голосов больше, чем его соперник - соратник Мубарака Ахмад Шафик. View the full article
  22. ##image#9597#1#დღეს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ახალ­გაზ­რდე­ბი და­ლო­ცა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეკ­ლე­სი­ამ 24 ივ­ნი­სი ახალ­გაზ­რდო­ბის დღედ და­ა­წე­სა. ილია მე­ო­რემ საკ­ვი­რაო წირ­ვის შემ­დეგ გა­ნაც­ხა­და, რომ “ახალ­გაზ­რდე­ბის აღ­ზრდა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოჯახ­მა, სკო­ლამ და ეკ­ლე­სი­ამ უნ­და მი­ი­ღონ. ხში­რად, ახალ­გაზ­რდე­ბი მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი არი­ან და სურთ, ყვე­ლა­ფე­რი ერთ წუთ­ში გა­მო­ას­წო­რონ – ქვე­ყა­ნა­ში, ოჯახ­ში ან თუნ­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ეს ასე ვერ ხდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი თან­მიმ­დევ­რუ­ლად უნ­და სრულ­დე­ბო­დეს. ერ­თი დი­დი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობ­და, გა­მო­ვას­წო­რებ ჩვენს ქვე­ყა­ნას და ჩვენს ერ­სო, მაგ­რამ ვერ გა­მო­ას­წო­რა”. სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დღეს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან ერ­თად, ”ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­მელ­საც კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მი­სი შვი­ლი, ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდნენ. ” ახალ­გაზ­რდო­ბა უდი­დე­სი ძა­ლაა და ის ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ უნ­და იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი,” – თქვა კა­თო­ლი­კოს­მა. View the full article
  23. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61145.jpg ბახმაროს პოტენციალსა და მის მნიშვნელობაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა. მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. იქ მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი აშენდება. პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბახმაროს ცენტრში 15-ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობასაც ითვალისწინებს. მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც; აშენდება 100 მაყურებლისთვის გათვალისწინებული ამფითეატრის ტიპის კინოთეატრი; გაკეთდება სპორტული მოედნები. ცენტრალურ ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი სუპერმარკეტის, აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებელობაც; მოწესრიგდება ცენტრალური მაგისტრალი ჩოხატაური - ბახმაროს მიმართულებით და ბახმაროს შიდა გზები. პრეზიდენტის თქმით, რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ადგილობრივების დასაქმების მხრივ. View the full article
×
×
  • შექმენი...