planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
დღეიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისთვის" გამოყოფილი რუსული მილიარდები რუსეთის ფედერაციის საკვანძო უწყებების მონაწილეობით შექმნილი სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის მეშვეობით ცხინვალის "შავ ხვრელში" "გაივლის". ამის შესახებ ცხინვალის ხელმძღვანელობის მეთაურს ლეონიდ თიბილოვს აფხაზეთისა და ცხინვალის კრემლის ახალმა კურატორმა ტატიანა გოლიკოვამ დღეს განუცხადა.მან აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას სათანადო უწყებათაშორისი კომის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
თქვენი არ ვიცი და მე უკვე მეოთხე წელია ზაფხულის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე,ერთ თაბახის ფურცელზე ვწერ თუ რა უნდა ვიკითხო სასკოლო არდადეგების დასრულებამდე… ეხლა კი გაგაცნობთ იმ წიგნებისა და მოთხრობების ჩამონათვალს,რომელთა წაკითხვაც აუცილებლად მიმაჩნია მეათე კლასის მოსწავლისათვის... 1.ილია წავჭავაძის ,,კაკო-ყაჩაღი”, ,,გლახის ნაამბობი”, ,,აჩრდილი” 2.ვაჭა-ფშაველას მოთხრობები (5 მოთხრობა) 3.აკაკი წერეთლის მოთხრობები (5 მოთხრობა) 4.რეზო ინანიშვილი მოთხრობები (5 მოთხრობა) 5.ლევან გოთუას მოთხრობები (5 მოთხრობა) 6.გიორგი ლეონიძის – ,,ნატვრის ხე’ ’7.ლეო ქიაჩელის მოთხრობები (5 მოთხრობა) 8.ვასილ ბარნოვის- ,,ტრფობა წამებული” 9.,,სიმღერა როლანზე” 10-,,საბრალო ჰაინრიხი”-ჰარტმან ფონ აუე 11.,,ჰამლეტ” ,,ამაო გარჯა სიყვარულისა” ,,ვენეციელი ვაჭარი-ულიამ შექსპირი 12.,,სიკვდილი ვენეციაში”-თომას მანი 13. ,,ჭერი ასწიეთ დურგლებო”-ჯერომ სელინჯერი 14,,მატეო ფალკონე”-პროსპერ მერიმე 15.,,წვიმა;;, ,,დედა;;, ,,მორევი”-სომერსეტ მოემი 16,,უცნობი ქალის წერილი;;-შტეფან ცვაიგი 17,,თვინიერი”-დოსტოევსკი 18 ,,ორჯერ მკვდარი მატყუარა”-ო’ჰენრი 19.,,იები”-კუპრინი 20,,კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”-ერნესტ ჰემინგუეი ps.ვფიქრობ,რომ იმ მოსწავლეებს,რომლებსაც გადაწყვეტილი არ აქვთ რას წაიკითხავენ სასკოლო არდადეგებზე, ცოტათი მაინც დაეხმარება ეს ჩამონათვალი… გისურვებთ წარმატებებს!!! კატეგორიები: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
-
შპს კრისტალის ხელმძღანელი ლევან დათუაშვილი, რომელიც დღეს დილიდან დაკითხვაზე იმყოფებოდა დააკავეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით, რაც გარემოსთვის საშიშ ნივთიერებებთან მუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღევავას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქლორის ავზი, საიდანაც გუშინ ღამით გაჟონვა მოხდა, შპს კრისტალს ეკუთვნოდა. კომპანიის სხვა თანამშრომლები ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან. გუშინ ღამით, ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61256.jpg თბილისის წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი კომპანია `კრისტალის` დირექტორი ლევან დაუთაშვილი სამართალდამცველებმა დაკითხვის შემდეგ დააკავეს. საქმე ეხება გუშინ ლილოს დასახლებაში მომხდარ ინციდენტს, სადაც კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე მოთავსებული ერთ-ერთი ავზიდან ქლორმა გაჟონა. შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ქლორის გაჟონვის საქმეს ისანი-სამგორის რაიონული პოლიცია იძიებს. წინასწარი ინფორმაციით, ავზი, საიდანაც ქლორმა გაჟონა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორ ფირმა `კრისტალს` ეკუთვნოდა. ფირმა გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულია. View the full article
-
ცხინვალში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ტატიანა გოლიკოვას მეთაურობით დელეგაცია ჩავიდა.როგორც ცხინვალის სააგენტო "რესი" იტყობინება, ორდღიანი ვიზიტისას შედგება ნურგალიევისა და გოლიკოვას შეხვედრები მარიონეტული რეჟიმის უფროსთან ლეონიდ თიბილოვთან, ამავე რეჟიმის სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან. გარდა ამისა, მოსკოველი "სტუმრები" დაათვალიერებენ ე.წ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრომ თავის სპეციალურ განცხადებაში მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან დევნილების მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესახებ მიღებულ რეზოლუციას."გაეროს გენერალური ასამბლეა აღიარებს დევნილთა და იძულებით ადგილნაცვალთა პირების თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ც... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ რამდენიმე კვირაში მაუწყებლობას დიღომში იმავე შენობიდან გააგრძელებს, სადაც ტელეკომპანია „მაესტროა“ განთავსებული. როგორც „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა Media.Ge-ს განუცხადა, ძველ შენობაში ორთაჭალაში გადაცემების ნაწილი მომზადდება და რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი დარჩება. 4 ივლისი, 2012 - 15:18 4 ივლისი, 2012 - 15:18 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/yvelaferi_shekitxvit_icyeba_0.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61259.jpg ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დაკისტებული ჯარიმის გადახდას და ამის ერთ-ერთი მიზეზი უსახსრობაა. ამ თემაზე კოალიცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ივანიშვილი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამასთან ერთად კოლიციის ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად. `ჯარიმის გადახდას კოალიცია `ქართული ოცნების` სუბიექტები არ აპირებენ ორი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ დაკისრებული ჯარიმა არის აბსოლუტურად უკანონო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, მეორე მიზეზი არის ის, რომ პარტიას ანგარიშზე არ გააჩნია არათუ ეს თანხა, არამედ ბევრად ნაკლებია დღეს ჩვენს ანგარიშზე არსებული რეალური თანხა,`- განაცხადა კობახიძემ. View the full article
-
##image#9804#1#საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის პროგრამას ,,მეტი სარგებელი ხალხს’’ ნდობა გამოუცხადა. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი სხდომას არ დასწრებია. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახდა, მისი ყოფილი თანამდებობა – შსს მინისტრის პოსტი, ბაჩო ახალაიამ დაიკავა. თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე გახდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანი დალი ხომერიკმა შეცვალა. ცვლილებების ფარგლებში შექმნილ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს კი პაატა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს. View the full article
-
15:20 04.07.2012 ზუგდიდში ირაკლი ალასანიას შეხვედრა ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან ხმაურით მიმდინარეობდა. უცნობი პირების უცენზურო შეძახილებით ადგილობრივები გაღიზიანდნენ. პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებმა აგრესიულ ახალგაზრდებს შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი სააგენტო Smsportal.ge Youtube-ზე ავრცელებს. http://1.bp.blogspot.com/-xc9sl7MjhOw/T_QoZrMkD2I/AAAAAAAAHn4/eeMwZ8P6u88/s200/shefurtxeba.jpgშეხვედრის დასრულების შემდეგ ინციდენტის ინიციატორები ზუგდიდის საკრებულოს მაღალჩინოსნებთან ერთად ახლომდებარე ქუჩაზე შეიკრიბნენ, თუმცა ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კახა ქირიამ საკუთარი ავტომანქანა სანომრე ნიშნით QKM-777 ადგილზე დატოვა, თავად კი მიიმალა. მასთან ერთად ჟურნალისტების გამოჩენისთანავე გაუჩინარდნენ საკრებულოს "ნაციონალი" წევრი გელა თოლორია და საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია - იუწყება Smsportal.ge. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61253.jpg საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს - 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და მთავრობის პროგრამას `მეტი სარგებელი ხალხს` ნდობა საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუცხადა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დარბაზში არ იმყოფებოდა, ხოლო ვინც დარბაზში იყო ,ხმა წინააღმდეგ მისცა. მთავრობის პროგრამა 7-გვერდიანია და მასში 3 ძირითად საკითხზეა ყურადღება გამახვილებული: დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა. View the full article
-
გთავაზობთ Resident Evil: Retribution და Once Upon a Time-ის მეორე სეზონის ახალ ოფიციალური პოსტერებს. შეგახსენებთ Resident Evil: Retribution გამოვა 14 სექტემბერს, ასევე Once Upon a Time-ის პირველი სერიის პრემიერაც დაგეგმილია სექტემბერში The post Resident Evil: Retribution და Once Upon a Time – ახალი ოფიციალური პოსტერები appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
14:30 04.07.2012 ჟურნალისტების დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ "რეალ ტივის" კამერით. პირი, რომელიც კითხვებს სვამს "არის თუ არა მე-9 არხის ჟურნალისტი ოცნების პრეს-სამსახურის თანამშრომელი"- თავად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეს-სამსახურიდან. ის გადაღებულია პოლიციის სპეცფორმით. http://3.bp.blogspot.com/-kucIFoSADvA/T_QmRECI_-I/AAAAAAAAHns/AiDaxutMI6Q/s200/vanos%2Bmcyerchitoba.jpgგორი, თელავი, ზუგდიდი - ბოლო პერიოდში მე-9 არხის რეგიონულ ჟურნალისტებს რეალ ტივის მიკროფონით გადამღები ჯგუფები დაყვებიან და უცნაურ კითხვებს უსვამენ. მაგალითად: რამდენი მათი ხელფასი? ან რომელ რაიონში ვის წარადგენს ქართული ოცნება მაჟორიტარად? შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის მუშაობის ხელის შეშლის დაუფარავ მეთოდებზე გადავიდა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
netgazeti - პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას “მეტი სარგებელი ხალხს” ნდობა გამოუცხადა. სრული ინფო(netgazeti.ge) -
##image#9803#1#შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც შოთა უტიაშვილმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა, ის ჯერჯერობით ვერ გაახმაურებს ინფორმაციას, მის შემდგომ სამუშაო ადგილთან დაკავშირებით. ამ დროისთვის უცნობია, ისიც თუ ვინ დაიკავებს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61258.jpg `ქართული ოცნების`ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე `ქართული ოცნების` წარმომადგენელს ზუგდიდთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი გაახსენეს. ირაკლი ალასანიამ ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნების პერიოდში ზუგდიდი სირიის ქალაქ ჰომსს დაემსგავსება. ჰომსი სირიის ოპოზიციის ცენტრია, რომელსაც ბაშარ ასადის არმია გამუდმებით ბომბავდა. ზუგდიდელებმა ალასანიას ამ ფრაზის გამო განმარტებები მოსთხოვეს. `იყო საუბარი რუსეთთან ურთიერთობებზე, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ - `ქართულ ოცნებას`, როგორ უნდა დაიწყოს სავაჭრო ურთიერთობები, როგორ უნდა შეიქმნას რეალურად ჩვენი ეროვნული სახელმწიფო და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ეს იყო ის შეკითხვები, რომელსაც მოქალაქეები გვისვამდნენ დღეს,`- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალასანიამ. View the full article
-
14:06 04.07.2012 ანუ - რა ატამი?! რი ატამი?! http://3.bp.blogspot.com/-Wdrc-5vX1jY/T_Qh2f1rKdI/AAAAAAAAHnc/hQMigXemyrw/s200/atami.jpg "ატმის ფასი იმდენად მცირეა, რომ ბანკიდან აღებულ სესხებსაც ვერ დავფარავთ."- ჩივიან კახელი გლეხები. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
##image#9802#1#მეცნიერებმა ატომური კვლევების ევროპული ცენტრიდან – CERN, ჟენევაში გამოაცხადეს, რომ ნაპოვნია სუბატომური ნაწილაკი, რომელიც ჰიგსის ბოზონის პარამეტრებს ემთხვევა. ჰიგსის ბოზონი, რომელსაც ”ღმერთის ნაწილაკსაც” ეძახიან, ჰიპოთეტური ნაწილაკია, რომელიც მატერიას მასას აძლევს. მეცნიერები ჰიგსის ბოზონს 45 წლის მანძილზე ეძებდნენ, მის აღმოსაჩენად კი საყოველთაოდ ცნობილი დიდი ადრონული კოლაიდერი აშენდა. ის ათი მილიარდი დოლარი დაჯდა. ცერნის ექსპერიმენტი ფიზიკას ახალ საფეხურზე ასვლას ჰპირდება. დიდ ადრონულ კოლაიდერში ფუნდამენტური ფიზიკური თეორიები და ასევე დიდი აფეთქების თეორია ტესტს გაივლის. ფიზიკის ელემენტარული ნაწილაკების თეორიაში, რომელიც სახელით არის ცნობილი, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იქნება პიკი, რომელიც სტანდარტული მოდელის სისწორეს დაამტკიცებს. როგორც ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკოსმა, ლივერპულის უნივერსიტეტიდან, ტარა შირსმა BBC-ის განუცხადა ”ჰიგსის ბოზონი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ავხსნათ რა არის მასა. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ის იმისთვისაც გვჭირდება, რომ ავხსნათ სამყარო – თუ ნაწილაკებს მასა არ ექნებოდათ, არ იქნებოდნენ ვარსკვლავები, გალაქტიკები და ატომებიც კი. ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა დაამტკიცებს, რომ ჩვენ ვიყენებთ სწორ მეთოდს სამყაროს ასახსნელად”.მეცნიერები ამბობენ, რომ ”ღმერთის ნაწილაკის” აღმოჩენაში საბოლოოდ დასარწმუნებლად მათ დასჭირდებათ დამატებითი მონაცემები და საფუძვლიანი ანალიზი. თუ რეზულტატები ამის შემდეგაც ძალაში დარჩება, მაშინ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა ამ საუკუნეში. ჰიგსის ბოზონი წარმოადგენს ნაკლულ ნაწილს – თეორიისთვის რომელიც აღწერს ურთიერმოქმედებებს მიკროსამყაროში. თუმცა ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ სტანდარტული მოდელი, მხოლოდ შესავალია რაღაც სხვა თეორიის, რომელიც შეძლებს ახსნას ე.წ შავი მატერიისა და შავი ენერგიის არსებობა, სუპერსიმეტრია, დამატებითი განზომილებები და ა.შმეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას M თეორია წარმოადგენს, რომელსაც აქვს პრეტენზია ყველაფერი ახსნას. View the full article