Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. თამარ კარელიძე 25 ივნისი, 2012 - 11:59 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/notih111_no_cameras.jpg იყო და არა იყო რა, იყო ერთი დღე, როცა პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ტრადიციული ანგარიშიც წარსდგა. მოხსნება და შემდეგ დებატები, ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. უძილობითა და მძიმე დღით დაღლილმა დეპუტატებმა ნელ-ნელა მოდუნება დაიწყეს. რამდენიმე დღეში, მათი თვითგართობისა, თუ წათვლემის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. სრული ტექსტი View the full article
  2. მოსკოვში, მოძრაობა - ”საქართველთა ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის” - აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი 500 მომიტინგის მთვარი მიზანი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართველ ემოგრანტთა კონსოლიდაცაა, გამჭვირვალე და ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად - იუწყება რადიო ”ეხო მასკვას” ბლოგერი, ფოტოგრაფი ზურაბ ჯავახაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-global-polit-1.jpgთბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. სააგენტო „Reuter“ კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს.<span style="font-size: 10pt;" />სტატიის სახელწოდებაა „პოლიციის რეიდმა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა“. საქართველოს პოლიციამ ხუთშაბათს დააყადაღა თანამგზავრული ანტენები იმ ეჭვის საფუძველზე, რომ „კომპანია ანტენებს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვებისთვის არიგებს. ამ ფაქტმა საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობა გაამწვავა. პოლიციამ დააყადაღა ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი კომპანიის მიმღებები და დაიწყო გამოძიება მოსყიდვის ბრალდებით. ამომრჩევლებისთვის საჩუქრის გაკეთება შეიძლება ისე იყოს აღქმული როგორც კანონის დარღვევა, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის კონკურენტია“, – წერს „როიტერი“. საქინფორმი
  4. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/9ade10ed0b888b05008a6231943d3899.jpgსაპარლამემტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა არ იცის, ვინ არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკის" წარმომადგენელი ნინო ლაპიაშვილი. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  5. ჰონგ კონგის ქალაქ შან-ტინში, მთის გორაზე არის ათი ათასი ბუდას მონასტერი. ეს არ წარმოადგენს ნამდვილ მონასტერს, რადგან იქ ბერების ნაცვლად მხოლოდ ტურისტებს იხილავთ.ეს უჩვეულო ადგილი ბუდას 13 ათასი სკულპტურით არის მორთული.სანამ ე.წ. მონასტერმადე ახვალთ , რომელიც, როგორც აღვნიშნე გორაზეა, უნდა აიაროთ 400 საფეხური.თითოეული ქანდაკება არის უნიკალური. ... View ucnauri.com
  6. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/616e738292714816712b8711d21191b2.jpg"დაკავებულია პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ვალერი გაბელაია, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პარტიის სხვა ლიდერებსაც ემუქრებათ საფრხე. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/chirkba-300x232.jpgაფხაზეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზადაა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა. “დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პრეზიდენტის, არა სააკაშვილის მმართველობისას, საქართველო სხვანაირი იქნებოდა, და ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევძლებდით. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული კონტრაგენტი, მაგალითად ალასანია ან ივანიშვილი. ივანიშვილი საქმიანი კაცია და საკმაოდ პრაქტიკული, რომ მიხვდეს, რა გადაწყვეტილება იქნებოდა ყველასთვის მისაღები. ჩირიკბა ასევე გალში ქართული მოსახლეობის შესახებაც ილაპარაკა. მისი თქმით, გალის მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ აქვს. ის კარგად ცხოვრობს, რადგან თხილს ყიდის და საშიშია, რადგან ქართველ ჯაშუშებს მალავენ. ჩირიკბას განცხადებით, ქართველმა ჯაშუშებმა ბოლო თვეების განმავლობაში 10 აფხაზი მოკლეს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ასევე ჟენევის მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარესაა და მოლაპარაკებების ახალი ფორმატია მოსაძებნი. იხილეთ epn.ge
  8. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/54d8635cae77fc7a6cb6b4efe7232726.jpgევროპის ეკონომიკურმა კრიზისმა ღარიბი ქვეყნების დახმარების პროგრამების დაფინანსების შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/01/eurasia-review-150x80.png სტეფანია სამერმატერი საქართველოს დიდხანს მიიჩნევდნენ დემოკრატიის მოდელად კავკასიის რესპუბლიკებს შორის. მაგრამ რუსეთთან კონფრონტაციის, ეთნიკური დაძაბულობის და კორუფციის ზრდის გამო ქვეყნის ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა კვლავ კრიზისშია. 2003 წლის ნოემბერში ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად; ისინი ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ. ამას „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლებაში სახელმწიფოს მეთაურად ქარიზმატული ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მოსვლა მოჰყვა. ამ ახალგაზრდა იურისტის ხელისუფლებაში მოსვლა გარდამტეხი მომენტი იყო გარდამავალ პერიოდში მყოფი ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის. „სააკაშვილი უკეთესი მომავლის იმედს და დასავლეთთან დაახლოების სიმბოლოს წარმოადგენდა“, ამბობს ჟურნალისტი ერიკ ჰესლი, რომელიც რეგიონს განსაკუთრებით კარგად იცნობს. „რეჟიმის პირველ წლებში, მან კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ომი გამოაცხადა, განახორციელა რა მნიშვნელოვანი რეფორმები ბიუროკრატიის კუთხით და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებში. კავკასიაში საქართველო დემოკრატიის მოდელად განიხილებოდა“. ახლა კი გარდამავალი პროცესი, რომელსაც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და სხვადასხვა შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა, როგორც ჩანს, ჩავარდა. კონფლიქტმა, სეპარატისტულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკებთან, რომლებსაც მოსკოვი უჭერს მხარს, და აქედან გამომდინარე დიპლომატიური ურთიერთობების კოლაფსმა რუსეთთან, სიტუაცია მხოლოდ გააუარესა. ჰოსლი აცხადებს, რომ მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, კანონის უზენაესობამ იკლო და მოსახლეობაში რეჟიმით უკმაყოფილება გაიზარდა. „კორუფციამ ფეხი მოიკიდა უმაღლეს საფეხურებზე, მათ შორის იუსტიციის სისტემაშიც კი და სიტუაცია, როგორც ჩანს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაუარესდება“, დასძენს ჟურნალისტი. სოფლის მეურნეობა – საარსებო აუცილებლობა საბჭოთა ეპოქაში საქართველო აყავავებულ რეგიონად იყო მიჩნეული, მაგრამ 1991 წლის შემდეგ მისი ეკონომიკა შეირყა და წარმოება ოთხჯერ შემცირდა. „ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ღარიბია, და ყველაზე მეტად ის ერთგვარი კოლექტიური დეპრესიის მსხვერპლია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოულოდნელი კოლაფსის და განმეორებითი კონფლიქტების გამო“, გვიხსნის სტეფანი ჯადი, World Vision Switzerland-ის პროგრამების მენეჯერი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში და აფხაზეთში მუშაობს და ეხმარება ჯანდაცვის და განათლების სფეროს, და ზოგადად ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობას ცდილობს. „სოფლებში ადამიანები თავს ირჩენენ იმით, რასაც აწარმოებენ უძველესი მეთოდებით. ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდებს ის უნარები შევასწავლოთ, რაც მათ სოფლის მეურნეობაში მუშაობისთვის სჭირდებათ“, აღნიშნავს ჯადი. „ფერმერის ცხოვრებამ მიმზიდველობა დაკარგა, ახალგაზრდები სხვაგვარ მომავალზე ოცნებობენ და ხშირად ემიგრაციაში მიდიან. ბევრ სოფელში, მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან მხრცოვანი ადამიანები ცხოვრებენ, და მუშახელის დეფიციტია“. მეზობელი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო რესურსებით მდიდარი არ არის, მისი შიდა ეკონომიკა დიდწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. SDC-ის ცნობით, 2006-2010 წლებში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 47% იყო, და მისი განმტკიცება სიღარიბის დაძლევისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. 2006 წლამდე, საქართველო მინერალური წყლის და ღვინის სერიოზულ ექსპორტს ახორციელებდა რუსეთში, მაგრამ კრემლის ემბარგოს გამო ღვინის წარმოება უმალ 80 პროცენტით შემცირდა. თბილისი იძულებული გახდა ახალი პარტნიორები მოეძია, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. რუსეთი – ასე ახლოს და ჯერ კიდევ ასე შორს სააკაშვილმა, მისი არჩევის შემდეგ უპირატესობა დასავლეთს, კერძოდ ევროპას და ნატოს მიანიჭა, რითაც რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება დაიწყო. „სააკაშვილი თავის ლეგიტიმაციას კრემლთან პოლიტიკურ ოპონირებაზე აფუძნებს, თამაშობს რა პატრიოტულ გრძნობებზე“, ამბობს ჰესლი. „თუმცა ეკონომიკა სერიოზული დამოკიდებულების სფეროა. რუსეთი არ არის საქართველოს მხოლოდ მთავარი მიმწოდებელი და კლიენტი, არამედ იქ ცხოვრობს მისი დიასპორის დიდი ნაწილი, რაც სერიოზული ფინანსური რესურსია“. საქართველოს აქტიური მოსახლეობის მეოთხედი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს – დიდწილად ყოფილ საბჭოთა კავშირში და განსაკუთრებით რუსეთში. ეს პარადოქსულ სიტუაციას ქმნის, ამბობს ჰესლი. „საქართველო ვერ უნდა აძლევდეს თავს უფლებას იყოს საომარ მდგომარეობაში ქვეყანასთან რომელზეც დამოკიდებულია. ეს იგივეა, რომ შვეიცარიამ ურთიერთობა გაწყვიტოს გერმანიასთან“. „გასაგებია, რომ საბჭოთა დომინირების წლების შემდეგ, საქართველოს სურს საკუთარი გზით წავიდეს, მაგრამ, დასაწყისიდანვე სააკაშვილმა გააზრებულად აგრესიული პოლიტიკა არჩია, და პუტინს არცერთხელ არ უპასუხია მოწყალებით“. შვეიცარიის ჩართულობის წყალობით, რომელიც 2009 წლიდან დიმპლომატიური შუამავლის როლშია, სიტუაციაში ერთგვარი „ტექნიკური გაუმჯობესება“ შეიმჩნევა, განაცხადა ჰესლიმ. „შვეიცარელმა დიპლომატებმა გამჭრიახობა და ორიგინალობა გამოიჩინეს და გვერდი აუარეს ამ ორი ქვეყანის პოზიციებს შორის სხვაობებს, განსაკუთრებით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხში“. თუმცა ჰესლის აზრით, ფუნდამენტურ პრობლემას თავად სააკაშვილი წარმოადგენს, რომელსაც კრემლი სახიფათო და არასანდო პერსონად მიიჩნევს, ადამიანად რომელთანაც საქმის დაჭერა არ შეიძლება. ის სავარაუდოდ პუტინის შავ სიაშია და თუ კი მას ხელახლა აირჩევენ 2013 წელს, საეჭვოა, რომ ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდება. არარსებული საზღვარი, რომელიც ძალიან რეალურია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი, სააკაშვილის ორი დიდი პრობლემა, კვლავ გადაუჭრელია. ამ სტრატეგიულ რეგიონებს, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, დე-ფაქტო რუსეთი აკონტროლებს. მაგრამ, მოსკოვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად, მაგალითად აფხაზეთი ბრძოლას განაგრძობს. „ეს გაურკვევლობის ზონაა“, ამბობს ჯადი, რომლის World Vision-ი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციიაა, რომელსაც გაეროს ორგანიზაციებთან ერთად მთელ ამ რეგიონში პროექტები აქვს. „ბევრი სოფელი მიტოვებულია; ომის დროს დანგრეული შენობები არასდროს აღდგენილა და საბაზისო მომსახურების დეფიციტია“. შეხვედრის გასამართად აფხაზურ და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეზობელ სომხეთში ან აზერბაიჯანში მიემგზავრებიან. მათი შეხვედრების თემა არა ჩვეულებრივ არა კონკრეტული, არამედ ზოგადია და სამშვიდობო საკითხებს ეხება, რადგან მას შემდეგ რაც აფხაზეთმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მას აღარ სურს ეთნიკური კონფლიქტის გაგონება. თუმცა აფხაზეთში ომის გამოცდილებაზე ნებისმიერი მოგიყვებათ, გვიხსნის ჯადი. „ომი დღემდე მათი ცხოვრების ნაწილია. ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი აწმყოს და როგორ ხედავენ მომავალს“. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაციამ ისეთ წერტილს მიაღწია, როდესაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. „საქართველომ ხელიდან გაუშვა მულტი-ეთნიკური რესპუბლიკის შექმნის შანსი, სადაც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ერთგვარი ავტონომია ექნებოდათ. ახლა მათ ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ რუსეთის გზით შეუძლიათ, ეს კი დროს და ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვს“, ამბობს ჰესლი. მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს მომავალში კონფლიქტს არ ელიან, თუმცა ისინი სიფრთხილით ელიან 2014 წელს, როდესაც სოჭის ოლიმპიური თამაშები და საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება. ამ დროს ტერიტორიულმა უთანხმობამ შესაძლოა კვლავ თავი იჩინოს. SwissInfo ორიგინალი ორიგინალი
  10. პოლიციელის ვირტუალური ჟილეტის ჩამოხევისთვის 26 მაისის მონაწილეს 4 წელი მიუსაჯეს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/0p281ttNJVc View the full article
  11. ვინმემ რომ მკითხოს, რატომ ვგულშემატკივრობ ინგლისის ნაკრებს, პასუხს ვერ გაგცემთ. მას შემდეგ, რაც ფეხბურთს ვუყურებ და ანალიზის უნარი მაქვს, ამ საცოდავ გუნდს არაფერი მოუგია. ის კი არა, ჯგუფიდანაც ვერ გასულა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და მეც ბევრი დაცინვა ამიტანია მეგობრებისგან. თუ ჩემი პოსტების ისტორიას გადავხედავთ, იქ ერთი წერილი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს ეხება. როდესაც გუნდის მენეჯერად დანიშნეს, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვამბობდი, რომ მასთან ერთად "სამ ლომს" არანაირი შანსი არ ჰქონდა. ასეც მოხდა - ან კაცმა არ იცის, სად ამოქექეს ეს მხცოვანი ბერიკაცი, რომელსაც ურთიერთობის შნოც აღარ აქვს, აღარაფერს ვამბობ მის განვლილ კარიერაზე, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, არ ყოფილა წარმატებული. ის, რაც ინგლისმა იტალიასთან "ჩაიდინა", პირველ რიგში იყო სწორედ დაბალი კლასის მენეჯერის ბრალი. პერსონალურად რომ შევადაროთ ამ ორი ნაკრების მოთამაშეები, უპირატესობა აქვთ ალბიონელებს (ბუფონისა და პირლოს გამოკლებით), მიუხედავად ამისა, იტალიის ნაკრებმა, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, გადაახია ბურთი თავზე მეტოქეს და სრულიად სამართლიანად გავიდა ნახევარფინალში. თამაშის დეტალურ განხილვას რა აზრი აქვს? საერთოდ გაწყვეტილი იყო თავდასხმა ნახევარდაცვისგან, ხოლო თავის მხრივ არც უკანახაზელებსა და ჯერარდი-პარკერის წყვილს შორის იყო შეთანხმეული მოქმედება ბურთის ამოტანისას. ისიც საკითხავია, რატომ დატოვა მოედანზე ჰოჯსონმა ეშლი იანგი და მოხსნა ჯეიმს მილნერი, როდესაც "მანჩესტერის" ნახევარმცველს ერთი ზუსტი პასიც არ გაუკეთებია? საერთოდ ვინ არის ჯორდან ჰენდერსონი, რომელსაც აძლევს თამაშის საშუალებას და მოედნიდან გაჰყავს სკოტ პარკერი, მოთამაშე, რომელიც მუდამ სულს და გულს დებს მოედანზე? ან რატომ დააყენა ძირითად შემადგენლობაში ორი თავდამსხმელი, როდესაც იტალიური ფეხბურთის წინააღმდეგ წარმატების მოსაპოვებლად მთავარი კოზირი ბურთის კონტროლი და ცენტრის დაკავებაა? მოკლედ, მოხდა ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო და თუნდაც ინგლისს პენალტების სერიაში გამართლებოდა, მოეგო და გამძვრალიყო, გერმანია საშვილიშვილო სირცხვილს აგემებდა. ბოლოს, უნამუსო ფანს მაინც მაქვს იმის იმედი, რომ ერთხელ მაინც, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და მისი შეფი, დევიდ ბერნშეიტი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და გუნდს შესაფერის მწვრთნელს მოუძებნის, თუნდაც ჰარი რედნაპს, რომელიც როგორც მინიმუმ, ჩასვრილი სახით არ უყურებს მისი გუნდის თამაშს... პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/article-2164037-13C4F3C2000005DC-446_634x391.jpg კატეგორიები: Lifestyle მსოფლიო სპორტი View the full article
  12. "სახალხო კრებასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მე შუამავლის როლი მერგო. ვიცი, არც მე დამინდობენ" http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/1YwB8WT8Zc8 View the full article
  13. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/fb79d17cf4c86cff88a40e132e0f64cd.jpgურუგვაის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზების გადაწყვეტილება მიიღო. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/dorofey-dbar.jpgადიღეის და მაიკოპის ეპისკოპოსის ტიხონის ბრძანებით, ახალი ათონის მონასტერის დე ფაქტო წინამძღოლს დოროფეი (დბარს) და დე ფაქტო მღვდელს ანდრიას (ამფარს) მსახურება სამი წლით აეკრძალათ. ამის შესახებ “აპსნი პრესი” იუწყება. დოროფეის განცხადებით, მეუფე ტიხონმა მას მსახურება “აფხაზეთის ეკლესიის” ხელმძღვანელის ბესარიონ აპლიას თხოვნით აუკრძალა, რომელიც დოროფეის “აფხაზეთის ეკლესიაში” განხეთქილების შემოტანაში ადანაშაულებს. დოროფეის განცხადებით, მან მსახურების აკრძალვის შესახებ ბრძანებები დახია. “ჩემი და მამა ანდრია სტატუსი უკვე გარკვეულია. ჩვენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპის და ადიღეის ეპარქიასთან არანაირი შეხება აღარ გვექნება, ქართულ ეკლესიასთან კი არც გვქონია”, – განაცხადა დოროფეიმ. “დღევანდელი დღიდან და აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის გარკვევამდე და აფხაზეთში კანონიკური ეპისკოპოსის გამოჩენამდე, ჩვენ ლოცვებში მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეუს I-ს მოვიხსენიებთ”, – განაცხადა დოროფეიმ. შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო მღვდლებს დოროფეი დბარსა და ბესარიონ აპლიას შორის ე.წ. აფხაზეთის ეკლესიაზე კონტროლისთვის კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთი სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ აღიარებული ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში შედის. იხილეთ epn.ge
  15. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-morpexebi.jpgთბილისი, 25 ივნისი, საქინფორმი. როგორც vk.com იუწყება, აშშ-ის რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო აღჭურვილობას იპარავდა და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით ყიდდა. კრიმინალური ვაჭრობით მიყენებული საერთო ზარალი 2 მლნ დოლარად არის შეფასებული. ბოროტმოქმედთა საქმიანობას საზღვაო ქვეითთა კემპ-ლეჟენის ბაზაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანაყოფის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად აეხადა ფარდა. ამის შესახებ გამოცემა „Jacksonville Daily News“ წერს. საქინფორმი
  16. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61148.jpg პირობების გაუმჯობესების მიზნით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ადგილები შეიცვალა. თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ნაცვლად, ტესტირება მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება, სადაც ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს. ქუთაისში კი, პირველი საჯარო სკოლის ნაცვლად, გამოცდები წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. ფოთში საგამოცდო ცენტრი მე-5 საჯარო სკოლაში გადაინაცვლებს. საგამოცდო ცენტრების აღჭურვა საბოლოოდ დღეს დასრულდება, რის შემდეგაც ოთახები დაილუქება და მხოლოდ 28 ივნისს, პირველი გამოცდისთვის გაიხსნება. საქართველოში სულ 17 საგამოცდო ცენტრი იმუშავებს. View the full article
  17. ##image#9508#1#სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მარ­ტში გა­მარ­თულ სა­მიტ­ზე პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას მი­ერ რუ­სი კო­ლე­გის, დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი­სად­მი გა­კე­თე­ბულ­მა პი­რა­დი ხა­სი­ა­თის შე­ნიშ­ვნებ­მა თეთრ სახ­ლსა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის რეს­პუბ­ლი­კელ კან­დი­დატს, მიტ რომ­ნის შო­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კით­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შტორ­მი გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო დე­ბა­ტებ­საც – რამ­დე­ნად რჩე­ბა რუ­სე­თი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთა­ვარ მე­ტო­ქედ. მედ­ვე­დევ­თან შეხ­ვედ­რის ბო­ლოს ობა­მამ ხა­ზი გა­უს­ვა, რომ ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ისეთ არა­ერ­თგვა­რო­ვან სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის პროგ­რა­მა, ლა­ვი­რე­ბის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და. ხსე­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის შეშ­ფო­თე­ბა იმან გა­მო­იწ­ვია, რომ ობა­მა, სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პრო­მი­სის მეშ­ვე­ო­ბით, კრემ­ლის გუ­ლის მო­გე­ბას ცდი­ლობ­და. რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თმა ლი­დერ­მა თეთ­რი სახ­ლი აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის ხარ­ჯზე და­დე­ბულ სა­ი­დუმ­ლო გა­რი­გე­ბა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სა­პა­სუ­ხოდ, რუ­სე­თის აშშ-ის „ნო­მერ პირ­ველ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მტრად” გა­მოც­ხა­დე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტებ­მა რომ­ნი „ცი­ვი ომის რა­ინ­დად” შე­რაც­ხეს. თუმ­ცა მა­ნამ­დე ობა­მამ პი­რა­დად გა­უს­ვა ხა­ზი პუ­ტი­ნის კავ­შირს ცი­ვი ომის­დრო­ინ­დელ წარ­სულ­თან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ცივ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა შე­და­რე­ბას ერ­თი კით­ხვა აკ­ლია: დღე­ვან­დე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი აშშ-ის პარ­ტნი­ო­რია თუ მე­ტო­ქე? აზ­რი ორად იყო­ფა: არც ობა­მა ცდე­ბა და არც რომ­ნი. კერ­ძოდ, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ობა­მა­სე­ულ „გა­დატ­ვირ­თვას” სა­ფუძ­ვლად ის მო­საზ­რე­ბა უდევს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მოს­კოვ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კონ­კრე­ტულ ერ­თობ­ლივ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბის შე­დე­გა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თლა შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ ახა­ლი შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში. ხსე­ნე­ბულ­მა შე­თან­ხმე­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გავ­ლით NATO-ს ავ­ღა­ნეთ­ზე წვდო­მა და გა­ე­როს მი­ერ ირა­ნის­თვის შეზ­ღუ­დუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბა. თუმ­ცა, უფ­რო ფარ­თო კონ­ტექ­სტში რომ­ნი მარ­თა­ლია – აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თი ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სებს მრა­ვალ სფე­რო­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ბევ­რი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა, მათ შო­რის სე­ნა­ტო­რი ჯონ მაკ­კე­ი­ნიც იზი­ა­რებს. რომ­ნის აზ­რით, რუ­სე­თის ატო­მუ­რი არ­სე­ნა­ლი, მი­სი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ევ­რო­პა­სა და აზი­ა­ში გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ლა­გე­ბა, ვე­ტო, რო­მელ­საც გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში იყე­ნებს და სა­ში­ნაო ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი ვა­შინ­გტონს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს. შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხა­რის­ხის მი­უ­ხე­და­ვად, ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­კუ­რენ­ტულ და პო­ტენ­ცი­უ­რად კონ­ფლიქ­ტურ ხა­სი­ათს ატა­რებს. რომ­ნი არ ცდე­ბა, რო­დე­საც აც­ხა­დებს, რომ არ­ცერთ ძა­ლას არ აქვს ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, მათ შო­რის, NATO-ს ალი­ან­სის ეფექ­ტუ­რო­ბის­თვის, საფ­რთხის შექ­მნის ისე­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­გორც რუ­სეთს და რომ რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ის ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბია, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის მი­ერ დო­მი­ნი­რე­ბად ბლოკ­ში ჩარ­თვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ. რომ­ნის პო­ზი­ცია ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი არ არის, ის მხარს უჭერს NATO-ს ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბას, გმობს რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ას და ემ­ხრო­ბა ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის გან­ლა­გე­ბას. რეს­პუბ­ლი­კელ­მა ობა­მას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას სუს­ტი უწო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მუ­ქა­რის ნა­წი­ლია, რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის გაზ­ვი­ა­დე­ბი­თა და მა­თი „უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ და სა­ხი­ფა­თოდ” გა­მოც­ხა­დე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ. ისი­ნი, ასე­ვე, ხაზს უს­ვა­მენ ალ-ყა­ი­დას ლი­დერ­თა გა­ნად­გუ­რე­ბის, ერა­ყის ომის დას­რუ­ლე­ბის და ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის მომ­ზა­დე­ბის კუთ­ხით ობა­მას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მა­ტე­ბებს. რომ­ნის ბა­ნა­კი ამ­ტკი­ცებს, რომ ობა­მამ უგუ­ლე­ბელ­ყო აშშ-ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ელე­მენ­ტე­ბი – ხე­ლი ვერ შე­უწ­ყო ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ვერც NATO-ს გა­ფარ­თო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით გა­დად­გა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, NATO-ს წევ­რო­ბის ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოა – ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ ქვე­ყა­ნა­ში NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სია; მონ­ტე­ნეგ­როს­გან გან­სხვა­ვე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლო უკ­ვე არ­სე­ბით კონ­ტრი­ბუ­ცი­ას უწევს ალი­ან­სის ოპე­რა­ცი­ებს. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა ჩი­კა­გოს სა­მიტ­ზე ყვე­ლას მი­უ­თი­თა, რომ NATO-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თა­ურ­თა მო­რი­გი შეხ­ვედ­რა გა­ფარ­თო­ე­ბის სა­მი­ტი იქ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო ამ დრო­ის­თვის ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი გახ­დე­ბა. სა­ი­მი­სოდ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მოწ­ვე­ვა ფორ­მა­ლუ­რად მი­ი­ღოს, შემ­დე­გი 2 წლის მან­ძილ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მი ფაქ­ტო­რის კომ­ბი­ნა­ცია – პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას და სა­პარ­ლა­მენ­ტო-საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ტა­როს. მე­ო­რე – ვა­შინ­გტონ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე უნ­და აი­ღოს NATO-ს წევ­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ალი­ან­სი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. და მე­სა­მე – NATO-მ არ უნ­და და­ი­ჯე­როს პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი კრემ­ლის და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და კონ­ფლიქტს გა­მო­იწ­ვევს. კით­ხვა კი ძა­ლა­ში რჩე­ბა: ამე­რი­კის რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტი შეძ­ლებს, რომ პუ­ტინს და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად გა­უს­წო­როს თვა­ლი? ია­ნუშ ბუ­გა­ის­კი ვა­შინ­გტონ­ში სტრა­ტე­გი­ულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ცენ­ტრის ევ­რო­პუ­ლი პროგ­რა­მის უფ­რო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი View the full article
  18. http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-shalva-mt.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დეპუტატებს მოუწოდებს, დაიწყონ იმპიჩმენტი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამის შესახებ ადვოკატმა განცხადება ა.წ. 8 ივნისს კინოს სახლში გამართულ „ეროვნულების“ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობის თბილისის, აფხაზეთისა და ახალგაზრდული ბიუროები ჩამოყალიბდა. შალვახაჭაპურიძემ კონფერენციაზე გაჟღერებული თემები საქინფორმთან საუბარში უფრო განავრცო.<span style="font-size: 10pt;" />– პირველრიგში,გილოცავთსაზოგადოებრივიმოძრაობა„ეროვნულების“დაარსებასდაწარმატებასგისურვებთ. რაგეგმებიგაქვთდაროგორაპირებთპოლიტიკურპროცესებშიჩართვას<b />? საქინფორმი
  19. ეს იყო პირველი შეხვედრა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნულოვანი ფრეთი დასრულდა და მაინც, ფეხბურთი ეს იყო - ნამდვილი ფეხბურთი, თავისი დრამატიზმით და დაძაბულობით. იტალიის ნაკრები, იტალია, ინგლისის ნაკრები, ინგლისი, ევროპის ჩემპიონატი, ევრო 2012 View the full article
  20. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/c36bbdd62735a573b0ad54856f9e3015.jpgპოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადასახდელად მეორედ მიცემული 7 დღიანი ვადა ხვალ ეწურება. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  21. http://rustavi2.com/news_photos/06_12/61147.jpg უბედურ შემთხვევას დარიალის ხეობაში 28 წლის მაია ქუცნიაშვილი ემსხვერპლა. ის ყაზბეგში მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იყო წასული. მას ფოტოების გადაღების დროს ფეხი დაუცდა და მდინარე ხდის წყალში ჩავარდა. ძლიერი დინების გამო მეგობრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი დინებამ რუსეთის ტერიტორიაზე წაიღო. გარდაცვლილის ცხედარი ვლადიკავკაზის პროზექტურაშია გადასვენებული. მას საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს გადმოასვენებენ. View the full article
  22. ##image#9601#1#ტუ­ნი­სის პრე­ზი­დეტ­მა მონ­სეფ მარ­კუ­ზიმ გა­ნაც­ხა­და, რომ ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ–მი­ნის­ტრის ბაღ­და­დი ალ მაჰ­მუ­დის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ექ­სტრა­და­ცია არა­კა­ნო­ნი­ე­რად გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­სი თქმით, ტუ­ნი­სის პრე­მი­ერ­მა კა­და­ფის რე­ჟი­მის მთავ­რო­ბა­ში მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სის ლი­ბი­ის­თვის გა­და­ცე­მის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის პირ­ველ პირ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე მი­ი­ღო. 70 წლის ბაღ­და­დი მაჰ­მუ­დი 24 ივ­ნისს ტუ­ნი­სი­დან ლი­ბი­ა­ში იქ­ნა ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც იგი გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში გა­იქ­ცა, რო­დე­საც მუ­ა­მარ კა­და­ფის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ტრი­პოლ­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გეს. ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი სექ­ტემ­ბერ­ში ტუ­ნის­ში საზ­ღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თით­ვის და­ა­პა­ტიმ­რეს. იგი ტუ­ნი­სის გავ­ლით ალ­ჟირ­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და, სა­დაც კა­და­ფის ოჯა­ხის წევ­რებს თავ­შე­სა­ფა­რი შეს­თა­ვა­ზეს. ლი­ბი­ის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაჰ­მუ­დის ექ­სტრა­და­ცი­ას დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და, რად­გან ტუ­ნი­სის მთავ­რო­ბა ვერ თან­ხმდე­ბო­და აღ­ნიშ­ნულ სა­კით­ხზე. სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­თა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აც­ხა­დე­ბენ, რომ ბაღ­და­დი ალ მაჰ­მუ­დის უფ­ლე­ბე­ბი სამ­შობ­ლო­ში შე­საძ­ლოა შე­იზ­ღუ­დოს. ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ად­ვო­კა­ტე­ბი არ გა­მო­რიც­ხა­ვენ, რომ მის სი­ცოც­ხლეს საფ­რთხე და­ე­მუქ­როს, რად­გან მა­თი გან­ცხა­დე­ბით, კა­და­ფის რე­ჟი­მი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სი ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვან მა­სა­ლას ფლობს. View the full article
  23. http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/9c4ecbfb93f8fa718223b384f860d9f3.jpgრუსეთში დედამ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მეთხუთმეტე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდო. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/f4-300x225.jpgთურქეთი სირიული ჰაერსაწინააღმდეგო ჯარების მიერ F-4 “Phantom” ტიპის გამანაგურებლის ჩამოგდების განსახილველად ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. თურქეთი საბჭოს საგანგებო სხდომას ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად მოიწვევს, რომლის მიხედვითაც ალიანსის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციები, თუ მისი ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება. თურქეთის საჰაერო ძალების F-4 “Phantom” ტიპის გამანადგურებელი სირიელებმა პარასკევს ჩამოაგდეს. მათი მტკიცებით, თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს მტკიცებით, სირიელებმა გამანადგურებელს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შეუტიეს, რის შემდეგ ის სირიის ტერიტორიულ წ####ბში ჩამოვარდა. იხილეთ epn.ge
  25. სტუდია GNS -ის მიერ მომზადებული ნანა ლეჟავას გადაცემა "კვირის რეპორტაჟის" 24 ივნისისს გამოშვება აჭარაში ტრეფიკინგის საკითხს ეხება. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...