Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ხვალ გოეთეს ინსტიტუტში გაიხსნება ონლაინ ფოტო-კონკურსის საუკეთესო ნიმუშების გამოფენა „ძველი თბილისის იდენტობა და სული“. ღონისძიებაზე კონკურსის გამარჯვებული… ლინკი მედიანიუსზე
  2. გერმანიასთან გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ როგორც ჩანს გუნდში ტაქტიკური გადაადგილებების გაკეთება განიზრახა, რომლის მთავარი არსიც ისაა, რომ ბუნდესგუნდს პირენეელები ერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტევენ, ფერნანდო ტორესი კი თადარიგში გადაინაცვლებს. იხილეთ fanebi.com
  3. თბილისის "ვიტ ჯორჯია", რომელიც ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხურ "ბანიკს" დაუპირისპირდება, პირველ შეხვედრას 15 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართავს და მატჩი 18:00 საათზე გაიმართება, შეხვედრას გერმანელი ბაბაკ რაფატი განსჯის. აღსანიშნავია, რომ ამავე რიცხვში თბილისის "დინამო", იმ შემთხვევაში თუკი დაძლია ესტონური ბარიერი (პირველი მატჩი თბილისელებმა 2:1 მოიგეს), მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს ეროვნულ სტადიონზე და საინტერესოა უეფა როგორ გადაჭრის ამ პრობლემას. იხილეთ fanebi.com
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/vladimir_putin_01-150x150.jpg„საქართველომ და სამხრეთ ოსეთმა თავად უნდა დაარეგულირონ ურთიერთობები და არ ეძებეონ მესამე ქვეყანაში, კერძოდ აშშ-ში მათი გააწყვეტა“ _ ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდვინის ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა. რუსეთის პრემიერის მიერ კაგეთებულ კომენტარებს ქართული მხარე უკვე გამოეხმაურა. როგორ აფასებს საგარეო უწყება პუტინის განცხადებებს, ნახეთ თამარ კვარაცხელიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/putini_hilarize_06_07_2010flv_000003440.jpg itvს ლინკი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/nestani-da-hilari-150x150.jpg~ლეიბორისტებმა~ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ერთდღიანი ვიზიტი დადებითად შეაფასეს, მაგრამ გარკვეული საკითხები საგანგაშო პერსპექტივად ჩათვალეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/goga-nestani_wmv-v9wmv_000003440.jpg itvს ლინკი
  6. http://www.football-pictures.net/data/media/223/Kuyt_hard.jpg “მფრინავ ჰოლანდიელთა” “პილოტმა” ბერტ ვან მარვიკმა და კაპიტანმა ლივერპულის თავდამსხმელზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ნაკრებში მისი როლი უდიდესია. დირკმა აბსოლიტურად ყველა მატჩი მუნდიალზე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა, მათ შორის მეორე ბრაზილიასთან მატჩში, სადაც სნეიდერს გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი გოლი გაატანინა…” ერთხელ წავიკითხე, რომ როცა რაფა ბენტისი ლივერპულის ახალ განაცხადს წერდა, სიაში პირველი დირკ კიუტი ჩაწერა. ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს” – განაცხადა ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა – “ნებისმიერ ფეხბურთელს და გუნდსაც კი აქვთ რთული პერიოდები. ლივერპულს საკმაოდ მძიმე სეზონი ქონდა, თუმცა ნაკრებისთვის კიუტი უმნიშვნელოვანესია. იგი ყოველთვის მთელი გულით, ემოციებით და ენთუზიაზმით თამაშობს . ეს კი გუნდში გადამდებია…” “დირკი მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. მას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. დირკის მებრძოლი ხასიათი და მისი თამაშის სტილი მთელ გუნდს ამხნევებს და მისაბაძს ხდის.” View the full article
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg ქრისტოფერ შმიდტი თბილისი - აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს საქართველო კიდევ ერთხელ დაარწმუნა მტკიცე მხარდაჭერაში და რუსეთს მოუწოდა დაასრულოს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ოკუპაცია. „შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ ერთგულებს“ – განაცხადა ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე მისი ვიზიტისას თბილისში. კლინტონმა ასევე მოუწოდა მოსკოვს შეასრულოს საზავო შეთანხმება, რომელიც ითხოვს, მისი ჯარების დაუბრუნებას 2008 წლის ქართულ-რუსულ ომამდე მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე. ეს ომი მეამბოხე რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო მოხდა. „ჩვენ ისევ მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას 2008 წლის აგვისტოს საზავო შეთანხმების მოთხოვნები, მათ შორის ისიც, რომ დაასრულოს ოკუპაცია და გამოიყვანოს რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პრე-კონფლიქტურ პოზიციებზე“ – განაცხადა მან. მანამდე კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავ გმობს რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, მიუხედავად ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობების გადაწყობისა, რამაც საქართველოში შეშფოთება გამოიწვია. „ჩვენ კვლავინდებურად ვაპროტესტებთ და ვაკრიტიკებთ რუსეთის იმ ქმედებებს, რომლებიც, ჩვენი რწმენით, არასწორია და ამ სიის თავში საქართველოში შემოჭრა და ოკუპაციაა“ – განაცხადა კლინტონმა ლიდერ ქალებთან წარმოთქმულ სიტყვაში. სააკაშვილის განაცხადებით, ის წახალისებულია იმით, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გამოსწორების მიუხედავად, აშშ საქართველოს მხარს უჭერს. „არაა საიდუმლო, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი შეშფოთებული იყო იმით, თუ რას შეიძლებოდა ნიშნავდეს „გადაწყობა“ – განაცხადა მან. „ჩვენ დავინახეთ ყველაფერი სწორად კეთდება, ეს ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკაა და ამიტომ გვიყვარს ყველას ამერიკა… თუ გადაწყობა რუსეთის მოდერნიზაციას გამოიღებს შედეგად, ეს ჩვენთვის ყველასთვის მხოლოდ კარგია“. კლინტონმა ასევე მოუწოდა საქართველოს შემდგომი რეფორმებისკენ და განაცხადა ისინი გადამწყვეტია მეამბოხე ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. „უფრო ცოცხალი, უფრო ეფექტური დემოკრატიითა და ეკონომიკით, საქართველო შექმნის უფრო დიდ კონტრასტს სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის“ – განაცხადა მან თავის სიტყვაში. ეს იყო კლინტონის ბოლო გაჩერება მის მოგზაურობაში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. ის აგრეთვე ეწვია უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯნს და სომხეთს. ის ასევე შეხვდა საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც სააკაშვილს ბრალი დასდეს იმაში, რომ 2003 წელს, პრო-დასავლური „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან უკან დაიხია დემოკრატიული რეფორმებისგან. „ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი დიალოგი ქართული დემოკრატიის ფუნდამენტური პრობლემების შესახებ“ – უთხრა AFP-ს ოპოზიციის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ. კლინტონმა ოპოზიციასთან შეხვედრიდან ცოტა ხანში დატოვა თბილისი და ვაშინგტონში გაემგზავრა. სააკაშვილს აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა. ცნობილია, რომ ბუშმა 2005 წელს, თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანის თანდასწრებით ქვეყანას „თავისუფლების შუქურა“ უწოდა. საქართველომ მას შემდეგ აეროპორტიდან მომავალ მთავარ გზატკეცილს ბუშის სახელიც კი დაარქვა. მაგრამ პრეზიდენტ ობამას მმართველობისას ურთიერთობები გაცივდა მას შემდეგ, რას სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაცია შეილახა 2007 წელს ოპოზიციური პროტესტის დარბევისა და იმის გამო, თუ როგორ წარმართა 2008 წლის რუსულ-ქართული ომი. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი 2008 წლის ომის შემდეგ. ამ ომის დროს რუსული არმია შეიჭრა ქვეყანაში, რათა მოეგერიებინა ქართველთა თავდასხმა პრო-მოსკოვურ სამხრეთ ოსეთზე. ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რასაც მხოლოდ ერთი მუჭა სახელმწიფოებმა მიბაძა. მას შემდეგ რუსეთმა რეგიონში დააფუძნა მუდივმოქმედი სამხედრო ბაზები და აქ ასობით სამხედრო და მესაზღვრეები განათავსა. ორივე მეამბოხე რეგიონმა კლინტონის ვიზიტის შემდეგ უარყო, რომ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან და დაგმეს მისი ფრაზეოლოგია. ორიგინალი ორიგინალი
  8. “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ჰილარი კლინტონის გუშინდელი ვიზიტის შემდეგ ნათელი გახდა, რომ დემოკრატიის განვითარების საკითხში … ლინკი მედიანიუსზე
  9. საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ დღეს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისთვის გადაცემული წერილი გააცნო. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  10. ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივნის ნესტან კირთაძის განცხადებით, გუშინ მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, ლეიბორისტულმა პარტიამ საქართველოს ნამდვილი რეალობის შესახებ… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://img.metro.co.uk/i/pix/2008/06/torresEPA290608_450x300.jpg ჯერარდის და კარაგერის მსგავსად ტორესმაც გააკეთა განცხადება რომ მოხარულია ახალი მწვრთნელის რანგში როი ჰოჯსონის მოსვლით და რომ ერთი სული აქვს როდის შეხვდება მას პირადად, რათა გაიგოს მისი გეგმები მომავალი სეზონისთვის…”მე ძალიან გამიხარდა რომ ახალი მენეჯერი როი ჰოჯსონი გახდა. ჯერ არ მისაუბრია მასთან თუმცა ვფიქრობ მალე შევხვდები და გავიგებ მის იდეებს და შეხედულებებს მომავალი სეზონისთვის” – აცხადებს ელ ნინიო “ახლა ჩემი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც მხოლოდ სამხრეთ აფრიკაშია. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის დროს შეუძლებელია უბრალოდ სხვა რამეზე იფიქრო… მუნდიალის შემდეგ კი საკმაოდ დიდი დრო გვაქვს რომ ვისაუბროთ ჩემს მომავალზე ლივერპულში” “როი ფულჰემში ძალიან კარგ შტთაბეჭდილებას ტოვებდა და ვფიქრობ რომ ლივერპულსაც დაეხმარება წარმატების მიღწევაში. მან თავისი მაღალი პროფესიონალიზმი უკვე არაერთ გუნდში დაამტკიცა… იმედი მაქვს როი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ლივერპულს ძველ დიდებას დაუბრუნებს.” ტორესი გეგმავს რომ რჩევები მიიღოს ჯერარდისგან და კარაგერისგან გერმანიის ნაკრებზე, რადგან გერმანიამ უკვე დიდი ანგარიშით დაამარცხა ინგლისელები და ლივერპულის ლიდერებს საკმაოდ მწარე გამოცდილება აქვთ მათთან თამაშისა. “ვფიქრობ თავად გერმანელებიც კი არ მოელოდნონ რომ მათი ქვეყნის ნაკრების ასე კარგად ითამაშებდა. გერმანია ყოველთვის არის ნახევარფინალში ან ფინალში და ამიტომ ჩემთვის არ ყოფილა მათი ასეთი თამაში სიურპრიზი. ძალიან ბევრ გერმანელ ფეხბურთელს ვიცნობ და ზოგადად გერმანული ფეხბურთის სტილი ძალიან მომწონს…” “ცოტა ხნის წინ ვესაუბრე სტივს და კარას. ამ დღეებში კვლავ დავურეკავ რათა მცირე რჩევები მივითო გერმანიასთან სათამაშოდ.” “სამწუხაროდ ამდენი ტრამვების და ოპერაციების შემდეგ არ ვარ საუკეთესო ფორმაში და ვერ ვაჩვენებ ისეთ თამაშს, როგორსაც გულშემატკივარი არის მიჩვეული. მაგრამ დღითიდღე ვიღდგენ ფიზიკურ ძალებს და ყველაფერს ვცდილობ რომ საუკეთესო ფორმაში ჩავდგე.” View the full article
  12. შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და პირობას დებს, რომ არასოდეს მიატოვებს პარტნიორ საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების გზაზე - ამ და სხვა შინაარსის განცხადებები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 5 ივლისს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა... გაზიარება [14:38 06-07-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDMHjUkHMfI/AAAAAAAAD5Y/kZo06B2bEX8/s200/tyuili.gif...თბილისში კიევის, ვარშავის, ბაქოსა და ერევნის გავლით ჩამოსული ჰილარი კლინტონი ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტების წინაშე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად წარდგა. გაიფანტა თუ არა 5 ივლისს ბოლო დროს გამწვავებული ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობათა ”გადატვირთვის პოლიტიკამ” შესაძლოა საქართველოს ინტერესები დაჩრდილოს? შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თავისი გამოსვლა ვაშინგტონიდან თბილისში ჩამოტანილი გზავნილით დაიწყო და მთავარი აქცენტები მისი და პრეზიდენტ ობამას სახელით გაახმაურა: ”შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი. შეერთებული შტატები არ აღიარებს გავლენის სფეროებს. პრეზიდენტმა ობამამ და მე ეს გზავნილი პირდაპირ მივაწოდეთ ჩვენს რუს კოლეგებს ბოლოს, - ეს სულ ახლახან იყო, - როცა 24 ივნისს ვაშინგტონში ვხვდებოდით ერთმანეთს. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს დაემორჩილოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრეზიდენტმა მედვედევმა. ვალდებულებებში ვგულისხმობ ოკუპაციის დასრულებას და რუსეთის ჯარის გაყვანას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე ვაყენებთ ჰუმანიტარული დახმარების მისაწვდომობის საკითხს ამ ტერიტორიებისთვის და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, საერთაშორისო მექანიზმების და კონსტრუქციული, არაძალადობრივი არხების აღდგენის გზით.” ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რამდენჯერმე სხვადასხვანაირად განმარტა, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობათა გადატვირთვის პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე. გადატვირთვის პოლიტიკა, თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ახსენა და არ დამალა, რომ ვაშინგტონის ამ ინიციატივამ საქართველოში საწყის ეტაპზე არაერთი შეკითხვა თუ გარკვეული მღელვარება გამოიწვია, თუმცა ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ ამ ეტაპზე თბილისი იმედით უყურებს იმავე გადატვირთვის პოლიტიკას და მას რუსეთის ”გახსნისა და მოდერნიზების” პერსპექტივად აღიქვამს. სააკაშვილმა ასევე მადლიერებით გაუსვა ხაზი ამერიკის როლს აგვისტოს ომთან მიმართებით ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ტერმინების დამკვიდრების გზაზე. ითქვა, რომ ობამას ადმინისტრაციამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა: ”პრეზიდენტი ობამა პირველი იყო, ვინც სტატუსის პრობლემა დააყენა, რეალურად მან თქვა, რომ ეს იყო შემოჭრა, რადგან მანამდე, თუ გახსოვთ, გამოიყენებოდა ტერმინი ძალის არაპროპორციული გამოყენება. თითქოს შეიძლება არსებობდეს პროპორცია სხვა ქვეყნის ტერიტორიიის დაპყრობისას. პრზიდენტი ობამა იყო პირველი, ვინც ეს ტერმინი გამოიყენა. და მე ვფიქრობ, რომ ვაშინგტონიდან წამოსული განცხადებები გაცილებით უკეთესია. რაც უფრო მაღალია ვაშინგტონის გეგმები, მით უფრო აქტუალური ხდება საქართველოს საკითხი. მე ეს ძალიან მახარებს... და სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამის დასტურია.” პრეზიდენტ სააკაშვილის ამ სიტყვებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დასტურის ნიშნად უკრავდა თავს და პრესკონფერენციაზე თავად მანაც არაერთხელ გამოიყენა სიტყვები ”ინტერვენცია” და ”ოკუპაცია” რუსეთის ქმედებებთან მიმართებით. კერძოდ, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპაციამ ხელი ვერ უნდა შეუშალოს საქართველოს წინსვლასა და განვითარებას და რომ სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი, მიმართული რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებისკენ, მათ შორის - აფხაზებისა და ოსებისკენ. ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატზეც, რომელიც, კლინტონის აზრით, მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მეტ ჩართულობასა და აქტიურობას მოითხოვს. რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის ახალ შეთანხმებას, რასაც ბოლო რამდენიმე რაუნდია ასე ჯიუტად ითხოვენ კრემლისა და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების ლიდერები, შეერთებული შტატები ემხრობა საქართველოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება ისედაც დევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში და რომ ახალი დოკუმენტის მიღება ”აუცილებელი არ არის”. ამ პოზიციის გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ”შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ სხვა ასეთი შეთანხმება შესაძლოა პოზიტიური იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი იქნება მისი ნაწილი, დოკუმენტში ყველა მხარის ინტერესები იქნება ასახული, შემოგვთავაზებს განხორციელების მექანიზმებს და თავს აარიდებს სტატუსის საკითხების პოლიტიზირებას.” 5 ივლისს საქართველომ ვაშინგტონისგან მიიღო კიდევ ერთი გულითადი მადლობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, რაც, ჰილარი კლინტონის შეფასებით, ადასტურებს საქართველოს ”გულმოდგინე სვლას ნატოსკენ”. შემდეგ საუბარი რეფორმებსაც შეეხო. ითქვა, რომ შეერთებულ შტატებს თავისი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს -განვითარების ხელშეწყობა მართებს, იქნება ეს მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარება. რეფორმების გზაზე ჰილარი კლინტონმა გამოყო საქართველოს მიღწევები კორუფციასთან ბრძოლის, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ”მსოფლიოში ყველაზე სწრაფად რეფორმირებადი ეკონომიკის მშენებლობის” კუთხით. მისი მხრიდან გარკვეული კმაყოფილება გამოიხატა 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებითაც და პროცესი შეფასდა როგორც ეუთოსა და ევროსაბჭოს სტანდარტებისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა ყურადღება იმაზეც გამახვილდა, რომ ბევრი რამ არის კიდევ გამოსასწორებელი: ”გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ვარდების რევოლუციის საქმის გაგრძელებისკენ და შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ჩვენი პარტნიორების დასახმარებლად საქართველოს მთავრობაში და მის გარეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენ მოწოდებული ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, იმ ხალხის მხარდაჭერისთვის, ვისაც სურს ააშენოს მომავალი, რომელიც უფრო თავისუფალი, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული და უსაფრთხო იქნება. პირადად მე მოუთმენლად ველი ვიყო საქართველოს მდგრადი პროგრესის მოწმე.” შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი თბილისისთვის იმის უტყუარ გარანტიად აღიქმება, რომ ამერიკა ყოველთვის და ყველგან შეეცდება დაიცვას საქართველოს ინტერესები. თბილისს ვაშინგტონის მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორმხრივი ურთიერთობის მთავარ საფუძვლად 2009 წლის 9 იანვარს გაფორმებულ ქარტიას მიიჩნევს: ”სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიამ მოგვცა საშუალება ორმხრივი ურთიერთობები დაგვეყენებინა იმისთანა ლიანდაგზე, რომელიც ყველა მიმართულებით (ენერგოუსაფრთხოება, საერთოდ უსაფრთხოება, ადამიანური კონტაქტები, განათლება, კულტურა, მედიის თავისუფლება, ეკონომიკური დახმარება და ასე შემდეგ) გადავიყვანოთ უფრო წინწაწეულ და პროგრესულ ეტაპზე. ეს ამ შეხვედრაზე მოხდა.” ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად მიიჩნევს ბათუ ქუთელიაც, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში. ის ამბობს, რომ პარტნიორობა დაფუძნებულია უცვლელ ფასეულობებზე, მუშაობა გააქტიურებულია ყველა მიმართულებით და მას ხელს ვერაფერი შეუშლის.რადიო "თავისუფლება"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  13. http://www.mirrorfootball.co.uk/incoming/article240543.ece/ALTERNATES/gallery-large/bel-eng.jpg მუნდიალის დასრულების შემდეგ ჯეიმი კარაგერი და პოლ სქოულზი ოფიციალურად წამოვიდნენ ნაკრებიდან. თუმცა 30 წლის სტივი, რომელსაც უკვე 84 მატჩი აქვს ჩატარებული “წითელ ლომებში” ჯერ არ აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას… “ნამდვილად არ მინდა რომ გერმანიასთან ასეთი დამარცხება ჩემი ბოლო მატჩი იყოს ეროვნულ ნაკრებში.” – განაცხადა ლივერპულის კაპიტანმა -”იმედი მაქვს მალე დავივიწყებთ ამ მძიმე ტრამვას.” დარწმუნებული ვარ მომავალ წლებში დიდი ცვლილებები იქნება ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში და ვიქნები თუ არა მე განაცხადში ეს მწვრთნელის გადასაწვეტია. მაგრამ მე ჩემი ნებით არ მივდივარ ეროვნული გუნდიდან და მენეჯერს ნებისმიერ დროს შეეძლება ჩემი გამოყენება…” სტივის ეს განცხადება გამოიწვია კარაგერის სიტყვებმა, რომელმაც თქვა რომ ნაკრებს მხოლოდ მუნდიალის გამო და დაცვაში პრობლემების მოსაგვარებლად დაუბრუნდა. ახლა კი კვლავ მხოლოდ კლუბზე ფიქრობს და ნაკრებში აღარსოდეს დაბრუნდება. View the full article
×
×
  • შექმენი...