planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/950d77ee94d4-150x150.jpgკახეთში უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულის თემურ ჯალიაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ექიმების განცხადებით, ჯალიაშვილს ორივე თვალი აქვს დაზიანებული. მას რქოვანას გამჭოლი ჭრილობა აქვს. ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა მხედველობის აღდგენა. უბედური შემთხვევა კახეთში მოხდა, სანადირო ვაზნების დამზადების დროს ჯალიასვილს წამალი აუფეთქდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/image_large6-150x150.jpgმტკვარში გადამხტარ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. დღეს დილიდან საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა სამძებრო სამუშაოები განაახლა. გუშინ ზაარბრიუკენის ხიდიდან მამაკაცი გადახტა. ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია. სამაშველო ოპერაციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მამაკაცის ცხედრის პოვნა ვერ მოხერხდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/avaria21-150x129.jpg5 დღის ჩვილი მირზა კალაძე სამშობიაროდან გამოყვანისას ავარიის დროს მძიმედ დაშავდა. ავარიის შედეგად ჩვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა. ქექიმების განცხადებით ბავშვს თავის არეში დაჟეჟილობები და გემატომა აღენიშნება. ბავშვი სამშობიაროდან გუშინ საღამოს გამოიყვანეს. მშობლებთან ერთად ჩვილი ქუთაისში, გზაგამტარ ხიდთან ავარიაში მოყვა და ოპელის მარკის ავტომობილს გაზ-24 დაეჯახა. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/still_polish-150x150.jpgპოლონური ოჯახები კახეთში. დავიწყებული მშობლიური ენა, რომელსაც მეხუთე თაობა ლაგოდეხში დღეს თავიდან სწავლობს. საუკუნის წინ საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი სამხედრო პირების შთამომავლები, რომლებიც არასდროს ყოფილან ისტორიულ სამშობლოში. და მაინც პოლონელები. ზვიად რუაძის ფილმი, ლაგოდეხი, კახეთი, საქართველო, ივლისი 2010 itv გთავაზობთ სტუდია „თვითმხილველის” მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმების სერიას, რომელიც საქართველოს რეგიონების ცხოვრებას ასახავს. რეპორტაჟებისა და სიუჟეტების ავტორები თავად ამ რეგიონების მაცხოვრებლები არიან. სტუდია „თვითმხილველი” ჟურნალისტთა და საზოგადოების წარმომადგენელ „მოქალაქე-რეპორტიორთა” ქსელია, რომელიც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისა და მულტიმედიიური პროდუქციის საშულებით აშუქებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო მედია ორგანიზაცია “გოუ ჯგუფი”-ს (Go Group Media) მიერ, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა ჯგუფმა 2009 წელს დააფუძნა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/still.jpg itvს ლინკი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamofena11-150x150.jpg ამერიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ამერიკული სახვითი ხელოვნების ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციების გამოფენას ”დასურათებული ამერიკა” უმასპინძლებს. გამოფენა დღეს 19:00 საათზე გაიხსნება. ამერიკის ეროვნული ჰუმანიტარული ფონდის მიერ შედგენილი ეს პროექტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini72-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე დღეს 11 საათზე საჯარო სკოლების 100-მდე კლასის დამრიგებელთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ. მინისტრი პედაგოგებთან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სიახლეებზე, კონკრეტულად, ახალ სადამრიგებლო პროგრამაზე ისაუბრებს. იხილეთ epn.ge
-
ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ოფისში 7-9 ივლისს სამდღიანი ტრეინინგი თემაზე “შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მართვის სისტემები. რისკის შეფასება საწარმოთა დონეზე” ჩატარდება. აღნიშნულ ტრეინინგს ჩაატარებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაეწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პროფ-კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები საწარმოებიდან და კომპანიებიდან. საქართველოს დამსაქმებლთა ასოციაცია მთავრობასთან და პროფკავშირებთან ერთად აქტიურად მუშაობს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს საწარმოებში შრომის უსაფრთხოების მხრივ. ტრეინინგის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა, შრომის უსაფრთხოების საკითხები საწარმოთა დონეზე, მათი დანერგვა კომპანიებში რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა უბედური შემთხვევები. ტრეინინგის ფარგლებში მეორე დღეს დაგეგმილია მონაწილეების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების მივლინება კომპანია “მითანაში” საწარმოს პროცესების გაცნობის და რისკების შეფასების მიზნით. იხილეთ epn.ge
-
http://a.pix.ge/a/b8omd.jpg გულდასაწყვეტია, როცა საუბარია 23 წლის ფეხბურთელზე: თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა და ბოლო პერიოდში გუნდის ვიცე-კაპიტანმა ნიკა ფირცხალავამ გადაწყვიტა, ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა. ფეხბურთელი გუნდის ბოლო ვარჯიშებზე არ გამოჩენილა და როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, მიზეზი ის ყოფილა, რაზეც უკვე ვთქვით. SOCCER DAY შეეცდება ამ ინფორმაციის გადამოწმებას და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ოფიციალურ პასუხს სრულად იხილეთ
-
http://goli.ge/teams_imgs/stadium_13.jpg როგორც მოგეხსენებათ,რუსთავის "ოლიმპი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის გამართვას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე აპირებდა,იმ მიზეზით,თითოსდა "ფოლადის" სტადიონი ვერ აკმაყოფილებდა UEFA–ს დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს,თუმცა ეს აღმოჩნდა ჭორი,როგორც რუსთაველთა პრეს–ატაშემ გაამხილა."ეს საინფორმციო ბრძოლაა,ვერ ხედავთ "აქტობემ" გააჟღერა თითქოს მეტი არავის დამატებას არ აპირებდნენ,არადა ჩვენი ინფრომაციით არაერთ ფეხბურთელს სთავაზობენ კონტრაქტს,ამ მხრივ არც "ოლიმპია" გამონაკლისი,საინფორმაციო ბრძოლაში გამოწვევას ვიღებთ,ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ვიტყვით,რომ საშინაო მატჩი "ფოლადზე" იქნება და იმასაც ვიტყვით,რომ "აქტობესთან" სამი ახალი ფეხბურთელი გვეყოლება,მათ ვინაობას კი ჯერ არ გავამხელთ" – განაცხადა მიხეილ ჯორბენაძემ Soccer Day–ს რუსთაველ ჟურნალისტთან პირად საუბარში. სრულად იხილეთ
-
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის მეთოთხმეტე სკოლის სამეურვეო საბჭოს ამავე სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია და გაფრთხილება მისცა. თუკი საბჭო სკოლის დირექტორს არ გაათავისუფლებს, განათლების სამინისტროს საბჭოს დათხოვის უფლება აქვს. მანამდე კი გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერი, სადაც მიმინოშვილს განათლების სამინისტროში აიძულებენ, რომ თანამდებობა დატოვოს. სამინისტროდან 5 ივლისს გაგზავნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ სკოლის მიერ სამინისტროში გაგზავნილი საშტატო განრიგი რეალურად არსებულს არ ემთხვევა. სწორედ ეს გახდა სამინისტროს შენიშვნის მიზეზი. ზვიად მიმინოშვილისა და მეთოთხმეტე სკოლის ადვოკატ რევაზ რიჟამაძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული გაათავისუფლებენ თუ არა ზვიად მიმინოშვილს: რიჟამაძე ამბობს, რომ ეს რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულოა და „მოვლენების განვითარება სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული.“ ზოგადი განათლების შესახებ კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტში წერია: ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას ან/და სკოლა 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. ამ შემთხვევაში იგი უფლებამოსილია განსაზღვრული ვადით დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.” რიჟამაძის თქმით, ეს უკვე მეორე შენიშვნაა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, რაც შესაძლოა სამინისტრომ მიმინოშვილის გათავისუფლების საბაბად გამოიყენოს. რევაზ რიჟამაძის თქმით, პირველი გაფრთხილება დირექციამ მაშინ მიიღო, როცა მეთოთხმეტე სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი დაჭრეს. ადვოკატი ამბობს, რომ ინციდენტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და შესაბამისად მომხდარის გამო სკოლა პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. სამინისტროს პირველი შენიშვნა სკოლის დირექტორმა პრემიერ–მინისტრის აპარატში, განათლების სამინისტროს ზემდგომ ორგანოში, გაასაჩივრა. იგივე ბედი ელის მეორე შენიშვნასაც. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს შენიშვნა დაუმსახურებელია, რადგან საშტატო განრიგი სამინისტროს მოთხოვნებს პასუხობდა. ზვიად მიმინოშვილი 27 ივნისიდან 27 ივლისამდე შვებულებაში იმყოფება. შვებულებაში მყოფი დირექტორის გათავისუფლება კანონით აკრძალულია. რიჟამაძე ამბობს, რომ მიმინოშვილს სამინისტროს წარმომადგენლები შვებულებიდან დაბრუნებასა და თანამდებობიდან წასვლას სთხოვენ. მეთოთხმეტე საჯარო სკოლით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია 2010 წლის 14 ივნისისდან დაინტერესდა. რევაზ რიჟამაძის განცხადებით, ინსპექცია სკოლაში მინისტრის ბრძანებულების გარეშე შევიდა და მხოლოდ სამი დღის შემდეგ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი. მიმინოშვილის წარმომადგენელმა მინისტრის ბრძანება მეთოთხმეტე სკოლის შემოწმების შესახებ პრემიერ–მინისტრთან გაასაჩივრა: „მინისტრის ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც მოცემულ ვითარებაში მინისტრის სურვილით გამოიცემა. ამიტომ იგი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული ბრძანება ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე გამოიცა. რის საფუძველზე შემოდიოდა სკოლაში გენ. ინსპექცია?!“ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 53 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად: „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.“ რიჟამაძის განცხადებით, 28 ივნისს ზვიად მიმინოშვილმა გენ. ინსპექციას ყველა დოკუმენტი წარუდგინა. გამოძიება 27 ივლისს უნდა დასრულდეს. 28 ივნისს ზვიად მიმინოშვილი განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა დაიბარა. ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი და დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ ანდრიაშვილმა მიმინოშვილი აიძულა ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს სახელზე გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა. მიმინოშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ზვიად მიმინოშვილმა ვერ გაიგო მიზეზი, რის გამოც თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა განცხადება გათავისუფლების თხოვნით მაინც დაწერა. განცხადება სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა. „სამეურვეო საბჭომ მეორე დღეს (30 ივნისს) ჩაატარა სხდომა და არ დააკმაყოფილა დირექტორის ეს გადაწყვეტილება. ვინაიდან მათ რეალურად იცოდნენ, მიმინოშვილმა როგორ ვითარებაში მოაწერა ხელი განცხადებას,–“ აცხადებს თეა თუთბერიძე. მიმინოშვილი სამინისტროში მეორეჯერ პირველ ივლისს, დაიბარეს. ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერის ნაწილი უკვე გავრცელდა მედიით. მისი სრული ვერსია კი ნეტგაზეთს თეა თუთბერიძემ მიაწოდა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მეორედ შეხვედრის დროსაც მიმინოშვილს თანამდებობის დატოვებას სთხოვდნენ. 55 წუთიან აუდიოჩანაწერში ირაკლი ანდრიაშვილი ამბობს: „ზვიად, არ გეგონოს რომ ჩვენ შენს მიმართ რაიმე მტრული განწყობა გვაქვს, არაფერი ძმაო, უბრალოდ არის ახლა ისეთი მომენტი, რომ შენ ეგ ადგილი უნდა დატოვო... ალტერნატიულ სამსახურს შემოგთავაზებთ, დილასაც მითხრა მინისტრმა და ეხლაც ვესაუბრე- გადაგიყვანთ ძმაო...“ Irakli andriashvili, Zviad Miminoshvili by user1810012თუთბერიძე ამბობს, რომ 1 ივლისის შეხვედრის ჩაწერის გადაწყვეტილება თავად მიიღო: ”მოლოდინი იმისა, რომ კიდევ ერთხელ აიძულებდნენ განცხადების დაწერას, ნამდვილად მქონდა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ დირექტორისგან დაუკითხავად, მის ჩანთაში მომეთავსებინა ჩამწერი აპარატურა... მე ამ ჩანთას მანამდეც ვხსნიდი და მუშაობის პროცესში საჭირო დოკუმენტებს ვიღებდი... სამინისტროში მისვლამდე, რაღაც დოკუმენტები ვნახე და საბუთების ჩადებისას აპარატურაც ჩავდე.” თუთბერიძე ამბობს, რომ ზვიად მიმინოშვილი უკან დაიხევდა ჩამწერი აპარატურის სამინისტროში წაღებაზე, რადგან შეხვედრებში მისი მეგობარი ტატო შავშიშვილი მონაწილეობდა. Zviad Miminoshvili da Tato Shavshishvili by user1810012ჩანაწერის მიხედვით, მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანება „სინდიკატის“ გამგეობის თავმჯდომარე ტატო შავშიშვილი აქტიურად ცდილობდა ზვიად მიმინოშვილის დაყოლიებას. ეკა თუთბერიძემ ჩანაწერის მოკლე ვარიანტი ირაკლი ანდრიაშვილსაც გადაუგზავნა. სამინისტროსგან თუთბერიძეს პასუხი არ მიუღია. „მე პირადად ვაგებ პასუხს ამ ჩანაწერზე. მზად ვარ ნებისმიერ ექსპერტთან, თუნდაც საზღვარგარეთ, დავთანხმდე ჩანაწერის ექსპერტიზას,“– აცხადებს თუთბერიძე. თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ უფლებამოსილებას გადაამეტა: „გენ ინსპექციის უფროსისა და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არამარტო დატოვებდნენ თანამდებობას, არამედ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა მათ წინააღმდეგ... თუ არ შეწყდება შევიწროება სამინისტროს მხრიდან, არ გამოვრიცხავ, რომ მივმართოთ გენერალურ პროკურატურას,“– თეა თუთბერიძე. ამჟამად სკოლის დირექტორის მოვალეობას, დირექტორის მოადგილე თინათინ გელეიშვილი ასრულებს. ნეტგაზეთი სკოლის სამეურვეო საბჭოს დაუკავშირდა. სამეურვეო საბჭოს წევრები და მასწავლებლები საუბარს თავს არიდებენ. დირექტორის გათავისუფლების საკითხს სამეურვეო საბჭო სხდომაზე განიხილავს. საბჭო დაკომპლექტებულია ექვსი მასწავლებლისგან, ექვსი მშობლისგან, თითო-თითო ადგილობრივი და სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლისა და სამინისტროს ერთი წარმომადგენლისგან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www1.pictures.zimbio.com/gi/Liverpool+v+Sunderland+Premier+League+UCWkiXyuZphl.jpg დღეს ლივერპულის იტალიელი ნახევარმცველის ალბერტო აკვილანის დაბადების დღეა… აკვილანიმ კარიერა დაიწყო ”რომაში” სადაც მან 2003 – დან 2009 წლამდე ითამაშა. 2009 წლის 13 აგვისტოს იტალიელი პრინცი ”ლივერპულში” გადმოვიდა, სამწუხაროდ ხშირი ტრავმების გამო სეზონის ნახევარი გაუცდა, სეზონის მიწურულს კი ალბერტომ დაიბრუნა თავის ჩვეული ფორმა და ყველას უჩვენა თუ რა შეუძლია. მუვილოცოთ ყველამ ალბერტოს ვუსურვოთ წამატება, რომ კიდევ გაგვახაროს მან თავისი კარგი და ლამაზი თამაშით. View the full article
-
http://www.foxsports.com.au/common/imagedata/0,5001,7256697,00.jpg ლივერპულის ახალი მენეჯერი დაინტერესდა იაპონიის ნაკრებისა და ოსაკას წამყავნი ნახევარმცველით ენდოთი და სავარაუდოდ რამოდენიმე დღეში ოფიციალურად მიმართავენ იაპონურ კლუბს. შეგახსენებთ , რომ ეს ფეხბურთელი 2010 წლის მუნდიალზე იაპონიის ნაკრებში მე-7 ნომრით თამაშობდა და ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია , სწორედ ესაა მიზანი ლივერპულის მისადმი ინტერესისა. ეს ფეხბურთელი დაიბადა 1980 წლის 27 იანვარს (30 წლის) და ის მოისაზრება ლუკას ლეივას შემცვლელად , რომელმაც შესაძლოა დატოვოს გუნდი და შეუერთდეს მილანის ინტერს . ინფრმაციის წყარო :www.liverpoolfc.tv View the full article
-
მსოფლიო საფეხბურთო თემი ელოდება მიმდინარე "მუნდიალის" მეორე ფინალისტს, რომელიც 11 ივლისს ჰოლანდიას დაუპირისპირდება. მეორე ფინალისტი კი დღეს გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირებაში გაირკვევა. შეხვედრა მართლაც, რომ უდიდეს ინტერესს იჩენს და იმედი დავიტოვოთ, რომ ისეთი მატჩი იქნება, როგორიც შეეფერება ამ ორი გუნდის დაპირისპირებას. გერმანელები და ესპანელები ერთმანეც 20–ჯერ გადაეყარნენ, 8 გერმანიამ, ხოლო 6 ესპანეთმა მოიგო, 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა. გერმანიის ნაკრებს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს, გუნდს ვერ დაეხმარება მათი ბომბარდირი მიულერი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, რაც შეეხებათ "პირინეელებს" მათ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ აწუხებთ. შეხვედრა დურბანის Durban Stadium–ზე გაიმართება და მატჩს უნგრელი ვიქტორ კასაი განსჯის. იხილეთ fanebi.com
-
http://img.metro.co.uk/i/pix/2007/12/taylorcelebratesBPI_450x250.jpg როგორც იცით ლივერპული დაინტერესებულია ნიუკასლის ცენტრალური მცველით სტივი ტეილორით ,ეს ტრანსფერი უფროდაუფრო რეალური ხდება იმის შემდეგ რაც ტეილორმა განაცხადა , რომ მას ძალიან უნდა ლივერპულში თამაში . მისი სიტყვები ზუსტად ესე ჟღერს : ”მე ჩემს მომავალს ლივერპულში ვხედავ და გახარებული ვარ , რადგან მერსესაიდელთა ინტერესის სფეროში მოვხვდი ,მე ჯერ 21 წლის ვარ და შემიძლია ლივერპულში დიდი ხნით თამაში და მათთვის სარგებლის მოტანა.” შეგახსენებთ , რომ ლივერპულის მენეჯერმა რამოდენიმე დღის წინ გაუკეთა 5 მილიონიანი შეთავაზება ნიუკასლს ,მაგრამ ნიუკასლი მასში 6 მილიონს ითხოვს ასე რომ რამოდენიმე დღეში ტეილორი ლივერპულის ფეხბურთელი გახდება ,როგორც ლივერპულის ოფიციალური საიტი იტყობინება. ინფორმაციის წყარო : www.liverpoolfc.tv View the full article
-
http://img.skysports.com/10/07/800x600/Uruguay-v-Holland-Dirk-Kuyt-smiles_2474782.jpg გუშინ საღამოს პირველი ფინალისტი გაირკვა, ნიდერლანდელებმა ტრადიციულად მინიმალური სხვაობით სძლიეს ურუგვაის ნაკრებს კეიპტაუნი, “გრინ პოინტ სთედიუმი” 62479 ურუგვაი-ჰოლანდია 2:3 (1:1) ურუგვაი : მუსლერა, მ. პერეირა, ვიქტორინო, გოდინი, კასერესი, პერესი, არევალო, გარგანო, ა. პერეირა (აბრეუ 78), კავანი, ფორლანი (ფერნანდესი 84) ჰოლანდია : სტეკელენბურგი, ბულარუზი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონხორსტი, ვან ბომელი, დე ზეუვი (ვან დერ ვაარტი 46), რობენი (ელია 89), სნეიდერი, კუიტი, ვან პერსი გოლები: 0:1 ვან ბრონხორსტი (18), 1:1 ფორლანი (41), 1:2 სნეიდერი (70), 1:3 რობენი (73), 2:3 მ. პერეირა (90+2) გაფრთხილება: მ. პერეირა 21, კასერესი 30 – სნედიერი 30, ბულარუზი 78 მსაჯი: რაშვან ირმატოვი (უზბეკეთი) დარტყმა 12 (6)-11 (7); ჯარიმა 15-16; კუთხური 4-5; თამაშგარე 4-5; ბურთის ფლობა 47%-53%; სეივი 4-3 View the full article
-
დღეს ზოგადი უნარების გამოცდას მაგისტრის ხარისხის მსურველები ჩააბარებენ არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები სახელმწიფო დიპლომს გასცემენ დევნილების ნივთების გამოფენა „ევროპის სახლში“ სრული ინფო(netgazeti.ge)