planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
დღეს, 6 ,კარლოვი ვარის 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ჩეხეთის დოკუმენტური კინოს ინსტიტუტი მუშაობის პროცესში მყოფ ცხრა დოკუმენტური ფილმის პროექტს განიხილავს. ღონისძიებას ”დოკუ ტალანტები აღმოსავლეთიდან” ჰქვია. პროგრამაში მონაწილე ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპელ კინორეჟისორებს შორის ქართველი სალომე ჯაშიცაა. პროექტს, რომლის სახელწოდებაა ”რესტორანი ბახმარო და ისინი, ვინც იქ მუშაობენ”, ფილმის რეჟისორი სალომე ჯაში და პროდიუსერი ანნა ძიაპშიპა წარადგენენ. ფილმზე მუშაობა დეკემბერში დასრულდება. ყველა დასრულებული პროექტი 2010-2011 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსში იქნება ნაჩვენები. ”დოკუ ტალანტები აღმოსავლეთიდან” ფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის ნაწილია. აქ წარდგენილი ყველა პროექტი პოსტ-პროდუქციის ფაზაში იმყოფება. პრეზენტაციებს გაყიდვების აგენტები, სხვადასხვა ფესტივალების პროგრამისტები და დისტრიბუტორები ესწრებიან. პროექტების პრეზენტაციის გარდა, რეჟისორებსა და პროდიუსერებს ინდივიდუალური კონტაქტების დამყარების შესაძლებლობაც ეძლევათ. დოკუ ტალანტების” მიზანი აღმოსავლეთევროპული კრეატიული დოკუმენტური ფილმების სამომავლო დისტრიბუციის მხარდაჭერაა. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი A კატეგორიის კინოფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 200 ფილმს აჩვენებს და ყველასათვის ღიაა. ფესტივალს რამდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს. ოფიციალური სელექციის გარდა, არსებობს დოკუმენტური ფილმების კონკურსი და კონკურსი სახელწოდებით ”დასავლეთის აღმოსავლეთი”. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია რუსეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებას ცინიკურს უწოდებს. გაზიარება [ 14:27 06-07-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDMEuNUyPAI/AAAAAAAAD5Q/CI53myx-TqY/s200/giga+bokeria.gifროგორც ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რუსეთი აცხადებს, თითქოს საქართველოსთან დაკავშირებით არაფერ შუაშია, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს. "პუტინის განცხადება ჩვეულებრივი ცინიზმია. ეს დამატებით კომენტარს აღარ საჭიროებს. ნათელია, როცა რუსეთი ამბობს, რომ არაფერ შუაშია, ცდილობს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, საქართველო მზად არის რუსეთთან თანამშრომლობისთვის, მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივს სცემს. "როცა შეეგუება რუსეთი, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და შესაბამისად, ამას დეოკუპაცია მოყვება, გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვექნება", – განაცხადა გიგა ბოკერიამ. ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდა. სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, ამის შესახებ პუტინმა "პაკლონნაია გარაზე", დიდი სამამულო ომის მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა. "ვიღაც მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ვიღაცის აზრით კი - გათავისუფლებული. ურთიერთობების აღდგენა ქართველ და ოს ერებს შორის დიალოგის საგანია. საჭიროა დიალოგის წარმოება, მესამე ქვეყნის ჩარევის გარეშე. ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია და პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ვინც დაიწყო. მათ მამაცობა უნდა გამოიჩინონ და გამოძებნონ გზა იმ ადამიანთა გულებისკენ, რომლებსაც ჭრილობა თავად მიაყენეს", - აღნიშნა პუტინმა კლინტონის თბილისური გამოსვლის კომენტირებისას."ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
უფროსკლასელი მეტიუ, რომელის ოცნებობს პოლიტიკოსის კარიერაზე, აღმოაჩენს, რომ მას ახალი მეზობელი ყავს, მომხიბვლელი 19 წლის ქერა დანიელი. ყვავილების და კამფეტების ჩუქების სტადიამ საოცრად მალე გაიარა, და ეხლა სიყვარულით დაბრმავებული მეტიუ დარწმუნებულია, რომ მან თავისი ოცნების ქალი იპოვა. მაგრამ ის თავის საკუთარ ყურებს არ დაუჯერებს, როდესაც გაიგებს, რომ ის - ყოფილი პორნოვარსკვლავია. და ეხლა მის შესაკავებლად, მას მოუწევს რისკის ქვეშ დააყენოს სენატორის კრესლო და გამოცდა გაიაროს, ... View the full article
-
უფროსკლასელი მეტიუ, რომელის ოცნებობს პოლიტიკოსის კარიერაზე, აღმოაჩენს, რომ მას ახალი მეზობელი ყავს, მომხიბვლელი 19 წლის ქერა დანიელი. ყვავილების და კამფეტების ჩუქების სტადიამ საოცრად მალე გაიარა, და ეხლა სიყვარულით დაბრმავებული მეტიუ დარწმუნებულია, რომ მან თავისი ოცნების ქალი იპოვა. მაგრამ ის თავის საკუთარ ყურებს არ დაუჯერებს, როდესაც გაიგებს, რომ ის - ყოფილი პორნოვარსკვლავია. და ეხლა მის შესაკავებლად, მას მოუწევს რისკის ქვეშ დააყენოს სენატორის კრესლო და გამოცდა გაიაროს, ... View the full article
-
Billiard Club ბილიარდს ითამაშებთ როგორც ქსელში ისე მარტო. ძაან კარგი გრაფიკით და რეალური ხმებით View the full article
-
Billiard Club ბილიარდს ითამაშებთ როგორც ქსელში ისე მარტო. ძაან კარგი გრაფიკით და რეალური ხმებით View the full article
-
http://b.pix.ge/s/vterl.jpg ლაშა პარუნაშვილი - უსთავის "ოლიმპის" და საქართველოს იმედია.მას შემდეგ,რაც ლაშა დევდარიანის ფორმაციის ნაკრებში გამოჩნდა ამ ბიჭზე გათავებელი საუბრები არ შეწყვეტილა.ქართველებს ლაშასი ეიმედებათ.SOCCER DAY-იმ გადაწყვიტა მცირედი ინტერვიუ ჩამოერთვა ლაშა პარუნაშვილისთვის,სადაც იგი რუსთავის "ოლიმპის" შანსებს აფასებს ევროპულ არენასა და ეროვნულ ჩემპიონატზე. სრულად იხილეთ
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2009/6/18/1245351883943/Ashley-Young-001.jpgეშლი იანგი დაიბადა ერთ-ერთ პატარა ქალაქში სტივენეიჯში, ეს ქალაქი ცნობილია როგორც უდიდესი სპორცმენების ქალაქად, ამ ქალაქში აღიზარდა გოლიადორი კევინ ფილიფსი,ლონდონის “არსენალის” ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ უილშერი და ფორმულა1-ის გამოჩენილი პილოტი ლუის ემილტონი. 5-წლის ასაკში იგი ჩაეწერა თავისი ქალაქის საფეხბურთო კლუბში “სტვივენეიჯ-ში”, სადაც მან უდიდეს წინსვლას მიაღწია და ჩამოყალიბდა ფორვარდად, რაშიც მას დაეხმარა მისი ბავშობის კუმირი იან რაითი… ახალგაზრდული კლუბები: 2000-2002 UTFORD საკლუბო კარიერა: 2002-2007 UTFORD 101 (20) 2007 Aston Villa 100 (21) ინგლისის ეროვნული ნაკრები: 2006-2007 10(0) პირველი პროფესიონალური კლუბი ეშლი იანგისა იყო “უტფორდი”, მაგრამ ამ კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ვერ შეაფასეს 16 წლის ეშლის შესაძლებლობები და მას მხოლოდ კვირაში 2 ვარჯიში შესთავაზეს გუნდთან ერთად. მაგრამ ის ძალიან მონდომებული იყო და მას სჯეროდა წარმატების. ასეც მოხდა, ის პროფესიონალ და პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიხსენიება დრესდღეობით. ეშლის თავჩაუხრელმა შრომამ და უდიდესმა მონდომებამ შედეგი გამოღო და 18 წლის ასაკში მან კონტრაქტს ხელი მოაწერა კლუბ “უტფორდში”.მისი პირველი სადებიუტო მატჩი “უტფორდის” შემადგენლობაში 2003 წლის 13 სექტემბერს შედგა “მილლუოლ-ის” წინააღმდეგ. ის შეცვლაზე შეიყვანაეს და რამოდენიმე წუთშიც გოლი შეაგდო მოწინააღმდეგის კარში. იმ დროს “უტფორდ-ის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ რეი ლუინგტონი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეშლის დაწყებში. ახალგაზრდა მწვრთნელმა შეძლო ძალების კონცენტრაციის მომატება მთელი გუნდისთვის (წარსულში ჩემპიონატის აუთსაიდერები პრემიერ ლიგას მიუახლოვდნენ) ეშლი კი ყველაზე მეტად ხვეწდა თამაშის სტილს. დაუღალავ ტყუილად არ ჩაუვლია ეშლისთვის და ის გახდა საუკეტესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 2004-2005 წლის სეზონისა. 2005/2006 41 მატჩი და 15 გატანილი გოლი. ასეთი დონის ფეხბურთელები ძაან იშვიათად თუ ჩერდებიან დაბალი დნონის კლუბებში, და ძალიან მალე “უტფორდის” ოფისში ჩნდება უამრავი წერილი და მიმართვები სხვა კლუბებიდან ეშლი იანგზე. ეშლიზე კლუბები მზად იყვნენ გადაეხადათ 5-იდან 7 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე მაგრამ კლუბი მის გაშვებას არ აპირებდა სანამ მისი ფასი 10 მილონს არ მიაღწია.და პრემიერ ლიგაში გამოჩნდა კლუბი რომელიც მზად იყო ეშლიში გადაეხადა 9 მილიონი ფუნტი სტერლინგი ეს კლუბი კი “ასტონ ვილა” იყო, ეშლიმაც არ დააყოვნა და მან მოირგო ახალი კლუბის მაისური.მაშინ ყველას ეგონა რო ახალგაზრდა ფეხბურთელში მარტინ ო’ნილმა საკმაოდ ძვირი გადაიხადა და ის ზედმეტად ენდობობა ეშლის შესაძლებლობებს. ეხლა კი შეიზლება ითქვას რომ ამ ტრანსფერმა უდიდესი წარმატება მოუტანა ახალ კლუბს და რომ ჩრდილო ირლანდიელი მწვრთნელი არ შემცდარა და რო მას ტალანტი კარგად შეურჩევია. დღეს დღეობით კი ეშლი იანგით დაინტერესებულია ‘წითლების” ახალი მწვრთნელი და საკმაოდ საფუძვლიანად, ის ყველაფერს შეეცდება იმისთვის რომ გადმოიბიროს ეშლი და მანაც მოირგოს წითელი მაისური და ენფილდზე შეკრებილი გულშემატკივარი გაახაროს თავისი თამაშით… ჩვენც გულშემატკივრები ვიმედოვნებთ რომ ასეც მოხდება და ეშლი “ჩვენიანი” გახდება წყარო:www.astonvilla-fc.ru View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/baramia-150x150.jpg10-დან 17 წლამდე მოსწავლეები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით და „თი ბი სი” ბანკის მხარდაჭერით ზღვისპირა კურორტზე დაისვენებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/bara.jpg itvს ლინკი
-
http://soccerday.ge/templates/Default/logos/3.png ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი თამაშის სათამაშოდ, გვიან ღამით, გაემგზავრება თბილისის "დინამო" ტალინისკენ."დინამოელები" სრულ მწყობრში არიან,ასევე ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა ბრაზილიელი ლეგიონერი რობერტინიოც,რომელიც ასევე გუნდთან ერთად მიემგზავრება ტალინში. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდს "ფლორასთან" გასამართ მატჩში. სრულად იხილეთ
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/28089populi-150x150.jpgავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე პოპულის ქსელის ერთ-ერთი მაღაზია გამთენიისას დააყაჩაღეს. მაღაზიიდან წაღებულია ნავაჭრი თანხა, რომლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. თავდამსხმლები კი ადგილიდან მიიმალნენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamofena-150x150.jpgბელგიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის მერაბ სურვილაძის გამოფენა „ჰობი” გალერეაში გაიხსნა. პრიმიტივისტი მხატვრის პირველი გამოფენა საქართველოში და დამთვალიერებლების შეფასებები ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gamofena_surviladze.jpg itvს ლინკი
-
/get_img?NrArticle=1892&NrImage=2 გლდანის ხიდის დანგრევას 63 წლის ექიმი ემსხვერპლა. იმავე დღეს გარდაიცვალა გლდანის მეორე მკვიდრიც. მისი სიკვდილის თვითმხილველები კი ყვებიან, როგორ დაენარცხა ბეტონზე ახალგაზრდა მამაკაცი. გამხმარი სისხლის ნაკვალევი ახლაც ეტყობა ხიდის ქვეშ დაგებულ ნაცრისფერ ბეტონს. იქვე გდია ”ნივის” მარკის ავტომობილის საჭის ნატეხი. 558-მეტრიანი რკინა-ბეტონის ხიდის ორ ნაწილს დღეს 50 მეტრი აშორებს. ხიდის ორივე ბოლოში პოლიციელები პატრულირებენ და ჩატეხილ ხიდისკენ მიმავალ ცხოველებს გზას უღობავენ. პატრულის თანამშრომელი ყვება, რომ ხიდთნ მუდმივად მოდიან მნახველები, ფოტოებს უღებენ, ზოგი დანგრეული ხიდის კიდემდე მისვლის სურვილსაც გამოთქვამს. ქვემოთ, მდინარე გლდანულას ხეობაში, ”კომაცუსა” და ”კატოს” ტიპის ტრაქტორები და ექსკავატორები მდინარის ხეობას დანგრეული ხიდის ნამსხვრევებისა და რკინის მსხვილი მავთულებისაგან ათავისუფლებენ. ანგრევენ მდინარის გადაბრუნებულ ბურჯსაც. 23 ივნისს, საღამო ხანს, ხიდის დანგრევიდან რამდენიმე წუთით ადრე, გლდანის მცხოვრებლები ადიდებულ მდინარეს ადევნებდნენ თვალს. ხალხის ნაწილი ხიდზე იდგა, ნაწილი კი ხიდის ქვემოდან აკვირდებოდა მდინარეს. წყალმა იმ დღეს 6 მეტრით აიწია. მარინა ოსიაშვილმა მდინარის ნაპირიდან დაინახა, თუ როგორ დაიწყო ხიდმა რყევა. ”მიწისძვრასავით იყო”, - ამბობს ის, - “შეგზარავდა, ისეთი საშინელი იყო წყლის ნახვა - დიდი ლოდები მოჰქონდა. დიდი ალვის ხე მოგლიჯა, ფილმში რომ გინახავს, ისე მიარბენინებდა”. გიორგი საგანელიძე, რომელიც ნგრევის დროს ხიდზე იდგა, მოგვიანებით ხიდის ქვეშ დაგებულ ბეტონზე დაენარცხა. დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა. ხიდის ნგრევის ოფიციალური მიზეზები ჯერ-ჯერობით არაა დადგენილი. საქართველოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფმა ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე თავისი მოსაზრება გამოთქვა. ჯგუფი ხიდის დანგრევას ბურჯის დეფორმაციას აბრალებს, რომელიც მდინარის მოვარდნამ გამოიწვია. გეოლოგი ემილ წერეთელი თვლის, - ”ბურჯი რომ ყოფილიყო უფრო ღრმა, შეიძლებოდა გაეძლო.” ბურჯის სტაბილურობის მაჩვენებლების დადგენა ხიდის დაპროექტების დროს ხდება. ეს ხიდი 1982 წელს ”თბილსახავტოგზაპროექტის” მიერ დაპროექტდა. პროექტის მიხედვით, 100 წლის განმავლობაში, ეს ხიდი წამში 42 კუბური მეტრი წყლის მოვარდნას გაუძლებდა. ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტმანეტის გათვლით, ხიდის დანგრევის დღეს ამ მონაცემმა 100-110 კუბურ მეტრს მიაღწია. ”რაც იმას ნიშნავს, რომ ბურჯის დაზიანების პროგნოზირება შეუძლებელი იყო”, - განმარტავს წერეთელი და აღნიშნავს, რომ შესაძლებლია ბურჯის დეფორმაციას სამშენებლო კონსტრუქციის ნაკლოვანებამაც შეუწყო ხელი. ამჟამად ხიდის დანგრევის ზუსტი მიზეზების გამოძიებაზე საქართველოს საავტომობილო დეპარტმანეტის მიერ მოწვეული გეოლოგების, ჰიდროლოგებისა და ინჟინრებისგან შემდგარი კომისია მუშაობს. დასკვნას დაახლოებით ერთ კვირაში შეიმუშავებენ. ლევან მინაშვილი, რომელიც ხიდთან ახლოს ცხოვრობს, ამბობს, რომ ხიდის ბურჯს საყრდენი რამდენიმე წელია ეცლებოდა. მოქალაქემ საფრთხის შესახებ გამგეობას რამდენჯერმე შეატყობინა. თუმცა, გლდანის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მთავრობასთან მათი მიმართვები წერილობითი სახის არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი წერეთელი ამბობს , რომ მოსახლეობას მათთვის უნდა მიემართა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარამენტი ყოველ წელს ატარებს ტენდერებს, სადაც ავლენს კომპანიებს, რომლებსაც გარკვეული ვადით, ხიდებსა და გზებზე ზედამხედველობა ევალებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მოვალეობა ხიდების გარეგნული მდგომარეობის ზედამხედველობაა. გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების აუცილებლობის შესახებ კი კომპანია დამქირავებელს ანუ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ატყობინებს. საბოლოოდ, დეპარტამენტი წყვეტს, ამა თუ იმ ხიდზე კონკრეტულად რა სახის სამუშაოს საჭიროებს. გლდანის დანგრეულ ხიდზე ზედამხედველობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ბედეკს” ეკუთვნოდა. ”ბედეკმა” ტენდერში შარშან გაიმარჯვა. დღემდე საავტომობილო გზების დეპარტამენტს ”ბედეკისთვის” გლდანის ხიდზე რაიმე სახის სამუშაოს განხორციელება არ დაუვალებია, რადგან მათი აზრით, ხიდი შეკეთებას არ საჭიროებდა. ”ამ ხიდს არაფერი სჭირდებოდა, ბევრად უარეს მდგომარეობაშია ბევრი სხვა ხიდი საქართველოში, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ”, - ამბობს რამაზ ყორანაშვილი, ”ბედეკის” ტექნიკური კონსულტანტი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ხიდი ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა. არც ბურჯის გამაგრებაზე ყოფილა საუბარი. საავტომობილო გზების დაპარტმენტის თანმშრომლები აცხადებენ, რომ 23 ივნისს, ჩამონგრევამდე ორი საათით ადრე ხიდი შეამოწმეს, რადგან მდინარე წინა დღეს უკვე ადიდებული იყო. როგორც წერეთელი ამბობს, ვეარფერი შეამჩნიეს, -”ვიზუალურად არაფერი სჭირდა იმ დღეს,” - ამბობს წერეთელი. მათი წასვლიდან 2 საათის შემდეგ კი შეიტყვეს, რომ ხიდი დაინგრა და ორი ადამიანი იმსხვერპლა. ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებაში წერია, რომ შესაძლებელია ბურჯი იდგა ”არამდგრად ნალექებზე, რისი დადგენაც ვიზუალურად შეუძლებელია.” ”დღესაც რომ შეხედო, ხიდის დანარჩენი ნაწილები და კვანძები ნორმალურ მდგომარეობაშია”, - ამბობს ოთარ ლომსაძე, ”ხიდმშენის” მთავარი ინჟინერი. სწორედ ”ხიდმშენს” დაევალა ხიდის აღდგენითი სამუშაოების შესრულება. თავად ხიდის (და არა ბურჯის) სიმაგრეზე მოსახლეობაც საუბრობს. დაახლოებით 50 მეტრიანი ფილა, რომელიც ხიდს მოსწყდა და 40 მეტრის სიმაღლიდან მიწას დაენარცხა, არ დამსხვრეულა. მოსახლეობა ხიდის დანგრევას მდინარის მიერ ბურჯის შერყევას უკავშირებს. გლდანელებს სხვა არგუმენტებიც მოჰყავთ. საგანელიძის თქმით, ბურჯის სისუსტის მიზეზი მდინარის კალაპოტის ფორმის შეცვლა იყო. ამის მიზეზად კი იგი მდინარის ხეობიდან ქვიშის გაზიდვას ასახელებს. მდინარე გლდანულას ხეობაში, ხიდამდე დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე, მართლაც არის კარიერი, საიდანაც ქვიშის ამოღება ხდება. მდინარის ქვიშის მოპოვების ლიცენზიები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”მამკოდამ” 2007 წელს 5 წლის ვადით შეიძინა. ”მამკოდას” წარმოების უფროსის, ნუგზარ ბიწკინაშვილის თქმით, კარიერის სიღრმე დაახლოებით 80 სანტიმეტრია. ”არსებული კარიერი მხოლოდ ხელს შეუწყობდა წყლის ენერგიის ჩაქრობას და არავითან გავლენას არ მოახდენდა ბურჯის გარეცხვაზე”, - ამბობს გეოლოგი ემილ წერეთელი და ამატებს, რომ კარიერის არსებობა ბურჯზე გავლენას მხოლოდ იმ შემთხვევაში იქონიებდა, თუკი მდინარის ხეობაში ხიდის დაბლა იქნებოდა. 23 ივნისს ადიდებულმა გლდანულამ სამი ხიდი დააზიანა: ლითონის ხიდი, რომელსაც მოსახლეობა სკოლის ხიდს უწოდებს და მეორე, შედარებით პატარა, გლდანისა და სოფელ ცხვარიჭამიას დამაკავშირებელი ხიდი. დიდი ხიდი თბილისს შემოვლითი გზით აკავშირებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ასევე კახეთთან და ქვემო ქართლთან. ხიდზე ტრანზიტულად გამავალი ტრანსპორტი მოძრაობდა, რომლის დედაქალაქში გადაადგილება თავის დროზე საავტომობილო გზების დეპარტმამენტმა აკრძალა. გლდანის მცხოვრებლები ამ ობიექტს ზოგჯერ მთავრობის ყურადღების მისაქცევადაც იყენებდნენ. გაზისა და სასმელი წყლის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დროს, ისინი ხიდს კეტავდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)