planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ერთიანი სამაგისტრო გამოცდები დღეს იწყება. მაგისტრის ხარისხის მსურველები დღეს ზოგადი უნარების გამოცდის პირველ ეტაპზე, ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებას ჩააბარებენ. ერთიან ეროვნულ ბაზაში სულ შვიდი ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული. ზოგადი უნარების გამოცდას მომავალი მაგისტრანტები ორ ეტაპად გაივლიან. დღეს ისინი ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებას ჩააბარებენ, ხოლო ხვალ გამოცდის მეორე ნაწილში ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც დააკვირდება, რომელიც 14.00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრება. ერთიან სამაგისტრო ბაზაში სულ შვიდი ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული. მაგისტრანტობის ყოველ კანდიდატს უფლება აქვს მის მიერ მიღებული ქულები სამი წლის განმავლობაში შეინახოს. ქულების შენახვა დასაშვებია მხოლოდ ტესტის ოთხივე ნაწილში ერთად. მაგისტრის ხარისხის მსურველს, რომელიც ქულებს მომავალი წლისათვის შეინახავს, მიმდინარე წლის რეიტინგულ სიაში პროპორციულად იგივე ადგილი მიენიჭება, რომელსაც ის გამოცდების ჩაბარების დროს აიღებს. ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ტექნიკურ უნივსიტეტში, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტსა და თ.ს.უ.-ს მაღლივ კორპუსში ჩატარდება. გამოცდა 14.00 საათზე დაიწყება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
არააკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლებში სახელმწიფო დიპლომის აღება შესაძლებელი გახდება. უნივრსიტეტი, რომლსაც მიენიჭება ლიცენზია და არა აკრედიტაცია, გასცემს სახელმწიფო დიპლომს. ამას ,,განათლების შესახებ კანონში” ცვლილება ითვალისწინებს. არააკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ეროვნული გამოცდების მიხედვით მოხდება. თუმცა ცვლილების თანახმად, სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. როგორ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გიორგი ხუროშვილი განმარტავს, საკანონმდებლო ცვლილება იმ სტუდენტებს, რომლებიც არაარკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ წლების განმავლობაში, საშუალებას მისცემს, რომ არ დაზარალდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
”ევროპის სახლში” აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა ნივთებია გამოფენილი. მოძიებულია 50-მდე ექსპონატი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებმა საკუთარი სახლების დატოვებისას წამოიღეს. მუდმივგანახლებადი მუზეუმი ”ევროპის სახლის” საგამოფენო დარბაზში გუშინ, 6 ივლისს, გაიხსნა. პროექტი სახელწოდებით, ”მეხსიერების ბიბლიოთეკა”, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისთვის” ინიციატივით ეწყობა. გამოფენილი ნივთები შეგროვებულია თბილისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, წეროვანში, ბათუმსა და კოდაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებიდან. ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ ნივთები, რომლებსაც აფხაზი მეგობრები და მეზობლები ამ დროის განმავლობაში ქართველებს უნახავდნენ და სპეციალურად ამ გამოფენას გამოუგზავნეს. მსგავსი შინაარსის გამოფენების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება. ”მეხსიერების ბიბილიოთეკის” გამოფენის ნახვა თბილისის მცხოვრებლებს რვა ივლისამდე შეეძლებათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს 6 საათზე თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიხსნება ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ონლაინ ფოტო კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები. ფოტოგამოფენა არის ნაწილი პროექტისა ”ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება: ძველი თბილისის იდენტობა და სული”, რომელსაც ახორციელებენ ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ისტორიალი და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო). ორი თვის განმავლობაში კონკურსი სოციალურ ქსელ Facebook-ზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება თბილისის კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ ყველა მსურველს შეეძლო. ამავე პროექტის ფარგლებში ივნისის დასაწყისში თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანი იყო პროფესიონალებსა და ხელისუფლებას შორის ძველი თბილისის იდენტობისა და სულის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგის გამართვა, ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და ტრადიციული სივრცეებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭების სფეროში ევროპული გამოცდილების გაცნობა იყო. გამოფენის გახსნაზე ფოტოკონკურსის გამარჯვებული ციფრული ფოტოაპარატით დაჯილდოვდება. ასევე დასახელდება იმ ექვსი სტუდენტის ვინაობა, რომლებმაც ბეთლემის მონაკვეთზე ახალი ნაგებობის შექმნის კონკურსში გაიმარჯვეს. ისინი ხუთდღიანი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და გერმანიაში გაემგზავრებიან. მომავალში პროექტის მასალები წიგნად გამოიცემა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ურუგვაი – ჰოლანდია მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა და "ნარინჯისფერელებმა" შეძლეს ურუგვაელთა დამარცხება ანგარიშით 3:2. ამ გამარჯვებით კი ჰოლანდია პირველად 32 წლის შემდეგ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და ოქროს მედლების დაუფლების უდიდესი შანსი მიეცა. იხილეთ fanebi.com
-
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ურუგვაი – ჰოლანდია მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა და "ნარინჯისფერელებმა" შეძლეს ურუგვაელთა დამარცხება ანგარიშით 3:2. ამ გამარჯვებით კი ჰოლანდია პირველად 32 წლის შემდეგ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და უდიდესი შანსი მიეცა ოქროს მედლების დაუფლების. მატჩის პირველ ტაიმში თანაბარი თამაში ვიხილეთ და ორივე გუნდის ფეხბურთელები მეტოქეთა კართან ხიფათს ქმნიდნენ. შეხვედრის პირველი გოლი მე–18 წუთზე გუნდის კაპიტანმა ვან ბრონხოშტმა გაიტანა, რომელმაც შორეული დისტანციიდან ულამაზესი გოლი გაუტანა მეკარე მუსლერას. სამხრეთ ამერიკელებმა წონასწორობის აღდგენა ტაიმის მიწურულს 41–ე წუთზე შეძლეს, როდესაც დიეგო ფორლანმა შორიდან დაარტყა და მეკარე სტეკელენბურგის კარში ბურთი გაეხვა 1:1. სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი. მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ურუგვაელებს ჰქონდათ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ევროპელთა კართან თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგად ჰოლანდიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე სნეიდერმა გუნდი დააწინაურა 2:1. გოლის გაშვების შემდეგ ურუგვაის ნაკრები აშკარად გატყდა, რასაც სამ წუთში რობენის თავით გატანილი გოლი მოჰყვა და ამის შემდეგ უკვე ყველაფერი ცხადი გახდა. ბუნებრივია ორ ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ურუგვაელთათვის საკმაოდ რთული გახლდათ, თუმცა მატჩის მიწურულს მაინც შეძლეს კიდევ ერთი ბურთის გატანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე პერეირამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 2:3. დარჩენილ დროში კი არაფერი შეცვლილა და მატჩის დასრულების შემდეგ ტაბლოზე 3:2 დაფიქსირდა ჰოლანდიელთა სასარგებლოდ. მაშ ასე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები "მუნდიალის" ფინალშია და იგი დღეს გასამართ გერმანია - ესპანეთის გამარჯვებულს შეხვდება. იხილეთ fanebi.com
-
თბილისის "დინამო", რომელიც ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ტალინის "ფლორასთან" გამართავს, ხვალ, 19:45 საათზე ლე კოქ არენაზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი რობერტინიო სუარესი, ხოლო ლაშა ჩადუნელი კი ტრავმის გამო გამოაკლდა გუნდს. ახლა კი იმ ფეხბურთელთა ვინაობას გაგაცნობთ, რომლებიც "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ იხმო. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg მერი ბეტ შერიდანი თბილისი, საქართველო – სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდჰემ კლინტონმა ორშაბათს მისი მოგზაურობა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში საქართველოს პრო–ამერიკელი ლიდერების იმაში დარწმუნებით დაასრულა, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების გამო, ისინი არავის მიუტოვებია. ურთიერთობების „გადატვირთვამ“ ეს პატარა ქვეყანა ააღელვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია მყარად დამკვიდრდა ორ გამოყოფილ რეგიონში, სადაც 2008 წელს ხანმოკლე ომი გაჩაღდა. საქართველოში მისი ექვს-საათიანი გაჩერების დროს, კლინტონი ადმინისტრაციის პოლიტიკას იცავდა, აცხადებდა რა, რომ რუსეთთან პარტნიორობას ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს, როგორიცაა ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ შეთანხმება. მაგრამ მან საქართველოსადმი დიდი ხნის მხარდაჭერაც დაადასტურა. „ჩვენ განვაგრძობთ პროტესტს და კრიტიკას რუსეთის ქმედებების მიმართ, რომლებიც ჩვენი აზრით არასწორია. საქართველოში ინტერვენციის და ოკუპაციის საკითხი სიის სათავეშია“, – განაცხადა მან. ამ განცხადებას რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის რეაქცია მოჰყვა, რომელმაც რუსეთის ქმედება შეაფასა არა როგორც ოკუპაცია, არამედ გათავისუფლება, იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო. ეს 4.5 მილიონიანი მშფოთვარე ერი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ფავორიტი იყო, რომელიც 2003 წლის ცნობილი „ვარდების რევოლუციისთვის“ მას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა. ბუში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხუთჯერ შეხვდა და 2008 წელს რუსეთის სამხედრო აქციისადმი პროტესტის ნიშნად მოსკოვთან სამოქალაქო ბირთვულ თანამშრომლობაზე შეთანხმება გადადო. პრეზიდენტი ობამა პირიქით, სააკაშვილს არ შეხვდა და მაისში რუსეთთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის პროცესი წამოიწყო, მიმართა რა კონგრესს, რომ საქართველო „დაბრკოლებად აღარ უნდა ჩაითვალოს“. ამას კრიტიკის ტალღა მოჰყვა, რომ ობამამ რუსეთის მეზობლები გაწირა. ამ ბრალდებებს კლინტონმა ორშაბათს უპასუხა, განაცხადა რა, რომ ამერიკის მთავრობა რუსეთზე ზეწოლას განაგრძობს, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და მისი არმია გაიყვანოს. „ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს შეუძლია ერთდროულად იაროს და საღეჭი რეზინიც ღეჭოს“, – განუცხადა მან ქალთა ლიდერების აუდიტორიას. თუმცა, კლინტონმა აღიარა, რომ საქართველოს დავის გადაწყვეტა რთულია. მისი ვარაუდით, ამ ორი სეპარატისტული რეგიონის (სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის) დასაბრუნებლად ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გზა გაუმჯობესებული პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატით მოზიდვაა. „ეს არის შენიშვნა (რუსეთის მიმართ), რომელზეც ვერავინ იდავებს“, – თქვა მან. მან გააფრთხილა საქართველო არ უპასუხოს პროვოკაციებს ძალადობით, და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს განაგრძობს. სააკაშვილი კმაყოფილი ჩანდა. მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ობამა რუსეთის სამხედრო ქმედებებს „ინტერვენციას“ უწოდებს, და არა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. „საბოლოო ჯამში, თუკი გადატვირთვა შედეგად მოიტანს უფრო მოდერნიზებულ, უფრო გახსნილ რუსეთს, ეს ყველასთვის კარგი იქნება“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. რუსეთი უარყოფს, რომ მის არმიას ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი, აცხადებს რა, რომ ისინი დღეს დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, რომლებმაც რუსეთს იქ დარჩენა თავად სთხოვეს. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მთავრობებმა, რომლებსაც ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს, ორშაბათს კლინტონის განცხადებაზე, რომ ისინი „ოკუპირებული“ ტერიტორიებია, პროტესტის ნიშნად ანალოგიური განცხადებებით უპასუხეს. კლინტონის ოთდღიანი მოგზაურობა ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში აგებული იყო შაბათს დემოკრატიის შესახებ პოლონეთში გამართული მაღალი დონის საერთაშორისო კოფერენციის ირგვლივ. მაგრამ ტურის მიზანი იყო ასევე ურთიერთობების განმტკიცება იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ობამას ადმინისტრაციის პირობებში მარგინალიზაციის შიში გაუჩნდათ. მოგზაურობა მოიცავდა ასევე ვიზიტებს უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. „ჩვენ უდიდესი ყურადღება დავუთმეთ რუსეთთან ურთიერთობებს. ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობებია“, – განაცხადა დევიდ კრამერმა, ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივინის თანაშემწემ. „მაგრამ ჩვენ ძალიან უმნიშვნელო ყურადღება დავუთმეთ ყველა ამ დანარჩენ ქვეყანას, და ვფიქრობ რომ ეს შეცდომა იყო“. ორიგინალი ორიგინალი
-
ფილმი გადაღებულია კომპიუტერულ თამაშის მიხედვით ...ჰაერი, წყალი, მიწა და ცეცხლი. ოთხი განსხვავებული კულტურისა და ძალის მქონე რასა იყო, თითოეული მათგანი ძალიან ძლევამოსილი და ისინი ერთმანეთს შორის ბალანსს ქმნიდნენ, მაგრამ პლანეტასთან ახლოს კოლოსალური ზომების კომეტამ ჩაიფრინა, რამაც ცეცხლის ერს საოცარი ძალა შესძინა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ცეცხლის მბრძანებელმა სოზინმა ომის წამოწყება. დედამიწაზე არსებობდა ბევრი ძალა, თუმცა ყველაზე ძლიერი იყო ავატარი, ასეთი პიროვნება დედამიწაზე ყოველთვის ერთი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ავატარის სული სხვა ერისაში გადაინაცვლებდა და ბალანსი ისევ აღდგებოდა. ავატარი იყო ერთადერთი პიროვნება რომელსაც ოთხივე მაგიის ათვისება შეეძლო, თუმცა როდესაც ავატარი სამყაროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ის სწორედ მაშინ გაქრა. 100 წლის შემდეგ წყლის ერი გაყინულ ავატარს სრულიად შემთხვევით სააწყდება, სწორედ აქედან იწყება ფილმის მოქმედება... View the full article
-
ფილმი გადაღებულია კომპიუტერულ თამაშის მიხედვით ...ჰაერი, წყალი, მიწა და ცეცხლი. ოთხი განსხვავებული კულტურისა და ძალის მქონე რასა იყო, თითოეული მათგანი ძალიან ძლევამოსილი და ისინი ერთმანეთს შორის ბალანსს ქმნიდნენ, მაგრამ პლანეტასთან ახლოს კოლოსალური ზომების კომეტამ ჩაიფრინა, რამაც ცეცხლის ერს საოცარი ძალა შესძინა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ცეცხლის მბრძანებელმა სოზინმა ომის წამოწყება. დედამიწაზე არსებობდა ბევრი ძალა, თუმცა ყველაზე ძლიერი იყო ავატარი, ასეთი პიროვნება დედამიწაზე ყოველთვის ერთი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ავატარის სული სხვა ერისაში გადაინაცვლებდა და ბალანსი ისევ აღდგებოდა. ავატარი იყო ერთადერთი პიროვნება რომელსაც ოთხივე მაგიის ათვისება შეეძლო, თუმცა როდესაც ავატარი სამყაროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ის სწორედ მაშინ გაქრა. 100 წლის შემდეგ წყლის ერი გაყინულ ავატარს სრულიად შემთხვევით სააწყდება, სწორედ აქედან იწყება ფილმის მოქმედება... View the full article
-
ჰაერი, წყალი, მიწა და ცეცხლი. ოთხი განსხვავებული კულტურისა და ძალის მქონე რასა იყო, თითოეული მათგანი ძალიან ძლევამოსილი და ისინი ერთმანეთს შორის ბალანსს ქმნიდნენ, მაგრამ პლანეტასთან ახლოს კოლოსალური ზომების კომეტამ ჩაიფრინა, რამაც ცეცხლის ერს საოცარი ძალა შესძინა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ცეცხლის მბრძანებელმა სოზინმა ომის წამოწყება. დედამიწაზე არსებობდა ბევრი ძალა, თუმცა ყველაზე ძლიერი იყო ავატარი, ასეთი პიროვნება დედამიწაზე ყოველთვის ერთი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ავატარის სული სხვა ერისაში გადაინაცვლებდა და ბალანსი ისევ აღდგებოდა. ავატარი იყო ერთადერთი პიროვნება რომელსაც ოთხივე მაგიის ათვისება შეეძლო, თუმცა როდესაც ავატარი სამყაროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ის სწორედ მაშინ გაქრა. 100 წლის შემდეგ წყლის ერი გაყინულ ავატარს სრულიად შემთხვევით სააწყდება, სწორედ აქედან იწყება ფილმის მოქმედება... View the full article
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/aladaa111_big.jpg კახა ალადაშვილი "ზესტაფონში" ჩაირიცხა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" გადასულ ნახევარმცველს კარიერა ვერ აეწყო და რამდენიმე უკრაინულ კლუბში განათხოვრების შემდეგ, 2009 წელს კახა მახაჩყალის "ანჟიში" აღმოჩნდა. გია გეგუჩაძის "დინამოს" შემდეგ, ეს კახას კარიერაში საუკეთესო სეზონი აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც დაღესტნელებმა რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სრულად იხილეთ
-
7 ივლისს, 10.00 საათზე, სასტუმრო “ამბასადორში”, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისია სამუშაო შეხვედრას გამართავენ. 7 ივლისს, 10.00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები კომპანიების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგს ჩაუტარებენ. მის: გაზაფხულის ქ. #14 საკონტაქტო პირი თამთა გერგედავა, ტელ.: 879 47 44 30; 899 47 44 30 7 ივლისს, 10.30 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტის მეოთხე რეგიონული აკადემიური სამიტი და სემინარები დაიწყება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ის II კორპ, II სართ, ფიზიკის დიდი აუდიტორია 7 ივლისს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე საჯარო სკოლების 100-მდე კლასის დამრიგებელთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ. თემა: “ახალი სადამრიგებლო პროგრამა”. მის: უზნაძის ქ. №52 7 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო `რედისონში~, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, ღონისძიება გაიმართება, რომლის დროსაც საფერავის ყურძნისგან დამზადებული წვენის “ნატვიტის” პრეზენტაცია შედგება. 7 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტის გოგი ნანეიშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. 7 ივლისს, 12.00 საათზე, ქორწინებისა და დაბადების რეგისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს. მის: წერეთლის გამზ. #67ა 7 ივლისს, 13:00 საათზე, საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. მის: კოსტავას ქ. №77 (გამოცდების მედიაცენტრი) 7 ივლისს, 13.30 საათზე, საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანებას შორის ფინანსური დახმარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. მის: რუსთავი, 9 აპრილის ქ. №9 7 ივლისს, 14:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობას დააკვირდება. მის: კოსტავას ქ. #77 (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 7 ივლისს, 15:30 საათზე, ღვინის საერთაშორისო ფესტივალის _ `ვაზის საგალობელის~, მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართება. მის: ავლაბარი, ვახტნგ მეექვსის ქუჩა 7 ივლისს, 17.00 საათზე, კულტურის სამინისტროს დარბაზში დოკუმენტური ფილმის ~მუზეუმი ღია ცის ქვეშ~ ჩვენება გაიმართება. მის: სანაპიროს ქ. #4 7 ივლისს, 18:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდებიან. კომიტეტის სათათბირო ოთახი იხილეთ epn.ge
-
2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე ტური ზუგდიდში ხმაურით დასრულდა. რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა 4 აბიტურიენტი და 5 ქალბატონი სცემეს. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 22:51 07-07-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDN64S4AY7I/AAAAAAAAD5o/na75aAIwtes/s200/mariam+qardava.gifპოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზი ლაშა ქარდავას ხმამაღალი საუბარი გახდა. ქარდავა დაბა ჯვარის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მან გამოცდიდან გამოსულ ახლობელს ხმამაღლა დაუძახა „აქ ვდგავარო“. პოლიციის ყურადღებაც ამით მიიპყრო. როგორც ინციდენტის თვითმხილველმა მარიამ ქარდავამ გვიამბო: „იქვე პოლიციელები ქეიფობდნენ, არაყს სვამდნენ. ლაშას მისცვივდნენ და უყვირეს, რას ღრიალებო. ბიჭმა ხელები ასწია და იკითხა: არ შეიძლება, მეგობარს დავუძახოო? – სწორედ, ამ დროს ერთ–ერთი ფორმიანი მივიდა მასთან და საყელოში ხელი ჩაავლო. ლაშამ ითხოვა, მისთვის თავი დაენებებინათ. როდესაც ეს თქვა რაიონული პოლიციის თანამშრომლები მისცვივდნენ და დაუწყეს ცემა. გადაუგრიხეს ხელები და გადაათრიეს იქვე, სტადიონის ტერიტორიაზე. ლაშა ქარდავამ ცემისა და შიშისგან გონება დაკარგა. ამ დროს მათთან 10 სხვა პოლიციელიც მოვიდა და უკვე ერთობლივად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას“. მარიამ ქარდავა ძირს დაცემული ახალგაზრდის საშველად პოლიციელებს წინ გადაუდგა, ამ დროს გოგონას სამართალდამცავებმა ძლიერი მუშტი უთავაზეს და იარაღით დაემუქრნენ. მარიამს იქ მყოფმა რამოდენიმე ქალბატონმაც მიბაძა. „ვცდილობდით, ლაშა ხელიდან გამოგვეგლიჯა პოლიციელებისთვის, უკვე ბევრნი ვიყავით. მაგრამ ვერაფერი მოვახერხეთ. ძალოვანები მთვრალები იყვნენ. არ ინდობდნენ ქალებს, ბავშვებს – ყველას სცემდნდნ. მეც გვარიანად მომხვდა. ნაცემები არიან: ხათუნა ციმინტია, ხათუნა შონია და კიდევ ერთი ქალბატონი გვარად ლაგვილავა, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა. სხვების ვინაობა არც მახსოვს. ერთ–ერთი პოლიციელი გონდაკარგული ლაშა ქარდავასთვის წიხლის ჩარტყმას აპირებდა. ვეხვეწებოდი, დაინდეთ, ასე ნუ მოიქცევით-მეთქი. მაგრამ მეც დამარტყა. წავიქეცი. სწორედ, ამ დროს გადამეფარა ერთი ჩემი ახლობელი და პოლიციელს უთხრა: გოგოს თავი დაანებეო... ლაშა ჩატენეს მანქანაში და პოლიციის სამმართველოში წაიყვანეს“, – იხსენებს მარიამ ქარდავა. შემთხვევას საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი ორასამდე მოქალაქე შეესწრო. „ახალი 7 დღე“ დაზარალებული ოჯახის ერთ–ერთ ახლობელს გაესაუბრა. ქეთი ქარდავა: „ბიჭს სტადიონის მიმართულებით მიათრევდნენ. ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა. მივხვდი, რომ სერიოზულ ფაქტთან გვქონდა საქმე. არც გამხსენებია რეგისტრაცია რომ მეწყებოდა და გავიქეცი ცენტრალური სტადიონის მიმართულებით. ლაშა ქარდავა გულწასული იყო, მას წიხლებს ურტყამდნენ ფორმიანები. მის გადარჩენას ვცდილობდით. უხეშად გვექცეოდნენ. დედაჩემიც წააქციეს. ჩემი მოგვარე ბავშვი სცემეს. იძახდნენ, გაათრიეთ ეს ბავშვებიო... შემდეგ მანქანაში ჩააგდეს ლაშა. როგორც ვიცი, კვლავ ურტყამდნენ. ამათ სამართალდამცავები ჰქვიათ?! თუ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც უნდა დაგვიცვან, მაშინ მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე ხალხნო! კიდევ 3 გამოცდა დამრჩა ჩასაბარებელი და კვლავ შიშში უნდა ვიყო, რომ ეს ადამიანები დაცვის მაგივრად, არ ვიცი, რა მდგომარეობაში ჩამაგდებენ. პოლიციელების სახეებიც მახსოვს. ზუსტად ვიცი, ერთ–ერთი მათგანი ლევან ქირია იყო. ალკოჰოლური ნივთიერებით ყველაზე მეტად ის გახლდათ მთვრალი“. ლაშა ქარდავას ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები მომხდართან დაკავშირებით საუბარს ერიდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა ქარდავას გათავისუფლება წუხელ გვიან ღამით სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის, მეგის ქარდავას, ჩარევის შედეგად მოხერხდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ, მეგის ქარდავამ აუკრძალა ოჯახს ხმის ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოზარდისთვის ბრალის წაყენებით დაემუქრა. მომხდარი ფაქტით საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ სამეგრელო–ზემო სვანეთის ფილიალის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მოძრაობა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას აპირებს. "ახალი 7 დღე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://s14.radikal.ru/i187/1007/89/f35383798c6a.jpg დღეს ქუთაისში ამხანაგური მატჩი გაიმართა სადაც ერთმანეთს "ტორპედო" და "ოლიმპი" დაუპირისპირდნენ. პირველი და უმაღლესი ლიგის ჩემპიონებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს საბოლოოდ კი ნულოვანი ფრე დაფიქსირდ შედეგად.რუსთაველთა შემადგენლბაში პირველი მატჩი ჩაატარა ახალწვეულმა ვანგამ.რუსთაველები აქცენტს შეთამაშებაზე აკეთებენ და "აქტობესთან" მატჩზე არიან კონცენტრირებულები.წარმატებას უსურვებს SOCCER DAY "ოლიმპს" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. სრულად იხილეთ
-
ტელეკომპანია „თრიალეთმა" 26 ივნისის შემდეგ ადგილობრივი პოლიციელები ზეწოლაში არაერთხელ დაადანაშაულა. 26 ივნისს გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს ტელეკომპანიის ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით კამერა დააბრუნეს, მაგრამ გადაღებული მასალა წაშლილი აღმოჩნდა... გაზიარება [გოგა აფციაური, გორი. 22:21 06-07-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TDN0HiXCnHI/AAAAAAAAD5g/iKcAhrJ8fac/s200/oppression.jpgკომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი ორი დღის წინ საპატრულო პოლიციის მიერ ზეწოლაზეც ამახვილებს ყურადღებას. Media.Ge-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა 45 წუთის განმავლობაში უსაფუძვლოდ გააჩერა. იგი ჯერ სიმთვრალის ტესტზე შეამოწმეს, მას შემდეგ კი, რაც ნასვამი მდგომარეობა არ დადასტურდა, ეკიპაჟის წევრები ალთუნაშვილი და ასლანიშვილი ავტომანქანის საბუთებით დაინტერესდნენ. საპატრულო პოლიცია 45 წუთის განმავლობაში არკვევდა, იყო თუ არა ავტომანქანა მონაცემთა ბაზაში. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ნანეტაშვილი ამბობს პოლიციელები მას ცინიკურად და დამამცირებლად მიმართავდნენ. ცნობისათვის, ნანეტაშვილს "ტოიოტა პრადოს" მარკის ავტომანქანა უკვე წლებია ჰყავს და აქამდე პრობლემა არ შექმნია. როგორც ბადრი ნანეტაშვილი ყვება, როცა გაირკვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, პატრულმა ტელეკომპანიის დამფუძნებელი უბოდიშოდ გაუშვა და აღნიშნა, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ამ ქმედებას ნანეტაშვილი მასზე და ტელეეკომპანიაზე ზეწოლის მორიგ ფაქტად აფასებს, მისი აზრით, საპატრულო პოლიცია სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის დავალებას ასრულებს. ჯუღელთან დაპირისპირება ტელეკომპანიის ჟურნალისტებს 26 ივნისს , სტალინის მონუმენტის დემონტაჟის დროს დაეწყოთ. „თრიალეთის" ჟურნალისტის ლადო ბიჭაშვილის თქმით, მაშინ პოლიციელების მიერ წართმეული კამერა ჯუღელმა დააბრუნა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიაზე ზეწოლა მას შემდეგ გძლიერდა, რაც „თრიალეთმა" ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემების რეტრანსლირება დაიწყო. განცხადებაში ნათქვამია: "სამართალდამცავებს განსაკუთრებული ყურადღება აქვთ გამახვილებული „თრიალეთის" თანამშრომლებზე. ტელეკომპანიის შენობასთან მუდმივად დგანან სპეცსამსახურების ავტომანქანები, რაც ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ჟურნალისტებზე. ტელეკომპანია შეახსებს, რომ სამართალდამცავების მიერ მთზე პირველი ზეწოლის შემთხვევა 26 ივნისს სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს მოხდა, როცა ტელეკომპანიის ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს და ოპერატორს იმედა გოგოლაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ვიდეოკამერა წაართვეს, გადაღებული მასალა წაუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფაქტის შემდეგ „თრიალეთმა" გორის საოლქო პროკურატურაში საჩივარი ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლის გამო შეიტანა, მაგრამ ამ დრომდე არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არც გამოძიებაა დაწყებული." შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი კატეგორიულად უარყოფს „თრიალეთზე" ზეწოლის ფაქტს, Media.Ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიცია სრულიად სხვა სამსახურია, სხვა ხელმძღვანელით, რომელსაც ვერაფერს დაავალებს. ჯუღელი აცხადებს, რომ "თრიალეთის" მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და მათი ბრალდება აბსურდულია. ჯუღელის თქმით, პირიქით, ტელეკომპანიის მიმართ პატივისცემით არის განწყობილი და მისი ჟურნალისტები საკუთარი მანქანით არაერთხელ წაუყვანია გადაღებაზე, რომ ადგილობრივ ტელევიზიასაც ჰქონოდა ის მასალები, რასაც სხვა დანარჩენი არხები იღებდნენ. განცხადების ბოლოს ტელეკომპანია „თრიალეთი" მხარდაჭერისთვის მიმართავს ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. " მოვითხოვთ მოგვეცეს საშუალება, რომ ობიექტურად და სამართლიანად შევასრულოთ საქმიანობა. გვინდა, რომ ჩვენი ტელევიზია ემსახურებოდეს თავისუფალ სიტყვას და სიმართლეს. მაგრამ მიგვაჩნია, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვართ დაუცველნი, რადგან გვებრძვის უზარმაზარი ძალა და არსებობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის საშიშროება", - ნათქვამია განცხადებაში. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს , რომ მათ მიმართვას პირველ რიგში ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გამოეხმაურება, რომელსაც კომპანიისთვის თანადგომა არაერთხელ გამოუცხადებია.media.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
მოცეკვავე გოგონები View the full article
-
მოცეკვავე გოგონები View the full article