planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია,- ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” შსს-ს 14 ივლისის განცხადებას პასუხობს, ხოლო პრეზიდენტს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ. 14 ივლისის განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა. შსს-ს განცხადებით, არასამთავრობოები იმ საერთო ძალისხმევას არ უერთდებიან, რომელსაც სახელმწიფო კორუფციის აღმოსაფხვრელ ბრძოლაში იყენებს. საქმე ეხება მესტიაში 7 ივლისს ჩატარებულ სპეცოპერაციას. 10 ივლისს ოთხმა არასამთავრობო ოგანიზაციამ ერთობლივი მიმართვის წერილი დაწერა. წერილში ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება და პოლიტიკური მოსაზრებებიდან თავისუფალი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. NGO-ები შსს-ს საპირისპიროდ განმარტავენ, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს ძალისხმევას, - ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში. არასამთავრობოები ყურადღებას ორ საკითხზე ამახვილებენ,- გამოძიების ჩატარების პროცედურებსა და ვადებზე და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. შსს-ს 14 ივლისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადელი ინვესტორის წარმომადგენელმა დავით ქუხილავამ 2010 წლის 2 ივლისს განცხადებით მიმართა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს 1 ივლისს მასზე განხორცილებული გამოძალვის ბრალდებით. შსს-ს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და უკვე 7 ივლისს განხორციელდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ოთხი ადამიანი. ,,გამოდის, რომ შსს-მ დაზარალებულის მიმართვიდან 5 დღის ვადაში შესძლო დაეწყო და დაესრულებინა სპეცოპერაცია - მოეპოვებინა სხვადასხვა სახის მტკიცებულებები (მათ შორის, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები), დაეგეგმა სპეცოპერაცია და წარმატებით განეხორციელებინა იგი’’,- წერია NGO-ების საპასუხო წერილში. ამის საპირისპიროდ, არასამთავრობოებს მესტიის 3 მაისის მოვლენები მოყავთ და ამბობენ, რომ 3 მაისს მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დღესაც არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე მოწმის ჩვენება და მოვლენის ამსახველი ვიდეო მასალა, სამართალდამცავებმა მოწმეების დაკითხვა მხოლოდ თვენახევრის შემდეგ დაიწყეს. ფაქტების შეპირისპირების საფუძველზე NGO-ები ფიქრობენ, რომ გამოძიების ჩატარების პროცედურებსა და ვადებს სახელისუფლებო ინტერესი განსაზღვრავს. ,,ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება ძალოვანი უწყებების ამგვარი დაინტერესება დაკავებული საკრებულოს წევრის პოლიტიკურ აქტიურობას წინასაარჩევნო პერიოდსა და საკრებულოს წევრობის დროს?!’’ წერილში საუბარია უდანაშულობის პრეზუმფციაზე. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ისეთი განცხადებები კეთდება, რომლებიც არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. მაგალითად NGO-ებს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მოყავთ. გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა უცხოელ ინვესტორებთან წილში ჩაჯდომის გამო, დაკავებულებს „მრავალი შემდგომი წლის განმავლობაში.…საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში” ყოფნა უწინასწარმეტყველა. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიებაში არსებული ყველა მტკიცებულების სრულ ხელმისაწვდომობას ითხოვენ. მათ შორის, ტელეკომპანიების– „რუსთავი 2-ის” და „იმედის”– საშუალებით გავრცელებული ვიდეო მასალის დაუმონტაჟებელ, სრულ ვერსიას, არსებულ სატელეფონო ჩანაწერებს და კანადელი ინვესტორის საკონტაქტო ინფორმაციას. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/2431-300x250.jpgსაქართველოს საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, ევანგელისტს დევიდ ჰეთევეის შეკრებებში მონაწილეობა არ მიიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქომ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “როგორც ტელეეკრანებიდან გახდა ცნობილი, ბატორნი დევიდ ჰეთევეი სამდღიანი პროგრამით თბილისში სპორტის სასახლეში აპირებს გამოსვლასა და ქადაგებას. საზოგადოებაში მუსირებს არასწორი აზრი, თითქოს სწავლება, რომელსაც იგი ავრცელებს მართლმადიდებლობასთან კავშირშია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ბატონი დევიდ ჰეთევეი არის ერთ-ერთი ქრისტიანული დენომინაციის – ევანგელისტების წარმომადგენელი. ეს მიმდინარეობა დაახლოებით ორი საუკუნეა, რაც დაარსდა და თავისი არსით ყოვლად მიუღებელია როგორც მართლმადიდებელთათვის, ისე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ქრისტიანული აღმსარებლობებისათვის. საქართველო ყოველთვის იყო და არის ტოლერანტული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიურ მიმდინარეობას აქვს შეკრების, აღმსარებლობისა და სიტყვის თავისუფლება, რასაც ისინი თავის სამლოცველოებში დაუბრკოლებლად ახორციელებენ, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, არის აშკარა მაგალითი პროზელიტიზმის ანუ მცდელობა ადამიანების ფართო მასების თავის რწმენაზე გადაბირებისა. პროზელიტიზმი კი, საერთაშორისო რელიგიათშორისი კონვენციებითაც და ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარეც დაგმობილია. საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ეკლესიას 20 საუკუნოვანი ისტორია აქვს, მართლმადიდებლობის უარმყოფელი სწავლების წარმომადგენლის მიერ ქრისტიანობის ასეთი საჯარო ქადაგება ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებაა. მივმართავთ, ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს ეკლესიის მრევლს თავი შეიკავონ ამ და მსგავს რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობისაგან”, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსმა მამა დავით შარაშენიძემ. Share View the full article
-
<p style="text-align: left;">http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/saakashvili_m_012.jpgპრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა 15 ივლისს, რომ ექვს ყოფილ საბჭოთა ქვეყანას, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილეები არიან, აქვს პოტენციალი შექმნან "ერთიანი პლატფორმა", რომელიც დაეხმარება ამ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციაში, არამედ რუსეთის "ზეწოლასა და შანტაჟთან“ გამკლავებაში. polity.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/catherine_ashton-150x150.jpgევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საქართველოს დღეს დატოვებს. თუმცა მანამდე ის ახალგორის მოსაზღვრე სოფლებს ესტუმრება, მოგვიანებით კი წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებს. დღესვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის მისიის ოფისში მისვლასაც გეგმავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/eshton.jpg itvს ლინკი
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap036_liverpool_tr.jpgგრძელდება “ლივერპულის” ფიზიკური მომზადებები შვეიცარიაში. გთავაზობთ მორიგი ვარჯიშის ფოტოებს შვეიცარიაში.http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap006_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap015_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap018_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap017_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap019_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap020_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap021_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap024_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap026_liverpool_tr.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102562362ap035_liverpool_tr.jpg View the full article
-
http://ifotka.ru/images/jk6lmtybes2uzngv7twa.jpg Liverpoolfc.ge გთავაზობთ ”წითლების” პირველი მატჩის პრევიუს, სადაც გუნდი დაუპირისპირდება საუდის არაბეთის ”ალ ჰილალს.” სტადიონი: ”კეშპოინტ არენა” (ავსტრია) თარიღი: 17 ივლისი, 2010 დასაწყისი : 19:00 საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბი ”ალ ჰილალი” დაარსდა 1957 წლის 16 ოქტომბერს, ეს არის ყველაზე ტიტულოვანი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბი საუდის არაბეთში. IFFHS – მა ალ ჰილალი აზიაში 20 საუკუნის საუკეთესო კლუბად გამოაცხადა. ალ ჰილალში ნათამაშები აქვს ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან ანდრეი კანჩელსკისი, მოჰამედ კალონი და იონუც ლუპესკუ http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ( ახლა რუმნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.) ახლა გუნდს ხელმძღვანელობს ცნობილი ბელგიელი სპეციალისტი ერიკ გარეტსი, იგი თავის კარიერაში წვრთნიდა ისეთ გუნდებს როგორიცაა: ”პსვ”, ”მარსელი” და 2010 წელს მაროკოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა. საინტერესო ფაქტი: ”ალ ჰილალში 47 მენეჯერიდან 26 ბრაზილიელი იყო. ასევე უნდა ავღნიშნოტ საუდის არაბეთის კაპიტანი და ალ ჰილალის ფორვარდი იასირა საიდა ალ კახტანი http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif – კლუბის საკუეთესო ბომბარდირი, მან კლუბში 71 მატჩში 46 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში 59 გოლი - 94 თამაშში. გასული სეზონი ალ ჰილალისთვის უაღრესად წარმატებული გამოდგა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ასევე მოიგეს საუდის ფედერაციის თასი. ამგვარად ჩვენ გველოდება უაღრესად საინტერესო დაპირისპირება – 20 საუკუნის საუკეთესო აზიუირი და ევროპული კლუბების. View the full article
-
გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რამდენიმე უბანი დაიტბორა. წყალმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულებიც დატბორა. როგორც „მედიანიუსს“ დუშეთის… ლინკი მედიანიუსზე