planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://tvgolo.s3.amazonaws.com/tvgolo.gif თბილისის "დინამოს" და ტალინის "ფლორას" შორის გამართულ შეხვედრაში კახელიშვილმა მოგეხსენებათ რაოდენ ბრწყინვალე გოლი გაიტანა,ეს კი არ გამორჩენია მსოფლიო მედიას მხედველობიდან და უმალ კვირის ათ საუკეთესო გოლში შეიყვანეს.პოპულარული ვებ საიტი tvgolo.com - ატარებს გამოკითხვას,რომელ გოლს თვლის გულშემატკივარი საუკეთესოდ.SOCCER DAY მოგიწოდებთ ქართული ფეხბურთის ქომაგებს,რომ მხარი დაუჭიროთ გიორგი კახელიშვილს და მისცეთ მას ხმა ამ ბმულის მეშვეობით tvgolo.com .ვიდეოს სანახავდ შედით სრულიადში. სრულად იხილეთ
-
http://tvgolo.s3.amazonaws.com/tvgolo.gif თბილისის "დინამოს" და ტალინის "ფლორას" შორის გამართულ შეხვედრაში კახელიშვილმა მოგეხსენებათ რაოდენ ბრწყინვალე გოლი გაიტანა,ეს კი არ გამორჩენია მსოფლიო მედიას მხედველობიდან და უმალ კვირის ათ საუკეთესო გოლში შეიყვანეს.პოპულარული ვებ საიტი tvgolo.com - ატარებს გამოკითხვას,რომელ გოლს თვლის გულშემატკივარი საუკეთესოდ.SOCCER DAY მოგიწოდებთ ქართული ფეხბურთის ქომაგებს,რომ მხარი დაუჭიროთ გიორგი კახელიშვილს და მისცეთ მას ხმა ამ ბმულის მეშვეობით tvgolo.com .ვიდეოს სანახავდ შედით სრულიადში. სრულად იხილეთ
-
როგორც მოგეხსენებათ ლონდონის არსენალში მეკარის დიდი პრობლემაა.დღეს კი Daily Mail და არსენალის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებენ ინფორმაციას რომ არსენალი დაინტერესებულია ბრაგას 27 წლის მეკარით ედუარდოთი. მეთოფეებმა უკვე მიმართეს ოფიციალური წინადადებით კლუბს და მასში 3,4 მილიონს იხდიან.ედუარდომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 2010 მუნდიალზე მან მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა 1/8 ფინალში ესპანელთა წინააღმდეგ. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg რონალდ ასმუსი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელი ვიზიტის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციას იმის დამტკიცება სურს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პარალელურად მას აქვს კავშირების გაღრმავების სტრატეგია ისეთ მოკავშირეებთან, როგორიც პოლონეთია. ამისთვის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცენტრალურ, აღმოსავლეთ-ევროპასა და სამხრეთ-კავკასიაში გაემგზავრა. მოგზაურობის მიზანია ასევე კონსერვატორთა კრიტიკის გაქარწ####ბაც, თითქოს ვაშინგტონი მოსკოვთან შეთანხმებას მოკავშირეების მიტოვების ფასად ცდილობს ადმინისტრაცია ორმაგი გადაწყვეტილებების ხაზის გატარებას შეეცადა: ის რუსეთთან ურთიერთობების განახლების ინიციატივით გამოვიდა, ისე რომ უარი არ უთქვამს მის პრინციპზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება აქვთ და უარი ეთქვა გავლენის სფეროების შესახებ მოსკოვის მოთხოვნაზე, თუმცა რეალურად მთავარია არა ადმინისტრაციის რიტორიკა, არამედ ის თუ რამდენად გამყარებულია მისი სიტყვები პოლიტიკით, რომელსაც არსებითი ურთიერთქმედება მოსდევს. ჯერ-ჯერობით ადგილი არა აქვს ამგვარ პოლიტიკას. ეს ის დეფიციტია, რომლის შევსებასაც იმედია კლინტონის მოგზაურობა შესძლებს. ადმინისტრაციამ უკვე დააბრუნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპასთან ურთიერთობები ძველ კალაპოტში ისეთ საკვანძო საკითხებთან მიმართებაში, როგორიც მაგალითად ანტი-სარაკეტო თავდაცვაა. მოლაპარაკებები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მათი დარწმუნების შესაძლებლობას იძლევა, რომ ამერიკის და ნატო-ს დაპირებები თავდაცვის ერთობლივ დაგეგმვაზე, წვრთნასა და ინფრანსტრუქტურის შექმნაზე ფუჭი არ იყო. გაცილებით რთული სიტუაციაა სამხრეთ-კავკასიასთან დაკავშირებით. ორი წლის წინ, დასავლეთი ისეთი სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდა, როგორიც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქრა. არ შეიძლება ამგვარი კონფლიქტების მომავალში წარმოქმნის შესაძლებლობის გამორიცხვა. ადმინისტრაცია სამი ძალიან რეალური საფრთხის წინაშეა: პირველი – აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გაუარესებული ურთიერთობები და სადაო ტერიტორიის მთიანი-ყარაბახის გარშემო კონფლიქტია. ბოლოდროინდელმა შეტაკებებმა და მსხვერპლმა დაადასტურა, რომ ამ რაიონში გაზრდილია დაძაბულობა. თურქულ-სომხური დაახლოების კოლაფსი (იმედი ვიქონიოთ, რომ დროებითი) ასევე ხელს უწყობს დაძაბულობის მატებას. უფრო მასშტაბური საერთაშორისო და დასავლური მონაწილეობის არ არსებობის პირობებში ეს შეტაკებები შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს და ზაფხულის განმავლობაში ნამდვილ ომში გადაიზარდოს. მეორე – ჩვენ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში იმ მოსაზრებამ, რომ თითქოს დასრულდა რუსულ-ქართული კონფლიქტი. მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს გატეხოს თბილისის დასავლეთისკენ მისწრაფების სურვილი. ის შეიძლება დაელოდოს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ზომები, თუმცა მისი ამოცანები უცვლელია. მართალია, საქართველო ომს და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს მოსალოდნელზე უკეთ გაუმკლავდა, თუმცა გამოყოფილი რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის განუსაზღვრელი სტატუსი და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების ყოფნა (ფაქტობრივი ოკუპაცია) სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს სტაბილიზაციისა და მისი რეფორმირების გზაზე. სასაზღვრო რეჟიმი, რომელსაც ევროკავშირის უიარაღო მონიტორები აკვირდებიან სუსტია. რეალური არასტაბილურობისა და დაძაბულობის პირობებში, საეჭვოა მისია ადეკვატური იყოს. მაგრამ რეგიონისთვის პოტენციურად ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილოეთ-კავკასიაა, სადაც რადიკალური, მადესტაბილიზებელი ძალების თარეში გრძელდება. სოჭში დაგეგმილმა 2014 წლის ოლიმპიური თამაშებმა (მოსკოვისთვის პრესტიჟული პროექტი) ამ დინამიკისთვის შეიძლება კატალიზატორის როლი ითამაშოს. როგორც სჩანს, რუსეთის მთავრობა, ვლადიმერ პუტინის გამონათქვამს თუ დავესესხებით, რეგიონის „გაწმენდის“ აუცილებლობას განიცდის, რათა მოსპონ ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვმა შეიძლება წინასწარ მიიღოს მკაცრი ზომები და სისასტიკის გამოვლინებები მანამდე დასრულდეს, ვიდრე ამას დასავლელი ჟურნალისტები შეამჩნევენ ან 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი სპორტსმენი ჩავა, მაგრამ ამ ტიპის ქმედებებმა შეიძლება სიტუაცია გააუარესოს. ის უკუშედეგი რომელსაც დღეს მოსკოვი აწყდება, რომელიც წლების მანძილზე რეგიონში სეპარატისტულ ძალებს უჭერდა მხარს – კოშმარია არამხოლოდ რუსეთის ლიდერებისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც. წარმოიდგინეთ, რომ რეგიონის ჯიჰადისტები განამტკიცებენ თავიანთ კავშირებს ანალოგიური სახელწოდების ჯგუფებთან, რომლებიც ჩვენ ახლო- აღმოსავლეთში, ავღანეთსა და პაკისტანში დავასუსტეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფექცია დიდად არ გავრცელდება, მას სამხრეთ-კავკასიის დესტაბილიზაცია შეუძლია. ისტორიულად, რუსეთი სამხრეთ-კავკასიაში ჩრდილოეთზე კონტროლის საშუალებას ხედავდა. თუკი ის დღესაც ანალოგიურად იმოქმედებს და დამნაშავეთა „ცხელ კვალზე“ დევნის (სხვა სახელმწიფოს საზღვრის დარღვევით) უფლებას მოითხოვს, საჰაერო სივრცის ან საქართველოს ტერიტორის გამოყენებით, ჩვენ შეიძლება ელვისებურად აღმოვჩნდეთ კიდევ ერთი არასასურველი კონფლიქტის ზღვარზე. საერთო ჯამში რისი გაკეთება შეუძლიათ შეერთებულ შტატებს და დასავლეთს? ადმინისტრაციას უამრავი საგარეო პოლიტიკური პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, მაგრამ ეს კლასიკური შემთხვევაა, რომელშიც მოკრძალებულმა ინვესტიციამ მომავალში შეიძლება უფრო დიდი პრობლემები აგვაცილოს თავიდან. ვაშინგტონი უნდა შეეცადოს ჩრდილოეთ-კავკასიაში მოსკოვთან ურთიერთქმედებას. ჩვენ შესაძლოა ამ რაიონში რუსეთის პოლიტიკაზე გავლენის ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მსგავსი მეთოდების გავრცელება და სამხრეთ-კავკასიაში მაინც შევზღუდოთ თანმდევი დანაკარგები. ასეთი გრძელვადიანი გამარჯვება მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით სასაზღვრო კონტროლისთვის უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნას, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ჩამოყალიბებისკენ დიდ ძალისხმევას და გარკვეული დაზღვევის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნებს მსგავს შემოტევასთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს. მოკრძალებულმა ინვესტიციამ შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემებს აგვარიდოს, რომლებიც მომავალში გველის. იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი ამ საკითხზე რეგიონში კონსესუსის მიღწევას შესძლებს. რონალდ ასმუსი – კლინტონის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო, დღეს ის ბრიუსელში მარშალის ფონდის ტრანს-ატლანტიკური ცენტრის დირექტორია. სტატიაში მისი პირადი შეხედულებებია გამოთქმული. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ხვალ თბილისს ვიზიტით ეწვევა, იქცევა თუ არა დისკუსიების ერთ-ერთ თემად საქართველოსთვის ”იარაღზე დე-ფაქტო ემბარგოს” დაწესების საკითხი? ვიზიტის წინ აშშ-ს უმაღლესმა დიპლომატმა ევროპის საკითხებში ფილიპ გორდონმა ჩაატარა პრეს-კონფერენცია, სადაც მას ჰკითხეს დართავს თუ არა აშშ საქართველოს ამერიკული საწარმოებიდან იარაღის შესყიდვის ნებას? რუსეთის შესახებ – საქართველოს ოფიციალური პირები დრო და დრო აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ M-4 შაშხანების გამოყენება და არც მათი კონტიგენტის მომარაგება ავღანეთში. დადგება თუ არა შეიარაღების ემბარგოს საკითხი სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებების დროს და გახდება თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი Humvees და M-4, რომლებზეც ისინი მუდმივად ჩივიან ჩემნაირ რეპორტიორებთან? სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი: ნება დამრთეთ განვმარტო ის, რომ ჩვენ საქართველოსთვის შეიარაღებაზე ემბარგო არ დაგვიწესებია. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას. ქართველებმა ავღანეთში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ. ქართველები ავღანეთში ბრწყინვალედ მსახურობენ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ მათ მისიისთვის გაწვრთნაში ვეხმარებით, ასე რომ ჩვენ საქართველოსთან უსაფრთხოების დარგში ვთანამშრომლობთ. მე უკვე ვახსენე, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ არა გვაქვს ემბარგო საქართველოში. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას ევროპაში და ნებისმიერ სხვა ადგილას აქვს თავდაცვისა და სურვილისამებრ ალიანსებში გაწევრიანების უფლება და მესამე მხარეს არ უნდა შეეძლოს ამაზე ვეტო-ს დადება. რას იტყვით M-4-ზე? სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი: ამ საკითხზე პასუხი არა მაქვს, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ… შეუძლია აშშ-ს მათ M-4 მიყიდოს? ამას ვგულისხმობდი. სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი: M-4-თან დაკავშირებით პასუხი არა მაქვს. თქვენ უნდა ელაპარაკოთ და დარწმუნებული ვარ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ პასუხი პენტაგონთან, მაგრამ გეუბნებით, რომ საქართველოსთვის შეირაღებაზე ემბარგო არ დაწესებულა. მაგრამ საქმე ისაა, რომ შეერთებულ შტატებს ეს ბოლო ორი წელია არ შეუსრულებია იარაღთან დაკავშირებული საქართველოს არც ერთი შეკვეთა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი: ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით 2008 წლის ზაფხულის ომზე საქართველოში და ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით დაძაბულობის შემცირებაზე, ვცდილობდით მიგვეღწია მეტი ტრანსპარენტულობისთვის, ვცდილობდით მიგვეღწია იმისთვის რომ პირველ რიგში, რუსებს გაეყვანათ ჯარი კონფლიქტამდელ პოზიციებზე და მეორე რიგში, პატივი ეცათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთოდ არ ჰყოლოდათ ჯარი საქართველოში. ამისთვისაა მოწოდებული ჟენევის პროცესი: დაძაბულობის მინიმიზაციისთვის, ისეთი მექანიზმების შექმნისთვის, რომლებიც თავიდან აგვაცილებენ პრობლემების კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რათა მათი დემოკრატია და კეთილდღეობა განვავითაროთ იმიტომ, რომ გვჯერა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა საქართველოში არ იქნება სამხედრო ძალა, რომელიც ეფუძნება ამა თუ იმ სახის სამხედრო აღჭურვილობის შეძენას. სამხედრო გზით პრობლემა ვერ გადაწყდება. ეს საქართველოს ამოცანაა, გადაიქცეს უფრო მტკიცე დემოკრატიად და უფრო წარმატებულ ქვეყნად, ისეთად რომ სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის მკვიდრნი თანახმა იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნაზე. აი ამაზე ვიყავით ფოკუსირებულები. ამაზე იქნება ფოკუსირებული ვიზიტიც და ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა ისეთი სიტუაციისკენ მიმავალი გზაა, რომლის მიღწევასაც ჩვენ საქართველოში ვცდილობთ. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: როგორც კითხვაში გაჟღერდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ს არ მიუყიდია საქართველოსთვის შეიარაღება, ე.ი. სამხრეთ-ოსეთთან ომის შემდეგ, ე.ი. ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის დროიდან, ე.ი. დიდი ხნით ადრე რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვამდე”, რასაც ქართველი ოფიციალური პირები ”ემბარგოს” მიზეზად ასახელებენ. როგორც გორდონმა სთქვა, ემბარგო, როგორც ასეთი დაწესებული არ არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს რაღაც სახის არაფორმალური პოლიტიკა, რომლის გამოც აშშ ბლოკავს გაყიდვებს საქართველოსთვის. მე ამას თვალს ვადევნებ… ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/3059_4b617732ad541-150x150.jpgყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” გუშინ თიბისი ბანკში გაიმართა. 2003 წელს დაფუძნებული კონკურსი საქართვლოში უკვე მერვე წელია ტარდება. ავტორებისა და გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი 140 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 39 საუკეთესო მოხვდა. 5 კაციანმა ჟიურიმ წლის საუკეთესო წიგნები 8 ნომინაციის მიხედვით გამოავლინა. საპრემიო ფონდი 36 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს–რომელ ლიტერატურული ნამუშევარი გახდა პრემია „საბა“–ს მფლობელი და რა კრიტერიუმებით აარჩია ჟიურიმ გამარჯვებულები,ნახეთ ანა ჭეიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ana-saba_wmv-v9wmv_000003438.jpg itvს ლინკი
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/gachechiladze3-300x249.jpg“დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე რუსეთში ვიზიტისთვის ემზადება. ამის შესახებ “დაიცავი საქართველოს” პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ გაჩეჩილაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ოპოზიციონერი ლიდერი მოსკოვში ვიზიტის მზადყოფნას გამოთქვამს. ”ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის მზად ვარ, წავიდე მოსკოვში პოლიტიკურ თუ საქმიან წრეებთან შესახვედრად. ამ დღეებში იყო ჩემი მოსკოვში წასვლის შესაძლებლობა, თუმცა წასვლას ვერ ვახერხებ. მომავალში კი რუსეთში ვიზიტისათვის მზად ვარ”, – აცხადებს გაჩეჩილაძე. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/hillari-clinton_big-300x197.jpgეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰილარი კლინტონისა და ლიდერი ქართველ ქალების შეხვედრა დასრულდა .შეხვედრის დასაწყისში ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს მათი საქმიანობისთვის, ასევე, საქართველოს პირველ ლედის, სანდრა რულოვსს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. როგორც კლინტონმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც სანდრა რულოვსი ჯანდაცვის სფეროში აკეთებს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “მე ვიყავი პირველი ლედი და ვიცი, ეს როგორი სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა. ვაფასებ იმას, რასაც ჯანდაცვის სფეროში ქალთა უფლებების დაცვისთვის აკეთებთ”, – მიმართა კლინტონმა საქართველოს პირველ ლედის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს ასეულობით წლების ისტორია აქვს და სჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი, დემოკრატიის შუქურა იყოს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “ვარდების რევოლუციამდე ქვეყანა მძიმე ვითარებაში იყო. მას შემდეგ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს დიდი პრობლემების წინაშეა, მოხდა ქვეყნის ოკუპაცია. მომავალში ცვლილებები ერთიანი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა კლინტონმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ იცის, საქართველოში ისტორიულად ქალებს სახელმწიფოს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “მე დიდ პატივს ვცემ თამარ მეფეს, რომელიც ასეულობის წლის წინ ქვეყნის მონარქი იყო. იგი ოქროს ხანაში მართავდა საქართველოს და თქვენც შეგიძლიათ, დღეს, 21-ე საუკუნეში შექმნათ ოქროს ხანა აქ, საქართველოში. თქვენ მოგიწევთ ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება და მოგიწევთ დიდი ბრძოლა დემოკრატიისთვის. თქვენ ეს ქვეყნის სიყვარულმა და მომავლის რწმენამ უნდა გაგაკეთებინოთ”, – განაცხადა კლინტონმა. მან მოუწოდა ლიდერ ქალებს, არ დაიღალონ, იბრძოლონ სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის ერთიანობისთვის.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “აშშ თქვენს გვერდზეა. ჩვენ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. შედეგები კარგია, თუმცა არის ბევრი პრობლემაც, რომელიც, ძირითადად, ადამიანური სისუსტეების ბრალია. თქვენ ამის შეცვლასაც უნდა მიაღწიოთ”, – განაცხადა კლინტონმა. შეხვედრაზე 10 შეკითხვა დაისვა. შეკითხვები დასვეს და თავისი აზრი გამოხატეს სანდრა რულოვსმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, პარლამენტარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ოპოზიციიდან – თინა ხიდაშელმა და ეკა ბესელიამ, საზოგადოების წარმომადგენლებიდან – შორენა შავერდაშვილმა მანანა ღურჭუმელიძემ და სხვებმა. შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ საათს გაგრძელდა. IPN Share View the full article