Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg მარგარიტა ანთიძე საქართველოს მთავრობამ ოთხშაბათს მილიარდერი ოპოზიციონერი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ზოგიერთი აქტივი დააყადაღა – მოქმედება, რომელიც სავარაუდოდ ამ კავკასიურ სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნების წინ დაძაბულობას გაზრდის. ეროვნული აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილის 100%-ნი წილი ბანკში „ქართუ“, 21.7%-ნი წილი „პროგრეს ბანკში“, ისევე როგორც მისი 100%-ნი წილი სააქციო საზოგადოებაში „ქართუ ჯგუფი“ დაყადაღდა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ამ თვის დასაწყისში მასზე დაკისრებული მრავალიმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აღარ ფლობს წილებს არცერთ კომპანიაში საქართველოში, მას შემდეგ რაც ეს წილები თავის ვაჟს გადასცა. სახელმწიფო დაწესებულებები აცხადებენ, რომ ივანიშვილი დღემდე მესაკუთრეა. უცბად არ გარკვეულა ის, თუ რა ღირდა ჩამორთმეული აქტივები. „საქართველოს ცენტრალურ ბანკს არ ეცნობა არც ქართუ ბანკის და არც პროგრეს ბანკის წილებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ“, ნათქვამია ეროვნული აღსრულების ბიუროს განცხადებაში. ივანიშვილის თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა. „ხელისუფლებას შეუძლია მიიტაცოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, რადგან ის უკვე მოქმედებს ყველანაირი კანონიერი ჩარჩოების მიღმა“, უთხრა მან ჟურნალისტებს. გასულ კვირაში, პოლიციამ ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანიის კუთვნილი თანამგზავრული თეფშები დააყადაღა იმ ეჭვით, რომ ეს თეფშები ივანიშვილის კოალიციის „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოპოვების მიზნით რიგდებოდა. კოალიცია არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას უპირისპირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ თვეში სატელიტური თეფშების უფასო დისტრიბუციამ ივანიშვილის სახელით პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი დააღვია, და ის 63.1 მილიონი ლარით (37 მილიონი დოლარი) დააჯარიმა. მეორე საქმეში, ივანიშვილი 11.2 მილიონი ლარით დაჯარიმდა, რამაც მთლიანობაში 74.3 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ჩანს, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, საქართველოს პარლამენტი დებატების დაწყებას გეგმავს საარჩევნო კოდექსის რეფორმირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც ყველა საკაბელო ოპერატორს დაავალდებულებს ყველა მაუწყებლის გავრცელებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. 56 წლის ივანიშვილმა, რომლის ქონებაც ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად დაახლოებით 6.4 მილიარდი დოლარია, ამ პატარა კავკასიურ რესპუბლიკაში, სადაც 4.5 მილიონი მოსახლეა, ოპოზიციური პარტიები გააერთიანა, მაგრამ საზოგადოებრივი კვლევები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ბევრად ჩამორჩება მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს. სააკაშვილი დასავლეთის ნებიერა გახდა რაც ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც 2003 წელს ედუარდ შევარდნაძე დაამხო. მაგრამ მას შემდეგ ოპონენტები მას პოლიტიკური თავისუფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ და აკრიტიკებენ 2008 წელს რუსეთთან საქართველოს ხანმოკლე, დამანგრეველი ომის მართვის გამო. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg გრემ უატსონი ევროპული იმედები, რომელიც სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა, სერიოზულად გაცრუებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სულ უფრო ავტორიტარული ქმედებების გამო. ამ კვირაში ის ბრუსელს სტუმრობს. ეს ფაქტი გამოყენებულ უნდა იქნას იმისთვის, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერს აუცილებლად განუმარტონ ის, რომ მისმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მაქინაციები, რომელსაც ის ოქტომბრის არჩევნების ფალსიფიკაციისთვის მიმართავს. 19 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, საქართველოს მთავრობას მოუწოდა „მეტი პროგრესისკენ ტოლერანტული და პლურალისტური პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების გზაზე“. 20 ივნისს გამოქვეყნებულ გაეროს ანგარიშში, საუბარია „დაშინებისა და დევნის ატმოსფეროზე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისათვის“. მეორე დღესვე, მთავრობამ, არაფრად ჩააგდო რა ეს შენიშვნები, დამოუკიდებელი საკაბელო ოპერატორების ათასობით თანამგზავრული თეფში დააპატიმრა. ამ ოპერატორების მიზანი სატელევიზიო საინფორმაციო სივრცეზე სახელმწიფოს ფაქტობრივი მონოპოლიის შერყევა იყო. ამ შეტევის მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილია – ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი. მთავრობის ყოფილ მხარდამჭერ ბიძინა ივანიშვილს, ცრუ ბრალდებების საფუძველზე, მოქალაქეობა ჩამოერთვა, უმალ, როგორც კი პოლიტიკურ ოპოზიციაში შესვლის შესახებ განაცხადა. ეს მოქალაქეობა მას დღემდე არ აღუდგინეს. სააკაშვილის მთავრობამ ასევე მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს ოპოზიციის დაფინანსების შესძლებლობებს. მან ბიძინა ივანიშვილს 74 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა და დაამკვიდრა როგორც პერსონალური, ასევე პროფესიული დაშინების სისტემა ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის; მაგალითად სამსახურიდან გაათავისუფლა სახელმწიფო მოხელეები, პედაგოგები, რომლებმაც ოპოზიციის მხარდაჭერა გაბედეს. მაშინ როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის მოხიბვლას ცდილობს, დასავლეთის ლიდერებს მისი პოლიტიკა აშფოთებთ. ევროკომისარმა შტეფან ფიულემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება მოითხოვა. ახლახანს თბილისში ვიზიტის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასეთი გაფრთხილება გააკეთა: „საქართველოს უსაფრთხოება და ხანგრძლივი კეთილდღეობა დიდწილად თქვენი დემოკრატიის ხარისხზეა დამოკიდებული“. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართველებს მომავალ გაზაფხულზე პრეზიდენტის არჩევაც უწევთ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მორიგი ვადით პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, მაგრამ გარკვევით მიანიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობას შეეცდება – თანამდებობა, რომელიც ბოლო საკუნსტიტუციო რეფორმის მიხედვით მას მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს. მაშინ როდესაც ეს არჩევნები რამდენიმე თვის შემდეგ იგეგმება, ფაქტები მკაფიოდ ცხადყოფს, რომ მმართველმა პარტიამ უკვე მოასწრო მისი მოპარვა ქართველი ხალხისთვის, უარი უთხრა რა მათ რეალური არჩევანის უფლებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელში ვიზიტის დროს, ევროპელმა ლიდერებმა მკაცრად განუმარტონ მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი ბოლოდროინდელი თავდასხმები ოპოზიციაზე მიუღებელია. ევროკავშირს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს საქართველოს წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც ის იწყებს მოლაპარაკებებს ახალ შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამან იმის გარანტიები უნდა შექმნას, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს ჩასახული იმედები, რომელიც თავისუფლებას და დემოკრატიას უკავშირდებოდა, დავიწყებას არ მიეცემა რევოლუციის ზოგიერთი ინიციატორის ქმედებების გამო. სერ გრემ უატსონი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ბრიტანელი დეპუტატია; ის არის ასევე ლიბერალ-დემოკრატების და რეფორმატორების ევროპული პარტიის ხელმძღვანელი ორიგინალი ორიგინალი
  3. ავტორი მაია ღურწკაია 17:52 28.06.2012 თელავის რაიონის მკვიდრი 56 წლის გიორგი სარიჯაშვილი კანალიზაციის არხში მილსადენის ჩამონტაჟების დროს ჩამოშლილმა მიწამ ჩამარხა. http://3.bp.blogspot.com/-tvcnl8i44kw/T-xhOTQ7Y8I/AAAAAAAAHfM/1W9Otncl6vU/s200/musha.JPGსოფლის მკვიდრთა განცხადებით განმუხურში მიწა არამყარია და სამუშაოების ჩატარების დროს განსაკუთრებული დამცავი ჯებირების გაკეთებას საჭიროებს, რაც ამ შემთხვევაში გამოყენებული არ იყო. მიწის ჩამოშლის თავიდან აცილებაც ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მუშა ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტიზა უტარდება. სოფელ განმუხურში წყალ -კანალიზაციის გაყვანილობას კომპანია "ფერი" აწარმოებს. მისი დირექტორის გელა წოწორიას განცხადებით ასეთ სიღრმეზე ჯებირები არ კეთდება. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  4. ქვემოთ მოცემული ღია წერილი, ივანიშვილს ამა წლის 18 თებერვალს მივწერე.ალბათ ეს წერილი ბ.ბ-ს არც უნახავს,მაგრამ,მოხარული ვარ,რომ უმეტესი ნაწილი იმისა,რასაც მისგან ველოდი ოპოზიციაში ყოფნის პირობებში,შესრულდა! მოგესალმებით ბატონო ბიძინა ! ბატონო ბიძინა,მე თქვენი მხარდამჭერი ვარ.სიმართლე რომ გითხრათ,თქვენს გამოჩენამდე დიდად არ ვინტერესდებოდი პოლიტიკით,სააკაშვილს ყველაფერი ისე ქონდა დაწერილი,როგორც მას აწყობდა,ამ სცენარის შემცვლელი კი არსად ჩანდა. თქვენი გამოჩენის შემდეგ,რადიკალურად შემეცვალა აზრი იმის შესახებ,რომ მიშას მმართველობა უსასრულოდ გაგრძელდება– მიმაჩნია,რომ თქვენ ხართ ის ადამიანი,რომელსაც რეალურად შესწევს ძალა,შეცვალოს დღევანდელი მთავრობა და მასთან ერთად ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებაც მიშას და მის გუნდს ჩააყოლოს პოლიტიკურ სამარეში. რას ველი თქვენგან? პირველ რიგში ველი,რომ ყველანაირ ხერხს გამოიყენებთ (კანონიერს) ხელისუფლებაში მოსასვლელად და არც ერთი წამი არ იფიქრებთ უკან დახევაზე. ველი,რომ იმ ხალხის გარდა,რომელიც გუშინ წარადგინეთ(საინიცატივო ჯგუფს ვგულისხმობ) სხვა პროფესიონალებსაც მიიღებთ თქვენს გუნდში (რაც მთავარია ახალ სახეებს). ველი,რომ ხშირად გიხილავთ წინასაარჩევნო პერიოდში.ხალხში გასვლა და მათთან საუბარი თქვენთვისაც და ჩვენთვისაც აუცილებელი და საჭიროა.თქვენ არამც და არამც არ უნდა ამოიყენოთ გვერდში ისეთი პოლიტიკოსები,როგორიც ნინო ბურჯანაძეა – ეს დამღუპველი იქნება თქვენთვისაც და თქვენი ამომრჩევლისთვისაც,თქვენი რეიტინგი საგრძნობლად მოიკლებს და თქვენი გამარჯვებაც ეჭვქვეშ დადგება. ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ თქვენ ხალხთან ერთად გაიმარჯვებთ ამ ბრძოლაში და “ქართული ოცნებაც” ახდება. თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რას ველი,ქვემოთ ჩამოვწერ: - სამართლიან სასამართლოს. - კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებას. - ელიტალური კორუფციის მთლიანად(100 %) აღმოფხვრას. - საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას(მცდელობას მაინც). - საქართველოსთვის იმ ტერიტორიების დაბრუნებას,რომელიც რუსეთს აქვს მიტაცებული(მცდელობას მაინც). - ველი,რომ ხელისუფლებაში არ იქნებიან 20 და 25 წლის ბიჭები და გოგონები , სააკაშვილმა უკვე ჩარეცხა ჩემი ბებიისა და ბაბუის ასაკის ხალხი,არადა ზუსტადაც რომ ასაკოვან ხალხში ჭარბობენ პროფესიონალები. - ველი,რომ მედია იქნება ბოლომდე (100 %) თავისუფალი და არცერთი წამით არ იქნება თქვენი ან რომელიმე თქვენი თანაგუნდელის მხრიდან მცდელობა,რომ რომელიმე გაზეთი თუ ტელევიზია ისე აშუქებდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს,როგორც ეს დღეს ხდება – რუსთავი2ისა და იმედის მსგავსად . დღეს ამ 2 ტელევიზიას რომ უყუროს ადამიანმა,რკინის ნერვები ჭირდება – თვალებში გვიყურებენ და გვეუბნებიან,რომ ჩვენ ბედნიერ და გაბრწყინებულ საქართველოში ვცხოვრობთ,ხოლო ის სიდუხჭირე რაც დღეს ჩვენს ოჯახებშია,ილუზიაა და მეტი არაფერი. მე მომავალი ჟურნალისტი ვარ და არ მსურს,რომ ჩემზე ვინმესგან ხორციელდებოდეს ზეწოლა და ტყუილის წერასა ან გახმოვანებაში ვიღებდე ხელფასს. - ველი,რომ გირგვლიანის,რობაქიძის,ვაზაგაშვილისა და სხვა ადამიანების მკვლელობის მონაწილეები და დამკვეთები მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილნი - ველი,რომ მუშაობის დაწყება არ იქნება დამოკიდებული იმაზე,თუ ვინ არის მამაჩემი და თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული ჩემს ცოდნასა და შრომისმოყვარეობაზე დღემდე ჩემთვის,რიგითი მოქალაქისთვის,ამომრჩევლისთვის და უბრალოდ სტუდენტისთვის,მხოლოდ ერთი მიზანი არსებობდა – რაც შეიძლება მალე გამეღწია საქართველოდან იმ ნებისმიერ ქვეყანაში,სადაც ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო არ მექნებოდა განცდა,რომ ვერასოდეს დავიწყებდი კარგ ადგილას მუშაობას და ვერასოდეს შევძლებდი ჩემი ოჯახისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას.დღეს კი უკვე აღარ ვფიქრობ საქართველოდან წასვლაზე – მე თქვენს ხელისუფლებაში მოსვლას ველოდები და ყველანაირად ვეცდები,თქვენთან ერთად ვიბრძოლო საქართველოს და ჩვენი,თითოეული მოქალაქის ოჯახების გადარჩენისთვის!მე ვაფასებ რაც თქვენ პოლიტიკაში მოსვლამდე გააკეთეთ საქართველოსა და ქართველებისთვის,მე ვაფასებ რომ თქვენ იტვირთეთ ის ტვირთი,რასაც სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლა ქვია – მე თქვენი იმედი მაქვს! ბატონო ბიძინა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე,მხოლოდ ჩემი სურვილად და მოთხოვნად არ დარჩება . თქვენ ჩაერთეთ ბრძოლაში(რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით) რომელში წაგებაც დღეს საქართველოს წაგების ტოლფასი იქნება. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ საქართველოს ჩიხიდან გამოყვანას და “ქართული ოცნების” ახდენას ! http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/529613_385683634826509_1964910909_n.jpg View the full article
  5. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/vepxvadze_l_01.jpg"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ არჩევნების წინა დღეს საკაბელოებიდან ალტერნატიული აზრის გათიშვა, ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. polity.ge
  6. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/region/litvis-da-iaponiis-elchebi-xashurshi.jpgხაშურის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა. polity.ge
  7. 2006 წლის აგვისტო იწურებოდა,სოსო რომ ჩემთან მოვიდა სახლში(ჩემი ოჯახის ახლობელი).მაშინ მე პატარა ვიყავი,13 წლის.ზოგადად,სოსო მხიარული ადამიანია და მაშინაც მშვენიერ ხასიათზე იყო.ამბობდა,რომ რამდენიმე დღეში რაჭაში აპირებდა წასვლას ,სადაც მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი ცხადია არ დამამახსოვრდებოდა,რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.2006 წლის 5 სექტემბერს სოსო დაიჭირეს. ყველასთვის ვინც სოსოს იცნობდა და მათ შორის ჩემთვისაც,ეს ამბავი დაუჯერებელი და მეტიც,შოკის მომგვრელი იყო – ვერავინ იჯერებდა,რომ შეიძლებოდა სოსოს ან ყაჩაღობა,ან მითუმეტეს მკვლელობა ჩაედინა. ამ ამბიდან გარკვეული დროის შემდეგ,სტუდია “მონიტორმა” გადაიღო ფილმი,სადაც ამ საქმის თითოეული მონაწილე : გარდაცვლილის მეუღლე,ეჭვმიტანილები და მოწმეები არიან ასახულნი. ფილმში იმდენად იკვეთება დაკავებულთა უდანაშაულობა ,რომ ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ადამიანიც კი მიხვდება,რომ დალაქიშვილები დღესაც უდანაშაულოდ სხედან ციხეში. დანარჩენ ორს არ ვიცნობ( 3 ადამიანი დააკავეს ) , თუმცა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებაც რომ ხელოვნურად არის შექმნილი,თავადაც მიხვდებით. სოსოზე ყველაზე მთავარი გარემოება რამაც მე დამარწმუნა,რომ იგი უდანაშაულოა,არის შემდეგი : 1. სოსო ამოიცნო 7 წლის ბავშვმა,ბავშვი ამბობს,რომ დამნაშავეს ეკეთა ნიღაბი და ქონდა ცისფერი თვალები – ვინაიდან სოსოსაც ცისფერი თვალები აქვს,გამოძიებამ სარწმუნოდ ჩათვალა ბავშვის ნაამბობი. 2. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში სოსო არ მოიხსენია ეჭვმიტანილად,ხოლო მეორე ჩვენებაში უკვე მას “დაადო ხელი”. 3. მესამე და (ჩემთვის) მთავარი, ყაჩაღობის დროს იმ ოჯახში,რომელიც დააყაჩაღეს,იმყოფებოდა მერი ჭელიძე,რომელიც სოსოს უბნელი(თბილისში) და ნაცნობია. როდესაც მკვლელობა მოხდა,რა თქმა უნდა გოგონა შეშინდა და მის მშობლებს გადაურეკა თბილისში.მისი მშლობლები ცხადია თბილისიდან რაჭაში ჩასვლას ვერ მოასწრებდნენ და დაურეკეს მათ მეგობარ სოსოს(ზემოთ ნახსენებს) და თხოვეს,რომ მერისთვის მიეხედა. სოსომ თავად უპასუხა ტელეფონის ზარს,მერის მშობლებს უთხრა,რომ ნასვამი იყო,თუმცა მაინც ჩავიდოდა და გაერკვეოდა მომხდარში და 10 წუთში გააგებინებდა თუ რატომ იყო მერი შეშინებული. 10 წუთის შემდეგ ისიდორე(სოსო) დააკავეს და იგი დღემდე იხდის სასჯელს,მას 22 წელი აქვს მისჯილი. გთხოვთ უყუროთ სტუდია “მონიტორის” მიერ გადაღებულ ფილმს აღნიშნულ საქმეზე და თქვენი დასკვნა გააკეთოთ. View the full article
  8. მე მრცხვენია თქვენი,ბატონო პრეზიდენტო ! მე მრცხვენია,რომ თქვენ , ვერ ისწავლეთ სიცილი და შინ თუ გარეთ,ყველგან გიჟივით იცინით (არადა ბავშვობაში მასწავლეს,კულტურულად უნდა გაიცინო,ხმადაბლა,თორემ უზრდელი ეგონები ვინმესო.) მე მრცხვენია,რომ თქვენ არ გაქვთ დებატის კულტურა,რაც მაშინაც გამოჩნდა,როცა ჯონდი ბაღათურიას დასმულ კითხვებზე თქვენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სახე აგიტრიალდათ და გაიქეცით! მე მრცხვენია,რომ თქვენ,8 წლის მანძილზე ჯიბეში ცხვირსახოცის ჩადება ვერ ისწავლეთ და მის როლს, კვლავ თქვენი დიადი თითები ასრულებენ ! მე მრცხვენია,რომ თქვენ იმდენად სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ ხოლმე თავს,რომ ისეთმა “იდეინმა” ადამიანმაც კი,როგორიც შალვა რამიშვილია,თქვენზე ვერაფერი მოიგონა “ბანანის რესპუბლიკისთვის” ისეთი,აქამდე რომ არ გაგიკეთებიათ – პრაქტიკულად ყველანაირ სამარცხვინო სიტუაციაში გვყავხართ ნანახი ! მე მრცხვენია,რომ მთელმა მსოფლიომ ნახა,თუ როგორ გაიქეცით ომიდან,მაშინ როდესაც თქვენ არავინ გესროდათ – უბრალოდ შეგეშინდათ და გაიქეცით! თქვენ მშიშარა ბრძანდებით,ბატონო პრეზიდენტო! მე მრცხვენია,რომ მთელმა მსოფლიომ ნახა,თუ როგორ ღეჭდით შიშისგან და ნერვიულობისგან ყლინჯს(ჰალსტუხს) და მეორე დღეს ჩვენ თავდადებისა და გმირობისაკენ მოგვიწოდებდით ! მე მრცხვენია,რომ თქვენ ვერ შეასრულეთ ფაქტიურად ვერცერთი წინასაარჩევნო დაპირება,რომელიც 2007 წელს დადეთ (2003 წლის წინა საიანაუგურაციო პერიოდზე აღარ ვლაპარაკობ!) მე მრცხვენია,რომ თქვენ , მესამე კლასელი ბავშვისთვისაც კი არ ხართ მისაბაძი ადამიანი ! მე მრცხვენია,რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხებზე დაიკიდეთ ხალხი,რომელმაც აგირჩიათ და პრეზიდენტის მანდატი მოგცათ! მე მრცხვენია,რომ თქვენ ადამიანური ღირსებები არ გაგაჩნიათ ! მე მრცხვენია,რომ თქვენ ჭამის კულტურაც კი არ გაგაჩნიათ ! მე მრცხვენია,რომ თქვენ მთელი საქართველოს დასანახად ილანძღებით,თქვენ ელემენტალური ზრდილობაც არ გაქვთ! და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ბედავთ და ედრებით დავით აღმაშენებელს,ადამიანს, რომლითაც ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამაყობს,ვინც მის ეპოქას იცნობს ! მე მრცხვენია ბატონო პრეზიდენტო,რომ თქვენ ჩემი ქვეყნის “სარკედ” აღიქმებით ამერიკასა და ევროპაში! მე მრცხვენია,რომ ადამიანს,რომელიც 20 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანას,საქართველოს ეხმარებოდა და აშენებდა,თქვენ დღეს მოღალატეს ეძახით,მხოლოდ იმიტომ,რომ თქვენს რეჟიმს განუდგა! მე მრცხვენია,რომ თქვენ დღემდე განაგრძობთ ხალხის ზომბირებას,”რუსთავი 2 – ისა” და “იმედის” საშუალებით! მე მრცხვენია,რომ ამხელა კაცი(პრეზიდენტობას რომ შევეშვათ) გამოდიხართ ტელევიზიით და ისე ურცხვად “გვაბოლებთ”,თითქოს დებილებს მოძღვრავდეთ ! მე მრცხვენია,რომ თქვენი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები,რომლებიც დღეს შეგრჩათ,მონებად აქციეთ,თავად კი არქიფო სეთურად იქეცით! მე მრცხვენია ბატონო პრეზიდენტო,რომ თქვენ,კიდევ რამდენიმე თვე უნდა იყოთ ჩემი პრეზიდენტი! ამიტომ აქედანვე შემოგითვლით მშვიდობით,ბატონო პრეზიდენტო ! http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/399880_149729601813894_497902050_n.jpg View the full article
  9. http://liberali.ge/sites/default/files/banner_1.gif Links to http://www.bookland.ge. liberali.ge
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/lacroix2.jpg სებასტიან მაიარი ქართული ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნებ“-ის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარი მეტოქეა. ამ ადამიანის ქონება, რომელიც ყველაზე მდიდარი კაცია ქვეყანაში, ჟურნალმა „ფორმბს“-მა წელს 5 მილიარდ ევროზე მეტად შეაფასა. პრეზიდენტის გარემოცვა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ივანიშვილი კრემლის ინტერესებს ემსახურება. ეს 2011 წლის 7 ოქტომბერს თბილისში მოხდა. მაშინ, როდესაც საქართველოს დედაქალაქის ცენტრი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ პრეზიდენტ სარკოზისთვის ემასპინძლა და მადლიერება გამოეხატა მის მიმართ 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომის დროს შუამავლობისთვის, ახალმა ამბავმა თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა: ყველაზე მდიდარმა კაცმა ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის და მოახლოებულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდება. ეს არჩევნები კი ოქტომბერში არის დაგეგმილი და მთავრობამ უკვე მოითხოვა რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებლის დასწრება, სავარაუდოდ, დემოკრატიისადმი თავისი ერთგულების დამტკიცების მიზნით. რადგან ეს სწორედ ის ველია, სადაც მას გამოწვევას უგზავნის ადამიანი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. აქამდე ოპოზიცია დიდად არასდროს აღელვებდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 2003 წლის შემდეგ ხელისუფლებაშია. თავის მხრივ, 50 წლის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცნობილია როგორც კოლექციონერი და ქველმოქმედი, რომლის ქონებაც ჟურნალმა „ფორბს“-მა წელს 5 მილიარდზე მეტ ევროდ შეაფასა, პატივისცემით სარგებლობდა. ეს ქონება, რომელიც მან ელცინის პერიოდის რუსეთში დააგროვა და კომპანია „უნიკორის“ მიერ იმართება, დღეს ოლიგარქს ქართულ ლანდშაფტზე მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. მისი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ აპრილში დაფუძნდა და მას შემდეგ მთელს ქვეყანაში დაახლოებით ორმოცამდე ოფისი გახსნა. ათასობით თანამგზავრული თეფში ბიძინა ივანიშვილი სხვა მეთოდებსაც იყენებს იმისთვის, რომ მოიზიდოს „ვარდების რევოლუციით“ იმედგაცრუებულები. ფლობს რა ტელეკომპანიას, რომელსაც არ ავრცელებს ქვეყნის საკაბელო ოპერატორების უმრავლესობა, მან დაიწყო ათასობით თანამგზავრული თეფშის უფასოდ დარიგება. პასუხად, პოლიციამ გასულ კვირაში თეფშები დააყადაღა, ბრალი დასდო რა მილიარდერს ამომრჩევლების „მოსყიდვაში“, რაც საარჩევნო პროცესს ეწინააღმდეგება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ნიღაბს ჩამოხსნის ამ დემოკრატიული ფასადის მქონე ავტორიტარული რეჟიმს, რომელსაც ასევე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. პრეზიდენტის გარემოცვა ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ადამიანი, რომელიც „გაზპრომის“ მეწილეა, კრემლის სამსახურშია და დასავლეთზე ორიენტირებულ საქართველოში გავლენის აღდგენას ცდილობს. ის, რომ კონსტიტუცია უკრძალავს სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრას პრეზიდენტად 2013 წელს, მის ახალ ოპონენტს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის. ორიგინალი ორიგინალი
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/herald_tribune.jpg ჰეილი სვითლენდ ედვარდსი თბილისი, საქართველო – მდინარე მტკვრის სანაპიროზე, იქ, სადაც ოდესღაც წყლის გამფილტრავი ქარხანა იდგა, თბილისის ცენტრიდან რამდენიმე მილის მოშორებით, საქართველოს ყველაზე ახალი ტელევიზია, მე-9 არხია მიმალული და აქვეა საქართველოს მედიის თავისუფლების უჩვეულო საგის ეპიცენტრიც. გასულ კვირას, ის, რაც, ერთის შეხედვით, სტანდარტულ ისტორიად გამოიყურებოდა, ამბად მთავრობისა, რომელიც ცდილობს ალიკაპი ამოსდოს თავის კრიტიკოსებს, გასაოცრად შემობრუნდა, ისე, რომ შეიძლება უფრო ბედნიერადაც დასრულდეს. ვითარება ისეთია, რომ საქართველოს ტერიტორიის უმეტესს მხოლოდ ორი ტელეარხის მაუწყებლობა ფარავს და ისინი პრო-სახელისუფლონი არიან. მცირეოდენ დამოუკიდებელ და ოპოზიციურ საინფორმაციო არხებს და მათ შორის მე-9 არხსაც, რომლებიც აქ ოპერირებენ, გავრცელება შეზღუდული აქვთ. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ საეთერო მაუწყებლობის ლიცენზია მხოლოდ პრო-სამთავრობო არხებს აქვთ და, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საკაბელო კომპანიების უმეტესობა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მთავრობასთან, უარს აცხადებს ოპოზიციური ან დამოუკიდებელი არხების გავრცელებაზე. გლობალ ტვ ერთადერთი მაუწყებელია, რომელიც მე-9 არხის გადაცემებს თავის აბონენტებს სთავაზობს. მე-9 არხი ეთერში აპრილში გავიდა და, თითქმის მაშინვე, მისი და გლობალ ტვ-ის მუდმივი დევნა დაიწყო. მე-9 არხის აღჭურვილობას აზიანებდნენ; მის რეპორტიორებს სდევნიდნენ. გლობალ ტვ-ის ბოიკოტი გამოუცხადეს და უჩივლეს. ერთ-ერთი მისი თანამფლობელი დააკავეს. ახლა მის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიება მიმდინარეობს. მთავრობა აცხადებს, რომ გასულ თვეს გლობალ ტვ-იმ უფასოდ თეფშების დარიგება იმიტომ კი არ დაიწყო, რომ აბონენტები წაეხალისებინა, არამე იმიტომ, რომ ამომრჩევლები მოესყიდა. ამბობდნენ, თითქოს, გლობალ ტვ-ის ზოგიერთი თანამშრომელი სახლებში თეფშების დაყენებისას აცხადებდა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის, ოპოზიციური პოლიტიკოსისა და მილიარდერის საჩუქარია. სხვებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვა, იმ ოპოზიციური პარტიების კოალიციისა, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში. მთავრობა იმასაც ამტკიცებდა, რომ გლობალ ტვ-იმ, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ივანიშვილის ძმაა, ახალი თეფშები ივანიშვილისგან აღებული სესხით შეიძინა. ხუთშაბათს მთავრობის ძალებმა გლობალ ტვ-ის საწყობებში რეიდი მოაწყო და ათასობით თეფში მანამდე, სანამ მათი უმეტესობის დარიგება მოხერხდებოდა, დააყადაღა. მაგრამ პარასკევს, ზუსტად რეიდის მეორე დღეს, მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღებს კანონს, რომლითაც საკაბელოებს დაავალდებულებს ჩართოს ყველა არხი, მათ შორის, სავარაუდოდ მე-9 არხიც თავის პაკეტებში, მინიმუმ ოქტომბერამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე. ნეტა, რატომ შეიცვალეს აზრი ასე მოულოდნელად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კონკურენტული არჩევნებია მოსალოდნელი? ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავრობა ადგილობრივი უფლედაცვითი ჯგუფების, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ვაშინგტონის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა – ისინი ითხოვენ, რომ გარანტირებულ იქნას მედიაგარემოს დივერსიფიცირება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. პრეზიდენტ სააკაშვილს კი, რომელსაც არასდროს გაუმჟღავნებია დიდი ინტერესი მედიის რეფორმირებისადმი, აშკარად არ სურს ამ ძლევამოსილი მეგობრების გაუცხოების რისკზე წასვლა. უფრო მეტიც, ახალი კანონი, ოდნავ შეეხება ზედაპირს. ქართული მედიაგარემო ჩრდილოვანია, ეს ნეპოტიზმის ქსელია, რომელსაც ბნელი კავშირები აქვს პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციის თანახმად, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში, მისი მედიის საზრდოში, ამ ვირტუალურ მონოპოლიაში დომინირებს პატარა ბიზნესმენთა ჯგუფი, მჭიდრო კავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „რუსთავი-2-ის“, ქვეყნის ყველაზე დიდი პრო-სამთავრობო ტელეარხის ყოფილი დირექტორი და თანამფლობელი მართავს. ოპოზიციური პოლიტიკოსების ამბობენ, რომ ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ტელეარხი, „რუსთავი 2“ და „იმედი“, სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა სააკაშვილის კომერციულ რუპორს. მთავრობა აცხადებს, რომ მე-9 არხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანაა: სხვა თუ არაფერი მისი ერთ-ერთი მფლობელი ივანიშვილის ცოლია. შესაძლებელია, მედიის კანონების ლიბერალიზაციამ აქ პოლიტიკური დებატები კიდევ უფრო პოლარიზებული გახადოს, ხოლო სააკაშვილის მთავარი მოტივი უფრო თავდაცვაა, ვიდრე მედიის გათავისუფლება, მაგრამ, ის რაც ხდება, მაინც კარგია. კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ამ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 10-დან 9 ქართველისთვის ტელევიზია მთავარი საინფორმაციო წყაროა, ამიტომ „მასთ ქერი“, სულ ცოტა, დებატებისას ორივე მხარის მოსმენის საშუალებას მისცემს ქართველებს და მერე ისინი თვითონვე გადაწყვეტენ, ვინ ამბობს სიმართლეს, თუ სიმართლეს ვინმე ამბობს. ორიგინალი ორიგინალი
  12. ამას წინათ ვფიქრობდი, რა აზრები უტრიალებს თავში ხოლმე მიშას როცა აქციებს უყურებს? როცა ხალხის ყიჟინა ისმის ტელევიზორიდან? როცა სიგნალებით შედის ავტოკოლონა ქალაქიდან ქალაქში. თბილისში 100 000-ს გადასცდა ხალხის ოდენობა! ქუთაისშიც ბევრი ხალხი იყო, ოზურგეთშიც. ხალხი აქციებზეა. ეს არავის უკვირს, მაგრამ… უკმაყოფილება ყველა მხრიდან. იმედი ამასთანავე. ნაკლები შიში დღითი დღე საზოგადოებაში. მეტი შიში ხელისუფლებაში. ჩამოუშლელი სისტემიდან 200 კაცი მიდის თუ გაუშვეს. (არც ერთი არ მიუთითებს სისტემის გამართულობაზე) პროცესის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯები ერთმანეთზე მეტი უაზრობა, სიყალბე და გაუმართლებელია. ხედავთ რა მასალაა ცვლილებებისთვის? რა მოცემულობაა ხელისუფლებაში მოსასვლელად? რა საფუძველია არ-შემდგარი სახელმწიფოს შესაქმნელად? და ამ დროს მიშა სად არის? რეზიდენციაში. ალბათ წყინს მიშას ეს ამბავი. იმიტომ კი არა რომ მისი “ღვაწლის დაუფასებლობა” აბრაზებს. არა, ეს კიდია, არაა სამაგისო ეგ კაცი. მიშას ის წყინს რომ თვითონ არაა მეორე მხარეს. მიშას თავად ენატრება ოპოზიციის ლიდერი, ქარიზმატული, ხმაურიანი, ემოცური, შეშლილ თვალებიანი მიშა! ენატრება ხალხის გულწრფელი ოვაციებიც, წინააღმდეგობა ძალადაკარგული, მაგრამ მაინც პრობლემების შემქმნელი ხელისუფლებისგან. ამოუვიდა მიშას ყელში დალაგებული ცხოვრება, ყვითელი ავტობუსებით შეხვედრაზე ნახირივით მირეკილი მასწავლებლებიც და გამგეობის თანამშრომლებიც. არაა სამაგისო კაცი ეგ. აღარ უნდა ეს პირადი თვითმფრინავი, ძვირადღირებული მასაჟისტი და იტალიაში საათის საყიდლად წასვლა. არც საკუთარი ნაშების ქვეყნის მმართველებად დანიშვნა უნდა. გულწრფელად არ უნდა მე ასე მგონია. არა იმიტომ რომ გონს მოვიდა და დაჭკვიანდა. უნდა რომ ავტობუსების კოლონას შემოუძღვეს თბილისში, ტრიბუნიდან ემოციურად მიმართოს შეკრებილ ხალხს, ამის ვამპირია მიშა, ენერგიას ასე იღებს ალბათ. კარგ ხასიათზე მაშინაა, როცა ერთი დარტყმით, ერთი ხელის მოსმით ანადგურებს, ცვლის, ამარცხებს. ალბათ ამიტომაც გაამართლა როგორც რევოლუციონერმა და ვერ გაამართლა როგორც მმართველმა. მახსოვს ერთხელ წამოსცდა: ოპოზიციის ადგილზე, ამ (ანუ მის) ხელისუფლებას 3ჯერ შევცვლიდიო (შევცვლიდიო თუ ჩამოვაგდებდიო).. ეგრეა მიშა ეგრე. შენ ახლა მანდ კი არა ბარიკადებთან უნდა იდგე, მეორე მხარეს, მებრძოლი, ხანდახან ჩაგრული, მაგრამ გამარჯვებისთვის განწირული მიშა! მიშას სიგიჟემდე უნდა ახლა ოპოზიციაში, უნდა რომ მომავალი იყოს, იმდენად რამდენად მიხვდა რომ უკვე წარსულია. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/3659953152_625380cbb4_o.jpg View the full article
  13. წარმოგიდგენთ კრიმინალურ ტრილერს ალექს ქროსი (Alex Cross), რომელიც გამოვა 2012 წლის 19 ოქტომბერს. დეტექტივი ალექს ქროსი დიდი ხანია დაზდევს სერიულ მანიაკს სახელად პიკასოს, რომელიც კლავს არამარტო სიამოვნების, არამედ ფულის გამოც. რამოდენიმე წლის წინ დეტექტივმა მკვლელის ერთ-ერთი საქმე ჩაშალა. ხოლო პიკასომ მოკლა მისი ცოლი, რომელიც იყო ორსულად… ფილმში კი მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რეიჩელ ნიკოლსი View the full article
  14. გთავაზობთ Sci-Fi ფილმს რობოტი და ფრენკი (Robot and Frank), რომელიც გამოვა 2012 წლის 19 სექტემბერს. ფილმი არის მოხუცი ადამიანისა და რობოტის მეგობრობაზე. ეს ადამიანი სახელად ფრენკი წარსულში იყო ქურდი, ახლა კი ცხოვრობს მარტო და მისი დიდი შვილები ცხოვრობენ ცალკე. მოვლენები ვითარდება მომავალში, სადაც რობოტები ჩვეულებრივი მოვლენაა. თანაც ფრენკს ეწყება ალცგეიმერის დაავადება და შვილი უყიდის მას View the full article
  15. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/saalashvili-vs-avanishvili.jpgბოლო რვა წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი შეეცადა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გამოწვევას. ყველა მათგანი გზადაგზა დისკრედიტირებული ყოფილი მოკავშირე იყო. ისინი ქმნიდნენ ოპოზიციურ პარტიებს, გმობდნენ რეჟიმს ქუჩის გამოსვლებით, თუმცა როგორც იგნორირებულნი, ასევე დარბეულნი იყვნენ პოლიციის მხრიდან მანამ, სანამ პოლიტიკურ დავიწყებას მიეცემოდნენ. polity.ge
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/moscowtimes.jpg პოლ რიმპლი ბოლო რვა წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი შეეცადა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გამოწვევას. ყველა მათგანი გზადაგზა დისკრედიტირებული ყოფილი მოკავშირე იყო. ისინი ქმნიდნენ ოპოზიციურ პარტიებს, გმობდნენ რეჟიმს ქუჩის გამოსვლებით, თუმცა როგორც იგნორირებულნი, ასევე დარბეულნი იყვნენ პოლიციის მხრიდან მანამ, სანამ პოლიტიკურ დავიწყებას მიეცემოდნენ. მაგრამ შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ოპოზიციური პოლიტიკის წესები შეცვალა. მან უკვე მიაღწია გაცილებით მეტს მის წინამორბედებთან შედარებით იმით, რომ პოლიტიკური ბრძოლა ქუჩიდან მედიაში გადაიატანა. თუმცა, ეს პოლიტიკური საგაც არანაკლებ გაუგებარი გამოცდილებაა. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 88% მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას იღებს ტელევიზიიდან, და სამივე ტელეკომპანია, რომელიც მთელი ქვეყნის მაშტაბით მაუწყებლობს, Fox News-ის ქართული ვერსიაა. თავისი მილიარდების მიუხედავად, ივანიშვილს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს 30 წუთიან საინფორმაციო პროგრამებს, რომლებიც ექსკლუზიურად სააკაშვილს ეძღვნება, მაშინ როდესაც ივანიშვილს მთლიანად ნეგატიურ კონტექსტში აშუქებენ. ამ სათამაშო ველის ოდნავი დაბალანსების მიზნით, ივანიშვილმა საკუთარი ტელეკომპანია, მე-9 არხი გახსნა, მაგრამ არცერთი საკაბელო ოპერატორი მას არ გაავრცელებს. შესაბამისად, საკაბელო კომპანია „გლობალ ტი-ვი“ შექმნა, რომელიც საკუთარ ძმას მისცა. და მთავრობაც ამოქმედდა. პრომო-კამპანიის ფარგლებში, „გლობალ-ტი-ვი“-მ მომხმარებლებისთვის სატელიტური თეფშების დამონტაჟება უფასოდ დაიწყო. დამოუკიდებელმა ორგანომ კონტროლის პალატამ, რომელიც მთავრობამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგისთვის შექმნა, აქციას მოქრთამვა უწოდა. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ შეფასებას დაეთანხმა და ივანიშვილი 45 მილიონი დოლარით დააჯარიმა. შემდეგ პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბლიცკრიგი გამართა და ერთი ღამის განმავლობაში 300,000 სატელიტური თეფში დააკავა, რომელიც ხელისუფლების აზრით, შეიძლება დანაშაულისთვის გამოეყენებინათ. მთავრობის გარდა ეს ქმედება ყველამ მედიის შეზღუდვისკენ გადადგმულ მკაფიო მცდელობად აღიქვა. სახის შენარჩუნებისთვის, პარლამენტმა მკვეთრად შეცვალა პოზიცია საკაბელო ოპერატორებზე „მასთ ქერის“ წესის გავრცელებაზე თანხმობით, თანაც მეორე დღეს მას შემდეგ, რაც აცხადებდა, რომ ინფორმაციის პლურალიზმს საფრთხე არ ემუქრებოდა და რომ კერძო კომპანიების ამხელა ვალდებულებებით აღჭურვა, არასწორი იყო. კანონს უახლოეს მომავალში მიიღებენ. ის „წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ოპერატორს ყველა სატელევიზიო არხის მაუწყებლობის გავრცელებას ავალდებულებს“. მართალია მთავრობის ძალისხმევა გააუმჯობესოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (თუნდაც მცირე დროით) მისასალემებელია, თუმცა სინამდვილეში ჩვენ ვიცით ადამიანი, რომლის დამსახურებაცაა ეს სინამდვილეში – ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ორიგინალი ორიგინალი
  17. წარმოგიდგენთ ახალ კომედიურ სააშინელებათა ფილმს Dead Before Dawn 3D, რომელიც გამოვა 2012 წელს. ფილმი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებმაც შემთხვევით ქალაქს დაადეს წყელვა, რის შედეგადაც ადამიანები იქცევიან ზომბებად… ფილმში მონაწილეობენ: დევონ ბოსტიკი (Devon Bostick), კრისტოფერ ლოუდი (Christopher Lloyd), აპრილ მულენი (April Mullen) და სხვები. ახლა კი წარმოგიდგენთ პირველ ოფიციალურ ტრეილერს View the full article
  18. ტრილოგიის შემქმნელმა სტივენ სპილბერგმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის არ დაიკავებს რეჟისორის სავარძელს და დარჩება მხოლოდ და მხოლოდ პროდიუსერად. სცენარისტები კი გახდებიან რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი, რომლებმაც იმუშავეს ფილმ “მაიმუნების პლანეტის აჯანყება”-ზე. მესამე ნაწილის გაგრძელებაზე საუბარი მიდიოდა ჯერ კიდევ იმ მომენტიდან როდესაც გამოვიდა “იურული პერიოდის პარკი 3″. ფილმის მესამე ნაწილი იყო ყველაზე სუსტი. ფილმი დაჯდა 93 მილიონი დოლარი, ხოლო მოგება იყო 368 მილიონი დოლარი. მართალია ვიტყვით, რომ დიდი მოგება მართლაც მოყვა, მაგრამ პირველმა ნაწილმა მოაგროვა 914 მილიონი დოლარი, ხოლო მეორე ნაწილმა 618 მილიონი დოლარი, რაც View the full article
  19. გთავაზობთ ახალი კომედიური ანიმაციური ფილმის სასტუმრო ტრანსილვანიის (Hotel Transylvania) მესამე ოფიციალურ ტრეილერს, რომელიც გამოვა 2012 წლის 21 სექტემბერს. ეს არის სასტუმრო ყველა ზებუნებრივი არსებებისთვის, ეს არის მათი სამალავი. ხოლო სასტუმრო გრაფი დრაკულას საკუთრებაა. ერთხელაც მოვა ადამიანი ამ სასტუმროში და აქ იწყება ყველაფერი… ხოლო ფილმს ახმოვანებეს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ადამ სენდლერი (Adam Sandler) ახმოვანებს გრაფ View the full article
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/luka_kurtanidze_2_558-300x207.jpg“სახალხო კრება” კოალიცია “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის ისეთ კანდიდატებს შესთავაზებს, რომლებიც ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის მზად იქნებიან , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას “სახალხო კრების” წარმომადგენელმა ლუკა კურტანიძემ განაცხადა. როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი „სახალხო კრება“ ივანიშვილს იმ სავარაუდო 10 ადამიანს შესთავაზებს რომლებიც მოტივირებულები იქნებიან გამარჯვებისათვის. ,,დადგა დრო ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ ბრძოლაში..არავის გაუკვირდება ჩემი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ.მე ვარ, ადამიანი რომელიც ვცდილობ დავაფასო სიცოცხლეშივე და არა სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკაში მეტი სიბინძურეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ბევრი რამ არის დასალაგებელი. აქედან გამომდინარე, მე დავდგები იმ ხალხის გვერდით, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.“–განაცხადა კურტანიძემ. კურტანიძის თქმით, იგი მზადაა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სიცოცხლის ფასად შეასრულოს. იხილეთ epn.ge
  21. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა სეუფარდა აზერბაიჯანის მოქალაქე ქალბატონს, რომელიც პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...