planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www3.pictures.zimbio.com/gi/Tottenham+Hotspur+v+Liverpool+Premier+League+X1Qpa7tn-acm.jpg ლივერპულის მცველი დანიელ აიალა შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს, მისი არენდით წაყვანა ”რეალ ვალიადოლიდს” მთელი სეზონით სურს. ფეხბურთელისთვის ეს პრაქტიკის გასავლელად კარგი ვარიანტი იქნება. აიალა ”ენფილდზე” 2007 წელს მოვიდა ”სევილიადან.” სარეზერვო გუნდის მწვრთნელი ამტკიცებს, რომ აიალას შანსი აქვს გახდეს დიდი ფეხბურთელი. თუმცა მოთამაშეს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და ახლა როცა რაფაელ ბენიტესმა გუნდი დატოვა, ფეხბურთელს ნაკლები შანსი აქვს ძირითად გუნდში თამაშის, ამიტომ არენდით ”ვალიადოლიდში” გადასვლა მისთვის ურიგო არ იქნებოდა. ” მე ახლა ველოდები თუ რას მეტყვის მწვრთნელი კლუბში ჩემს პერსპექტივეზბე. მე აქ ბედნიერი ვარ” წინა სეზონში აიალამ 5 მატჩი ჩაატარა ძირითად გუნდში აქედან 2- ში ძირითად შემადგენლობაში. წყარო: Skysports.com View the full article
-
http://img85.imageshack.us/img85/8779/liverpoolvhullcitypremi.jpg როგორც Daily Post-ი იუწყება წითლების რიგებში მყოფ რიერას მიეცეს მეორე შანსი ლივერპულში დარჩენის ინიციატივა და სტიმული უპირველეს ყოვლისა მოდის ლივერპულის თავკაციდან:როგორც როი ჰოდსონი აცხადებს, ის მზადაა ლივერპულის ყველა ფეხბურთელს მისცეს შანსი თავის გამოჩენისთვის…და მათ რიცხვში რიერაც მოხვდება… თითქოსდა რიერას საქმე დამთავრებული და გადაწყვეტილიც იყო იმ ღია განცხადების შემდეგ, რომელიც მან რადიო ეთერის მეშვეობით გააკეთა რამოდენიმე ხნის უკან,რითაც მან საჯაროდ გააკრიტა ლივერპულის თავკაცის ურთიერთობა გუნდისადმი… შეგახსენებთ იმასაც რომ მაშინ ესპანელმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს რომ სტაბილური პრაქტიკის არქონა ნეგატიურად აისახა მთლიანად გუნდის და შემდეგ ფეხბურთელების ურთიერთობაზე მწვრთნელთან მიმართებაში…იმ რადიო ეთერში რიერამ თავის გუნდს “ჩასაძირად გამზადებული გემი”-ი უწოდა ამის შემდეგ ის სრულიად დამსახურებულად დაისაჯა:-იგი მალევე მოხსნეს ვარჯიშებიდან, დააჯარიმეს და ჯარიმის სახით დაუქვიტეს 2-ი კვირის ხელფასი და შეიყვანეს ტრანსფერის სიაში. მთელი ამ უხამსობის მიზეზი როგორც ირკვევა გახდა ესპანელი ნახევარმცველის უგუნდოდ დარჩენა, ანუ ის ესპანეთის ეროვნულ ნაკრების ძირითადში არ მოხვდა “წითლების” ახალი მწვრთნელი ამ ფაკტს არ ეხმაურება “ყოველთვის როცა გუნდში მოდის ახალი მენეჯერი, ფეხბურთელების ის კატეგორია რომლებიც პერიფერიებში იმყოფებიან იწყებენ იმაზე ფიქრს: “აი ჩემი ახალი შანსი და ის მე აუცილებლად უნდა გამოვიყენო” აცხადებს როი…”-ჩემი მხრიდან არასწორიც კი იქნება ისეთი საქციელი რომლითაც მე ასეთ ფეხბურთელებს შანს არ მივცემ საკუთარი თავის ბოლომდე წარმოსაჩენად….” რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს დღეს-დღეობით რიერას მუხლის ტრამვა აწუხებს და ის ვერ ახერხებს წინა მოსამზადებელი ვარჯიშების ჩატარებას…მაგრამ უკვე დღეს იგი შეხვდება ლივერპულის ახალ მწვრთნელს და გაესაუბრება მას ცნობილი გამოცემები იუწყებიან რომ კლუბის მფლობელები ახალ მწვრთნელს არც თუ ისე დიდ თანხას გამოუყოფენ ტრანსფერების განსახორცილებლად, აღნიშნული თანხა შეადგენს 12 მილიონ დოლარს საკმარისი იკნება ეს თანხა ჰოდსონისთვის? დაველოდებით მოვლენათა განვითარებას წყარო: www.liverpoolfc.ru View the full article
-
http://b.pix.ge/h/eczom.jpg უეფას ევროლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გასულ ხუთშაბათს შინ სან მარინოს “ფაეტანოს” დამარცხების (5:0) შემდეგ, ს/კ “ზესტაფონი” კვირას შეიკრიბა. გუნდში ყველა მწყობრშია - ერთადერთი დუბლის შემსრულებელი ჯაბა დვალი, მცირე ტრავმის გამო ინდივიდუალურად ემზადება. ამის მიუხედავად, როგორც იმერული კლუბის პრეს-ატაშე სერგო ფუტკარაძემ უთხრა “მსოფლიო სპორტს”, გუნდს სან მარინოში ისიც გაჰყვება და “ზესტაფონის” ახალწვეული კახა ალადაშვილიც. სრულად იხილეთ
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/worldcup2010/germania/lampard_big.jpg სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯების დაშვებულმა უმძიმესმა შეცდომებმა ვიდეომსაჯის აუცილებლობა თვალსაჩინო გახადა. ვიდეომსაჯი დროულად რომ დაემონტაჟებინათ, ჯერ კიდევ მსოფლიო პირველობის შესარჩევ პლეი ოფში ტიერი ანრის მიერ ირლანდიის კარში ხელით შეტანილ ბურთს გოლად არ ჩათვლიდნენ, ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებს უმიზეზოდ პენალტს არ დაუდებდნენ, სამხრეთ აფრიკაში არგენტინას მექსიკასთან კარლოს ტევესის თამაშგარედან გატანილ პირველ გოლს არ ჩაუთვლიდნენ, ინგლისს გერმანიასთან მეორე ბურთს არ გაუუქმებდნენ და ა.შ. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/n/6zm0y.jpg გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის კენჭისყრა გაიმართა. საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პირველობა ოთხ წრედ გაიმართება: პირველი ეტაპი იწყება 6-7 აგვისტოს და მთავრდება 12 დეკემბერს. მეორე ეტაპის პირველი ტური 12-13 თებერვალს ჩატარდება და 27 მაისს ჩემპიონატი მთავრდება. მოგეხსენებათ, დიდთოვლობის გამო, თებერვალში რამდენიმე მატჩი გადაიდო და ამ პერიოდში ჩემპიონატის განახლება მიზანშეუწონლად ჩაითვალა - თებერვალში სტადიონები მოუმზადებელია, ბალახის საფარი არასასურველ მდგომარეობაშია და გამოითქვა მოსაზრება, რომ მეორე ეტაპი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში დაწყებულიყო. კაკულიას თქმით, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მარტში სანაკრებო შეკრებებია დაგეგმილი და დროს ვერ დაკარგავენ, რადგან ახალ ჩემპიონატში 36 ტურია გასამართი. მჭიდრო გრაფიკი კი ამხელა პაუზის უფლებას არ ტოვებს - სანაკრებო შეკრებების გამო კი, ფაქტობრივად, თვე-ნახევარზე მეტი უქმეა. თუმცა, ეს ფაქტია, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. სრულად იხილეთ
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01379/fernando-torres_1379954c.jpg ფერნანდო ტორესის პირადი აგენტი უარყოფს Sky Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას… წინა ღამით ინგლისურ პრესაში გამოჩნდა ხოსე ანტონიო მარტინის სტატია, რომ ფერნანდო ტორესი გადასვლას აპირებს პრემიერლიგის სხვა კლუბში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ზემოთ ხსენებული სტატია ტორესის აგენტმა უარყო და მეტიც მან განაცხადა რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო და მისი კლიენტი არსად გადასვლას არ აპირებს კონტრაქტის ამოწურვამდე.(როგორც მოგეხსენებათ ტორესს კონტრაქტი წიტლებთან 2013-წელს ეწურება) “მე უკვე დიდი ხანია რაც ინგლისელ რეპორტიორებს არ გავსაუბრებივარ ჩემი კლიენტის მომავალ გეგმებზე და მინდა გითხრათ რომ მსგავსი შინაარსის გამოქვეყნებული სტატიები შეესაბამება სრულ აბსურდს ასე რომ ტორესი არსად არ მიდის ის ჯერ კიდევ ”წითლების რიგებშია”… იმედია ის კიდევ გაგვახარებს თავისი თამაშით გულშემატკივრებს View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif პიტერ რათლენდი აშშ–რუსეთის ურთიერთობები, რომელმაც ხანმოკლე აღმასვლა განიცადა პრეზიდენტების ბარაკ ობამას და დიმიტრი მედვედევის ცოტახნისწინანდელი „ჩიზბურგერების სამიტის“ დროს, შპიონური სკანდალის გამო კვლავ დაღმასვლა დაიწყო. თუმცა, იმავდროულად ისიც ჩანს, რასაც ამ ორი ქვეყნის ლიდერებმა გასული თვის ბოლოს, შეხვედრისას მიაღწიეს: რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ურთიერთვალდებულება. როგორც ობამამ განაცხადა: „ეს კარგია რუსეთისთვის, კარგია ამერიკისთვის, კარგია მსოფლიო ეკონომიკისთვის“. მართლაც კონფუზია ის, რომ რუსეთი, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ეკონომიკა აქვს და ვაჭრობის მოცულობით 15–ე ადგილზეა, „დიდი ოცეულის“ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ არის, ორგანიზაციის, რომელიც 153 სახელმწიფოს აერთიანებს. ჩინეთი, რომელიც ინტელექტუალური პირატობის და დასავლური კომპანიებისთვის პრობლემების შექმნის თვალსაზრისით რუსეთისგან შორს არ დგას, ამ ორგანიზაციაში 2001 წლიდან შედის. 2008 წელს მსო–ში უკრაინაც კი გაწევრიანდა, ხოლო რუსეთის „ოდისეა“ გაწევრიანების გზაზე მეჩვიდმეტე წელია გრძელდება. თუმცა ზეიმის დრო ჯერ არ დამდგარა. პოლიტიკურ ფრონტზე მთავარი დაბრკოლება საქართველოა. ორგანიზაციის ცალკეულ წევრ ქვეყანას ახალი წევრის მიმართ ვეტოს უფლება აქვს. თბილისმა მისი თანხმობა რუსეთის კანდიდატურაზე 2006 წელს გამოითხოვა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მის ტერიტორიაზე ქართულ ღვინის შეტანა აკრძალა; ხოლო 2008 წლის ომმა საქართველოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცა. საეჭვოა, ვაშინგტონმა უბრალოდ უბრძანოს საქართველოს მის პრეტენზიებზე უარის თქმა. ბარიერები ამერიკაშიც არსებობს და დიდწილად ეს ჯექსონ–ვენიკის შესწორებას უკავშირდება. ამ კანონმა 1974 წელს ვაჭრობის წესები რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენა, რათა ეიძულებინა ის გაემარტივებინა ემიგრაცია საკუთარი მოქალაქეებისთვის. მოსკოვისთვის ჯექსონ–ვენიკის შესწორების გაუქმება იმის სიგნალი გახდებოდა, რომ რუსეთს „ცივი ომის“ მეტოქედ აღარ აღიქვამენ. თუმცა, პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, აშშ–ს კანონები გაუქმებას არ ექვემდებარება და საეჭვოა, რომ რესპუბლიკელები ამ რეჟიმის შეცვლას ერთხმად დათანხმდნენ. თუმცა, ეკონომიკის სფეროში ყველაზე სერიოზული ბარიერები შენარჩუნებულია, და ისინი, კონკრეტულად თავად რუსეთისგან მოდის. მსო–ში გაწევრიანება შეამცირებდა დაბრკოლებებს რუსული ექსპორტისთვის, გაზრდიდა კონკურენციას და უცხოურ ინვესტიციებს. დევის ტარას და ნატალია ვოლჩკოვას (მოსკოვის ახალი ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელი) ცოტახნისწინანდელ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ წინასწარი შეფასებებით, მსო–ში გაწევრიანებას რუსული მშპ–ს წლიურად 3,3 %–ით და შესაძლოა 11%–ით გაზრდაც კი მოჰყვეს. თუმცა ამ შემოსავლის დიდი ნაწილი კონკურენციის და არა ექსპორტის გაზრდის შედეგი გახდება. მიზეზი ის არის, რომ ნავთობი და გაზი, რაც რუსული ექსპორტის ორ–მესამედს შეადგენს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებში არ ექცევა. გარდა ამისა, შემოსავლის ნაწილი მოხვდებოდა უცხოელი ინვესტორების ჯიბეებში და ეს რუსული ბიზნესის ხარჯზე მოხდებოდა, რომელიც ჯერ–ჯერობით ქვეყნის შიგნით საბანკო და სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე დომინირებს. ეს კომპანიები რუსეთის მსო–ში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან. ტარა და ვოლჩკოვა იმასაც აღიარებენ, რომ მსო–ში გაწევრიანებამ შეიძლება დააზიანოს რუსეთის მხრიდან ეკონომიკის დივერსიფიკაციის მცდელობები. შედარებითი სარგებლის კანონებს მოჰყვება ის, რომ რუსეთი უფრო მეტად გახდება დამოკიდებული ნავთობსა და გაზზე, მაშინ როდესაც მსო–ს წესები შეზღუდავს მის შესაძლებლობებს დაიცვას წარმოების მოძველებული დარგები და განვითარებული ტექნოლოგიების ბაზაზე წარმოების გაფართოებისთვის აქტიური ინდუსტრიული პოლიტიკა გამოიყენოს. თუმცა, რუსული საზოგადოება, იმავდროულად, ამ თემის მიმართ გულგრილია. ლევადა–ცენტრის უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ რესპოდენტების მხოლოდ 49%–ს მიაჩნია, რომ რუსეთის მსო–ში გაწევრიანება რუსეთის ინტერესებში შედის. იმავდროულად, კრემლი ერიდება კოზირი მისცეს კომუნისტურ–ნაციონალისტურ ოპოზიციას, რომელიც უმალ დაადანაშაულებს მთავრობას იმაში, რომ ის დასავლელი კაპიტალისტების ინტერესებს მიეყიდა. ის, რომ რუსეთმა ძველებურად არ იცის, რა იღონოს, მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის მისი განაცხადის განხილვის პროცესის გახანგრძლივებას. 2006 წელს აშშ–მ რუსეთის კანდიდატურას წინასწარი თანხმობა მისცა, თუმცა მოგვიანებით პროცესი გაიხლართა ფინანსურ სამსახურებთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების ორგანიზებასა და კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის სამსახურებთან დაკავშირებული რეგულირების დაუსრულებელ დეტალებში. 2009 წლის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ წლის ბოლომდე პროცედურა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მომდევნო თვეში რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთთან და ბელორუსთან საბაჟო კავშირის შექმნის შესახებ განაცხადა, რაც, ცხადია, რუსეთის მსო–ში გაწევრიანებაზე განაცხადს აუქმებდა. 2010 წლის იანვარში რუსეთმა დამატებით გააუარესა სიტუაცია, როდესაც აშშ–დან ქათმის ხორცის იმპორტი აკრძალა. თუმცა, ამ წლის აპრილში რუსეთმა განაცხადა, რომ საბაჟო კავშირის მიუხედავად, ის მსოფლიო ორგანიზაციაში ინდივუდუალურ საფუძველზე გაწევრიანდება. გარდა ამისა, ვაშინგტონის შეხვედრაზე მიღებულ იქნა ქათმის ხორცის შემოწმების ახალი პროცედურები, რამაც როგორც ჩანს მოლაპარაკებების წარმოებას გზა გაუხსნა. თუმცა სიტუაცია საბოლოდ არ გადაწყდება მანამ, სანამ არ მოხდება რუსული საქმიანი ელიტის, მათ შორის, შესაძლოა, თავად პუტინის იმაში დარწმუნება, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიაციაში გაწევრიენება როგორც ქვეყნის, ასევე მათ პირად ინტერესებშიც შედის. პიტერ რათლენდი – უესლიანის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰარვარდის უნივერსიტეტში რუსული და ევრაზიული კვლევების დევისის ცენტრის თანამშრომელი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://farm4.static.flickr.com/3416/3246516340_dc0ecd3920_o.jpg გთავაზობთ ძალიან მაგარ ვიდეოს ლივერპულის და ჩელსის თამაშზე, რომელიც ტორესის ბოლო წუთებზე შესრულებული დუბლით დასრულდა… View the full article
-
ორი სიმპათიური ამერიკელი გოგონა - ლინდსეი და ჯენი ავტომობილით ევროპაში მოგზაურობენ. ერთ ღამეს, გერმანიის ტყეებში მათ მანქანას საბურავი ეშვება. მაშველის ძებნაში ისინი მიტოვებულ ვილაზე აღმოჩნდებიან. მეპატრონე მათ ნარკოტიკს უკეთებს და სარდაფში ათავსებს... დილას გოგონები აღმოაჩენენ, რომ მარტონი არ არიან და რომ მათი მასპინძელი საქვეყნოდ ცნობილი ქირურგია... View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-5flv_000026920-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio-5flv_000019560.jpg itvს ლინკი
-
Playboy 2010-07 Nederland View the full article
-
სკოლის დამთავრების ოცდაათი წლის შემდეგ ხუთი საუკეთესო მეგობარი კვლავ ერთმანეთს შეხვდება . ისინი გადაწყვეტენ დამოუკიდებლობის დღე ერთად გაატარონ... View the full article
-
ჯონ ხემქსი მოგზაური და დაქირავებული მკვლელია, მას განმარტოება უყვარს ტუმცა ამის მიუხედავათ მაინც არ კარგავს კონტაქტს მშვენიერ ლაილასთან რომელიც ბორდელში მუშაობს . რეთხელ ჯონო მიიღებს დავალებასდაიჭიროს შამანი რომელის ამერიკის განადგურებით ემუქრება მას მიცვალებულთა არმიის გაცოცხლება სურს ... View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/f0e95a05-03b8-4363-b6d9-dcd7f875f47b_mw800_mh600_s-150x150.jpgჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ საქართველო გაერთიანებას დემოკრატიის გაძლიერებითა და ეკონომიკის აყვავებით შეძლებს . ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალებთან შეხვედრისას განაცხადა. კლინტონის თქმით, რაც უფრო დემოკრატიული და ეკონომურად ძლიერი იქნება საქართველო, მით უფრო მეტი შანსი ექნება გაერთიანების. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kvira-hilari-qalebsavi_000003720.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/preview-150x150.jpgთბილისი მარიოტში ოპოზიციასთან დაგეგმილი შეხვედრა დასრულებულია. ჰილარი კლინტონს ქრისტიან–დემოკრატებისა და ჩვენი საქართველო– თავისუფალი დემოკრატების ლიდერები შეხვდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/hilari_opozicias_05_07_2010flv_000003560.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/hiari-150x150.jpgშეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ვიზიტის ოფიცილაური ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგრძელდა. პრეზიდენთთან პირისპირ საუბარი და გაფართოვებული შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან. შეერთებული შტატები საქართველოს მხარდამჭერ ქვეყანად რჩება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/nuca-hilari-misa_wmv-v9wmv_000003439.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg რობერტ ბერნსი თბილისი, საქართველო – ორშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდემ კლინტონმა ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსული ინტერვენციის შემდეგ აღდგენის პროცესშია და საკუთარი დემოკრატიის კონსოლიდაციას ცდილობს, მხარდაჭერა აღუთქვა რამდენიმე ასეულ ქალბატონთან შეხვედრისას, რომლებიც უფლებადამცველ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, კლინტონმა განაცხადა რომ შეერთებული შტატები ქართული დემოკრატიის გაძლიერების საქმეში „თქვენს გვერდით დგას“. მას არ უხსენებია რუსეთი ან მისი ინტერვენცია, ვიდრე კითხვა აუდიტორიიდან არ გაჩნდა. ინტერვენცია მოსკოვს და ვაშინგტონს შორის უთანხმოების საგანია და ართულებს საქართველოსთან აშშ-ს ურთიერთობებს. ერთ-ერთმა ქალბატონმა იკითხა, აქვს თუ არა ობამას ადმინისტრაციას საქართველოსთვის „რეალური დემოკრატიული პროგრამა“. მან განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფართოდ ირღვევა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან ამას არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. „შეერთებულ შტატებს ყოველთვის აქვს დემოკრატიული პროგრამა“ – უპასუხა კლინტონმა – „დემოკრატიის მუდმივად გაუმჯობესება ნებისმიერი ქვეყნის (როგორც მისი მთავრობის, ასევე მოქალაქეების) მთავარი ამოცანაა“. ის მიესალმა ბოლოდროინდელ პროგრესს საქართველოში, თუმცა დასძინა რომ ადმინისტრაცია „როგორც მეგობარი“ გამოსთქვამს მის წუხილს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ჩვენ სერიოზულად ვუდგებით დემოკრატიისთვის წარმოქმნილ საფრთხეებს, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს“ – სთქვა კლინტონმა – „ასე რომ ჩვენ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერას განვაგრძობთ“. მოგვიანებით კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უფლებადამცველ ჯგუფებთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა ქალბატონმა კლინტონს კითხვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების გახანგრძლივებულ ოკუპაციაზე დაუსვა. „შეერთებული შტატები შოკირებული იყო და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“ რუსული ინტერვენცია – განაცხადა მან – „მე არ ვაპირებ ახლა თქვენთან იმაზე საუბარს, რომ ეს მარტივი პრობლემაა, რადგან ეს ასე არ არის“. მისი თქმით, საქართველოსთვის წინსვლის გასაღები საკუთარი დემოკრატიის, მისი საშინაო პრობლემების და ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებაშია. „ეს არის საკითხია, რომელიც არავისთვის სადაო არ არის“ – სთქვა მან. მას პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა როგორც სჩანს იმას გულისხმობდა, რომ საქართველო უნდა შეეწინააღმდეგოს ნებისმიერ ცდუნებას, რომელიც უკავშირდება შეიარაღებული ძალების განახლებას რუსეთთან პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტის მიზნით. კლინტონის თქმით, საქართველომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს მისცემს საბაბს განამტკიცოს ოკუპაცია და მისი კონფრონტაციული მიდგომა. „ვფიქრობ წარსულზე კონცენტრირება შეცდომაა“ – განაცხადა მან, მიანიშნა რა იმ ბრაზზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ინტერვენციის გამოა შემორჩენილი. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს დაიცვას ბალანსი რუსებზე ზეწოლას – გაიყვანოს ძალები აჯანყებული ქართული ტერიტორიებიდან სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან – და საქართველოს მთავრობის დარწმუნებას შორის, რომ მისი შეიარაღებული ძალების აღდგენა პრობლემის გადაწყვეტის გზა არ არის. რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების ცენტრში მოსკოვის ძალისხმევაა გააძლიეროს რეგიონში მისი გავლენა, რასაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი „პრივილეგირებული ინტერესების“ ზონას უწოდებს. შეერთებული შტატები უარს ამბობს რუსეთის გავლენის სფეროს აღიარებაზე. საქართველო კლინტონის ტურის ბოლო პუნქტი გახლდათ. მისი მოგზაურობა ხუთშაბათს უკრაინაში ვიზიტით დაიწყო და პოლონეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაგრძელდა. ორშბათს, უფრო ადრე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში კლინტონმა უფლებადამცველ აქტივისტებს განუცხადა, რომ სომხეთის ლიდერებმა მას განუცხადეს, რომ გახსნილები არიან იმ კანონის ლიბერალიზაციისთვის, რომლითაც ტელე-რადიო ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები დაწესდა. კლინტონმა განაცხადა, რომ ეს გარანტია მან პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრის დროს მიიღო. ერევნის ხელოვნების ცენტრში უფლებადამცველ ჯგუფებთან შეხვედრისას კლინტონმა განაცხადა, რომ მას სურს ისინი სირთულეების და იმ იმედგაცრუების დაძლევის საქმეში წაახალისოს, რომელიც მათ მთავრობის მიმართ გააჩნიათ, რომელსაც ვერ აიძულებენ სრულად სცეს პატივი გამოხატვის თავისუფლებას. მანამდე, კლინტონმა პატივი მიაგო ოტომანთა იმპერიის უკანასკნელ დღეებში დაღუპული 1.5 მილიონი სომეხის ხსოვნას, რომელსაც მსოფლიოს დიდი ნაწილი გენოცდის უწოდებს. ორიგინალი ორიგინალი
-
6 ივლისს, 09:45 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საერთაშორისო კონფერენციას გახსნის, რომელიც სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარებას მიეძღვნება. სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში~ 6 ივლისს, 10:30 საათზე, მეტროს სადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების პირველ ნაკადს, მათ შორის აფხაზ ბავშვებს ბათუმის სამშვიდობო ბანაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გააცილებს. 6 ივლისს, 11.00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. 6 ივლისს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია გონიოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. თემა: “საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები”. შეკრების ადგილი – გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია 6 ივლისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ის II კორპ., 135-ე აუდიტორია (მცირე საკონფერენციო დარბაზი) 6 ივლისს, 11:00 საათზე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე რუსთავის პროფესიული გადამზადების ცენტრში პრობაციონერებს შეხვდება, სადაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით 3 პრობაციონერი გადამზადების კურსს გადის. მის: ქ. რუსთავი, შარტავას ქ. #4 (ყოფილი III პროფსასწავლებლის, ახლანდელი `მოდუსის~ შენობა) 6 ივლისს, 12:00 საათზე, ,,ხალხის პარტიის” პოლიტიკური მდივანი ალეკო შალამბერიძე ბრიფინგს გამართავს. მის: ჩუბინაშვილის ქ. #20(`ხალხის პარტიის~ ოფისი) თემა: “ჰილარი კლინტონის ვიზიტი და საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა რეალობაში”. 6 ივლისს, 12.00 საათზე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ღია წერილი, რომელიც თბილისში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს გადაეცა”. მის: გალაკტიონის ქ. #20(“კავკასიური სახლი”) 6 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 6 ივნისს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგები”. 6 ივნისს, 13.00 საათზე, ორგანიზაცია “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე ბრიფინგს გამართავს. მის: გამრეკელის ქ. #19 6 ივნისს, 13.00 საათზე, რუსთაველის თეატრში 131-ე სეზონის დახურვასთან დაკავშირებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა და მმართველი ზაალ ჩიქობავა პრესკონფერენციას გამართავენ. 6 ივლისს, 13.00 საათზე, `ბილაინის~ გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი ვაჟა-ფშაველაზე აბონენტთა მომსახურების ახლად გახსნილ ოფისში, საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს. თემა: “6 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით `თბილისის ბავშვთა სახლისთვის~ საქველმოქმედო აქცია _ “ნათელი ფერები ბავშვებს” ჩატარდება. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #26/28 6 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრება. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33 (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) 6 ივლისს, 14.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა აშშ-ში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელს ნიკო თოფურიას შეხვდება. 6 ივლისს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტთან და წევრებთან შეხვედრას გამართავს. სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” 6 ივლისს, 14:00 საათზე, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც “საქართველოს საგადასახადო კოდექსს” განიხილავენ. საკონფერენციო დარბაზი 6 ივლისს, 14:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის დარბაზი 6 ივლისს, 15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 6 ივლისს, 15:00 საათზე, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 6 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. 6 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოენოვანი სტუდენტებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება. მის: ვაჟა ფშაველას გამზ. #29, III სასწავლო კორპუსი, V სართული, მცირე დარბაზი 6 ივლისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პირველ კურსდამთავრებულთა სადიპლომო პროექტების გამოფენა გაიმართება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, #101 აუდიტორია 6 ივლისს, 19.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია “სამართლიანობისთვის”" ორგანიზებით, “ევროპის სახლის” საგამოფენო დარბაზში მუდმივგანახლებადი მუზეუმი, სახელწოდებით “მეხსიერების ბიბლოთეკა” გაიხსნება. იხილეთ epn.ge