planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg თბილისი, საქართველო – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ ძლევამოსილი ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა, რაც ბიძგს მისცემს ფუნდამენტურ ცვლილებებს ქვეყნის მართვაში. ახალი პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა ვეტერანი მინისტრი ვანო მერაბიშვილია, რომელიც სააკაშვილს გვერდში უკვე რვა წელია უდგას, მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. მერაბიშვილი ცნობილია მისი ამბციური რეფორმებით, რომელმაც თავისი კორუმპირებულობით ცნობილი პოლიცია პროფესიულ ძალად აქცია. 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრს დამატებითი უფლებები მიენიჭება, რომელიც პრეზიდენტის უფლება-მოსილებებს გაუწევს კონკურირებას. მისი ამოცანა აღარ იქნება მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, პრემიერ-მინისტრს მიენიჭება კაბინეტის წევრების დასახელების, მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის და პოლიტიკის ფორმირების უფლება. მაგრამ პრეზიდენტი ინარჩუნებს მთავარსარდლის ფუნქციას. ცვლილებები ძალაში იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. სააკაშვილს კანონით არა აქვს უფლება ამ არჩევნებში მონაწილეობისა, მაგრამ მას ჯერ არ უთქვამს, რას აპირებს, როდესაც პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. ის არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრად დარჩენას, მაგრამ ეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან არასახარბიელო მსგავსებას შექმნის, პუტინთან, რომელმაც გასული ოთხი წელი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გაატარა, რათა მორგებოდა კონსტიტუციას, რომლის თანახმად პრეზიდენტს ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეუძლია პოსტზე დარჩენა. სააკაშვილმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დასავლეთს დაუახლოვა. მისი მიზანია ოდესმე ნატოში და ევროპის კავშირში გაერთიანება. მას ისიც სურს, რომ ის განიხილონ და დაიმახსოვრონ, როგორც დემოკრატი რეფორმატორი. პუტინთან მსგავსება კიდევ უფრო არასასიამოვნოა იმიტომ, რომ 2008 წლის ხანმოკლე რუსულ-ქართული ომის შემდეგ, ორივე ლიდერმა ღიად გამოხატა მტრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. პლიტოლოგის, სოსო ცინცაძის აზრით, მერაბიშვილის დანიშვნა, რომლის შესახებაც სააკაშვილმა პირადად გააკეთა განცხადება შაბათს საღამოს, შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ სააკაშვილი ძალაუფლების გადაცემას მერაბიშვილისთვის აპირებს. თუმცა მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნებისმიერი პროგნოზი ამ მიმართულებით სარისკოა. მოსალოდნელია, რომ სააკაშვილის პარტია მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს ოქტომბერში და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლება ექნება. მერაბიშვილი სააკაშვილის მოკავშირე იმ პერიოდიდანაა, რაც ის 2004 წელს პირველად აირჩიეს პრეზიდენტად. მას რამდენიმე მაღალი რანგის პოსტი ეკავა მანამდე, სანამ 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა. მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა. გილაური ამ თანამდებობაზე 2009 წელს დაინიშნა. სააკაშვილმა გილაურს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკის განმტკიცებისთვის გასწია და იმ ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა, რომელმაც უნდა გაზარდოს საგარეო ინვესტიციები. Associated Press ორიგინალი ორიგინალი
-
ეს თვე პრემიერებით წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ექსპერტების ვარაუდით წლის ყველაზე შემოსავლიანი თვე გამოვა. სწორედ ივლისში იქნება წლის ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე ფილმების – მუქი რაინდის აღზევებისა და წარმოუდგენელი ადამიანი ობობას პრემიერა. ასევე ივლისი არ გაუცრუებს იმედებს რომანტიკული ფილმების მოყვარულებს და შესთავაზებს ცეკვებზე ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ფრენჩაიზის Step Up-ის ახალ ნაწილს. მაშ ასე დავიწყოთ… The post ივლისის კინო-გიდი (2012) appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
პირველი ტატუს მანქანა ორიოდე თუ სამიოდე წლის წინ მაჩუქა ერთმა ნაცნობმა. მაგნიტოფონის ძრავზე იყო აწყობილი და მაგით ხატვა საკმაოდ ძნელი იყო – თან სიზუსტე აკლდა და თან მტკივნეული იყო. მასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე წესიერი აპარატი მეყიდა, ჩერეზ ამაზონი. და ვიყიდე კიდეც. ვინაიდან [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2322&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
После выступления по закону о митингах одни коллеги в коридоре пожимали руку, другие советовали повлиять на дочь. "Ей 30 лет", - отвечала мать-сенатор, пока не получила "месседж". Оказывается, "гламурной блондинкой" Собчак сделала "Единая Россия". А кое-кто не слишком умен, чтобы смеяться над собой, и рискует вместо аспирина применить гильотину. View the full article
-
სტატიის ავტორი: პაპუნა ტოლიაშვილი მომსახურების თუ პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხი ბევრი ორგანიზაციისათვის არის უმთავრესი პრიორიტეტი. ისინი ფიქრობენ, რომ მათთვის სწორედ ხარისხი განსაზღვრავს კლიენტების კმაყოფილების დონეს, ლოიალურობას ბრენდის მიმართ და ზოგადად ბიზნესის ღირებულების ზრდის მთავარ საფუძველსაც წარმოადგენს. რამდენად ყველა შემთხვევაშია ეს ასე, ძნელი სათქმელია, მაგრამ მათ, ვისთვისაც მომსახურების თუ პროდუქტის ხარისხს მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ძალიან სასურველია პირველ რიგში სწორედ ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურა ჰქონდეთ. იმისათვის, რომ პროდუქტის თუ მომსახურების სტაბილურად მაღალი ხარისხი უზრუნველყოს, ორგანიზაციის სტრუქტურაში საჭიროა: 1) არსებობდნენ უშუალოდ წარმოების (პროდუქტის ან მომსახურების), ხარისხის კონტროლის და ხარისხის განვითარების ამოცანებზე პასუხისმგებელი პირები და მათ შორის ეს პასუხისმგებლობები ძალიან მკაფიოდ იყოს გამიჯნული. 2) მათ რაც შეიძლება მაღალი იერარქიული პოზიცია ეკავოთ და ამასთან მაქსიმალურად დამოუკიდებლები იყვნენ ერთმანეთისგან; 3) არსებობდეს კოლეგიალური ორგანო, საბჭო, სადაც მათ ერთმანეთთან და აგრეთვე ამ პროცესებში ჩართულ სხვა თანამშრომლებთან გამართული და რეგულარული კომუნიკაცია ექნებათ, სადაც ერთად მიიღებენ ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ამ ყველაფერთან ერთად ასევე საჭიროა, რომ ამ ადამიანების როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი საქმიანობის შედეგები იხილებოდეს, ანალიზდებოდეს და ფასდებოდეს ორგანიზაციის რაც შეიძლება მაღალ დონეზე. პასუხისმგებლობები წარმოებაზე, კონტროლზე და განვითარებაზე უნდა იყოსმკაფიოდ გამიჯნული. ხარისხზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში უნდა არსებობდნენ კონკრეტული სტრუქტურები და კონკრეტული ადამიანები სამი განსხვავებული მიმართულებით: პროდუქტის ან მომსახურების წარმოება, ხარისხის კონტროლი და ხარისხის განვითარება. აქედან: ა) მომსახურების/პროდუქტის წარმოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა და ხელმძღვანელი უზრუნველყოფენ, რომ ყოველდღიური საოპერაციო პროცესი მიმდინარეობდეს გამართულად, მოქმედი წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით - ყველა ადამიანი იყოს თავის ადგილას, საჭირო სამუშაო ფორმაში, უზრუნველყოფილი იყოს სათანადოდ გამართული აღჭურვილობით, სათადარიგო მასალებით, მარაგებით და ა.შ., პროცესი უწყვეტად, შეფერხებების გარეშე მიდიოდეს. ძალიან სასურველია, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, ლოჯისტიკური, სასაწყობე, მხარდამჭერი სტრუქტურები, რომლებიც ოპერაციების შეუფერხებელ წარმოებას ემსახურება ასევე ამ ადამიანის დაქვემდებარებაში იყოს. ეს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის მხარდაჭერას, ასეთ დროს მათი გამოწვეული შეფერხებებიც მინიმუმამდე მცირდება. ბ) ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფის არსებობა აუცილებელი პირობაა ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტრუქტურაში. ეს ქვედანაყოფი ან თუნდაც ერთი ადამიანი ამ მიმართულებით საჭიროა იმისათვის, რომ მუდმივად აკვირდებოდეს შედეგს, მუშაობის პროცესს, აკონტროლებდეს შიდა სტანდარტების დაცვის მდგომარეობას. აგრეთვე უნდა არსებობდეს საბოლოო მომხმარებელთან გამართული უკუკავშირი, იმისათვის, რომ იქიდან პირდაპირ შემოდიოდეს რაც შეიძლება მეტი და სანდო ინფორმაცია, თუ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ კლიენტებს, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ და ა.შ. კონტროლის პროცედურების შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე, ანალიზზე და რეკომენდაციების ფორმირებაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ხარვეზები აღმოიფხვრას, სასურველია ასევე ეს ქვედანაყოფი იყოს პასუხისმგებელი. გ) მესამე მიმართულება, რომელიც ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტრუქტურაში ასევე ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი, არის უშუალოდ პროდუქტის/მომსახურების ხარისხის განვითარების ფუნქცია. ეს უნდა იყოს სტრუქტურა ან თუნდაც მენეჯერი, რომელიც მუდმივად იზრუნებს ხარისხის გაუმჯობესების კუთხით დასმული ამოცანების ეფექტიანად და დროულად გადაწყვეტაზე - პროექტების მართვაზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება, ამ ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო უფრო დეტალური კვლევების და ანალიზის განხორციელებაზე, მათ შორის საუკეთესო პრაქტიკის ძიებაზე, შესწავლაზე და დამუშავებაზე, სხვადასხვა ინოვაციური იდეების ძიებაზე, რომლებიც პირველ რიგში პროდუქტის/მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. ამ სამიდან თუნდაც ერთი ფუნქციის არარსებობა ცალკე, ან საერთოდ არქონა ან შეთავსება რომელიმე სხვა ფუნქციასთან ნიშნავს, რომ ხარისხის უზრუნველყოფაზე მიმართული ძალისხმევა არასტაბილური ან არასაკმარისი იქნება, რაც თავისთავად დროში არასათანადო შედეგს გამოიწვევს. წარმოებაზე, კონტროლზე და განვითარებაზე პასუხისმგებელი ადამიანები სწორად უნდა იყვნენ გადანაწილებული სტრუქტურაში. საჭიროა, რომ ამ ქვედანაყოფებს თუ ადამიანებს რაც შეიძლება მაღალი იერარქიული პოზიციები ეკავოთ და ამასთან მაქსიმალურად დამოუკიდებლები იყვნენ ერთმანეთისგან. ანუ არც ერთი, ორი ან მითუმეტეს სამივე ზემოთ ჩამოთვლილი რგოლებიდან ან ადამიანიდან არ არის სასურველი ექვემდებარებოდეს ერთი და იგივე ხელმძღვანელს, ორგანიზაციის პირველი პირის გარდა. რაც უფრო დიდია ამ ამოცანებზე პასუხისმგებელი ადამიანის და ქვედანაყოფების სტრუქტურული იერარქია, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ხარისხი ამ ორგანიზაციის რეალურ ცხოვრებაში. თუ წარმოებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელები თითქმის ყველა ასეთ ორგანიზაციაში არსებობენ და მათ ხშირად ერთ-ერთი დირექტორის პოზიციაც უკავიათ, ხარისხის კონტროლზე და ხარისხის განვითარებაზე პასუხისმგებელი ადამიანები ან არ არსებობენ, ან რომელიღაც სამსახურის რომელიღაც რიგით თანამშრომელს აქვს ეს ფუნქციები შეთავსებული და ხშირად ისინი ისევ წარმოებაზე პასუხისმგებელ ხელმძღვანელს ექვემდებარებიან. ეს სამივე მიმართულებით იწვევს დახარჯული რესურსების, ძალისხმევის და მენეჯმენტის ყურადღების ფრაგმენტულობას, არათანმიმდევრულობას, არასაკმარისობას და აქედან გამომდინარე შედეგიც ისეთი არ არის, როგორიც სასურველია. იმისათვის, რომ ორგანიზაციულმა სტრუქტურამ ხარისხს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, საჭიროა ხარისხის კონტროლიც და ხარისხის განვითარებაც სხვადასხვა დირექტორების დაქვემდებარებაში იყოს და მათ რაც შეიძლება დიდი სტატუსი ჰქონდეთ ორგანიზაციაში (დეპარტამენტის დონე მაინც რომ ეკავოთ, თუ თითოეულს ცალკე დირექტორი არ ეყოლება). პირველ რიგში, ეს საჭიროა იმისათვის, რომ ამ სამივე მიმარულებით უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს. ამასთან როგორც ფინანსური, ისე მენეჯმენტის ყურადღებაც. ამ ქვედანაყოფების სწორედ ასეთი განლაგება უზრუნველყოფს, რომ ხარისხი ძალიან ხშირად ბუნებრივად გახდება დირექტორატზე განხილვის საგანი. ეს გამოიწვევს იმასაც, რომ ხარისხის განვითარების კუთხით ბევრად მეტი საქმე გაკეთდება. სტრუქტურაში ამ პასუხისმგებლობის ამ ფორმით გადანაწილება უზრუნველყოფს იმასაც, რომ ნაკლები ინფორმაცია დაიკარგება როგორც ხარისხში არსებულ პრობლემებზე, ისე მათი აღმოფხვრის, ხარისხის განვითარებაში არსებულ შეფერხებებზეც. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარების დაჩქარებას. რაც უფრო დაბლა იქნებიან სტრუქტურაში ხარისხის კონტროლზე და ხარისხის განვითარებაზე პასუხისმგებელი ადამიანები, მით უფრო ნაკლები რესურსი დაიხარჯება ამ მიმართულებით. ამასთან, თუ კონტროლის და განვითარების ფუნქცია ერთი და იმავე დირექტორის დაქვემდებარებაში იქნება, კონტროლის მიერ აღმოჩენილი ინფორმაცია ხარისხის განვითარების შესაძლებლობების იმ ნაწილის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ეს დირექტორი არასაჭიროდ ან შეუძლებლად მიიჩნევს, არ გახდება ცნობილი უმაღლესი მენეჯმენტისთვის, რაც ყოველთვის კარგი შეიძლება არ იყოს. იმისათვის, რომ ხარისხი მართლაც იქცეს რეალურ პრიორიტეტად ორგანიზაციის ყოველდღიურ ცხოვრებაში, პირველ რიგში საჭიროა კონტროლის მიერ გამოვლენილი ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები რაც შეიძლება მაღალ დონეზე ირჩეოდეს და ასევე, რაც შეიძლება ზედა დონეზე ისმებოდეს განვითარების ამოცანებიც შესაბამისი ქვედანაყოფებისათვის. მეორეს მხრივ, კონტროლის ან ხარისხის განვითარების ფუნქციების მიმდინარე წარმოებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელისთვის დაქვემდებარება კიდევ უფრო ცუდ შედეგებს გამოიღებს. კონტროლი “ვეღარ იპოვის” ძალიან ბევრ ხარვეზს, ხოლო განვითარებისთვის ძალიან ცოტა დრო და ძალიან ცოტა ფინანსური რესურსები ექნება არათუ უმაღლეს მენეჯმენტს, არამედ თვითონ კურატორ ხელმძღვანელსაც კი. უნდა არსებობდეს საბჭო, რომლის ფარგლებშიც ისინი ერთმანეთთან შეფერხების გარეშე და რეგულარულად იმუშავებენ. ასეთი ორგანოს ოფიციალურად არსებობა მით უმეტეს საჭიროა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა დირექტორები ან მინიმუმ სხვადასხვა დირექტორებზე დაქვემდებარებულები უნდა იყონ. ასეთ დროს მხარეებს შორის კომუნიკაცია ძალიან რთულდება, კოორდინირებული გადაწყვეტილებების დროში სწრაფად მიღებაც ძალიან ჭირს. ურთიერთობის ასეთი ოფიციალური ფორმატი კი მნიშვნელოვნად აჩქარებს ხარისხის განვითარების პროცესს, ვინაიდან კომუნიკაცია გამართული და ფორმალური ხდება, გადაწყვეტილებებიც სწრაფად მიიღება და მათი აღსრულების კონტროლზეც სათანადო დრო და რესურსები იხარჯება. ამ საბჭოზე უნდა იხილებოდეს სწორედ კონტროლის მიერ აღმოჩენილი ყველა ძირითადი პრობლემა, მათი გადაწყვეტის გზები და რეკომენდაციები. აქ უნდა გამოდიოდეს განსახილველად განვითარების ფუნქციის მიერ აღმოჩენილი ან მოგროვებული ინოვაციური იდეები და საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის შედეგები. ამ საბჭოზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა ხარისხის განვითარების მიმართულებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების შესახებ, მათ მიმდინარეობაში წამოჭრილ პრობლემებზე, და მათი გადაწყვეტის გზებიც უნდა ისახებოდეს. საბჭოს წევრები არა მარტო ამ სამი მიმართულებით პასუხისმგებელი ხელმძღვანელები, არამედ ყველა ის საშუალო რგოლის ხელმძღვანელი და რიგითი ადამიანიც უნდა იყოს, ვისი მონაწილეობაც ხარისხის განვითარების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების მონაწილეობა ამ პროცესში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არამარტო უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ მიღებული გადაწყვეტილებების მაღალი ხარისხით განხორციელებასაც საგრძნობლად გააადვილებს. საბჭოს მუშაობა რეგულარულ ხასიათს უნდა ატარებდეს. შეხვედრები წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, სასურველია თვეში ერთხელ მაინც იმართებოდეს, რათა ხარისხის განვითარებაში ჩართულ ყველა მხარეს შორის გამართული კომუნიკაცია, განვითარების მაღალი ტემპი, საკითხების დასმისა და გადაწყვეტის სიმარტივე უზრუნველყოს. სწორედ ამ საბჭოს მუშაობაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კოორდინირებული იქნება თითოეული მიმართულებით, როგორც ყოველდღიურ ოპერაციებში, ისე ხარისხის კონტროლის და ხარისხის განვითარების მიმართულებით დახარჯული ძალისხმევა. ******* მოკლედ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ პროდუქციისა თუ მომსახურების სტაბილურად მაღალი ხარისხი თქვენი ორგანიზაციის სავიზიტო ბარათად აქციოთ, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენს ორგანიზაციულ სტრუქტურაში სათანადოდ, მათი მნიშვნელობის შესაბამისად არის წარმოჩენილი წარმოებაზე, ხარისხის კონტროლზე და ხარისხის განვითარებაზე პასუხისმგებელი ადამიანები, რომ მათ სათანადო ადგილი უკავიათ სტრუქტურაში და რომ არსებობს ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ისინი ერთმანეთთან ადვილად, რეგულარულად და ეფექტურად ურთიერთობენ. ამ სამი პირობის დაცვის გარეშე შედეგად ან არასტაბილურ ხარისხს, ან მისი განვითარების არასაკმარის ტემპს მივიღებთ და ზრდის არჩეულ სტრატეგიასაც ვერ განვახორციელებთ. წყარო : strategy.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/AA%20logo_strategia_0_1_6.jpg ტეგები: ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურა კატეგორიები: ბიზნესი View the full article
-
გთავაზობთ ახალ კრიმინალურ დრამას ტომ კრუზის (Tom Cruise) მონაწილეობით ჯეკ რიჩერი (Jack Reacher), რომელიც გამოვა 2012 წლის 21 დეკემბერს. ამ ჯერად ის განასახიერებს ახალბედა დეტექტივს, რომლის პირველი საქმე იქნება დაიჭიროს მკვლელი, თანაც ის არ იქნება ჩვეულებრივი დამნაშავე, ის აღმოჩნდება სნაიპერიც… ეს სავარაუდოდ იქნება ტომ კრუზის მორიგი შედევრი, რადგანაც ის მონაწილეობს მხოლოდ საუკეთესო ფილმებში, ავიღოთ მაგალითად მისი ბოლო The post Jack Reacher / ჯეკ რიჩერი – პირველი ტრეილერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
На форуме "Технологии в машиностроении - 2012" был заключен ряд гражданских контрактов, однако военных - ни одного. Все потому, что не было новинок - только глубоко модернизированные модели 1980-х-1990-х годов, уверены эксперты. Немцы, впрочем, хвалят - "вы, русские, совершенно непредсказуемы". View the full article
-
თქვენი არ ვიცი.მაგრამ ამ წუთას მე ისე შემაწუხა ბავშვების კივილმა, რომ თავი დავანებე კომპიუტერში ჩემს საქმეს და თქვენთან საუბარი მომინდა. ახლა ზაფხულია და დამეთანხმებით ალბათ , დამღლელი სასწავლო წლის შემდეგ, მასწავლებლისთვის სანატრელია სიმშვიდე და სიწყნარე.მე კი რამისაა დამანერვოზონ ჩემი ეზოს ბავშვებმა. დილის 11 საათიდან რომ ჩამოიშლებიან ეზოში, ღამის 11საათამდე ისმის მათი გამაყრუებელი წივილ-კივილის ხმა. ვიცი,მესმის,რომ ბავშვებმა უნდა ითამაშონ,მაგრამ არ მესმის რატომ კივიან თამაშისას. ნუთუ ყვეგან ასე ხდება? თემის კატეგორია: საზოგადოება View the full article
-
აგერ უკვე მეორე დღეა,რაც ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს ვაკვირდები.ვაკვირდები სხვადასხვა ფორუმებს,სოც.ქსელებს… აშკარაა , რომ ამ ეტაპზე,მიშისტები უფრო არ ელოდნენ მერაბიშვილის გაპრემიერებას,ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები.მეტ-ნაკლებად აქტიური მიშისტები,მერაბიშვილის გაპრემიერებამდე,დისკუსიებში სულ ამბობდნენ,რომ ელოდნენ სააკაშვილის გაპრემიერებას,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც ჰილარის გვერდზე მდგომმა სააკაშვილმა,როიტერის კითხვას,იქნება თუ არა იგი პრემიერ-მინისტრი,თავი აარიდა.ოპოზიციის მხარდამჭერების სრული უმრავლესობა ,მათ შორის მეც,ველოდით მიშას და ვანოს ამ ნაბიჯს,თუმცა,პირადად მე უფრო აგვისტო-სექტემბრისკენ ვვარაუდობდი მერაბიშვილის “გაპრემიერებას”.ეს ცვლილება ფორმალურ ხასიათს ატარებს,ვინაიდან ყველასათვის აქამდეც კარგად იყო ცნობილი,რომ სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო სააკაშვილის შემდეგ ფიგურა,რომელიც ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში თავის საკმაოდ “წონიან” სიტყვას ამბობდა და ნიკა გილაური,მხოლოდ “ფასადს” წარმოადგენდა. მეორე დღეა არ წყდება დისკუსია იმასთან დაკავშირებით,თუ ვინ ჩაიბარებს შსს სამინისტროს.აღნიშნული სამინისტრო სააკაშვილის რეჟიმის ფაქტიურად მთავარი დასაყრდენია,შესაბამისად,უნდა ვივარაუდოთ,რომ ამ თანამდებობაზე ვიხილავთ მიშას და ვანოს მიერ შერჩეულ კანდიდატს,რომელიც აქამდეც მაღალ თანამდებობას იკავებდა და საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი. დისკუსია მიმდინარეობს 3 ძირითად კანდიდატზე,ესენი არიან : ბაჩო ახალაია,დიმიტრი შაშკინი,გიგა ბოკერია. სამივე მათგანი სააკაშვილის დიდი ნდობით სარგებლობს.პირადად მე მესამეს,ანუ ბოკერიას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ იმიტომ,რომ ბოკერია არ არის ის ადამიანი,რომელმაც შეიძლება უხელმღვანელოს შსს-ს.ჩემი აზრით მას თავად არ ექნება ამის სურვილი. ბაჩო ახალია კი არის ადამიანი,რომელიც უხელმღძვანელებს ყველას და ყველაფერს,რასაც და ვისაც მიშა დაავალებს,შესაბამისად,უფრო ახალაიას კანდიდატურის წარდგენას ველოდები მიშას და ვანოს ტანდემისგან ხსენებულ თანამდებობაზე. თუ მინისტრად დიმიტრი შაშკინი მოგვევლინება,ეს იქნება ზუსტად ისეთივე ფასადური გადაადგილება,როგორიც გილაურის და ვანოს შემთხვევაში იყო,ანუ შაშკინი იქნება ფორმალური მინისტრი.ამ შემთხვევაში,ჩემი აზრით,საგამოცდო ცენტრის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე,შაშკინის ამჟამინდელ ადგილს დაიკავებს და განათლების მინისტრი გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია,რომ სააკაშვილი ვეღარ ნიღბავს საკუთარ პოლიტიკურ თამაშებს,შესაბამისად,უკვე ღია მოედანზეა გასული და უწევს,რომ ის ყველაფერი,რაც აქამდე კულუარებში ხდებოდა,ახლა უკვე ღიად,საზოგადოების დასანახად გააკეთოს. საინტერესო ის კი არ არის,ვინ დაინიშნება შსს მინისტრად,საინტერესოა ის,რომელ მინისტრს ვეღარ ვიხილავთ კაბინეტში,რომელსაც ორშაბათიდან მერაბიშვილი უხელმღვანელებს,რადგან “დღეს” სასწავლებლად წასული მინისტრი,დიდი ალბათობით,”ხვალ” სააკაშვილის ოპოზიციად მოგვევლინება. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/91257862.jpg View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg შაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა მისი ძლევამოსილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა, რაც შემოდგომაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ მოულოდნელი ნაბიჯი იყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს წარადგენს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თანამდებობაზე, რომლის უფლებამოსილებაც დღემდე შეზღუდულია, თუმცა პოლიტიკურად ის წამყვანი პოზიცია ხდება კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის აღმასრულებელ ძალაუფლებას ზღუდავს მომავალი წლიდან. „ვანო ის კაცია, რომელმაც ჩვენთან ერთად დაამარცხა კრიმინალი და კორუფცია“, – განაცხადა სააკაშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში. ივანე მერაბიშვილი 2004 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრია და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. ის ხელმძღვანელობდა პოპულარულ და საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიციის რეფორმას, რამაც აღკვეთა მექრთამეობა, თუმცა ის იმავდროულად ოპოზიციის მკაცრი კრიტიკის ობიექტია 2011 და 2007 წლებში საპროტესტო დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევების გამო. „ჩემი მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული – მეტი სარგებელი ხალხს“, განაცხადა მერაბიშვილმა ტელევიზიით მისი დანიშვნის შემდეგ. „დადგა დრო, რომ საქართველოში ჩვენი განვითარების და მოდერნიზაციის შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართულმა ოჯახმა“, განაცხადა მან. სააკაშვილის თქმით, წინა პრემიერ-მინისტრი, ტექნოკრატი ნიკა გილაური, ამიერიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის მიმართულებას უხელმძღვანელებს. აქცენტს აკეთებს რა არჩევნების წინ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ახალი პრემიერ-მინისტრი კავკასიის ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემებით დაკავდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ის დაამარცხებს ჩვენს მთავარ მტერს – უმუშევრობას“, – თქვა სააკაშვილმა. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. დასავლეთის მოკავშირე საქართველომ შემოდგომაზე ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს და ამ ფონზე მთავრობა სერიოზული გამოწვევის წინაშეა მილიარდერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა და რომელმაც პირობა დადო, რომ სააკაშვილის პარტიას დაამარცხებს. სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მოხვდა, 2013 წელს უნდა გადადგეს, რადგან ამ დროს მისი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა იწურება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg მარგარიტა ანთიძე თბილისი - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შაბათს მისი ახლო მოკავშირე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დაასახელა. სააკაშვილმა, რომელიც არჩევნების წინ ახლად შექმნილ ოპოზიციურ ჯგუფთან სულ უფრო მზარდ კონკურენციას აწყდება, განაცხადა, რომ მერაბიშვილისგან სურს საქართველოს 16%-იანი უმუშევრობის დაძლევა და სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელება. „ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა არის და რა იქნება მთავრობის პრიორიტეტები მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ“, თქვა სააკაშვილმა. ოფიციალურად მერაბიშვილის დანიშვნას მომავალ კვირაში დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერია. ახალი პრემიერ-მინისტრი შეცვლის ნიკა გილაურს, რომელსაც ეს პოსტი 2009 წლის თებერვლის შემდეგ უკავია. ის ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დროს და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომის შემდეგ მართავდა. 44 წლის მერაბიშვილი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რევოლუციის, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. 2004 წლის დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა პოლიციის რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას, რის გამოც ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის და დამკვირვებლების შექება დაიმსახურა. თუმცა, ოპონენტები მას სააკაშვილის წინააღმდეგ 2007 და 2010 წელს მიმდინარე ოპოზიციური აქციების სასტიკ დარბევაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტის მსგავსად მასაც პრო-დასავლელად და მოსკოვისადმი უნდობლობით განწყობილ ფიგურად მიიჩნევენ. საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ახალი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“, სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამორჩება. მაგრამ კოალიციამ საკუთარ აქციებზე ამ კავკასიურ სახელმწიფოში, სადაც 4.5 მილიონი მოსახლეა, მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა შეკრიბა. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებაა. „ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ძალების მობილიზების მიზნით სააკაშვილმა პრემიერ- მინისტრად მისი მთავრობის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი დანიშნა“, თქვა ანალიტიკოსმა, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს. „ეს ძალიან პრაგმატული და ბრძნული არჩევანია“. სააკაშვილის თქმით, გილაური ამიერიდან უხელმძღვანელებს ფონდს, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს. ორიგინალი ორიგინალი
-
ყველა ბლოგერს, ბლოგების მკითხველს, facebook-ით და twitter-ით დაავადებულს, გილოცავთ სოციალური მედიის დღეს! http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/qpmvaXiY7y8 ეწვიეთsweet.ge
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/0.jpg ვანო მერაბიშვილი – პერსონა რომელიც შსს მინისტრის სავარძელს ჯერ კიდევ 2005 წელს მოერგო და ეს პოსტი 7 წელი უცვლელად ეკავა, პირველი პოლიციელი, ნაციონალების პარტიული იდეოლოგების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, პოლიციის რეფორმის მთავარი მენეჯერი და შემსრულებელი. დღეს 30 ივნისს ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად წარადგინეს,მან ნიკა გილაური შეცვალა. ნიკა სავარაუდოთ სასწავლებლად წავა, ან მისი წინამორბედების მსგავსად, რომელიმე მრჩევლის კაბინეტს დაიკავებს. მთავრობა სრული შემადგენლობით გადაყენებულია. ეს ფაქტი შეიძლება ითქვას ახალ თეზისადაც შეიძლება მივიჩნიოთ, სერიიდან “ზაფხულის პოლიტიკური თამაშები”. ახლა შევეცდები პოლიტიკური თვალსაზრისით ავხსნა დღევანდელი ფაქტის არსი და სამომავლო შედეგები. პოლიტიკური სცენარი, რომელიც ნაც. მოძრაობის იდეოლოგებმა მოიფიქრეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ასე გამოიყურება: 1) ვანო მერაბიშვილი ნაც.მოძრაობის ერთერთი თუ არა ერთადერთი წარმატებული რეფორმის “მთავარი მენეჯერია”. მანდ დაამტკიცა, რომ იცის სისტემის შენება. თანაც იმ სისტემის, რომელსაც არცთუ დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში. მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ არის. ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ განცხადებაში და შემდეგაც არაერთხელ მოიხსენია პოზიტიურ კონტექსტში ვანო მერაბიშვილი, როგორც კარგი მენეჯერი და რეფორმატორი. სწორედ ეს გახლავთ ამ ნაც-მანევრის მთავარი იდეა. ივანიშვილის ამომრჩევლებში გაჩნდა კონკრეტული დადებითი მესიჯი, რომელიც მერაბიშვილის პერსონას ეხებოდა. ნიშანდობლივია, რომ ისევე როგორც მე, სააკაშვილმაც და ნაც. იდეოლოგებმაც შესანიშნავად იციან, კვლევების რეალური შედეგებისა და რეიტინგების შესახებ. იციან რომ პრეზიდენტის პერსონა ბევრად ჩამორჩება 2 ოპოზიციონერის პერსონის სიმპატიებს. ეს 2 პერსონა იცით ვინ არის? ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია. ამას დამატებული სხვა საკმაოდ პრესტიჟული და რეიტინგული ფოგურები, რომლებიც ივანიშვილის გვერდით არიან საგრძნობ უპირატესობას ინარჩუნებენ, ისეთი ფიგურების წინააღმდეგ როგორებიც არიან: ნუგზარ წიკლაური, გიორგი ასანიძე, რუსუდან კერვალიშვილი და სხვა. ანუ დღევანდელი რეალობა რადიკალურად განსხვავდება, 2008 წლის რეალობისგან, როცა მთელი ოპოზიციის მოწინააღმდეგე PR-ის თვალსაზრისით მხოლოდ 1 ქარიზმატული ლიდერი იყო – მიხეილ სააკაშვილი. დღეს სააკაშვილის რეიტინგი არნახულად დაბალია და არც აღდენას ექვემდებარება. ნაც. მოძრაობას აღარ აქვს საკმარისი დრო, რომ “შექმნას” ახალი პერსონა, რომელსაც გააპიარებს და შემდეგ პირველ ნომრად დააყენებს. (მაგალითად როგორც ადრე იყო ლადო გურგენიძე) არც დრო აქვს და არც ადამიანური რესურსი ალბათ, არავის უნდა ჩასაძირად გამზადებულ გემზე ყოფნა. ამიტომ არჩიეს მათ შედარებით ნაკლებადგატელევიზორებული წარმატებული მინისტრი. თუმცა კიდევ ერთხელ დავამატებდი ბიძინა ივანიშვილის პოზიტიური მესიჯების ზეგავლენასაც. 2) კარგად ვიცით, რომ სააკაშვილისა და ნაც.მოძრაობის პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ისეთ ბრძოლის მეთოდებს მოიცავს, რომლის განსახორციელებლადაც აუცილებელია პოლიცია. უფრო სწორად პოლიტიკური პოლიცია. ზონდერ ორგანო, რომელიც ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. ვანო ასეთი ორგანოს შეფი იყო. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორგანო კარგად ვერ მუშაობდა. მიშას უფრო მეტი სჭირდებოდა. მას სურს რომ ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა მეოცნებე, რომლებიც ჯამში 60% მინიმუმ არიან გაქრნენ! რა ქნას? არ იცის… ვანო რადიკალურ ნაბიჯებს არ აპირებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს მის პერსონალურ რეიტინგზე დადებითად არ იმოქმედებდა. მან ხომ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას დიდხანს აპირებს? ამიტომ საჭიროა ვანოს ადგილას სხვა ადამიანის დანიშვნა. რომელიც ვანოსგან განსხვავებით ნაკლებად ამბიციური იქნება, ვინც უსიტყვოდ, თვალდახუჭული შეასრულებს მაღალის ბრძანებებს. ის იქნება ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური თვალსაზრისით. დავალება კი იქნება მხოლოდ ერთი: მუსრი გავავლოთ ოცნებას! ნებისმიერ ფასად! ზევით დავწერე, რომ ვანო ამბიციურია. დიახ, მას პოლიტიკაში ყოფნა სურს და არა ზონდერჯგუფების ოცმეთაურობა. ამიტომ როცა ეს სცენარი გააცნეს, დაუფიქრებლად დათანხმდა. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია, რადგან ამ სცენარის შედგენაში მას მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად სხვის დირექტივებზეა დამოკიდებული. გაურკვევლობაშია მიშაც. მას არ უყვარს როცა კონკურენტი ჰყავს. იგი მაღალია შესაბამისად, ყველაზე დიდი რეიტინგი სწორედ მას უნდა ჰქონდეს პარტიაში. მაგრამ იდეოლოგებმა დაარწმუნეს, რომ ასე უნდა გაეკეთებინათ. შესაბამისად მას მეორე ნომრად მოუწევს თამაში და ახლა მისი პოლიტიკური მომავალი “ვიღაცეების” ხელშია. ჩემთვის ხელისუფლების ამ მანევრით ბევრ რამეს აეხადა ფარდა. ნათელი გახდა, რომ ნაც. მოძრაობა კლანური ბრძოლის ეპიცენტრია, დღეს იქ ფიქრობენ, რომ მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია! შესაბამისად ფიქრობენ, სუფთად ჩამოწერონ ის პოლიტიკური არენიდან. View the full article
-
სად უფრო გირჩევნიათ დასვენება მთაში თუ ზღვაზე?ისე ზღვა კი კარგია პლაჟი, ლამაზი გოგონები მაგარმ მე უფრო მთა მიზიდავს. მაგარია მთებზე ძრომიალი, ტყეში ღამის გათევა ველური ბუნება, ლაშქრობებზე სიარული.მე მთა მირჩევნია. თქვენ? თემის კატეგორია: ტურიზმი View the full article
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/abkhazia.jpg „საქართველოსთან დიალოგისთვის გვჭირდება ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორებიც არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია“ – განაცხადა ჩიკირბამ. მისი თქმით, აფხაზური მხარე მზადაა დიალოგისთვის, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში: „ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შესაძლოა, საკმაოდ პრაგმატულიც, რომელიც გაიგებს, როგორი გამოსავალია მომგებიანი ყველასთვის“. ეს განცხადება 25 ივნისს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩირიკბას ეკუთვნის. მაშინ როდესაც ხელისუფლება გლოვალის ანტენების “დაპატიმრებით” ხოლო მისი მხარდამჭერები ამ აქტის “გაპრავებით” იყვნენ დაკავებულნი, აფხაზეთის წარმომადგენლის ეს განცხადება კონკრეტულ სიგნალად მომეჩვენა, რომელმაც შეიძლება მომავალში ბევრი რამ განსაზღვროს. საუბარს დავიწყებ აფხაზეთის მდგომარეობის განხილვით დაწყებული, 2004 წლიდან,დღემდე. ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ცდილობდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ აქტიურად მუშაობდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე. ამის მაგალითია, საარჩევნო დაპირებები და სკანდალური განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების მაღალი რანგის პირები აკეთებდნენ, კონკრეტულ თარიღებსაც ასახელებდნენ, თუ როდის აფრიალდებოდა ქართულში დროშა ცხინვალსა და სოხუმში. გამომდინარე იქიდან, რომ დაკარგული ტერიტორიები, მოსახლებისთვის ყოველთვის მტკივნეული თემა იყო, პოლიტიკოსები, მუდმივად ცდილობდნენ ამ თემით ლავირებასა და PR-ის ერთერთ საშუალებად გამოყენებას. ნაციონალ-ვარდოსნების აფხაზეთთან ურთიერთობა არ შედგა. ამ კომუნიკაციას წყალი, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯერ კიდევ ომამდე დაწყებულმა სამხედრო რიტორიკამ შეუყენა, ხოლო ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, საბოლოოდ შეწყდა ქართული ხელისუფლების მიერ ამ თემებით ლავირება. ხელისუფლებას უდიდესი კოზირი ჰქონდა აფხაზეთთან პოლიტიკური თამაშის საწარმოებლად, ამ კოზირს კოდორის ხეობა ერქვა. ტერიტორია, რომელიც აფხაზეთის მესამედს შეადგენდა, 1993 წლიდან მოყოლებული ქართული მხარის კონტროლს ექვემდებარებოდა, რასაც ემზარ კვიციანი საკუთარი შეიარაღებული ფორმირების საშუალებით უზრუნველყოფდა. თუმცა როდესაც სააკაშვილმა კვიციანი ლამის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და ქვეყნიდან გააძევა იქ, შსს-ს ნაწილები ჩადგნენ. როგორც 2008 წლის ომის თანამონაწილეები, მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა იხსენებდა, კოდორის ხეობა, რომელიც აფხაზეთის სანაპიროს “ზემოდან” გადმოჰყურებს და ფაქტობრივად სტრატეგიული პოსტის მნიშვნელობას ასრულებდა, ხელისუფლებამ უბრძოლველად ჩააბარა რუსებს. ამის შემდეგ სოხუმისა და თბილისის ურთიერთობებში რეალური შედეგიანი წინგადადგმული ნაბიჯი აღარ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ჟენევის სამიტებს, რომელიც სხვა არაფერია თუ არა დელეგაციების რამდენიმედღიანი მივლინება და დასვენება ევროპაში. ასეთ დროს დეფაქტო მინისტრი კონკრეტულ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ აფხაზეთი მზად არის ოფიციალურ თბილისთან სასაუბროდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდებიან ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი ალასანიაა. ივანიშვილი აფზაზთათვის პრაგმატული ქართველია, რომელმაც ახლახან მოვიდა ქართულ პოლიტიკაში და თუ მის მხარდამჭერთა აქტივს გადავხედავთ სააკაშვილის ნაცმოძრაობის რეალურ შემცვლელად შეიძლება მოვიაზროთ. ალასანია კი ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს, როგორც აშშ-ში ასევე თავად აფხაზურ ურთიერთობებში. ვფიქრობ ეს ის სიგნალია, რომელიც რადიკალურად განსვავდება დღევანდელი ხელისუფლების საომარი რიტორიკისგან და აფხაზ და ქართველ ხალხს შორის, ურთიერთობების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას აჩენს. View the full article
-
21:06 29.06.2012 ანუ - რა ატამი?! რი ატამი?! http://2.bp.blogspot.com/-D_3gqDH4xxU/T-3ehVPpI2I/AAAAAAAAHnA/fto2Tw2rqM4/s200/vaxania%2Bcopy.gifოჯახის წევრთა მცდელობის მიუხედავად, პოლიტპატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა. ნანული ვახანია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის ძმას საავადმყოფო ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და უკვე საპყრობილეშია გადაყვანილი. სასჯელაღსრულების სამინისტროში ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად მისულ ჟურნალისტებს და პატიმრის ოჯახის წევრებს, შენობის მისაღებში განგვიცხადეს, რომ კალმახელიძის სტრუქტურაში პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა. შენობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალადობის გზით სამინისტროში შესვლის საშუალება არ მოგვცეს. ვახანიას ადვოკატებმა, მოგვიანებით სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოახერხეს. როგორც საჯარო დაწესებულებაში იურისტ სოსო ბარათაშვილს განუცხადეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია; ჩაფიძის კლინიკაში ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს. 2012 წლის სექტემბერში, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ შემოდგომაზე ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ამ ბოლო დროს,მიხეილ სააკაშვილის(მიშ-ვარდის) მხარდამჭერების რაოდენობა თვალშისაცემად შემცირდა,ამ შემცირებული რაოდენობის ნახევარი კი მიშას ქება-დიდებით არის დაკავებული. მაგალითად,ერთ-ერთ ქალბატონს მიხეილ სააკაშვილის ხმელი მჭადი ურჩევნია,ივანიშვილის ქაბაბს…არადა,ეს ქალბატონი,ფიზიკურად სულაც არ გავს ხმელი მჭადით გამოკვებულს.. ზოგადად,სხვა ქვეყნების მაგალითი არ ვიცი,მაგრამ ის ფაქტია,რომ საქართველოში ,გამსახურდიას დროიდან მოყოლებული დღემდე,არის საზოგადოების კონკრეტული ნაწილი,რომელიც ასრულებენ პიროვნების გაფეტიშების როლს. ალბათ გახსოვთ მღვდელი,რომელიც ამბობს კონკრეტულ სიტყვებს – “ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს,აქ არ დავინახო შემოსული.” – საუბარი აქვს ეკლესიაზე…არ დავიწყებ ამ საკითხზე რელიგიურ ასპექტში საუბარს,გარკვეული მიზეზების გამო,თუმცა ფაქტია,რომ ამ შემთხვევაში,სასულიერო პირი საგრძნობლად აჭარბებს მის უფლება-მოსილებას და მრევლის იმ ნაწილს,რომელსაც პრეზიდენტი არ უყვარს,ღვთის სახლიდან დევნის. ჩემი აზრით,ზოგადად,სწორედ ასეთი ადამიანები უწყობენ ხელს ადამიანების გადაგვარებას. სწორედ ასეთმა ადამიანებმა გამოიწვიეს ის,რომ სააკაშვილი ხშირად ედრება დავით აღმაშენებელს. სამარცხვინოა ის ფაქტი,რომ ადამიანები,საკუთარი კეთილდღეობის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური ნაწარმოების “გმირის,” არქიფო სეთურის მრევლის დონეზე არიან დასულები. არასოდეს დამავიწყდება ასევე სასულიერო პირი,მეუფე კალისტრატე,რომელსაც იმდენად მაღალი წარმოდგენა აქვს მიხეილ სააკაშვილზე,რომ მას აღმაშენებელიც კი უწოდა… http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/e1839be18394e183a3e183a4e18394-e18399e18390e1839ae18398e183a1e183a2e183a0e18390e183a2e18394.jpg ჩემი აზრით ნებისმიერ ლიდერს,რომელიც ხელისუფლებაში მოვა,სწორედ საკუთარი მხარდამჭერები უნდა უკონტროლებდნენ თითოეულ სწორ თუ არასწორ ნაბიჯს და სწორედ საკუთარი მხარდამჭერები უნდა აკრიტიკებდნენ ყველაზე მეტად,რათა თავად ლიდერმაც დაინახოს საკუთარი შეცდომები და თითოეული მისი ნაბიჯი,გასხივოსნებული არ ეგონოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგი ვიდეო დაამზადა AlternaTVstudio-მ,რომელშიც სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები არიან ასახულნი,რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. View the full article
-
გიორგი ჭეიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
16:07 29.06.2012 წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დატბორილია სოფლები - დიდინეძი და ჯიხაშკარი. ამასთან ზუგდიდი–აბასთუმნის გზაზე ხიდი წყლით არის დაფარული. http://1.bp.blogspot.com/-ya_Lcn8xt4M/T-2aM_1qKpI/AAAAAAAAHmw/uF4JvnF6A3I/s200/3df8a18595eff431859ebf2af45110d3.jpgსოფლებში - გრიგოლიშში, კორცხელსა და ოდიშში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად შიდა გზებია ჩაკეტილი, მძიმე ვითარებაა სოფელ ყულიშკარშიც. ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც. სამ თემში - ობუჯში, ნაკიფუსა და ფახულანში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. ობუჯის თემში შემავალი ორი სოფელი, სამესხიო და ჯაღირა გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეულია ხიდები. ერთ-ერთი სახლი მეწყერმა ძლიერად დააზიანა, თუმცა მასში მყოფების, მათ შორის ერთი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა როგორც წალენჯიხის გამგეობაში აცხადებენ, ადამიანებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ჩხროწყუ–ნაკიანი–გარახას გზაზე ხიდი ჩაინგრა, რის გამოც მოძრაობა შეწყვეტილია. დატბორილია ჩხოროწყუს ცენტრში საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სოფლები - ლეწურწუმე და ახუთი. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ქვედა ზონის სოფლებშია. ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველ ხიბულაში, ხეთასა და პირველ მაისში სახნავ–სათესი მიწებია დატბორილი. ამ დრომდე შეფერხებულია მოძრაობა სოფელ პირველ მაისში. რეგიონის ნაწილს არ მიწოდება ელექტროენერგიაც. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებას გეგმავს. http://2.bp.blogspot.com/-t59dvC4vARs/T-2OYnb8LPI/AAAAAAAAHmg/w9TJOvYikTE/s200/policieli.jpg"შსს-ს თანამშრომელი გიგი შუბითიძე მემუქრება და მპირდება, რომ ჩემზე მოხდება ფიზიკური ანგარიშსწორება. "გინდა შენით დავინტერესდეთ? შენნაირები ბევრი მომინელებია, იცოდე მაგარ შარში ხარ, რა იყო პატარა ბიჭი გევასება ქურდები? ხომ არ გინდა შენით დაინტერესდნენ?" - ერთ-ერთ ფორუმზე სწორედ ასე მომმართა შუბითიძემ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვთხოვ სასწრაფო რეაგირებას! http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები, მანიპულირებენ კითხვით,”სად იყო ივანიშვილი ომის დროს?” – ივანიშვილი,იმ დროს ბიზნესმენი,იმყოფებოდა საქართველოში,კერძოდ ურეკში… ახლა ჩემი კითხვები ნაცმოძრაობის წევრებს და მათ გულშემატკივრებს : პირველი კითხვა : სად იყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი? მეორე კითხვა : სად იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი? მესამე კითხვა : სად იმყოფებოდა შსს მინისტრი? მეოთხე კითხვა : სად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი? მეხუთე კითხვა : სად იმყოფებოდა სააკაშვილის ოჯახი? მეექვსე კითხვა : სად იმყოფებოდა მიშას კარის ბიზნესმენი,ზედმეტსახელად “ზარალა?” მეშვიდე კითხვა : სად იმყოფებოდა რეზერვისტების მეთაურები? მერვე კითხვა : სად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი? (გორის “ექსკურსია” თუ გინდათ ჩათვალეთ,თუ გინდათ არა) მეცხრე კითხვა : სად იმყოფებოდა კახა ბენდუქიძე? მეათე კითხვა : სად იმყოფებოდა გივი თარგამაძე? ნუგზარ წიკლაური? კაკო ბობოხიძე? პავლე კუბლაშვილი? მეთერთეტე კითხვა : სად იმყოფებოდა დავით ბაქრაძე,რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა,მტერს ყველანაირი საშუალებით,თუნდაც კოვზით ხელში (?!) გამკლავებოდა? http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/06/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%96%E1%83%94-nb10411.jpg განვმარტავ : მე არ ვთვლი,რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანი,უნდა ყოფილიყო ომის წინა ხაზზე,ისევე არ ვთვლი,როგორც არ ვთვლი,რომ იმ დროს ბიზნესმენი ივანიშვილი,იარაღით ხელში უნდა გავარდნილიყო მტრის წინააღმდეგ. კიდევ ბევრი კითხვა მაქვს,მაგრამ ჯერ ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე მჭირდება პასუხები. ანალოგიური კითხვები დავსვი როგორც ფეისბუკზე,ისე “თბილისის ფორუმზე”,თუმცა,პასუხი ჯერ არ მიმიღია. View the full article