planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
2012 წლის 21 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ყადაღა დაადო შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს (ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს). 25 ივნისი, 2012 - 10:38 25 ივნისი, 2012 - 10:38 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/gyla.gif სრული ტექსტი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/kontrolis-298x300.jpgპოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის სახით გაღებული თანხების წარმომავლობის შესწავლის მიზნით, ცალკეულ პირთა გამოკითხვას კონტროლის პალატა მიმდინარე კვირას ჩაატარებს. კონტროლის პალატის განმარტებით, მონიტორინგის სამსახური იმ 32 პირის თანხების წარმომავლობასა და დასაბუთებულობას შეისწავლის, რომლებმაც გადარიცხვები განახორციელეს “თავისუფალი საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალი მემარჯვენეების”, “რესპუბლიკური პარტიის”, “კონსერვატიული პარტიის”, “ეროვნული ფორუმის”, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნებისა” და კოალიცია “ქართული ოცნების” ანგარიშებზე. შემოწმება შეეხება “თავისუფალი საქართველოს” 6 შემომწირველს – ირაკლი ჭუბაბრია (15 829 ლარი); გიორგი მოსიაშვილი (25 070 ლარი); ალექსანდრე შალამბერიძე (8 050 ლარი); დავით თალაკვაძე (60 000 ლარი); ხვიჩა თოლორდავა (60 000 ლარი); ბადრი ცინცქილაძე (8 020 ლარი). “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 8 შემომწირველს – ვლადიმერ ნარტყოშვილი (8 000 ლარი); ვასილ სულხანიშვილი (40 000 ლარი); მალხაზ ჭყოიძე (6 000 ლარი); ბეჟან ოდიშვილი (5 000 ლარი); სერგო ლაბარტყავა (40 000 ლარი); თამაზ ჯამაგიძე (40 000 ლარი); ელგუჯა ბერუაშვილი (20 000 ლარი); ზურაბ ინასარიძე (12 000 ლარი); “ეროვნული ფორუმის” 8 შემომწირველს – ლეილა ჩქარეული (4 000 ლარი); კახა ჩაკვეტაძე (18 692 ლარი); მაია თანიაშვილი (4 997,50 ლარი); ავთანდილ დავითაძე (12 844 ლარი); ირმა დავითაძე (10 673 ლარი); მარინა ნადირაძე (6 500 ლარი); ლევან ჩიჩუა (4 997,50 ლარი); მარინე ავაზაშვილი (9 940 ლარი); “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” 5 შემომწირველს – ბიძინა გუჯაბიძე (30 000 ლარი); გივი რამაზაშვილი (16 000 ლარი); გიგა ბუკია (35 450 ლარი); დავით ბაციკაძე (16 150 ლარი); შოთა ორთავიძე (1000 ლარი); “ახალი მემარჯვენეების” შემომწირველებიდან მაკონტროლებელი უწყება მხოლოდ გურამ ასათიანმა დააეჭვა, რომელმაც პარტიისთვის 50 000 ლარი გაიღო. კონტროლის პალატა კითხვებს “რესპუბლიკური პარტიის” ორ შემომწირველსაც დაუსვამს – გელა თევდორაშვილს (5 000 ლარი); ნუგზარ ჩხიკვაძეს (25 000 ლარი). საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნებისთვის” შეწირული 12 000 ლარისთვის გამოკითხვაზე ზაალ გოგსაძესაც დაიბარებენ. პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ანგარიშზე გადარიცხული 40 000 ლარის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას კი კონტროლის პალატა ზურაბ აზმაიფარაშვილს მოსთხოვს. “ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონით დადგენილი მანდატის ფარგლებში ამოწმებს შემოწირულებათა კანონიერებას. მონიტორინგის პროცესში პირველ ეტაპზე გამოვლინდა შემოწირულებათა გარკვეული კატეგორია, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შეფასების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოკითხვის პროცედურას”, – აცხადებენ კონტროლის პალატაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/8574f4aa195e999c0fb50a8cd6d903f2.jpgყავამშვიდობისა, ანუ, გამარჯობა ორშაბათო შენი! http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/mursi-300x225.jpgარაბული ქვეყნები ეგვიპტეს პრეზიდენტის პოსტზე “ძმები-მუსულმანების” კანდიდატის მოჰამედ მურსის არჩევას მიესალმებიან. “ჰამასის” მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორის ქუჩებში მოსახლეობამ სახალხო ზეიმი მოაწყო. პალესტინელები ჰაერში ისროდნენ და ტკბილეულს არიგებდნენ. “ჰამასის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეგვიპტელებმა არამხოლოდ თავისთვის არამედ ყველა არაბისთვის კარგი პრეზიდენტი აირჩიეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ “ეგვიპტეს ხალხის რევოლუციური მოძრაობა ახლო აღმოსავლეთის განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფება”. დასავლეთისა და მის მოკავშირე სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნების რეაქცია კი, პირიქით, თავშეკავებული აღმოჩნდა. საუდის არაბეთის საგარეო უწყებაში მურსის არჩევაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. გაერთიანებულ საამიროებში განაცხადეს, რომ ეგვიპტელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. ერაყში კი მურსის გამარჯვებას “ეგვიპტეში დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდეს. აშშ-ში ეგვიპტეს ახალ ლიდერს ქვეყნის ყველა პარტიასა და საზოგადოებრივ მოძრაობასთან მუშაობისკენ მოუწოდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ მურსიმ ეგვიპტური საზოგადოების სხვდასხვა ჯგუფები უნდა გააეღტიანოს და ადამიანის უფლებები დაიცვას. თურქეთმა ახალი პრეზიდენტი “დემოკრატიის მშენებლობის გზაზე სერიოზული გამოწვევების” შესახებ გააფრთხულა. ისრაელმა კი გამარჯვების მილოცვის შემდეგ, მურსის ეგვიპტესა და ებრაულ სახელმწიფოს შორის დადებული მშვიდობიანი ხელშეკრულებების დაცვისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ 16-17 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰამედ მურსიმ ხმათა 52% დააგროვა და მუბარაქის დროინდელი პრემიერი გენერალი აჰმედ შაფიქი დაამარცხა. იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/a300bf1892e2d8ae74a93f38ff0c1f3e.jpgსოფელ ველისციხეში მტაცებლები შინაურ ცხოველებს თავს დაესხნენ. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/8701da2bd90f1b81e36128e1ab62567f.jpgიტალიაში საქართევლოს ორი მოქალაქე დააკავეს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/egypte_mohamed_moursi-300x225.jpgეგვიპტეს ახალარჩეულმ პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ პირობა დადო, რომ ის ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ მურსიმ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური გამოცხადების შემდეგ განაცხადა. მურსიმ მანამდე დადებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების პირობა დადო და მოქალაქეებს ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა. ახალი პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ეროვნული ერთიანობით შესაძლებელია ქვეყნისთვის რთული პერიოდის გადალახვა. მურსიმ თავის სიტყვაში ის “მოწამეები” გაიხსენა, რომლებიც ძველ რეჟიმთან ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს და აღნიშნა, რომ “რევოლუცია გაგრძელდება, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება”. ეგვიპტეს ახალმა ლიდერმა, დაპირებისამებრ, მოძრაობა “ძმები-მუსულმანები” დატოვა. შეგახსენებთ, რომ 16-17 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰამედ მურსიმ ხმათა 52% დააგროვა და მუბარაქის დროინდელი პრემიერი გენერალი აჰმედ შაფიქი დაამარცხა. იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/d71642fc7279ba57fe66f38e6ae9af98.jpgსაქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური, სავალდებულო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
##image#9600#1#საქართველოში ვიზიტით ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია იმყოფება. NDI-ის წარმომადგენლების მიზანს საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასება წარმოადგენს. დელეგაციის წევრები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ და მასში შედიან – მისურის შტატის მდივანი (შტატში არჩევნებზე პასუხისმგებელი არჩეული თანამდებობის პირი) რობინ კარნაჰანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სემ გეჯდენსონი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი (2006-2010), NDI-ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო. ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების საფუძველზე დელეგაცია არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. 29 ივნისს, NDI-ის წარმომადგენლები ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებენ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/06_12/61146.jpg კანადში გარდაცვლილი გივი გოჯორაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას გამოძიებაში ჩართვას სთხოვს. 48 წლის მამაკაცი ქალაქ კალგარიში 12 დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი დასაფლავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის სურვილია, რომ ცხედარი ქალაქ მონრეალში დაიკრძალოს, სადაც მისი შვილები ცხოვრობენ, ან საქართველოში. თუმცა ამას დაღუპულის მეგობრები ეწინააღმდეგებიან. გივი გოჯორაშვილის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა ოჯახს სწორედ მეგობრების პოზიცია უჩენს ეჭვს, რომ მამაკაცი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. მათი ვარაუდით, შესაძლოა ეს გარდაცვლილის ქონებას უკავშირდებოდეს. მისი ერთ-ერთი მეგობარი რობერტ გალუსტოვი ოჯახის მიერ გამოთქმულ ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. დაღუპულის ოჯახმა დახმარებისთვის უკვე მიმართა საქართველოს საგარეო უწყებას, დღეს კი ოფიციალურ მიმართვას საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნის. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/senat-300x225.jpgსაქართველოს დღეს პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც სენატის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი ხელმძღვანელობს. სტუმრები დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდებიან. ბოგდან ბორუსევიჩი სამშაბათს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს, შემდეგ ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დღის პირველ ნახევარშივე, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. იმავე დღეს, შეხვედრა გაიმართება საპარლამენტო ოპოზიციასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. დელეგაცია საქართველოს 28 ივნისს დატოვებს, მანამდე კი სტუმრები პოლონური დიასპორის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩს შეხვდებიან. ამასთან, პოლონეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზონას, ქუთაისის პარლამენტის სასახლეს და ქუთაისის ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის იუსტიციის სახლს და გონიოს ციხეს დაათვალიერებს, ყოფილი დეპუტატის, ვანო ხუხუნაიშვილის საფლავს გვირიგვინით შეამკობს და საქართველოდან გამგზავრებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან. იხილეთ epn.ge
-
ცნობილმა "ჰარი პოტერმა", მსახიობმა დანიელ რედკლიფმა, ბრიტანული ჯგუფი Slow Club-ის ახალ კლიპში მიიღო მონაწილეობა, სადაც იგი ქალის ხმით ამღერდა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/RQUPAI795SU palitratv.ge
-
24 ივნისს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო სირიაში თურქული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ითანამშრომლებს თურქეთთან ადეკვატური საპასუხო ზომების მისაღებად.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახმედ დავუთოლუს თხოვნით 26 ივნისს ნატო განიხილავს თურქეთის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხს, რომელიც თურქული მხარის განცხადებით შემთხვევით და მცირე ხნით იმყოფებოდა სირიის საჰაერო სივრცეში.სირიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ თურქული ავიაგამანადგურებელი F... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
В поселке по-прежнему дежурят полицейские, которые в нескольких километрах останавливают машины, едущие, по информации блоггеров, на подмогу кавказцам. Власти тем временем пытаются урегулировать конфликт: посылают в регион "десант" из Москвы и просят не заострять внимание на национальной стороне вопроса. View the full article
-
იტალიის ნაკრები მეოთხე ნახევარფინალისტი გახდა: ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილმა სკუადრა აძურამ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე კარგად ითამაშა, ძირითად და დამატებით დროში ინგლისს ყველა კომპონენტში აჯობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თამაშიდან გოლი ვერ გაიტანა, პენალტების სერიაში მოიგო – 4:2. სკუადრა აძურა ევროპის წინა პირველობაზე, ოთხი წლის წინ ავსტრია-შვეიცარიაში სწორედ მეოთხედფინალში დამარცხდა საფეხბურთო ლატარეაში ტურნირის მომავალ ჩემპიონთან ესპანეთთან, ამჯერად კი იმარჯვა. თავის მხრიც, ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ გამოეთხოვა კონტინენტის პირველობას პენალტებში წაგებული მეოთხედფინალის გამო: 2004 წელს, პორტუგალიაში სვენ-გორან ერიქსონის ინგლისი ტურნირის მასპინძელ პორტუგალიასთან დამარცხდა. მაშინ დევიდ ბექემმა და დრიუს ვასელმა დააღალატეს გუნდი, ამჯერად კი სეხნიებმა, ეშლი იანგმა და ეშლი კოულმა. ევრო 2008-ზე ინგლისს არ უთამაშია. როი ჰოჯსონის ინგლისმა ევროპირველობა დაუმარცხებლად დაასრულა, ისე კი, ნაკრების სათავეში მილანის ინტერის ყოფილი თავკაცის მისვლის შემდეგ, ფეხბურთის სამშობლოს ნაკრები ექვსი თამაშია წაუგებელია: კორეა-იაპონიაში ჩასვლამდე ინგლისელებმა ამხანაგურებში ნორვეგიას და ბელგიას სძლიეს. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე იტალიის და ინგლისის ნაკრებები 23-ედ დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ამ თამაშებიდან ბრიტანელებმა 7-ჯერ იმარჯვეს, აპენინელებმა კი ორით მეტი თამაში მოიგეს. ეს იყო მეტოქეთა მეორე დაპირისპირება ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე: 1980 წელს, იტალიაში გამართულ ტურნირში მასპინძლებმა მარკო ტარდელის ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს. პირველი სახიფათო მომენტები საწყის ხუთ წუთში შეიქმნა: ჯერ დანიელე დე როსის შორიდან დარტყმული ბურთი მოხვდა ჯო ჰარტის კარის ძელს, რამდენიმე წამში კი იტალიელთა კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა გადაარჩინა გუნდი – გლენ ჯონსონის ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი სასწაული რეაქციით დაიჭირა. სკუადრა აძურად კარის დარაჯმა გუშინ 116-ე შეხვედრა ჩაატარა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით. ამის შემდეგ რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოიყენა მარიო ბალოტელიმ: ორჯერ ინგლისელთა მეკარეს და თანაკლუბელს, ჯო ჰარტს ვერ აჯობა, ერთხელ ბრწყინვალედ მოთამაშე ჯონ ტერიმ არ აცალა დარტყმა; კარგი შანსი გაუშვა ხელიდან ანტონიო კასანომ; არ გაუმართლა დანიელე დე როსის; ინგლისელთა კარის ძელს დიამანტის დარტყმის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხვდა ბურთი; ანტონიო ნოჩერინომ გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე… პენალტების სერია სკუადრა აძურამ დაიწყო: მარიო ბალოტელიმ ჰარტს მარჯვენა კუთხეში გაუტანა – 1:0. ჯერარდმაც მარჯვნივ დაარტყა – ბუფონი ბურთს ვერ მიწვდა – 1:1. მერე რიკარდო მონტოლივოს ჯერი დადგა – ბურთი კარს ააცილა – 1:1. უეინ რუნიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:1. ამის მერე პენალტის ნიშნულთან ანდრეა პირლო მივიდა და დიდოსტატურად ითამაშა – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ნახევარმცველმა პანენკას სტილში გაიტანა – 2:2. ინგლისელთა უბედობაც ანგარიშის გათანაბრებისთანავე დაიწყო: ეშლი იანგის დარტყმული ბურთი კარის ხარიხას მოხვდა – 2:2, ანტონიო ნოჩერინომ კი იტალია წინ გაიყვანა – 3:2. მერე ბურთთან ეშლი კოული მივიდა: ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მცველმა, ვინც გუშინ 98-ედ გავიდა მინდორზე ნაკრების მაისურით, ჯიჯი ბუფონს ვერ აჯობა – მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო მეკარემ ბურთი დაიჭირა – 3:2. იტალიელთა მეხუთე დარტყმა ბოლონიას შემტევმა ნახევარმცველმა ანტონიო დიამანტიმ შეასრულა: გოლი გაიტანა და სკუადრა აძურაც ნახევარფინალში გავიდა. 28 ივნისს, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს ოთხგის ჩემპიონი იტალია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ გერმანიას დაუპირისპირდება. ბუნდესგუნდს აძურასთან ბოლო ოფიციალური მატჩი მწარედ ახსოვს: 2006 წელს, გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი მარჩელო ლიპის იტალიამ დამატებით დროში 2:0 მოიგო. გერმანიას მსოფლიოს და ევროპის პირველობები სამ-სამჯერ მოუგია, მაგრამ ამ ტურნირების ფინალურ ეტაპზე ჯერ იტალიასთან არასდროს გაუხარია. * * * 24 ივნისი, 2012. ევრო 2012 –1/4 ფინალი. კიევი, ოლიმპიური, 64340 იტალია 0:0 (დდ, პენ 4:2) ინგლისი პენალტები: მ.ბალოტელი – 1:0, ს.ჯერარდი – 1:1, რ.მონტოლივო – 1:1 (ააცილა), უ.რუნი – 1:2, ა.პირლო – 2:2, ე.იანგი – 2:2 (ხარიხა), ა.ნოჩერინო – 3:2, ე.კოული – 3:2 (მეკარე), ა.დიამანტი – 4:2 იტალია: ჯ.ბუფონი (კაპ), ა.ბარძალი, ლ.ბონუჩი, ფ.ბალძარეტი, ი.აბატე (კ.მაჯიო 91), კ.მარკიზიო, ა.პირლო, რ.მონტოლივო, დ.დე როსი (ა.ნოჩერინო 80), მ.ბალოტელი, ა.კასანო (ა.დიამანტი 78) მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი ინგლისი: ჯ.ჰარტი, ე.კოული, გ.ჯონსონი, ჯ.ტერი, ჯ.ლესკოტი, ს.პარკერი (ჯ.ჰენდერსონი 94), ს.ჯერარდი (კაპ), ჯ.მილნერი (თ.უოლკოტი 61), ე.იანგი, უ.რუნი, დ.უელბეკი (ე.კეროლი 60) მწვრთნელი: როი ჰოჯსონი გაფრთხილება: ა.ბარძალი, კ.მაჯიო მსაჯები: პ.პროენშა (პორტუგალია); ბ.მირანდა (პორტუგალია), რ.სანტუში (პორტუგალია) View the full article
-
23 ივნისს ქ.ვლადიკავკაზში დიდების ხეივანში საზეიმოდ გახსნეს ოსი პოეტის შამილ ჯიგკაევის ორმეტრიანი ბრინჯაოს ძეგლი. სამგლოვიარო ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩრდილოეთ ოსეთის მწერლები, ვლადიკავკაზის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პედაგოგები და სტუდენტები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები ცხინვალიდან.შეგახსენებთ, რომ შამილ ჯიგკაევის თავმოკვეთილი გვამი 2011წლის 26 მაისს იპოვეს დაბა რედანტის მიდამოებში. ჯიგკაევის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ძებნაში გამოცხადებული 34 წლის დავით მურაშ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
კანადელი მხატვარი რობ გონსალვესი შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/Q7IX9R0jlUI View the full article
-
ბარბარა სტრეიზანდის ფილმში კოლინ ფერტი და ქეით ბლანშეტი ითამაშებენ http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/dWWItWB2DPE View the full article