Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.futbolwallpapers.com/wallpapers/holland_3.jpg რაიან ბაბელის და დირკ კუიტის ჰოლანდიის ნაკრებს რომელიც ნახევარფინალში თამაშობს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მე მინდა წარმოდგენა შეგიქმნათ ჰოლანდიის საფეხბურთო ისტორიაზე. ჰოლანდია http://2.bp.blogspot.com/_DlPHbRiar3w/S5XoJhkEE7I/AAAAAAAAAdc/0CnNRH3a8cw/s200/logo.png მიღწევები: 1974 წელი (გერმანია) – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. 1976 წელი – ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. 1978 წელი (არგენტინა) –მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. 1988 წელი – ევროპის ჩემპიონი. 1992 წელი -ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. 1998 წელი (საფრანგეთი) –მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი. 2000 წელი -ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. 2004 წელი -ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. ნაკრებში ჩატარებული თამაშები 1. ედვინ ვან დერ საარი – 130 თამაში 2. ფრანკ დე ბური – 112 თამაში 3. პილიპ კოკუ – 101 თამაში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები 1. პატრიკ კლუივერტი – 40 გოლი 2. დენის ბერგკამპი – 39 გოლი 3. ფაას უილკესი – 35 გოლი ნაკრების საუკეთესო კაპიტნები 1. ფრანკ დე ბური – 71 თამაში 2. რუუდ კროლი – 45 თამაში 3. რუუდ გულიტი – 41 თამაში ისტორია http://1.bp.blogspot.com/_HaMcylVnWAA/Si_0ZQRSDBI/AAAAAAAABP0/HiQ4DotBdJU/s320/shabb+006.jpg ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა ბელგიის ქალაქ ანტვრეპენში,1905 წლის 30 აპრილს ადგილობრივ საფეხბურთო ნაკრებთან და გაიმარჯვა 4:1. პირველი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატებზე შედგა 1934 წელს,ხოლო 1938 წელს მუნდიალზე კვლავ დაბრუნების შენდეგ ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის უდაბნოში მოექცა. 1950-იან წლებში ეროვნულ ლიგაში დაწყებული ძვრებით და სრული პროფესიონალიზმის წყალობით ჰოლანდიური ფეხბურთი განვითარდა როგორც საკლუბო,ისე სანაკრებო დონეზე.? გუნდმა 1960-იან წლებშიც განაგრძო განვითარება. ტოტალური ფეხბურთი 1070-იან წლბში ჰოლანდიელები უდაბნოდან გამოვიდნენ ტოტალური ფეხბურთის გამოგონებით, რომლის განვითარებაშიც თავდაპირველი წვლილი შეიტანეს საფეხბურთო კლუბმა აიაქსმა,მისმა ფლეიმეიკერმა იოჰან კრუიფმა და ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა.ჰოლანდიელებმა დიდი ნაბიჯები გადადგეს-ათი წლის მანძილზე ორჯერ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიამ მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა ბრაზილიის და არგენტინის ეროვნული ნაკრებები და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.მაგრამ აქ უკვე მასპინძელ დასავლეთ გერმანიასთან დამარცხდა,მიუხედავად იმისა რომ ჰოლანდიელმა იოჰან ნისკენსმა მატჩის დებიუტში,ისე რომ გერმანელებს ბურთისთვის ჯერ ფეხიც არ ჰქონდათ დაკარებული,თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა.მაგრამ მაყურებელთა მხარდაჭერეთ ჯერ პენალტით პოლ ბრატნერმა,შემდეგ კი გერდ მიულერმა გერმანიას გამარჯვება მოუტანეს.დამარცხების მიუხედავად იოჰან კრუიფმა და კომპანიამ ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს. აი ევრო 76 კი ნამდვილი იმედგაცრუება იყო.ჰოლანდიელები ნახევარფინალში ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდნენ.ამის მიზეზი კი იყო გუნდის შიგნით ატეხილი ბრძოლა და ბოლო გამარჯვებების ოსტატი გეორგ ქნობელი. 1978 წელს ჰოლანდია ისევ გავიდა ფინალში და ამჯერადაც მასპინძელთან,არგენტინასთან დამარცხდა.გუნდს ეკლდნენ იოჰან კრუიფი,ვილჰემ ვან ჰანეგემი და იან ვან ბევერენი,რომლებმაც უარი თქვეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე,მაგრამ ნაკრებში ისევ იყვნენ 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილეები-იოჰან ნისკენსი,ჯონი რეპი,არი ჰაანი,რუუდ კროლი და რობ რენსენბრიკი.ჯგუფური ეტაპი გუნდმა არცთუისე შთამბეჭდავად ჩაატარა,რადგანაც შოტლანდიასთან წაგების და პერუსთან ფრის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.ხოლო მეორე ჯგუფეურ ეტაპზე ჰოლანდიამ დაჯაბნა იტალიის და გერმანიის ძლიერი ნაკრებები და ჯგუფის სათავეში მოექცა.ამის შემდეგ გავიდა ფინალში,სადაც არგენტინასთან იწვნია მწარე მარცხი.თავდაპირველად მასპინძლები იგებდნენ შეხვედრას,ხოლო მატჩის ბოლო წუთზე კი ჰოლანდიელმა რენსენბრიკმა გოლი გაიტანა და ამ მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა ფერდ 1:1.დაინიშნა დამატებითი დრო,სადაც არგენტინელებმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 3:1 სამხრეთამერიკელთა სასარგებლოდ. ევრო 80 იყო ტოტალური ფეხბურთელებისთვის ბოლო ტურნირი,მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჯგუფიდან გასვლა,მიუხედავად იმისა რომ გათამაშების ფორმატი გაფართოებული იყო.ამ ტურნირის შემდეგ ნაკრებიდან წავიდნენ ვეტერანები რენსენბრიკი და კროლი და ჰოლანდიის ნაკრებმა გამოტოვა 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატები და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი. ევროპის ჩემპიონები http://www.footforever.com/CE/Images_CE/Images_Diaporama_CE/CE_00073_1988_Netherlands_1_en.jpg ევრო 88–ის წინ რინუს მიხელსი დაუბრუნდა გუნდს.ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირთან დამარცხების შემდეგ ჰოლანდიელებმა მარკო ვან ბასტენის ჰეთ–თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხა ინგლისის ნაკრები,შემდეგ მოუგო ირლანდიას(1:0) და გავიდა ნახევარფინალში,სადაც ტურნირის მასპინძელ გერმანიას გადაეყარა.ეს მატჩი იმით იყო მნიშვნელოვანი,რომ ჰოლანდიელებს შანსი ჰქონდათ 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განმცდილი მარცხისთვის გერმანელებზე შური ეძიათ.გამარჯვების გოლი მარკო ვან ბასტენმა გაიტანა 89–ე წუთზე.მატჩის შემდგომ რონალდ კუმანმა გერმანელი ფანების თვალწინ გერმანელი ოლაფ ტონის მასური უკანალზე ისე ამოისვა,თითქოს ტუალეტის ქაღალდი ყოფილიყოს.მოგვიანებით კუმანმა თავისი საქციელი ინანა.ჰოლანდიელებმა საფინალო მატჩი საბჭოთა კავშირთან რუუდ გულიტის თავურით და მარკო ვან ბასტენის ჰაეროვანი გოლებით დამაჯერებლად მოიგეს.ეს იყო ჰოლანდიის მიერ მოგებული პირველი საერთაშორისო გამარჯვება,რომელმაც თითქმის ათწლიანი უდაბნოში ყოფნის შემდეგ მათ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში მოუპოვა ადგილი და თითქმის სამი წლის მანძილზე დომინირებდა. მიუხედავად დიდი მოლოდინისა,რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევდნენ,სრული კრახი განიცადეს.მარკო ვან ბასტენმა საერთოდ ვერ გაიტანა გოლი,რადგანაც მცველები ხელს უშლიდნენ მიზნის განხორციელებაში,ხოლო გულიტი კი ვერ იყო სასურველ ფორმაში,რადგანაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა.ჰოლანდიელებმა სამი ფრის შემდეგ წარმატებას მიაღწიეს და მე–16 ფინალში გავიდნენ,სადაც ძირძველ მეტოქეს,გერმანიას დაეჯახნენ.ეს მატჩი გამორჩეული იყო ფრანკ რაიკაარდსა და რუდი ფიოლერს შორის მომხდარი ინციდენტით.შეხვედრა ნარინჯისფერებმა 2:1 დათმეს. ამის შემდეგ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ევრო–92–ის ნახევარფინალში გავიდა,სადაც მომავალ ჩემპიონ დანიასთან დამარცხდა.ამ ჩემპიონატზე ნარინჯისფერთა რიგებში გამოჩნდა დენის ბერგკამპი.სკანდინავიელთა მეკარე პეტერ შმეიხელმა ვან ბასტენს პენალყი აუღო.ეს იყო მარკოს ბოლო საერთაშორისო ტურნირი,რადგანაც ტრავმის შემდეგ მალევე წავიდა ნაკრებიდან. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჰოლანდიელებმა დენის ბერგკამპის ჰეთ–თრიკით გააღწიეს,მაგრამ მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხდნენ–3:2. მსოფლიო 98-დან ევრო 2000-მდე http://www.psv.nl/upload/705b1471-3db4-4390-8375-b445a5fb6961_Holland1998-teamcocu.jpg 1996 წლის ევროპის ჩემპიონატში ჰოლანდიელები A ჯგუფში მოხვდნენ,სადაც დაამარცხეს შვეიცარია,ფრე ითამაშეს შოტლანდიასთან და გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ ინგლისს შეხვდნენ.ჰოლანდიელები 4:0 აგებდნენ,მაშინ როცა პარალელურად მიმდინარე მატჩში შოტლანდია შვეიცარიას ამარცხებდა და დიდი საფრთხე იყო იმისა რომ ბურთების შეფარდებით სკოტები გასულიყვნენ მეორე ადგილზე,ნარინჯისფერები კი სახლში გამგზავრებულიყვნენ,მაგრამ 78-ე წუთზე პატრიკ კლუვერტმა დენის ბერგკამპის დახმარებით გოლი გაიტანა და ჰოლანდიის ნაკრები ფლეი-ოფში გავიდა,სადაც ფრანგებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდელთა გუნდის შემადგენლობაში იყვნენ მარკ ოვერმარსი,ფილიპ კოკუ,ედგარ დავიდსი,ფრანკ დე ბური,როლანდ დე ბური,პატრიკ კლუვერტი მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებს შეხვდა.ეს იყო 1978 წლის სარევანშო მატჩი.ძირითადი დროის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე არგენტინელი არიელ ორტეგა სიმულაციისთვის მოედნიდან მიაბრძანეს,ჰოლანდიელებმა კი ამით ისარგებლეს და 89-ე წუთზე გოლი დენის ბერგკამპმა გაიტანა.ნახევარფინალში ჰოლანდიის ნაკრების მეტოქე ბრაზილია იყო.ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.ჰოლანდიელები ახლა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდნენ-2:1. ჰოლანდია 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი იყო ბელგიასთან ერთად და ტურნირის ფავორიტადაც მიიჩნეოდა,მათ ჯგუფურ ეტაპზე ყველა მეტოქეს მოუგეს,მათ შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს,მეოთხედფინალში იუგოსლავიას გადაეყარნენ და 6:1 დაამარცხეს.პატრიკ კლუვერტმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა.ნახევარფინალში იტალიასთან პენალტების სერიით დამარცხდა გუნდი-3:1.მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი ბევრი გააკრიტიკეს და თანამდებობიდა გაათავისუფლეს,მისი ადგილი ლუის ვან გაალმა დაიკავა.ნაკრებიდან გაუშვეს ასევე დენის ბერგკამპი,რომელმაც ჩემპიონატზე საერთოდ ვერ გაიტანა გოლი. 2002–2006 http://www.soccerstat.net/worldcup/images/squads/Netherlands.jpg ჰოლანდიის ნაკრები ვერ გავიდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რადგანაც გადამწყვეტ მატჩებში წააგო პორტუგალიასთან და ირლანდიასთან.მწვრთნელი ლუის ვან გაალი წარუმატებელი მწვრთნელობიდან გადადგა. ჰოლანდია ევროპის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა,სადაც მასპინძელ პორტუგალიასთან დამარცხდა.მწვრთნელი დიკ ადვოკაატი გააკრიტიკეს ტაქტიკის და მოთამაშეთა ცვლილებების გამო და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.გუნდის ისეთი ვეტერანები,როგორებიც იყვნენ ფრანკ დე ბური,მისი ძმა როლანდ დე ბური,ედგარ დავიდსი,კლარენს ზეედორფი,მარკ ოვერმარსი,იააპ სტამი და პატრიკ კლუივერტი ან საერთოდ დაითხოვეს გუნდიდან ან მომავალ მსოფლიო თასზე არ წაყვანეს. ნიდერლანდის ეროვნული ნაკრები 2006 წელს გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდა.აქ მათი მეტოქეები იყვნენ არგენტინის,სერბია–ჩერნოგორიის და კოტ დ’ივუარის ნაკრებები.ნარინჯისფერებმა არგენტინასთან ქულები გაიყვეს,თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზეალბისელესტე გავიდა.ნახევარფინალში ჰოლანდიელები პორტუგალიელებს შეხვდნენ და 0:1 დათმეს.ეს მატჩი გამორჩეული იყო მსოლფიო ჩემპიონატების ისტორიაში იმით,რომ 16 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები,აქედან 4 წითელი.პრესამ ამ მატჩს ნიურნბერგის ბრძოლა უწოდა.მიუხედავად საკადრო პოლიტიკისა და შემტევ ფეხბურთელთა ნაკლებობის გამო მის გარშემო ატეხილი კრიტიკის ქარცეცხლისა,მარკო ვან ბასტენს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს,რაზედაც მარკომ თანხმობა განაცხადა. ლეგენდები იოჰან კრუიფი http://cl.theoffside.com/files/2008/04/cruyff-14-holland.jpg ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს, ქალაქ ამსტერდამში. კრუიფის ცხოვრება თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა ამსტერდამის აიაქსს. მას მამა გარდაეცვალა ადრეულ ასაკში, ხოლო დედამისი მუშაობდა დამლაგებლად სტადიონზე. შესაბამისად პატარა იოჰანი სისტემატიურად ესწრებოდა გუნდის ვარჯიშებს და თავიდანვე მიზნად დაისახა ამ დიდ კლუბში მოხვედრა. როდესაც კრუიფი გახდა 12 წლის, დედამისის თხოვნით გუნდის მწვრთნელებმა იოჰანი აიყვანეს აიაქსის სკოლაში. ოთხი წლის შემდეგ, 1963 წელს მას გაუფორმეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი და იოჰანი ჩაირიცხა ამსტერდამის აიაქსში, ხოლო 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი ძირითად გუნდში. სულ მალე გამოაშკარავდა, რომ იოჰანი არა მხოლოდ მშვენივრად ჯდებოდა რინუს მიხელსის ტაქტიკურ კონცეფციებში, არამედ მშვენივრად შეეძლო თამაშის გაძღოლა და პატარა ასაკში უკვე აეღო ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე. მსუბუქი და გრაციოზული კრუიფი სისტემაიურად მანევრირებდა მოედანზე. მისი სისტემატიური, მოულოდნელი გადაადგილებები მინდორზე უმაღლეს სისწრაფეებზე უდიდეს თავსატეხს უჩენდა მოწინააღმდეგეს. სწორედ ამ პერიოდში მიიღო მან მეტსახელი „მფრინავი ჰოლანდიელი“. იგი ბრწყინვალე იყო როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშში. იოჰანს ჰქონდა ფილიგრანულ ტექნიკა, იდეალურ პასის კულტურა და უზუსტესი დარტყმები. თვითონ კრუიფი თავის ამგვარ თამაშს შედეგნაირად ხსნიდა: „თანამედროვე ფეხბურთი, თავისი არსით არის განუწყვეტელი მოძრრაობა. მას შემდეგ, რაც ბურთს გამოეთხოვები, სწრაფად უნდა დასვა მოწინააღდეგის წინაშე გადაუჭრელი ამოცანები, შენი განუწყვეტელი მოძრაობით მინდორზე. უნდა მიიპყრო მეკარის და მცველების ყურადღება შენივე მანევრირებით, რაც ყოველთვის გამოიწვევს მოწინააღმდეგე გუნდში ქაოსსა და დაბნეულობას. ერთი სიტყვით, აგრძნობინე რომ შენ მართავ თამაშს და აიძულე აღიარონ შენი ავტორიტეტი.“ კრუიფს ჰქონდა ბრწყინვალე სიჩქარე – 30 მეტრს ადგილიდან გარბოდა 3,8 წამში. მას შეეძლო ესეთი სიჩქარე ჩაერთო ნებისმიერ მომენტში, მაგრამ აგრეთვე ძალუძდა მომენტალური გაჩერება. მაქსიმალურ აჩქარებაზე იოჰანი იცვლიდა სირბილის მიმართულებას. მისი უბურთო თამაშიც აღფრთოვანებაში მოყავდა მაყურებელს. მიუხედავად კრუიფის არც თუ დიდი წონისა, იგი მყარად იდგა ფეხზე და მისთვის ბურთის ართმევა იყო ზერთული ამოცანა, იოჰანი კორპუსით ბურთს ფარავდა იდეალურად და სწრაფი მიმართულების შეცვლით თავბრუს ახვევდა მცველებს. პასის მიღების დროს კრუიფს შეეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება: ბურთის დამუშავება, სწრაფი დრიბლინგის წამოწყება, ფეხის ერთი შეხებით მიღებული ბურთისთვის მიმართულების შეცვლა და შეტევის აბსოლუტურად სხვა მიმართულებით განვითარება. განუწყვეტელი მუშაობით საკუთარ თავზე, იოჰანი ნელ – ნელა ყალიბდებოდა მსოფლიოს ერთ – ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. იმ დროისთვის ამსტერდამის აიაქსი რინუს მიხელსის ხელმძღვანელობითა და იოჰან კრუიფის მეთაურობით ნელ – ნელა დაეუფლა მოწინავე პოზიციებს შიდა პირველობაზე და 70 – იანი წლების დასაწყისში უკვე დადგა დრო ევროპის დაპყრობისა. აიაქსმა თავისი პირველი ჩემპიონთა თასი მოიგო 1971 წელს დაამარცხა რა ფინალში ბერძნული პანათინაიკოსი. მსოფლიომ აღიარა ეს გუნდი, მისი უცვლელი ლიდერი იოჰან კრუიფი და პირველმა ჰოლანდიელმა მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი წოდება. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი ტოტალური ფეხბურთის ტრიუმფალური სვლის. შემდეგ წელს აიაქსმა კვლავ მოიგო ჩემპიონთა თასი. ამჯერად მისი მსხვერპლი აღმოჩნდა იტალიის ინტერი. ჰოლანდიელებმა მოიგეს 2:0. ორივე გოლი იოჰანმა გაიტანა. 1973 წელს აიაქსმა უკვე შტეფან კოვაჩის ხელმძღვანელობით მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი. მათ ამჯერადაც იტალიური გუნდი დაამარცხეს (ტურინის იუვენტუსი). 1973 და 1974 წლებში კრუიფმა კვლავ მოიპოვა ოქროს ბურთი და შეიქმნა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სამჯერ შეძლო France Football – ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს დასაკუთრება. ყველანი კარგად ათვიცნობიერებდნენ, რომ ევროპის მასშტაბით ღარიბი ამსტერდამის აიაქსი ვერ შეძლებდა ამხელა კალიბრის ვარსკვლავის დიდი ხნით გაჩერებას გუნდში და ასეც მოხდა: 1973 წელს იოჰან კრუიფი გადავიდა კატალონიურ ბარსელონაში, რომელსაც სპორტული თვალსაზრისით არც თუ ისე ულხინდა იმ პერიოდში, თუმცა 1973 – 1974 წლების სეზონში „მფრინავი ჰოლანდიელის“ ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბარსელონა გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხოლო კრუიფი ბოლოჯერ დაეუფლა ოქროს ბურთს. საერთაშორისო ასპარეზზე იოჰანის დებიუტი შედგა ცხრამეტი წლის ასაკში და ის პირველივე მატჩში გამოირჩა გატანილი გოლით. ჰოლანდიის ნაკრებში, ისევე როგორც აიაქსში და ბარსელონაში იოჰანი ყოველთვის იყო ნომერ პირველი ფიგურა. საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატებების პარალელურად მომწიფდა დრო, რომ ჰოლანდიურ ფეხბურთს გაებრწყინა მსოფლიო პირველობაზე. 1974 წელს რინუს მიხელსის ტოტალური ფეხბურთი მთელი თავისი ბწრყინვალებით წარსდგა მსოფლიოს წინაშე. მიზანი იყო ერთადერთი – მსოფლიო ჩემპიონობა. ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩამოიტოვა ურუგვაის (2:0), ბულგარეთის (4:1) და შვედეთი ნაკრებები (0:0) და გავიდა შედმგომ ეტაპზე, რომელიც ასევე შედგებოდა ჯგუფებისგან. ჰოლანდიის ჯგუფში მოხვდნენ ბრაზილია, არგენტინა და გდრ. ჰოლანდიურმა გუნდმა გადაურბინა სამხრეთ ამერიკულ გრანდებს: არგენტინა (4:0), ბრაზილია (2:0) და გდრ (2:0). იოჰან კრუიფმა ითამაშა ბრწყინვალედ. მას გაჰქონდა გოლები, არიგებდა საგოლე გადაცემებს და უკვე ითვლებოდა ჩემპიონატის უპირობო საუკეთესო ფეხბურთელად. და დადგა ფინალური ორთაბრძოლის დროც, სადაც ფეხბურთის სპეციალისტები, მწვრთნელები, სპორტული ჟურნალისტები უდავო ფავორტად მიიჩნებდა ჰოლანდიის ნაკრებს…. ჰოლანდიის ნაკრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუჩნდა უამრავი ქომაგი, იოჰან კრუიფი უკვე აღიქმებოდა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო რინუს მიხელსის სახელის და გვარის წინ ყველა ამატებდა ერთ სიტყვას „დიდი“. თუმცა უკვე მერამდენედ საფეხბურთო პროგნოზები დადგა თავდაყირა! თამაშის პირველივე წუთებზე იოჰან კრუიფმა განახორციელა ბრწყინვალე დრიბლინგი და იონესმა იგი დასცა საჯარიმოში. იოჰან ნეესკენსმა გაიტანა თერთმეტმეტრიანი……. პირველი ტაიმის ბოლოს ჰოლანდია აგებდა 1:2 – ს. ფორტუნამ ჰოლანდიას ზურგი აქცია. მიუხედავად უამრავი მცდელობისა მეორე ტაიმში თამაშში ანგარიში არ შეცვლილა და ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი გუნდი, ყველაზე დიდი ფეხბურთელი და ყველაზე დიდი მწვრთნელი დარჩნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე. ჰოლანდიის ნაკრები 4 წლის შემდეგაც გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თუმცა უკვე იოჰან კრუიფისა და რინუს მიხელსის გარეშე. „მფრინავმა ჰოლანდიელმა“ გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა 1977 წელს. მიუხედავად დიდი თხოვნებისა, მან ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 31 წლის ასაკში იოჰანი წავიდა ბარსელონადანაც და გადაბარგდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თამაშობდა ლოს ანჟელეს აცტეკში და ვაშინგტონ დიპლომატსში. თუმცა აშშ – ში ევროპული ფეხბურთის აყვავების მცდელობა კრახით დასრულდა და 1981 წელს „მფრინავი ჰოლანდიელი“ დაბრუნდა ესპანეთში, სადაც გამოდიოდა ლევანტეს შემადგენლობაში. კარიერის ბოლო წლები კრუიფმა გაატარა ჰოლანდიაში. 1981 – 1983 წლებში ის თამაშობდა ამსტერდამის აიაქსში, ხოლო 1983 – 1984 წლების სეზონი ყველასათვის მოულოდნელად ითამაშა როტერდამის ფეინოორდში. კრუიფის ეს ნაბიჯი აღიქმებოდა ერთგვარად, როგორც სკანდალური, თუმცა იოჰანის ავტორიტეტმა დარჩრდილა ყველა უარყოფითი ემოცია, რაც ამ ნაბიჯმა გამოიწვია. 1986 წლიდან იოჰან კრუიფის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ერა – კრუიფი მწვრთნელი. 1986 – 1988 წლებში მას ჩააბარეს მშობლიური აიაქსი, რომელშიც ფეხს იდგამდნენ მომავალი მეგა ვარსკვლავები მარკო ვან ბასტენის მეთაურობით. გუნდში მისვლიდან ერთი წლის თავზე კრუიფმა მოიგო თასების მფლობელთა თასი და 1988 წელს დაუბრუნდა კატალონიურ ბარსელონას, სადაც ის უკვე იყო ლეგენდარული ფეხბურთელი და მომავალში უნდა გამხდარიყო ლეგენდარული მწვრთნელი. როგორც ფეხბურთელის რანგში მისვლისას, ასევე ახლაც ბარსას არ ულხინდა. გუნდი ყურყუტებდა ცხრილის შუაში და ძალზედ არასტაბილურად თამაშობდა. თუმცა სულ მცირე პერიოდში კრუიფმა მოახერხა და პერმანენტულად შექმნა მსოფლიო გრანდი. მისვლიდან ერთი წლის თავზე გუნდმა მოიგო თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა. ამ პერიოდში იოჰანმა ოთხჯერ გახადა გუნდი ესპანეთი ჩემპიონი და მოიგო ქვეყნის თასი. 1996 წელს იოჰან კრუიფი წავიდა ფეხბურთიდან. მიუხედავად უამრავი წინადადებისა დღემდე ის უარით ისტუმრებს ყველას და არჩევანს აკეთებს მშვიდ ცხოვრებაზე. თუმცა იოჰანი ყოველთვის აღფრთოვანებით ეხმაურება ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის აიაქსის, ბარსელონას ყველა წარმატებას და მძიმედ განიცდის მისი საყვარელი გუნდების წარუმატებლობას. მისი გავლენა მსოფლიო ფეხბურთზე ჯერაც ძალიან დიდია… ტიტულები ჰოლანდიის ჩემპიონი 1965/1966, 1966/1967, 1967/1968, 1969/1970 1971/1972, 1972/1973, 1981/1982, 1982/1983(„აიაქსი“). ჰოლანდიის ჩემპიონი 1983/1984(„ფეინოორდი“). ჰოლანდიის თასის მფლობელი 1966/1967, 1969/1970, 1970/1971, 1971/1972, 1982/1983(„აიაქსი“)., 1983/1984(„ფეინოორდი“). ჩემპიონთა თასის მფოლბელი 1970/1971, 1971/1972, 1972/1973(„აიაქსი“). ევროპის სუპერთასის მფლობელი 1972(„აიაქსი“). საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი 1972(„აიაქსი“). ესპანეთი ჩემპიონი 1973/1974 („ბარსელონა“). ესპანეთის თასის მფლობელი 1977/1978 („ბარსელონა“). 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი. პირადი ჯილდოები ევროპის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი პელეს შემდეგ. ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი (1971, 1973, 1974). ჰოლანდიის ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1966/1967, 1967/1968, 1968/1969, 1970/1971, 1983/1984). ჰოლანდიის ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდიდი (1971/1972 – 25 გოლი, 1966/1967 – 33 გოლი). ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ნარინჯისფერი ორდენის მფოლები. ტიტულები მწვრთნელის რანგში ჰოლანდიის თასის ორგზის მფლობელი 1985/1986, 1986/1987(„აიაქსი“). ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი 1990/1991, 1991/1992, 1992/1993, 1993/1994(„ბარსელონა“). ესპანეთის თასის მფლობელი 1989/1990(„ბარსელონა“). თასების მფლობელთა თასის ორგზის მფლობელი 1986/1987(„აიაქსი“), 1988/1989(„ბარსელონა“). ჩემპიონთა თასის მფლობელი 1991/1992(„ბარსელონა“). ევროპის სუპერთასის მფლობელი 1992(„ბარსელონა“). მარკო ვან ბასტენი http://retrosport.files.wordpress.com/2009/11/marco-van-basten.jpg მარკო ვან ბასტენი დაიბადა 1964 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ უტრეხში, ჰოლანდია. მამა 50-იანი წლების ცნობილი ფეხბურთელი იყო, დედა კი ტანმოვარჯიშე. მარკოს ძალიან უყვარდა ბურთის თამაში. უკვე 5 წლის ასაკში იგი თავისზე უფროსებს ეთამაშებოდა ხოლმე. მისი პირველი მასწავლებელი მამა იყო. 13 წლისა იგი თამაშობდა “ელსნვილში”, სადაც ყურადღება მიაქცია ყველასათვის ცნობილმა სპეციალისტმა ლეო ბენჰაკერმა, რომელიც იმ პერიოდში ახალგაზრდულ გუნდს “ფეინოორდს” ავარჯიშებდა. მარკო ისეთ ასაკში იყო, როდესაც მშობლები წყვეტდნენ მის ბედს. მამამ უარი განაცხადა მარკოს ფეინოორდში გადასვლაზე, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მარკო ჯერ პატარა იყო იმისათვის რომ დამოუკიდებლად ეცხოვრა უცხო ქალაქში. მარკოს კი უთხრა:”შენ გახდები დიდი ფეხბურთელი, როცა “აიაქსში” ითამაშებო”. როცა მარკო 14 წლის გახდა, ექიმმა უთხრა, თუ არ გსურს 20 წლის ასაკში ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვო, ფეხბურთს თავი უნდა დაანებოო, ან ითამაშო კვირაში ერთხელ, დიდ ფეხბურთელობაზე კი ოცნებაც ზედმეტიაო. ამ საუბარს მამაც ესწრებოდა, როდესაც საავადმყოფოდან გამოვიდნენ, მამამ უთხრა:”მოდი დავივიწყოთ ეს დღე, თითქოს შენთვის არავის არაფერი უთქვამს. შენ გახდები დიდი ფეხბურთელი”. მარკომ მამას დაუჯერა და არა ექიმს, და სწორადაც მოიქცა. 1982 წელს მარკო ვან ბასტენი “აიაქსის” რიგებში ჩაირიცხა.3 აპრილს კი პირველი თამაში ითამაშა, მან 35 წლის კრუიფი შეცვალა, თამაშის მეორე ნახევარში და გოლიც გაიტანა. თამაშის ბოლოს კრუიფმა უთხრა, შენ თუ ასე გააგრძელებ შორს წახვალო. 20 თამაში ითამაშა ვან ბასტენმა კრუიფის გვერდით და ეს მისთვის ყველაზე დიდი სკოლა იყო. უკვე 1984 წლის ჩემპიონატში მან 26 გოლი გაიტანა და “ვერცხლის ბუცის” მფლობელი გახდა, ხოლო 1985/86 წლის სეზონში კი 26 თამაშში 37 გოლი გაიტანა და “ოქროს ბუციც” მიიღო. 1987 წლიდან ვან ბასტენი მილანში გადავიდა, მილანთან ერთად მან უამრავი პრიზი მოიგო. მისი მიღწევებია: ევროპის ჩემპიონი-1988 წელი ჩემპიონთა თასის მფლობელი-1989; 1990 წლები სუპერთასი -1989; 1990 წლები კონტინენტთაშორისი თასი -1989; 1990 წლები თასის მფლობელთა თასი 1987 წელი ჰოლანდიის ჩემპიონი: 1982; 1983; 1985 წლები იტალიის ჩემპიონი: 1988; 1992; 1993 წლები ჰოლანდიის თასის მფლობელი 1983; 1986; 1987 წლები იტალიის თასის მფლობელი 1988; 1992 წლები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით 1992 წელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით 1988; 1992 წლები ოქროს ბურთის მფლობელი- 1988; 1989; 1992 წლები ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი 1992 წელი ოქროს ბუცის მფლობელი 1986 წელი “Bravo”-ს თასის მფლობელი (საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი) 1987 წელი ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირი-1984; 1985; 1986;1987 წლები იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი- 1990; 1992 წლები ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი (5 გოლი) 1988 წელს. რუუდ გულიტი http://www.interestment.co.uk/wp-content/uploads/2009/03/gullit-380x296.jpg დაბადების თარიღი: 1 სექტემბერი, 1962 დაბადების ადგილი: ამსტერდამი, ჰოლანდია სიმაღლე: 186 სანტიმეტრი პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი საკლუბო სტატისტიკა კლუბი წლები მატჩი გოლი ჰაარლემი 1979–1982 91 32 ფეიენოორდი 1982-1985 85 31 პსვ 1985-1987 68 46 მილანი 1987–1993 117 35 სამპდორია 1993–1994 31 16 მილანი 1994 8 3 სამპდორია 1994-1995 22 9 ჩელსი 1995-1998 324 ინდივიდუალური სტატისტიკა: მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1987, 1989 ჰოლანდიის წლის საუკეთესო სპორტსმენი: 1987 ჰოლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1984, 1986 დენის ბერკამპი http://www.rankopedia.com/CandidatePix/3845.gif დაბადების თარიღი: 10 მაისი, 1969 დაბადების ადგილი: ამსტერდამი, ჰოლანდია სიმაღლე: 183 სმ პოზიცია: თავდამსხმელი საკლუბო სტატისტიკა: კლუბი წლები მატჩი გოლი აიაქსი 1986–1993 185 103 ინტერი 1993–1995 52 11 არსენალი 1995–2006 316 91 ინდივიდუალური სტატისტიკა: ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი: 1992, 1993 ჰოლანდიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 1990 View the full article
  2. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ფერნანდო ტორესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეუძლია, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა... ნახევარფინალური ეტაპის დასაძლევად, "გერმანული მანქანის" შეჩერებაა საჭირო, რომელსაც ორი უდავო ფავორიტი ემსხვერპლა. იხილეთ fanebi.com
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/avaria03-150x131.jpgნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. “სუბარუს” მარკის ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამანი იმყოფებოდა მათგან მხოლოდ ერთი 20 წლის ფოლად სულეიმანოვი გადარჩა. იხილეთ epn.ge
  4. 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. ზოგადი უნარები ერთ-ერთი სავალდებულო გამოცდაა,… ლინკი მედიანიუსზე
  5. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემონტებულ მე-11 (ბიოლოგების) კორპუსს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი… ლინკი მედიანიუსზე
  6. დღეს შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის 24-ე კონფერენცია გაიხსნება. მის მუშაობაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო… ლინკი მედიანიუსზე
  7. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა – „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებები“ იწყება. საზაფხულო სკოლის მონაწილეები არიან… ლინკი მედიანიუსზე
  8. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამ წუთებში თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში მივიდა, სადაც დაგეგმილია მისი პირველი შეხვედრა ლიდერ ქალებთან. ბიბლიოთეკაში, ჯერჯერობით, არ გამოჩენილა ნინო ბურჯანაძე. ჰილარი კლინტონს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11.40 წუთზე ჩამოფრინდა, აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მისი მოადგილე გიგა ბოკერია, საქართველოს ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დახვდნენ. ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალებთან შეხვედრის შემდეგ ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდება. სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” კი დაგეგმილია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძესთან. ბიბლიოთეკაში შეხვედრაზე მიწვეულნი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერი ქალები. ცნობილი არ არის, მიიწვიეს თუ არა ამ შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძე, თუმცა იგი ბიბლიოთეკაში არ გამოჩენილა. ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში 18.00 საათზე დასრულდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. საეკლესიო კალენდარი სამშაბათი მოწამისა აღრიპინასი (253-260); მოწამეთა: ვესტოქისა, გაიოზისა, პროვოსი, ლოლისა, ურბანისა და სხვათა (IV); ვლადიმირის ღმრთისმშობლის… ლინკი მედიანიუსზე
  10. http://b.pix.ge/w/zis6t.jpg“ტორესს უნდა პრემიერლიგაში თამაში, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ ეს “ლივერპული” იქნება.” – ასეთი განცხადება გაკეთა ესპანელის აგენტმა – ჯოზე ანტონიო მარტინმა. ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ ის მოხარულია როი ჰოჯსონის დანიშვნით. თუმცა იმ საღამოს აგენტმა დასძინა, რომ შესაძლებელია მან სხვა კლუბში გააგრძელოს ასპარეზობა. თავად ტორესი არ გასაუბრებია როის: “მე წინ ძალიან მნიშვნელოვანი კვირა მაქვს”. ნახევარ-ფინალი გერმანიასთან წინააღმდეგ. აგენტი Daily Mail -თან ინტერვიუში: “ჩვენ ვმუშაობთ მის მომავალზე, მაგრამ ახლა ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ დარჩება ინგლისში”. მისით დაინტერესებულია “მან. სიტი”, “ჩელსი” და “ბარსელონა”. წყარო: guardian.co.uk ვრცელი ინტერვიუ ფერნანდო ტორესთან “ამ წუთისთვის ჩემი მომავალი არის აქ, სამხრეთ აფრიკაში. სხვა ვერაფერზე ვერ ვიფიქრებ.” – განაცხადა ელ ნინიომ. ფერნანდოს როი ჰოჯსონზე სიტყვაც არ ჰქონდა დაძრული პრესასთან ინეტრვიუში, რადგან ეს მხოლოდ ახლახანს მოხერხდა. “ის შესანიშნავი იყო “ფულემისთვის” და დარწმუნებული ვარ უკეთესი იქნება “ლივერპულისთვის”. “სწორედ ის შეესაბამება ახლა “ლივერპულს”, დაიწყოს ხელახალი ძლიერი მუშაობა.” მან ასევე ისაუბრა გერმანიისა და ინგლისის მატჩზე და ზოგადად ამ გუნდებზე. “ჩემთვის გერმანიის ასეთი მატჩები სიურპრიზი არ ყოფილა. მე დიდი ფანი ვარ გერმანული ფეხბურთის და ყველა ფეხბურთელი ვიცი. ისინი მუდამ ნახევაფინალში ან ფინალში არიან.” “ჩემთვის ეს ტურნირი ძალიან რთულია, რადგან პრობლემები მაქვს ფიტნესთან, თუმცა დღითიდღე ვაუმჯობესებ ფორმას.” წყარო: belfasttelegraph.co.uk View the full article
  11. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი აშქელონის"ჰაპოელში" ჩაირიცხა. იხილეთ fanebi.com
  12. რინო გატუზოს აგენტმა ანდრეა დამიკომ განაცხადა რომ გატუზო არსად არ მიდის. იხილეთ fanebi.com
  13. http://sana.ge/admin/upload/475.jpg ლადო ბურდული ბაქოშია.იგი აფგილობრივ "ნეფთჩიში" გადის სინჯებს.გუშინ ლადომ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა თურქული "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ. ჩვენ დავუკავშირდით ლადოს ბაქოში და ორიოდე სიტყვით ვთხოვეთ მოეყოლა დეტალების შესახებ. სრულად იხილეთ
  14. http://sana.ge/admin/upload/475.jpg ლადო ბურდული ბაქოშია.იგი აფგილობრივ "ნეფთჩიში" გადის სინჯებს.გუშინ ლადომ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა თურქული "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ. ჩვენ დავუკავშირდით ლადოს ბაქოში და ორიოდე სიტყვით ვთხოვეთ მოეყოლა დეტალების შესახებ. სრულად იხილეთ
  15. გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმის ახალი დირექტორის, ლაშა ბაქრაძის სურვილია გამოაცოცხლოს და თბილისის ცენტრში კულტურულ ცენტრად აქციოს ეს დაწესებულება. მუზეუმის გააქტიურებას ისახავს მიზნად გამოფენების ციკლიც, რომელიც ლაშა ბაქრაძეს კურატორ მაგდა გურულთან ერთად აქვს ჩაფიქრებული და რომლის პირველი მცდელობა ლიტერატურის მუზეუმში გასულ კვირას განხორციელდა. /get_img?NrArticle=1879&NrImage=2 ნინო გოგუას ფოტო ქართველ მწერალთა და მხატვართა საერთო ნამუშევრები მაყურებელმა ინტერდისციპლინარული გამოფენის „სიტყვები“ ფარგლებში ნახა. „ეს გარკვეულწილად სიახლეა ჩვენს ქვეყანაში, თორემ უცხოეთში ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია“, - თვლის მუზეუმის დირექტორი. ალექს ჩიღვინაძე და ბესა ქართლელიშვილი, შოთა გაგარინი და თემო ჯავახიშვილი, გიორგი კეკელიძე და მამუკა ჯაფარიძე, ვატო წერეთელი და ანთეა ნიკოლსონი, დავით ჩიხლაძე, გურამ წიბახაშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ლალოსელი, მულტიმედია არტ-ჯგუფი „სტიგმატი“ - მხატვრებისა და მწერლების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ერთობლივი პროექტები შესთავაზეს მაყურებელს. საქმეში თანამედროვე ხელოვნების ყველა მთავარი ატრიბუტი იყო ჩართული: პერფორმანსი, ინსტალაცია, ობიექტები და ვიდეო-არტი. ქართულ სახელოვნებო ცხოვრებაში არც თუ ისე ხშირად ხდება, როცა გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. მით უმეტეს, როცა საქმე თანამედროვე ხელოვნებას ეხება. მაგრამ ლიტერატურის მუზეუმში სწორედ ასე იყო - ექსპოზიციებს, რომლებმაც სივრცეები დერეფნებისა და შიდა ეზოს ჩათვლით მოიცვეს, ბევრი მნახველი ეწვია. დამთვალიერებლის ასეთი რაოდენობით მოზღვავება ლიტერატურის მუზეუმს ალბათ, დიდი ხანია არ ახსოვს. მწერლებმა და მხატვრებმა არა მხოლოდ საკუთარი ნამუშევრებით დაიპყრეს დაწესებულება, არამედ მასალად მუზეუმში ოდითგანვე არსებული ობიექტებიც გამოიყენეს. მაგალითად, შიდა ეზოში კედლის ჩაყოლებაზე მოთავსებული კლასიკოსი მწერლების ბიუსტები თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი წარწერებით და ვიზუალური მასალით შეამკეს. ტიციან ტაბიძის გვერდით დადაისტური მანიფესტი აღმოჩნდა, სადაც ტაბიძის სიტყვები „თქვენ ყველას ოყნა გინდათ, თქვენი დედა ##################“ გამუქებული სახით, ორჯერ მეორდებოდა. გამოფენის გახსნიდან რამდენიმე წუთში წარწერა სადღაც გაქრა, უფრო სწორად, კედელს მხოლოდ უტექსტო ნაგლეჯი შემორჩა - საქართველოში ცხონებული გურამ შარაძის საყვარელ საქმეს მაყურებლები დღესაც პირნათლად ასრულებენ. უცნაურია, მაგრამ ერთ-ერთი ბიუსტის გვერდით გამოკრული გოგოების ფოტოები, რომლებიც საკუთარ სხეულს სთავაზობენ ინტერნეტმომხმარებელს, ხელუხლებელი დარჩა. სავარაუდოდ, ლიტერატურის, სიტყვის მუზეუმში გამოსახულების ეფექტი სიტყვების სიმბოლურურ ძალაზე ნაკლებად მძლავრი აღმოჩნდა და მაყურებელმა მომღიმარი გოგოების გამომწვევი პოზები ამიტომაც დაინდო. ლიტერატორთა უფროს თაობასთან შეთამაშების მცდელობა სხვა კომპოზიციებშიც გამოჩნდა. მაგალითად, შოთა გაგარინისა და ალექს ჩიღვინაძის ე.წ. დაჭრის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარში სახელწოდებით „გადაიღე ფოტო ლექსთან“. ატრაქციონი, რომელიც ნამუშევრის წინ გაიმართა მაყურებელს ლექსთან ფოტოს გადაღებისკენ და თავად ლექსის ატრაქციონად ქცევისკენ მოუწოდებდა. ის, რაც კომპოზიციას დასრულებულ სახეს აძლევდა, ქმედებაში დამთვალიერებლის ჩართვა იყო. „შევედით არქივში, ავიღეთ ერის მამების ხელნაწერები, დავჭერით, ბარბაროსულად გავანადგურეთ და ავაწყეთ ახალი ლექსი. კონცეფციაშიც არის განმარტებული, რომ ყველა ლექსზე ძვირფასი და ყველა წიგნზე ძვირფასი ადამიანისთვის თავისი ცხოვრებაა ანუ ყველაზე ძვირფასი წიგნი მისთვის ფოტოალბომია“, - ყვება ერთ-ერთი ავტორი, შოთა გაგარინი. პოეტის აზრით ნამუშევარი ერთგვარი მინიშნებაა იმაზეც, რომ ახალი კონსტრუქცია ყოველთვის ძველის ნანგრევებზე უნდა აშენდეს და, რომ „სანამ ძველი გრანდების ჰეგემონია არ დაინგრევა, მანამდე ახალს პრასვეტი არ აქვს“. „სიტყვების“ კურატორის, მაგდა გურულის თქმით, საგამოფენო სივრცის ტექსტუალიზაციის მიზანი დისციპლინებს შორის საზღვრების წაშლა იყო. „სიტყვა ისეთი რამეა, რასაც მწერალიც იყენებს და მხატვარიც, როდესაც ტექსტუალურ ნამუშევრებს აკეთებს ან კონცეფციებს წერს“, - ამბობს მაგდა გურული. სიტყვები ზეპირი და წერილობითი სახით მივიდნენ მაყურებლამდე. პოეტ გიორგი კეკელიძის და მხატვარ მამუკა ჯაფარიძის პრეზენტაცია ვიდეო-არტის და პერფორმანსის ელემენტების შერწყმით მოხდა: ერთობლივად გადაღებული რგოლის „კოვზის ძილისპირულის“ ფონზე გიორგი კეკელიძემ თავისი ლექსი წაიკითხა. პოეტი იხსენებს, რომ პირველი, უნებლიე პერფორმანსი ლისის ტბაზე, ვიდეოს გადაღების დროს მოეწყო, როცა თევზის საჭერად ტბაში გასული მეთევზეები გაკვირვებას არ მალავდნენ ორი ზრდასრული, კოვზმომარჯვებული მამაკაცის საქციელზე. სამი წუთის განმავლობაში კედელზე პროეცირებული აყირავებული ვიდეოგამოსახულება, სადაც ერთადერთი მოქმედება წყალში კოვზის მონოტონური მოსმაა და რომელსაც ამოუტრიალებლად მხოლოდ განრთხმულ მდგომარეობაში ნახავ, თავბრუს გახვევს და გარეტიანებს. ეს ვიდეო, ისევე, როგორც ბესა ქართლელიშვილის, ლალოსელისა და ალექს ჩიღვინაძის ინსტალაცია, სათაურით „ვიცი, დავბრუნდები“, სპეციალურად გემოფენისთვის შეიქმნა. ჭერიდან წვიმასავით ჩამოშვებული ტუალეტის ქაღალდების ცენტრში ახორხლილი ჟურნალ-გაზეთების დასტა და მთელს ინსტალაციაზე ვიდეო პროექციით მორბენალი ხვლიკები სიტყვის მნიშვნელობის შეძენისა და დაკარგვის, ქაღალდის როგორც მედიუმის გაქრობისა და გადამუშავების პროცესის გააზრებისკენ უბიძგებდა დამთვალიერებელს. თუმცა, ავტორები ინსტალაციის განსხვავებულ ინტერპრეტაციებზე საუბრობდნენ. „ქაღალდი, რომელზეც სიტყვა აღარ არის, პოტენციური ტუალეტის ქაღალდია. ხვლიკები, რომლებიც ზედ დარბიან, გადარჩენის სიმბოლოა. გაზეთები და ტუალეტის ქაღალდები: newspaper და toilet paper - სად გადის ზღვარი?“, - სვამს კითხვას ბესა ქართლელიშვილი. ინსტალაციის მეორე ავტორი, ალექს ჩიღვინაძე კი ევოლუციის თეორიაზე ამახვილებს ყურადღებას და ხვლიკს ამ შემთხვევაში სიტყვის სიმბოლოდ მოიაზრებს, ქაღალდს კი - როგორც სიტყვის გადარჩენის ერთ-ერთ, ციფრულ ეპოქაში უკვე ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორს. ინტერდისციპლინარული უორქშოფ-გამოფენის ფარგლებშივე მოეწყო ახალგაზრდა ამერიკელი პოეტის, ალექსანდრა ზელმან-დორინგის პოეზიის საღამოც, სადაც ავტორმა თავისი ლექსები გააცნო ადგილობრივ აუდიტორიას. გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ინტერდისციპლინარული ნამუშევრების მაყურებლისთვის წარდგენას მომავალშიც აპირებენ. შეიძლება ითქვას, რომ 600 ლარიანი პროექტის განხორციელებით, ლიტერატურის მუზეუმი მკვდრეთით აღსდგა და საპრეზენტაციო ფუნქცია დაიბრუნა. რაც მთავარია, სითამამის, თავისუფლებისა და ჰეფენინგის მომენტალურობის ხიბლის შეთავაზებით მან დამთვალიერებელიც ეიფორიულ ტალღაზე დააყენა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg დევიდ კროუფორდი ორგანიზებულ დამნაშავეთა წრეს მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით საპროტესტო აქციების დაფინანსებაში ადანაშაულებენ; ითქვა, რომ ყოფილი მინისტრი ამაში 1 მილიონ დოლარს იხდიდა ბერლინი – ავსტრიის პოლიცია იმ მტკიცებულებებს იძიებს, რომელთა თანახმად ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც ოპერაციებს მთელს ევროპაში ატარებდა, საქართველოში შარშან საპროტესტო აქციებს აფინანსებდა. ამ აქციების მიზანი ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამხობა იყო. 2010 წლის დასაწყისში ვენის პოლიციის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც The Wall Street Journal–მაც მიმოიხილა, დანაშაულში ბრალდებული ორგანიზაცია საქართველოში ფუნქციონირებს და ფინანსდება პირველ რიგში დასავლეთ ევროპაში ქურდობის, შანტაჟისა და ფულის გათეთრების საშუალებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ფულს აგროვებდა, რომელსაც 2009 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციების დაფინანსებისთვის იყენებდნენ. 2009 წლის აპრილში, ოპოზიციონერმა დემონსტრანტებმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში საპროტესტო აქციები გამართეს, რომლებიც პერმანენტულ ხასიათს ატარებდა და მათში ათობით ათასი ადამიანი მონაწილობდა. დასკვნაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, მიაჩნიათ თუ არა გამომძიებლებს, რომ ეს სწორედ ის აქციები იყო, რომელსაც მათ მიერ დადანაშაულებული ჯგუფი გეგმავდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯგუფს სააკაშვილის მთავრობის დამხობით სურდა „კორუფციითა და დაშინებით საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე გავლენის მოპოვება და სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლება“ ამ ქვეყანაში. თბილისის 2009 წლის საპროტესტო ქციებმა მშვიდობიანად ჩაიარა და სააკაშვილმა განაცხადა, რომ დემონსტრაციებს დემოკრატია მოაქვს. დემოკრატიის განმტკიცება მომავალ კვირას საქართველოში ჩასული სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის დღის წესრიგშიც შედის. შარშანდელი საპროტესტო აქციები 2007 წლის დემონსტრაციებს არ გავდა, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც ქართულმა პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ხელკეტებით დაარბია. მაშინ აქციების დროს ქართველმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ სინამდვილეში გადატრიალება იგეგემებოდა, რომლის ორგანიზატორიც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყო. საქართველოს მთავრობამ ფარულად ჩაწერა პატარკაციშვილის თანაშემწე, რომელიც 2007 წლის გადატრიალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის გადაბირებას ცდილობდა. მაშინ ბატონმა პატარკაციშვილმა დაადასტურა, რომ ის 100 მილიონი დოლარის სახით ქრთამს ძალადობის თავიდან აცილებისთვის იხდიდა. პატარკაციშვილი 2008 წელს გარდაიცვალა. ავსტრიულ დოკუმენტში ბატონი პატარკაციშვილი ნახსენები არ არის და არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ მას და შარშან სავარაუდოდ დაგეგმილი გადატრიალების ორგანიზატორებს შორის რაიმე კავშირი არსებობდა. 2009 წლის აქციებთან დაკავშირებული გეგმები – პოლიციის უფრო დიდი 46 გვერდიანი დასკვნის ნაწილია, სადაც მოთხრობილია ჯგუფის აქტივობებზე და სადაც მოხსენიებულია „ქართული ორგანიზებული დანაშაულის ორგანიზაცია“. დოკუმენტი, რომელიც ბოლოდროინდელი, წლის ამბების დეტალებსაც მოიცავს და ნათქვამია, რომ ეყრდნობა სატელეფონო ჩანაწრებით მოპოვებულ ცნობებს, ამტკიცებს, რომ ჯგუფის ფესვები საქართველოშია, დევნილი ხელმძღვანელობა საბერძნეთში, ხოლო კუდები – ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში. ავსტრიის ფედერალური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ მარტში ევროპის მასშტაბით ჯგუფის უფრო ფართო საქმიანობის გამო პოლიციამ 48 ეჭვმიტანილი დააკავა. მისი კომენტარი დაპატიმრებებთან და ანგარიშთან დაკავშირებით ამით ამოიწურა. ავსტრიულ ანგარიშზე კომენტარს არც ვაშინგტონში საქართველოს საელჩო აკეთებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯგუფის ერთ–ერთი მოკავშირე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძეა, რომელმაც საქართველო დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა 1995 წელს მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ გიორგაძის წინააღმდეგ საქმე ტერორიზმის ბრალდებით აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა, ნათქვამია ანგარიშში. ბატონ გიორგაძეს, რომლიც ბრალდებებს უარყოფს, პარასკევს კომენტარისთვის ვერ დავუკავშირდით. პოლიციის დასკვნის თანახმად, შარშან, საქართველოში გადატრიალების ორგანიზებისთვის, ჯგუფის წევრებმა გიორგაძეს სავარაუდოდ დაახლოებით 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს. შემდეგ გიორგაძემ პოლიციის მხრიდან ძალადობის პროვოცირებისთვის დემონსტრაციების ორგანიზება მოახდინა. ეს იმ მღელვარების პრელუდია უნდა გამხდარიყო, რასაც სააკაშვილის მთავრობის დამხობა უნდა მოჰყოლოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გამომძიებლები სავარაუდო გადატრიალების მცდელობით დაინტერესებულები იმის გამო არიან, რომ 1 მილიონი დოლარი, რომელიც ქართული ორგანიზაციის სავარაუდო წევრმა რუდიკო გოგუაძემ შეაგროვა ვენის პრესტიჟულ უბანში ქართულ რესტორანს, „ტიფლის“ ფლობს. პოლიციის ანგარიშის თანახმად, გოგუაძემ სავარაუდოდ აიძულა ერთ–ერთი ქართველი ბიზნესმენი მისთვის რედისონის სასტუმრო „ივერიის“ აქციები ესესხებინა. ჯგუფმა ეს აქციები ერთ–ერთი ამოუცნობი თურქული ბანკიდან 1 მილიონი დოლარის კრედიტის გამოტანისთვის გირაოს სახით გამოიყენა. შემდეგ ამ ფულით ისინი დემონსტრაციებს აფინანსებდნენ, ნათქვამია დასკვნაში. როდესაც ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბატონი „მიტო“ (სახელი ასე ჟღერს სატელეფონო ჩანაწერებში) 2009 წლის სექტემბერში საკუთარი აქციების წილის დაბრუნება მოინდომა, მის წინააღმდეგ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრები თბილისში ვენიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან ჩაფრინდნენ, ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ შეკრებილმა განგსტერებმა ბიზნესმენს არაოფიციალური სასამართლო მოუწყვეს და ამ ერთი მილიონის კონფისკაცია „მიუსაჯეს“ იმის გამო, რომ მან განგსტერების კანონი დაარღვია, როდესაც საქმის პოლიციისთვის გადაცემით დაიმუქრა. სატელეფონო საუბარში, ვენაში რესტორნის მფლობელი გოგუაძე ბრალდებებს უარყოფს. მას არ უთქვამს ოფიციალურად ბრალი როდის წაუყენეს, მაგრამ განაცხადა, რომ პროცესს ავსტრიულ სასამართლოში სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს ელოდება. „აქ ყველაფერი ნელა ვითარდება, შესაძლოა ეს სექტებერში ან ოქტომბერში მოხდეს“, – თქვა მან მოახლოებული პროცესის შესახებ. მან უარყო სასტუმროს აქციების მიღებისა და თურქეთში კრედიტის გამოტანის ფაქტი. „არ ვიცი მან ეს რატომ თქვა“, – ამბობს გოგუაძე „მიტოზე“. მან უარყო ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის დასამხობად 1 მილიონი დოლარი გაიღო, მაგრამ სიცილით აღნიშნა: „ერთი მილიონი დოლარი ძალიან დიდი ფულია ისეთ ადამიანზე დახარჯვისთვის, რომელიც არ გიყვარს“. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...