Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, თბილისში პრესიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ძველ თბილისში გაისეირნა და… ლინკი მედიანიუსზე
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/photooo-150x150.jpg“დამსაქმებელთა ასოციაცია” ქართული სასტუმროების მენეჯერთა ტრეინინგს იწყებს. პირველი სემინარი ქართველ სეპციალისტებს დღეს ჩაუტარდათ. პროგრამა ფართო მასშატაბს შემოდგომაზე მიიღებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/darto-treiningiavi_000003440.jpg itvს ლინკი
  3. ხვალ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, სხდომა დღის მეორე… ლინკი მედიანიუსზე
  4. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მთავრობას პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების დროულად შეტანისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს გამართულ ბიუროს… ლინკი მედიანიუსზე
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/e183a4e1839de183a2e1839d-150x150.jpgპრეზიდენტისგან მწვავედ გაკრიტიკების შემდეგ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა ზაალ აბაზაძემ დღეს თანამდებობა დატოვა. პოსტებიდან მიდიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებიც. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/turizmi.jpg itvს ლინკი
  6. გერმანული გამომცემლობები ,,suhrkamp verlag” და ,,matther & seitz” ქართული თანამედროვე ლიტერატურით დაინტერესდნენ. გამომცემლობების წარმომადგენლები ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს უკვე შეხვდნენ. ასევე მოისმინეს ნაწყვეტები ზაზა ბურჭულაძისა და დათო ტურაშვილის რომანებიდან – ,,adibas” და ,,ჯინსების თაობა”, რომლებიც ავტორებმა გოეთეს ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე წაიკითხეს. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში 2010 წელს სამინისტრომ ქართველი და უცხოელი გამომცემლებისათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის თანახმად, უცხოურმა გამომცემლებმა ქართული ლიტერატურა სხვადასხვა ენაზე უნდა თარგმნონ, ხოლო ქართულმა – უცხოური ქართულად. ლიტერატურის კრიტიკოსის, ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, ქართული ლიტერატურის განვითარებისა და აღიარების ერთადერთი საშუალება მისი პოპულარულ ენებზე თარგმნაა. ,,მიუხედავად იმისა, რომ კარგი ლიტერატურა გვაქვს, მაინც ჩაკეტილ სივრცეში ვიმყოფებით. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს სივრცე” - ამბობს კრიტიკოსი. გერმანულ გამომცემლობებს ,,suhrkamp verlag” და ,,matther & seitz” კონკურსისათვის განაცხადი ჯერ არ შეუტანიათ. ამჟამად ისინი ქართული თანამედროვე ლიტერატურის გაცნობით არიან დაკავებულნი. გოეთეს ინსტიტუტის მიერ გამართულ ლიტფორუმზე ისინი ქართველ გამომცემლებს და ავტორებს შეხვდნენ. რახელ გრაცფელდი (Rachel Gratzfeld) ქართული ლიტერატურის აგენტია. გერმანულ გამომცემლობებს მან ზაზა ბურჭულაძის ,,adibas”-ი და დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა” წარუდგინა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა იყო და გადაწყვეტილი ამ ეტაპზე არაფერია. თავად ავტორები კი არ მალავენ, რომ შესაძლოა სწორედ მათი წიგნები ითარგმნოს გერმანულ ენაზე. უცხოურ ენაზე ძალიან ცოტა თანამედროვე ქართული წიგნია ნათარგმნი. მათ შორისაა აკა მორჩილაძის ,,სანტა ესპერანსა”. ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ წინგი წარმატებულია გერმანიაში. ,,იმას, რასაც ეს ლიტერატურა გვიამბობს, გარკვეული შეჩვევა სჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგი წიგნები უფრო წარმატებულები იქნებიან”, - ამბობს ანდრონიკაშვილი. მთრგმნელობითი კონკურსის პირობების მიხედვით, გათვალისწინებული არ არის, რა ტიპის ლიტერატურა იქნება კონკურსში პრიორიტეტული. ამ მხრივ გამომცემლები არჩევანში თავისუფალნი არიან, თუმცა პროგრამის კოორდინატორი მედეა მეტრეველი ამბობს, რომ დაინტერესება, ძირითადად, პროზაზეა. გერმანიის გარდა, კონკურსში ჩართვას სხვა ქვეყნებიც გეგმავენ: საფრანგეთი, თურქეთი, ლატვია, ამერიკა. თუ რომელი წიგნის თარგმნას გადაწყვეტენ, გამომცემლობებს 2010 წლის 15 ნოემბრამდე შეუძლიათ წარადგინონ კულტურის სამინისტროში განაცხადი. კონკურსში გამარჯვებულს ექსპერტთა კომისია გამოავლენს, რომელთა ვინაობაც მხოლოდ მისი დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი. უცხოელი გამომცემლებისათვის, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სამინისტრო მთარგმნელობითი ხარჯებს დაფარავს, ხოლო, თუკი ქართული გამომცემლობები თარგმანებს გამოსცემენ, კულტურის სამინისტრო 300-500 ეგზემპლარს შეიძენს საქართველოს ბიბლიოთეკებისათვის. კონკურსის პირველი შედეგები ივლისის ბოლოს, ხოლო მეორე – დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას გამოყოფს სამინისტრო კონკურსისათვის. როგორც კონკურსის კოორდინატორმა ,,ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, თანხა კონკურსისათვის კულტურის სამინისტრო 2011 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში პირისპირ მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა. საქართველოში აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, რომ შეხვედრების შესახებ გადაწყვეტილება საელჩომ მიიღო. საელჩოს ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვედრები იმ ოპოზიციურ პარტიებთან დაუგეგმეს, რომლებმაც არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს. ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე ჰილარი კლინტონს თითო თანაპარტიელთან ერთად შეხვდნენ. 15 წუთიანი შეხვედრა სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ასეთი სახის შეხვედრა შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან ჰქონდა. საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი , შალვა ბიბილაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ საელჩომ შეხვედრების დაგეგმისთვის ერთი კრიტერიუმი შეარჩია - არჩევნები: ”რადგან საქართველოში არჩევნებს დემოკრატიული რეფორმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილავენ, შეხვედრები იმის მიხედვით დაიგეგმა, თუ ვინ მიიღო ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა”. შალვა ბიბილაშვილი ამბობს, რომ პირისპირ შეხვედრებისთვის თვითთმმართველობის არჩევნებში მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიების ლიდერები შეირჩნენ. პოლიტოლოგ თორნიკე შარაშნიძერს მიაჩნია, რომ არჩევანი კონსტრუქციულ პარტიებზე შეჩერდა: ”ესენია ორი კონსტრუქციული ოპოზიციური პარტია. ისინი, ვინც არ გაჰყვირიან, რომ დემოკრატიაა ყოველგვარი გზებით დაამხო ხელისუფლება. ამით ამერიკელებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ.” რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ქალი ლიდერები დაესწრნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც. სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო ჰილარი კლინტონის ვიზიტი თბილისში. შეხვედრაზე მიწვეული 140 ქალი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და პოლიტიკური პარტიებს წარმოადგენდა. საელჩოს ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე მიიწვიეს ნინო ბურჯანაძეც, თუმცა ის შეხვედრას არ დასწრებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/biurowmv_000123160-150x150.jpgამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე შეაფასა. დავით ბაქრაძის თქმით ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გრძელდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა საქართველოს პარტნიორობა მომავალში უფრო მჭიდრო იქნება. ჰილარი კლინტონის ვიზიტი კანონმდებლებმაც შეაფასეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/biurowmv_000003440.jpg itvს ლინკი
  9. http://b.pix.ge/n/6zm0y.jpg საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში, XXII ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის დასადგენი კენჭისყრა გაიმართა. შედეგად, უკვე ცნობილია 2010/2011 საფეხბურთო სეზონის პირველი ტურის განრიგი, რომელიც ასე გამოიყურება: “დინამო” (თბილისი) - “სპარტაკი” (ცხინვალი) “ზესტაფონი” - “ტორპედო” (ქუთაისი) “ოლიმპი” (რუსთავი) - “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) “ბაია” (ზუგდიდი) - “სიონი” (ბოლნისი) “კოლხეთი” (ფოთი) - “სამტრედია” ცნობილია ამ მატჩების ჩატარების თარიღიც - 6 და 7 აგვისტო. როგორც “მსოფლიო სპორტს” პფლ-ის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნოდარ კაკულიამ უთხრა, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სრული კალენდრის საპროექტო ვარიანტი. სრულად იხილეთ
  10. http://b.pix.ge/n/6zm0y.jpg საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში, XXII ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის დასადგენი კენჭისყრა გაიმართა. შედეგად, უკვე ცნობილია 2010/2011 საფეხბურთო სეზონის პირველი ტურის განრიგი, რომელიც ასე გამოიყურება: “დინამო” (თბილისი) - “სპარტაკი” (ცხინვალი) “ზესტაფონი” - “ტორპედო” (ქუთაისი) “ოლიმპი” (რუსთავი) - “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) “ბაია” (ზუგდიდი) - “სიონი” (ბოლნისი) “კოლხეთი” (ფოთი) - “სამტრედია” ცნობილია ამ მატჩების ჩატარების თარიღიც - 6 და 7 აგვისტო. როგორც “მსოფლიო სპორტს” პფლ-ის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნოდარ კაკულიამ უთხრა, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სრული კალენდრის საპროექტო ვარიანტი. სრულად იხილეთ
  11. საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორების არჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს. სწორედ ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება,… ლინკი მედიანიუსზე
  12. მოსწავლეებმა ზოგადი განათლების მიღება შესაძლოა 5 წლიდან დაიწყონ. შესაბამისი ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში იგეგმება, რომლის ინიცირებაც… ლინკი მედიანიუსზე
  13. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8436 ლარის ნიშნულზე მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  14. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი მაგისტრალური გაზსადენის თაობაზე „ყაზმუნაიგაზთან“ მოლაპარაკებას კატეგორიულად უარყოფს. ალექსანდრე ხეთაგური რადიო “კომერსანტთან” საუბარში აცხადებს, რომ… ლინკი მედიანიუსზე
  15. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკატიული პროცესების განვითარებაში ამერიკის მხარდაჭერას დიდი წვლილი მიუძღვის. ,,ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ ის პარტნიორობა, რაც ჩვენ ავაგეთ იზრდება და ფართოვდება. საქართველო გახდება მაგალითი პოლიტიკული და ეკონომიკური რეფორმებისა”, - განაცხადა სააკაშვილმა. ,,მე საქართველოში ჩამოვედი იმ შეტყობინებით, რომ ამერიკა მხარს მყარად უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, - პრეზიდენტის რეზიდენციაში ჰილარი კლინტონმა თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო. კლინტონი ამბობს, რომ მან და პრეზიდენტმა ობამამ ეს შეტობინება 24 ივნისს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე პირადად გადასცეს რუს კოლეგებს და მოუწოდეს, რომ დაიცვან იმ ხელშეკრულების პირობები, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დაიდო. ,,ამაში შედიოდა ოკუპაციის შეჩერება, აგრეთვე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარის გაყვანა და მათი დაბრუნება კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე”, - განმარტა კლინტონმა. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს დემოკარტიისა და ეკონომიკის წარმატებას. კლინტონმა განაცხადა, რომ გრძელდება იმ ურთიერთობებზე მუშაობა, რომელიც ამერიკა -საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით დაინერგა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ქართველ ჯარისკაცებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკა აფასებს იმ წვლილს, რაც საქართველომ ავღანეთისათვის გაიღო. ,,მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო თავიანთი სამსახურისათვის, თავდადებისა და სიმამაცისთვის. ეს წვლილი ძალიან დიდი მაჩვენებელია საქართველოს მონდომებული მცდელობისა, რომ დააკმაყოფილოს ნატოში გაწევრიანების მოთხოვნები”. ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობას ტერორისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პოზიტიურად შეაფასა არჩევნების ეუთოსა და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაც. ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა რამდენიმე წლის განმავლობაში; გაიზარდა ცხოვრების სტანდარტები საქართველოში და შემცირდა კორუფციის მაჩვენებელი. კლინტონი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ვარდების რევოლუციის დროს დაწყებული სამუშაოები გააგრძელოს. ,,ამერიკა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს თავის პარტნიორ ქვეყნას, დემოკარტიული პროცესების გასაძლიერებლად. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ მომავალი უფრო თავისუფალი, დემოკატიული, აყვავებული და უსაფრთხო იყოს”, - განაცხადა კლინტონმა. ჰილარი კლინტონის თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება უკარნახოს სხვა ქვეყანას თუ როგორ მოიქცეს. ,,ჩვენ ვცხოვრობთ სუვერენიტეტულ ქვეყნებში. ამ ქვეყნებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება, ასევე მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება”. შეკითხვაზე რატომ აწუხებს საქართველოს ბედი ამერიკას? კლინტონი ამბობს, რომ ამერიკას საქართველოსთან დიდი ისტორია აკავშირებს. ,,ვარდების რევოლუციამ ამერიკელებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს საკითხი ”ამერიკის საქმიანობის დღის წესრიგში უფრო და უფრო იზრდება”. პრესკონფერენციის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თბილისის ძველი უბნები დაათვალიერა, მოგვიანებით კი სასტუმრო თბილისი მერიოტში ოპიზიციის ლიდერებს შეხვდა. ჰილარი კლინტონმა საქართველო საღამოს 6 საათზე დატოვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...