planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/menteshashvili1_big.jpg ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზურაბ მენთეშაშვილმა ისრაელის მთავარი ლიგის გასული სეზონი თელ ავივის "ჰაპოელში" ჩაამთავრა. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამ ოქროში ჩვენებურის წვლილიცაა. სეზონის დასრულებასთან ერთად ზურას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. "ჰაპოელს" მენთეშაშვილის დათმობა არ უნდოდა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, თელავიველებმა ქართველს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივეს. მენთეშაშვილმა რუსეთს მიაშურა და სამარის "კრილიაში" ერთ საკონტროლო შეხვედრაში ("დიორი ეტოსთან" 0:1) პირველი ტაიმი ითამაშა. სამარელებს ჩვენებური მოეწონათ, მაგრამ ზურას ტრანსფერი ერთ-ერთი სლოვაკი ნახევარმცველის გამო გაიწელა. ამასობაში, მენთეშაშვილს ისრაელში უხმეს. უკვე გაცნობეთ, რომ მისით ორი ებრაული კლუბი იყო დაინტერესებული და ერთ-ერთი ქვედა ლიგიდან მთავარ დივიზიონში აღზევებული აშქელონის "ჰაპოელია". ჩვენებურმა სწორედ ამ კლუბთან გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი და სეზონისთვის უკვე ახალ გუნდთან ერთად ემზადება. ებრაულ კლუბში მყოფ სხვა ჩვენებურებზეც უნდა გაცნობოთ. ვიცე-ჩემპიონმა ჰაიფას "მაქაბიმ" ავსტრიაში, "ზალცბურგის თასის" გათამაშებაზე დასკვნითი მატჩი გამართა. ჰაიფელთა გუნდმა, რომლის თავკაც ელიშა ლევის თანაშეწმე გიორგი დარასელიაა, ვენის "აუსტრია" 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მხოლოდ ლადო დვალიშვილმა ითამაშა. "მაქაბიში" ტესტირებაზე მყოფი, თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია კი არ გამოჩენილა. ჰაიფელთაგან პირველი გოლი დვალიშვილმა გაიტანა - მან ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ჰაიფელები ეფექტური გოლით დააწინაურა. სხვათა შორის, ეს ლადოს ზედიზედ მეორე გოლია ბოლო ორ მატჩში. სრულად იხილეთ
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/menteshashvili1_big.jpg ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზურაბ მენთეშაშვილმა ისრაელის მთავარი ლიგის გასული სეზონი თელ ავივის "ჰაპოელში" ჩაამთავრა. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამ ოქროში ჩვენებურის წვლილიცაა. სეზონის დასრულებასთან ერთად ზურას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. "ჰაპოელს" მენთეშაშვილის დათმობა არ უნდოდა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, თელავიველებმა ქართველს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივეს. მენთეშაშვილმა რუსეთს მიაშურა და სამარის "კრილიაში" ერთ საკონტროლო შეხვედრაში ("დიორი ეტოსთან" 0:1) პირველი ტაიმი ითამაშა. სამარელებს ჩვენებური მოეწონათ, მაგრამ ზურას ტრანსფერი ერთ-ერთი სლოვაკი ნახევარმცველის გამო გაიწელა. ამასობაში, მენთეშაშვილს ისრაელში უხმეს. უკვე გაცნობეთ, რომ მისით ორი ებრაული კლუბი იყო დაინტერესებული და ერთ-ერთი ქვედა ლიგიდან მთავარ დივიზიონში აღზევებული აშქელონის "ჰაპოელია". ჩვენებურმა სწორედ ამ კლუბთან გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი და სეზონისთვის უკვე ახალ გუნდთან ერთად ემზადება. ებრაულ კლუბში მყოფ სხვა ჩვენებურებზეც უნდა გაცნობოთ. ვიცე-ჩემპიონმა ჰაიფას "მაქაბიმ" ავსტრიაში, "ზალცბურგის თასის" გათამაშებაზე დასკვნითი მატჩი გამართა. ჰაიფელთა გუნდმა, რომლის თავკაც ელიშა ლევის თანაშეწმე გიორგი დარასელიაა, ვენის "აუსტრია" 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მხოლოდ ლადო დვალიშვილმა ითამაშა. "მაქაბიში" ტესტირებაზე მყოფი, თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია კი არ გამოჩენილა. ჰაიფელთაგან პირველი გოლი დვალიშვილმა გაიტანა - მან ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ჰაიფელები ეფექტური გოლით დააწინაურა. სხვათა შორის, ეს ლადოს ზედიზედ მეორე გოლია ბოლო ორ მატჩში. სრულად იხილეთ
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/2.png ვიტ ჯორჯიას უკრაინული შეკრება გრძელდება. ჩვენმა გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრები გამართა. ვიტჯორჯიელები ჯერ ნაფტოვიკ-უკრნაფტას გაეჯიბრნენ და 0:3 დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე - ხურცილავა (ჭანკვეტაძე), ლომაია, ადამაძე, ბეჭვაია (ღანიაშვილი) - ვასაძე (როსტიაშვილი), მაისაშვილი (კასრაძე), გურეშიძე (ზაქრაძე) - ჯანელიძე (კორიფაძე), ლიპარტია (კლიმიაშვილი), ბერიაშვილი (ჩიმაკაძე). დღეს კი ვიტ ჯორჯია ხარკოვის ჰელიოსს შეხვდა და 1:0 მოუგო. გოლი 87-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა გურამ გურეშიძის პასით. ჩვენი გუნდის თერთმეტეული პირველ ტაიმში: მიქაბერიძე - ბეჭვაია, ლომაია, ადამაძე, ჭანკვეტაძე - კასრაძე, მაისაშვილი, ჯანელიძე - როსტიაშვილი, ზაქრაძე - ჩიმაკაძე მეორე ტაიმში კი ამათ ითამაშეს: ძაძამია - ხურცილავა, ლომაია, ადამაძე, ღანიაშვილი - ვასაძე, გურეშიძე, ლიპარტია - კორიფაძე, კლიმიაშვილი - კვარაცხელია (ბერიაშვილი). სრულად იხილეთ
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/2.png ვიტ ჯორჯიას უკრაინული შეკრება გრძელდება. ჩვენმა გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრები გამართა. ვიტჯორჯიელები ჯერ ნაფტოვიკ-უკრნაფტას გაეჯიბრნენ და 0:3 დამარცხდნენ. იმ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე - ხურცილავა (ჭანკვეტაძე), ლომაია, ადამაძე, ბეჭვაია (ღანიაშვილი) - ვასაძე (როსტიაშვილი), მაისაშვილი (კასრაძე), გურეშიძე (ზაქრაძე) - ჯანელიძე (კორიფაძე), ლიპარტია (კლიმიაშვილი), ბერიაშვილი (ჩიმაკაძე). დღეს კი ვიტ ჯორჯია ხარკოვის ჰელიოსს შეხვდა და 1:0 მოუგო. გოლი 87-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა გურამ გურეშიძის პასით. ჩვენი გუნდის თერთმეტეული პირველ ტაიმში: მიქაბერიძე - ბეჭვაია, ლომაია, ადამაძე, ჭანკვეტაძე - კასრაძე, მაისაშვილი, ჯანელიძე - როსტიაშვილი, ზაქრაძე - ჩიმაკაძე მეორე ტაიმში კი ამათ ითამაშეს: ძაძამია - ხურცილავა, ლომაია, ადამაძე, ღანიაშვილი - ვასაძე, გურეშიძე, ლიპარტია - კორიფაძე, კლიმიაშვილი - კვარაცხელია (ბერიაშვილი). სრულად იხილეთ
-
Playboy 07 2010 უკრაინა View the full article
-
elton jon -mp3--საუკეთესო ჰიტები View the full article
-
Xilisoft Video Converter Platinum 5.1.39.0312 უახლესი ვიდეო კონვერტორი View the full article
-
30 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრად გამოცხადებულ აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 22:32 23-06-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDDT7b53IhI/AAAAAAAAD4w/RBslCYBYSho/s200/vaxanias+ganacheni.gifქუთაისელმა მოსამართლეებმა მარინა სირაძემ, მარინა იმერლიშვილმა და მურთაზ კაპანაძემ მას მხოლოდ 6 თვით შეუმცირეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრებიას და მოწმეების მტკიცებით კი, ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს. 2009 წლის 11 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვახანიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლემ და ბრალდების მხარემ დაკავებულის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. პროკურორი დიმიტრი ხვიტია და მოსამართლე დავით კეკენაძე ვახანიას ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, განსასჯელის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არც ერთხელ არ დასთანხმდნენ. უახლოეს მომავალში საქმე თბილისის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. "ახალი 7 დღე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ლიტერატურული კონკურსის, ”საბა” წლევანდელი გამარჯვებულები ნომინაცია ავტორი სახელწოდება წლის საუკეთესო პოეტური კრებული ზვიად რატიანი ნეგატივი წლის საუკეთესო პროზაული კრებული კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე წლის საუკეთესო რომანი ნაირა გელაშვილი პირველი ორი წრე წლის საუკეთესო დებიუტი მაკა ლდოკონენი ქიშმიშიანი ამბები წლის საუკეთესო პიესა თამარ ბართაია მთავარი როლი წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა ზურაბ ქარუმიძე ჯაზის ცხოვრება სიესტა წლის საუკეთესო თარგმანი მანანა ღარიბაშვილი გაიუს ვალერიუს კატულუსი ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის პრიზი გადაეცა გურამ დოჩანაშვილს. დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა ჟიურის ვინაობაც: რისმაგ გორდეზიანი, თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ირაკლი ჯავახაძე, გურამ ოდიშარია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ახალი სამიზნე სტივ ტეილორი
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01369/stven_taylor_1369954c.jpg როგორც ლივერპულის ოფიციალური საიტი იუწყება როი ჰოჯონსის ახალი სამიზე ნიუკასლის ახალგაზრდა მცველი სტივი ტეილორია , რომლითაც შარშან ბენიტესი იყო დაინტერესებული, მაგრამ მან ვერ მოახერხა მისი ხელში ჩაგდება, ეხლა კი ლივერპულის მენეჯერი დარწმუნებულია ,რომ ის გადმოვა ლივერპულში. გარდა ლივერპულისა მისით დაინტერესებულია არსენალიც ,რომელსაც ჯერ პირობები არ ჩამოუყალიბებია , ლივერპულის პირობები კი ესეთია : 5 მილიონი ფეხბურთელის გამოსასყიდათ და ხელფასი ჯერ არ სახელდება. როგორც ლივერპულის ახალი მწვრთნელი ამბობს იგი ამ ტრანსფერს რამოდენიმე დღეში მოაგვარებს და სტივი მალე ოფიციალურად გახება ლივერპულის ფეხბურთელი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ეშლი იანგზე ,თითქოს ის ელაპარაკა როის და დათანხმდა ლივერპულში გადასვლაზე , ეხლა მხოლოდ ასტონ ვილას ბოსებზეა დამოკიდებული რა თანხის მაგივრად გამოუშვებენ ლივერპულში და გადაიხდის თუ არა ლივერპული მასში 20 მილიონზე მეტს. ინფორმაციის წყარო:www.liverpoolfc.tv View the full article -
http://img.metro.co.uk/i/pix/2008/12/ashley_young_450x300.jpgინგლისური პრესა დარწმუნებულია, რომ როი ჰოჯსონის პირველი შეთავაზება ფეხბურთელის საყიდლად, “ასტონ ვილასთან იქნება”, რომელიც ეშლი იანგს უკავშირდება. The Mail: ინგლისელი მენეჯერის პირველ სამიზნედ სწორედ მისი თანამემამულე იანგი ითვლება. ის 24 წლის ფლანგიდან შემტევი ნახევარმცველია (იოსის პოზიციაზე) იგი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე “საშიშ”, სახიფათო შემტევად დაასახელეს. “ვილას” მწვრთნელს, მარტინ ონილს არ უნდა მისი ხელიდან გაშვება, თუმცა თავად ფეხბურთელი არ გაუშვებს შანსს, მოირგოს წითელი მაისური. როის მის საყიდლად არ დასჭირდება ფეხბურთელების გაყიდვა, რადგან 18 მილიონი ევრო მომარაგებული აქვს ტრანსფერებისთვის. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/american-conservatives.gif დენიელ ლარისონი როგორც დასავლელ ექსპერტებს მიაჩნიათ, პოსტ-კომუნისტურ და განვითარებად ქვეყნებში დაკარგულ ტერიტორიებთან მიჯაჭვულობა ჩვეულებრივ მოდერნიზაციის, რეფორმებისა და საერთაშორისო წესრიგში ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ პირობად განიხილება. უმეტეს შემთხვევაში, თუ ქვეყნის პოლიტიკაში მეზობლებთან ანტაგონიზმი და დაკარგულ ტერიტორიებთან გაერთიანების ნაციონალისტური სურვილი დომინირებს, დასავლელი ექსპერტები მას პოლიტიკურად რეგრესიულ, უმწიფარ, ატავისტურ და წარსულში ჩარჩენილად აღიქვამენ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ამ შეფასებათაგან არც ერთი არ გამოიყენება საქართველოსთან დაკავშირებით ტერიტორიული „რეინტეგრაციით“ უმეტესობის გატაცებას ისე განიხილავს, როგორც სრულიად გონივრულ და სათანადო პრიორიტეტს, რომელიც შემდგომ კომენტარებს არ საჭიროებს. კირჩიკი გარკვეულ ნდობას იმსახურებს, თუნდაც იმიტომ რომ აღიარა მაინც ამასწინანდელი ადგილობრივი არჩევნების ის ნაკლოვანებები, რომლებიც სხვებმა სრულიად უგულვებელყვეს. რაც შემეხება მე, მე მართლაც არ მშურს იმის, რომ ქართველებს აფხაზეთისა და სამხრეთ- ოსეთის საქართველოში დაბრუნება სურთ. ბოლოს და ბოლოს, ეს მათი საქმეა და მათ შეუძლიათ, საკუთარი სურვილისამებრ ამ (ამაო) მიმართულებით იარონ, მაგრამ ვერაფრით ვიოკებ გაოცებას იმის თაობაზე, რომ ამ სახის რეგრესული ნაციონალიზმი არასდროს აჩერებს საქართველოს დასავლელ მხარდამაჭერებს მაშინ, როდესაც ისინი კოლექტიურ პანიკაში ჩავარდებოდნენ, თუ მსგავსი რამ მაგალითად სერბეთში, ავსტრიაში ან საბერძნეთში მოხდებოდა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის პარანოიაა, რომელმაც საქართველოს პოლიტიკა მოიცვა. საქართველოს ლიდერები გაუთავებლად ტეხენ განგაშს ყირგიზეთის სცენარის გამო. მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ყირგიზეთის სამხრეთი მომაკვდინებელმა ეთნიკურმა არეულობებმა შესძრა, ერთ-ერთი ქართველი მინისტრი აცხადებდა, რომ უზბეკების ეთნიკური წმენდების უკან რუსეთი დგას და მართლაც ქართველები, ყველაფერში რაც რეგიონში კარგად ვერ მიდის, რუსეთის ხელს ხედავენ. ქართველების დაახლოებით ნახევარს სჯერა, რომ აპრილის ავიაკატასტროფაზე, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ ვალენსა დაიღუპა, კრემლია პასუხისმგებელი. კირჩიკის მსჯელობა ყირგიზეთის ამბოხზე სამწუხაროდ არაადეკვატურია – მან სტატიაში უამრავი დრო დაუთმო საქართველოსა და ყირგიზეთის შედარებას. The Washington Post-ი თითქმის ორი კვირის წინ იტყობინებოდა, რომ ოშში არეულობების ინიციატორები ბაკიევის მხადამჭერები იყვნენ და ანტი-უზბეკური ამბოხი ძალადობრივი რეაქცია იყო უზბეკების მხარდაჭერაზე დროებითი მთავრობისა და ოპოზიციური პროტესტისადმი, რომელმაც შედეგად გამოიღო ბაკიევის მთავრობის ჩამოგდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთმა თავისი მიზნებისთვის ხელი შეუწყო ავტორიტარული ხელისუფლების ჩამოგდებას, ხოლო ამ ხელისუფლების მხარდამჭერებმა ყირგიზეთიდან მასობრივად გააძევეს ეთნიკური უმცირესობები და ახლა დასავლურმა აუდიტორიამ უნდა შეხედოს ამ მოვლენებს და როგორღაც დაასკვნას, რომ ყირგიზეთს რუსეთი ავნებს, როგორც ეს სტატიაშია განმარტებული? მაგრამ დრო 13-14 მაისს შორის გადამწყვეტი იყო. იმის გამო, რომ ადამიანთა მასაში უმეტესობა უზბეკი უმცირესობა იყო, რეგიონზე პოლიტიკური კონტროლისთვის ბრძოლა ისე გამოიყურებოდა, როგორც ბრძოლა ეთნიკური გადარჩენისთვის, განსაკუთრებით კი ყირგიზი უმრავლესობისთვის. ეს განცდა აქაურ ყირგიზებში შემდგომ კვირებში ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა კიდევ უფრო განამტკიცეს, რადგან ნაციონალური ხელისუფლება ჩრდილოეთში მთელი ძალით ცდილობდა პასუხი გაეცა. იმ რეფლექსიური ანტი-რუსული განწყობის თანახმადაც, რომლითაც თავს იქცევენ ქართულ ხელისუფლებაში, რუსეთი რაღაცნაირად ბაკიევის ჩამოგდებაშიცაა დამნაშავე და იმ ეთნიკური ჯგუფების გაძევებაშიც, რომლებიც მხარს უჭერდნენ ბაკიევის შემცვლელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას. ასეთია კონსპიროლოგიური თეორიის ღირსება – ის შეიძლება შიცავდეს აშკარა წინააღმდეგობებს მანამდე, სანამ კონსპიროლოგიური თეორიის მთავარი თემა (ამ შემთხვევაში რუსეთის სრული სიმუხთლე) ხელუხლებელი რჩება. უცნაური ჩემთვის ისაა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებსა და მათ დასავლელ მხარდამჭერებს მართლა უნდათ იმ იდეის გავრცელება, რომლის თანახმადაც სააკაშვილსა და ბაკიევს რაიმე აქვთ საერთო. ესაა „ფერადი“ რევოლუციების ბევრ პრობლემას შორის ერთ-ერთი უმთავრესი: მათ ამბავს ისე ყვებიან, რომ ცდილობენ სამი ძალიან განსხვავებული ქვეყანა ერთმანეთს მიამსგავსონ, რადგან სამივემ წამოიწყეს ის, რაც დასავლელების თვალში იდენტური რამ იყო და სამივე აღქმულია, როგორც „ანტი-რუსული“ და შესაბამისად „პრო-დასავლური“. ყოფილ სსრკ-ში 2003 წლის შემდეგ მომხდარი სამი „ფერადი“ რევოლუციიდან, შესაძლოა მხოლოდ ერთს, იმას რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში, მართლაც ჰქონდა ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ამას რა თქმა უნდა, ახლდა დასავლეთის მნიშვნელოვანი თანაგრძნობა და გარედან გარკევული მხარდაჭერაც, მაგრამ ის ალბათ მაინც ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად ხელოვნური იყო. იუშჩენკოსგან განსხვავებით სააკაშვილის დამანგრეველ შეცდომებს, შედეგად არ გამოუღია მისი და მისი პოლიტიკური კურსისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კოლაფსი და ბეკიევის გადატრიალებისგან განსხვავებით, „ვარდების რევოლუციას“ მართლაც შეეძლო განეცხადებინა პრეტენზია რეალურ დემოკრატიულ ლეგიტიმაციაზე. ცუდისთვისაც და კარგისთვისაც სააკაშვილმა მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. „ფერადი“ ხელისუფლებები თავისი ქვეყნებისათვის უბედურების მომტანები გახდნენ, მაგრამ სხვადასხვაგვარად, თუმცა სააკაშვილსა და მის მინისტრებს თავის ხალხის სურვილებთან ბევრად უფრო მეტი ჰქონდათ საერთო, ვიდრე მათ კოლეგებს უკრაინასა და ყირგიზეთში. განსხვავებით რეგიონალური და ეთნიკური სხვაობებისა, რამაც ჩამოაყალიბა უკრაინისა და ყირგიზეთის პოლიტიკა, საქართველო საკმაოდ კომპაქტური და შედარებით ეთნიკურად ჰომოგენურია საიმისოდ, რომ ისეთი უთანხმოებები, რომელმაც უკრაინისა და ყირგიზეთის პარალიზება მოახდინა, აქ ამდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო. ყირგიზულ სცენარს საქართველოში უმნიშვნელო შანსები აქვს და იმ იდეის გავრცელება, რომლის თანახმადაც რუსეთს შეუძლია და სურს საქართველოს მთავრობის ჩამოგდება, თბილისში კონსპირაციული თეორიებისა და პარანოიის წახალისებას უწყობს ხელს და სხვას არაფერს. რაც შეეხება განცხადებას, რომ „დასავლეთში ცოტა ვინმე თუ მოელოდა 2008 წლის აგვისტოს ომსაც“ - ესეც ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა მაინც შეცდომაში შეჰყავს ადამიანი. ომის წინასწარმეტყველება ვერ მოხერხდა, რადგან ვერავინ მათ შორის სააკაშვილის დასავლელი კრიტიკოსებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ის ასეთი სულელი გამოდგებოდა და რუსეთთან ომამდე მივიდოდა. ნამდვილად ვიყავით რამდენიმე ისეთი ადამიანი, ვინც ხედავდა, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის კოსოვოს აღიარება და მისთვის ბუქარესტში მიცემული დაპირება. ზოგიერთი ჩვენგანი საკმაოდ ცხადად ხედავდა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ნატო-ში გაწევრიანების დაპირების შემდეგ, აქ სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით დაძაბულობა მოიმატებდა და კონფლიქტიც მოხდებოდა. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავხუროთ კავშირი ამ მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის. შესაძლებელია რომ კრემლმა უგუნურად სცადოს სააკაშვილის ძალით დამხობა, მაგრამ ეს რუსეთს ბევრად უფრო დიდ პრობლემებს მოუტანს, ვიდრე ამად ღირს და ძნელი წარმოსადგენია, რატომ ეცდება კრემლი ამის გაკეთებას. ეჭვების გაღვივება იმის შესახებ, რომ ეს შესაძლებელია და თანაც ძალიან, ალბათ მიმზიდველია მაგრამ სულაც არაა ძალიან კორექტული და არც პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული ქმედებაა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://static.canalcaracol.com/sites/caracoltv.com/files/images/73abc9ae16a09547f8938b3ff9c292c5.jpg“პორტოს” თავდამსხმელით, ფალკაო გარსია ზარატეთი ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი დაინტერესდა. 24 წლის კოლუმბიელს ძალიან უნდა პრემიერ ლიგაში თამაში. მისით, გარდა “ლივერპულისა”, დაინტერესებულია “ტოტენჰემი” და “ასტონ ვილა”. ფალკაო წინა წელს ყველაზე პერსპექტიულ, “ცხელ” ფეხბურთელად დაასახელეს. ის უკვე იწყებს ინგლისურში მზადებას, რადგან გადაწყვეტილი აქვს, დატოვოს “პორტო” და გადავიდეს ინგლისურ კლუბში ამ ზაფხულსვე. წყარო: footballtransfertavern.com View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა ქართველი ჩინოვნიკები ჩვიან, რომ ისინი აშშ–ს მხრიდან „შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს“ ექვემდებარებიან და 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ მათი გადაიარაღება იბლოკება. Jane’s Defence Weekly–ში (პუბლიკაცია ინტერნეტით მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი) გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო, რომელსაც იმედი აქვს, რომ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და საკომუნიკაციო აღჭურვილობას გააუმჯობესებს, აშშ–ს მხრიდან იბლოკება: „თუმცა, თბილისში ბაზირებული ნატოს და აშშ–ს პერსონალის თანახმად, არცერთი ამ სისტემის შეძენაზე ქართველებს ხელი არ მიუწვდებათ. ეს ინფორმაცია კომპანია Eurosatory–ის ამერიკელმა და ისრაელელმა წამომადგენლებმაც დაადასტურეს. შეიარაღების გამოფენაზე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც საკომუნიკაციო აღჭურვილობის წამყვანი ამერიკულ კომპანიაში მუშაობს, Jane’s–ს განუცხადა: „ამ კომპანიისთვის წლების განმავლობაში ვმუშაობ და ყველა მათი პროდუქციის, მთელი მათი ტექნოლოგიის შესახებ ვიცი. და მაინც, როდესაც ჩვენ ახალი ევროპული ოფისი გავხსენით, მე იმის უფლებაც კი არ მომცეს გახსნას დავსწრებოდი ან მენახა ის რაც შიგნით იყო – ყველაფერი კი ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო ხდება, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის შეიარაღების მიყიდვის გაგრძელების წინააღმდეგია. „ვერავის გაუგია რა მიზანს ისახავს აშშ–ს მთავრობა, რომელიც ამ გაყიდვებს ბლოკავს. რადიოები და რადარები შეტევითი შეიარაღება არ არის“, – ამბობს თბილისში ბაზირებული კონტრაქტორი, რომლის კომპანიაც საქართველოს არმიის ნატოს სტანდარტებით მომზადებაშია ჩართული. „ქართველებმა დაკარგეს ასევე მათი საჰაერო–თავდაცვითი რადარები რუსეთთან კონფლიქტის დროს და ახლა მათი ჩანაცვლების საშუალება არ აქვთ – მათ არც რაკეტების „დედამიწა–ჰაერის“ შევსება შეუძლიათ, რომლითაც ისინი რუსეთის ავიაციას იგერიებდნენ“. სხვა ქართველი ჩინოვნიკები სიტუაციით იმედგაცრუებულები არიან და აცხადებენ: „აშშ ჩვენთვის ფუჭი საბრძოლო მასალის მიყიდვასაც კი კრძალავს, რომლებიც წრთვნების დროს გამოიყენება. როგორც ჩანს რუსეთთან „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალები“. მართლაც მოქმედებს თუ არა ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ? რეალურად არა. EurasiaNet–ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, საქართველოს შეიარაღების შეძენის მხრივ პრობლემები გააჩნია, თუმცა აშშ–ს პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს: (ევრაზიის თავდაცვის ექსპერტის კოლ ჯონ) ჩიკის თქით, პრობლემა ის არის, რომ აშშ–ს აღჭურვილობა ძალიან ძვირია და ტექნოლოგიურად იმაზე ბევრად განვითარებული ვიდრე ეს საქართველოს სჭირდება. საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის რუსული აღჭურვილობა უფრო ადეკვატურია, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებსაც ამ აღჭურვილობით მომარაგების შესაძლებლობა აქვთ, დიდწილად აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია, რომლებიც რუსულ ზეწოლას უფრო ექვემდებარებიან. „არ ვიცი მოქმედებს თუ არა ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამას თავად ქართველები ამტკიცებენ, მაგრამ თუკი ისინი შეეცდებიან თავდაცვითი შეიარაღების შეძენას (საჰაერო თავდაცვის, ტანკსაწინააღმდეგო და მსგავსი აღჭურვილობა), ხოლო მიმწოდებელი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ მათ ეს არ მიყიდონ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს უსაფრთხოება, თუკი ისინი თავდაცვას ვერ შეძლებენ?“ კითხულობს ჩიკი. შეიარაღებით ვაჭრობაზე კონტროლის ორგანიზაცია SIPRI–ს ინფორმაციით საქართველომ ახლახანს გარკვეული შეიარაღება შეიძინა: თურქეთისგან 70 Ejder–ის ჯავშანმანქანა და 32 ტანკი უკრაინისგან, 20 T-72 და 12 T-84. ასე რომ პრობლემა ის არის, რომ აშშ არ აძლევს საქართველოს არანაირ შეიარაღებას. ახლა თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ აშშ უნდა იყოს უფრო მონდომებული იმაში, რომ საქართველომ შეძლოს გადაიარაღება, მაგრამ ამას და ემბარგოს შორის დიდი სხვაობაა. ორიგინალი ორიგინალი
-
„დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს ჰილარი კლინტონთან მხოლოდ ერთი ერთზე სურს საუბარი და სხვა ფორმატში შეხვედრაზე თანახმა არაა... გაზიარება [www.obiektivi.net. 17:18 23-06-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDCl0xMR9KI/AAAAAAAAD4g/pzGp0MinZdQ/s200/gmirta_moedanze_prezidenti__6__758812526.jpg...როგორც ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივს“ სანდო წყარომ აცნობა, თავდაპირველად, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტის ფარგლებში, სხვა შეხვედრებთან ერთად, კლინტონ–ბურჯანაძის დიალოგიც იყო დაგეგმილი. ამ რანგის სტუმრის დღის წესრიგი, როგორც წესი, ქვეყნის ხელისუფლებასთან თანხმდება ხოლმე. წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინტონისა და ნინო ბურჯანაძის განმარტოებით საუბარზე, კატეგორიული უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
gtn.ge- სკანდალი განათლების სამინისტროში (ვიდეო)
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/3.jpgგანათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები, მე-14 სკოლის დირექტორს აიძულებენ თანამდებობა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შექმნით ემუქრებიან. ჩანაწერიდან ირკვევა რომ საქმის კურსშია მინისტრი დიმიტრი შაშკინი. Share View the full article -
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/07/JANES-logo1-150x38.jpg რუბენ ჯონსონი საქართველო ამტკიცებს, რომ მას ხელს უშლიან იმ აღჭურვილობის შეძენაში, რომელიც მას საკუთარი თავდაცვისთვის სჭირდება. რუბენ ჯონსონის რეპორტაჟი Eurosatory-ს გამოფენიდან ქართული ემოციები გაამძაფრა Eurosatory-ს იარაღის გამოფენამ, რომელიც პარიზში ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნა. ჩინოვნიკები იმედგაცრუებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ არ შეუძლიათ თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა. იმავე ღონისძიებაზე აშშ-ს და ისრაელის კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიყიდვა კვლავ გართულებულია, როგორც აშშ-ს მთავრობის პოლიტიკის, ასევე რუსეთის მთავრობის ზეწოლის გამო. გაყიდვებს დაბრკოლებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შეიქმნა. შეთანხება კი იმით დასრულდა, რომ სეპარატისტული პროვიცნიების აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე რუსული არმიის სერიოზული წარმომადგენლობა დღემდე რჩება. Eurosatory-ის გამოფენამდე საქართველოს დედაქალაქ თბილისში ვიზიტის დროს Jane’s საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს დაზვერვის განყოფილებამ, თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს დაზვერვის სამსახურმა იმ რთული სიტუაციის შესახებ აცნობა, რომლის წინაშეც მათი ქვეყანა აღმოჩნდა. საქართველოს წუხილი ამ ორ პროვინციაში იმ რუსული დანაყოფების განლაგებაზეა კონცენტრირებული, რომლებიც მათი აზრით, მხოლოდ სეპარატისტული ანკლავების საზღვრებს არ იცავენ. „ამ რუსულ ფორმირებებში შედის რამდენიმე ასეული (”ურალვაგონზავოდის”) T-90S-ის ტიპის საბრძოლო ტანკი, რომელიც მხოლოდ მაშინ გჭირდება, თუკი ინტერვენციისთვის ემზადები. ეს არ არის მხოლოდ მკაცრად თავდაცვითი პოზიცია“ – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი, რომელმაც ის საკონტროლო ხაზი მოინახულა, სადაც ქართულ არმიას რუსულისგან 100 მეტრი აშორებს. „ასევე, ამ რუსული არმიის უზარმაზარი ნაწილი არა რეგულარული არმიის დანაყოფები, არამედ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (გამოძიების ფედერალური ბიურო ყოფილი საბჭოთა უშიშროების თანამედროვე ექვივალენტი) შეიარაღებული ფორმირებები არიან“ – განაგრძობს იგი. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ხარშილაძის თქმით, საქართველოს სამი ძირითადი ტიპის აღჭურვილობა სჭირდება „(პირველ რიგში) ჩვენ გვჭირდება ფართო რადიუსზე მოქმედი რადარები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას წინაწარ შევიტყოთ საზღვრის გასწვრივ რუსების ნებისმიერი გადაადგილების შესახებ, რადგან ჩვენ ამის გასაგებად ძალიან მცირე დრო გვაქვს, რაც განპირობებულია ძალიან მცირე დისტანციით სამხრეთ-ოსეთსა და (ქართულ ქალაქს) გორს შორის“ – განუცხადა მან Jane’s. „მეორეც, ვიდრე საქართველო თავდაცვით ბრძოლას აწარმოებს, რათა დრო მოიგოს ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებამდე, ჩვენ ქვეით დანაყოფებს სჭირდებათ საუკეთესო პორტატული ტანკ-საწინააღმდეგო შეიარაღება, რომ მან ნებისმიერი რუსული სატანკო თავდასხმის პროგრესი შეაკავოს. მესამეც, სახმელეთო ხაზის საკომუნიკაციო სისტემაში ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება უფრო თანამედროვე ტაქტიკური რადიოები“. ეს უკანასკნელი პრობლემა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს. ქვეყნის მთავარი სარკინიგზო ხაზი ფოთიდან, აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ – გორისკენ (სამხრეთ-ოსეთის სამხრეთით) და თბილისიდან დასავლეთით გადის. „თუკი რუსული თავდასხმა სამხრეთ-ოსეთს გასცდება და გეზს გორისკენ აიღებს“ – გვიხსნის თავდაცვის კონტრაქტორი, რომელიც თბილისში საქართველოს არმიასთან მუშაობს – „მათ ქვეყნის არამხოლოდ შუაზე გაყოფა და ყველა სატრანსპორტო ხაზის გადაკეტვა შეუძლიათ, არამედ ისინი ასევე გადაჭრიან მთავარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ხაზს, რომელიც სარკინიგზო ხაზის გასწვრივ მიემართება და მთელ საკომუნიკაციო ხაზს დააზიანებს. თანამედროვე ტაქტიკური რადიოები ქართველებს სარეზერვო ხაზის ქონის საშუალებას აძლევს, რომელიც ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელზე დამოკიდებული არ არის და ამით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“. თუმცა, ამ სისტემებიდან საქართველოსთვის ხელმისაწვდომი არც ერთი არ არის – აცხადებენ აშშ და ნატო-ს პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში მუშაობენ. ეს დაადასტურეს აშშ-ს და ისრაელის კომპანიების წარმომადგენლებმაც Eurosatory-ზე. საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გამოფენას ესწრებოდა და წამყვანი ამერიკული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიმწოდებელია Jane’s-ს განუცხადა – „ამ კომპანიასთან ერთად წლების განმავლობაში ვმუშაობ და ვიცი ყველა მისი პროდუქციის, მთელი მისი ტექნოლოგიის შესახებ და მაშინ როდესაც ჩვენ ახალი ევროპული ოფისი გავხსენით, მე გახსნაზე დასწრების უფლებაც არ მომცეს, არათუ იმის ნახვის უფლება თუ რა იყო შიგნით და ეს ყველაფერი ხდება აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის შეიარაღების მიყიდვის გაგრძელების წინააღმდეგია“. „ვერავის გაუგია რა მიზანს ისახავს აშშ-ს მთავრობა, რომელიც ამ გაყიდვებს ბლოკავს. რადიოები და რადარები შეტევითი შეიარაღება არ არის“ – ამბობს თბილისში ბაზირებული კონტრაქტორი, რომლის კომპანიაც საქართველოს არმიის ნატო-ს სტანდარტებით მომზადებაშია ჩართული – „ქართველებმა რუსეტთან კონფლიქტის დროს ასევე დაკარგეს მათი საჰაერო-თავდაცვითი რადარები და ახლა მათი ჩანაცვლების საშუალება არა აქვთ – მათ არც რაკეტების „დედამიწა-ჰაერის“ შევსება შეუძლიათ, რომლითაც ისინი რუსეთის ავიაციას იგერიებდნენ“. სხვა ქართველი ჩინოვნიკები სიტუაციით იმედგაცრუებას გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ – „აშშ ჩვენთვის ფუჭი საბრძოლო მასალის მიყიდვასაც კი კრძალავს, რომლებიც წვრთნების დროს გამოიყენება. როგორც სჩანს რუსეთთან „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალები“. ისრაელის თავდაცვითი კომპანიები საქართველოსთან ვაჭრობის სირთულეებს არა ვაშინგტონის არაოფიციალური ბლოკადის მიმართ შიშით, არამედ თელ-ავივსა და რუსეთის ურთიერთობებში გარკვეული პრობლემებით ხსნიან. „რუსეთი ბევრი თვალსაზრისით ჩვენთვის უმნიშვნელო პარტნიორი არ არის“ – განაცხადა Eurosatory-ზე ერთ-ერთი ისრაელური საწარმოს წარმომადგენელმა. ისრაელის და საქართველოს თავდაცვის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ „მაგიდის ქვეშ“ ვეტო შემონახულია, რომლის გამოყენებაც რუსეთს საქართველოსთვის იარაღის ნებისმიერი მიყიდვის შემთხვევაში შეუძლია და ქართველი ანალიტიკოსის თქმით – „ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ არის, რადგან რუსეთი მუდმივად ახორციელებს ზეწოლას ქვეყნებზე, რომლებიც იარაღს ისეთ სახელმწიფოებზე ყიდიან, რომლებსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა არა აქვთ. რუსეთმა ბულგარეთთან ჩაშალა ჩვენი მოლაპარაკებები, ის ამ მხრივ პრობლემებს ქმნის ვარშავის პაქტის სხვა ყოფილ ქვეყნებთანაც“. იმავდროულად, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის თქმით – „საქართველოს საზღვრებს მიღმა ჩვენი საქმიანობის 80% რუსულ საფრთხესთან გამკლავებას მოიცავს“. შსს-ს კონტრ-დაზვერვის ჩინოვნიკებიც აცხადებენ, რომ „(საქართველოს) მთავრობის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან დონეებზე ყოველ თვე ორი ადამიანის დაკავება მაინც ხდება, რომლებსაც რუსები ყიდულობენ, რათა მათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმუშაონ“. ორიგინალი ორიგინალი
-
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს სომხეთში ჩავიდა. აშშ სახელმწიფო მდივანს ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მედიისთვის… ლინკი მედიანიუსზე