Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო ხანს თბილისის ქუჩებში ანონიმური პლაკატები გამოჩნდა, რომელშიც ეგრეთ წოდებული… ლინკი მედიანიუსზე
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/antikrizisuli-150x150.jpgოპოზიციის და მთავრობის წარმომადგენლებს შორის ბიზნეს ობმუცმენის საკითხზე შეთანხმება ვერ მომხერხდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/antikrizi.jpg itvს ლინკი
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif ვილიამ დანბარი აღმოსავლეთ-ევროპაში მოგზაურობის ბოლოს, გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. ის ცდილობდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის შიშის გაქარწ####ბას, რომ მისი ინტერესები ამერიკის რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ სახელით არავის გაუწირავს კლინტონმა, რომელმაც ტერმინი „ოკუპაცია“ არაერთხელ გაიმეორა რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიებზე ყოფნის აღსაწერად, განაცხადა რომ ობამას ადმინისტრაცია „კატეგორიულად უარყოფს“ რუსეთის მოთხოვნას მის მეზობელ ქვეყნებში პრივილეგირებული გავლენის სფეროს შესახებ. „მე ჩამოვედი საქართველოში მკაფიო გზავნილით პრეზიდენტ ობამასგან და ჩემგან: შეერთებული შტატების დამოკიდებულება მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“ – განაცხადა მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს აჯანყებული რეგიონების სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე ათასობით რუსი სამხედრო დგას. ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლითაც ხუთდღიანი ომი დასრულდა და რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა, „მათ შორის ოკუპაციის დასრულებისა და სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან რუსეთის ჯარების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანისკენ“. საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად იყენებს სიტყვა „ოკუპაციას“, რითაც რეგიონში რუსეთის არმიის ყოფნას აღწერს და კლინტონის მხრიდან ანალოგიური ტერმინის გამოყენება, თბილისში უზარმაზარ გამარჯვებად აღიქვეს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ამ განცხადებას ასე უპასუხა – „ვიღაც მიიჩნევს რომ ის ოკუპირებულია, ვიღაცისთვის კი გათავისუფლებული“. ქალბატონი კლინტონის ვიზიტის მიზანი პრო-დასავლური ხელისუფლების იმაში დარწმუნება იყო, რომ ის არავის მიუტოვებია. თუმცა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ისეთი თბილი აღარ არის, როგორც ეს ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო, როდესაც ქვეყანა „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადდა. შეკითხვაზე რომელიც ამერიკული შეიარაღების შეძენაზე საქართველოს პრობლემებს უკავშირდება, სააკაშვილმა უბრალოდ განაცხადა რომ „პოლიტიკის თვალსაზირისით“ არანაირი პრობლემები არ არსებობს. მან შეაქო აშშ-ს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა. „ჩვენ ამ პოლიტიკას მხარს ვუჭერთ, მას უკვე მოჰყვა შედეგები“ – განაცხადა მან – „ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სწორი პოლიტიკაა, ეს ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკაა და სწორედ ამის გამო გვიყვარს ყველას ამერიკა“. ქართველი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება სასარგებლო იყოს. „გადატვირთვის პოლიტიკის გამო რუსეთი ნაკლებად იზოლირებულია, უფრო ჩართული და მშვიდობიანია“ – The Independent-ს განუცხადა პროფესორმა ალექსანდრე რონდელმა, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტმა. ობამას ადმინისტრაციას თავის დაზღვევა სურს ნებისმიერი ისეთი ხანძრისგან, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, როდესაც აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებამ „ცივი ომის შემდეგ“ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ორივე მხარე ცდილობს შეამციროს იმ მოვლენის მნიშვნელობა, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირას, როდესაც აშშ-ში სავარაუდო რუსული აგენტურული ქსელი ამხილეს. ორიგინალი ორიგინალი
  4. http://a.pix.ge/v/6msyp.jpg უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ ჩვენი კლუბის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა სათავე დაუდოს ან უკვე დაუდო სხვადასხვა სახის სპეკულაციებს დინამოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად პრაქტიკულად შეუძლებელია ყველას ცნობისმოყვარეობა და ინტერესი დავაკმაყოფილოთ. გამომდინარე აქედან ჩვენმა საიტმა გადაწყვიტა ამ პერიოდისთვის ჩვენი აზრით ყველაზე აქტუალური კითხვებით კლუბის მმართველი დირექტორისთვის ბატონ ბუბა ტყავაძისთვის მიემართა. სრულად იხილეთ
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri16-150x150.jpg საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს რკინიგზის ევრობონდების “როუდ შოუ-ში” მონაწილეობის მისაღებად 7-8 ივლისს ლონდონში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პრეზიდენტს თომას მიროუსა და ჟP Mორგან-ის წარმომადგენლებს შეხვდება. იხილეთ epn.ge
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ელენ ბარი, სარა მარკუსი მოსკოვი – სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, საკუთარი მოგზაურობის ბოლოს, რომლის მიზანიც რუსეთის მეზობლების იმაში დარწმუნება იყო, რომ ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე მათ არ ივიწყებს, ყველაზე მარტივი დიპლომატიური ფორმულირება გამოიყენა, განუცხადა რა ქართველებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია „ერთდროულად იაროს და საღეჭი რეზინიც ღეჭოს“ კლინტონი ამ არგუმენტს შელოცვასავით იმეორებდა მისი ხუთდღიანი ვიზიტის დროს უკრაინაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, საუბრობდა რა იმაზე რომ „გადატვირთვა“ შეერთებულ შტატებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში საკუთარ გავლენასა და პოლიტიკაზე უარის თქმას ვერ აიძულებს. თითქოს ამ აზრის ხაზგასასმელად, ორშაბათს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ვიზიტის დროს, მან ყველაზე სასტიკი ფრაზებით დაგმო რუსული „ინტერვენცია და გახანგრძლივებული ოკუპაცია“ საქართველოში. ამაზე პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის რეაქცია ის იყო, რომ მან საქართველო იმის გამო გაკიცხა, რომ ის ვაშინგტონის მომხრობას ცდილობს იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ესაუბროს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს, რომლებიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის ცენტრში აღმოჩნდნენ. „არ არის საჭირო გადაწყვეტის გზების გარეთ ძიება“ – სთქვა პუტინმა, რომლის ციტირებასაც სააგენტო „ინტერფაქსი“ ახდენს. მან ასევე ეჭქვეშ დააყენა კლინტონის მიერ სამხრეთ-ოსეთზე ნათქვამი სიტყვები – „ვიღაც მიიჩნევს, რომ ის ოკუპირებულია, ვიღაცისთვის კი – გათავისუფლებული“. ამ რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მას შემდეგ მოხდა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა შარშან ივლისში, ერთ-ერთ დედაქალაქში გამოსვლისას იგივე გზავნილი გაახმოვანა. პოლონეთის და რუსეთის ურთიერთობებში უპრეცედენტო დათბობაა პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგედიის შემდეგ, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი და მთელი რიგი მაღალჩინოსანი მმართველები დაიღუპნენ. ახალი პრეზიდენტის პირობებში უკრაინამაც მკვეთრად შეცვალა მოსკოვისადმი დამოკიდებულება, ნაწილობრივ ფინანსური დახმარების მიღების იმედით. აზერბაიჯანის ლიდერები ობამას ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობაზე ჩივიან, რის გამოც სადაო ტერიტორიის მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლობის თხოვნით რუსეთს მიმართეს. საქართველო ამ ქვეყნების რიგში ერთადერთია, რომლის ურთიერთობაც რუსეთთან კვლავ ცივია. ის სიფრთხილით აკვირდება პრეზიდენტ მედვედევთან ობამას ურთიერთობას. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების 24 ივნისის „ჰამბურგერების სამიტი“ უკომენტაროდ არ დატოვა. „თუკი შენ სადმე, ცივილიზებულ ადგილას ამერიკის პრეზიდენტთან „ჰამბურგერების“ ჭამა გსურს, ეს იმას ნიშნავს რომ ცივილიზებულადაც უნდა იქცეოდე“ – განაცხადა სააკაშვილმა კლინტონის ვიზიტამდე საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას – „ეს იმასაც ნიშნავს, რომ შენ სხვა ქვეყნის ოკუპაცია არ უნდა მოახდინო“. კლინტონი შეეცადა მისი გზავნილი ადრესატებამდე მიეტანა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს ამ რეგიონში დამკვიდრებას, პოლიტიკური პლიურალიზმის და ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემის მოთხოვნას. მართალია რკინის ფარდა უკვე აღარ არსებობს – განაცხადა მან კრაკოვში ვიზიტის დროს, თუმცა – „ჩვენ უნდა ვუფრთხოდეთ იმ რკინის მარწუხებს, რომელთა დახმარებით ბევრი სახელმწიფო ნელ-ნელა ანგრევს სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანურ სულს“ – მოახვედრა რა ამ სიაში რუსეთი ზიმბაბვეს, კონგოს, ეთიოპიის, ეგვიპტეს და ჩინეთის გვერდით. კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა რომ ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია რაც მოსკოვს აღიზიანებს და პირობა დადო, რომ 2 მილიონ დოლარს გამოყოფს იმ ორგანიზაციების დასახმარებლად, რომლებიც წნეხის ქვეშ იმყოფებიან და იძულებით იმალებიან. ეს ძალიან დროული განცხადებებია – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ენდრიუ ვილსონი. იმავდროულად ის აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რისკავს დაკარგოს აქტიური მებრძოლი-მქადაგებლის რეპუტაცია, თუკი ამ ქვეყანას შემდგომშიც განიხილავენ, როგორც „პროცესის მიღმა დარჩენილ“ სახელმწიფოს ეკონომიკური კრიზისის და დიპლომატიური ძვრების პერიოდში. „ნახევრად ავტორიტარული კონსოლიდაცია მთელ რეგიონში ტენდენციად იქცა. ამის ნახვა შეიძლება უკრაინაშიც და საქართველოშიც“ – ამბობს ვილსონი – „შეერთებულ შტატებს აქვს კი საკმარისი გავლენა იმისთვის, რომ ეს ტენდენცია უკან დააბრუნოს? არსებობს რიტორიკული დაპირებები და ეს მეორე რაუნდია. ჯერ იყო ბაიდენის ტურნე, ახლა ეს კლინტონის ვიზიტია“. კლინტონმა განსკუთრებული უკმაყოფილება აზერბაიჯანში იგრძნო, რომელიც ამერიკის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას განიცდის, რადგან აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის თანამდებობა თითქმის ერთი წელია რაც ვაკანტურია. გულგრილობის მეორე გამოხატულება გახდა ვაშინგტონში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტი. ადმინისტრაციამ ამაზე ყურადღების გაზრდით მოახდინა რეაგირება: ივნისში ბაქოში თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ობამასგან პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის პირადი გზავნილით ჩავიდა. მაგრამ ყველაზე დელიკატური შრომა კლინტონს საქართველოში ელოდა, რომლის სამხედროებიც ძველებურად დგანან რუსული ძალების პირისპირ საქართველოსგან გამოყოფილი სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიების საზღვრებთან. შარშან თბილისში ბაიდენის ვიზიტამდე, სააკაშვილმა განაცხადა რომ შეერთებულ შტატებს ახალი რუსული თავდასხმის მოგერიებისთვის საზენიტო და ანტი-სარაკეტო შეიარაღებას მოსთხოვდა, ხოლო საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სურდათ აშშ მათ თვითგამოცხადებული ანკლავების საზღვრების დაკვირვებაზე დახმარებოდნენ. ორივე თხოვნა უპასუხოდ დარჩა. ორშაბათს საქართველო კეთილსინდისიერად დუმდა და მსგავსს არაფერს ითხოვდა. კლინტონმა საქართველო გააფრთხილა, რომ ის არ უნდა შეეცადოს გამოყოფილი ტერიტორიების ძალით დაბრუნებას, განაცხადა რა რომ „წარსულზე კონცენტრირება შეცდომაა“. კითხვაზე, სურს თუ არა საქართველოს ამერიკის დახმარება მისი შეიარაღებული ძალების განმტკიცების საქმეში, სააკაშვილმა განაცხადა რომ ეს საკითხი „თანმიმდევრულად“ გადაწყდება და მას ადმინისტრაციის პოზიციის მიმართ არანაირი პრეტენზია არა აქვს. „აქ არანაირი საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა ზოგიერთები შეშფოთებულები არიან იმით, თუ რას შეიძლება ეს ყველაფერი ნიშნავდეს“ – სთქვა მან – „თუკი გადატვირთვას რუსეთის მოდერნიზაცია მოჰყვება, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის კარგი იქნება“. საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტის ალექსანდრე რონდელის თქმით, კლინტონის მხრიდან სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ზოგჯერ სიტყვაც საქმეა“ – განაცხადა რონდელმა – „ბევრი ქვეყანა მსოფლიოში მზად არ არის რუსებს ოკუპანტები უწოდოს, მხოლოდ ქართველები და ახლა უკვე ამერიკელებიც“. ორიგინალი ორიგინალი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/benzini-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მეტროლოგის ეროვნული სააგენტოს გორის ლაბორატორიის სპეციალისტები გივი ხითაროვი და ვასილ კახნიაშვილი დააკავა. კახნიაშვილი და ხითაროვი ბენზინგასამართ სადგურებზე გამშვებს რეგულირებით საფასურთან შედარებით ნაკლები ბენზინის გაცემაზე აწყობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/finansuri.jpg itvს ლინკი
  8. რამდენიმე დღის წინ ჩვენს საიტზე დაიდო რონალდინიოს სურათი, იმის შესახებ თუ როგორ ერთობა ბრაზილიაში. ამ სურათის გამოქვეყნების შემდეგ ბევრმა ფანმა არ დაიჯერა, რომ რონალდინიომ ასე ძალიან მოიმატა წონაში. ახლა კი შემოგთავაზებთ ახალ სურათებს რიოს პლიაჟიდან. იხილეთ fanebi.com
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sukhumi_doctor-150x150.jpgსოხუმელი ექიმი. ფილმი გადაღებულია სტუდია “აბრექ”-ის მიერ, რომელიც არის სტუდია “თვითმხილველის” პარტნიორი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ამ ფილმის მთავარი გმირი ერთ - ერთ საუკეთესო ქირურგად ითვლება აფხაზეთში. სოხუმის საავადმყოფო და იქაური ქირურგის ისტორია - itv სტუდია „თვითმხილველის” პროექტს წარმოგიდგენთ. ივლისი, 2010 წელი. itv გთავაზობთ სტუდია „თვითმხილველის” მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმების სერიას, რომელიც საქართველოს რეგიონების ცხოვრებას ასახავს. რეპორტაჟებისა და სიუჟეტების ავტორები თავად ამ რეგიონების მაცხოვრებლები არიან. სტუდია „თვითმხილველი” ჟურნალისტთა და საზოგადოების წარმომადგენელ „მოქალაქე-რეპორტიორთა” ქსელია, რომელიც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისა და მულტიმედიიური პროდუქციის საშულებით აშუქებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო მედია ორგანიზაცია “გოუ ჯგუფი”-ს (Go Group Media) მიერ, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა ჯგუფმა 2009 წელს დააფუძნა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sukhumi.jpg itvს ლინკი
  10. ახალგაზრდა წყვილი რომანტიული უიქენდის გასატარებლად ქალაქგარეთ ველურ ტყეში ზეციურ ტბაზე მიემგზავრება..სთივი და ჯენი დაქორწინებას,დიდხანს ცხოვრებას და ერთ დღეს სიკვდილს აპირებენ.მაგრამ არც ერთი მათგანი არ იფიქრებდა,რომ სიკვდილი ასე ახლოა და ეს დღე ხვალ დადგება. განმარტოვებულ წყვილს თავგადასავლების მაძიებელი სულელი და აგრესიული მოზარდების ბანდა მიადგება.უფროსების გასაღიზიანებლად ისინი წყვილს ნივთებს მოპარავენ,მანქანას გაუფუჭებენ და ბოლოს სთივს თავს დაესხმევიან.მათი შეჩერება შეუძლებელია.ჯენი თავს გაქცევით უშველის,მაგრამ ვერანაირად ვერ იშორებს თავიდან მდევნელებს,რომლებმაც საზარელი კატა–თაგვობანა წამოიწყეს..შესძლებს კი ჯენი ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიოს და სთივის საშინელი ბედი აირიდოს?.... View the full article
  11. ახალგაზრდა წყვილი რომანტიული უიქენდის გასატარებლად ქალაქგარეთ ველურ ტყეში ზეციურ ტბაზე მიემგზავრება..სთივი და ჯენი დაქორწინებას,დიდხანს ცხოვრებას და ერთ დღეს სიკვდილს აპირებენ.მაგრამ არც ერთი მათგანი არ იფიქრებდა,რომ სიკვდილი ასე ახლოა და ეს დღე ხვალ დადგება. განმარტოვებულ წყვილს თავგადასავლების მაძიებელი სულელი და აგრესიული მოზარდების ბანდა მიადგება.უფროსების გასაღიზიანებლად ისინი წყვილს ნივთებს მოპარავენ,მანქანას გაუფუჭებენ და ბოლოს სთივს თავს დაესხმევიან.მათი შეჩერება შეუძლებელია.ჯენი თავს გაქცევით უშველის,მაგრამ ვერანაირად ვერ იშორებს თავიდან მდევნელებს,რომლებმაც საზარელი კატა–თაგვობანა წამოიწყეს..შესძლებს კი ჯენი ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიოს და სთივის საშინელი ბედი აირიდოს?.... View the full article
×
×
  • შექმენი...